1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს:
ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;
გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება;
დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.
2. დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც:
ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
- 01.12.2016 კანონი №46
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. სახელმწიფოები, რომლებშიც შეიძლება უცხოელის გაძევება 1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება; ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება; დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე. 2. დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც: ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება. [3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №080350018002748177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
…ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
- საქმე №010350019003110016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
…და 2140 მუხლების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის იდინ ეკრემ ბედელის (AYDIN EKREM BEDEL;
- საქმე №160350018002490241 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
…მუხლის მე-9 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,ზ" და,,თ“ ქვეპუნქტების, 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გაძევების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე.
- საქმე №080350018002721763 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.01.2019
…უფროსმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ--------------–------------------ის საქრთველოდან გაძევების მიზნით ბრძანების გამოცემა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება