თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა.
2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას.
5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას:
ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე;
გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით;
დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.12.2016 კანონი №46
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. 4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას. 5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე; გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით; დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი. [მუხლი 471 . უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულება 1. უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულება არის უცხოელისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, დატოვოს საქართველო. 2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველო. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-551(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
- საქმე №ბს-889(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
- საქმე №ბს-141(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და…
- საქმე №330310018002564123 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2019
…ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
- საქმე №330310019002797751 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
სასამართლო ასევე მიუთითებს,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
- საქმე №330310018002630793 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310019002793987 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №330310018002584727 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №330310018002633814 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება