1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა;
გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;
ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
კ) (ამოღებულია - 26.06.2025, №865).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით გამოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3085 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 30.03.2021 კანონი №428
- 30.05.2019 კანონი №4741
- 05.07.2018 კანონი №3085
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა; გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე; ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები; კ) უფლებამოსილმა(ამოღებულია ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ. [კ)(ამოღებულია - 26.06.2025, №865). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს. [4.4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. 5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით გამოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1499)
- საქმე №ბს-372(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
…შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს…
- საქმე №ბს-190(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
მოსარჩელის განმარტებით, 2024 წლის 11 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაზედაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ეთქვა უარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
- საქმე №ბს-53(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
კასატორის მითითებით, სააგენტომ, იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავდროულად, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-306(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი მოსარჩელეს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
- საქმე №ბს-243(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
- საქმე №ბს-82(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
- საქმე №ბს-94(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
- საქმე №ბს-198(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
- საქმე №ბს-33(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-432(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ბს-1392(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №ბს-1016(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №ბს-1181(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბს-1309(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2026
- საქმე №ბს-1365(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №ბს-1027(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ბს-1081(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ბს-1084(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-809(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-829(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-770(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-1072(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ბს-1157(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2026
- საქმე №ბს-758(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №ბს-1015(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ბს-799(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ბს-1077(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ბს-572(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2025
- საქმე №ბს-680(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ბს-981(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ბს-466(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2025
- საქმე №ბს-618(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ბს-646(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ბს-745(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-858(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-1201(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-723(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-1142(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-1089(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
- საქმე №ბს-1038(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1499-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.