კარი III — უცხოელის საქართველოდან გაძევება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და პასუხისმგებლობათავი VIIIზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:
ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში;
ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;
ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა;
ზ) იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში − სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე;
თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
21. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ჩერდება, თუ მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა ან/და საქართველოში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 30.03.2021 კანონი №428
- 08.05.2015 კანონი №3602
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. უცხოელის საქართველოდან გაძევება 1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; [გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში − სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. 2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. [2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. 2121. . უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ჩერდება, თუ მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა ან/და საქართველოში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] 3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამ კანონით დადგენილი წესით. [მუხლი 511 . უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის: ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; ბ) მას წარუდგინოს თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ეხება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას; გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად; დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად; ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს მას მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ცვლილების შესახებ; ზ) შეასრულოს ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები; თ) დატოვოს საქართველო უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-284(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
…დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს, ხოლო ზემოაღნიშნული კანონის 51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი.
- საქმე №ბს-115(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2025
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 მუხლის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე.
- საქმე №ბს-787-779(კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2015
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით დადგენილ შემთხვევებში, განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო)…
- საქმე №330350020003501201 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.04.2020
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: სასამართლომ მიუთითა, 2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142…
- საქმე №080350018002748177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
…დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და აპელანტის მოთხოვნებზე მითითება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2018 წლის 05 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 52.1, 52.2, 53.1 მუხლების, 59.1 მუხლის „ა“…
- საქმე №080350018002721763 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.01.2019
- საქმე №010350019003110016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №330310019002956886 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №080350018002711377 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330350018002662145 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №020350018002607386 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.08.2018
- საქმე №160350018002490241 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №020350018002470222 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.05.2018
- საქმე №020350018002342275 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №020350018002342334 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №020350018002342380 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №020350018002342436 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №020350018002342586 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება