თავი IV — ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენცია
1. სამინისტრო ვიზების გაცემას ახორციელებს თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფის − საკონსულო დეპარტამენტის (შემდგომში − საკონსულო დეპარტამენტი) მეშვეობით.
2. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი.
ა) საიმიგრაციო ვიზა − საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელზე;
ბ) C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა, თუ სავიზო განაცხადი წარდგენილია e-VISA PORTAL-ის მეშვეობით;
გ) მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზები, D3 და D5 კატეგორიის ვიზები − ამ წესის 34-ე მუხლით განსაზღვრული წესით მათი მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №280, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018665 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2882028/muxli-11/