თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქართველოში ყველა უცხოელი თანასწორია კანონის წინაშე, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად.
3. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს.
4. საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.03.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(31)
- საქმე №ბს-796(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
…ამ კანონის მიზანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
- საქმე №ბს-946(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
გარდა ამისა, პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქ/პუნქტზე, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე.
- საქმე №ბს-624(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
…ამ კანონის მიზანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
- საქმე №ბს-342(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
საქმე №ბს-631(კ-21)). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია იმთავითვე არ ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს…
- საქმე №ბს-734(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
საქმე №ბს-631(კ-21)). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია იმთავითვე არ ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს…
- საქმე №ბს-1020(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ბს-369(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ბს-169(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ბს-195(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ბს-814(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2025
- საქმე №ბს-1258(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2025
- საქმე №ბს-660(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-530(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-404(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2024
- საქმე №ბს-277(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ბს-131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №ბს-1241(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ბს-67(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-260(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-44(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-907(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №ბს-631(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ბს-747(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.01.2023
- საქმე №ბს-1057(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2022
- საქმე №ბს-904(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ბს-614(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
- საქმე №ბს-233(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2022
- საქმე №ბს-454(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2021
- საქმე №ბს-515(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ბს-65(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ბს-207(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება