საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის“ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის განშტოების სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1606
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1606

2010 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის“სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის განშტოების სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის“სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის განშტოების სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მსოფლიო ბანკთან შეათანხმოს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის“სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური