1. მერიის სხდომაზე საკითხები, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესაბამისად.
2. მერიის წევრები, მერიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და ქალაქის ადგილობრივი სამსახურები თავიანთ წინადადებებს მერიის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წარუდგენენ აპარატის ხელმძღვანელს მომდევნო კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და მიუთითებენ განხილვის ვადას.
3. აპარატი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს მერიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა წლიური და კვარტალური ნუსხის პროექტებს, აზუსტებს საკითხის განხილვის ვადებს და წარუდგენს მერს.
4. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის პროექტს ამტკიცებს მერია მერის წარდგინებით.
5. აპარატი აკონტროლებს მერიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხის შესრულების მდგომარეობას და ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს მერს შესაბამის ინფორმაციას
მუხლი 34. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
თავი II — მერიის სხდომის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 34. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
- მუხლი 53. 1. საკრებულოს ბიურო განსახილველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს
- მუხლი 16. სხვა ქვეყნებიდან ტრადიციული სურსათის ავტორიზაცია და ნუსხის განახლება
- მუხლი 16. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
- მუხლი 17. სხვა ქვეყნებიდან ავტორიზებულ ტრადიციულ სურსათთან დაკავშირებული ნუსხის განახლება
- მუხლი 21. ნუსხის განახლებასთან დაკავშირებული განაცხადის კონფიდენციალურობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. აპარატი
- მუხლი 27. საქალაქო ღონისძიებათა გეგმები
- მუხლი 28. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების ამოცანები
- მუხლი 29. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია
- მუხლი 30. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება
- მუხლი 32. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი
- მუხლი 35. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
- მუხლი 36. მერიის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
- მუხლი 37. მერიის სხდომები
- მუხლი 38. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 39. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების ინიციირება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-34/