შპს „TORSANLOREZO GEORGIA“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№841
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №841

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

შპს „TORSANLOREZO GEORGIA“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1.  „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის შპს „TORSANLOREZO GEORGIA“ (სკ – 445402467) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების მიმდებარედ, სოფ. ქვედა სამების ქვიშა‑ხრეშის გამოვლინების I უბანზე განახორციელოს 30 000  მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X  და Y  კოორდინატების საზღვრებში:

 

I უბანი

X

Y

1

734829

4631457

2

734675

4631433

3

734419

4631434

4

734665

4631566

5

734738

4631597

S = 3,39 ჰა.

 

2. შპს „TORSANLOREZO GEORGIA“-მ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) 5 220 (ხუთი ათას ორას ოცი) ლარის გადახდა.

 პრემიერ-მინისტრი                                                   ნ . გილაური