ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.03.2014 ბოლო ცვლილება 20.11.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017843
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14​1 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14​1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე:

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14​1 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, თანდართული რედაქციით (დანართები: №1, №2, №3, №4.).

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



დანართი №1

ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14​1 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ძირითადი დებულებები

+
მუხლი 1. ტექნიკური რეგულირების გამოყენების სფერო და ობიექტი

1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14​1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს:

ა) იმ პნევმატური იარაღისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;

ბ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას;

გ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება პნევმატური იარაღის ტრანზიტზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
მუხლი 2. ძირითადი ცნებები და განმარტებები

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;

ბ) ჯოული – გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია.

მუხლი 3. პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები

პნევმატური იარაღი ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე, გარდა იმ პნევმატური იარაღისა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში.

მუხლი 3​1. პნევმატური იარაღის ტარება

1. ფიზიკური პირის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებიც შეესაბამება ამ დადგენილებას და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

2. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ამ დადგენილებას ან რომელიც არ არის რეგისტრირებული სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.

მუხლი 4. მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ

მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ განისაზღვრება ამ დადგენილების №2 – №4 დანართებით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.

მუხლი 5. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

შესაბამისობის შეფასება დგინდება პნევმატური იარაღის მწარმოებლის (ქარხანა-დამამზადებელი) დოკუმენტაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს პნევმატური იარაღის შესაბამისი შეფასება.

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.

 

იმ პნევმატური იარაღისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში

1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

1​1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

2. სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft)  და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

 

დანართი №3

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
 

დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

3 ჯოული და მეტი

ჭურვის ტიპი

პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

ჭურვის წონა

0.32 გრ – 0.45 გრ

შენიშვნა:

1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები.

2. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

3. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.

 

დანართი №4

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
 

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ

იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადებული იარაღის საერთო სიგრძე

55 სმ-ზე მეტი

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

5 ჯოული და მეტი

ჭურვის ტიპი

პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

ჭურვის წონა

0.32 გრ – 0.45 გრ

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებიც შეესაბამება ამ დანართს და რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

2. აკრძალულია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ამ დანართის მოთხოვნებს ან რომელიც არ არის რეგისტრირებული სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

3. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.

4. იარაღის საერთო სიგრძის გაზომვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.

6. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

 

დანართი №5 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2022წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“, №223, 12.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017843 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2278773-2/