ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ27 მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისათვის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებული 17.58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№342
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №342

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ27 მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისათვის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებული 17.58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი №2) და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ27 მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისათვის კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული საგარეჯოს სატყეო უბნიდან (ყოფილი უჯარმის სატყეო) 16.35 ჰა და ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნიდან (ყოფილი საცხენისის სატყეო) 1.23 ჰა – სულ 17.58 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ნ. გილაური