სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2014 ბოლო ცვლილება 26.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.017898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2014 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა  და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად დამტკიცდეს:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი  №1);

ბ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №2);

გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი  №3);

დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №4);

ე) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №5);

ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №6);

ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №7);

თ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №8);

ი) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №9);

კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) - ტიპი №2 (დანართი  №10);

ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის  განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნიმუში (დანართი  №11);

მ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №12);

ნ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №13);

ო) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №14);

პ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი  №15);

ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი  №16);

რ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი  №17);

ს) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1  (დანართი  №18);

ტ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №19);

უ) ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №20);

ფ)  მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №21);

ქ) ტრანზიტული ნომრის ნიმუში (დანართი №22);

ღ) „TEST“ ნომრის ნიმუში (დანართი №23);

ყ) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის   შრიფტის ნიმუში  (დანართი  №24);

შ) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერსა (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და შიდა ტრანზიტზე დასატანი სერიისა და ნომრის   შრიფტის ნიმუში (დანართი  №25);

ჩ) გაყალბებისაგან დამცავი ჰოლოგრამის ნიმუში (დანართი  №26);

ც) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შიდა ტრანზიტისა და „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები (დანართი №27).

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ – „ო“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) გაიცემა  საპატიო კონსულებზეც.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული და იურიდიული ძალის მქონე ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ – „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით;

ბ) „უ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ნიშნებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ მიმოქცევაში არსებობის ვადით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს, მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშების  შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადება/გაცემა.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ივლისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 25.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივლისის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 17.07.2020წ.
+
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის  მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“, №278, 08.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.017898 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2315454-3/