1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;
ბ1) თუ მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია;
გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა;
დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;
ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;
თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზის გამო არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა, იგი დროებით განთავსდება სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 08.05.2015 კანონი №3602
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; [ბ1ბ1) ) თუ მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება. 4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზის გამო არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა, იგი დროებით განთავსდება სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(36)
- საქმე №ბს-1338(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2026
…ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ), სადაც მითითებულია უარის თქმის მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 21 დეკემბერს ეგვიპტის მოქალაქეს M.A.A.A.R-N-ს (ს/ნ...) ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
- საქმე №ბს-234(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2026
…საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (სარფი) გამტარ პუნქტზე 2022 წლის 16 ოქტომბერს ი.მ-რს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ (არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები) ქვეპუნქტის საფუძველზე.
- საქმე №ბს-1280(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2026
…საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას ( კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი). „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოში შემოსვლაზე/ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
- საქმე №ბს-1394(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის SSG 6 24 00220324 წერილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სირიის მოქალაქე - ვ.ს-ის სახელზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
- საქმე №ბს-1074(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
თავის მხრივ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გაწერილია უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები.
- საქმე №ბს-609(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ბს-571(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ბს-116(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ბს-948(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №ბს-1220(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ბს-117(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
- საქმე №ბს-640(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
- საქმე №ბს-596(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ბს-442(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-620(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
- საქმე №ბს-401(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2025
- საქმე №ბს-1020(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ბს-845(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-793(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2024
- საქმე №ბს-646(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2024
- საქმე №ბს-863(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-1310(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ბს-333(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ბს-950(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ბს-705(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
- საქმე №ბს-625(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-939(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-1002(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ბს-959(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
- საქმე №ბს-840(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
- საქმე №ბს-144(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2022
- საქმე №190310018002473121 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №160310019003130937 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 04.10.2019
- საქმე №330310019002856948 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №010310018002578308 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №330310018002586521 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება