თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:
ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:
დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;
დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;
დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;
ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.
2. უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც.
4. უცხოელის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის საფუძვლით მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხს სააგენტო საკუთარი ინიციატივით იხილავს. აღნიშნულ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა.
6. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.
7. უცხოელს ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ მის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.
8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს.
9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 26.06.2025 კანონი №863
- 30.03.2021 კანონი №428
- 14.11.2014 კანონი №2788
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება 1. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება: ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით; ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები; გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად; დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება: დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება; ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე. 2. უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც. 4. უცხოელის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის საფუძვლით მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხს სააგენტო საკუთარი ინიციატივით იხილავს. აღნიშნულ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 6. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით. 7. უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ. [7. უცხოელს ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ მის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. (ამოქმედდეს8. 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] [8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს. (ამოქმედდეს9. 2026 წლის 1 მარტიდან) ] [9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-1298(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოდან გასვლის გადავადება არის უცხოელის შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ისარგებლოს შეღავათით მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეძლოს საქართველოში ყოფნის აუცილებლობის განმაპირობებელი გარემოებების აღმოფხვრა იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს იმ ინტერესებს, რომლებსაც ხსენებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს.
- საქმე №ბს-1082(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
საქართველოში კანონიერად ბინადრობის ვადის ამოწურვის შემდგომ, ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ მოსარჩელე საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას აკმაყოფილებდა.
- საქმე №ბს-1194(კ-კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2023
…ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლიდან გამომდინარე უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური ორგანო არის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
- საქმე №ბს-551(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2023
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- საქმე №ბს-899(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
…რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით. განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- საქმე №ბს-889(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-141(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
- საქმე №080350018002748177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №080350018002721763 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.01.2019
- საქმე №330310019002797751 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №330310018002630793 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310019002793987 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №330310018002584727 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №330310018002633814 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №330310018002631855 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002595162 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.