თავი XI — საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
2. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება;
ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა, ან რეგულარული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა;
გ) არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება;
ე) ვალდებულების დაკისრება, არ შეიცვალოს ის საცხოვრებელი მისამართი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მიუთითა.
3. კონკრეტული საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან სხვა პირს მისი სახელით ან მის სასარგებლოდ.
5. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადად სასამართლომ შეიძლება განსაზღვროს 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, მაგრამ საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელისათვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განისაზღვროს: ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან მინიმუმ 1000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია ან რეგულარული შემოსავლების დამადასტურებელი ცნობა; გ) არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობის გირაო. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სასამართლო. [მუხლი 65. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა, ან რეგულარული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა; გ) არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება; ე) ვალდებულების დაკისრება, არ შეიცვალოს ის საცხოვრებელი მისამართი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მიუთითა. 3. კონკრეტული საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან სხვა პირს მისი სახელით ან მის სასარგებლოდ. 5. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადად სასამართლომ შეიძლება განსაზღვროს 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, მაგრამ საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება