კარი III — უცხოელის საქართველოდან გაძევება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და პასუხისმგებლობათავი VIIIზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო.
2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოში განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.
3. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის შესახებ.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულება ან იურიდიული პირი, ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ.
32. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაცია.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უცხოელს მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 01.12.2016 კანონი №46
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება 1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა. [2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოში განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] 3. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის შესახებ. [3131. . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულება ან იურიდიული პირი, ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ. 3232. . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაცია. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენისას პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება. [5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უცხოელს მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] [მუხლი 521 . საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი 1. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ/უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №080350018002748177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
…მიგრაციის დეპარტამენტმა 2018 წლის 05 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 52.1, 52.2, 53.1 მუხლების, 59.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 59.3 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს…
- საქმე №080350018002721763 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.01.2019
…ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ--------------–------------------ის საქრთველოდან გაძევების მიზნით ბრძანების გამოცემა.
- საქმე №010350019003110016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
…უფროსმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 და 2140 მუხლების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და…
- საქმე №160350018002490241 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
…სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,ზ" და,,თ“ ქვეპუნქტების, 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გაძევების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება