კარი III — უცხოელის საქართველოდან გაძევება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და პასუხისმგებლობათავი VIIIზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
1. უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით:
ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში;
ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში;
გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლების გარეშე იმყოფება;
დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას;
ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება;
ვ) თუ იქმნება არასრულწლოვანის თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და მის მიერ განათლების მიღების შეფერხების საშიშროება.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო.
4. უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება 1. უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით: ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში; ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში; გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და უმეთვალყურეოდ იმყოფება; [გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლების გარეშე იმყოფება; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას; ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება; ვ) თუ იქმნება არასრულწლოვნის უმეთვალყურეოდ დარჩენის ან/და განათლების მიღების შეფერხების საშიშროება. [ვ) თუ იქმნება არასრულწლოვანის თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და მის მიერ განათლების მიღების შეფერხების საშიშროება. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო. 4. უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება