სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1069
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1069

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდ მა უზრუნველყოს:

ა)საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი „Support to Georgia IDP’s action plan:2009 part III“ ხელშეკრულების შესაბამისად გამოყოფილი მე-3 ტრანშის ფარგლებში ქ. ფოთის მალთაყვის მუნიციპალიტეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა 30‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 (შვიდი) ხუთსართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობისათვის საჭირო შესაბამისი საძიებო-კვლევითი (ტოპოგრაფია, გეოლოგია) სამუშაოებისა და აღნიშნული სახლების კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმის (ფუნდამენტების დაზუსტების), ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურის (გზები, წყალსადენ-კანალიზაცია, ელმომარაგება) დეტალური პროექტის საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;  

ბ) ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება„საქართველოს 2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სსიპ– საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ.გილაური