მუხლი 5. საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები
კარი II — უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლათავი IIუცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი პრინციპები
საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა;
გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა;
დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
თავი IIIსაქართველოს ვი
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. თავი IIIIIIსაქართველოს საქართველოს ვიზავი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(113)
საქმე №ბს-284(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
…სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ას (D. K-A; დაბადების თარიღი:...წ.) მიმართ მოპოვებული მასალებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის…
საქმე №ბს-812(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…ამოწურვამდე 40 დღით ადრე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გასაცემად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია თუ რა წარმოადგენს საქართველოში შემოსვლისა და კანონიერად ყოფნის საფუძვლებს, კერძოდ ესენია: ა) საქართველოს ვიზა;
საქმე №ბს-269(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის…
საქმე №ბს-370(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის…
კასატორი არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ მსჯელობს და თვლის, რომ არ არის გაცნობიერებული ბინადრობის ნებართვის სამართლებრივი ბუნება, კერძოდ: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უცხოელის საქართველოში კანონიერი ყოფნის საფუძვლები, სხვა საფუძვლებთან ერთად, არის საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, მუხლი 5, №2045-IIს, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2278806/muxli-5/