ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში;
გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №779 - ვებგვერდი, 25.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №779
- 17.10.2014 კანონი №2705
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. საქართველოდან გაძევების დაუშვებლობადაუშვებლობა1. 1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს: ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ; ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში; გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №160350018002490241 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება