1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე − e-VISA PORTAL-ზე − განთავსებულ სავიზო განაცხადს.
11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე.
12. ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.
13. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას.
2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა.
5. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602).
6. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602).
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3344 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 08.05.2015 კანონი №3602
- 20.03.2015 კანონი №3344
- 14.11.2014 კანონი №2788
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.05.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები 1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე − e-VISA PORTAL-ზე − განთავსებულ სავიზო განაცხადს. 11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 12. ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 13. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას. (11−13 პუნქტები საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს ვიზის გასაცემად და ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის საჯარო სამართლის იურიდიული პირების − იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმავე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების ნაწილში ამოქმედდეს 2015 წლის 13 ივნისიდან) 2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა. 5. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). 6. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-357(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
კასატორი განმარტავს, რომ მისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების აშკარა დარღვევაზე, აგრეთვე საკუთრებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ პროტოკოლის გაუთვალისწინებლობაზე, რომლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
- საქმე №ბს-501(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2023
კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, მე-6 მუხლებით მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებზე, ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-8, მე-9, მე-16 მუხლებზე, რომლებიც ბავშვის ოჯახთან და მშობლებთან ერთად ღირსეულ თანაცხოვრებას გულისხმობს.
- საქმე №ბს-840(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
კასატორი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება