1. გადამყვანი კომპანია ვალდებულია:
ა) შეამოწმოს უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედი საქართველოს ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები;
ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინოს უცხოელი ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტში;
გ) უკან დააბრუნოს ის უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
2. გადამყვანი კომპანია ვალდებულია გაიღოს იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები.
3. თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახელმწიფო ვალდებულია გაიღოს უცხოელის უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, ხოლო უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს გადამყვანი კომპანია.
4. გადამყვანი კომპანია უფლებამოსილია მის მიერ უკან დაბრუნებულ უცხოელს მოთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გაიღო უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გამო.
5. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამყვან კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IVსაქართველოში ბინადრობის ნებართ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.03.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. გადამყვანი კომპანიის ვალდებულება 1. გადამყვანი კომპანია ვალდებულია: ა) შეამოწმოს უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედი საქართველოს ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები; ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინოს უცხოელი ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტში; გ) უკან დააბრუნოს ის უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. 2. გადამყვანი კომპანია ვალდებულია გაიღოს იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები. 3. თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახელმწიფო ვალდებულია გაიღოს უცხოელის უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, ხოლო უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს გადამყვანი კომპანია. 4. გადამყვანი კომპანია უფლებამოსილია მის მიერ უკან დაბრუნებულ უცხოელს მოთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გაიღო უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გამო. 5. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამყვან კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IVIVსაქართველოში საქართველოში ბინადრობის ნებართვანებართ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-225(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2025
…მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით…
- საქმე №ბს-357(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
კასატორი განმარტავს, რომ მისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების აშკარა დარღვევაზე, აგრეთვე საკუთრებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ პროტოკოლის გაუთვალისწინებლობაზე, რომლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
- საქმე №ბს-202(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
№520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ პირველ, მე-10, მე-13, მე-15 მუხლებზე, სზაკ-ის მე-6 მუხლზე, „კონტრადაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რაც არცერთი მხარის მიერ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო სამართალდაცვითი მიზნებისათვის.
- საქმე №ბს-1202(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
…პუნქტზე, მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, 122 მუხლზე, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტომ შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს -…
- საქმე №ბს-67(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3, მე-122 მუხლებზე, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე, სსკ-ის მე-10 მუხლებზე, ყურადღება გაამახვილა სასამართლოს აქტების შესრულების სავალდებულოობაზე და აღნიშნა, რომ…
- საქმე №ბს-608(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
- საქმე №ბს-652(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ბს-659(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №330310018002270368 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.07.2019
- საქმე №330310018002766179 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №ბს-814(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2025
- საქმე №ბს-1258(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2025
- საქმე №ბს-1371(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
- საქმე №ბს-1056(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2022
- საქმე №ბს-474(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ბს-826(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2022
- საქმე №ბს-607(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
- საქმე №330310018002396798 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება