მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2014 |
|
2014 წლის 20 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მხარდამჭერთა სიები ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება როგორც ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. თუ ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე. თუ ხელმოწერების რაოდენობა აკმაყოფილებს დადგენილ მინიმალურ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:
1. მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე.
1.1. ბლანკს აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.
1.2. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს. თუ დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე შესრულებული ხელმოწერების გამოკლებით, დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე.
1. 3. ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი. ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭრი ამომრჩევლის: ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები.
1. 4. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით).
1. 5. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და 7-ნიშნა ნომერი/მოქალაქის პირადობის მოწმობის(რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) 9-ნიშნა ნომერი/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი 11-ნიშნა ნომერი.
1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მისამართი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელთა შემთხვევაში, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც მითითებულია შესაბამისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს’’ (შემდგომში - ”სააგენტო”) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ., 10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.
1. 8. ბლანკის მე-7 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.
1.9. საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.
1.10. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაცემი არ არის, არასრულად ან არასწორად არის მითითებული, აღნიშნული სტრიქონი გადაიხაზება და ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება. ხოლო ბლანკზე მიეთითება დარჩენილ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა.
1.11. „პასუხისმგებელი პირი”, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.
1.12. ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში, აღნიშნულ ბლანკზე შესრულებული ხელმოწერები მთლიანად ბათილდება, გადაეხაზება ჯვარედინი ხაზი და ზედ დაეწერება „0”.
+
დადგენილება №11/2014
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
+
+
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე
+
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე
არჩევნებში მონაწილე პარტიის/კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობას ცესკო ადგენს განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისი მუხლით დადგენილი ნორმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე.
მხარდამჭერთა სიები ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №21/2023 - ვებგვერდი, 24.02.2023 წ.
1.2. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
1.3. ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი. ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის:
ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები.
1.4. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით, მაგ.,10.09.2014).
1.5. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი 11- ნიშნა ნომერი.
1.6. (ამოღებულია - 07.07.2020, №7/2020).
1.7. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს’’ (შემდგომში - ”სააგენტო”) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
1. 8. ბლანკის მე-6 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.
1.9. ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში, გარდა ამავე მუხლის 1.91 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელის მიერ მიმდევრობით მოწმდება იმდენი ხელმოწერა, რამდენიც საჭიროა დადგენილ რაოდენობამდე მისაღწევად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 1 თებერვლის დადგენილება №10/2022 - ვებგვერდი, 02.02.2022წ.
1.91. ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემების გარდა, დამატებით გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში:
ა) (ამოღებულია - 18.03.2024, №3/2024);
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი;
დ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი.
1.10. იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული არ არის, ან არასრულად ან არასწორადაა მითითებული საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლის რომელიმე მონაცემი, აღნიშნული სტრიქონი გადაიხაზება და ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება, ხოლო ბლანკზე მიეთითება დარჩენილ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა.
1.11. „პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი 11-ნიშნა ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი, მაგ.:10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №48/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილება №8/2017 - ვებგვერდი, 20.02.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №6/2019 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 7 ივლისის დადგენილება №7/2020 - ვებგვერდი, 07.07.2020წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №3/2024 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
2. ყველა აღნიშნული ქმედების შემდეგ, უნდა დაითვალოს შემოწმების შედეგად დარჩენილი ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა და შედგეს აქტი.
3. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტი/საოლქო საარჩევნო კომისია ამზადებს დასკვნას პარტიის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №6/2019 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა. მას ასევე გადაეცემა ახალი ბლანკი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და რომელზედაც აღნიშნულია ახალი განმასხვავებელი ნიშანი. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ასევე ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №6/2019 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №3/2024 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
5. კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი შესწორებული/დადგენილ ოდენობამდე შესავსებად აუცილებელი ხელმოწერები კვლავ მოწმდება ზემოთ აღნიშნული წესით. ბლანკზე მითითებული ხელმოწერის თარიღი უნდა ემთხვეოდეს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების შესწორების შედეგად გაბათილებული ნაწილის გადაცემისა და შესწორებული სიების შემოტანის თარიღს შორის პერიოდს.
6. თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტი/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34/2017 - ვებგვერდი, 22.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №6/2019 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 20.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №11/2014. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016128.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“, №11/2014, 20.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016128 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2288479/