თავი XI — საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
1. დაკავებული უცხოელი განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დროებითი განთავსების ცენტრში.
2. დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა;
ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა;
გ) დროებითი განთავსების ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა;
დ) არასრულწლოვნის უფლებების დაცვა;
ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება.
თავი XI1იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №865
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები 1. დაკავებული უცხოელი განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დროებითი განთავსების ცენტრში. 2. დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა; ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა; გ) დროებითი განთავსების ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა; დ) არასრულწლოვნის უფლებების დაცვა; ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება. [თავითავი XI1XI1იმ . იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] [მუხლი 661 . იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დაკავების საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემდეგ იგი ამ კანონის 642 მუხლით დადგენილი წესით თავსდება დროებითი განთავსების ცენტრში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] [მუხლი 662 . თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. თავშესაფრის მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს ამ კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული ზომა იმავე მუხლით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] თავი XII უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება