კარი III — უცხოელის საქართველოდან გაძევება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და პასუხისმგებლობათავი VIIIზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.
3. უცხოელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. ამ გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ეს გადაწყვეტილება უნდა ითარგმნოს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
4. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს:
ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს;
ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს;
გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს.
5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განსახილველად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი.
6. უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში.
7. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე. 3. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გასაძევებელ უცხოელს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე. [3. უცხოელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. ამ გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ეს გადაწყვეტილება უნდა ითარგმნოს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] 4. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს; ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს; გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს. [5.5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განსახილველად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი. 6. უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №080350018002748177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
…დეპარტამენტმა 2018 წლის 05 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 52.1, 52.2, 53.1 მუხლების, 59.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 59.3 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო…
- საქმე №010350019003110016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
…საპროცესო კოდექსის 2139 და 2140 მუხლების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის იდინ ეკრემ ბედელის (AYDIN EKREM BEDEL;
- საქმე №160350018002490241 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
…საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,ზ" და,,თ“ ქვეპუნქტების, 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გაძევების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე.
- საქმე №080350018002721763 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.01.2019
…იურიდიული განყოფილების უფროსმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ--------------–------------------ის საქრთველოდან გაძევების მიზნით ბრძანების გამოცემა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება