კარი III — უცხოელის საქართველოდან გაძევება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და პასუხისმგებლობათავი VIIIზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ამავე კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა უცხოელისთვის არ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში. [მუხლი 56. უცხოელის საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ამავე კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა უცხოელისთვის არ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] [მუხლი 561 . უცხოელთან კომუნიკაციისა და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი 1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება. 2. უცხოელი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად; გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] თავი X უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება