თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს.
2. სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დასადგენად განმცხადებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე.
3. სააგენტო უფლებამოსილია საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.
4. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება.
5. პირზე, რომელმაც წარადგინა განცხადება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით, სააგენტო გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იწვევს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.
6. სააგენტოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
7. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.03.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-216(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
…და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს.
- საქმე №ბს-979(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2024
…და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს.
- საქმე №ბს-715(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.11.2023
…და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება