საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებთან (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“ და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№768
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №768

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებთან (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „საპროექტო ხელშეკრულების“გაფორმება საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა კომისიის (სხდომის ოქმი №5, 04.11.2009 წ.) გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების“გაფორმება.

5. ამ განკარგულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მასთან გაფორმებული საპროექტო ხელშეკრულებების (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებების (2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ფოთის წყალმომარაგების პროექტი“, 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული „ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი“და 2008 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი“) გაუქმების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური