„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (25)
შემდგომი ცვლილებები (12)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
|
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქსელის წესები“თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 110-112-ე მუხლები, 113-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტები, 114-ე-115-ე მუხლები, 116-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-9 პუნქტები, 117-ე-165-ე მუხლები, 168-ე მუხლი, 169-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები, 170-ე-175-ე მუხლები, 176-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები და 177-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 178-ე-182-ე მუხლები, 183-ე მუხლის პირველი და მე-3-მე-7 პუნქტები, 185-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-9 პუნქტები, 186-ე-234-ე მუხლები, 237-ე-240-ე მუხლები, 242-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-9 პუნქტები, 243-ე-311-ე მუხლები, 314-ე მუხლი, 315-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები და 316-ე-322-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 12 ივლისიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
|
ქსელის წესები
|
|
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები |
1. ქსელის წესები (შემდგომში „წესები“) განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა და მაძიებლების მიერ გადამცემი ქსელის განვითარების, მართვის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებსა და სტანდარტებს.
2. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მაძიებელსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ქვემოთ ჩამოთვლილ მონაწილეებზე: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი; ბ) გადაცემის ლიცენზიატი; გ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი; ე) განაწილების ლიცენზიატი; ვ) მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე; ზ) სხვა მომხმარებელი, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მაგრამ თავისი პარამეტრებით თუ ადგილმდებარეობით ხვდება ამ წესების მოქმედების სფეროში (მათ შორის, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მქონე მოსარგებლეები); 3. წესების ამოცანაა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გადამცემი ქსელის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეკონომიური (უმცირესი ღირებულების პრინციპით) ხელმისაწვდომობა და გამოყენება მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით; ბ) მოსარგებლეებისა და მაძიებლებისათვის ტექნიკური პირობის მოთხოვნების დადგენა; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა შორის სათანადო ინფორმაციის გაცვლა. 4. წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური და ოპერირების კრიტერიუმები, მისი გაფართოებისა და გაუმჯობესების დაგეგმვა, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმები და სტანდარტები, ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნების გრაფიკების შედგენა და განხორციელება, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლა, ელექტროენერგიის აღრიცხვის პოლიტიკა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
|
მუხლი 2.
ტერმინების განმარტება |
1. წესების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მოსარგებლე - პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “დ”-“ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილე; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებელი - წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური; გ) მაძიებელი – კონტექსტიდან გამომდინარე, გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი;“ დ) განმცხადებელი – მაძიებელი ან მოსარგებლე, რომელიც მიმართავს გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატს ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადით; ე) მიერთების განაცხადი - ამ წესებით დადგენილი ფორმით შედგენილი წერილობითი მიმართვა ქსელთან მიერთების ან არსებული კავშირის მოდიფიკაციის შესახებ; ვ) წლიური ანგარიში - ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის მუშაობის წლიური საექსპლუატაციო მონაცემები დადგენილი ფორმით; ზ) დადგმული სიმძლავრე – აქტიური სიმძლავრე, რომლითაც მოწყობილობას შეუძლია ხანგრძლივად მუშაობა გადატვირთვის გარეშე, ტექნიკური პირობების ან საპასპორტო მონაცემების შესაბამისად; თ) მომხმარებლის დატვირთვის ავტომატური გამორთვა - პროცესი, რომლის დროსაც ხდება წინასწარშერჩეული მომხმარებლის დატვირთვის ავტომატურად გათიშვა ავარიულ რეჟიმში; ი) ძაბვის ავტომატური რეგულატორი - სისტემა, რომლის მიზანია სალტეზე ძაბვის დასაშვები სიდიდის შენარჩუნება, გენერატორის აგზნების დენის ავტომატური რეგულირებით ან/და ძალოვანი ტრანსფორამტორების ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ავტომატური ცვლილებით; კ) სრული გათიშვა - სიტუაცია, როცა ელექტროენერგეტიკული სისტემა ჩამქრალია და შეუძლებელია მისი აღდგენა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ინსტრუქციების გარეშე; ლ) ელექტროსადგური - ობიექტი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ენერგობლოკი/აგრეგატისაგან და განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოებისათვის (გენერაციისთვის); მ) ენერგოსისტემის (ენერგოსისტემის ნაწილის) აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან (შემდგომ – სისტემის აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან) – სრულად ჩამქრალი ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენა ისეთი ელექტროსადგურის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მუშაობის დაწყება გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე; ნ) (ამოღებულია - 21.07.17, №19); ო) (ამოღებულია - 21.07.17, №19); პ) მიერთების ხელშეკრულება – ერთის მხრივ, განმცხადებელსა და, მეორეს მხრივ, გადაცემის ლიცენზიატსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია გადამცემ ქსელთან მიერთების ახალ წერტილებში მოსარგებლის ჩართვის პირობები და ვადები; ჟ) მიერთების თარიღი – პროექტით გათვალისწინებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებისა და საექსპლუატაციოდ მზადყოფნის თარიღი; რ) მიერთების წერტილი – წერტილი, სადაც მოსარგებლის აქტივები ფიზიკურად უერთდება გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს; ს) კრიტიკული დატვირთვა - მდგომარეობა, როდესაც ქვესადგურების ელექტრომოწყობილობის/დანადგარების ან/და გადამცემი ხაზების დატვირთვა ხანგრძლივად დასაშვები სიმძლავრის 90%-100%-ის ფარგლებშია; ტ) I დონის SCADA – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგეტიკული სისტემის რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა; ტ1) II დონის SCADA – გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა კონკრეტული ქვესადგურის ან/და გადამცემი ქსელის რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა; ტ2) III დონის SCADA – განაწილების ლიცენზიატის ან/და მწარმოებლის საკუთრებაში არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა გამანაწილებელი ქსელის ან/და მწარმოებლის კონკრეტული ობიექტების რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა; ტ3) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი – მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც განთავსებულია გადაცემის ლიცენზიატებისა და მოსარგებლეების (ელექტროენერგიის მწარმოებელი და განაწილების ლიცენზიატი) ობიექტებზე და უზრუნველყოფენ რეალურ დროში: ტ3.ა) III დონის SCADA-ისა და II დონის SCADA-ის მონაცემთა შეგროვებას და I დონის SCADA-ში გადაგზავნას; ტ3.ბ) III დონის SCADA-სა და II დონის SCADA-ს მეშვეობით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის, ამ წესების 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით, აგრეთვე, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, 45-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მართვას, სადაც განთავსებულია ეს ელემენტი; უ) მომხმარებლის დატვირთვის მართვა – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული რეჟიმის პირობებში მომხმარებლის დატვირთვის რეგულირება სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნების მიზნით; ფ) პირდაპირ მიერთებული მომხმარებელი - გადამცემ ქსელში პირდაპირ ჩართული მომხმარებელი, გენერაციის და განაწილების კომპანიების გარდა; ქ) ნორმალური რეჟიმი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ყველა მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება მისი ხარისხის დასაშვები ზღვრების პირობებში; ღ) ავარიული რეჟიმი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც დარღვეულია მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება და/ან ელექტოენერგიის ხარისხის მაჩვენებლები სცდება დასაშვებ ზღვრებს; ყ) ელექტრომოწყობილობა - ელექტრული ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების, ტრანსფორმაციის, გადაცემის, განაწილების ან მოხმარებისთვის; შ) ენერგობლოკი/აგრეგატი - დანადგარი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოებისათვის და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურებში; ჩ) გეგმური გათიშვა ფიქსირებული თარიღებით - ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გეგმური გათიშვა, რომლის ვადა წინასწარ განსაზღვრულია ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის მიერ და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა; ც) გეგმური გათიშვა მოქნილი თარიღებით – ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გეგმური გათიშვა, რომლის ვადა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით შეიძლება შეიცვალოს; ძ) იძულებითი გათიშვა–ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გათიშვა დაზიანების ან რაიმე სხვა დაუგეგმავი მიზეზის გამო; წ) სიხშირის რეგულირება – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის შენარჩუნება დასაშვები ზღვრული სიდიდეების ფარგლებში; ჭ) სიხშირის რეგულირება – ენერგობლოკი/აგრეგატის აქტიური სიმძლავრის ავტომატური ცვლილება და/ან მოხმარების განტვირთვა; ხ) ელექტროსადგურის მუშაობის გრაფიკი - ელექტროსადგურის საათობრივი წარმოების გეგმა; ჯ) რემონტი – ეკონომიკურად მიზანშეწონილი სამუშაოთა კომპლექსი, რომელიმე ობიექტის (მოწყობილობა-დანადგარის) მუშაობისუნარიანი ან გამართული მდგომარეობის აღსადგენად; ჰ) (ამოღებულია - 23.04.15 №11); ჰ1) წყვეტადი დატვირთვა - დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაითიშოს ავტომატურად ან ოპერატორის მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის აღდგენის ან კონტროლის მიზნით; ჰ2) დატვირთვის შეზღუდვა - დატვირთვის შემცირება მომხმარებლის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინასწარ დაწესებული ლიმიტების ფარგლებში; ჰ3) დატვირთვის ნებაყოფლობითი შემცირება - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შერჩეული მოსარგებლის მოთხოვნის ნებაყოფლობითი შეთანხმებული შემცირება სიხშირის მართვის ხელშესაწყობად; ჰ4) რემონტების გეგმა - გეგმების ერთობლიობა, რომელიც შეთანხმებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და რომლებშიც მოცემულია გადაცემის ლიცენზიატის, ელექტროენერგიის მწარმოებლის, განაწილების ლიცენზიატის ან მომხმარებლის მოწყობილობათა გეგმური სარემონტო სამუშაოები; ჰ5) მიერთების შეთავაზება – ქსელის მფლობელი ლიცენზიატის წინადადება განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მის კუთვნილ ქსელზე მიერთებისათვის, რომელიც მოიცავს ტექნიკურ პირობასა და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს; ჰ6) (ამოღებულია - 26.12.17 №46); ჰ7) ოპერირების დაწყების თარიღი - დღე, როცა ელექტრომოწყობილობა/დანადგარი ტესტირების გავლის შემდგომ მიიღება ექსპლუატაციაში; ჰ8) საოპერაციო ტესტები - საოპერაციო პროცედურების ჩამოყალიბების, კორექტირებებისა და პერსონალის სწავლების მიზნით, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური რეჟიმიდან გადახრის პირობებში ოპერირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ჩატარებული ტესტები; ჰ9) ელექტროენერგეტიკული სისტემა – ელექტროსადგურებისა და ელექტრული ქსელების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების უწყვეტი პროცესით და იმართება ერთიანი რეჟიმით; ჰ10) პროექტის დაგეგმვის მონაცემები - მონაცემები, რომელთაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მოითხოვს მოსარგებლეებისგან ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციისას; ჰ11) რეგისტრირებული სიმძლავრე (ქონებული სიმძლავრე) - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული სიმძლავრე, რომელიც წარმოადგენს ენერგობლოკის/აგრეგატის დადგმულ სიმძლავრეს გამოკლებული ენერგობლოკის/აგრეგატის იძულებით შეზღუდული სიმძლავრე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჰ12) რეგისტრირებული მონაცემები - სტანდარტული დაგეგმის ან დეტალური დაგემვის ის მონაცემები, რომელიც მიერთების შემდეგ ხდება ფიქსირებული; ჰ13) რეგისტრირებული საოპერაციო მახასიათებლები - ენერგობლოკის/აგრეგატის ოპერირებისათვის საჭირო მახასიათებლების მნიშვნელობები, რომლებიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წესების თანახმად; ჰ14) საიმედოობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადობა წარმოქმნილი შეშფოთებების დროს; ჰ15) დაგეგმვის სტანდარტული მონაცემები - ზოგადი მონაცემები, რომელთაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველწლიურად სთხოვს მოსარგებლეებს დამტკიცებული ფორმით; ჰ16) ელექტროდანადგარი - ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, გარდაქმნას, გადაცემას, განაწილებას, დაგროვებასა და მოხმარებას; ჰ17) ქვესადგური - ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ქსელის კომუტაცია, ელექტროენერგიის მიღება, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია და განაწილება; ჰ18) ტესტირების პროგრამა – პროცედურები, რომლებიც აკონკრეტებს შესაბამისი ქმედებების თანმიმდევრობას და დროს, რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს სისტემის შესაბამისი ელემენტების ტესტირება; ჰ19) ნულოვანი წელი (წელი 0) – ნიშნავს მიმდინარე კალენდარულ წელს, პირველი წელი (წელი 1) – მიმდინარე წლის მომდევნო კალენდარულ წელს, მეორე წელი (წელი 2) – პირველი წლის მომდევნო კალენდარულ წელს და ა.შ.; ჰ20) საათობრივი მონაცემების მიწოდება - ელექტრული პარამეტრების მიწოდებას ყოველი ერთსაათიანი შუალედით; ჰ21) ტექნიკური მომსახურება – ოპერაციების კომპლექსი ან ოპერაცია მოწყობილობის მუშაობის უნარიანობის ან გამართული მდგომარეობის შესანარჩუნებლად დანიშნულებისამებრ გამოყენების, მზადყოფნის, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებში; ჰ22) აქტიური ელექტრული ენერგია – ინტეგრალი აქტიური სიმძლავრე დროის მიხდევით; ჰ23) აქტიური სიმძლავრე - უწყვეტი ენერგიის საშუალო დროის მიხედვით ელექტრული ტალღის ერთი პერიოდის მანძილზე; ჰ24) რეაქტიული სიმძლავრე – ძაბვისა და დენის ნამრავლი გამრავლებული მათ შორის ფაზური კუთხის სინუსზე; ჰ25) აღრიცხვის მოწყობილობა – მრიცხველი და მზომი ტრანსფორმატორები; ჰ26) საანგარიშსწორებო მრიცხველი – მრიცხველი, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) ფინანსური ანგარიშსწორება; ჰ27) საკონტროლო მრიცხველი – მრიცხველი, რომელიც განკუთვნილია საანგარიშსწორებო მრიცხველის კონტროლისათვის, ხოლო საანგარიშსწორებო მრიცხველის დაზიანების ან/და აღრიცხვის მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში მის ჩასანაცვლებლად; ჰ28) აღრიცხვის წერტილი – ადგილი, სადაც ხდება ელექტროენერგიის აღრიცხვა/გაზომვა; ჰ29) აღრიცხვის კვანძი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია აღრიცხვის წერტილში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაზომვისა და აღრიცხვისათვის (დენის ტრანსფორმატორები, ძაბვის ტრანსფორმატორები, კავშირის წრედები და ელექტრული ენერგიის მრიცხველი/მრიცხველები); ჰ30) საბალანსო გაყოფის საზღვარი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტრული ქსელების ქონებრივი გაყოფის საზღვარი; ჰ31) აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმება – ქმედებათა ერთობლიობა, განხორციელებული მეტროლოგიური სამსახურის ან იმავე უფლებამოსილების მქონე აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ აღრიცხვის (გაზომვის) მოწყობილობების დადგენილ მეტროლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. დადებითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისობის დადასტურება ხდება დასამოწმებელი აღრიცხვის (გაზომვის) მოწყობილობებზე დამოწმების დამღის დადებით ან გაიცემა დამოწმების მოწმობა; ჰ32) აღრიცხვის მოწყობილობების სიზუსტის კლასი – აღრიცხვის მოწყობილობის უდიდესი დასაშვები ფარდობითი ცდომილება, გამოსახული პროცენტებში; ჰ33) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემა – პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის ავტომატიზებული აღრიცხვა. ესკაა სისტემა მოიცავს აღრიცხვის გამზომ- გამოთვლით კომპლექსს, მონაცემთა აღრიცხვის, შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებს; ჰ34) დენის ტრანსფორმატორი – გამზომი ტრანსფორმატორი, რომლის დანიშნულებაა გარდაქმნას დიდი სიდიდის ცვლადი დენი გაზომვებისათვის მოხერხებულ მნიშვნელობამდე და განკუთვნილია გამზომი ხელსაწყოების (ამპერმეტრი, მრიცხველი, ვატმეტრი და სხვა) ჩასართავად ცვლადი დენის ელექტრულ წრედებში; ჰ35) ძაბვის ტრანსფორმატორი – გამზომი ტრანსფორმატორი, რომლის დანიშნულებაა მაღალი ძაბვის დადაბლება, რომელიც ცვლადი დენის დანადგარებში მიეწოდება გამზომ ხელსაწყოებს, რის გამოც უზრუნველყოფილია გამზომი ხელსაწყოების უსაფრთხო მომსახურება; ჰ36) მიერთების მოდიფიკაცია – მოსარგებლის მიერ გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდა, სარეზერვო კვების მოთხოვნა, მიერთების წერტილის შეცვლა, ქსელის ელემენტის ან კონფიგურაციის ცვლილება, ქვესადგურის სქემის ცვლილება, რაც იწვევს (ან შეიძლება გამოიწვიოს) გადამცემ ქსელზე ისეთ ზეგავლენას, რომლისთვისაც აუცილებელია ახალი ტექნიკური პირობის დადგენა ქსელის მფლობელის მიერ; ჰ37) ქონებული სიმძლავრე – ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე, შემცირებული გარკვეული სიდიდით საექსპლუატაციო პირობების შეუსაბამობის გამო საპროექტო პირობებთან; ჰ38) მუშა სიმძლავრე – ელექტროსადგურის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნეს დღე-ღამის ან/და მიმდევრობით რამდენიმე საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი პირველადი რესურსის (ჰიდრორესურსი, საწვავი და ა.შ.) შესაძლო მაქსიმალური გამოყენების პირობებში, ენერგობლოკის/აგრეგატის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (რემონტში გაყვანილი სიმძლავრეების გამოკლებით); ჰ39) კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (კაას) – პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა იმ მონაცემების აღრიცხვა და შეგროვება, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიით (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობის ერთიანი ანგარიშსწორებისათვის, მათ შორის ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებებისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობების დადგენისათვის; ჰ40) აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობა – მხოლოდ ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო/ქსელური მოწყობილობები; ჰ41) აღრიცხვის საკომუნიკაციო წრედები – მხოლოდ აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო/ინტერფეისის სადენები; ჰ42) აღრიცხვის მოწყობილობების ტესტირება – აღრიცხვის მოწყობილობების გაზომვა სიზუსტის კლასის საპასპორტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენაზე. ჰ43) ტექნიკური პირობა – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს განმცხადებლის ელექტრულ ქსელთან მიერთების ან მიერთების მოდიფიკაციისთვის საჭირო სამუშაოებსა და პირობებს; ჰ44) განაწილების ლიცენზიატის ხუთწლიანი გეგმა (შემდგომში – ხუთწლიანი გეგმა) – განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მომდევნო ხუთი კალენდარული წლისათვის კონკრეტული განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული ქსელის განვითარების გეგმას; ჰ45) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური – ორეტაპიანი გადასახდელი, რომელსაც გადამცემ ქსელზე მიერთების მსურველი უხდის გადაცემის ლიცენზიატს. გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად 500, 400, 330, 220, 110, 35 და 6-10 კვ ძაბვაზე მიერთებისთვის; ჰ46) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთება – პროცესი, რომელიც იწყება გადამცემ ქსელზე მიერთების მაძიებლის მხრიდან ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და საჭირო (მოთხოვნილი) დოკუმენტაციის წარდგენით და მთავრდება დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებით და საექსპლუატაციოდ გამზადებით; ჰ47) გადამცემ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – დროის მონაკვეთი, რომელიც მიერთების პირველი ეტაპის შემთხვევაში მოიცავს მიერთების მაძიებლის მიერ გადამცემ ქსელზე მიერთების შესახებ სრულყოფილი განაცხადის წარდგენასა და მიერთების შეთავაზების მიღებას შორის პერიოდს, ხოლო მიერთების მეორე ეტაპის შემთხვევაში - მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებამდე და საექსპლუატაციოდ გამზადებამდე პერიოდს; ჰ48) მიერთების უჯრედი – ელექტრული ქვესადგურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ელექტრული მინაერთის საკომუტაციო ან/და მიერთებისთვის საჭირო სხვა აპარატურის სრული ან ნაწილობრივი კომპლექტისაგან, აღრიცხვის უჯრედის და I დონის SCADA-ის კომუნიკაციის ელემენტის ჩათვლით; ჰ49) ტექნიკური პროექტი – დოკუმენტი ან დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს არსებულ ელექტრულ (გადამცემ ან გამანაწილებელ) ქსელზე გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად მისაერთებელი ახალი ობიექტის (ელექტროგადამცემი ხაზი, ქვესადგური, ელექტროსადგური) ძირითად მონაცემებს ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის, გამტარის მასალისა და კვეთის, ანძების ტიპის, გენერატორების, ქვესადგურის სქემის (ტრანსფორმატორების, საკომუტაციო აპარტურის, მეორადი კომუტაციის, დამხმარე აპარატურის ტექნიკური მახასიათებლების და ა. შ) შესახებ; ჰ50) ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედი – მიერთების უჯრედის ნაწილი, რომელიც მოიცავს ერთი ელექტრული მინაერთის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძს, მასთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს, აგრეთვე კარადებს/ყუთ(ებ)ს და ფარ(ებ)ს/პანელ(ებ)ს. ჰ 51 ) ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი – ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი (შემდგომში – ENTSO-e), რომელიც ოპერირებას უწევს გამჭვირვალობის პლატფორმას; ჰ 52 ) გამჭვირვალობის პლატფორმა – ინფორმაციის ცენტრალური პლატფორმა, რომელიც დეტალურად განმარტებულია 581 მუხლში; ჰ 53 ) სატენდერო ზონა – ელექტროენერგიით ვაჭრობის უდიდესი გეოგრაფიული არეალი, რომლის შიგნითაც ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ ენერგიის გაცვლა (ვაჭრობა) გამტარუნარიანობის განაწილების გარეშე (შემდგომში – სატენდერო ზონა); ჰ 54 ) საკონტროლო არეალი – ურთიერთდაკავშირებული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც იმართება ერთი გადაცემის სისტემის ოპერატორის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) მიერ და მოიცავს ქსელზე მიერთებულ ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს (დატვირთვას); ჰ 55 ) ინფორმაციის მიმწოდებელი – გულისხმობს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია გააგზავნოს შესაბამისი ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოსაქვეყნებლად; ჰ 56 ) ინფორმაციის პირველადი მფლობელი – გულისხმობს ორგანიზაციას, რომელიც ქმნის ინფორმაციას; ჰ57) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა – გადამცემ ქსელთან 1998 წლის შემდეგ მიერთებული ობიექტის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრირებისთვის აუცილებელი გადამცემი ქსელის ელემენტების, მათ შორის, ელექტრომოწყობილობა-დანადგარების იმავე პარამეტრებითა და პირობებით აღდგენა, რაც შესაბამისი ობიექტის მიერთების ტექნიკურ დოკუმენტშია (ტექნიკური პირობა, ტექნიკური გეგმა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა მიერთებისთვის საჭირო სამუშაოები და პირობები) ასახული. 2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №19- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46- ვებგვერდი, 08.01.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ.
|
მუხლი 3.
წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულება |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება წესების მოთხოვნების შესასრულებლად.
2. წესების მოთხოვნების შესასრულებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიმართ განახორციელოს წესებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, გასცეს განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ადრესატისათვის. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ წესების მოთხოვნები და პრინციპები, ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი ელექტრომოწყობილობა და სისტემური მომსახურება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის და შეასრულონ მისი განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები. |
მუხლი 4.
მონაცემები, შეტყობინებები და კონფიდენციალურობა |
1. წესებით გათვალისწინებული მითითების, განკარგულების, ინსტრუქციის გაცემა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის ამ წესებით დადგენილი ფორმებითა და საშუალებებით.
2. გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან მიერთებამდე ან გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატისათვის განაცხადის წარდგენამდე, განმცხადებლის მიერ შესაბამისი ლიცენზიატისთვის (მათ შორის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის) მიწოდებული ყველა მონაცემი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად. 3. მოსარგებლის მიერ მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მიაწოდოს მას სათანადო მონაცემები. ამ მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოთხოვნაში მითითებული მიზნებისათვის და მოსარგებლემ უნდა დაიცვას მათი კონფიდენციალურობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. |
მუხლი 5.
მოსარგებლის ქსელის მართვა |
1. თუ მოსარგებლის ქსელი (ან მისი ნაწილი და შესაბამისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი) რეჟიმული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს აღნიშნული ქსელის მართვა და კონტროლი გადამცემი ქსელის ანალოგიურად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
|
თავი II
გადამცემ ქსელთან მიერთების წესი
|
მუხლი 6.
გადამცემ ქსელთან მიერთების წესის მიზნები და ამოცანები |
1. გადამცემ ქსელთან მიერთების წესი (შემდგომში “მიერთების წესი”)განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთებისა და ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, გადაცემის ლიცენზიატისათვის, მოსარგებლისა და მაძიებლისათვის.
2. მიერთების წესის მიზანია: ა) გადამცემი ქსელისა და ამ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის მახასიათებლების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრა. სათანადო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების, სქემების, კონტროლისა და დაცვის სისტემის შერჩევა; გ) მიერთების ხელშეკრულების ძირითადი პირობების განსაზღვრა. 3. მიერთების წესის ამოცანებია: ა) განმცხადებლის გადამცემ ქსელთან მიერთების სამართლიანი და არადისკრიმინაციული წესებისა და სტანდარტების განსაზღვრა; ბ) მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების სტანდარტების განსაზღვრა; გ) გადამცემ ქსელთან მიერთების ტექნიკური გადაწყვეტისა და ექსპლუატაციის კრიტერიუმების განსაზღვრა ეკონომიკური მიზანშეწონილობის (უმცირესი ღირებულების პრინციპით) გათვალისწინებით. |
მუხლი 7.
ქსელთან მიერთების ძირითადი მოთხოვნები |
1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების წესები და მოთხოვნები, გარდა ამ წესების 272 მუხლის მე-4 პუნქტისა და 278 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობებით არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, ხოლო ელექტროსადგურის შემთხვევაში არ ხდებოდა ელექტროენერგიის ქსელში მიწოდება.
2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს გადამცემ ქსელთან მიერთება, განაცხადით უნდა მიმართოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს და გააფორმოს მიერთების ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან. 3. მიერთების წერტილში ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 4. დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიიღონ ან მიაწოდონ დადგენილი ხარისხის ელექტროენერგია მიერთების წერტილში. 5. გადამცემ ქსელზე მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი მოიცავს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მაძიებლის მხრიდან გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და წინამდებარე წესებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და მიერთების მაძიებლისთვის ამ წესების მე-10 მუხლით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზების წარდგენას; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს გადაცემის ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მიერთების მაძიებელს შორის მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერას, მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შესაბამისი მხარეების მიერ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებასა და საექსპლუატაციოდ გამზადებას. 6. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების შეთავაზების შესაძლო სტანდარტული ვარიანტებია: ა) გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა; ბ) გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრა. 7.გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში, უჯრედს აწყობს (ამონტაჟებს) გადაცემის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, საკუთარი სახსრებით, აწყობს (ამონტაჟებს) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს, როგორც გადაცემის ლიცენზიატის, ისე განმცხადებლის ქვესადგურში. მიერთებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა სამუშაოს ახორციელებს განმცხადებელი (მიერთების მსურველი). მიერთების აღნიშნული უჯრედი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი წარმოადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებას. 8.გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში ხდება გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ჩაჭრა და მისი მაძიებლის კუთვნილ ქვესადგურამდე მიყვანა. ჩაჭრისა და ქვესადგურამდე მიყვანის სამუშაოებს, მათ შორის, გადამცემი ხაზის მთლიანობის აღსადგენად საჭირო სახაზო-საკომუტაციო მოწყობილობების შეძენასა და მონტაჟს, ახორციელებს გადაცემის ლიცენზიატი. გადაცემის ლიცენზიატი ასევე ახორციელებს მაძიებლის ქვესადგურში უჯრედის, აღრიცხვის კვანძის მოწყობას (მონტაჟს), ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მაძიებლის ობიექტში/ქვესადგურში, საკუთარი სახსრებით, აწყობს (ამონტაჟებს) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს. გადაცემის ლიცენზიატი ასევე პასუხისმგებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტირებაზე (ტექნიკური პროექტის მომზადება), ქვესადგურამდე მიყვანისთვის საჭირო მონაკვეთზე მიწის საკუთრებისა თუ სხვა საჭირო ნებართვების მოპოვებაზე. ელექტროგადამცემ ხაზში განხორციელებული შეჭრის შედეგად აშენებული ელექტროგადამცემი ხაზი, უჯრედი და აღრიცხვის კვანძი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო I დონის SCADA კომუნიკაციის ელემენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებას. 81. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი შეზღუდვები: ა) 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 250 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; ბ) 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 200 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; გ) 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 150 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; დ) 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 50 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; ე) 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 10 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი. 9. განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) ელექტროგადამცემ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. გადამცემ ქსელზე მიერთების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მხარეთა მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.08.2019წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ. |
მუხლი 8.
მიერთების განაცხადი |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა და წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად.
2. განმცხადებელი ვალდებულია, მიერთების განაცხადი შევსებული სახით წარუდგინოს იმ გადაცემის ლიცენზიატს, რომლის კუთვნილ გადამცემ ქსელთანაც უნდა მოხდეს მიერთება. 3.მიერთების განაცხადის ფორმაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 4. განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ. |
მუხლი 9.
მიერთების განაცხადის განხილვა |
1.მიერთების პირველი ეტაპი იწყება მიერთების მაძიებლის (განმცხადებლის) მიერ გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიატთან რეგისტრაციით.
2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების ფორმალური სრულყოფილება (მათ შორის, მოიცავს თუ არა განაცხადი წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შეესაბამება თუ არა განაცხადი წესების 81 მუხლის მოთხოვნებს, გადახდილია თუ არა მიერთების პირველი ეტაპის საფასური და ა.შ.). ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გადაცემის ლიცენზიატი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე წერილობით აცნობებს განმცხადებელს (მაძიებელს) ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, გადაცემის ლიცენზიატი უბრუნებს განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიერთების საფასურს (თუ იგი გადახდილია განმცხადებლის (მიერთების მაძიებელის) მიერ). განმცხადებლის (მიერთების მაძიებელის) მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი იწყება თავიდან.
3.მაძიებლის (განმცხადებლის) მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორების შემთხვევაში, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდში არ ჩაითვლება როგორც გადაცემის ლიცენზიატის მიერ მაძიებლისთვის (განმცხადებლისთვის) მიცემული ხარვეზის გამოსწორების ვადა, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების ვადა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.08.2019წ. |
მუხლი 91.
უარი გადამცემ ქსელზე მიერთებაზე |
1. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ კუთვნილ ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის განახლება გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა უზრუნველყონ ყოველკვარტალურად. გადამცემი ქსელის ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების გამოთვლის მეთოდოლოგია თანხმდება კომისიასთან.
2. გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, უარი უთხრას განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთებაზე, როდესაც მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არსებობს თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრე, ასეთი მიერთება საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას ან მისი განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის ამ წესების მე-7 მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გასცეს მიერთების შეთავაზება, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვის დროისათვის გადამცემ ქსელს არ გააჩნია შესაბამისი თავისუფალი სიმძლავრე მოთხოვნილი განაცხადის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის სამწლიანი ნაწილით გათვალისწინებულია გადამცემი ქსელის მშენებლობის ან/და გაძლიერების იმგვარი სამუშაოები, რომლებიც მისცემს საშუალებას გადაცემის ლიცენზიატს სამომავლოდ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) შესაბამისი მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიერთების შეთავაზების მოქმედების ვადის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის სამწლიანი ნაწილით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.08.2019წ. |
მუხლი 10.
შეთავაზება მიერთების შესახებ |
1. შეთავაზება მიერთების შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) ტექნიკურ პირობას, რომელიც უნდა მოიცავდეს წესების 111 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს; გ) მიერთების ხელშეკრულების პროექტს; დ) განმცხადებლის (მაძიებლის) მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ მეორე ეტაპის საფასურს. 2. მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე - ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. 3. (ამოღებულია - 07.10.16, №24). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 101.
არასტანდარტული მიერთება |
1. ამ წესების 91 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების თაობაზე უარი წესების 91 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დასაბუთებულად იქნა ცნობილი კომისიის მიერ, მიერთების მაძიებელი და გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილნი არიან, წერილობით შეთანხმდნენ, რომ მიერთების მაძიებელი საკუთარი სახსრებით განახორციელებს არა მარტო უშუალოდ მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე ამ წესების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მიერთების სამუშაოებს, არამედ გადამცემი ქსელის გაძლიერების (რეკონსტრუქციის) სამუშაოებსაც (სრულად ან ნაწილობრივ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმება უნდა მოიცავდეს გადამცემი ქსელის გაძლიერებისათვის გაცემულ ტექნიკურ პირობას, შეთანხმებას ქსელისა თუ ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მშენებლობის (მონტაჟის) შემდგომ მათი გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში გადასვლისა და გადაცემის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის წესის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. არასტანდარტული მიერთების დროს, I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტების მოწყობა ხდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, ამ წესების შესაბამისად . საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 11.
მიერთების ხელშეკრულება |
1. მიერთების ხელშეკრულება ფორმდება განმცხადებელს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს შორის. მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებენ გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ლიცენზიატები და დასამტკიცებლად წარუდგენენ კომისიას.
2. მიერთების ხელშეკრულება უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) მხარეთა მიერ წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; გ) მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და მისი მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას; დ) მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში; ე) მიერთების სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელ მხარეებს . საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 111.
ტექნიკური პირობა |
1. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური პირობა ყველა ტიპის მისაერთებელი ობიექტისათვის უნდა განსაზღვრავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)ს, ძაბვის საფეხურების მითითებით; ბ) განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ გადამცემ ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზი, ქვესადგური, სატრანსფორმატორო პუნქტი და ა.შ.) მოწყობის ან/და არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პირობებს; გ) საანაგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილ(ებ)ში ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობისთვის საჭირო პირობებს; დ) საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის ადგილმდებარეობას და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვისი უჯრედების მოწყობისათვის საჭირო პირობებს; ე) ელექტროენერგიის მრიცხველის ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის პირობებს; ვ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების პირობებს ძაბვის რეგულირების მიზნით; ზ) ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობაში მონაწილეობის პირობებს, განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ მისაერთებელი ობიექტის მინაერთ(ებ)ისათვის რელეური დაცვის მოწყობის, ასევე რელეური დაცვის დანაყენების ანგარიშის პირობებს.
თ) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განმცხადებლის ობიექტზე/ქვესადგურზე მოწყობის პირობებს; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. საქართველოს ენერგეტიკი სა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46- ვებგვერდი, 08.01.2018 წ . საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
მუხლი 112.
მიერთების საფასური |
1. გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება 500, 400, 330, 220, 110, 35 და 6-10 კვ ძაბვაზე. მისი გადახდა გათვალისწინებულია ორ ეტაპად.
2. მიერთების პირველი ეტაპის საფასურის გადახდა ხდება განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ, გადამცემ ქსელზე მიერთების თაობაზე განაცხადის შეტანისას. მისი ოდენობა დამოკიდებულია ძაბვის საფეხურზე და მოცემულია წინამდებარე წესების დანართში №10. 3. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა ხდება მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ მიერთების მეორე ეტაპის საფასურის განწილვადებაზე, რის თაობაზეც უნდა დაიდოს ცალკე ხელშეკრულება. განწილვადების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი არ არის ვალდებული დაიწყოს მიერთების მეორე ეტაპის სამუშაოები, სანამ მიერთების მაძიებლის მიერ არ მოხდება მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა. 4. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ოდენობა დამოკიდებულია მოთხოვნილი ძაბვის საფეხურზე და მიერთების სქემაზე. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ოდენობა ძაბვის საფეხურებისა და მიერთების სქემების მიხედვით, მოცემულია წინამდებარე წესების დანართებში №11 და №12. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს დანართებით №11 და №12 შესაბამის ძაბვის საფეხურზე ელექტროგადამცემი ხაზისა მშენებლობისა და უჯრედის მოწყობისათვის გათვალისწინებული საფასურების ჯამს. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების სქემა ითვალისწინებს განმცხადებლის ობიექტის ალტერნატიულ ელექტრომომარაგებასაც, მიერთების მეორე ეტაპის საფასური განისაზღვრება ამ პუნქტის შესაბამისად როგორც ძირითადი, ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგებისათვის გაანგარიშებული მიერთების საფასურების ჯამით. 5. 500, 400, 330 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე მიერთების საფასურის მეორე ეტაპის გამოთვლა ხდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. შესაბამისად, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს ამ სამუშაოების საფასურს. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს გადაცემის ლიცენზიატი. 6. მიერთების პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული საქმიანობის ამ წესების დანართში №10 განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მაძიებელს დაუბრუნოს მიერთების პირველი ეტაპისთვის გადახდილი საფასური. 7. მიერთების მაძიებლის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთება, დანადგარების ტესტირების და საექსპლუატაციოდ გამზადების ჩათვლით, უნდა მოხდეს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. 8. მიერთების ხელშეკრულების მხარეებს უფლება არ აქვთ, დაუსაბუთებლად განაცხადონ უარი მიერთების თაობაზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. 9. მიერთების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების (ვადის გასვლის) შემდგომ, თუ გადამცემ ქსელზე მიერთება არ განხორციელდა განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიზეზით, მიერთების მაძიებელი ვალდებულია, ხელახლა მიმართოს განაცხადით გადაცემის ლიცენზიატს და თავიდან გაიაროს წინამდებარე წესებით განსაზღვრული ყველა პროცედურა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 12.
ტექნიკური პროექტის შეთანხმება |
1. ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების გათვალისწინებით, განმცხადებელი (მიერთების მაძიებელი) ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპის განმავლობაში, გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მოამზადოს ტექნიკური პროექტი და წარუდგინოს იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესათანხმებლად.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პროექტის წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში შეითანხმოს იგი ან, საჭიროების შემთხვევაში, მისცეს მიერთების მაძიებელს ან გადაცემის ლიცენზიატს კონკრეტული შენიშვნები. 3. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტექნიკური პროექტის წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში არ მიაწვდის შენიშვნებს მიერთების მაძიებელს ან/და გადაცემის ლიცენზიატს - ტექნიკური პროექტი შეთანხმებულად ჩაითვლება. 4. ტექნიკური პროექტის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, თუ შენიშვნები გამოსწორებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება არ აქვს გამოთქვას შენიშვნა პროექტის იმ კომპონენტებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო პროექტის თავდაპირველ ვერსიაში და არ შეცვლილა. ასეთ შემთხვევაში, სხვა შენიშვნებისა თუ პირობების არარსებობისას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ითანხმებს განმეორებით წარმოდგენილ პროექტს. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმება ნიშნავს, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს პასუხისმგებლობას პროექტში ასახულ მხოლოდ გადამცემ ქსელთან განმცხადებლის ობიექტის მიერთებისთვის დადგენილ პირობების ნაწილზე და ამ პირობების „ქსელის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ტექნიკური პროექტის შეთანხმება ხდება წერილობითი სახით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 121.
მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები |
1. მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები წარმოადგენს ტექნიკური პროექტის ნაწილს. იგი მზადდება ყოველი მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარისათვის და მოიცავს პროექტირების ნორმებით განსაზღვრულ ყველა საჭირო ნახაზს.
2. განმცხადებელი და გადაცემის ლიცენზიატები ამზადებენ და ერთმანეთს წარუდგენენ მიერთების წერტილამდე მათ მხარეს არსებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ნახაზსა და სქემას, რომელიც მზადდება მიერთების ხელშეკრულებისა და ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად. 3. გადაცემის ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით, ამზადებს და გადასცემს განმცხადებელს მიერთების წერტილამდე გადაცემის ლიცენზიატის მხარეს არსებული განმცხადებლისათვის აუცილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნახაზებსა და სქემებს, მიერთების ხელშეკრულების ან ტექნიკური პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. 4. თუ მიერთების წერტილი განმცხადებლის მფლობელობაში არსებულ ობიექტზეა, მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს განმცხადებელი, ყველა სხვა შემთხვევაში მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს გადაცემის ლიცენზიატი. მიერთების უჯრედის ნახაზები უნდა შეთანხმდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. 5. მიერთების წერტილის ნახაზები და სქემები ზუსტად უნდა ასახავდეს მიერთების წერტილში პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრულ მიერთებებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს. 6. მიერთების წერტილების ნახაზების შტამპი უნდა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების სახელებსა და გვარებს, თარიღებსა და ხელმოწერებს. 7. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული მიერთების წერტილების სქემები და ნახაზები დაერთვება ტექნიკურ პროექტს. მიერთების წერტილის სქემებისა და ნახაზების თითო ეგზემპლარი ინახება თითოეულ მხარესთან. 8. გადაცემის ლიცენზიატისა და განმცხადებლის მიერ მიერთების წერტილის ნახაზების მომზადების ის საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ქსელის წესებით (პროცედურები, ვადები, გაფორმების სტანდარტები და სხვა) საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით აისახება მიერთების ხელშეკრულებაში. 9. მიერთების წერტილის ნახაზები გამოყენებულ უნდა იქნეს მიერთების ობიექტთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამშენებლო, საექსპლუატაციო, სარემონტო თუ საპროექტო სამუშაოების დროს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 13.
განმცხადებლის ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთება (ექსპლუატაციაში მიღება) |
1. განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია, ჩატარდეს წინასწარი ტესტირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებების შესაბამისად. ტესტირების გავლის შემდეგ, გადამცემ ქსელზე მიერთებამდე, განმცხადებელი ვალდებულია, წარუდგინოს შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს წერილობითი შეტყობინება მიერთებისთვის მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ძირითადი ელექტრომოწყობილობა/დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები; ბ) ინფორმაცია ტექნოლოგიური, რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების შესახებ; გ) განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი თანამშრომლების სია; დ) ინფორმაცია საკონტაქტო პირებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ სრული უფლებამოსილება განმცხადებლის სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე; ე) განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური მომსახურების გეგმა; ვ) ინფორმაცია მიერთების წერტილისა და განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა/დანადგარების ტესტირების პროცედურებზე; ზ) მისაერთებელი ობიექტის ელექტრომოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ტესტირების ანგარიშები გადამცემ ქსელში ჩასართავად. 2. გადაცემის ლიცენზიატი განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით შეტყობინებას და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდეგ აცნობებს განმცხადებელს ქსელზე მიერთებაზე თანხმობის ან დამატებითი ტესტირებების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. |
მუხლი 14.
სიხშირის ზღვრები |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ისეთი რეჟიმით მუშაობა, რათა დაცული იყოს ელეტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის პარამეტრები, ამ მუხლით განსაზღვრულ დასაშვებ ფარგლებში.
2. გადამცემ ქსელში ნომინალური სიხშირე უნდა იყოს 50 ჰერცი. ამასთან, ქვემოთ მოყვანილ გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც 53.0 ჰერცზე მაღალი სიხშირე დაუშვებელია. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეინარჩუნოს სიხშირე შემდეგ ფარგლებში: ა) პარალელურ-სინქრონულ რეჟიმში მუშაობის პირობებში: f=50±0.5 ჰერცი – დღე-ღამის არანაკლებ 95%-ის განმავლობაში. ბ) იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის პირობებში: f=50±1 ჰერცი – დღე-ღამის არანაკლებ 95%-ის განმავლობაში. გ) ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში: გ.ა) 49.0-51 ჰერცი – ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე; გ.ბ) 48.0-49.0 ჰერცი – არაუმეტეს 15 წუთისა; გ.გ) 47.5.0-48.0 ჰერცი -არაუმეტეს 2 წუთისა; გ.დ) 50.5-51.0 ჰერცი -არაუმეტეს 20 წუთისა; გ.ე) სიხშირის ნომინალური მაჩვენებლიდან კვაზი მდგრადი მაქსიმალური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.3 ჰერცს; გ.ვ) სიხშირის მაქსიმალური დინამიური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.8 ჰერცს. 3. მოსარგებლეები ვალდებულნი არიან, მათმა ელექტრომოწყობილობა-დანადგარებმა მიერთების წერტილებში დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები. |
მუხლი 15.
ძაბვის ზღვრები |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ პირობებში ძაბვის სიდიდეები შეესაბამებოდეს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ნორმალურ და ავარიულ რეჟიმში ძაბვის სიდიდეების ცვლილება დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: ა) ნორმალურ პირობებში ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვისათვის მოცემულია ცხრილში:
ბ) ავარიული სიტუაციის შემდგომ ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვისათვის მოცემულია ცხრილში:
3. ავარიულ რეჟიმში ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობიდან გადახრა დასაშვებია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. 4. ამ მუხლის მოთხოვნების სათანადო დონეზე შესასრულებლად გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურებში 110 კვ და უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის მქონე ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობებით. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე უნდა იქნეს გამოვლენილი 110 კვ და უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები, რომლებიც საჭიროებენ ძაბვის ავტომატურ რეჟიმში რეგულირების მოწყობილობებით აღჭურვას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. | ||||||||||||||||||||||||
მუხლი 16.
ჰარმონიკული დამახინჯება |
1. გადამცემ ქსელზე მიერთებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი გათვლილი უნდა იყოს ჰარმონიკული დამახინჯების დასაშვები დონეებისთვის.
2. გადამცემ ქსელზე მიერთებული არცერთი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი არ უნდა იწვევდეს გადამცემ ქსელში ძაბვის ჰარმონიკულ დამახინჯებას 1.5%-ზე მეტით, ხოლო ცალკეული ჰარმონიკების შემთხვევაში – 1%-ზე მეტით. |
მუხლი 17.
ძაბვის ასიმეტრია |
1. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარმა არ უნდა გამოიწვიოს გადამცემ ქსელზე მიერთების წერტილებში, უქმი სვლიდან ნომინალურ დატვირთვამდე ფაზათაშორისი ძაბვის ასიმეტრია ერთ პროცენტზე (1%) მეტით.
|
მუხლი 18.
ძაბვის რხევა და ციმციმი |
1. მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ძაბვის რხევა მისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მიერთების ნებისმიერ წერტილში, დატვირთვის ცვლილების დროს არ აღემატებოდეს ძაბვის ნომინალური სიდიდის ერთ პროცენტს (1%); ბ) მიერთების წერტილში ძაბვის ციმციმი არ უნდა აღემატებოდეს Pst=0.8 და Plt=0.6 ზღვრებს, 95%-ის სანდოობის ინტერვალით, გაზომვების ერთი კვირის განმავლობაში. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაბვის ნებისმიერი ცვალებადობა შეიძლება ნებადართული იყოს არაუმეტეს სამ პროცენტამდე (3%), იმ პირობით, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის გადამცემ ქსელს ან გადამცემ ქსელზე მიერთებულ სხვა მოსარგებლეებს. |
მუხლი 19.
ძაბვის ცვალებადობა გარდამავალი რეჟიმის დროს |
1. განმცხადებლის ქსელის დაპროექტებისას და არსებულის ექსპლუატაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ზომები, რომლებიც ამცირებენ გარდამავალი რეჟიმის ზემოქმედებას გადამცემ ქსელზე.
|
მუხლი 20.
ნეიტრალის დამიწების რეჟიმი |
1. 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ძალოვან ტრანსფორმატორს უნდა გააჩნდეს ნეიტრალის დამიწების მოწყობილობა. მიწასთან მოკლე შერთვის დასაშვები კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 1.4-ს. კოეფიციენტის ზუსტი სიდიდე უნდა განისაზღვროს ტექნიკურ პირობაში ან/და ტექნიკურ პროექტში ასახული გაანგარიშების საფუძველზე. მიერთების შემდგომ კოეფიციენტის დასაშვებ ზღვრებში ცვლილება უნდა შეთანხმდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. |
მუხლი 21.
ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია |
1. მოსარგებლემ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის გადამცემ ქსელზე მიერთების თითოეული წერტილი უნდა უზრუნველყოს საკომუტაციო მოწყობილობით.
2. მოსარგებლე უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს მიერთების წერტილიდან თავის მხარეზე არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარს. 3. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ფლობდეს და ექსპლუატაცია გაუწიოს გადამცემ ქსელს მიერთების წერტილის ჩათვლით. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ოპერატიულად მართოს გადამცემი ქსელი და მასზე მიერთებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი მოსარგებლესთან შეთანხმების შესაბამისად. 5. მოსარგებლე ვალდებულია, შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულება წარმოებული ან მოხმარებული სიმძლავრისა და ელექტროენერგიის მართვის უზრუნველსაყოფად. 6. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს. |
მუხლი 22.
ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვა და ავტომატიკა |
1. მოსარგებლე ვალდებულია გადამცემ ქსელზე მიერთებული მის მფლობელობაში არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები აღჭურვოს შესაბამისი რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებით, იანგარიშოს შესაბამისი მოკლე შერთვის დენები და დაცვის დანაყენები. ანგარიშისთვის საჭირო პარამეტრებს მოსარგებლეს აწვდის შესაბამისი სისტემის ოპერატორი.
2. ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის სქემებსა და პარამეტრებს ითანხმებს და მათი მუშაობის დანაყენებს ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 3. რელეური დაცვის სქემებმა უნდა უზრუნველყონ დაზიანებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სწრაფი და სელექტიური გამორთვა გადამცემი ქსელიდან. ამ სქემების ზოგად მოთხოვნებს ითვალისწინებს ეს წესები, ხოლო მათი კონკრეტიზაცია, განმცხადებლის მისაერთებელი ობიექტის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით, განხორციელდება ტექნიკურ პირობაში ან/და შესაბამის ტექნიკურ პროექტში. 4. გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებს მათი საპასპორტო მონაცემებისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად უნდა ჩაუტარდეს ტესტირება სწრაფმოქმედებისა და სელექტიურობის დადგენილი დონის უზრუნველსაყოფად. 5. ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის სწორი და წარმატებული მოქმედების უნარი, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საიმედოობის მაჩვენებლის მიხედვით უნდა აღემატებოდეს 99%-ს. 6. რელეური დაცვისა და ავტომატიკის მეშვეობით გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ამორთვის დრო (რელეური დაცვისა და ავტომატიკის ამუშავების მიზეზის წარმოშობიდან, ამომრთველის მიერ ელექტრული რკალის ჩაქრობამდე) არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში მოცემულ მაჩვენებლებს.
7. ალბათობა იმისა, რომ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის გათიშვას დასჭირდება ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულზე მეტი დრო, უნდა იყოს ერთ პროცენტზე (1%) ნაკლები. 8. ამომრთველის მოქმედების უარის შემთხვევაში, მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები და გადაცემის ლიცენზიატის გადამცემი ქსელი მიერთების წერტილებში აღჭურვილი უნდა იყოს ამომრთველის უარის რეზერვირების ავტომატიკით, რომელიც არაუმეტეს 300 მილიწამში გათიშავს სალტეზე მიერთებულ ყველა შესაბამის ამომრთველს. 9. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის მუდმივი და ცვლადი დენის წრედებში სამუშაოების ჩატარება მოსარგებლის მიერ ან მისი სახელით დაუშვებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ნებართვის გარეშე. 10. ამ წესების მოთხოვნების ფარგლებში, განმცხადებლის მისაერთებელი ობიექტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ტექნიკური პირობით ან/და ტექნიკური პროექტით განისაზღვრება მოსარგებლის ქსელში ავტომატური განმეორებითი ჩართვის ელექტრომოწყობილობის დამონტაჟების აუცილებლობა და პირობები. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია: ა) დაამონტაჟოს სასისტემო ავტომატიკა, სისტემური ავარიის თავიდან აცილების მიზნით; ბ) განახორციელოს მომხმარებელთა გათიშვები სიხშირის და ძაბვის ზვავისებური ვარდნის თავიდან აცილების მიზნით. 12. გენერაციის ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის სისტემით, რომელიც აგზნების დაკარგვის შემთხვევაში გამორთავს შესაბამის გენერატორს. 13. სისტემური საჭიროებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის მწარმოებლისაგან მოითხოვოს ასინქრონული რეჟიმისგან დაცვის სისტემის დაყენება მათ ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე, რაც უნდა აისახოს ტექნიკურ პირობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
მუხლი 23.
განმცხადებლის ელექტროსადგურისათვის დადგენილი მოთხოვნები |
1. ნომინალური სიმძლავრის კოეფიციენტის მნიშვნელობები ელექტროსადგურების ენერგობლოკების/აგრეგატებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგ საზღვრებში:
11.ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრისა და მათდამი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად იყოფა A, B, C, D კატეგორიებად. ელექტროსადგურების კატეგორიები და მათდამი წაყენებული მოთხოვნები ნაჩვენებია ცხრილში:
12. ამ მუხლის 11 პუნქტში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობა არ ეხება ქვანახშირის ელექტროსადგურებს. 2. გენერატორს უნდა შეეძლოს, მიაწოდოს ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეზე. 3. გენერაციის ობიექტს უნდა შეეძლოს, უწყვეტად მიაწოდოს მისი ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეებზე, მე-14 მუხლით განსაზღვრული სიხშირის ფარგლებში. 4. ნორმალურ რეჟიმში გენერატორის სალტეზე მიწოდებულ აქტიური სიმძლავრის სიდიდეზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს მე-15 მუხლით განსაზღვრულ ნორმალურ პირობებში ძაბვის ცვალებადობა. 5. ამწევი ტრანსფორმატორის გადამრთველი, საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორი და გენერატორის აგზნების სისტემა უნდა დაპროექტდეს და შეირჩეს ისე, რომ გენერატორმა იმუშაოს გადამცემი ქსელის ნომინალურ ძაბვაზე და შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება გენერატორის სიმძლავრის მახასიათებლი მრუდის შესაბამისად. გენერატორის რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა შეიზღუდოს მთავარი ან დამხმარე ელექტრომოწყობილობების საკონტროლო დაცვის სისტემებითა და შეუთანხმებელი ოპერატიული ჩარევით. 6. გენერატორს უნდა შეეძლოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების რეჟიმში გადასვლა მისი სიმძლავრის მახასიათებელი მრუდის მიხედვით, გადამცემ ქსელთან მუშაობის მდგრადობის შენარჩუნების გათვალისწინებით. 7. ნორმალურ პირობებში გენერატორის რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება გენერატორის სალტეზე, აქტიური სიმძლავრის ნომინალური სიდიდის შენარჩუნებით, უნდა უზრუნველყოფდეს ძაბვის დონის შენარჩუნებას ნომინალურიდან ± 5% ინტერვალში და გადამცემ ქსელთან მდგრადი მუშაობის შენარჩუნებას. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარ შერჩეული ელექტროსადგურისაგან მოითხოვოს სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის უზრუნველყოფა. ასეთი ელექტროსადგურები სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენას ახორციელებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ელექტროსადგური ვალდებულია მოთხოვნისთანავე დაუშვას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის პროცესის ტესტირებისა და გამოკვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. 9. როცა ელექტროენერგეტიკული სისტემის სიხშირე აღწევს მე-14 მუხლში მოცემულ ზღვრებს, ყველა ენერგობლოკი/აგრეგატი უნდა დარჩეს სინქრონიზაციაში ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან მოცემული დროის განმავლობაში, რათა საშუალება მიეცეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გაატაროს ქმედებები მდგომარეობის გამოსასწორებლად. ენერგობლოკის/აგრეგატის მფლობელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს სიხშირისა და ძაბვის რეგულირებაში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების ცვლილების გზით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად. 10. ენერგობლოკი/აგრეგატი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის რეგულირების სისტემით, ნორმალურ პირობებში სიმძლავრის რეგულირებით სიხშირის ცვლილების მიმართ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 11. ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულატორის დაპროექტებისას და მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტატიზმის კოეფიციენტის ცვლილება ორი პროცენტიდან (2%-დან) რვა პროცენტამდე (8%-მდე). რეგულატორის არამგრძნობელობის დიაპაზონი (ბუნებრივი და ხელოვნური) უნდა იყოს არაუმეტეს 0.015 ჰერცისა (15 მილიჰერცი). ზემოთ მოყვანილი გადახრისა და მგრძნობელობის ინტერვალის მოთხოვნები უნდა ეხებოდეს ყველა გენერატორს. მოსარგებლეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება შეცვალოს სიჩქარისა და სიხშირის რეგულატორის დანაყენები. გადამცემ ქსელში ჩართული აქტიურ რეჟიმში მომუშავე ჰიდროგენერატორის სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დატვირთვის აღება ნულიდან მაქსიმუმამდე არაუმეტეს 30 წამის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებული ელექტროსადგურებისათვის აღნიშნული პარამეტრი იზღუდება ქარხანა-დამამზადებლის საპასპორტო პირობებით). 12. ელექტროსადგურის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დროს გენერატორის სიჩქარის რეგულირების სისტემას ასევე უნდა შეეძლოს იმუშაოს 45.0 ჰც – 55.0 ჰც სიხშირის დიაპაზონში, თუ არ იზღუდება დამამზადებლის საპასპორტო პირობებით. 13. თითოეულ გენერატორს უნდა ჰქონდეს სწრაფმოქმედი აგზნებისა და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემები, რომლებიც ელექტროსადგურის გენერატორის სალტეზე ფაქტიურ ძაბვას აკონტროლებენ და მუდმივად ჩართულნი არიან მოქმედებაში. 14. ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემამ დანაყენების ± 0.5% -იანი სიზუსტით უნდა უზრუნველყოს გენერატორის სტაბილური ძაბვის შენარჩუნება ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად, ისე რომ შენარჩუნებული იყოს გენერატორის სტატიკური მდგრადობა. 15. სტატიკური აგზნების შემთვევაში, აღმგზნების ძაბვის ზედა ზღვარი მინიმუმ ორჯერ, ხოლო მოსრიალე კონტაქტების გარეშე აგზნებების შემთხვევაში 1.6-ჯერ უნდა აღემატებოდეს გენერატორის აგზნების ნომინალურ ძაბვას. აგზნების სისტემას უნდა შეეძლოს ზედა ზღვრული ძაბვის შენარჩუნება არანაკლებ10 წამის განმავლობაში. 16. ყველა გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვისა და აგზნების ავტომატური რეგულირების და რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდავი მოწყობილობით. ელექტროენერგიის მწარმოებელს არ აქვს უფლება, აგზნების მოწყობილობა გადაიყვანოს ავტომატურიდან ხელით მართვის რეჟიმზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინასწარი თანხმობის გარეშე. 17. რეაქტიული სიმძლავრის დისპეტჩირების მიზნით გენერაციის ობიექტის სამაღლებელ ტრანსფორმატორებს უბდა გააჩნდეს ხვიათა გამომყვანების გადამრთველები. ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, გადამრთველების დიაპაზონი და ბიჯის სიდიდე სრულად უნდა აკმაყოფილებდეს რეაქტიული სიმძლავრისათვის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 18. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს აღრიცხვის კონტროლის და ელექტროსადგურის სხვა მონაცემები, რომლებიც მას შესაძლოა დასჭირდეს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. 19. მე-15 მუხლში მოცემულ ძაბვების ცვალებადობის დიაპაზონში და გადამცემ ქსელში ერთ ან რამდენიმე ფაზაზე მოკლე ჩართვისას, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს უწყვეტი მუშაობა, რომელთა შედეგადაც მიერთების წერტილებში ძაბვა შეიძლება დაეცეს 500 მილიწამის განმავლობაში ნომინალური ძაბვის 0-დან 80%-მდე, ხოლო მომდევნო ერთი (1) წამის მანძილზე ძაბვის ცვალებადობა იყოს ნომინალური ძაბვის 80-110%-მდე დიაპაზონში, რის შემდეგაც ძაბვა კვლავ აღდგება ნომინალური ძაბვის 90-110%-მდე. 20. უკუმიმდევრობის დენების წარმოშობისას გენერატორს უნდა შეეძლოს მუშაობა საქართველოში აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტში ასახული მოთხოვნების შესაბამისად. გენერატორი არ უნდა გამოირთოს აგრეთვე იმ მინაერთის სარეზერვო დაცვის მოქმედებამდე, რომელზეც მოკლე ჩართვის გამო გადამცემ ქსელში წარმოიშვა უკუმიმდევრობის დენები. 21. გენერატორის ამწევი ტრანსფორმატორის (110 კვ და ზევით) მაღალი ძაბვის გრაგნილი ვარსკვლავისებურად უნდა იყოს ჩართული, ხოლო ნეიტრალი დამიწებული. ამწევი ტრანსფორმატორის ნეიტრალი, როცა ელექტროსადგური ქვესადგურის გვერდით მდებარეობს, მიერთებული უნდა იყოს ქვესადგურის დამიწების კონტურთან. 22. ელექტროსადგურები უნდა იქნეს დაპროექტებული იმგვარად, რომ სიხშირის ცვალებადობამ მე-14 მუხლში მოცემულ ფარგლებში არ გამოიწვიოს მათი მწყობრიდან გამოსვლა. ელექტროენერგიის მწარმოებელი პასუხისმგებელია, დაიცვას ენერგობლოკები/აგრეგატები დაზიანებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიხშირის აღნიშნულ ზღვრებს გარეთ გასვლამ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან გათიშვაზე იღებს ელექტროენერგიის მწარმოებელი. 23. გადამცემი ქსელიდან გათიშვის შემდეგ ელექტროსადგური ვალდებულია, იმუშაოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სიხშირის ზღვრებში გამოყოფილ დატვირთვაზე (ავტონომიურ რეჟიმში). 24. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, ელექტროსადგურზე უზრუნველყოს სინქრონიზაციის კონტროლი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ ამომრთველებზე, რაც, ელექტროსადგურის კონფიგურაციიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს: ა) საგენერატორო ამომრთველებს; ბ) ძალოვანი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის ამომრთველს; გ) ელექტროსადგურის გადამცემ ქსელთან მაკავშირებელ 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზის ამომრთველს. 25. ელექტროსადგურის სინქრონიზაციის გაადვილების მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მწარმოებელს უზრუნველყოფს ენერგობლოკის/აგრეგატის სინქრონიზაციისათვის საჭირო სისტემის პარამეტრებით. ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად სინქრონიზაციის მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სინქრონიზაცია ქვემოთ მოყვანილი პირობებით: ა) სიხშირე – ამ წესების მე-14 მუხლით დადგენილ ზღვრებში; ბ) ძაბვა – ამ წესების მე-15 მუხლით დადგენილ ზღვრებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46- ვებგვერდი, 08.01.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 24.
მოთხოვნები განაწილების ლიცენზიატებისა და გადამცემ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების მიმართ |
1. გადამცემი ქსელის ნომინალურ (110კვ და ზემოთ) ძაბვებზე, გადამცემ ქსელში ჩართული სამფაზა ტრანსფორმატორებისა და ტრანსფორმატორთა ჯგუფების მაღალი ძაბვის გრაგნილებს, რომლებიც ვარსკვლავისებურად არიან შეერთებულნი, უნდა ჰქონდეთ ვარსკვლავისებური კავშირის ნულოვან (ნეიტრალურ) წერტილში დამიწების შესაძლებლობა. დამიწების მიზნით ნეიტრალის გამომყვანი გამოტანილი უნდა იყოს კორპუსის გარეთ.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიხშირული განტვირთვის ავტომატიკით მომხმარებლის გამორთვა. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსარგებლეს მოსთხოვოს სიხშირული განტვირთვის ავტომატიკის დამონტაჟება თავის მხარეს. 4. განაწილების ლიცენზიატები და გადამცემ ქსელზე მიერთებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ, რომ მიერთების წერტილში სიმძლავრის კოეფიციენტი იყოს არანაკლებ 0,85. ამ მიზნით განაწილების ლიცენზიატებმა და გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, მათ შორის შესაბამისი საშუალებების მონტაჟი. 5. განაწილების ლიცენზიატებმა დაბალი ძაბვის სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია უნდა განახორციელონ დატვირთვის წერტილთან უშუალო სიახლოვეს, ამ წესების მე-15 მუხლში მითითებული ძაბვის ზღვრების შენარჩუნების მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. |
მუხლი 241.
მოთხოვნები მომხმარებლების სიმძლავრის ცვლილებისადმი |
1. მოხმარების ობიექტი ქსელთან მიერთებისას და ასევე არსებული მოხმარების ობიექტი სიმძლავრის გაზრდისას, ნორმალური ოპერირების რეჟიმში არ უნდა იწვევდეს სისტემის სიხშირის გადახრას 0.2 ჰც-ზე მეტი სიდიდით სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას.
2. ცვალებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური (მათ შორის, ქარის და მზის ელ. სადგურები) ქსელთან მიერთებისას და, ასევე, ასეთი ტიპის არსებული სადგური სიმძლავრის გაზრდისას, ნორმალური ოპერირების რეჟიმში აქტიური სიმძლავრის ცვლილებით (არაავარიულ და სიხშირის რეგულირების რეჟიმში) არ უნდა იწვევდეს სისტემის სიხშირის ცვლილებას 0,2 ჰც-ზე მეტად. 3. ახალი მოხმარების ობიექტი და ცვალებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური ქსელთან მიერთებისას, ასევე არსებული მოხმარების ობიექტი და ცვალებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური სიმძლავრის გაზრდისას, ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების ან/და მოდიფიკაციის განაცხადთან ერთად წარუდგინოს სიმძლავრის მოხმარების/გენერაციის ტიპიური გრაფიკი, სადაც მაქსიმუმ 1 წამიანი გრანულირებით ასახული იქნება მაქსიმალური სიდიდით და სიჩქარით სიმძლავრის ცვლილება, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰჰქონდეს ნორმალურ მუშა პროცესში (არაავარიულ ან/და სიხშირის რეგულირების რეჟიმში). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
მუხლი 25.
მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ოპერატიულ მართვასთან, ტექმომსახურებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები |
1. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მართვისა და ტექმომსახურების პასუხისმგებლობა ეკისრება მის მფლობელს.
2. ნებისმიერი მოსარგებლე, რომლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები მდებარეობს გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში, მათზე სამუშაოების შესასრულებლად ვალდებულია, დაიცვას გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი ინსტრუქციები და მოთხოვნები. 3. თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და/ან გადაცემის ლიცენზიატი ასრულებს სამუშაოებს საკუთარ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე, რომლებიც განთავსებულია მოსარგებლის ობიექტზე, იგი ვალდებულია, დაიცვას ამ ობიექტისთვის დადგენილი უსაფრთხოების ინსტრუქციები და მოთხოვნები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. |
მუხლი 26.
ობიექტისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების იდენტიფიკაცია |
1. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, საჭიროების მიხედვით მიაწოდოს თითოეულ მოსარგებლეს ინფორმაცია თავისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნომენკლატურისა და ნუმერაციისა სისტემის შესახებ. მოსარგებლე ვალდებულია, გამოიყენოს აღნიშნული ნუმერაციის სისტემა თავის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან მიმართებაში.
2. ის მხარე, რომელიც ახორციელებს ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს საკუთარ ობიექტზე მკაფიო და არაორაზროვანი ფირნიშების არსებობა, ობიექტისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარის იდენტიფიკაციის მიზნით. 3. ელექტრომოწყობილობა-დანადგარის თითოეული კომპონენტის ნუმერაცია ნაჩვენები უნდა იყოს ობიექტის ელექტრულ სქემაზე. |
მუხლი 27.
ობიექტებზე დაშვება |
1. გადაცემის ლიცენზიატისა და მოსარგებლის ობიექტებზე დაშვებასთან დაკავშირებული დებულებები განისაზღვრება ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით.
2. მოსარგებლე უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და გადაცემის ლიცენზიატის, აგრეთვე კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუბრკოლებელ დაშვებას (მათი ხელსაწყოების, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) მიერთების უჯრედზე (მიერთების წერტილის მოსარგებლის ობიექტზე არსებობის შემთხვევაში) და მოსარგებლის შენობა-ნაგებობების შიგნით არსებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და/ან გადაცემის ლიცენზიატის აპარატურაზე. 3. გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურზე არსებული მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დისპეტერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, შეამოწმოს ასეთ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებული ტესტირების შედეგები და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები ნებისმიერ დროს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აგრეთვე აქვს უფლება, შეამოწმოს მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები მიერთების წერტილში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 4. მოსარგებლის ობიექტზე არსებული გადაცემის ლიცენზიატის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი და მოსარგებლე ვალდებულნი არიან, გამოყონ პერსონალი უსაფრთხოების საჭირო ზომების მიღებისა და ოპერატიული საქმიანობის განხორციელების მიზნით. თავი II1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის წესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ. მუხლი 271. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის ზოგადი პირობები 1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის წესი (შემდგომში – მიერთების მოდიფიკაციის წესი) განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციისა და ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის, გადაცემის ლიცენზიატისთვის და განმცხადებლისთვის. 2. მიერთების მოდიფიკაციის წესის მიზანია, უზრუნველყოს გადამცემი ქსელისა და ამ ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაცია და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობა მისი შეცვლილი გარემოებებისადმი, მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნებისა და პარამეტრებისადმი ცვლილება/მისადაგების გზით; 3. მიერთების მოდიფიკაციის წესის ამოცანებია: ა) განმცხადებლის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის სამართლიანი და არადისკრიმინაციული წესებისა და სტანდარტების განსაზღვრა; ბ) მიერთების მოდიფიკაციის წერტილებში გადამცემი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისა და პარამეტრების განსაზღვრა; გ) გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის ტექნიკური გადაწყვეტისა და ექსპლუატაციის კრიტერიუმების განსაზღვრა ეკონომიკური მიზანშეწონილობის (უმცირესი ღირებულების პრინციპის) გათვალისწინებით.
მუხლი 272. ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის ძირითადი მოთხოვნები 1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის წესები და მოთხოვნები ვრცელდება იმ ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციაზე, რომელიც უკვე არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და ხდება ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა (გაუმჯობესება) ან ახლის დამატება, კერძოდ: ა) ქვესადგურის სქემის ცვლილება; ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდა; გ) სარეზერვო კვების მოთხოვნა ან მიერთების წერტილის შეცვლა; დ) ქსელის ელემენტის ან კონფიგურაციის ცვლილება. 2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია, ამ წესების 273 მუხლით გათვალისწინებული განაცხადით უნდა მიმართოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს (რომლის ქსელთან არსებული მიერთების მოდიფიკაციაც სურს განმცხადებელს) და გააფორმოს მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან. 3. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ა) გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი მოიცავს განმცხადებლის მხრიდან ამ წესების 273 მუხლის შესაბამისად, გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და წინამდებარე წესებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და განმცხადებლისათვის მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზების წარდგენას; ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის მეორე ეტაპი მოიცავს გადაცემის ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და განმცხადებელს შორის მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულების ხელმოწერას, მიერთების მოდიფიკაციის ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შესაბამისი მხარეების მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებასა და საექსპლუატაციოდ მომზადებას. 4. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია ხორციელდება მაშინ, როდესაც ობიექტი გადამცემ ქსელთან მიერთებულია გადაცემის ლიცენზიატის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის ან გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის გზით. გადაცემის ლიცენზიატის ელექტროგადამცემ ხაზზე განშტოებით მიერთების მოდიფიკაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მოდიფიკაციის მსურველი ვალდებულია, წარუდგინოს გადაცემის ლიცენზიატს ახალი მიერთების განაცხადი და მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-7 მუხლით დადგენილი ერთ-ერთი სტანდარტული ვარიანტისა და პირობების მიხედვით. 5. განმცხადებლის ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია უნდა განხორციელდეს მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულებაში მითითებულ მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის ვადაში, რომელიც განისაზღვრება მხარეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე.
მუხლი 273. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი 1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის (შემდგომში – მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი) ფორმას შეიმუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცნზიატი და წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადში მოცემული უნდა იყოს შემდეგი გაინფორმაცია: ა) განმცხადებლის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად განმცხადებლის მიერ გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები; გ) გადამცემ ქსელთან მიერთებული ობიექტის (რომლის მიერთების მოდიფიკაციაც ხორციელდება) დასახელება, გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; დ) ობიექტის საქმიანობის ტიპი (სფერო); ე) მიერთების მოდიფიკაციის არსი; ვ) მოთხოვნილი სრული (არსებულის გათვალისწინებით) აქტიური სიმძლავრე - სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში; ზ) განმცხადებლის ობიექტის მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის სავარაუდო თარიღი; თ) ობიექტის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური; ი) სამოდიფიკაციო ობიექტის: ი.ა) მაქსიმალური არსებული აქტიური დატვირთვა; ი.ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის მნიშვნელობა. კ) განმცხადებლის ობიექტზე მოწყობილობა/დანადგარების მოდიფიკაციის შემთხვევაში: კ.ა) ელემენტის დასახელება; კ.ბ) ელემენტის მახასიათებელი ნომინალური პარამეტრები; ლ) დამატებითი ინფორმაციის გრაფა. მ) განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგების აუცილებლობა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პრევენციისთვის. 2. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 3. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში ობიექტის დღე-ღამური (საათობრივი) ან/და სახასიათო დატვირთვის გრაფიკი; ბ) ელექტრული ცალხაზოვანი სქემა, ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ელექტრული პარამეტრების მითითებით. 4. განმცხადებელი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და წარუდგინოს იმ გადაცემის ლიცენზიატს, რომლის კუთვნილ გადამცემ ქსელთან უნდა მოხდეს არსებული მიერთების მოდიფიკაცია. 5. ამ წესების 276 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასურს განმცხადებელი იხდის მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის შეტანისას.
მუხლი 274. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის განხილვა 1. მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი იწყება განმცხადებლის მიერ გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიატთან რეგისტრაციით. 2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა ამ წესების მოთხოვნებთან (მათ შორის, მოიცავს თუ არა განაცხადი ამ წესების 273 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გადახდილია თუ არა მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასური და ა.შ.). ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი წერილობით აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, გადაცემის ლიცენზიატი განმცხადებელს უბრუნებს მიერთების მოდიფიკაციის განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასურს (თუ იგი გადახდილია განმცხადებლის მიერ). განმცხადებლის მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის პერიოდის ათვლა იწყება თავიდან. 3. განმცხადებლის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორების შემთხვევაში, მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის პერიოდში არ ჩაითვლება როგორც გადაცემის ლიცენზიატის მიერ განმცხადებლისათვის მიცემული ხარვეზის გამოსწორების ვადა, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების ვადა. 4. თუ მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელს არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი მიღებულად ითვლება. 5. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიერთების მოდიფიკაციის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის ვადა (მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი) განისაზღვრება 35 სამუშაო დღით. 6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არსებითად განიხილოს იგი და შესაბამისი ტექნიკური პირობის პროექტი გადაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაცემის ლიცენზიატის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობის პროექტში ასახული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) მიერთების მოდიფიკაციის წერტილი და ძაბვის საფეხური; ბ) მიერთების მოდიფიკაციის სქემა, არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციით ან ახლის დამატებით; გ) აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობის პირობები; დ) ძალოვანი მოწყობილობების მოწყობის პირობები. 7. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის განხილვისას, თუ გამოიკვეთება, რომ მოთხოვნილი ცვლილებები არ საჭიროებს ქსელთან მიერთების მოდიფიკაციას, მოდიფიკაციის პროცედურა წყდება, გადახდილი პირველი ეტაპის საფასური განმცხადებელს სრულად უბრუნდება უკან (10 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელებაზე თანხმობა წარედგინება განმცხადებელს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილით. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე გადაცემის ლიცენზიატის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობის პროექტი და ტექნიკური პირობის საბოლოო რედაქცია (დადებითი გადაწყვეტილება) ან უარი მიერთების მოდიფიკაციაზე (უარყოფითი გადაწყვეტილება). მიერთების მოდიფიკაციაზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ამ წესების 91 მუხლით განსაზღვრულ გადამცემ ქსელთან მიერთების მოთხოვნაზე უარის თქმის ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს უნდა გაუგზავნოს მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზება ან დასაბუთებული უარი მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის დაკმაყოფილებაზე. 10. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი სრულდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ განმცხადებლისათვის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზების წარდგენით (რომელიც მოიცავს ამ წესების 274 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს) ან დასაბუთებული უარით მიერთების მოდიფიკაციაზე. 11. მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის პირველი ეტაპის ვადის გაშვება არ ათავისუფლებს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზების ან დასაბუთებული უარის წარდგენის ვალდებულებისგან. 12. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა განმცხადებელი გადაცემის ლიცენზიატის მიერ წარდგენილ მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზებას ან უარს, გადახდილი პირველი ეტაპის მიერთების საფასური განმცხადებელს უკან არ უბრუნდება. 13. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის უარის შესახებ შეტყობინება ყველა თანდართული დოკუმენტით ასევე გაუგზავნოს კომისიას, რომელიც თავის მხრივ, ამოწმებს უარის დასაბუთებულობას და, შემოწმების შედეგების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ატყობინებს გადაცემის ლიცენზიატსა და განმცხადებელს.
მუხლი 275. შეთავაზება მიერთების მოდიფიკაციის შესახებ 1. შეთავაზება მიერთების მოდიფიკაციის შესახებ უნდა მოიცავდეს: ა) ტექნიკურ პირობას, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ წესების 111 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) მიერთების მოდიფიკაციის სავარაუდო თარიღს; გ) მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულების პროექტს; 2. მიერთების მოდიფიკაციის თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე - ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. 3. გადაცემის ლიცენზიატის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი დგინდება მხარეთა შორის გაფორმებული მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულებით, რომელიც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 276. მიერთების მოდიფიკაციის საფასური 1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასური განისაზღვრება 2500 ლარით დღგ-ის ჩათვლით და გადაიხდება ამ წესების 273 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. მიერთების მოდიფიკაციის მეორე ეტაპის საფასურის გადახდა ხდება შესაბამისი ლიცენზიატის მიერ 275 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების მოდიფიკაციის სამუშაოების შესრულების შემდეგ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მიერთების მეორე ეტაპის საფასური განისაზღვრება ლიცენზიატის მიერ მიერთების მოდიფიკაციის მიზნით გაწეული მომსახურების ღირებულებით, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს აუდიტორული დასკვნით. აუდიტორულ დასკვნას ამზადებს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შერჩეული აუდიტორი.
მუხლი 277. მიერთების მოდიფიკაციის ტექნიკური პროექტის შეთანხმება და ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადება 1. ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციისას, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება და ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადება ხორციელდება იმავე პროცედურებისა და პირობების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მიერთებისას, ამ წესების II თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია, დანადგარების ტესტირებისა და საექსპლუატაციოდ მომზადების ჩათვლით, უნდა განხორციელდეს მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიერთების უზურნველყოფის ვადაში. 3. მოდიფიკაციის ფარგლებში შეძენილი/გადაცემული/შექმნილი ქონების საკუთრება განისაზღვრება საბალანსო გაყოფის წერტილის პრინციპით - იმ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის საკუთრებასთან ან/და მფლობელობასთან (მათ შორის ოპერირება, მოვლა-პატრონობა) დაკავშირებული საკითხები, რომელიც მოდიფიკაციის მსურველის მიერ მონტაჟდება გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
მუხლი 278. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის პროცედურები და ხელშეკრულება 1. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მსურველმა (შემდგომში - მიერთების აღდგენის მსურველი), რომელსაც სურს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა, აღდგენის მოთხოვნის შესახებ წერილობით უნდა მიმართოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს და გააფორმოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულება. 2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ამ მუხლის შესაბამისად მიერთების აღდგენის შესაძლებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მიერთების აღდგენის მსურველს. 3. მიერთების აღდგენის მსურველი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნა წარუდგინოს გადაცემის იმ ლიცენზიატს, რომლის კუთვნილი გადამცემი ქსელის ელემენტები/მოწყობილობები უნდა აღდგეს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან მიერთების აღდგენის მიზნით. 4. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ქსელის კონფიგურაცია იმდენად არის შეცვლილი, რომ ობიექტის მიერთების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან/და იწვევს ქვესადგურის გაფართოებასთან ან/და გაძლიერებასთან დაკავშირებულ დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს (დანახარჯებს) ან/და ხელს უშლის/ზღუდავს ქსელთან მიერთებული ობიექტების სრულფასოვან, საიმედო, უსაფრთხო და ხარისხიან ელექტრომომარაგებას. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი ვალდებულია, წარუდგინოს მიერთების აღდგენის მსურველს შესაბამისი დასაბუთება. ასეთ შემთხვევაში, მიერთების აღდგენის მსურველი უფლებამოსილია, წარუდგინოს გადაცემის ლიცენზიატს ახალი მიერთების განაცხადი და მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-7 მუხლით დადგენილი პირობებისა და მიერთების შეთავაზების ერთ-ერთი სტანდარტული ვარიანტის შესაბამისად. 5. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა ხორციელდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი მოიცავს მიერთების აღდგენის მსურველის მხრიდან გადაცემის ლიცენზიატისათვის ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნისა და წინამდებარე წესით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, აღნიშნული მოთხოვნის ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიატთან რეგისტრაციას, გადაცემის ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებას და გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულების გაფორმებას; ბ) მეორე ეტაპი მოიცავს მხარეების მიერ სამუშაოების შესრულებას აღდგენის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 6. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მიერთების აღდგენის მსურველის დასახელება, მისი სამართლებრივი ფორმა, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ბ) აღსადგენი ობიექტის სახელწოდება, მდებარეობა, გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; საქმიანობის სფერო, პარამეტრები, ტექნიკური მახასიათებლები. 7. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საკადასტრო ნახაზი ან სქემატური გეგმა; ბ) ხაზის ქსელთან მიერთების და ამ მიერთების პარამეტრების დამადასტურებელი სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია (მიერთების ტექნიკური პირობა, მიერთების პროექტი, პროექტის შეთანხმების დოკუმენტი), რაც ადასტურებს გადამცემ ქსელთან მიერთების გამართულ ფუნქციონირებას 1998 წლის შემდეგ; გ) მიერთების ტექნიკური პარამეტრები და სპეციფიკაცია; დ) შესაძლებლობა, აღდგენილ იქნეს იგივე პარამეტრებით, რომლებიც თანხვედრაშია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 8. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნას გადაცემის ლიცენზიატი არსებითად განიხილავს რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, რის შემდეგაც დაინტერესებულ მხარეს აცნობებს გადაწყვეტილებას. შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატი უზრუნველყოფს მოცემულ ვადაში გადაწყვეტილების შეთანხმებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ან/და მისგან დასაბუთებული მოსაზრებების მიღებას აღდგენის შეუძლებლობის შესახებ. 9. გადაცემის ლიცენზიატის გადაწყვეტილება გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის თაობაზე შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი: ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის საფუძვლები და აუცილებლობა, ამასთანავე არსებული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, განხორციელდეს გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა თავდაპირველი სახით, იმავე პარამეტრებითა და პირობებით, გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი იღებს დადებით გადაწყვეტილებას გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის თაობაზე, ამზადებს გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულების პროექტს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ხელმოსაწერად წარუდგენს მხარეებს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ როგორც შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატი, ასევე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მსურველი; ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი დაინტერესებულ მხარეს წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ყველა იმ გარემოებაზე მითითებით, რაც გახდა გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის უარის საფუძველი. გადაწყვეტილებას თან უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც განხილვისას დაეყრდნო გადაცემის ლიცენზიატი. 10. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის უარის შესახებ შეტყობინება ყველა თანდართული დოკუმენტით ასევე გაუგზავნოს კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, ამოწმებს უარის დასაბუთებულობას და შემოწმების შედეგების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ატყობინებს გადაცემის ლიცენზიატსა და მიერთების აღდგენის მსურველს. 11. აღდგენისას სამუშაოები ანაზღაურდება საბალანსო გაყოფის წერტილის შესაბამისად. 12. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) იმ სამუშაოების დეტალურ ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის განხორციელებისათვის; ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და მისი მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას; გ) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენასთან დაკავშირებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ) ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას; ე) მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში; ვ) ინფორმაციას გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ; ზ) აღდგენილ ინფრასტრუქტურაზე საკუთრების უფლების საკითხებს (მათ შორის, შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის პროცედურასა და წესს). 13. გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულების პროექტის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. 14. იმ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის საკუთრებასთან ან/და მფლობელობასთან (მათ შორის ოპერირება, მოვლა-პატრონობა) დაკავშირებული საკითხები, რომელიც მიერთების აღდგენის მსურველის მიერ მონტაჟდება გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. |
თავი III
გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესი
|
მუხლი 28.
გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესის მიზნები |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესის (შემდგომში „დაგეგმვის წესი“) მიზანია გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და მაძიებლებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის პროცედურების განსაზღვრა, გადამცემი ქსელის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და შემდგომი გაფართოების დაგეგმვის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
2. დაგეგმვის წესი განსაზღვრავს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებისა და მაძიებლების პასუხისმგებლობას გადამცემი ქსელის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და მაძიებლებს შორის ურთიერთობის მექანიზმებს; გ) გადამცემი ქსელის დაგეგმვის კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რომელთა დაცვით დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემი ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობა; დ) იმ ინფორმაციასა და მონაცემებს, რომლებსაც გადაცემის ლიცენზიატი, მაძიებელი და მოსარგებლე წარუდგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვის მიზნით; ე) იმ ინფორმაციასა და მონაცემებს, რომელსაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წარუდგენს გადაცემის ლიცენზიატებს, მაძიებლებსა და მოსარგებლეებს ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შერჩევისათვის. |
მუხლი 29.
გადამცემი ქსელის დაგეგმვა |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხორციელდება გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის შემუშავება, მათ შორის ყველა საჭირო კვლევა და შეფასება.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს გადაცემის ლიცენზიატების, მაძიებლებისა და მოსარგებლეებისაგან მონაცემების შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორებთან. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა ათწლიანი პერიოდისათვის, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წაყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ თავში აღნიშნულ და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინოს ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარების ათწლიანი საპროგნოზო ბალანსი. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები და მაძიებლები ვალდებულნი არიან, შეასრულონ დაგეგმვასთან დაკავშირებული პირობები, ამ თავის დებულებების შესაბამისად. |
მუხლი 30.
ძირითადი პრინციპები |
1. დაგეგმვის პროცესში სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) საიმედოობის ტექნიკური მოთხოვნები; ბ) ეკონომიკური და ოპერატიული მართვის, ტექმომსახურების, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საკითხები; გ) ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარებისა და განაწილების ობიექტებთან კოორდინაციის საკითხები; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები. 2. გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საიმედოობის, ეკონომიკურობის, გარემოს დაცვის, განვითარების პროგნოზების, სისტემათაშორისი კავშირებისა და ადგილობრივი გადამცემი ქსელის დაგეგმვის საკითხებს. 3. ამ წესებში გადამცემი ქსელის საიმედოობის შესაფასებლად გამოიყენება ორი კრიტერიუმი: ა) ადეკვატურობა – ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი უწყვეტად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, როგორც ქსელის ელემენტის გეგმიური, ასევე მოულოდნელი გათიშვის პირობებში. ბ) მდგრადობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი გაუძლოს შეშფოთებებს, როგორიცაა მოკლე ჩართვა ან ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების მოულოდნელი გათიშვა. 4. დაგეგმვის ეს მოთხოვნები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული განვითარების სხვადასხვა სცენარებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ალბათობის შეფასებისას. 5. გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვის დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებმა და მაძიებლებმა უნდა იხელმძღვანელონ დაგეგმვის კრიტერიუმებითა და სტანდარტებით. 6. განმცხადებლის მხრიდან მიერთების ძვირადღირებული საინჟინრო გადაწყვეტილებების შემოთავაზების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია შესთავაზოს მხარეებს გონივრული ალტერნატივა ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვით. 7. გრძელვადიანი გეგმები ყოველწლიური პერიოდულობით უნდა გადაიხედოს. 8. დაგეგმვის პროცესი უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან: ა) მონაცემების შეგროვება; ბ) მონაცემების დამუშავება; გ) მოდელირება; დ) ნაკლოვანების აღმოფხვრის ან შემცირების ოპტიმალური გეგმის შემუშავება; ე) გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმის მომზადება. 9. დაგეგმვის პროცესი უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობას წლის სეზონების მიხედვით; ბ) მოკლევადიან პერიოდში ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის დეტალურ შესწავლას; გ) გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგეტიკული სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის მოთხოვნებს. 10. დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფასებით. პოტენციური რისკების გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს რისკების დეტალური ანალიზი, მისი აღმოფხვრის ან შემცირების მიზნით. 11. ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვის მოკლევადიანი პერიოდი განისაზღვრება 1-დან 5 წლამდე, ხოლო გრძელვადიანი 5-დან 10 წლამდე პერიოდით. 12. ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების გეგმა უნდა იძლეოდეს გამოვლენილი რისკების აღმოფხვრის ან/და შემცირების შესაძლებლობას. |
მუხლი 31.
გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემები |
1. განმცხადებლები გადამცემ ქსელში ჩართვამდე და მოსარგებლეები ქსელში ჩართვის შემდგომ, ასევე გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად წარუდგინონ ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით.
2. განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის მწარმოებლები ნებისმიერი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და ცალკეული ენერგობლოკის/აგრეგატის შემთხვევაში, ხოლო მომხმარებლები 5 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი საწარმოო საშუალებების დაგეგმილი კონსერვაციისას, აგრეთვე ექსპლუატაციიდან და დისპეტჩერული მართვიდან გაყვანის შემთხვევაში 24 თვით ადრე შეატყობინონ აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 3. მეზობელ სისტემებთან კავშირების შესასწავლად ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების მოდელირებისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ისარგებლოს მეზობელი ქვეყნების ქსელის მონაცემებით. |
მუხლი 32.
გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემების კლასიფიკაცია |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მონაცემები იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად:
ა) წინასწარი საპროექტო მონაცემები; ბ) საპროექტო მონაცემები; გ) სტანდარტული მონაცემები; დ) დეტალური (დამატებითი) მონაცემები. 2. საპროექტოა მონაცემები, რომლებიც უნდა წარმოადგინონ განმცხადებლებმა ახალი მიერთების ან არსებულის მოდიფიკაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ. 3. სტანდარტულია მონაცემები, რომლებიც ყოველწლიურად უნდა წარმოადგინოს გადამცემი ქსელის ყველა არსებულმა მოსარგებლემ. 4. დეტალურია (დამატებითი) მონაცემები, რომლებიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა შეიძლება მოითხოვოს დამატებით საპროექტო მონაცემების ან სტანდარული მონაცემების გარდა. 5. განმცხადებლის მიერ ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის მოთხოვნის დროს, მაგრამ მიერთების შეთავაზების მიღებამდე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ყველა მონაცემი ჩაითვლება წინასწარ საპროექტო მონაცემებად. მიერთების შეთავაზების დადგენილი წესით მიღების შემდეგ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი საპროექტო მონაცემები და მოგვიანებით წარმოდგენილი დაზუსტებული მონაცემები ჩაითვლება საპროექტო მონაცემებად. 6. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, ყოველწლიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტული მონაცემები. ამ მონაცემების ჩაბარების ვადაა ყოველი წლის სექტებრის ბოლო სამუშაო დღე. ეს მონაცემები უნდა მოიცავდეს მომდევნო ხუთი წლის ინფორმაციას. მონაცემთა ჩაბარების ბოლო თარიღიდან მომდევნო თარიღამდე კონკრეტული წლის მონაცემებში ცვლილების არქონის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია, მონაცემების ჩაბარების მაგივრად წარადგინოს წერილობითი განაცხადი კონკრეტული წლისათვის მონაცემების უცვლელობაზე. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ მოითხოვოს მის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დამატებითი დეტალური მონაცემები. მოსარგებლე ვალდებულია, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) სამუშაო დღის ვადაში. 8. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მონაცემების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ა) საპროგნოზო მონაცემები: ამ კატეგორიაში შედის მომდევნო ხუთი (5) წლისათვის მოსარგებლის მიერ შეფასებული საპროგნოზო მაჩვენებლები, წარმოებისა და მოხმარების პროგნოზების ჩათვლით; ბ) დაგეგმილი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სავარაუდო მონაცემები: ამ კატეგორიაში შედის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან/და ელექტროსადგურის შესახებ განმცხადებლის მიერ გადამცემ ქსელთან მიერთებამდე შეფასებული სავარაუდო ინფორმაცია და პარამეტრების სიდიდეები; გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული მონაცემები: მონაცემები, რომლებიც მიერთების შემდეგ დაზუსტდა, როგორც საბოლოო სიდიდეები. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს განმცხადებლისაგან ან/და მოსარგებლისგან მონაცემები და დამატებითი გათვლებისა და კვლევების ჩატარება საჭიროების მიხედვით. 10. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიერ წარმოსადგენ სტანდარტული დაგეგმვისა და დეტალური დაგეგმვის მონაცემების ჩამონათვალსა და ფორმას ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე. 11. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსარგებლე მიიჩნევს, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მომზადებული საპროგნოზო მონაცემები სათანადოდ არ ასახავს მოსარგებლის დაგეგმვის მონაცემებს, იგი უფლებამოსილია, მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნული მონაცემების კორექტირების თხოვნით. |
მუხლი 33.
გადამცემი ქსელის შესწავლა დაგეგმვის მიზნით |
1. დისპეტერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, პერიოდულად ან საჭიროებისამებრ ჩაატაროს გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო კვლევითი სამუშაოები, გადამცემი ქსელის ეკონომიკური, უსაფრთხო, საიმედო და სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მოამზადოს:
ა) პროგნოზი მომდევნო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გადამცემი ქსელის მუშაობის შესახებ; ბ) გადამცემი ქსელის განვითარების პროექტების შეფასება; გ) განმცხადებლის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის წარდგენილი პროექტების შეფასება; დ) გადამცემი ქსელზე ან/და მოსარგებლეთა ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს დატვირთვის პროგნოზული სიდიდეებით; ე) კვლევების შედეგად გადამცემ ქსელში ან მოსარგებლის ქსელში გამოვლენილი ნაკლოვანებების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრის ღონისძიებების განსაზღვრა; ვ) ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში გადამცემი ქსელის მუშაობის შეფასება; ზ) გადამცემი ქსელისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფასება გარდამავალი პროცესების დროს; თ) გადამცემი ქსელის განვითარების გეგმები; ი) ნებისმიერი სხვა შეფასება, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად. 2. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მიზნით ჩასატარებელ კვლევებში შეიძლება შედიოდეს: ა) გადამცემ ქსელში დატვირთვის ნაკადგანაწილების შესწავლა; ბ) მოკლე ჩართვის ანალიზი; გ) სტატიკური და დინამიკური მდგრადობის შესწავლა; დ) დამყარებული რეჟიმების შესწავლა; ე) კვანძებში ძაბვის სიდიდეების კვლევა; ვ) ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების კვლევა; ზ) გადამცემი ქსელის საიმედო მუშაობასთან დაკავშირებული კვლევები; თ) სხვა სახის კვლევები საჭიროების მიხედვით. |
მუხლი 34.
კომპიუტერული მოდელირება |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მიზნით მათემატიკური მოდელების გამოყენებით რეჟიმების დამუშავების მეთოდებსა და პროცედურებს ამტკიცებს დისპეჩერიზაციის ლიცენზიატი.
|
მუხლი 35.
გადამცემი ქსელის დაგეგმვის კრიტერიუმები |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ელექტროენერგიის სტანდარტული პარამეტრების შენარჩუნება ამ წესების 40
1 მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის დატვირთვისა და ელექტროენერგიის წარმოების მოსალოდნელი სიდიდეების პირობებში.
2. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სასისტემო ავარიის თავიდან აცილებისა და სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები მოსალოდნელი ავარიული სიტუაციების პირობებში, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს: ა) სისტემის ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლით (N-1); ბ) სისტემის ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლით, პლუს ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის ავარიული გამორთვით (N-G-1); გ) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებაში ყოფნის დროს სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გამორთვით (N-1-1). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემდეგ, ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ უნდა შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა ავარიის შემდგომი რეჟიმის პარამეტრების დასაშვები ზღვრების ფარგლებში ამ წესების 40 1 მუხლის შესაბამისად. 4. ავარიის შემდგომ რეჟიმში გადამცემი ქსელის მუშაობის პირობები უნდა დადგინდეს სიმულაციის ტესტების შედეგების შესაბამისად. ისინი მოკლედაა შეჯამებული პირველ დანართში. აღნიშნული არ გამორიცხავს უფრო დეტალური ტესტირების შესაძლებლობას, რომელიც გადამცემი ქსელის კონკრეტული კომპონენტების უკეთ დაგეგმვის საშუალებას იძლევა. 5. დამატებითი დეტალური ტესტირება შეიძლება მოიცავდეს: ა) ქვესადგურის საიმედოობის შეფასებას; ბ) ძაბვის ვარდნის სიმულაციას; გ) ასინქრონული რეჟიმის გაანგარიშებებს; დ) დინამიკურ მდგრადობას; ე) გადართვების სიმულაციებს; ვ) სხვა საჭირო კვლევებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
მუხლი 36.
ავარიების კვლევა სხვადასხვა სცენარის დროს |
1. ავარიული სიტუაციების კვლევის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის ავარიის გავრცელებისა და სტაბილურობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით შემდეგი სცენარების განხილვა:
ა) საბაზისო სცენარი; ბ) მაღალი ალბათობის ავარიული სიტუაციები; გ) მცირე ალბათობის ავარიული სიტუაციები. 2. საბაზისო სცენარი: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საბაზისო სცენარი, ანუ ნორმალური რეჟიმი გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა ელემენტი მუშა მდგომარეობაშია და რეჟიმის პარამეტრები ნორმალური ზღვრების ფარგლებშია. ასეთი სცენარისთვის კვლევა ხორციელდება დამყარებული რეჟიმის პირობებში; ბ) საბაზისო სცენარში გათვალისწინებული დატვირთვების პირობებში ძაბვის ნორმალური სიდიდის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, მაშუნტირებელი რეაქტორი და სინქრონული კომპენსატორი, შემკრები სალტეების სექციონირება და რეგულირების სხვა საშუალებები. დატვირთვის მოსალოდნელი დონეებისა და ელექტროენერგიის წარმოების გრაფიკების მოდელირებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე საბაზისო სცენარის შემუშავება. 3. მაღალი ალბათობის ავარიული სიტუაციები: ა) ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის ტესტი (N-1) გულისხმობს ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) ან ელექტროგადამცემი ქსელის მხოლოდ ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ერთი ელემენტის პოტენციური ავარიით გამოწვეული ზიანის მინიმუმზე დაყვანის მიზნით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვის, მაშუნტირებელი რეაქტორის გამოყენებისა და სალტეების სექციონირების მეთოდი; ბ) ერთი ელემენტის და იმავდროულად ერთი ენერგონლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) გათიშვის სცენარის (N-G-1) მეორე შესაძლო ავარიული სიტუაციისათვის მოსამზადებლად (ე.ი. ენერგობლოკის/აგრეგატის გათიშვიდან მეორე ელემენტის გათიშვამდე) შესაძლებელია (N-G-1) ვარიანტის მოდიფიკაცია, შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, მაშუნტირებელი რეაქტორის ჩართვა-გამორთვა, გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა და სალტის სექციონირება; გ) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებისას სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გათიშვა (N-1-1) გულისხმობს გადამცემი ქსელის ერთი ელემენტის ან ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) გათიშვას იმ დროს, როდესაც სისტემის სხვა რომელიმე ელემენტი შეკეთების რეჟიმშია. შეკეთების პროცესი შეიძლება ისე იყოს დაგეგმილი, რომ სისტემა მზად იყოს მეორე ელემენტის ავარიული გათიშვისათვის, შემდეგი მეთოდებით: ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, ფაზათა ძვრის კუთხის რეგულირება, სადისპეტჩერო გრაფიკის ცვლილება და სალტის სექციონირება; დ) N-1-1 კვლევის ჩატარება შეიძლება ისეთი სიტუაციებისათვის, როდესაც ერთდროულად ორი ელემენტი იძულებით არის გათიშული, მაგრამ პირველ და მეორე გათიშვებს შორის არის საკმარისი დრო გადადინებების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად; ე) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებისას სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გათიშვის (N-1-1) შემთხვევისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები შესაძლოა განსხვავებული იყოს იმის გათვალისწინებით, რომ (N-1-1) შემთხვევის ალბათობა ბევრად ნაკლებია ვიდრე (N-1)-ისა. (N-1-1) შემთხვევებისათვის დასაშვებია მოხმარების დატვირთვის გარკვეული შემცირება. 4. მცირე ალბათობის ავარიული სიტუაციები: ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით სისტემამ უნდა გაუძლოს უფრო მწვავე, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელ ავარიულ სიტუაციებსაც (სალტეების დაზიანება, სალტის მაერთებელი მოწყობილობის დაზიანება, ამომრთველების დაზიანება, რელეების არასათანადო მუშაობა, ორჯაჭვა ხაზის მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ.) ისე, რომ ამას არ მოჰყვეს ძაბვის ზვავი ან უკონტროლო კასკადური გათიშვები. |
მუხლი 37.
გადამცემი ქსელის მუშაობის სტანდარტები |
1. მოკლე ჩართვის დენების დონეები:
ა) მოკლე ჩართვის დენების მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს ელექტრომოწყობილობის მახასიათებლების 90%-ს; ბ) 110 კვ და მეტი ძაბვის გადამცემი ქსელის ნეიტრალი, როგორც წესი, ყრუდ უნდა იყოს დამიწებული. მიწასთან ცალფაზა მოკლე შერთვის დროს მიწასთან მოკლე შერთვის ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური ფაზათაშორისი ძაბვის 80%-ს. 2. დინამიკური მდგრადობის ტესტირება: ა) სისტემის დინამიკური მდგრადობა შენარჩუნებული უნდა იყოს სამფაზა მოკლე ჩართვის ან მიწასთან ორფაზა მოკლე ჩართვის დროს; ბ) დინამიკური მდგრადობის ტესტის ჩატარების დროს გასათვალისწინებულია, რომ დაზიანებული ელემენტი ამორთულ იქნეს ძირითადი დაცვით. ამავე დროს ხაზის ავტომატურად განმეორებითი ჩართვის (აგჩ) მოწყობილობა უნდა იყოს მოქმედებაში; გ) ტესტირების დროს ასინქრონული რეჟიმი ხანმოკლე დროითაც კი დაუშვებელია. 3. კასკადური გათიშვები: ა) ავარიულმა სიტუაციამ არ უნდა გამოიწვიოს გადამცემი ქსელის მთლიანობის დარღვევა ან სისტემის გათიშვა გადამცემი ხაზების ან ელექტროსადგურის კასკადური გათიშვის გამო. შესაძლო ავარიული სიტუაციების კვლევების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემის დაცვის ელექტრომოწყობილობის დაგეგმვის და რელეური დაცვის დანაყენების განსაზღვრის დროს; ბ) სპეციალური დაცვის სქემები: გადამცემ ქსელში კასკადური გათიშვების გავრცელების და, შედეგად, სისტემის ჩაქრობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია, განხორციელებული იქნეს სპეციალური დაცვის სქემები. 4. ძაბვის ზვავისებური ვარდნის (ძაბვის კოლაფსი) თავიდან აცილების მიზნით გადამცემი ქსელის დატვირთვის დონესა და სტატიკური მდგრადობის დარღვევის დონეს შორის ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული მდგრადობის მარაგი. იგი უნდა განისაზღვროს გადამცემი ქსელის დატვირთვის გაზრდისას ელექტროენერგეტიკული სისტემის მახასიათებლების შესწავლით. 5. სადენების პარამეტრების დასაშვები ზღვრები (ნორმალური და ავარიული): ა) გადამცემი ხაზის სადენების თერმული პარამეტრები უნდა განისაზღვროს ყველაზე უფრო მეტად მგრძნობიარე ელემენტის პარამეტრების მიხედვით, იქნება ეს გამტარის მახასიათებლები, ჩაღუნვის ისარი, თუ ელექტრომოწყობილობის თერმული პარამეტრები; ბ) ელექტრომოწყობილობათა ნორმალური და ავარიული თერმული მდგრადობის ზღვრები უნდა განისაზღვროს სეზონურობის თავისებურებების გათვალისწინებით. ნორმალური და გადატვირვის მდგომარეობების შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი დამხმარე ელექტრომოწყობილობათა პარამეტრები, როგორიცაა გამანაწილებელი მოწყობილობა, ბუშინგი (შემყვანი იზოლატორი), გამზომი ტრანსფორმატორები, ტრანსფორმატორის ხვიათა გადამრთველი და სხვა; გ) როგორც ნორმალური, ასევე ავარიული სიტუაციის დაგეგმვისას, მიუღებელია ელექტრომოწყობილობათა გადატვირთვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომენტალურად ხდება სიტუაციის გამოსწორება (ავტომატური ან ოპერატორის მოქმედებით), მაგრამ დაცული უნდა იყოს დასაშვები ზღვრული პარამეტრები (დენის ძალა): გ.ა) საჰაერო ხაზების შემთხვევაში ნომინალური დატვირთვის (დენის ძალა) 110% მნიშვნელობები 30 წუთის განმავლობაში; გ.ბ) ტრანსფორმატორებისა და კაბელების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მწარმოებლისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტების მოთხოვნები. 6. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ძაბვა დარჩეს ამ წესების მე-15 მუხლში მოცემულ ზღვრებში. 7. ძაბვის ცვლილების მნიშვნელობები: ა) საბაზო სცენარით ოპერირებისას, ე.ი. როცა ყველა ხაზი მწყობრშია, ძაბვის (ნახტომისებური) ცვლილების მნიშვნელობა გამოწვეული კონდენსატორის და მაშუნტირებელი რეაქტორის გადართვით არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური ძაბვის 3.0%-ს; ბ) გაუთვალისწინებელი შემთხვევისას (N-1), ძაბვის მაქსიმალური მნიშვნელობა ამ შემთხვევის წინ და მის შემდეგ არ უნდა იყოს 10%-ზე მეტი. 8. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ სიხშირე დარჩეს ამ წესების 401 მუხლში მოცემულ ზღვრებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
მუხლი 38.
ავარიის თავიდან აცილების დამატებითი ღონისძიებები |
1. გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინა პერიოდის (საბაზისო სცენარის) მოსამზადებლად ჩასატარებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ის ქმედებები, რომლებიც მიმართულია სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად:
ა) ტრანსფორმატორის გრაგნილების ხვიათა გამომყვანების გადართვა; ბ) ფაზათა ძვრის კუთხის რეგულატორების გამოყენება; გ) მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა ან/და გამორთვა; დ) სალტეების სექციონირება. 2. საბაზისო სცენარი მოიცავს როგორც ქსელის გადატვირთვებისა და ძაბვის ნორმალური პარამეტრებიდან გადახრების თავიდან აცილებას, ასევე პოტენციური ცალკეული გაუთვალისწინებელი შემთხვევის სცენარებისთვის სისტემის მომზადებას. საბაზისო სცენარი გამოიყენება გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესწავლის ამოსავალ წერტილად. 3. N-G-1 და N-1-1 შემთხვევებში იგულისხმება, რომ პირველი გათიშვიდან, მათ შორის, რომელიმე ელემენტზე სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან მეორე გათიშვამდე, საკმარისი დროა იმისათვის, რომ მომზადდეს სისტემა მეორე გათიშვისთვის. ამ დროს დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და აგრეთვე გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება). 4. N-1 ან N-G-1 სცენარების შემთხვევებისას და იმის გათვალისწინებით, რომ ავარიის შემდგომი პარამეტრების ზღვრები არ დარღვეულა, სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად ჩასატარებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები: ა) ტრანსფორმატორის გრაგნილების ხვიათა გამომყვანების გადართვა; ბ) ფაზათა ძვრის კუთხის რეგულატორების გამოყენება; გ) მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა ან/და გამორთვა; დ) გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება); ე) გადართვები. 5. არჩეული უნდა იყოს ის ქმედებები, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა ექნებათ ავარიული დარღვევების აღმოსაფხვრელად. 6. N-G-1და N-1-1 შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იყოს დატვირთვის შემცირება მომხმარებელთა გათიშვის გზით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავარიის შემდგომი პარამეტრების ზღვრების დარღვევა. 7. გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება): ა) მუშაობაში მყოფი ენერგობლოკების/აგრეგატების დატვირთვების შეცვლა დასაშვებია ხაზის ელემენტის (N-1) და ენერგობლოკების/აგრეგატების (G-1) ავარიული გამორთვის შემდეგ, რათა დაცული იყოს N-G-1 ან N-1-1 მოთხოვნა; ბ) გადამცემი ქსელის ელემენტის გაუთვალისწინებელი, ავარიული გამორთვისას დასაშვებია ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრეების ცვლილება გადამცემი ქსელის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღდგენის მიზნით. 8. ძაბვის რეგულირება ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვის საშუალებით: ა) ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანის მდგომარეობა შერჩეული უნდა იყოს საბაზისო სქემის, ენერგობლოკების/აგრეგატების ან ქსელის ელემენტის სარემონტო გამორთვის რეჟიმებისთვის, სანამ დადგება N-G-1 ან N-1-1 შემთხვევა; ბ) როგორც ავარიისშემდგომი ქმედება, მისაღებია ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა ორ ქვესადგურში ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში დასაბრუნებლად; გ) ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა წარმოებს იმ ტრანსფორმატორებზე, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გადამცემ ქსელზე. 9. ფაზარეგულატორებისათვის არჩეულ უნდა იქნეს ფაზათა ძვრის კუთხის სათანადო მნიშვნელობა სხვადასხვა სცენარებისათვის საჭიროების მიხედვით. 10. მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა-გამორთვა გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვადასხვა სცენარებისათვის საჭიროების მიხედვით. 11. სალტეების სექციონირება და გადამცემ ქსელში გადართვები: ა) სხვადასხვა სცენარის დამუშავებისას დასაშვებია სალტეების სექციებად დაყოფა, რათა ელექტროენერგიის მოხმარება არ გახდეს საერთო გადატვირთვის მიზეზი; ბ) სხვადასხვა სცენარის განხილვისას, ავარიის თავიდან აცილების მიზნით, დასაშვებია, გადამცემ ქსელში საჭირო რაოდენობის გადართვების განხორციელება ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების ნორმალურ საზღვრებში დასაბრუნებლად. 12. დატვირთვის (მოხმარების) შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს N-1-1 და N-G-1 სცენარების შემთხვევაში გადამცემ ქსელის ელემენტების გადატვირთვის თავიდან აცილებისა და ძაბვის ან სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შესანარჩუნებლად. |
მუხლი 39.
გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა
|
1. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, გადამცემი ქსელის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით. ამ გეგმაში აღწერილი უნდა იყოს არსებული გადამცემი ქსელი, საჭირო მოდიფიკაციები და განვითარება.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა და განაახლოს ყოველ წელიწადს. 3. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს გადამცემი ქსელის მოსალოდნელი რეჟიმები წლების მიხედვით და მითითებული იყოს გადამცემი ქსელის ის კვანძები, სადაც საჭიროა ახალი ელექტრომოწყობილობა/დანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანა ან არსებულის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, ამ წესებით დადგენილი ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების უზრუნველსაყოფად და საიმედოობის კრიტერიუმების შესაბამისად. 4. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში მითითებული უნდა იყოს გადამცემი ქსელის ის კვანძები, სადაც ოპტიმალურია ახალი ელექტროსადგურების და/ან სხვა მოსარგებლეების მიერთება, რათა ხელი შეეწყოს კონკურენციას ელექტროენერგიის ბაზარზე და გადამცემი ქსელის განვითარებას გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესით. 5. თუ გადამცემი ქსელის ზოგიერთ უბანზე, სადაც გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის მიხედვით დაგეგმვის კრიტერიუმების (N-1, N-G-1, N-1-1) და ელექტროენერგიის ხარისხის დადგენილი მოთხოვნების შესრულება ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემი ქსელის განვითარების გეგმასთან ერთად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგინოს აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ანალიზში განხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) დაგეგმვის კრიტერიუმების შეუსრულებლობით გამოწვეული ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური მუშაობის დარღვევების ალბათობა და შედეგები; ბ) დაგეგმვის კრიტერიუმების შესრულების მიზნით სისტემის გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება; გ) ნორმალური მუშაობის დარღვევის ალბათობის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება. 6. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გადამცემი ქსელის საექსპლუატაციო მახასიათებლების შესახებ, რომელიც მოიცავს: ა) გადამცემი ქსელის ზოგად მახასიათებლებს, მეზობელი ქვეყნების გადამცემ ქსელებთან კავშირების გათვალისწინებით; ბ) გადამცემი ქსელის არსებული მდგომარეობის შეფასებებს და იმ უბნების სრულ ანალიზს, რომლებიც დაგეგმვის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ; გ) 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობას; დ) გადამცემი ქსელის ნაკადგანაწილებას მაქსიმალური დატვირთვების დროს; ე) მოკლე ჩართვის დენების სიდიდეებს 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ქვესადგურების სალტეებზე; ვ) გადამცემ ქსელში დანაკარგებს; ზ) გადამცემი ქსელის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პროგნოზს; თ) გადამცემი ქსელის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებს; ი) ახალი სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობების შეთავაზებებს; კ) მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან დაგეგმილი გადადინებების მოცულობებს. 7. გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, მოამზადონ თავიანთი გადამცემი ქსელების საინვესტიციო გეგმები გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის საფუძველზე. 8. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ელექტროენერგიის წარმოების წლიურ საპროგნოზო მოცულობებს ათწლიანი პერიოდისათვის. 9. გენერაციის პროგნოზირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ათწლიანი პერიოდის მოხმარების პროგნოზი; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის საჭირო სიმძლავრის რეზერვი; გ) არსებული ელექტროსადგურების მდგომარეობა; დ) იმ დაგეგმილი ელექტროსადგურების პარამეტრები, რომლებთანაც ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი ან მიერთების ხელშეკრულება; ე) იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა და პროგნოზები; ვ) ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საპროგნოზო ბალანსების ანალიზი; ზ) რეკომენდაციები ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც დაგეგმილი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვება გვიანდება; თ) რეკომენდაციები სიმძლავრისა და ენერგიის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. |
თავი IV
ოპერატიული მართვის წესი
|
მუხლი 40.
ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირება |
1. დატვირთვის მონაცემების მიწოდება, ოპერატიული დაგეგმვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ დატვირთვის მონაცემებზე დაყრდნობით, შეადგინოს მოთხოვნის პროგნოზები გრძელვადიანი დაგეგმვის ეტაპისათვის; ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს მოთხოვნების პროგნოზები ელექტროენერგიის მწარმოებლების, განაწილების ლიცენზიატებისა და სხვა მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 2. რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნა მოიცავს რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნას მოსარგებლის სალტეზე, მაგრამ არ მოიცავს გადამცემი ქსელის რეაქტიულ გამტარობასა და რეაქტიულ კომპენსაციას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, რის საფუძველზეც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ჯამური რეაქტიული გამტარობისა და რეაქტიული კომპენსაციის მონაცემების ანგარიშის ჩატარება. 3. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების ამოცანებია: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს სიმძლავრის საკმარისი რეზერვი; ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში. 4. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის. 5. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით): ა) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მოსარგებლეებს მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო. ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა, თითოეული მოსარგებლე ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ: ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება მოსარგებლეებისთვის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის; ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ: მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.) სიტუაციის შესაბამისად; ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის; ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში; ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში. 6. მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე მოსარგებლე ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები. 7. ერთი დღით ადრე დაგეგმვის ეტაპზე მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიერთების ნებისმიერ წერტილში მომდევნო დღეს მოთხოვნის 1 მგვტ-ით ან მეტით ცვლილების შესახებ. 8. მოსარგებლე ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვით. 9. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზების პროცესში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: ა) გასული პერიოდის მონაცემები ელექტროენერგიაზე მოთხოვნების შესახებ, გადამცემი ქსელის დანაკარგების ჩათვლით; ბ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ მოწოდებული შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია; გ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების ზრდის პროგნოზები; დ) მიმდინარე და გასული პერიოდის ამინდის პროგნოზი; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წინასწარ ცნობილი რემონტების გეგმა; ვ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ დაგეგმილი სიმძლავრის გრაფიკები; ზ) ელექტროენერგიის მოსალოდნელი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი; თ) მოსარგებლეთა მიერ საჭიროების მიხედვით მიწოდებული სხვა ინფორმაცია. 10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგეტიკული სისტემის მოთხოვნების პროგნოზები უნდა მოამზადოს სათანადო მეთოდოლოგიის გამოყენებით. |
| მუხლი 401 |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ისეთი რეჟიმით მუშაობა, რომ შენარჩუნებული იყოს ელეტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის პარამეტრები, ამ მუხლით განსაზღვრულ დასაშვებ ფარგლებში.
2. გადამცემ ქსელში ნომინალური სიხშირე უნდა იყოს 50 ჰერცი. ამასთან, ქვემოთ მოყვანილ გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც 53.0 ჰერცზე მაღალი სიხშირე დაუშვებელია. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეინარჩუნოს სიხშირე შემდეგ ფარგლებში: ა) ნორმალურ რეჟიმში მუშაობის პირობებში: f=50±0.5 ჰერცი – წლის არანაკლებ 97%-ის განმავლობაში; ბ) ავარიულ რეჟიმში მუშაობის პირობებში: 47 - 53 ჰერცი; გ) სიხშირის ნომინალური მაჩვენებლიდან მაქსიმალური დამყარებული სიხშირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.8 ჰერცს; დ) მაქსიმალური დინამიკური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±1.5 ჰერცს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. |
მუხლი 41.
გამორთვების დაგეგმვა
|
1. გამორთვების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების, მათ შორის, ენერგობლოკების/აგრეგატების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების გამორთვების დაგეგმვის, კოორდინაციისა და დამტკიცების საკითხები; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის ოპერატიული დაგეგმვის მიზნით მიწოდებული გეგმური პარამეტრები. 2. გამორთვების დაგეგმვა ითვალისწინებს ისეთ გეგმურ გამორთვებს, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების სრული სიმძლავრე, კერძოდ: ა) გრძელვადიან გამორთვებს; ბ) მოკლევადიან გამორთვებს. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლები/გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროსადგურზე, გადამცემ ქსელზე ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე. 4. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ დაგეგმილი გამორთვები, გარდა 422-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა არ უნდა გადაუხვიოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დაგეგმილი გამორთვების ან მოკლევადიანი დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, არ გასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დაგეგმილ გამორთვაზე ან მოკლევადიან დაგეგმილ გამორთვაზე თანხმობა მაშინაც კი, როცა გამორთვა წინასწარ დაგეგმილი იყო შემდეგ შემთხვევებში: ა) ავარიული შემთხვევის ან ავარიული შემთხვევის დადგომის საშიშროების დროს; ბ) წყლის უქმი დაღვრის შემთხვევაში; გ) გამორთვის შემთხვევაში არასაკმარისი იქნება გენერაციის სიმძლავრე პროგნოზირებული მოთხოვნისა და ოპერატიული რეზერვის დასაკმაყოფილებლად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია მოსთხოვოს ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს ასეთი გამორთვის გადადება იმ პერიოდისათვის, როდესაც შემზღუდავი ფაქტორები მოხსნილი იქნება. 7. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის/გადაცემის ლიცენზიატისათვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის აღდგენის თარიღი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №19- ვებგვერდი, 28.07.2017 წ. |
მუხლი 42.
გრძელვადიანი გამორთვების გეგმები
|
1. გადამცემ ქსელში გამორთვების დაგეგმვის და გადამცემი ქსელის მოსარგებლეებთან გეგმური გამორთვების კოორდინაციის დროს, თითოეული მოსარგებლე ვალდებულია იმოქმედოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულების შესაბამისად.
2. ენერგობლოკის/აგრეგატის და გადამცემი ქსელის გამორთვების დაგეგმვისას ელექტროენერგიის მწარმოებელმა და გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი სახეობის გეგმა, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სათანადოდ გაწერილ ვადებს: ა) გამორთვების პირველი კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ პირველ წელს 3 თვემდე ვადით ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს; ბ) გამორთვების მეორე კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ მეორე წელს 6 თვემდე ვადით ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს; გ) გამორთვების მესამე კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ მესამე წელს 1 წლამდე ვადით ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს; დ) გამორთვების მეოთხე კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ მეოთხე წელს მათ მფლობელობაში არსებული ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების ექსპლუატაციიდან 1 წელზე მეტი ვადით გამოყვანის გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის დასაბუთებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია თანხმობა გასცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესისგან განსხვავებული გეგმის მიღებაზე, თუ ეს აუცილებელია გადამცემი ქსელისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირებისათვის. 4. გამორთვების დაგეგმვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებზე, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-ზე ნაკლებია. 5. ერთი წლიდან მეორე წელზე გადასვლისას, ნულოვანი, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წლის გამორთვების გეგმებზე ვრცელდება შემდეგი წესი: ა) ნულოვანი წლის გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ წინა წლებში წარმოდგენილი და 421 მუხლით დადგენილი წესით შეთანხმებული პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმები, რომლებიც ეხება მიმდინარე წელს; ბ) პირველი წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული პირველი კატეგორიის გეგმა და წინა წლებში წარმოდგენილი და შეთანხმებული მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმები, რომლებიც ეხება პირველ წელს; გ) მეორე წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული მეორე კატეგორიის გეგმა და წინა წლებში წარმოდგენილი და შეთანხმებული მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმები, რომლებიც ეხება მეორე წელს; დ) მესამე წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული მესამე კატეგორიის გეგმა და წინა წლებში წარმოდგენილი და შეთანხმებული მეოთხე კატეგორიის გეგმა, რომელიც ეხება მესამე წელს; ე) მეოთხე წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული მეოთხე კატეგორიის გეგმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №19- ვებგვერდი, 28.07.2017 წ. |
მუხლი 421.
გრძელვადიანი გამორთვების დაგეგმვის პროცედურა
|
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 1 ივლისამდე საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს გამორთვების გეგმის სავალდებულო ფორმები ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და გადაცემის ლიცენზიატებისათვის დასაგეგმი წლის მიხედვით.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 5 ივლისამდე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადაცემის ლიცენზიატებსა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს გამორთვების გეგმების წარმოდგენის ან/და განახლების მოთხოვნით. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგიის მწარმოებელს ამ წესებით დადგენილ ვადებში გამორთვების გეგმების წარმოდგენის ვალდებულებისგან. 4. გამორთვების დაგეგმვის დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატის ან ელექტროენერგიის მწარმოებლის მოთხოვნები გაითვალისწინება სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ დროულად წარმოდგენილი გეგმების დაკმაყოფილების შემდეგ. 5. ნულოვანი წლის 5 აგვისტომდე: ა) ელექტროენერგიის მწარმოებლები/გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან წერილობით მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები გეგმური გამორთვების შესახებ, რომლებიც ასახული უნდა იყოს გამორთვების პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმებში: ა.ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელება; ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლის შემთხვევაში – დადგმული და ქონებული სიმძლავრე, ელექტროგადამცემი ხაზის შემთხვევაში – გამტარუნარიანობა; ა.გ) გამორთვის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; ა.დ) გამორთვის დაწყებისა და დასრულების დაგეგმილი თარიღები/საათები; ა.ე) მითითება, გეგმური გამორთვის თარიღები მოქნილია თუ ფიქსირებული; ა.ვ) თუ გეგმური გამორთვის თარიღები მოქნილია, მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლითაც ის შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში; ბ) ფიქსირებული თარიღების მქონე გეგმურ გამორთვებთან მიმართებაში, ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს გამორთვის ფიქსირებული თარიღების საჭიროების დასაბუთება, თუ იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოითხოვა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ვერ მიაწოდებს გონივრულ დასაბუთებას, ჩაითვლება, რომ გამორთვა დაიგეგმა მოქნილი თარიღებით და მისი თარიღი შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის მიხედვით. 6. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ადრე წარმოდგენილ გეგმაში, გარდა პირველი კატეგორიის გეგმისა, შეიტანოს მხოლოდ ისეთი შესწორებები, რომლებიც განპირობებულია შეცვლილ გარემოებებზე რეაგირების საჭიროებით (გონივრულ ფარგლებში) და არ ცვლის ამ გეგმის კატეგორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები არ მიიღება და ძალაში რჩება შესაბამისი წლისათვის ადრე წარმოდგენილი გამორთვების გეგმა. 7. ნულოვანი წლის 5 ოქტომბრამდე: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია: ა.ა) გამორთვების შემოთავაზებული გეგმების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამცემი ქსელის საიმედოობის ანალიზი ოპერატიული დაგეგმვის პერიოდისათვის და გამოიანგარიშოს თითოეული კვირის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების პიკური სიმძლავრე, რომლის უზრუნველყოფაც ელექტროსადგურს მოეთხოვება დაგეგმვის სხვადასხვა პერიოდში; ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილ გეგმებში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ელექტროენერგიის მწარმოებლებს/გადაცემის ლიცენზიატებს ამის შესახებ და ყველა ღონე იხმაროს შეთანხმების გზით პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში წერილობით მიმართოს ინფორმაციის მიმწოდებელს მიღებული ინფორმაციის შესახებ განმარტებების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. გამორთვების გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობისას, ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს წერილობითი ახსნა-განმარტება, მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; გ) საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გამორთვების გეგმებს განიხილავს იმ მოსარგებლეებთან, რომელთაც შეიძლება შეეხოთ კონკრეტული გამორთვა. 8. ნულოვანი წლის 5 ოქტომბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გამორთვების გეგმებს შესათანხმებლად უგზავნის შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამორთვების გეგმის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით დაუდასტუროს ან უარყოს მისი ცალკეული დებულებები. ცალკეული დებულებების უარყოფის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეთანხმება შესაბამისი დებულებების უარყოფას ან უარს ამბობს თანხმობის გაცემაზე. 9. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ გამორთვების გეგმის ცალკეული დებულებების უარყოფის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი დებულებების უარყოფაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში გამორთვების გეგმა შეთანხმებულად ითვლება იმ ნაწილში, რომლის შესრულებაც შესაძლებელია უარყოფილი დებულებების გარეშეც. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ წერილობით უარყოფილი გამორთვების გეგმის ცალკეული დებულებების ნაწილში იგულისხმება, რომ ამ პერიოდში გამორთვები არ ხორციელდება. 10. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ ვადაში არც დაადასტურებს და არც უარყოფს გამორთვების გეგმას, იგი ითვლება დადასტურებულად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი რედაქციით. 11. ნულოვანი წლის 1 ნოემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს გამორთვების საბოლოო გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ენერგობლოკები/აგრეგატები, ელექტროგადამცემი ხაზი ან/და ქვესადგური როდის (პერიოდის მითითებით) შეიძლება გაჩერდეს გეგმური გამორთვების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წლებისათვის. გამორთვების საბოლოო გეგმა მოიცავს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო გეგმებს, მათ შორის, წინა წლებში წარმოდგენილ და შეთანხმებულ გეგმებს. 12. გამორთვების საბოლოო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს მოქნილი და ფიქსირებული გამორთვების პერიოდებს, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-8– 10 პუნქტებით დადგენილი წესით. 13. ცვლილებების შეტანა გეგმიურ გამორთვებში ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს მოქნილი გეგმიური გამორთვების თარიღების შეცვლა ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილ გეგმაში მითითებული ალტერნატიული თარიღებით; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს ფიქსირებული გეგმიური გამორთვების სხვა დროს გადატანა. ამ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, მოითხოვოს დაგეგმილი გამორთვების გადატანა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი დათანხმდება დაგეგმილი გამორთვების რაიმე სახით ცვლილებაზე, მაშინ იგი ვალდებულია, განახორციელოს გამორთვები ამ შეთანხმების ფარგლებში. 14. იმ შემთხვევაში, თუ ენერგობლოკი/აგრეგატი, რომლისთვისაც გამორთვების გეგმაში გაწერილია გამორთვები, ელექტროენერგიის მწარმოებელს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იგივე ელექტროსადგურის სხვა ბლოკით (რომელსაც დაახლოებით იგივე სიმძლავრე და დისპეტჩირების პარამეტრები აქვს), ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული და შესაბამისად გააკორექტიროს საბოლოო გამორთვების გეგმა, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. 15. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ხაზი, რომლისთვისაც გამორთვების გეგმაში გაწერილია გამორთვები, გადაცემის ლიცენზიატს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იმავე ქვესადგურის სხვა ელექტროგადამცემი ხაზით (რომელსაც დაახლოებით იგივე გამტარუნარიანობა და დისპეტჩირების პარამეტრები აქვს), ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული და შესაბამისად გააკორექტიროს საბოლოო გამორთვების გეგმა, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. 16. გეგმური სამუშაოების დამთავრების შემდგომ, თუ შეიცვალა ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრე ან გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა, ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა მიუთითოს სიმძლავრის (მგვტ) სიდიდე, რომელიც ენერგობლოკს/აგრეგატს შეეძლება მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას, ხოლო გადაცემის ლიცენზიატმა – გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა. აღნიშნული ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს წერილობით გეგმური სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №19- ვებგვერდი, 28.07.2017 წ. |
მუხლი 422.
დაგეგმილი მოკლევადიანი, დაუგეგმავი და იძულებითი გამორთვები
|
1. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გამორთვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე, დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით შეუძლია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მოითხოვოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოს გამო დაგეგმილი მოკლევადიანი გამორთვის უფლება არაუმეტეს 96 საათისა. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელებას; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლის შემთხვევაში – გამოსართავი და ხელმისაწვდომი სიმძლავრის (მგვტ) სიდიდეებს; გ) გამორთვის დაწყების დღეს და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს; დ) გამორთვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას. 2. მოთხოვნის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის მწარმოებელთან/გადაცემის ლიცენზიატთან სიტუაციის განხილვის შემდეგ პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 3. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტს სჭირდება გამორთვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გამორთვების გეგმებს), ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელებას; ბ) დაუგეგმავი გამორთვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროს და ხანგრძლივობას; გ) ინფორმაციას გამორთვის ხასიათისა და გამორთული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის ინფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გამორთვისას). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამორთვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ავარიული შემთხვევის დადგომის ან ავარიის საშიშროების წარმოშობის დროს; ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში; გ) საკუთრებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში; დ) წყლის უქმი დაღვრის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს კორექტირების შეტანა გამორთვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით. კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 6. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გამორთვას, ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით უნდა აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ. ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში აღსადგენად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტისა და შესაბამისი ჩანაწერების შემოწმება. 7. ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გამორთვისას, რომლის დროსაც მომხმარებელს შეუწყდა ან შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება ან გამოიწვია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის დარღვევა, ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უმოკლეს ვადებში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამომწვევი მიზეზების შესახებ მაფიქსირებელი ჩანაწერების და შესაბამისი დოკუმენტაციის თანდართვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №19- ვებგვერდი, 28.07.2017 წ. |
მუხლი 43.
დამატებითი/სასისტემო მომსახურება
|
1. დამატებით/სასისტემო მომსახურებას, რომლებიც მნიშვნელოვანია გადამცემი ქსელის გამართულად ფუნქციონირებისათვის და რომლებიც განსაზღვრავენ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოწოდების ხარისხს, წარმოადგენს:
ა) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (პირველადი რეზერვი); ბ) სიხშირის აღდგენის რეზერვი (მეორეული რეზერვი); გ) ჩანაცვლების რეზერვი (მესამეული რეზერვი); დ) ძაბვის რეგულირება; ე) სისტემის აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სრულად უნდა აკონტროლებდეს ყველა დამატებით/სასისტემო მომსახურებას. მან უნდა განსაზღვროს, რომელი დამატებითი/სასისტემო მომსახურება უნდა იყოს გაწეული, როდის და ვის მიერ, რისთვისაც ამ წესების შესაბამისად შეიმუშავებს დამატებითი/სასისტემო მომსახურების გაწევის ინსტრუქციას, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს კომისიას. 3. დამატებითი/სასისტემო მომსახურების მიზნებს წარმოადგენს: ა) იმ მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სიხშირისა და ძაბვის რეგულირებას გადამცემ ქსელში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის განსახორციელებლად; ბ) რეზერვის ოპერატიული მართვისთვის დროის სხვადასხვა შუალედების დაწესება, რომლითაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს რეზერვის მართვას და განსაზღვრავს პროცედურებს ენერგობლოკების/აგრეგატების და სხვა საშუალებების რეზერვის შესაფასებლად; გ) მოთხოვნების შემუშავება იმ ელექტროსადგურებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენაში. 31. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და დამატებითი/სასისტემო მომსახურების უზრუნველმყოფ სუბიექტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. 4. (ამოღებულია - 26.12.17 №46). 5. გადამცემ ქსელში ჩართული ყველა ენერგობლოკი/აგრეგატი, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა დამატებითი/სასისტემო მომსახურების უზრუნველყოფაში, აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემებით. ყველა სიხშირის ავტომატური რეგულირების სისტემა უნდა მოქმედებდეს სიხშირის ± 0.015 ჰც გადახრაზე. 6. ელექტროენერგიის მწარმოებელს მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია შეზღუდოს სიჩქარის რეგულატორის ქმედება: ა) პერსონალის უსაფრთხოების მიზნით და/ან ენერგობლოკის/აგრეგატის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოობის უზრუნველსაყოფად; გ) როდესაც შეზღუდვა განხორციელებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად. 7. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის, მთლიანობისა და მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აკონტროლოს გადამცემ ქსელში არსებული ძაბვები დადგენილ ზღვრებში, რომლის განსახოციელებლად უნდა მიმართოს შემდეგ საშუალებებს: ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ტევადური რეაქტიული სიმძლავრის მართვას მაშუნტირებელი რეაქტორებით; ბ) რეაქტიულ სიმძლავრეზე (მგვარ) მოთხოვნის კონტროლსა და მართვას; გ) გადამცემი ქსელში რეაქტიული სიმძლავრის (მგვარ) დანაკარგების კონტროლსა და მართვას; დ) ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე რეაქტიული სიმძლავრის (მგვარ) მართვას; ე) ტრანსფორმატორებზე ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ცვლილებას (ავტომატური და დისტანციური); ვ) რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი საშუალებების (სტატიკური კონდესატორები, სინქრონული კომპენსატორები) მართვას; ზ) ძაბვის რეგულირების დინამიკურ სისტემას. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს და შეცვალოს (საჭიროების მიხედვით) გადამცემ ქსელში ძაბვის რეგულირების პროცედურები. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მუდმივი დაკვირვება აწარმოოს ინსტრუქციებით მიხედვით საკონტროლო კვანძებში ძაბვებზე. 10. თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემა უნდა მუშაობდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება არ აქვს, გამოიყვანოს მუშაობიდან ძაბვის ავტომატური რეგულატორი ან შეზღუდოს მისი მოქმედება, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, რომლის დროსაც ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს: ა) პერსონალის უსაფრთხოების მიზნით და/ან ენერგობლოკის/აგრეგატის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოობის უზრუნველსაყოფად; გ) როდესაც შეზღუდვა განხორციელებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად. 11. თუ ენერგობლოკი/აგრეგატი ძაბვის ავტომატური რეგულატორის გარეშე მუშაობს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, შეზღუდოს ან საჭიროების შემთხვევაში მთლიანად გათიშოს ასეთი ენერგობლოკი/აგრეგატი იმისდა მიხედვით, რამდენადაც ეს აუცილებელია დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში გადამცემი ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის. 12. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაავალოს ელექტროენერგიის მწარმოებელს მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების კორექტირება. 13. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეცვალოს ენერგობლოკის/აგრეგატის დატვირთვა ან დატვირთვის გრაფიკი, თუ ეს აუცილებელია გადამცემ ქსელში, მიერთების წერტილებში ძაბვების შესანარჩუნებლად ამ წესებით განსაზღვრულ დონეებზე. ამასთან, ასეთი ზომის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ავარიული სიტუაციების დასაძლევად, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობას ან უსაფრთხოებას. 14. ძაბვის რეგულირების დამატებითი მექანიზმების გამოყენება დასაშვებია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების გაჩენისას. ეს შეიძლება სხვა ზომებთან ერთად მოიცავდეს შემდეგ ზომებს: ა) ელექტროენერგიის მწარმოებელთან შეთანხმებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება; ბ) მომხმარებლის დატვირთვის კონტროლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესებით დადგენილი ძაბვის ავარიული ზღვრებიდან გასვლის თავიდან ასაცილებლად. 15. გადამცემი ქსელის გათიშვისას გეგმის მიხედვით (ნორმალური მუშაობის პირობებში) ან/და ავარიული სიტუაციების დროს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეიძლება დასჭირდეს ისეთი მართვის განხორციელება, რამაც შეიძლება დროდადრო ზემოქმედება მოახდინოს მოსარგებლეების ფუნქციონირების საიმედოობაზე. ასეთ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს გადამცემი ქსელის ოპერატიული გადართვების განხორციელება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ელექტრომოწყობილობა-ელექტროდანადგარების გამორთვა რემონტის, ტესტირების, რელეური დაცვის შემოწმების ან მოსარგებლეების მიერ სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით; ბ) ელექტრომოწყობილობა-ელექტროდანადგარების გამორთვა ავარიის საფრთხის არსებობის ან ავარიული რემონტის აუცილებლობის დროს; გ) ძაბვის რეგულირების დროს; დ) გადამცემ ქსელში სიმძლავრეების გადადინების შემცირება იმ სიდიდემდე, რომელიც შეესაბამება გადამცემი ქსელის ქვესადგურების შესაძლებლობებსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების საჭიროებებს. 16. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამორთვები შეიძლება განხორციელდეს ავტომატურად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, რელეური დაცვის და სასისტემო ავტომატიკის მოქმედებით. 17. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის დროს დასაშვებია ავტომატიკის მოქმედებით გამორთვების განხორციელება, რომლის მიზანია სიმძლავრის გადადინებების, კვანძებში ძაბვისა და სიხშირის ცვალებადობის შეზღუდვა. 18. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეატყობინოს შესაბამის მოსარგებლეს გადამცემ ქსელში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება გავლენას ახდენს მოსარგებლის მუშაობაზე. 19. თუ სისტემაში მოხდა ავარია ან ამოქმედდა რელეური დაცვა და სასისტემო ავტომატიკა და შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, დასაშვებია მოსარგებლეების ინფორმირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გატარებული ქმედებების შემდგომ. 20. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გათიშოს მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარი, შემდეგი გარემოებების თავიდან ასაცილებლად: ა) პერსონალის უსაფრთხოების რისკი; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის დარღვევის რისკი; გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარის დაზიანების რისკი; დ) გადამცემი ქსელის ელემენტების გადატვირთვა ავარიულ ლიმიტებზე მეტად; ე) ძაბვისა და სიხშირის გადახრა ამ წესებით დადგენილი ზღვრების ფარგლებს გარეთ; ვ) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობების ნებისმიერი მნიშვნელოვანი დარღვევა; ზ) ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 21. რეზერვი წარმოადგენს გენერაციის გამოუყენებელ სიმძლავრეს, რომელიც გამოიყენება რეალურ დროში სიხშირის დასაშვებ ზღვრებში და მიწოდება-მოხმარების ბალანსის შესანარჩუნებლად, მოთხოვნის პროგნოზის უზუსტობისა და ენერგობლოკის/აგრეგატის მოულოდნელი გათიშვის შემთხვევებში. რეზერვი შედგება სიხშირის შენარჩუნების (პირველადი), სიხშირის აღდგენის (მეორეული) და ჩანაცვლების (მესამეული) რეზერვისგან. 22. სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (პირველადი რეზერვი) მოქმედებაში მოდის სიხშირის პირველადი რეგულირებისას. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის ენერგობლოკი/აგრეგატი სისტემას სიხშირის შენარჩუნების რეზერვით (პირველადი რეზერვით) უზრუნველყოფს, ვალდებულია სიჩქარის რეგულატორი ამუშავოს სიხშირის ცვლილების მიმართ ავტომატურ რეჟიმში (თავისუფალი რეგულირების რეჟიმი). სიჩქარის ავტომატური რეგულატორის რეაგირების მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წამს. პირველადი რეგულირების დასრულების ანუ სიმძლავრის წონასწორობის აღდგენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. სიხშირის შენარჩუნების რეზერვს (პირველად რეზერვს) უნდა შეეძლოს მოქმედება არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში. 23. სიხშირის აღდგენის რეზერვის (მეორეული რეზერვის) გამოყენება ხდება სიხშირის მეორეული რეგულირებისას. სიხშირის აღდგენის რეზერვის ამოქმედების დრო შეადგენს შეშფოთებიდან 15 წუთს. სიხშირის აღდგენის რეზერვის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს. 24. ჩანაცვლების რეზერვი (მესამეული რეზერვი) იყოფა ორ საფეხურად: ა) პირველი საფეხური მოქმედებაში უნდა მოვიდეს ავარიიდან 2 საათის განმავლობაში და უნდა შეეძლოს მუშაობა არანაკლებ 24 საათისა; ბ) მეორე საფეხური მოქმედებაში უნდა მოვიდეს ავარიიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა შეეძლოს მუშაობა არაუმეტეს 1 წლისა. 241. ჩანაცვლების რეზერვის ამოქმედება გულისხმობს ელექტროსადგურის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ვადაში, მაგრამ არაუადრეს ამ წესებით განსაზღვრული ვადისა, მოთხოვნილი სიმძლავრის აღებას, არაუმეტეს კონკრეტული ელექტროსადგურისთვის სიხშირის ჩანაცვლების რეზერვის დადგენილი მოცულობისა. 25. (ამოღებულია - 26.12.17 №46). 26. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განსაზღვროს პირველადი, მეორეული და მესამეული რეზერვების მოცულობა, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა არსებობდეს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ დროს, სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებები: ა) ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები; ბ) რეზერვების ეკონომიკური მაჩვენებლები; გ) სისტემაში ჩართული ყველაზე დიდი დადგმული სიმძლავრის მქონე ენერგობლოკი/აგრეგატი, ასევე სისტემათაშორისი და შიდასასისტემო გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები; დ) კლიმატური პირობები, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) ენერგობლოკების/აგრეგატების და გადამცემი ქსელის საიმედოობაზე; ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველაზე დატვირთული ელემენტის გამორთვით გამოწვეული სიხშირის მოსალოდნელი ცვლილება, რომელიც გამოთვლილია ელექტროენერგეტიკული სისტემის მათემატიკური მოდელის გამოყენებით. 27. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა აღრიცხოს და აკონტროლოს დამატებითი/სასისტემო მომსახურების გამოყენების ხარისხი. 28. (ამოღებულია - 26.12.17 №46). 29. სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენა ხორციელდება შემდეგი სახითა და მოთხოვნების დაცვით: ა) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღსადგენად საჭიროა ისეთი ელექტროსადგურების არსებობა, რომლის ერთ ენერგობლოკს/აგრეგატს მაინც შესწევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მითითების მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ძაბვის არარსებობის პირობებში, გაშვების, ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვისა და ქსელთან მიერთების უნარი; ბ) ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებმა, რომელთა ვალდებულებაა სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენა, უნდა უზრუნველყონ სიხშირისა და ძაბვის წინასწარ განსაზღვრული დონეების შენარჩუნება და დატვირთვის აღება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის პერიოდში; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გადაამოწმოს სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის რეალური შესაძლებლობანი, ასეთი გათიშვის დადგომის შემთხვევაში; დ) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის განმახორციელებელმა ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დამაკავშირებელი ხმოვანი და სხვა სახის კომუნიკაციების არსებობა და ოპერირება ელექტროენერგიის გარეშე წყაროების გამოუყენებლად იმ პერიოდის მანძილზე, რომელიც განისაზღვრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ; ე) თუ სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის პროცესში, ენერგობლოკს/აგრეგატს არ შეუძლია პარამეტრების დადგენილ დონეზე შენარჩუნება, ელექტროენერგიის მწარმოებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს შესაბამისი განკარგულება არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ელექტროენერგიის მწარმოებელმა შეიძლება პერსონალისა და ელექტრომოწყობილობა-ელექტროდანადგარების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სიმძლავრის ცვლილება დამოუკიდებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს; ვ) ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ანგარიში ყველა გატარებული ქმედების შესახებ. 30. სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის განმახორციელებელ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ვალდებულებები ასახული უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. |
მუხლი 44.
ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და შეტყობინებები |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტროენერგეტიკული სისტემისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოდ მართვისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ავარიული სიტუაციების დროს დროული და ეფექტიანი ოპერატიული კავშირის ჩამოყალიბება; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მოსარგებლეებს შორის გასაგზავნი ავარიული სიტუაციებისა და მათი გამომწვევი შემთხვევების ანგარიშის ფორმების მომზადება; გ) იმ პროცედურების განსაზღვრა, რომლებიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გამოიყენოს მოსარგებლის მომსახურების ხარისხზე მატერიალური ზეგავლენის გამომწვევი მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოსაკვლევად. 2. შეტყობინებები ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ნებისმიერი მოსარგებლე უნდა გააფრთხილოს მის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე იმ შესაძლო გავლენების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვეული იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისას; ბ) მოსარგებლემ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს იმ შესაძლო მნიშვნელოვანი შემთხვევების შესახებ, რაც გავლენას მოახდენს ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე; გ) შეტყობინება უნდა გაიგზავნოს რეალური ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ და ამასთან, შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა აღწერდეს არსებულ მდგომარეობას, საშუალებას აძლევდეს შეტყობინების მიმღებს განიხილოს და შეაფასოს მოსალოდნელი შედეგები და რისკები. 3. მოსარგებლის შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ჩათვლის, რომ მომხდარ შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა გადამცემ ქსელზე, იგი უფლებამოსილია, მოსარგებლეს მოსთხოვოს დეტალური წერილობით ანგარიში ამ შემთხვევის შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა) ამ წესებით დადგენილი სიხშირის ზღვრების დარღვევას; ბ) ამ წესებით დადგენილი ძაბვის ზღვრების დარღვევას; გ) მომხმარებლის გათიშვას; დ) კუნძულოვან ან ავტონომიურ რეჟიმს; ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის არასტაბილურობას. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გამოიკვლიოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელმაც შეიძლება მატერიალური ზეგავლენა მოახდინოს მოსარგებლეზე. ეს შემთხვევები შეიძლება მოიცავდნენ მიწოდებაში შეფერხებებს, გათიშვებს, ძაბვების ან სიხშირის გადახრებს, მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და სხვ. მნიშვნელოვანი შემთხვევის პირველადი ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს თხუთმეტი (15) სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო საბოლოო ანგარიში კი ორი (2) თვის მანძილზე. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ინიცირება და კოორდინაცია უნდა გაუკეთოს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა კვლევა, ანგარიშის წერილობით მომზადება და მონაწილე მხარეების ჩართულობა პროცესში. მოსარგებლეებმა ყველა არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მონაწილეობა მიიღონ კვლევაში, მიზანშეწონილობისა და საჭიროების მიხედვით. 5. მოსარგებლეებმა და გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა მოამზადონ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდონ ყოველთვიური მუშაობის ანგარიში. ეს ანგარიშები უნდა მოიცავდნენ მუშაობის მონაცემებს, მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებებსა და სხვა პრობლემებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წინა თვის განმავლობაში; იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელიც გაატარეს მოსარგებლეებმა და გადაცემის ლიცენზიატებმა პრობლემების გადასაჭრელად და რეკომენდაციებს მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად. მოსარგებლეებმა აგრეთვე უნდა მოამზადონ და წარუდინონ დისპეჩერიზაციის ლიცენზიატს კვარტალური და წლიური ოპერატიული მუშაობის ანგარიშები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ოპერირების მონაცემებს და ისეთ მნიშვნელოვან შემთხვევებს, რომლებმაც მატერიალური ზეგავლენა მოახდინეს გადამცემ ქსელსა თუ რომელიმე მოსარგებლეზე მოცემული კვარტლის ან წლის მანძილზე. |
მუხლი 45.
ოპერატიული კავშირი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის |
1. ოპერატიული კავშირი გულისხმობს გადამცემი ქსელის სათანადო ფუნქციონირების და მართვის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის სტანდარტული და გამართული კავშირის არხების და საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის დროულად გაცვლის მიზნით. მათ შორის:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრას; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კავშირის საშუალებების დეტალურ აღწერას; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცედურის განსაზღვრას; დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების პერსონალისთვის უფლებამოსილების გადაცემის ზოგადი პროცედურის განსაზღვრას. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ეროვნული სადისპეტჩერო სამსახური და მოსარგებლის ოპერატიული მართვის პუნქტები უნდა იყოს აღჭურვილი დამოუკიდებელ, გამოყოფილ არხზე ჩართული ტელეფონითა და ფაქსის აპარატით, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ოპერატიული მიზნებისთვის. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ერთმანეთისთვის გადაცემული ოპერატიული მონაცემების კონფიდენციალურობა, გარდა კანონმდებლობით და ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საკომუნიკაციო სისტემები და მოწყობილობა: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის მიზნით სავალდებულოა I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის და მონაცემთა გადაცემის სხვა სისტემების განთავსება. ყველა მოწყობილობა თავსებადი უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მართვის სისტემასთან; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის დანერგვას რეალურ დროში ინფორმაციის მონიტორინგის და მოსარგებლის ობიექტებზე არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვის მიზნით; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილე ვალდებულია, უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების ხმოვანი კავშირის განხორციელება, როგორც პირველადი, ისე ალტერნატიული კავშირის არხის უზრუნველყოფის გზით; დ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილე უზრუნველყოფს თავის ოპერატიული მართვის პუნქტზე ჩამწერი მოწყობილობის გამართულ ფუნქციონირებას; ე) ყველა საკომუნიკაციო მოწყობილობის განთავსება, ფუნქციონირება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 5. მაკონტროლებელი და ჩამწერი მოწყობილობები: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსებას მოსარგებლის შესაბამის ობიექტზე. იმ მოსარგებლეების ჩამონათვალს, რომელთა ობიექტებზეც აუცილებელია I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსება, განსაზღვრავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. შესაბამისმა მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს კავშირის მოწყობილობაზე დისტანციური მართვისთვის საჭირო ყველა იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვის შედეგები და ამომრთველის და გამთიშველის მდგომარეობების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეულ ენერგობლოკზე/აგრეგატზე. გ) გადამცემი ქსელის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს, მუშაობის ნორმალური რეჟიმის, გარდამავალი პროცესის და მოწყობილობების მდგომარეობის ჩაწერას და შენახვას; დ) ენერგოსისტემის დინამიკური რეჟიმის კონტროლის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს შესაბამისი მოწყობილობის განთავსებას ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის ობიექტზე.
6. I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი: 8. ქსელის წესების 23-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ III დონის SCADA-ს საკუთარი ხარჯით აწყობს შემდეგი კატეგორიის მწარმოებელი: ა) „A“, „B“, „C“ და „D“ კატეგორიის გენერატორის მქონე ჰიდროელექტროსადგური, თუ მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება 10 მგვტ.-ს. ბ) „D“ კატეგორიის თბოელექტროსადგური; 9. I დონის SCADA-ს ელემენტს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ მწარმოებლების ობიექტზე აწყობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საკუთარი ხარჯით. 10. განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, განაწილების ქსელში საკუთარი ხარჯით მოაწყონ III დონის SCADA, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით განათავსოს განაწილების ლიცენზიატის 110 კვ. ძაბვის ობიექტებზე I დონის SCADA-ს ელემენტი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. |
მუხლი 46.
გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვა |
1. გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ამავე დროს ელექტროენერგიაზე მოსარგებლეების მოთხოვნის შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. გადამცემი ქსელის გადატვირთვა შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ენენრგობლოკების/აგრეგატების გაუმართავი მუშაობის ან ავარიული გამორთვის დროს; ბ) გადამცემი ხაზის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის რომელიმე სხვა ელემენტის გაუმართავი მუშაობის ან ავარიული გამორთვის დროს; გ) ტესტირების, ტექნიკური მომსახურების ან რემონტის გამო გენერატორის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის რომელიმე ელემენტის გამორთვის დროს; დ) დატვირთვის და/ან ძაბვის ისეთი ცვლილების დროს, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილზე ან მთლიანად სისტემაზე; ე) განაწილების ქსელში არსებული ისეთი შემთხვევების არსებობის დროს, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობაზე; ვ) როდესაც სიმძლავრის გადასაცემი მოცულობა აღემატება ელექტრო გადამცემი ხაზებისთვის განსაზღვრულ ლიმიტს (გამტარუნარიანობა); ზ) როდესაც მეზობელ ელექტროენერგეტიკული სისტემის შიდა გადამცემ ქსელში გადატვირთვის გამო დაგეგმილი ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლებელი ხდება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების წარმოშობის დროს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიიღოს მდგომარეობის გამოსასწორებელი შესაბამისი ზომები, გადამცემ ქსელში შეზღუდვების აღკვეთის ან მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რათა დაცული ან აღდგენილ იქნას ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირება N-1 საიმედოობის კრიტერიუმის შესაბამისად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს გადაცემის ქსელის გადატვირთვის ხასიათიდან გამომდინარე მდგომარეობის გამოსასწორებელ ზომებს მათი ეფექტიანობის მიხედვით და დაუყოვნებლივ ახორციელებს მათ. ეს ზომებია: ა) რეზერვების ამოქმედება; ბ) დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება); გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის შესაბამისი პროცედურების შესრულება, ძაბვის შემცირების ჩათვლით; დ) მოსარგებლეებისთვის დაგეგმილი მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა; ე) დაგეგმილი ექსპორტის და/ან იმპორტის შემცირება ან შეწყვეტა; ვ) მომხმარებლის დატვირთვის გამორთვა. 4. მდგომარეობის გამოსასწორებლად სხვა ქმედითი ღონისძიებების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაგეგმილი მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა, ექსპორტის და/ან იმპორტის ჩათვლით. გადამცემი ქსელის გადატვირთვის მოხსნამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეამციროს ან შეწყვიტოს ელექტროენერგიის დაგეგმილი გამომუშავება და მიწოდება მოსარგებლეებისათვის არადისკრიმინაციული პირობებით და უზრუნველყოს პროცედურის გამჭვირვალობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. |
მუხლი 47.
მოქმედების გეგმა ავარიული სიტუაციის დროს |
1. ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაქრობის შემთხვევების თავიდან აცილების ან გამორთვის შემდეგ ნორმალური ფუნქციონირების სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, უნდა განხორციელდეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მასშტაბით შესაბამისი სწავლება.
2. ავარიის ლიკვიდაციისთვის მოსამზადებელი ნებისმიერი სასწავლო წვრთნა, რომელსაც ატარებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი ან მოსარგებლე, შეთანხმებული უნდა იყოს მათ შორის და აგრეთვე ნებისმიერ იმ მოსარგებლესთან, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნულმა სწავლებამ. 3. ავარიული სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის შედგენის, სწავლებების ჩატარების პირობები და ვადები: ა) ნაწილობრივი და სრული ჩაქრობის ლიკვიდაციის გეგმები უნდა ითვალისწინებდეს ავარიული მდგომარეობიდან სწრაფად და უსაფრთხოდ გამოსვლის ღონისძიებებს იმგვარად, რომ მოსარგებლეზე ამან მინიმალური გავლენა მოახდინოს; ბ) ავარიული სიტუაციის დროს მოქმედების ყველა გეგმა პერიოდულად უნდა შემოწმდეს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალურ გარემოში ტესტირებით. თუ ასეთი ტესტირება საფრთხის წინაშე აყენებს მოსარგებლეს ან იწვევს დიდ ხარჯებს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტესტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული საფრთხის და ხარჯების გათვალისწინებით. ტესტირების ხარჯებს უზრუნველყოფს შესაბამისი აქტივების მფლობელი (მფლობელები); გ) მოსარგებლეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ავარიული სიტუაციისას მოქმედების გეგმებთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნები; დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს ელექტროენერგიის მიწოდების ცვლილების მოთხოვნებს, მოსარგებლეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. მოსარგებლეებს უფლება აქვთ შესათანხმებლად წარადგინონ ალტერნატიული ვარიანტები; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენაზე; ვ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სისტემის აუცილებელი კვლევები, რათა განსაზღვროს, რა გავლენა ექნება სხვადასხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლას გადამცემი ქსელის საიმედოობაზე. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით, განაწილების ლიცენზიატებმა ასევე უნდა ჩაატარონ საჭირო კვლევები ქსელის მათ ნაწილში და აცნობონ შედეგები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს; ზ) ავარიული სიტუაციის დროს, პირველ რიგში, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალისა და მოწყობილობის უსაფრთხოება. ხოლო შემდეგ, გადამცემი ქსელის ერთიანობის დასაცავად - შესაბამისი ოპერაციების განხორციელება; თ) ავარიული სიტუაციისთვის მოსამზადებელი სასწავლო წვრთნები ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ. სასწავლო წვრთნების დროს უნდა მოხდეს რეალური ავარიული სიტუაციის სიმულაცია. ამასთან, უნდა განხორციელდეს სასწავლო წვრთნების შეფასება, პროცედურებში არსებული ნაკლოვანებების დაფიქსირება, მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა და შესაბამისი შესწორებების შეტანა; ი) სისტემაში ავარიული სიტუაციების სამართავად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა (გეგმები), რომელიც სხვა გარემოემებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: ი.ა) სიხშირის შემცირებით მოსარგებლეების (მომხმარებლების) გამორთვა; ი.ბ) ძაბვის შემცირებით მოსარგებლეების (მომხმარებლების) გამორთვა; ი.გ) კრიტიკული სიტუაციების მართვა (ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სხვა მოულოდნელი მოვლენების დროს); ი.დ) მიერთების ყველა წერტილისთვის შესაძლო იძულებითი გათიშვა; ი.ე) მიწოდების აღდგენა. 4. გადამცემი ქსელის ნაწილობრივ ან მთლიანად გათიშვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოსარგებლისათვის მიწოდების ნორმალური რეჟიმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო მექანიზმის შემუშავება, რაც მოიცავს: ა) სისტემის აღდგენის ზოგადი სტრატეგიის უზრუნველყოფას; ბ) სისტემის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორცილებას; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეეების ვალდებულებას, ითანამშრომლონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სისტემის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში; დ) დისპეტერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის სათანადო პერსონალის სწავლებას. 5. გადამცემი ქსელის აღდგენის პროცესში ძაბვისა და სიხშირის სტანდარტული ზღვრები (ნორმალური და ავარიის შემდგომი) არ გამოიყენება. 6. ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის გეგმა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მონაწილისათვის, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, გასცეს განკარგულებები სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობის მქონე ენერგობლოკების/აგრეგატების გაშვების ინიცირების მიზნით; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების ვალდებულებებს, რომელთა ენერგობლოკები/აგრეგატები უზრუნველყოფენ სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენას; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, კოორდინაცია გაუწიოს დამატებითი რეზერვების უზრუნველყოფას; დ) შესაბამისი პროცედურის დასრულებისა და სისტემის აღდგენის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვალდებულებას, აცნობოს სისტემის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შესახებ; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელი ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან სიმძლავრის მიღების შესაძლებლობის შეთანხმების საკითხს. 7. ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაქრობისას ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის ზოგადი სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) ელეტროენერგეტიკულ სისტემაში კუნძულოვანი უბნების შექმნას; ბ) ელეტროენერგეტიკულ სისტემის იზოლირებული ნაწილების ეტაპობრივ ინტეგრაციას შედარებით დიდ ნაწილებთან; გ) ელეტროენერგეტიკულ სისტემის მთლიან აღდგენას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. |
მუხლი 48.
საექსპლუატაციო ტესტირება |
1. საექსპლუატაციო ტესტირების განსახორციელებლად საჭიროა:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის სხვა მონაწილის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემის სამოქმედო ტესტების ჩატარების პროცესის განსაზღვრა, ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის, ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება; ბ) ასეთი ტესტების ჩატარების პროცედურის დადგენა. 2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილემ გადამცემ ქსელზე ტესტირების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, განაცხადით უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაგეგმილი ტესტის მიზანსა და ხასიათს; ბ) ტესტირებაში მონაწილე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მასშტაბსა და მდგომარეობას; გ) დაგეგმილი ტესტის პროცედურას, კომუტაციის (გადართვის) თანმიმდევრობისა და დროის მითითებით. 3. საექსპლუატაციო ტესტების ჩატარების მოთხოვნა უნდა ითვალისწინებდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შეთავაზებული ტესტის დასაგეგმად საჭირო გონივრულ ვადას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ადგენს თითოეული ტიპის ტესტისთვის საჭირო დროს. 4. დაგეგმილი ტესტის დამტკიცებამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ ტესტის ჩატარების შესახებ განაცხადში არასაკმარისი ინფორმაციაა ან დაგეგმილი ტესტის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისა და ქსელის უსაფრთხოებას. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტესტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას, სათანადო ინფორმაციასთან ერთად, ტესტირების მსურველის გარდა აცნობებს ელექტროენერგეტიკული სისტემის იმ მონაწილეებს, რომლებიც ხვდებიან დაგეგმილი ტესტის ზემოქმედების ქვეშ. 6. საექსპლოატაციო ტესტის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, თუ ეს ტესტი საჭიროა გადამცემი ქსელის უსაფრთხო, სტაბილური და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 7. ტესტის ჩატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს ერთ თვეში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ატყობინებს ტესტირების მსურველ და ზემოქმედების ქვეშ მყოფ ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს დაგეგმილი ტესტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემოთავაზებული ტესტის მიზანსა და ხასიათს, მასში მონაწილე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მასშტაბსა და მდგომარეობას, ტესტირების მსურველისა და ზემოქმედების ქვეშ მყოფი სხვა მონაწილეების დასახელებას; ბ) ტესტის კოორდინაციის მიზნით, შესაქმნელი ტესტირების ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისათვის წევრების წარმოდგენის თხოვნას; გ) თუ ტესტი მოიცავს მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობასთან მუშაობას ან მის ტესტირებას, უნდა მოხდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ინფორმირება და ამ წესებით დადგენილი შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება. 8. ტესტირების მონაწილეებმა ტესტირების ჩატარებაზე შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა წარუდგინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი კანდიდატურები ტესტირების ჯგუფის შემადგენლობაში.. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ქმნის ტესტირების ჯგუფს და ნიშნავს ტესტირების კოორდინატორს. ტესტირების ჯგუფის შეხვედრების ჩატარების სიხშირეს განსაზღვრავს ტესტირების კოორდინატორი საჭიროებისამებრ. 10. ტესტირების ჯგუფის დღის წესრიგში უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: ა) დაგეგმილი ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია და მისი ხასიათი. ტესტის ჩატარების განაცხადში შემავალი სხვა საკითხები; ბ) ტესტირების მსურველის მიერ მოწოდებული ტესტის პროცედურის შეფასება, მასში საჭირო ცვლილებების შეტანა და ტესტის პროცედურის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბება; გ) შესაძლებლობა, შემოთავაზებული ტესტი დაიგეგმოს ნებისმიერ სხვა ტესტთან (ტესტებთან) და მოწყობილობის სარემონტო სამუშაოებთან ერთდროულად, რომლის საჭიროება შეიძლება გაჩნდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის სარემონტო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; დ) გადამცემი ქსელისთვის დაგეგმილი ტესტის ეკონომიკური, ოპერაციული შედეგები და მასთან დაკავშირებული რისკი. ენერგობლოკის/აგრეგატის საათობრივი გრაფიკების განსაზღვრა. 11. ტესტირების მსურველმა და სისტემის შესაბამისმა მონაწილემ (ჯგუფში წარმომადგენლის არ მქონე მონაწილეების ჩათვლით) მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყონ ტესტირების ჯგუფი ინფორმაციით. 12. ტესტირების ჯგუფი გადასცემს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ტესტირების მსურველსა და შესაბამის სისტემის მონაწილეებს დაგეგმილი ტესტის პროგრამას, რომელიც მოიცავს: ა) ტესტირების გეგმას; ბ) ტესტირების, მათ შორის, ტესტის მონიტორინგის პროცედურას; გ) პასუხისმგებელი პირების სიას, უსაფრთხოების ზომების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი პირების (საჭიროების შემთხვევაში) და ტესტის განხორციელებაში მონაწილეთა ჩათვლით. 13. თუ ტესტირების ჯგუფი ვერ შეიმუშავებს ტესტირების პროგრამას ან ვერ მიაღწევს შეთანხმებას ტესტირების პროგრამის განხორციელების შესახებ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს ტესტის ჩატარების, ტესტირების პროგრამაში ცვლილებების შეტანის ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტესტირების ჩატარება გადამცემი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 14. ტესტის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტესტირების ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად, ტესტირების ინიციატორი ამზადებს და გადასცემს საექსპლოატაციო ტესტის ანგარიშს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და ტესტირების ჯგუფის წევრებს. |
მუხლი 49.
ტესტირება მოსარგებლის ობიექტის მუშაობის მონიტორინგის, კვლევისა და შემოწმების მიზნით |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გადამცემი ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა, განხორციელდეს შესაბამისი ტესტების ჩატარება. სისტემის მონაწილის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მუშაობის მონიტორინგის მიზნით.
2. მონიტორინგის დროს შესამოწმებელი სამუშაო პარამეტრები, სხვა პარამეტრებთან ერთად მოიცავს შემდეგს: ა) თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ უზრუნველყოფილ პირველად, მეორეულ და მესამეულ რეზერვს; ბ) თითოეული ენერგიბლოკის/აგრეგატის მიერ სიხშირის რეგულირებას; გ) სტატიკური და დინამიკური რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრეს. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს კვლევა, რომლის დროსაც: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მოიპოვებს ინფორმაციას მონაწილის ელექტრომოწობილობა-დანადგარების საპროექტო, საექსპლუატაციო მონაცემებისა და ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე; ბ) შესაბამისი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაწილის ობიექტზე გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცედურის შესამოწმებლად. 4. ტესტირება და შედეგების მოპოვება ხორციელდება მონაწილის ობიექტის ფუნქციონირების მონიტორინგის გზით. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტესტირების მიზნებისთვის გამოსცეს სადისპეტჩერო განკარგულება და შექმნას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ისეთი პირობები, როდესაც საჭირო იქნება სიხშირის ან ძაბვის რეგულირება იმისათვის, რომ დაადგინოს, მონაწილეობს თუ არა ენერგობლოკი/აგრეგატი ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაში გამოცხადებული მზადყოფნის შესაბამისად. 6. ექსპლუატაციაში გაშვების ტესტირება ერთ-ერთი ბოლო ქმედებაა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის, დამცავი მექანიზმებისა და სხვა სისტემების ტესტირების მიზნით იმისათვის, რომ შემოწმდეს, სათანადოდ მუშაობს თუ არა ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის ელექტრომოწყობილობა-დანადგარი. 7. გაშვების ტესტის ჩატარების დროს სავალდებულოა შემდეგი პროცედურის დაცვა: ა) ამ წესებითა ან/და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ტესტირება ტარდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ექსპლუატაციაში გაშვების ტესტირების წინასწარ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. ტესტირების ჩატარების პროცესს უნდა დაესწროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი; ბ) შესაბამისი მონაწილე ამზადებს გაშვების ტესტის პროგრამას (რომელშიც განსაზღვრულია სატესტო კრიტერიუმები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით და განსახილველად და დასამტკიცებლად გადასცემს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ტესტირების თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე; გ) შესაბამისი მონაწილე ვალდებულია, ტესტირებისთვის უზრუნველყოს ტესტის სწორად ჩასატარებლად საჭირო ყველა მოწყობილობა; დ) შესაბამისი მონაწილე ვალდებულია, მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განსახილველად და დასამტკიცებლად გაშვების ტესტისთვის გამოყოფილი პერსონალისა და მოწყობილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია; ე) ტესტირების დროს ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მოსთხოვოს შესაბამის მონაწილეს მათი გამოსწორება; ვ) გაშვების ტესტირების დასრულების შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გასცემს მიერთებაზე თანხმობას ან დამატებითი ტესტირების ჩატარების მითითებას. თანხმობის შემთხვევაში, გადამცემ ქსელში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი მონაწილის მიერ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 8. ენერგობლოკის/აგრეგატის შესაძლებლობების ტესტი ტარდება შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურების მიზნით: ა) ენერგობლოკების/აგრეგატების უნარი, იმუშაონ რეგისტრირებული პარამეტრების ფარგლებში; ბ) ენერგობლოკების/აგრეგატების უნარი, დააკმაყოფილონ ამ წესებისა და მიერთების ხელშეკრულების მოთხოვნები; გ) ენერგობლოკის/აგრეგატის უნარი, მიაწოდოს სისტემური მომსახურება, რომელიც მოეთხოვება ელექტროენერგიის მწარმოებელს. 9. ყველა ტესტს აღრიცხავენ და ამოწმებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი მონაწილის უფლებამოსილი წარმომადგენლები; 10. ელექტროენერგიის მწარმოებელს უნდა შეეძლოს ტესტირების დროს გამოსაყენებელი ტესტირების ინსტრუმენტებისა და მოწყობილობის საიმედოობის და სიზუსტის დემონსტრირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინაშე. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნებისმიერი ენერგობლოკის/აგრეგატის ტესტის ჩატარება. ყველა ტესტი უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ასევე იმ შეთხვევებისას, როდესაც არსებობს ტესტის ჩატარების დასაბუთებული მიზეზი. 12. თუ ენერგობლოკი/აგრეგატი ტესტს ვერ ჩააბარებს, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, ხარვეზი აღმოფხვრას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებულ ვადაში. 13. ელექტროენერგიის მწარმოებელმა ენერგობლოკზე/აგრეგატზე, რომელმაც ადრე ტესტირება ვერ გაიარა, ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მოითხოვოს ახალი ტესტის ჩატარება ხარვეზების აღმოფხვრის დადასტურების მიზნით. 14. ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ტესტირება მოიცავს შემდეგს: ა) რეაქტიული სიმძლავრის ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ რეგისტრირებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნების დაკმაყოფილების დემონსტრირება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. ენერგობლოკის/აგრეგატის ტესტირების შედეგი ითვლება წარმატებულად, თუ გაზომილი სიდიდეები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიწოდებული რეგისტრირებული სიმძლავრის ± 5 პროცენტის ფარგლებშია; ბ) პირველადი რეაგირების ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის პირველადი რეაგირების უნარის დემონსტრირება. ენერგობლოკი/აგრეგატი წარმატებით გაივლის ტესტირებას, თუ გაზომილი რეაგირება ხუთი წამის განმავლობაში მოთხოვნილი დონის ± 5 პროცენტის ფარგლებშია; გ) სწრაფად გაშვების შესაძლებლობის ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვებისა და გადამცემ ქსელთან ათი წუთის განმავლობაში სინქრონიზაციისა და შემოთავაზებულ სიმძლავრემდე დატვირთვის უნარის დემონსტრირება; დ) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის გამოცდით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ სისტემის ნულოვანი მდგომარეობის აღდგენის პროცედურის განხორციელების უნარის დემონსტრირება. ტესტირება წარმატებულად ჩაითვლება, თუ ელექტროსადგური შეძლებს დამოუკიდებლად გაშვებას, ქსელთან სინქრონიზაციასა და დატვირთვის კვებას ძაბვისა და სიხშირის დადგენილი (ავარიის შემდგომი) ზღვრების ფარგლებში; ე) გამომუშავების ტესტირების საშუალებით ხდება იმის დემონსტრირება, რომ ენერგობლოკი/აგრეგატი გამომუშავების გრაფიკსა და პარამეტრებს აკმაყოფილებს. ენერგობლოკის/აგრაგატის ტესტირება ჩაითვლება წარმატებულად, თუ: ე.ა) სინქრონიზაცია დადგენილი პერიოდის ± 5 წუთის ფარგლებში განხორციელდება; ე.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გამომუშავება დადგენილი შესაძლებლობის ±2.5 პროცენტის ცდომილების ფარგლებშია; ე.გ) დატვირთვის აღების სიჩქარის შემთხვევაში, ფაქტიური აღების სიჩქარე დადგენილი აღების სიჩქარის ± 5 პროცენტის ფარგლებშია; ე.დ) დატვირთვის შემცირების სიჩქარის შემთხვევაში, ფაქტიური შემცირების სიჩქარე დადგენილი სიჩქარის ± 5 პროცენტია; ე.ე) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის შემთხვევაში, ფაქტიური სიმძლავრე დადგენილის + 5 პროცენტია; ე.ვ) ყველა სხვა პარამეტრების შემთხვევაში, ფაქტიური სიდიდეები გაცხადებული სიდიდეების ± 1.5 პროცენტის ფარგლებშია. 15. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის დამატებითი ტესტის ჩატარება: ა) მოკლე ჩართვით გამოწვეული ძაბვის ნახტომისებრი ცვლილება; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გადასვლა საკუთარი მოხმარების რეჟიმზე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის ძაბვისა და სიჩქარის რეგულატორების რეაგირება დატვირთვის მყისიერ ცვლილებაზე; ე) გადატვირთვის უნარი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. |
თავი V
ამოღებულია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. |
მუხლი 50.
ამოღებულია |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ.
|
თავი VI
ელექტროენერგიის წარმოების მზადყოფნის გრაფიკების შედგენისა და დისპეტჩერიზაციის წესი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. |
მუხლი 51.
მიზანი |
ამ თავის მიზანია განსაზღვროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის წარმოების მზადყოფნის გრაფიკების შედგენისა და ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაციის პროცედურები, რათა ნებისმიერ დროს დაცულ იქნეს ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ბალანსი, ელექტროენერგიის ხარისხი და საიმედოობა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს გააჩნდეთ ზემოხსენებული მიზნების უზრუნველსაყოფად სიმძლავრის საკმარისი რეზერვი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 52.
ელექტროენერგიის წარმოებისათვის გრაფიკების შედგენა |
1. ელექტროსადგურები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესებით გათვალისწინებული პერიოდულობითა და ფორმატით უგზავნიან მათი ენერგობლოკების/აგრეგატების მზადყოფნისა და დისპეტჩერული პარამეტრების შესახებ განაცხადებს.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მიღებული განაცხადების საფუძველზე ყოველდღე შეიმუშავებს დასაგეგმი დღის ელექტროენერგიის წარმოებისათვის (დატვირთვისათვის) მზადყოფნის გრაფიკს (შემდგომში – მზადყოფნის გრაფიკი), რეალურ დროში ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების, აუთვისებელი სიმძლავრეების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის საიმედოობის სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით. მზადყოფნის განაცხადის შემუშავების შემდეგ ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელს მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია დასაგეგმ დღეს ენერგობლოკების/აგრეგატების მიერ ელექტროენერგიის წარმოებისთვის საჭირო მზადყოფნის უზრუნველყოფის შესახებ. 3. მზადყოფნის გრაფიკის მომზადებისათვის ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მზადყოფნის განაცხადით უნდა წარუდგინოს მზადყოფნის გრაფიკის შემუშავებისათვის საჭირო მონაცემები ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. 4. დასაგეგმი დღე გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც იწყება დაგეგმვის მომდევნო დღის 00:00 საათიდან და გრძელდება 24 საათის განმავლობაში, მომდევნო დღის 24:00 საათის ჩათვლით და რომლისთვისაც ხდება შესაბამისი მზადყოფნის გრაფიკების მომზადება. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მიეწოდება ელექტრონულად. თუ მონაცემების მიწოდების შესაბამისმა პროგრამამ ან/და ელექტრონული კავშირის სისტემამ არ იმუშავა და არ არსებობს შეთანხმება სხვა ფორმით მონაცემების მიწოდებაზე, ისინი შეიძლება მიწოდებულ იქნეს ფაქსით, ხმოვანი ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული კავშირის სხვა საშუალებებით. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, ამ წესების შესაბამისად, მიწოდებული განაცხადების (მზადყოფნის განაცხადი, დისპეტჩერული პარამეტრები) მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 53.
ელექტროენერგიის მწარმოებლის მზადყოფნის განაცხადი |
1. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის ელექტროსადგურიც მიერთებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან (გარდა 5 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურებისა), ვალდებულია, ყოველდღიურად მოამზადოს და გაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მზადყოფნის განაცხადი, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროსადგურებიდან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არჩევს იმ ელექტროსადგურების ჩამონათვალს, რომლებიც თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე წარმოადგენენ დამატებითი/სასისტემო მომსახურების უზრუნველყოფის წყაროებს. შერჩევის მეთოდოლოგია განისაზღვრება „დამატებითი/სასისტემო მომსახურების გაწევის ინსტრუქციით. 2. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დადგენილი პერიოდულობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განაცხადი დისპეტჩერიზაციისათვის საჭირო პარამეტრებისა და აღნიშნულ პარამეტრებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს მზადყოფნისა და დისპეტჩერიზაციის პარამეტრების შესახებ განაცხადების ფორმა, რომელსაც განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე. 4. მზადყოფნის განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის მზადყოფნის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (თარიღი, საათი); ბ) ინფორმაციას თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის (ელექტროსადგურის): ბ.ა) მუშა სიმძლავრის (მგვტ) საათობრივი მონაცემების შესახებ; ბ.ბ) ქონებული სიმძლავრის (მგვტ) შესახებ; ბ.გ) დასაგეგმ დღეს ენერგობლოკზე/აგრეგატზე (ელექტროსადგურზე) ტექნიკური შეზღუდვების შესახებ; ბ.დ) დასაგეგმ დღეს ენერგობლოკზე/აგრეგატზე (ელექტროსადგურზე) მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ; გ) ჰიდროელექტროსადგურების მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციას: გ.ა) წყლის მოსალოდნელი შემოდინების შესახებ; გ.ბ.) წყალსაცავში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წყლის დონის შესახებ. 5. დისპეტჩერული პარამეტრების განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას (შეზღუდვის აღწერა, დაწყებისა და დასრულების თარიღი და დრო, შეზღუდული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდე); ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვებიდან სინქრონიზაციამდე საჭირო დროს (წთ); გ) ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან რეჟიმულად გამორთვისას მინიმალურ საჭირო დროს ხელმეორედ ჩართვამდე; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის სიმძლავრეს; ე) ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან გამორთვის მინიმალურ დროს; ვ) ინფორმაციას ენერგობლოკის/აგრეგატის სინქრონიზაციის მეთოდის შესახებ; ზ) მონაცემებს ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის გაზრდის სიჩქარის (მგვტ/წმ) შესახებ; თ) მონაცემებს ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შემცირების სიჩქარის (მგვტ/წმ) შესახებ; ი) მონაცემებს ძაბვის გაზრდის სიჩქარის (კვ/წმ) შესახებ; კ) მონაცემებს ძაბვის შემცირების სიჩქარის (კვ/წმ) შესახებ; ლ) მონაცემებს ენერგობლოკზე/აგრეგატზე სიმძლავრის პირველადი და მეორეული რეგულირების მდგომარეობის შესახებ; მ) მონაცემებს სადგურზე ჯგუფური რეგულირების მდგომარეობის შესახებ. 6. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მზადყოფნის განაცხადთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მზადყოფნაში მყოფ თითოეულ ენერგობლოკთან/აგრეგატთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია: ა) დეტალურად, განსაკუთრებული ფაქტორების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ დასაგეგმ დღეს ენერგობლოკის/აგრეგატის გაცხადებულ დატვირთვის სიდიდეზე; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შესაძლო ცვლილებებისა და ხანგრძლივობის შესახებ; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ სისტემური მომსახურების (თუ მოეთხოვება) დროებითი შეზღუდვებისა და შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ. 7. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი სამუშაო დღის 10:00 საათამდე წარუდგინოს მზადყოფნის განაცხადი დასაგეგმი დღის/დღეებისთვის, ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. თუ მომდევნო დღე წარმოადგენს დასვენების დღეს, მზადყოფნის განაცხადი წარედგინება ასევე მომდევნო პირველი სამუშაო დღის ჩათვლით პერიოდისათვის. 8. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს არ გაუგზავნის (ან სრულად არ გაუგზავნის) მზადყოფნის განაცხადს დღის 10:00 საათამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნაკლული ინფორმაციის შესავსებად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, წინა დღის/დღეების ფაქტობრივი მონაცემები. 9. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება აქვს, მზადყოფნის შეცვლილი განაცხადი გაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს 13:00 საათამდე, ცვლილების დასაბუთებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გაითვალისწინოს შეცვლილი განაცხადი დატვირთვის გრაფიკის მომზადების დროს ან განუცხადოს არგუმენტირებული უარი. 10. ყოველი სამუშაო დღის 17:30 საათამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან მიღებული მზადყოფნის განაცხადების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასაგეგმი დღის (მომდევნო დღის 00:00 საათიდან 24:00 საათის ჩათვლით პერიოდისთვის) ელექტროენერგიის მზადყოფნის გრაფიკს. თუ მომდევნო დღე წარმოადგენს დასვენების დღეს, მზადყოფნის გრაფიკები მზადდება ასევე მომდევნო პირველი სამუშაო დღის ჩათვლით პერიოდისათვის. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 17:45 საათამდე ელექტროენერგიის მწარმოებლებს გაუგზავნოს მზადყოფნის გრაფიკები დასაგეგმი დღისათვის. 12. მზადყოფნის გრაფიკი უნდა უზრუნველყოფდეს ამ წესების შესაბამისად დადგენილი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის კრიტერიუმების – ადეკვატურობისა და მდგრადობის სათანადო დონეზე შესრულებას სიმძლავრის რეზერვების მზადყოფნის ოპტიმალური სიდიდის განსაზღვრით (დაგეგმვით). მზადყოფნის განაცხადების შერჩევისას და შესაბამისი გრაფიკის შემუშავებისას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იყენებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვების, სინქრონიზაციისა და საჭირო სიმძლავრის აღების დროს; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ცვლილების სიჩქარეს; გ) ქონებულ, მუშა და თავისუფალ სიმძლავრეებს; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის სიმძლავრეს; ე) დროის ერთეულში სიმძლავრის ცვლილების აბსოლუტურ სიდიდეს; ვ) სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას; ზ) ელექტროსადგურის ქსელზე ფიზიკური მიერთების წერტილს; თ) გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთეულის ღირებულებას. 13. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, გააჩნდეს მზადყოფნაში შესაბამისი გრაფიკით განსაზღვრული სიმძლავრე. თუ რაიმე მიზეზის გამო ელექტროენერგიის მწარმოებელი ვერ ახერხებს ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული მზადყოფნის უზრუნველყოფას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 14. მზადყოფნის გრაფიკის შემუშავების შემდეგ, დასაგეგმი დღის დაწყებამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიზანშეწონილად ჩათვალოს შემუშავებულ დატვირთვის გრაფიკებში შესწორებების შეტანა, თუ: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან მიიღებს შესაბამის შეტყობინებას ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად; ბ) შეიცვალა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი; გ) შეიცვალა ინფორმაცია გადამცემი ქსელის (მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადადინებისთვის განკუთვნილი) გამტარუნარიანობის შესახებ; დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოხდა ავარია და აშკარაა მზადყოფნის გრაფიკში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. 15. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მწარმოებლებს მიაწოდოს შესაბამისი ენერგობლოკების/აგრეგატების მზადყოფნის გრაფიკი ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე, თუკი ამ მწარმოებლის რომელიმე ენერგობლოკს/აგრეგატს სინქრონიზაციისთვის სჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე დარჩენილია დასაგეგმი დღის დაწყებამდე. 16. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის კონკრეტული მწარმოებლისთვის მიწოდებული მზადყოფნის გრაფიკი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ამ ელექტროენერგიის მწარმოებლის ენერგობლოკთან/აგრეგატებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 17. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შემუშავებული ელექტროენერგიის მზადყოფნის გრაფიკი არ წარმოადგენს სადისპეტჩერო განკარგულებას ან მითითებას. იგი ატარებს მხოლოდ ინდიკატორულ ხასიათს და მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მწარმოებლის ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებას მოელის მისგან ელექტროენერგეტიკული სისტემა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. |
მუხლი 54.
ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაცია |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ამ წესების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ელექტროენერგიის მწარმოებლებზე გასცემს დისპეტჩერულ განკარგულებებს მუშაობის რეჟიმების შესახებ, მიღებული განაცხადებისა და მზადყოფნის გრაფიკების საფუძველზე.
2. დისპეტჩერული განკარგულებები დასაგეგმ დღეს ენერგობლოკის/აგრეგატის მუშაობის რეჟიმის შესახებ გაიცემა უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისათვის მზადყოფნის გრაფიკის მიწოდების შემდეგ, ნებისმიერ დროს. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან, მზადყოფნაში გააჩნდეთ მათთვის მიწოდებულ მზადყოფნის გრაფიკებში მითითებული სიმძლავრეები. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლებს დისპეტჩერული განკარგულებები მიეწოდებათ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სადისპეტჩეროს მიერ, ელექტროსადგურის ოპერატიული პერსონალის მეშვეობით. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის გაცემული დისპეტჩერული განკარგულება შეიძლება შეიცავდეს მითითებას ენერგობლოკზე/აგრეგატზე სიმძლავრის შეცვლის, ქსელთან სინქრონიზაციისა და ქსელიდან გამორთვის დროების, მუშაობის რეჟიმის შეცვლის ან/და სისტემური მომსახურების გაწევის შესახებ. 5. დისპეტჩერული განკარგულება შეიძლება მოგვიანებით გაუქმდეს ან შეიცვალოს. რეალურ დროში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ენერგობლოკების/აგრეგატების მზადყოფნის ცვალებადობის გამო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესწორებები შეაქვს ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრის დატვირთვაში. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მზადყოფნის გრაფიკების ფარგლებში შეცვალოს ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრე ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მზადყოფნის გრაფიკების ფარგლებში მზადყოფნაში მყოფი სიმძლავრეების დატვირთვის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს 53-ე მუხლის შესაბამისად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს (დაინტერესებული მხარის მიერ ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დროის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ რომელი კრიტერიუმის ან კრიტერიუმების საფუძველზე მიიღეს კონკრეტული ენერგობლოკის/აგრეგატის დისპეტჩერიზაციის (სიმძლავრის ცვლილების) თაობაზე გადაწყვეტილება. 8. დისპეტჩერული განკარგულების მიღება დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ ან ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ განკარგულების შეუსრულებლობის მიზეზი. შეუსრულებლობის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საფრთხე, მომსახურე პერსონალის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზიანების საფრთხე. 9. დისპეტჩერულ განკარგულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის სათანადო წესით მიწოდებულ განაცხადებში აღნიშნული დატვირთვის ზღვრები, სისტემური მომსახურების გაწევის შესაძლებლობები და საექსპლუატაციო მახასიათებლები იმ დროისა და პერიოდისათვის, რომელსაც სადისპეტჩერო განკარგულება ეხება. 10. ელექროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზებულ ენერგობლოკებს/აგრეგატებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ დატვირთვის შემცირება ტექნიკურ მინიმუმამდე (ენერგობლოკების/აგრეგატების მინიმალური დასაშვები სიმძლავრის გათვალისწინებით, რომლის ქვემოთაც ენერგობლოკის/აგრეგატის მუშაობა არ არის მიზანშეწონილი), ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების დაბალანსებისათვის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე დიდი დატვირთვის (მომხმარებლის) ან ყველაზე დატვირთული გადამცემი ხაზის გამორთვის შემთხვევაში. აღნიშნული პირობა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი გრაფიკების მომზადების ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებული დაგეგმვის ფუნქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. 11. თუ დასაგეგმი დღისათვის შესაბამისი გრაფიკების შემუშავებისას ან დასაგეგმ დღეს რეალურ დროში ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაციისას დროის რომელიმე მონაკვეთში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღმოაჩენს, რომ ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები დარღვეულია, იგი უფლებამოსილია, დაუკავშირდეს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს და განიხილოს მასთან შესაბამისი განაცხადებით გაცხადებული ენერგობლოკის/აგრეგატის მანევრულობის (შესაძლო მინიმალური დატვირთვის) ან დატვირთვის (აქტიური სიმძლავრის) შეცვლის შესაძლებლობა. თუ აღნიშნული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ზემოხსენებული მოთხოვნების შესრულებას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს განკარგულება შესაბამისი ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შეზღუდვის, გათიშვის ან/და სიმძლავრის გადანაწილების შესახებ სხვადასხვა ენერგობლოკებს/აგრეგატებს შორის მხოლოდ იმ პირობით, თუ განკარგულების/განკარგულებების გაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილება. 12. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი ფლობს იდენტურ ორ ან მეტ ენერგობლოკს/აგრეგატს, რომლებიც ქსელს უერთდება ერთ წერტილში, იგი უფლებამოსილია შეარჩიოს და აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, პირველად რომელი ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან მიერთებას ანიჭებს უპირატესობას. 13. თუ დისპეტჩერული განკარგულების შესრულების დროს გაჩნდება ეკოლოგიური, ასევე მომსახურე პერსონალის ან ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზიანებასთან დაკავშირებული საფრთხე, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს დამოუკიდებლად ასეთი საფრთხის თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანისათვის და დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 14. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია ნებისმიერ დროს ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან სინქრონიზაცია და ქსელიდან გამორთვა მოახდინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესაბამისი განკარგულების (ან წინასწარი ნებართვის) საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. 15. თუ ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან სინქრონიზაციის შესახებ გაცემული დისპეტჩერული განკარგულება არ შეიცავს მითითებას კონკრეტული სიმძლავრით დატვირთვის (მგვტ) შესახებ, იგულისხმება, რომ დისპეტჩერული განკარგულება მოითხოვს დატვირთვის გაზრდას (სინქრონიზაციის შემდეგ) დატვირთვის ტექნიკურად დაშვებულ მინიმალურ დონემდე. 16. როდესაც ელექტროენერგიის მწარმოებელი ვერ ახერხებს თავისი ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან სინქრონიზაციას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემული განკარგულების შესაბამისად, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მიუთითოს სინქრონიზაციის ახალი სავარაუდო დრო. 17. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს განკარგულება (მათ შორის ავტომატურ რეჟიმში) ენერგობლოკის/აგრეგატის აქტიური სიმძლავრით დატვირთვის ცვლილებაზე ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის დასაშვებ ზღვრებში შესანარჩუნებლად. 18. ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის დატვირთვის დონის შეცვლის შესახებ დისპეტჩერული განკარგულების მიღებისა და დადასტურების შემდეგ ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა შეცვალოს სიმძლავრის დატვირთვა ახალ ნიშნულამდე, რომელიც უნდა იყოს ენერგობლოკის/აგრეგატის შესაბამის განაცხადში მითითებული მახასიათებლების ფარგლებში. 19. დისპეტჩერული განკარგულება შესრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ენერგობლოკი/აგრეგატი განკარგულებით მოთხოვნილ სიმძლავრის მიწოდებას (დატვირთვას) უზრუნველყოფს ±1% -ის სიზუსტით. 20. როდესაც ენერგობლოკი/აგრეგატი სიხშირის რეგულირების რეჟიმში მუშაობს და სიხშირე ნომინალური სიდიდისგან (50 ჰც) განსხვავდება, ენერგობლოკის/აგრეგატის აქტიური სიმძლავრის დატვირთვის ცვლილება უნდა განხორციელდეს სიჩქარის რეგულატორის სტატიზმის რეგისტრირებული კოეფიციენტის სიდიდის შესაბამისად. 21. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებული დისპეტჩერული განკარგულება გადამცემი ქსელის კვანძებში ძაბვის რეჟიმისა და რეაქტიული სიმძლავრის რეზერვების შენარჩუნების მიზნით. 22. ელექტროენერგიის მწარმოებელმა რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებასთან დაკავშირებული დისპეტჩერული განკარგულება უნდა შეასრულოს ±2%-იანი სიზუსტით ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული სხვა სიზუსტით, რისთვისაც მან უნდა განახორციელოს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემაში როტორის დენის რეგულირება; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის ხვიების გამომყვანების დისტანციური გადართვა დატვირთვის მოუხსნელად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 23. ელექტროენერგიის მწარმოებელმა ძაბვის სიდიდის უზრუნველყოფის განკარგულება უნდა შეასრულოს ძაბვის ±1% სიზუსტით ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული სხვა სიზუსტით, რისთვისაც მან უნდა განახორციელოს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემის რეგულირება; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის ხვიების გამომყვანების გადართვა ტვირთის ქვეშ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 24. გადამცემ ქსელში ნომინალურზე დაბალი ძაბვის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გასცეს განკარგულება ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული დატვირთვის მაქსიმალურ შესაძლო ნიშნულზე გაზრდის შესახებ აქტიური სიმძლავრის შეუცვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად. 25. გადამცემ ქსელში ნომინალურზე მაღალი ძაბვის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გასცეს განკარგულება ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული სიმძლავრის დატვირთვის შემცირების ან რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების გაზრდის შესახებ აქტიური დატვირთვის შეუცვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად. 26. თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სხვაგვარი მითითება არ არის გაცემული, აგზნების სისტემის მოქმედება რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდველების მუშაობის პირობებში უნდა მოხდეს მხოლოდ საგენერატორო სალტის ძაბვის რეგულირების რეჟიმში. ამ დროს რეაქტიული დატვირთვის მუდმივი სიდიდის კონტროლი ან სიმძლავრის მუდმივი კოეფიციენტის კონტროლი გათიშული უნდა იყოს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსხვავებული პირობა შეთანხმებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან) და გადამცემ ქსელში ძაბვის ნებისმიერი ცვლილების დროს ძაბვის ავტომატურმა რეგულატორმა აგზნება არ უნდა შეცვალოს დასაშვებ ზღვრებს გარეთ. იმ შემთხვევებში, თუ საჭირო გახდა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის შენარჩუნება, აგზნების რეგულატორმა უნდა შეძლოს ფორსირების რეჟიმში მუშაობა. 27. რეაქტიულ სიმძლავრის რეგულირებასთან დაკავშირებული დისპეტჩერული განკარგულება ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა შეასრულოს დაუყოვნებლივ ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ ვადაში. 28. ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციის ან აქტიური სიმძლავრის დატვირთვის შესახებ დისპეტჩერულ განკარგულებასთან ერთად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგიის მწარმოებელს უნდა მისცეს მითითება რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში), თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის მიხედვით. 29. ავარიულ რეჟიმში გადამცემი ქსელის მდგრადობის შესანარჩუნებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის მწარმოებლებს მისცეს დისპეტჩერული განკარგულება, იმუშაონ ისეთი პარამეტრებით, რომლებიც სცილდება ამ წესებით ნორმალური რეჟიმისთვის დადგენილ ზღვრებს. ასეთ შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეატყობინოს ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომ დისპეტჩერული განკარგულება გაიცა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოსალოდნელი ავარიული ან ავარიისშემდგომი მდგომარეობის გამო. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, შეასრულოს ასეთი დისპეტჩერული განკარგულებები შესაძლებლობების ფარგლებში, ამ მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების გათვალისწინებით. 30. თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის ენერგობლოკი/აგრეგატი სინქრონიზებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან ან მიღებული აქვს სინქრონიზაციის ბრძანება და ამ დროს მისი ოპერირება შეუძლებელი გახდა ან შეიცვალა მის მიერ გაცხადებული შესაძლებლობები, მათ შორის, მისი მზადყოფნის ან/და დისპეტჩერიზაციის პარამეტრები, ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და დაელოდოს ახალი განკარგულების გაცემას, რომელიც შეესაბამება ელექტროსადგურის მზადყოფნის ახალ გარემოებას. 31. ელექტროენერგიის მწარმოებელს ენერგობლოკების/აგრეგატების მუშაობის დროს მუდმივად მოქმედებაში უნდა ჰქონდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორები და რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდველები (ძაბვის შემზღუდველები). 32. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ზეპირად ან წერილობით (ელექტრონულად) გაცემული ყველა დისპეტჩერული განკარგულება და მითითება უნდა აისახოს ოპერატიულ ჟურნალში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
თავი VII
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ.
ინფორმაციის მიწოდების წესი |
მუხლი 55.
მიზანი |
ამ თავის მიზანია:
ა) იმ მონაცემებისა და ინფორმაციის ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიწოდებაც მოეთხოვება მოსარგებლეებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მასზე დაკისრებული გადამცემი ქსელის მართვის, დაგეგმვისა და მონაცემების გასაჯაროების მოვალეობის შესრულებისათვის; ბ) ელექტროენერგიის გენერაციასთან, გადაცემასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის იმ მინიმალური დონის განსაზღვრა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბაზრის მონაწილე სუბიექტებისათვის; გ) მონაცემების ცენტრალიზებულად შეგროვებისა და გამოქვეყნების საფუძვლების დადგენა; დ) ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციის მოთხოვნებისა და პრინციპების დანერგვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ. |
მუხლი 56.
ზოგადი ნორმები |
1. მოსარგებლე ვალდებულია, აღრიცხოს და გადაცემის სისტემის ოპერატორს (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს) დადგენილი პერიოდულობითა და კომუნიკაციის სტანდარტული ფორმებით მიაწოდოს:
ა) დაგეგმვის სტანდარტული მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ; ბ) დაგეგმვის დეტალური მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ; გ) ოპერატიული მონაცემები და ინფორმაცია ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ; დ) დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მოთხოვნილი პერიოდულობით მიაწოდოს დაგეგმვის სტანდარტული და დეტალური მონაცემები, აგრეთვე დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამჭვირვალობის პლატფორმაზე ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის გამოქვეყნება გულისხმობს ENTSO-e-სთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებასა და მის გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოქვეყნებას. 4. საქართველო გადამცემი ქსელი წარმოადგენს გადაცემის სისტემის ოპერატორის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) მართვას დაქვემდებარებულ ერთ საკონტროლო არეალს და ამ წესებით გადაცემის სისტემის ოპერატორისთვის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) დადგენილი ვალდებულებები გულისხმობს და ვრცელდება მთლიან საკონტროლო არეალზე. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გადაცემის სისტემის ოპერატორს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ. |
მუხლი 57.
ინფორმაციის შენახვა და დაარქივება
|
1. თითოეული მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი პერიოდულობით ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის თანახმად, წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს 1-9 დანართების ფორმებში აღნიშნული მონაცემები.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხს აგებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების შენახვასა და დაარქივებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები ისე უნდა იყოს შენახული და დაარქივებული, რომ საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს სრულფასოვანი შემოწმების საშუალება. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, შეინახონ ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვასა და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ორიგინალ ფორმაში, მისი შექმნის დღიდან მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მონაცემებისა და ინფორმაციის ბაზების დაცვა არასანქცირებული წვდომისა და დაკარგვისაგან. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დააარქივოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვასა და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 58.
მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდება
|
1. მოსარგებლეთა მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადამცემი ქსელის დაგეგმვასა და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებული მონაცემები და ფორმები უნდა მიეწოდოს ამ წესების შესაბამისად.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები და ფორმები უნდა მიეწოდოს ელექტრონულად ან წერილობით. 3. მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების შესაბამისად მიწოდებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 4. თუ მოსარგებლე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ვერ მიაწვდის მონაცემებს, რომელთა მიწოდებაც მას მოეთხოვება ამ წესების შესაბამისად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, თავად შეაფასოს აღნიშნული მონაცემები ადრე მიწოდებული მონაცემების ან/და მსგავსი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მონაცემების საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით მითითებული გარემოების არსებობის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეფასებული მონაცემების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის მოსარგებლეს იმ შეფასებული მონაცემების თაობაზე, რომელთა გამოყენებასაც იგი აპირებს მითითებულ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებით. 6. შეფასებული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი წარმოადგენს იმ მხარის პასუხისმგებლობას, რომელმაც მონაცემების მიწოდების ან მისი სწორად გამოყენების ვალდებულება სათანადო დონეზე ვერ შეასრულა. 7. მოსარგებლე ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს 1-9 დანართების შესაბამის ფორმებში მოყვანილი სტანდარტული დაგეგმვისა და დეტალური დაგეგმვის მონაცემები 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ხოლო ოპერატიული დაგეგმვის მონაცემები – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი პერიოდულობით. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის 1-9 დანართების ფორმებით მიწოდებული დაგეგმვის სტანდარტული და დეტალური მონაცემები ავტომატურად ითვლება რეგისტრირებულ მონაცემებად 32-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირობის გათვალისწინებით. 9. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია პირველი, მე-2 და მე-3 დანართების მონაცემების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მიწოდებაზე. 10. მოსარგებლე (ელექტროენერგიის მწარმოებლის გარდა) ვალდებულია, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 (მე-8 და მე-9 დანართები მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში) დანართების მონაცემები მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 11. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია მე-5 დანართის მონაცემები მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 581.
გამჭვირვალობის პლატფორმა |
1. „გამჭვირვალობის პლატფორმა“ წარმოადგენს ინფორმაციის ცენტრალურ პლატფორმას, რომელიც დაარსებულია ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (შემდგომში – ENTSO-e) მიერ, “ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – https://transparency.entsoe.eu/.
2. გამჭვირვალობის პლატფორმაზე ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ENTSO-e-ს მიერ დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს: ა) ინფორმაციის მიწოდების დეტალებსა და ფორმატს; ბ) ინფორმაციის კომუნიკაციისა და გაცვლის სტანდარტულ გზებსა და ფორმატს, ინფორმაციის პირვანდელ მფლობელს, ინფორმაციის მიმწოდებელს; გ) ტექნიკურ და საოპერაციო კრიტერიუმებს, რომლებიც ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა შეასრულონ ინფორმაციის გამჭვირვალობის ცენტრალური პლატფორმისთვის გადაცემისას; დ) ელექტროენერგიის წარმოების ტიპების შესახებ კლასიფიკაციას, რომელიც ეხება დანართი №13-ის მე-11, მე-12 და მე-13 მუხლების პირველ პუნქტებს. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია ENTSO-e-სთან თანამშრომლობაზე და დანართი №13-ით განსაზღვრული ინფორმაციის ENTSO-e-ს მიერ დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით დამუშავებასა და მიწოდებაზე, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ცალკეულ შემთხვევებში, 582-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ. |
მუხლი 582.
ინფორმაციის გადაცემა და გამოქვეყნება |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვალდებულება, ინფორმაციის ENTSO-e-სთვის მიწოდებისა და ENTSO-e-სთან თანამშრომლობის შესახებ, შემოიფარგლება და მთლიანად მოიცავს მის კონტროლს დაქვემდებარებულ არეალს და ტრანსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებს.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესებით დადგენილი ინფორმაციის შეგროვება როგორც საკუთარი ინფორმაციის წყაროებიდან, აგრეთვე მოსარგებლეებისგან და მათი დროული მიწოდება გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოქვეყნების მიზნით. 3. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოსარგებლეები ვალდებული არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდონ ამ წესებით დადგენილი ვალდებულების შესასრულებლად საჭირო მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დანართი №13-ით დადგენილი ხარისხით, ფორმატითა და პერიოდულობით. 4. მოსარგებლე უფლებამოსილია თვითონ ან მესამე მხარის მეშვეობით განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება გამჭვირვალობის პლატფორმისთვის, ამ წესებით დადგენილი მიზნობრიობის, ხარისხის, ფორმატისა და პერიოდულობის გათვალისწინებით. მოსარგებლის მიერ თავად ან მესამე მხარის მეშვეობით გამჭვირვალობის პლატფორმისთვის ამ წესებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაცემის სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაფასოს, თუ რამდენად ასრულებს მოსარგებლე ამ წესებით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც მას მიენიჭა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მოსარგებლე სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს სათანადო რეაგირება და თვითონ მიაწოდოს იგი გამჭვირვალობის პლატფორმას. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წარმოადგენს დანართი №13-ით განსაზღვრული ინფორმაციის (მუხლები 3-14) პირველად მესაკუთრეს, თუ განსხვავებული პირობები არ არის დადგენილი ცალკეული შემთხვევებისათვის. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და მოსარგებლე უფლებამოსილი არიან, ENTSO-e-სთვის გადაცემული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნონ საკუთარ ან მესამე პირის ვებგვერდებზე. 8. ინფორმაციის მესაკუთრე – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან მოსარგებლე (იქ, სადაც ეს განსაზღვრულია ასე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად), ვალდებულია ინფორმაციის გამჭვირვალობის პლატფორმისთვის მიწოდებისას გაითვალისწინოს ENTSO-e-ს ვალდებულება ინფორმაციის დამუშავებისა და გამოქვეყნების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციით. 9. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ინფორმაციის მესაკუთრეებისა და ინფორმაციის მიმწოდებლების მიერ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ხარისხი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ. |
მუხლი 583.
პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გამოუქვეყნებლობაზე |
მონაცემთა თავდაპირველი მესაკუთრის და მონაცემების მიმწოდებლის ამ წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დგება უხეში გაუფრთხილებლობით ან/და განზრახ ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული ნებისმიერი მიუღებელი შემოსავლის, ბიზნესში არსებული ზარალის, ან ნებისმიერი არაპირდაპირი შემთხვევითი, ცალკეული ან თანმდევი ზიანის გამო, მათ არ უნდა დაეკისროთ იმ პირებისათვის კომპენსაციის მიცემის ვალდებულება, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ მონაცემებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ. |
თავი VIII
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
აღრიცხვის წესი |
მუხლი 59.
მოქმედების სფერო და მიზნები |
1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილესა და მაძიებელზე, მათ შორის – საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებზე (გარდა იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისა).
2. აღრიცხვის წესების მიზანს წარმოადგენს: ა) ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის მოწყობისა და სიმძლავრის კონტროლის ორგანიზაციული პროცედურებისა და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიერ ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, მიწოდებისა და მოხმარების შესახებ ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის ფორმირებისთვის საჭირო ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპებისა და პროცედურების ჩამოყალიბება; გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემების მეშვეობით აღრიცხვის მონაცემთა ბაზების ფორმირება, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ფაქტობრივი ბალანსების შედგენასა და ძაბვის საფეხურების მიხედვით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ფაქტობრივი დანახარჯების (მათ შორის დანაკარგების) დადგენას. 3. აღრიცხვის წესი განსაზღვრავს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში; ბ) ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის მოწყობის, აღრიცხვის მონაცემთა გამოსახვის, შეკრების, გადაცემისა და ფორმირების წესებს; გ) აღრიცხვის მოწყობილობების ტექნიკურ და საექსპლუატაციო მოთხოვნებს; დ) აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმების, ტესტირებისა და ინსპექტირების მოთხოვნებს; ე) ესკაა სისტემების მოწყობისა და ადმინისტრირების მოთხოვნებს; ვ) კაას სისტემის მოწყობისა და ადმინისტრირების მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 60.
ზოგადი დებულებები |
1. ყველა მოსარგებლე და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, მიღებული, მიწოდებული, გადაცემული, გატარებული და მოხმარებული (მათ შორის, ელექტროსადგურისა და ქვესადგურის საკუთარი მოხმარებისა და სამეურნეო საჭიროებისათვის) ელექტროენერგია, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული მრიცხველები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს საქართველოში დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში. 3. აღრიცხვის მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავში მოცემულ ყველა ტექნიკურ მოთხოვნასა და სტანდარტს. აღრიცხვის მოწყობილობების დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება ევალება სათანადო მოწყობილობების მფლობელ გადაცემის ლიცენზიატს ან მოსარგებლეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 61.
პასუხისმგებლობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვაზე |
1. გადამცემ ქსელზე ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატს ეკისრება პასუხისმგებლობა თავის კუთვნილ ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ტესტირების, დამოწმებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. იგივე პასუხისმგებლობა ვრცელდება ელექტრული ქსელის მფლობელ შესაბამის მოსარგებლეზეც, როდესაც მის ქსელზე ხდება სხვა მომხმარებლის მიერთება ან არსებული მიერთების მოდიფიკაცია, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. განმცხადებლის კუთვნილ ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. 3. ქსელის მფლობელი შესაბამისი ლიცენზიატი ან მოსარგებლე სრულად არის პასუხისმგებელი შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების ხარისხსა და სრულყოფილებაზე, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. 4. გადამცემ ქსელზე ახალი მიერთების მაძიებელი ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში მოსარგებლე პასუხისმგებელია აღრიცხვის უჯრედის მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოსარგებლის კუთვნილ ელექტრულ ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯი ანაზღაურდება მხარეთა შეთანხმებით. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია ზედა დონის ესკაა სისტემის ცენტრალური აღრიცხვის გამზომ-გამოთვლითი კომპლექსის ფუქციონირებაზე, მისი მეშვეობით აღრიცხვის მონაცემების მიღებაზე, აღრიცხვის მონაცემთა სათანადო ბაზის ფორმირებასა და მართვაზე. 7. ბაზრის ოპერატორი პასუხისმგებელია კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის (კაას) შექმნასა და ადმინისტრირებაზე. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატები და მოსარგებლეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სრული წვდომა შესაბამისი დონის ესკაა სისტემების აღრიცხვის მონაცემებზე. 9. მოსარგებლე უფლებამოსილია გააჩნდეს წვდომა აღრიცხვის იმ მონაცემებზე, რომლებიც მიღებულია მისი ქსელის აღრიცხვის წერტილებიდან. 10. ამ წესებით დადგენილი ფორმით გადაცემის ლიცენზიატს უნდა გააჩნდეს წვდომა ზედა დონის ესკაა სისტემის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაზე იმ პირობის დაცვით, რომ იგი მიიღებს სრულ ინფორმაციას გადამცემი ქსელის ყველა საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის აღრიცხვის მონაცემებზე. 11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასზე დაკისრებული ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ფუნქციის ჯეროვნად შესასრულებლად უნდა გააჩნდეს სრული წვდომა ზედა დონის ესკაა სისტემასა და ბაზრის ოპერატორის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემაზე. 12. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი პასუხისმგებელია აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, რომელიც მოიცავს საბითუმო აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას. რეესტრი უნდა მოიცავდეს: ა) აღრიცხვის წერტილის საიდენტიფიკაციო კოდს, ქვესადგურისა და მინაერთის (ელექტროგადამცემი ხაზის, ფიდერის, ტრანსფორმატორის) დასახელებას; ბ) აღრიცხვის მოწყობილობის დასახელებას, ტიპს, საქარხნო ნომერსა და სიზუსტის კლასს; გ) აღრიცხვის კვანძის მესაკუთრის ვანაობის შესახებ ინფორმაციას და მის საკონტაქტო მონაცემებს; დ) იმ ლიცენზიატებისა და მოსარგებლეების დასახელებას, რომელთა ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული აღრიცხვის კვანძი; ე) აღრიცხვის კვანძის შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების დოკუმენტებს; ვ) ესკაა სისტემასთან აღრიცხვის კვანძის მიერთების შესახებ დოკუმენტს; ზ) ქსელთან მიერთების ტექნიკურ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) აღრიცხვის მოწყობილობებზე შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ ყველა დამოწმების დოკუმენტს (ოქმი, სერტიფიკატი). ი) ცალხაზოვან ელექტრულ სქემებს. 13. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზის შექმნასა და მის ადმინისტრირებაზე. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) აღრიცხვის მოწყობილობების დასახელებას, ტიპს/მოდიფიკაციას, საქარხნო ნომერს, სიზუსტის კლასსა და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) აღრიცხვის თითოეული მოწყობილობის მონტაჟის თარიღს; გ) აღრიცხვის თითოეული მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების/გაშვების თარიღსა და შესაბამის დოკუმენტებს; დ) იმ ლიცენზიატებისა და მოსარგებლეების დასახელებას, რომელთა ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული აღრიცხვის კვანძი; ე) აღრიცხვის თითოეული მოწყობილობის დაზიანების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ისტორიას; ვ) აღრიცხვის მოწყობილობიდან აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემასთან კავშირის დასამყარებლად გამოყენებულ კომუნიკაციის საშუალებებს (ტელეფონის ნომრები, IP, ან/და სხვა.); ზ) აღრიცხვის კვანძის მოწყობილობების ყველა დამოწმების/შემოწმების ოქმს, გაცემულს შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ; თ) აღრიცხვის კვანძის მოწყობილობების შემოწმების/ინსპექტირების აქტებს. 14. მიერთების წერტილში აღრიცხვის კვანძის დამონტაჟებამდე აღრიცხვის კვანძის მონტაჟზე პასუხისმგებელმა პირმა დასამონტაჟებლად განკუთვნილი მრიცხველები პირველადი აღიარებისთვის ან დამოწმებისთვის უნდა წარუდგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული მიზნებისათვის აკრედიტებულ ან უფლებამოსილ პირებს. 15. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობის დასრულების შემდეგ ყველა მრიცხველი და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ყველა მოწყობილობა წარმოადგენს შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ან ქსელის მფლობელი მოსარგებლის საკუთრებას. 16. აღრიცხვის კვანძის, აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და წრედების ტექნიკურ გამართულობაზე (შეკეთება-შეცვლა), დაცულობაზე, დადებული ლუქების ხელშეუხებლობაზე, არასანქცირებული ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებასა და აღრიცხვისა და საკომუნიკაციო წრედების სიმრთელის დარღვევაზე პასუხისმგებელია ის ლიცენზიატი ან მოსარგებლე, ვის მფლობელობაში/მართვაშიც არის აღნიშნული მოწყობილობები და წრედები. 17. იმ შემთხვევებში, როდესაც აღრიცხვის კვანძი არ მდებარეობს შესაბამისი ქსელის ლიცენზიატის ან მოსარგებლის ტერიტორიაზე (ვის მფლობელობაშიც/მართვაშიც არის აღნიშნული აღრიცხვის კვანძი) და შეუძლებელია ამ აღრიცხვის კვანძის, აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და წრედების დაცულობაზე, დადებული ლუქების ხელშეუხებლობაზე, არასანქცირებული ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებაზე მათზე ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებელობის შესრულება, აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მოსარგებლეს, ვის ტერიტორიაზეც არის შესაბამისი აღრიცხვის მოწყობილობები და წრედები. ასეთ შემთხვევებში მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს აღრიცხვის კვანძის მოვლა-გამგებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმება. 18. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში უნდა წარმოებდეს საანგარიშსწორებო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების აღრიცხვის ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ. აღრიცხვის ჟურნალში იწერება მრიცხველის ჩვენებები ყოველდღიურად, ყოველი დღის 24.00 საათის მდგომარეობით, ხოლო ელექტროსადგურის გაჩერებისა და გაშვების მომენტში მრიცხველების ჩვენებები (მათ შორის საკუთარი მოხმარების მრიცხველების ჩვენებები) აღრიცხვის ჟურნალში უნდა ჩაიწეროს დამატებით, ელექტროსადგურის წარმოებისა და მოხმარების რეჟიმების ურთიერთგამიჯვნის მომენტებისთვის. 19. მოსარგებლისა და გადაცემის ლიცენზიატის ხელმძღვანელები მათ მფლობელობაში/მართვაში არსებული აღრიცხვის კვანძების გამართული მუშაობისა და ხელშეუხებლობის კონტროლისთვის ნიშნავენ პასუხისმგებელ პირს. აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის, ასევე მისი შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი საწარმო ვალდებულია, აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ცვლილების შესახებ, აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. აღრიცხვის სისტემების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს მონიტორინგი აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და მონაცემთა უტყუარობაზე; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ნებისმიერი დარღვევის შესახებ. 20. მოსარგებლე ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს ინფორმაცია მის მფლობელობაში/მართვაში არსებული დაზიანებული აღრიცხვის კვანძისა და მისი აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებებისა და დროის შესახებ. 21. კვალიფიციური საწარმო, გადაცემის ლიცენზიატი და მაძიებელი ვალდებულია მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც მოითხოვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღრიცხვასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით. 22. აღრიცხვის კვანძის მესაკუთრე ვალდებულია აღადგინოს დაზიანებული აღრიცხვის კვანძი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, დადგენილი წესების შესაბამისად. 23. მოსარგებლე და გადაცემის ლიცენზიატი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებული არიან განახორციელონ ახალი აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მათ შორის, სისტემათაშორისო ელექტროგადამცემ ხაზზე (ხაზებზე). ამასთან, ახალი აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღება უნდა განხორციელდეს ამავე წესების 70-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 24. აღრიცხვის კვანძის ტექნიკური სპეციფიკაციები, მიერთების სქემები და ნახაზები უნდა იყოს დოკუმენტირებული და ინახებოდეს იმ პირთან (გადაცემის ლიცენზიატი ან მოსარგებლე), ვის მფლობელობაშიც არის მოცემული აღრიცხვის კვანძი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. |
მუხლი 62.
აღრიცხვის წერტილის განსაზღვრა |
1. როგორც წესი, საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის მდებარეობა უნდა ემთხვეოდეს მიერთების (საბალანსო გაყოფის) წერტილს. საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება შესაბამისი მიერთების ხელშეკრულებით ან/და ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ურთიერთშეთანხმებით.
2. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ტექნიკურ-ეკონომიკურად მიზანშეუწონელია მიერთების წერტილში აღრიცხვის კვანძის მოწყობა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ბაზრის ოპერატორს, შესაბამის გადაცემის ლიცენზიატსა და მოსარგებლეს ან მაძიებელს შორის შეთანხმების შემთხვევაში საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) განთავსების ფაქტობრივი წერტილი შეიძლება განსხვავდებოდეს მიერთების წერტილისაგან. ასეთ შემთხვევაში წერილობითი ურთიერთშეთანხმებით დადგენილი უნდა იქნეს ელექტროენერგიის ფაქტობრივი აღრიცხვის წერტილი და მასზე აღრიცხული ელექტროენერგიის გადაანგარიშების წესი, ქსელის უბანზე ელექტროენერგიის დანაკარგების გათვალისწინებით. 3. ელექტროსადგურებში საანგარიშსწორებო აღრიცხვა უნდა მოეწყოს: ა) ელექტროსადგურის გადაცემის/განაწილების ქსელთან ან/და სხვა მოსარგებლესთან მიერთების წერტილში. ბ) შემოვლითი სალტის ან სალტეთაშორის (სექციათაშორის) ყველა ამომრთველზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს რომელიმე იმ მინაერთისთვის, რომელიც განსაზღვრულია ამავე პუნქტის ა) ქვეპუნქტით. 4. ელექტროსადგურის გენერატორების მიერ გამომუშავებული, აგრეთვე საკუთარი და სამეურნეო საჭიროებისათვის დახარჯული ელექტროენერგია უნდა აღირიცხებოდეს ცალ-ცალკე, საანგარიშსწორებო, არანაკლებ 0.5 სიზუსტის კლასით. ამ მიზნით აღრიცხვა უნდა მოეწყოს: ა) გენერატორზე; ბ) საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე; გ) აგზნების მოწყობილობებზე, თუ ისინი არ იკვებებიან საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებით; დ) ხაზებზე ან ტრანსფორმატორებზე, რომლებითაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სამეურნეო საჭიროებისათვის. 41. ელექტროსადგურებში, სადაც ტექნოლოგიურად გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძების ცალ-ცალკე მოწყობა, დასაშვებია ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის მოწყობა იმ წერტილში, რომელიც განკუთვნილია გენერაციის რეჟიმში კონკრეტული გენერატორის (აგრეგატის/გარდამქმნელის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობასა და მხოლოდ ამ კონკრეტული გენერატორის (აგრეგატის/გარდამქმნელის) საკუთარი მოხმარების ხარჯს შორის სხვაობის, ხოლო აღნიშნული გენერატორის გაჩერების პერიოდში მხოლოდ ამ აგრეგატის/გარდამქმნელის საკუთარი მოხმარების ხარჯის აღრიცხვისათვის. 5. ელექტროენერგიის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზებზე საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვა უნდა მოეწყოს გადამცემი ხაზის ორივე ბოლოში. 6. გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურებში საკუთარ მოხმარებაზე გამოყენებულ მინაერთებზე ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით გადასატანი კომპაქტური სატრანსფორმატორო პუნქტის გამოყენების შემთხვევაში გადასატან კომპაქტურ სატრანსფორმატორო პუნქტზე უნდა მოეწყოს საანგარიშსწორებო აღრიცხვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2017 წ. |
მუხლი 63.
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად |
1. ელექტროენერგიის მრიცხველები და საკომუნიკაციო მოწყობილობები უნდა განთავსდეს კარადაში/სათავსოში, ადვილად მისადგომ და კარგად განათებულ ადგილზე.
2. მრიცხველებს, მცველების მომჭერებს, შუალედურ მომჭერთა ამკრებებსა და მზომი ტრანსფორმატორების მეორად გამომყვანებს, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ელექტროენერგიის აღრიცხვაზე, უნდა გააჩნდეს დალუქვის საშუალება. 3. კარადების/სათავსოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს მრიცხველების დამამზადებლის მიერ მითითებულ პარამეტრებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას დაზიანების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ტენიანობის, მტვრისა და სხვა არასასურველი ეფექტებისგან. მრიცხველების კარადები და მათში შემავალი კაბელების ეკრანები უნდა იყოს დამიწებული. 4. მრიცხველების კარადას/სათავსოს უნდა გააჩნდეს საკეტი, ხოლო მრიცხველების კარადის წინა ნაწილი უნდა იყოს გამჭვირვალე. 5. ძაბვისა და დენური წრედების მონტაჟის დროს გამოყენებული უნდა იქნეს კაბელები ფერადი იზოლაციის მქონე სადენებით, თითო წვერში სხვა ფერებთან კომბინაციის გარეშე, გარდა ნულოვანი სადენისა. 6. ყველა აღრიცხვის წერტილს უნდა მიენიჭოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი). 7. აღრიცხვის მოწყობილობების პარამეტრებისა და სქემის შეცვლისათვის სავალდებულოა: ა) ცვლილების განხორციელების აუცილებლობა დადასტურებული უნდა იყოს წერილობით, დასაბუთებული მიზეზის ჩვენებით, რომელიც წინასწარ (აღრიცხვის მოწყობილობების პარამეტრებისა და სქემის შეცვლამდე) ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს (მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ბაზრის ოპერატორს); ბ) ცვლილება ხორციელდება ყველა შესაბამისი უფლებამოსილი მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით; გ) ცვლილების განხორციელებისათვის სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობა. განხორციელებული ცვლილების შესახებ დგება შესაბამისი აქტი მონაწილე მხარეების მიერ. შესრულებული სამუშაოების შესახებ ჩანაწერი შეტანილი და ხელმოწერით დადასტურებული უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 8. საკომუნიკაციო მოწყობილობების პარამეტრების შეცვლისათვის სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ბაზრის ოპერატორის წინასწარ ინფორმირება. 9. ელექტროენერგიის მრიცხველები, აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობები და წრედები აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ალტერნატიული და სტაბილური კვების წყაროთი (რომელიც გარკვეული დროის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ 1.5 საათისა, შეუნარჩუნებს მრიცხველსა და აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებს კვებას და უზრუნველყოფს მრიცხველიდან მონაცემების მიღებას). ის მრიცხველები, რომელთაც არ გააჩნიათ ალტერნატიული კვების წყაროს მიმღები მომჭერები, უნდა შეიცვალოს შესაბამისი ფუნქციის მქონე მრიცხველებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. |
მუხლი 64.
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების მიმართ |
1. აღრიცხვაში გამოყენებული დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ შესაბამის სტანდარტებს. მათი სიზუსტის კლასი უნდა იყოს არანაკლებ 0.5-ისა (ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე არანაკლებ 0.2 სიზუსტის კლასისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისპეტჩერიზაციის/გადაცემის ლიცენზიატსა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული).
2. სამფაზა საანგარიშსწორებო აღრიცხვაში გამოყენებული უნდა იყოს სამფაზა ძაბვის ტრანსფორმატორი ან ჯგუფი, რომელიც შედგება თითოეულ ფაზაში ცალფაზა ძაბვის ტრანსფორმატორებისგან. 3. საანგარიშსწორებო აღრიცხვისას მრიცხველის ნახევრად ირიბი და ირიბი ჩართვის დროს აუცილებელია დენის ტრანსფორმატორები დაიდგას ყველა ფაზაში, ხოლო 6–10 კვ ძაბვაზე დასაშვებია დენის ტრანსფორმატორები დაიდგას ორ ფაზაში (გარდა გენერატორებისა). 4. დენის ტრანსფორმატორების ნომინალური მეორადი დენის მნიშვნელობები უნდა ემთხვეოდეს მრიცხველების ნომინალური დენის მნიშვნელობებს. 5. დადგმის ადგილისა და მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ფირნიშიდან ყველა მონაცემის ვიზუალური წაკითხვის შესაძლებლობა, მოწყობილობის გამორთვის ან დემონტაჟის სამუშაოების განხორციელების გარეშე. დასაშვებია ფირნიშის მონაცემების გამოტანა ხილულ ადგილზე. 6. ძაბვის ტრანსფორმატორების გამთიშველების ამძრავების სახელურებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დალუქვის შესაძლებლობა. კამერების დალუქვის შეუძლებლობის შემთხვევაში ილუქება ძაბვის ტრანსფორმატორების გამომყვანები. 7. ძაბვის ტრანსფორმატორის თითოეულ ფაზაზე მეორად წრედებში ძაბვის ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს მეორადი ნომინალური ძაბვის 0.25 %-ს (0,5 სიზუსტის კლასის მზომი ტრანსფორმატორების შემთხვევაში), რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი გაანგარიშებით. მეორადი ძაბვის წრედი უნდა იყოს განმხოლოებული და მიერთებული მხოლოდ მრიცხველზე. იქ, სადაც დიდია ელექტრომაგნიტური ველის გავლენა, მეორად წრედებში გამოყენებული უნდა იყოს ეკრანირებული კაბელი. ამასთან, ძაბვის წრედების კაბელის ეკრანი (ნულოვანი გამტარი) ყრუდ უნდა დამიწდეს ერთ ადგილზე, ხოლო ტევადური ძაბვის ტრანსფორმატორების გამოყენების შემთხვევაში – ორივე მხრიდან. 8. სალტეთა რამდენიმე სისტემის შემთხვევაში, როცა ძაბვის ტრანსფორმატორები მიერთებულია მხოლოდ თავის სალტეთა სისტემაზე (ფიქსირებული სქემა), საჭიროა თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის სალტეთა ნებისმიერ სისტემაზე ძაბვის (აღრიცხვის) წრედების ავტომატური გადამრთველების გათვალისწინება აღრიცხვის პროცესის შესანარჩუნებლად (ფიქსირებული სქემის აღდგენამდე). 9. ძაბვის წრედების მომჭერები ისე უნდა მოეწყოს, რომ შესაძლებელი იყოს ძაბვის წრედების გათიშვა თითოეულ ფაზაზე მრიცხველების შეცვლის, სქემის გასწორებისა და შემოწმების დროს, აგრეთვე – ეტალონური მრიცხველის მიერთება კაბელებისა და გამომყვანების გათიშვის გარეშე. 10. დენის ტრანსფორმატორის ნომინალური მეორადი დენი უნდა იყოს 1 ან 5 ამპერი, დენური წრედი უნდა იყოს განმხოლოებული და მიერთებული მხოლოდ მრიცხველზე. ამასთან, დენური კაბელის ეკრანი უნდა იყოს ყრუდ დამიწებული ერთ ადგილზე. 11. დასაშვებია დენის ტრანსფორმატორების გამოყენება ტრანსფორმაციის გაზრდილი კოეფიციენტით (თერმული და ელექტროდინამიკური მდგრადობის ან სალტეების დაცვის პირობებიდან გამომდინარე), თუ მინაერთის მაქსიმალური დატვირთვის დროს დენის ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში დენი იქნება არანაკლებ მრიცხველის ნომინალური დენის 40%-ისა, ხოლო მინიმალური დატვირთვის დროს – არანაკლებ 5%-ისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დენის ტრანსფორმატორის ფაქტობრივად გაზომილი ცდომილება დენის ტრანსფორმატორის ნომინალური დენის 1%-ის სიდიდის დროს არ აღემატება საქართველოში აღიარებული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი შესატყვისი ცდომილებების ზღვრებს. 12. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ერთზე მეტი ამომრთველით მიერთების სქემით განხორციელებისას, თუ არსებობს სახაზო დენის ტრანსფორმატორი ან მისი მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობა (ხაზის იმედიანი მუშაობის პირობების გათვალისწინებით), საანგარიშსწორებო მრიცხველი უნდა მიერთდეს სახაზო დენის ტრანსფორმატორის წრედზე. 13. აღრიცხვაში გამოყენებული დენის წრედების მომჭერები ისე უნდა მოეწყოს, რომ შესაძლებელი იყოს დენის ტრანსფორმატორების მეორადი წრედების დამოკლება ან/და გათიშვა თითოეულ ფაზაზე მრიცხველების გამოცვლისას ან შემოწმებისას, აგრეთვე – ეტალონური მრიცხველის მიერთება კაბელებისა და გამომყვანების გათიშვის გარეშე. 14. დენის მზომი ტრანსფორმატორების ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული გრაგნილები და საანგარიშსწორებო/საკონტროლო მრიცხველებთან მათი დამაკავშირებელი წრედები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ აღრიცხვის მიზანს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დენისა და ძაბვის წრედები გამოყენებულია სადისპეტჩერო მართვის უზრუნველმყოფი ელექტრომოწყობილობების კვებისთვის, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილი იყოს აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები. 15. იმ შემთხვევაში, თუ დენური წრედების ცალკე შეერთება მოითხოვს დამატებით დენის ტრანსფორმატორის გამოყენებას, მაშინ დასაშვებია დენურ წრედებთან მრიცხველის შემდეგ სხვა მოწყობილობების მიერთება, თუ ეს არ იწვევს დენის ტრანსფორმატორის სიზუსტის კლასისა და დენური წრედების საიმედოობის შემცირებას. 16. მოცემული სიზუსტის კლასში მუშაობისათვის დენის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის დატვირთვა ვოლტამპერებში (ან ომებში) არ უნდა იყოს ნომინალური მნიშვნელობის 25%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მნიშვნელობის 100%-ს, რომელიც მოყვანილია მის ფირნიშზე. 17. მოცემული სიზუსტის კლასში მუშაობისათვის ძაბვის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის დატვირთვა ვოლტამპერებში (ან ომებში) არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურ მნიშვნელობას, რომელიც მოყვანილია მის ფირნიშზე. 18. დაუშვებელია საანგარიშსწორებო მრიცხველების მიერთება შუალედური დენის ტრანსფორმატორებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. |
მუხლი 65.
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ელექტროენერგიის მრიცხველების მიმართ |
1. სამფაზა მრიცხველები უნდა იყოს სამელემენტიანი (64-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით), შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ შესაბამის სტანდარტებს და რეგისტრირებული იყოს საქართველოში დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში. მათი სიზუსტის კლასი უნდა იყოს არანაკლებ 0.5-ისა (ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე არანაკლებ 0.2 სიზუსტის კლასისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისპეტჩერიზაციის/გადაცემის ლიცენზიატსა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული).
2. მრიცხველის კონსტრუქცია არ უნდა იძლეოდეს გაზომვის შედეგებზე არასანქცირებული ზემოქმედების საშუალებას. 3. საანგარიშსწორებო და საკონტროლო მრიცხველი უნდა იყოს ელექტრონული და თავსებადი შუალედური ან/და ქვედა დონის ესკაა სისტემებთან, რომლებიც, თავის მხრივ, თავსებადი უნდა იყოს ზედა დონის ესკაა და კაას სისტემებთან. ელექტროენერგიის მრიცხველს უნდა ჰქონდეს მონაცემთა ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში გაცემის შესაძლებლობა. 4. საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვაში გამოყენებული ელექტრონული მრიცხველი უნდა აღრიცხავდეს და ინდიკატორზე გამოჰქონდეს აქტიური სიმძლავრის (კვტ), აქტიური ენერგიის (კვტ.სთ), რეაქტიული სიმძლავრისა (კვარ) და რეაქტიული ენერგიის (კვარ.სთ) მიმდინარე მნიშვნელობები. ამასთან, მრიცხველი იმგვარად უნდა იყოს დაპროგრამებული, რომ მრიცხველში საანგარიშო კოეფიციენტის: ა) გათვალისწინების შემთხვევაში მრიცხველის ეკრანზე გამოტანილი ენერგიების ჩვენების მნიშვნელობა გამოისახოს არანაკლებ 1 კვტ.სთ-მდე (კვარ.სთ-მდე) სიზუსტით; ბ) გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მრიცხველის ეკრანზე გამოტანილი ენერგიების ჩვენებების მნიშვნელობების სათანადო საანგარიშო კოეფიციენტზე გამრავლებით მიღებულ იქნეს ენერგიის მნიშვნელობა არანაკლებ 1 კვტ.სთ-მდე (კვარ.სთ-მდე) სიზუსტით. 5. ქსელის მიერთების თითოეულ წერტილში მრიცხველს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ცალ-ცალკე აღრიცხოს და აჩვენოს აქტიური და რეაქტიული ენერგიები როგორც მიღების, ასევე გაცემის რეჟიმში. 6. მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები: ა) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს იმ დროისთვის შენახული ყველა მაჩვენებელი და მათი სიზუსტე; ბ) ელექტროენერგიის მიწოდების ხანგრძლივი შეწყვეტის დროს შენახული ინფორმაციის დაცვის მიზნით საათი, კალენდარი და ყველა მონაცემი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვებით თხუთმეტი დღის მანძილზე, გარეშე კვების წყაროს დაუხმარებლად; გ) აღრიცხვის მონაცემთა წაკითხვის არც ერთი ოპერაცია არ უნდა იწვევდეს უკვე აღრიცხული და შენახული მონაცემების წაშლას ან შეცვლას. 7. მრიცხველებმა უნდა აღრიცხონ და შეინახონ ნახევარსაათიანი პერიოდების ჯამური მონაცემები, მინიმუმ 1 კალენდარული თვის განმავლობაში. 8. ყველა მრიცხველი უნდა აფიქსირებდეს დროს, საქართველოს სტანდარტული დროის მიხედვით. 9. მრიცხველი უნდა აფიქსირებდეს ძაბვის მოწოდების შეფერხებას, ძაბვის (ფაზის) წყვეტას, დენის მიმართულების ცვლილებას, ყველას სხვა სახის პროგრამულ ცვლილებასა თუ შეფერხებას იმისათვის, რომ მონაცემთა გამოკითხვის (შეგროვების) სისტემამ მოახდინოს არასრულყოფილი (მცდარი) მონაცემების იდენტიფიცირება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. |
მუხლი 66.
საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვა |
1. საანგარიშსწორებო აღრიცხვა უნდა ხორციელდებოდეს ქსელთან მიერთების თითოეულ წერტილში და უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ელექტროგადამცემ ხაზებზე (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე) საანგარიშსწორებო აღრიცხვის (მრიცხველის) გარდა გამოყენებული უნდა იქნეს საკონტროლო აღრიცხვა (მრიცხველი). საკონტროლო მრიცხველს უნდა გააჩნდეს სიზუსტის ის კლასი, რომელიც გათვალისწინებულია საანგარიშსწორებო მრიცხველისთვის. 3. ელექტროგადამცემ ხაზებზე საკონტროლო აღრიცხვა შესაძლებელია მოეწყოს ხაზის მეორე ბოლოში ან საანგარიშსწორებო აღრიცხვის იმავე წერტილში. 4. ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე საკონტროლო აღრიცხვა უნდა მოეწყოს საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში, რისთვისაც აუცილებელია აღრიცხვის ცალკე მოწყობილობები ან იმავე მოწყობილობების იმავე კლასის დამოუკიდებელი გამომყვანები. 5. საკონტროლო აღრიცხვის მოწყობილობის დაცვა (დალუქვა) ხორციელდება იმავე პრინციპებით, როგორითაც საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის დაცვა. 6. გადაცემის ლიცენზიატების ქვესადგურებსა და ელექტროსადგურებში უნდა წარმოებდეს ელექტროენერგიის აღრიცხვა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქვესადგურებსა და ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის ბალანსის გამოანგარიშებას (მათ შორის, ძაბვის საფეხურების მიხედვით). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 67.
ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემები |
ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემები
|
მუხლი 68.
კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (კაას) |
1. კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (კაას) ახორციელებს ელექტროენერგიის სიმძლავრის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული საანგარიშწორებო და საკონტროლო მრიცხველებიდან ავტომატურ რეჟიმში მონაცემების მიღებას, შენახვასა და დამუშავებას საბითუმო ვაჭრობის ერთიანი ანგარიშწორების მიზნით.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი და მოსარგებლეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ავტომატურ რეჟიმში ბაზრის ოპერატორის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემისათვის სრული და შეუფერხებელი წვდომა მათ მფლობელობაში მყოფ ესკაა სისტემების მონაცემთა ბაზებში ასახულ საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ მრიცხველებზე. 3. კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით ბაზრის ოპერატორი ქმნის და აწარმოებს ბაზრის ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს თითოეული საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილისთვის მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) აღრიცხვის წერტილის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის აქტიური და რეაქტიული ენერგიის პირველად (უშუალოდ მრიცხველებიდან მიღებული) მონაცემებს; გ) ბაზრის ოპერატორის მიერ თითოეული მოსარგებლისთვის დამუშავებულ და დაანგარიშებულ მონაცემებს, რომლებიც გამოთვლილია აღრიცხვის პირველადი მონაცემების გამოყენებით; დ) მცდარი ან მონაცემთა არარსებობის შემთხვევაში ამ წესით დადგენილი უფლებამოსილი მხარეების მიერ დაანგარიშებულ, შესწორებულ ან ჩანაცვლებულ მონაცემებს. 4. კაას სისტემაში დაცული უნდა იყოს აღრიცხვის მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. მონაცემები უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცამეტი თვის განმავლობაში წაკითხვის ფორმატით და ექვსი წლის განმავლობაში – დაარქივებული ფორმატით. 5. მოსარგებლეს უფლება აქვს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში საკუთარი აღრიცხვის წერტილისთვის და მოითხოვოს ნებისმიერი აღმოჩენილი და დადასტურებული უზუსტობის გასწორება. 6. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია აწარმოოს კონტროლი ესკაა სისტემებით მისაღები მონაცემების სისრულესა და სიზუსტეზე, მონაცემების მიუწოდებლობის შემთხვევაში მოითხოვოს აღნიშნული შეფერხების გამომწვევი მიზეზების დასახელება და მათი გამოსწორება, ხოლო ესკაა სისტემის მფლობელი ვალდებულია აღადგინოს მონაცემების მიწოდება უმოკლეს ვადაში. არაზუსტი მონაცემების გამოვლენისას ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს აღრიცხვის კვანძის შემოწმება დადგენილი წესით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 69.
მრიცხველის ჩვენებების მიღება, შენახვა და ხელმისაწვდომობა |
1. ესკაა სისტემების მფლობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, შეინახონ ესკაა სისტემით მიღებული აღრიცხვის ინფორმაცია 13 თვის განმავლობაში, ხელმისაწვდომ ფორმატში.
2. ესკაა სისტემების მფლობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, 6 წლის განმავლობაში აწარმოონ აღრიცხვის მონაცემთა საარქივო ბაზა, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს ყველა მრიცხველის აღრიცხვის მონაცემი. 3. გადაცემის ლიცენზიატის ან/და მოსარგებლის მიერ მის ანგარიშსწორებაში გამოყენებული კონკრეტული მრიცხველების მონაცემებზე ავტომატიზებული წვდომის მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სპეციალური ვებპლატფორმის გამოყენებით. ვებპლატფორმაზე წვდომისთვის საჭირო ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მომთხოვნი მხარე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველიდან აღრიცხვის მონაცემები არ გადაეცემა ზედა დონის ესკაა სისტემას, მრიცხველის ადგილზე წაკითხვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და იმ მოსარგებლის მონაწილეობით, რომლის აღრიცხვაშიც გამოყენებულია აღნიშნული მრიცხველი. ელექტროენერგიის მრიცხველებიდან აღრიცხვის მონაცემების ამოღებისა და გადაცემის წესს ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 5. კომუნიკაციის ხანგრძლივი პრობლემის შემთხვევაში მისი ადგილზე წაკითხვა უნდა მოხდეს უსაფრთხო პროცედურის გამოყენებით, რომლის დროსაც მონაცემების ამოღება ხდება უშუალოდ მრიცხველის ან ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 70.
საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღება, ტესტირება, ინსპექტირება/შემოწმება |
1. ქსელთან მიერთების ახალ წერტილში (მაძიებლის ან/და მოსარგებლის შემთხვევაში) აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღებისათვის:
ა) მაძიებელი ან/და მოსარგებლე ვალდებულია ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა თანდართული დოკუმენტაციით (ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემული ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი) აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ. ამ პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება გადასატანი კომპაქტური სატრანსფორმატორო პუნქტის აღრიცხვის კვანძის შემოწმების შემთხვევაში. ბ) ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კომისიური წესით ამოწმებენ აღრიცხვის კვანძს და ადგენენ აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტს; გ) აღრიცხვის კვანძის გამართულობის დადასტურების შემთხვევაში მას შემოწმების მომენტიდან იღებენ ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენების მიზნით, ხოლო გაუმართაობის შემთხვევაში ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილი არიან შეაჩერონ აღრიცხვის წერტილის ექსპლუატაციაში მიღება გაუმართაობის აღმოფხვრამდე; დ) ახალი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტის ფორმას ამტკიცებს ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 2. მზომი ტრანსფორმატორების ტესტირება სიზუსტის კლასის საპასპორტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენაზე ტარდება გადაცემის ლიცენზიატისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. დასაშვებია ტესტირების ჩატარება უფლებამოსილი მხარეების არასრული შემადგენლობით, მხოლოდ დისპეტჩერიზაციისა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატების მიერ დანარჩენ უფლებამოსილ მხარეებთან შეთანხმებით, რომელიც დასტურდება შესაბამისი აქტით: ა) ახალი აღრიცხვის მოწყობილობების ექსპლუატაციაში მიღების წინ, განთავსების ადგილზე; ბ) ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციისას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით; გ) დაზიანებული აღრიცხვის მოწყობილობების აღდგენითი სამუშაოების დასრულების ან ახალი აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით; დ) გეგმურად, 6-წლიანი პერიოდულობით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით. 3. ტესტირების ჩატარება და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობილობების მფლობელმა. გამართულობის ფაქტს ადასტურებს შესაბამისი ტესტირების დადებითი შედეგები. ტესტირების შედეგები ფორმდება შესაბამის ოქმში. 4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი აღრიცხვის სიზუსტის მიმართ, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს აღრიცხვის მოწყობილობების ლაბორატორიული შემოწმება სათანადო აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. 5 ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების გატარების შედეგად ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ლაბორატორიული შემოწმების ხარჯებს ფარავს აღრიცხვის კვანძის მფლობელი, წინააღმდეგ შემთხვევაში – შემოწმების ინიციატორი დაინტერესებული მხარე. 6. დაინტერესებულ მხარეებს, ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წინასწარ წერილობით უნდა შეატყობინონ ტესტირების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ 3 სამუშაო დღით ადრე. 7. აღრიცხვის მოწყობილობების ტესტირება არ უნდა იწვევდეს ელექტროენერგიის აღრიცხვის წყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირობის დაცვა შეუძლებელია, ელექტროენერგიის აღრიცხვის წყვეტა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ხოლო აღურიცხავი ელექტროენერგიის გაანგარიშება უნდა წარმოებდეს შესაბამისი წესით. 8. გადაცემის ლიცენზიატი ან/და მოსარგებლე მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია, დაუყოვნებლივ მის ხელთ არსებული კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და შემდგომ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში წერილობით შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამოწმებს დაზიანებულ აღრიცხვის კვანძს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ადგენს შესაბამის შემოწმების აქტს. 10. ქსელის მეპატრონე დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებულ ვადაში აღადგენს დაზიანებას და შეატყობინებს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს. 11. დაზიანების აღმოფხვრის შემდგომ აღრიცხვის კვანძის შემოწმებას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ადგენს შესაბამის შემოწმების აქტს. 12. დაზიანებული აღრიცხვის კვანძის გამართული ფუნქციონირება უნდა აღდგეს შეძლებისდაგვარად სწრაფად (გონივრულ ვადაში). ჩატარებული სამუშაოების დამადასტურებელი ოქმები უნდა ინახებოდეს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. 13. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საბითუმო აღრიცხვის კვანძში განთავსებული აღრიცხვის მოწყობილობების ინსპექტირება, რომელიც არ ითვალისწინებს დადებული ლუქების ახსნას. ინსპექტირების დროს აღრიცხვის კვანძის მოწყობის სისწორესთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბაზრის ოპერატორს/დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს ან/და აღრიცხვის კვანძის მფლობელს. 14. აღრიცხვის კვანძის ინსპექტირებისას უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: ა) აღრიცხვის მოწყობილობების ვიზუალურ-გარეგანი დათვალიერება; ბ) მრიცხველის კორპუსის მთლიანობის შემოწმება; გ) მრიცხველისა და მომჭერების ხუფზე ლუქების მთლიანობის შემოწმება; დ) დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმაციის კოეფიციენტების ჩანაწერების შემოწმება ტრანსფორმატორების ფირნიშზე მინაერთის გამორთვის გარეშე (სადაც ეს შესაძლებელია) და მრიცხველის საანგარიშო კოეფიციენტის ჩანაწერებთან შედარება; ე) მრიცხველის მიერთების სქემის შემოწმება (პროგრამულად, ლუქის ახსნის გარეშე); ვ) აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტის გაფორმება ყველა მონაწილე მხარის ხელმოწერით; ზ) მრიცხველის, დენისა და ძაბვის მზომი ტრანსფორმატორების გაზომვის ოქმებისა და პასპორტის არსებობის შემოწმება; თ) აღრიცხვის ჟურნალის წარმოების შემოწმება. 15. გადამცემი ქსელის ტექნიკური აღრიცხვის (გადაცემის ლიცენზიატების ქვესადგურებში ელექტროენერგიის ბალანსის გამოანგარიშების მიზნით) მოწყობის, ექსპლუატაციაში მიღებისა და შემოწმების/ინსპექტირების პროცედურებსა და წესებს ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. |
მუხლი 71.
აღრიცხვის მოწყობილობებზე დაშვება და დალუქვა |
1. მოსარგებლემ და გადაცემის ლიცენზიატმა დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად უნდა დაუშვან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, ბაზრის ოპერატორისა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის უფლებამოსილი წარმომადგენლები აღრიცხვის კვანძის შესამოწმებლად. ტექნიკური მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იმავდროულად გულისხმობდეს ავტოტრანსპორტის, აპარატურის, მოწყობილობისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო მასალების შეტანას, მოსარგებლე ან გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის მოწყობილობის მფლობელის დაუბრკოლებელი დაშვება მის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
2. აღრიცხვის კვანძის გამართულობის შემთხვევაში აღრიცხვის მოწყობილობები ილუქება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სურვილის შემთხვევაში – აღრიცხვის მოწყობილობების მფლობელის მიერ. 3. აღრიცხვის მოწყობილობების ტესტირების ან მათზე სხვა მოქმედების ჩატარებამდე, ვიდრე გაიხსნება ლუქები, მონაწილე მხარეებმა უნდა შეამოწმონ მათი მთლიანობა და შეადარონ თითოეული ლუქის სერიული ნომერი მის ჩანაწერებში არსებულ ნომერს. 4. აღრიცხვის კვანძში ლუქი უნდა დაედოს შემდეგ მოწყობილობებს: ა) მრიცხველს; ბ) ძაბვის გადამრთველი მოწყობილობის ხუფს; გ) მრიცხველის ჩვენების ჩამოყრის მექანიზმს; დ) მრიცხველის მომჭერების ხუფს; ე) დენურ და ძაბვის წრედების ნებისმიერ შუალედურ მომჭერებს; ვ) სარეზერვო კვების წყაროს საკომუტაციო წრედებსა და გამთიშველებს; ზ) აღრიცხვის კვანძის ნებისმიერ სხვა ადგილს, საიდანაც შესაძლებელია აღრიცხვის კვანძში არასანქცირებული შეღწევა. 5. თითოეული ლუქის დადება ან მოხსნა უნდა განხორციელდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ყველა სხვა უფლებამოსილი მხარის თანდასწრებით (71-ე მუხლის შესაბამისად), რის შემდეგაც უნდა გაფორმდეს აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტი შესაბამისი ლუქის მოხსნის მიზნის მითითებით. თითოეულ მხარეს უნდა გააჩნდეს ამ აქტის ასლი, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ლუქის ნომერს; ბ) ლუქის დადების თარიღს; გ) ობიექტისა და მინაერთის დასახელებას; დ) აღრიცხვის კვანძის კომპონენტის დასახელებას; ე) ლუქის დადების ადგილს; ვ) ლუქის დადების პროცესში მონაწილე და დამსწრე პირების ვინაობასა და თანამდებობას. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხვის წერტილში უზრუნველყოს აღრიცხვის ყველა მოწყობილობის დალუქვის ადგილებში (მრიცხველის ქვედა ხუფი, დენისა და ძაბვის წრედების მომჭერების ხუფები, ძაბვის ტრანსფორმატორის მეორადი წრედების ავტომატები, მათი კოლოფები და სხვა) სათანადო ლუქების დადება. 7. დადებული ლუქის სიმრთელის დაცულობაზე პასუხისმგებელია ის გადაცემის ლიცენზიატი ან ის მოსარგებლე, ვის მფლობელობაში/მართვაშიც არის აღრიცხვის მოწყობილობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
მუხლი 72.
აღრიცხვის მონაცემების შედარება და ფორმირება |
1. ნებისმიერ ეტაპზე, თუ გამოვლინდა გადაცემის ლიცენზიატისა და მოსარგებლის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებში აღრიცხვის მონაცემებსა და ზედა დონის ესკაა სისტემის მონაცემთა ბაზებში დაფიქსირებულ დროის ერთსა და იმავე პერიოდის მონაცემებს შორის განსხვავება, უპირატესობა ენიჭება ზედა დონის ესკაა სისტემის აღრიცხვის მონაცემებს.
2. შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატი ან/და ის მოსარგებლე, ვის მფლობელობაში/მართვაშიც არის აღრიცხვის კვანძი, ვალდებულია, მიიღოს ზომები, რომ შესაძლებელი იყოს დადგენილი პერიოდულობით ელექტროენერგიის მაჩვენებლების დისტანციურად წაკითხვა. 3. საანგარიშსწორებო მრიცხველის ან შესაბამისი აღრიცხვის კვანძის სხვა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების ჩანაცვლება დასაშვებია შესაბამისი საკონტროლო მრიცხველის მონაცემებით. იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო მრიცხველის მონაცემები არ არსებობს ან არასრულია, მაშინ ანგარიშსწორებისთვის აღრიცხვის მონაცემების დაზუსტებული მნიშვნელობები უნდა მომზადდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად. 4. აღურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენის მიზნით უნდა მიეთითოს გადასაანგარიშებელი პერიოდი, რომელიც განისაზღვრება: ა) ელექტროენერგიის აღრიცხვაში გაუმართაობის დადგომის მომენტიდან გაუმართაობის აღმოფხვრის მომენტამდე; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის აღრიცხვაში გაუმართაობის დადგომის მომენტის დადგენა, მაშინ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის ბოლო შემოწმებიდან/ინსპექტირებიდან გაუმართაობის აღმოფხვრის მომენტამდე. 5. აღურიცხავი ელექტროენერგიის გამოვლენის შემთხვევაში გაანგარიშება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ა) გაანგარიშება მინაერთის მეორე ბოლოში არსებული ელექტროენერგიის მრიცხველით – იმ შემთხვევაში, თუ მინაერთის მეორე ბოლოში არსებობს ელექტროენერგიის მრიცხველ(ებ)ი, რომელიც აღრიცხავს მხოლოდ ამ მინაერთში გამავალ (მიღებულ) ელექტროენერგიას და მისი სათანადო წესით შემოწმებით (კომისიური წესით) დადასტურდება აღრიცხვიანობის გამართულობა, მისი მაჩვენებლები შესაძლებელია ძირითადი ელექტროენერგიის მრიცხველის აღრიცხვიანობის მოშლის პერიოდისათვის გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორებისათვის, მინაერთში დანაკარგების გათვალისწინებით; ბ) გაანგარიშება გენერატორებისა და საკუთარი მოხმარების მრიცხველებზე აღრიცხული ელექტროენერგიით – იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის აღრიცხვაში მონაწილე აღრიცხვის კვანძის (კვანძების) დაზიანების გამო შეუძლებელი ხდება სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, აღნიშნული რაოდენობის გათვლა უნდა განხორციელდეს გენერატორებისა და საკუთარი მოხმარების მრიცხველებზე აღრიცხული ელექტროენერგიისა და სასადგურე დანაკარგების გათვალისწინებით; გ) გაანგარიშება შემასწორებელი კოეფიციენტის გამოყენებით – იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველის ან აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ძაბვის ან/და დენის სადენების დაზიანებით (მომჭერებზე კონტაქტის მოშლა, სადენის გაწყვეტა, დაწვა ან სხვა) ან წრედის პოლარობის შეცვლის გამო, აღურიცხავი ელექტროენერგიის გაანგარიშებისათვის გამოიყენება შემასწორებელი კოეფიციენტი, რომლის სიდიდეც დამოკიდებულია დაზიანებული წრედის გვარობაზე (დენის ან ძაბვის), დაზიანებული ფაზების გვარობასა (A, B ან C ფაზა) და რაოდენობაზე (1 ფაზა ან 2 ფაზა) და მრიცხველის მიერთების სქემაზე (სამფაზა ორელემენტიანი – არონის სქემა, ან სამფაზა სამელემენტიანი); დ) გაანგარიშება საშუალო სიმძლავრის მეთოდით – ელექტროენერგიის არასწორად აღრიცხვის პერიოდის დადგენის შემდეგ აღურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის გაანგარიშება წარმოებს საშუალო სიმძლავრის მეთოდით, დაზიანებამდე პერიოდის ან აღრიცხვიანობის აღდგენის შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით; ე) გაანგარიშება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებული სხვა მეთოდის ან გადაწყვეტის გამოყენებით, მათ შორის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის გაზომვის მონაცემების საფუძველზე. 6. აღურიცხავი ელექტროენერგიის გამოვლენად არ შეიძლება ჩაითვალოს და, შესაბამისად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ესკაა სისტემის მიერ აღრიცხვის მოწყობილობიდან ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიღების პროცესში შეფერხება, იმ პირობით, რომ შესაბამისი პერიოდის ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების სრულად ამოღება შესაძლებელია ადგილზე მრიცხველიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. |
თავი IX
ამოღებულია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. |
მუხლი 73.
ამოღებულია |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
თავი X. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 74. მიზანი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და გამანაწილებელი ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის: ა) ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთების მაძიებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირობებს; ბ) ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის ქსელზე მაძიებლის მიერთების განაცხადის განხილვის, შესაბამისობის შემოწმებისა და მიერთების პროცედურებს; გ) იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის ქსელზე მიერთების მაძიებელმა უნდა მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების პროცესში; დ) ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის ქსელზე მიერთების მაძიებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს; ე) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს; ვ) გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის სტანდარტებს. 2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წესის მიზანია: ა) გამანაწილებელი ქსელისა და ამ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში გამანაწილებელი ქსელის მუშაობის რეჟიმების მახასიათებლების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრა; გ) გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისა და მიერთების პროცედურების დადგენა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 75. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ზოგადი დებულებები 1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოწყობა (მშენებლობა) უნდა სრულდებოდეს ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი შესაბამისი ტექნიკური და სამშენებლო რეგლამენტების დაცვით. 2. გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურის ან 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველი (მაძიებელი) პასუხისმგებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული მიერთების ტექნიკური პირობის შესრულებასა და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის აუცილებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯის გაღებაზე. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ძაბვის ამ წესებითა და საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პარამეტრების დაცვა. 4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების დროს მიერთების წერტილი განისაზღვრება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესების შესაბამისად. 5. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით ამ წესების 77-ე და 78-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 76. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადი 1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელი (ამ წესების მიზნებისათვის მხოლოდ 35-110 კვ ძაბვის ქსელთან მიერთების მაძიებელი და ელექტროსადგური) განაწილების ლიცენზიატს მიმართავს შესაბამისი განაცხადით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). 2. გამანაწილებელ ქსელთან 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მომხმარებლის მიერთების განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მაძიებლის ობიექტის დასახელებასა და ადგილმდებარეობას (მისამართი, საკადასტრო კოდი); ბ) მოთხოვნილ მაქსიმალურ აქტიურ ან/და სრულ სიმძლავრეს; გ) მისაერთებელი ობიექტის ძირითადი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტიპებს (ელექტრული ძრავა, ფოლად-სადნობი ღუმელი, კომპრესორი, გამმართველ-ინვერტორი, განათება და ა.შ.); დ) მოთხოვნილ მისაერთებელ სავარაუდო ნომინალურ ძაბვას; 3. განაწილების ლიცენზიატი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების განაცხადით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უფლებამოსილია მაძიებლისგან მოითხოვოს შემდეგი დამატებითი მონაცემები: ა) ელექტროენერგიის წლიური მოხმარება და დატვირთვის ტიპური გრაფიკი; ბ) მიერთების მაძიებლის მიერ მისი კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულების დაგეგმილი სავარაუდო ვადა და მაძიებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო ვადა. 4. განაწილების ქსელთან ელექტროსადგურის მიერთების განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტროსადგურის დასახელებასა და ადგილმდებარეობას; ბ) პირველადი ენერგიის წყაროს სახეობას (ჰიდრო, მზე და ა.შ.); გ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის მოთხოვნილი ნომინალური ძაბვის საფეხური; დ) ელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეს; ე) ელექტროსადგურის რეგულირების ტიპს (პიკური, საბაზისო და სხვა); ვ) გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადას და ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღს. 5. მაძიებელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მიერთების განაცხადს თან დაურთოს მოთხოვნილ ძაბის საფეხურზე მიერთების ტექნიკური აუცილებლობის შესახებ დასაბუთება 77-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 77. გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადის განხილვა 1. თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უფასოდ გასცეს მიერთების შეთავაზება (ტექნიკური პირობა) ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო შესაბამისი მაძიებელი თვითონ უზრუნველყოფს ქსელთან მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს მიღებული ტექნიკური პირობის შესაბამისად. 2. მაძიებელი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში ასახული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). 4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენისას. 5. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით); ბ) მაძიებლის მიერ (გარდა ელექტროსადგურებისა) მოთხოვნილი სიმძლავრის უზრუნველყოფა გათვალისწინებულია უფრო დაბალი ნომინალური ძაბვის საფეხურით, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) აშკარაა, რომ მოთხოვნილი სიმძლავრის უზრუნველყოფა შეუძლებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელი ქსელის რომელიმე ნომინალური ძაბვის საფეხურით; დ) მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ნომინალური ძაბვის საფეხური განაწილების ლიცენზიატს არ გააჩნია. 6. განაწილების ლიცენზიატი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მიერთების განაცხადის ხარვეზი ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, როდესაც მაძიებლისათვის ტექნიკურად აუცილებელია მოთხოვნილ ნომინალურ ძაბვის საფეხურზე მიერთება და აღნიშნულის შესახებ მაძიებელს გააჩნია სათანადო დასაბუთება. 7. განაცხადის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ (იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი არ დადგინდა) განაცხადი ითვლება მიღებულად და იწყება განაცხადის არსებითი განხილვა, ამ წესის შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების მოსამზადებლად. 8. განაწილების ლიცენზიატი განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში შეიმუშავებს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესათანხმებლად უგზავნის ტექნიკური პირობის პროექტს მიერთების განაცხადის ასლთან და მაძიებლის მიერ მიწოდებულ დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეისწავლის განაწილების ლიცენზიატის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას და 15 სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის განაწილების ლიცენზიატს თავის დადებით პოზიციას ან შენიშვნებსა და სათანადოდ დასაბუთებულ მოთხოვნებს მიერთების შეთავაზების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სათანადოდ დასაბუთებული შენიშვნები მიერთების შეთავაზების საბოლოო პროექტის შესამუშავებლად. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მიერთების შეთავაზების პროექტის შესწავლის პროცესში, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატთან მიერთების შეთავაზების პროექტის განხილვა ან/და დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. 10. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 15 სამუშაო დღის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წერილობით არ შეატყობინებს განაწილების ლიცენზიატს მიერთების შეთავაზების პროექტზე არსებულ შენიშვნებს, ითვლება, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უპირობოდ შეითანხმა მიერთების შეთავაზების პროექტი. 11. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის მიღებიდან 50 (ორმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში განაწილების ლიცენზიატი უგზავნის მიერთების შეთავაზებას გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თაობაზე შესაბამის განმცხადებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიატი იღებს განაცხადის განხილვის, შესაბამისი მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელზე შესაძლო ზემოქმედების გამოკვლევისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოსაზრების (გადამცემ ქსელზე ზემოქმედების კვლევის) გათვალისწინებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ეგზავნება შესაბამისი მიერთების შეთავაზების ასლი. 12. თუ განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების განაცხადის არსებითი შესწავლისას აშკარა გახდა, რომ მაძიებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრით მიერთების განხორციელება მოთხოვნილ ნომინალურ ძაბვის საფეხურზე შეუძლებელი ან ტექნიკურად მიზანშეუწონელია (მისაერთებელი გამანაწილებელი ქსელის უბნის საპროექტო გამტარუნარიანობის გათვალისწინებით), განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მაძიებელს შესთავაზოს განაცხადით მოთხოვნილისგან განსხვავებული მისაერთებელი ნომინალური ძაბვის საფეხური (სათანადო დასაბუთებით), 13. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება უნდა შეიცავდეს: ა) ტექნიკურ პირობას; ბ) ახალი მიერთების განხორციელების არეალში (ქვესადგური ან/და გადამცემი ხაზი, სადაც ფიზიკურად ხორციელდება მიერთება) შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ აღწერილობას, რომლებიც საჭიროა მოთხოვნილი სიმძლავრით მიერთების უზრუნველსაყოფად; გ) მიერთების წერტილთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ადგილმდებარეობას, მისაერთებელ სიმძლავრესა და ძაბვის საფეხურს, იმ ქვესადგურის ქსელის არსებულ გამტარუნარიანობას, რომელზეც უნდა მიერთდეს განმცხადებლის ელექტროსადგური და სხვა); დ) მიერთების სავარაუდო ხარჯთან დაკავშირებულ ინფორმაციას (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მიერთების მშენებლობას განახორციელებს განაწილების ლიცენზიატი); ე) ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაციას. 14. განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა შეიძლება შეიცავდეს მითითებებს შესაბამისი მაძიებლის გამანაწილებელ ქსელთან (ქვესადგურთან ან ქვესადგურიდან გამავალ გადამცემ ხაზთან) მიერთებისათვის პირდაპირ დაკავშირებულ სამუშაოებს – მიერთების უჯრედისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის, გამანაწილებელ ქსელთან დამაკავშირებელი გადამცემი ხაზის/ხაზების მშენებლობის, მიერთების წერტილიდან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურამდე არსებული ქსელის გაძლიერების (განშტოების ან შეჭრის შემთხვევაში), განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურ(ებ)ში საკომუტაციო მოწყობილობების ცვლილების მართვისა და რელეური დაცვის ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას გამანაწილებელი ქსელის გაძლიერების მიზნით სხვა ტექნიკური სამუშაოების შესახებ. 15. საკომუტაციო მოწყობილობ(ებ)ის ცვლილებისა და ქსელის გაძლიერების მიზნით საჭირო ტექნიკური სამუშაოების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული. მაძიებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. 16. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შეთავაზების მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები არსებული განაცხადის შესაბამისად უნდა განისაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მაძიებლისთვის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან. 17. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების (ტექნიკური პირობის) გაცემა უნდა მოხდეს იმავე ვადით, რა ვადაც მოთხოვნილია განმცხადებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადით, მაგრამ არანაკლებ 2 წლისა. დასაშვებია მიერთების შეთავაზების შეცვლა მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით. 18. მაძიებელმა განაწილების ლიცენზიატისაგან მიერთების შეთავაზების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა განაწილების ლიცენზიატს ან დაიწყოს მასთან მიერთების შეთავაზებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა (ასეთი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში), წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 78. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი 1. ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვაზე მიერთებული მოსარგებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი უნდა ემთხვეოდეს მოსარგებლესა და განაწილების ლიცენზიატს შორის საბალანსო (ქონებრივი) გაყოფის საზღვარს. 2. განაწილების ლიცენზიატის საექსპლუატაციო პასუხისმგებლობა ვრცელდება განაწილების ლიცენზიატსა და მოსარგებლეს შორის ქონებრივი გაყოფის საზღვრამდე (მიერთების წერტილამდე), თუ მოქმედი კანონმდებლობით ან მხარეებს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მოსარგებლე უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს მიერთების წერტილიდან თავის მხარეზე არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარს, რომელთა ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეც თავად არის პასუხისმგებელი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 79. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ ელექტროსადგურისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევებზე. 2. მაძიებელი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ, მაგრამ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებამდე, განაწილების ლიცენზიატს შეუთანხმოს მისაერთებელი ობიექტის მშენებლობის პროექტის ელექტრული ნაწილი. 3. მაძიებელი, მას შემდეგ, რაც შეასრულებს მიერთების ტექნიკური პირობითა და შეთანხმებული პროექტით განსაზღვრულ სამუშაოებს, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებამდე წერილობით მიმართავს განაწილების ლიცენზიატს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს: ა) აკრედიტებული პირის მიერ ჩატარებული მაძიებლის ქვესადგურის პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრომოწყობილობების გაზომვების ოქმები (ოქმში მითითებული უნდა იყოს დასკვნა მისი ვარგისიანობის შესახებ); ბ) სარელეო დაცვის დანაყენების ოქმი; გ) საექსპერტო დასკვნა მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ვარგისიანობის შესახებ; დ) მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების სია საკვალიფიკაციო ჯგუფისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; ე) ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი (მოეთხოვება ელექტროსადგურებსა და მხოლოდ იმ მაძიებლებს, რომლებიც აპირებენ კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირებას). 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მაძიებლის მიერთების მზადყოფნის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს შესაბამისი მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ამ წესებთან და მიერთების ტექნიკურ პირობასთან (ან/და შეთანხმებულ პროექტთან) შესაბამისობა (შემდგომში – შესაბამისობის შემოწმება). 5. შესაბამისობის შემოწმების ეტაპზე განაწილების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს: ა) ტექნიკური პირობის შესაბამისად, შეთანხმებული პროექტის შესრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ბ) მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ადგილზე დათვალიერება; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემოწმება. 6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მაძიებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა შესაბამისობის შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელთა გამოსწორების შემდეგ მაძიებელი ხელახლა უგზავნის განაწილების ლიცენზიატს მიერთების მზადყოფნის შესახებ შეტყობინებას. 7. შესაბამისობის შემოწმების დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი გასცემს შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქსელში ჩართვის ტექნიკურ დოკუმენტს) და ჩართავს მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს ქსელში (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რითაც სრულდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა. 8. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს წარმოადგენს ელექტროსადგური ან ისეთი მომხმარებელი, რომელსაც სურს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაცია, მისი აღრიცხვის კვანძების შემოწმება, ქსელში ჩართვა (ძაბვის ქვეშ დაყენება), აგრეთვე ექსპლუატაციაში მიღებისათვის ელექტროსადგურის კომპლექსური შემოწმება-ტესტირება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 80. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები 1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთებისას ყველა მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა–დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. 2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ამასთან, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ძაბვის ხარისხის მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან/და შეცვლა შესაძლებელია მის მიერ. 3. გამანაწილებელ ქსელში წარმოქმნილი ავარიის გამო მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით (რომელიც შეიძლება გამოიხატოს ფაზის დაკარგვაში, ძაბვის ნახტომისებურად ცვლილებაში და ა.შ.), მოსარგებლე ვალდებულია თავისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სათანადო დამცავი მოწყობილობებით უზრუნველყოფაზე, რომელთა გამართულ მუშაობაზე თავად არის პასუხისმგებელი. 4. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების დაცვების დანაყენები უნდა იყოს სელექტიური მისი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვების დანაყენებთან. 5. როდესაც მიერთების წერტილი მდებარეობს განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურში, მაშინ მიერთების უჯრედიდან გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვები თავსებადი უნდა იყოს ამ ქვესადგურზე არსებული დაცვის საშუალებებთან. 6. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ახალი მოსარგებლის მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში დაესწროს მოსარგებლის რელეური დაცვებისა და ავტომატიკის ტესტირებას, რომლის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ განაწილების ლიცენზიატს უნდა ეცნობოს წინასწარ, ამ წესების 79-ე მუხლის შესაბამისად. 7. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების დამცავი ან/და მუშა დამიწების მოწყობა უნდა მოხდეს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. 8. მოსარგებლის ობიექტზე შემსვლელი ელექტროგადამცემი ხაზის მართვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი საკომუტაციო აპარატურის მეშვეობით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნებს. 9. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხის მაჩვენებლების შემდეგ მოთხოვნებს (მიერთების წერტილებში): ა) ძაბვის ციმციმის (ფლიკერი) სიდიდე უნდა იყოს შემდეგ ზღვრებში: ა.ა) ხდომილების სიხშირე ინტერვალში: 0.22 – 600 წუთი
ა. ბ) ხდომილების სიხშირე ინტერვალში: 0.02 – 0.22 წუთი დასაშვებია 3-მდე სიდიდე. ა. გ) ხდომილების სიხშირე ინტერვალში: =< 0.02 წუთი დასაშვებია 5-მდე სიდიდე. ბ) ჰარმონიკული დამახინჯება: ბ.ა) ძაბვის ჰარმონიკული დამახინჯების ზღვრები (%) მიერთების წერტილებში უნდა შეესაბამებოდეს ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:
ბ.ბ) მოსარგებლის დენის ჰარმონიკული დამახინჯების ზღვრები მიერთების წერტილებში უნდა შეესაბამებოდეს ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
გ) გამანაწილებელ ქსელზე მაძიებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების მიერთებით გამოწვეული ძაბვის ასიმეტრია მიერთების წერტილში არ უნდა აღემატებოდეს 1.3%-ს. 10. ელექტროსადგურისა და გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურების 6-10-35 კვ ძაბვის სალტეებზე, სადაც მიერთებულია განაწილების ლიცენზიატის ქსელი, ძაბვის მნიშვნელობები ნორმალურ დამყარებულ რეჟიმებში უნდა რეგულირდებოდეს ნომინალური ძაბვის (Uნომ) სიდიდიდან (მინიმალური დატვირთვის რეჟიმის შემთხვევაში) 1.05Uნომ სიდიდემდე (მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის შემთხვევაში), ინტეგრალური ალბათობით არანაკლებ დროის 95%-ის განმავლობაში, გარდა იმ წერტილებისა, სადაც 6-10 კვ ძაბვაზე განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლებს ელექტროენერგია მიეწოდებათ ავტოტრანსფორმატორის დაბალი ძაბვის გრაგნილით. 11. გამანაწილებელ ქსელში ნორმალურ რეჟიმში ძაბვის სიდიდის გადახრა დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: კვირის განმავლობაში ინტეგრალური ალბათობით არანაკლებ დროის 95%-ის განმავლობაში უნდა იყოს ნომინალური ძაბვის ±7.5 %-ის ფარგლებში. 12. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მიერთების წერტილში სიმძლავრის კოეფიციენტის არანაკლებ 0.9 სიდიდე. ამასთან, ძაბვის საფეხურის, დატვირთვისა და მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტიპის გათვალისწინებით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვროს განსხვავებული მოთხოვნები სიმძლავრის კოეფიციენტის 0.9 დან 1.0 ინტერვალში, 13. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ისე უნდა განხორციელდეს, რომ განაწილების ლიცენზიატს საჭიროების შემთხვევაში გააჩნდეს მის ქსელზე მიერთებული ნებისმიერი მოსარგებლის მინაერთის გამორთვის ტექნიკური საშუალება. 14. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილის (ადგილმდებარეობის, ძაბვის) ან/და გარე ელექტრომომარაგების ქსელის სათანადოდ დაგეგმარების მიზნით განაწილების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის დატვირთვის ტიპი, ხასიათი და ტექნოლოგიური თავისებურება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 81. დამატებითი მოთხოვნები 35-110 კვ ძაბვაზე მიერთებული მოსარგებლეების მიმართ 1. მოსარგებლე ვალდებულია გააჩნდეს გასაგები და არაორაზროვანი ნიშანდების სისტემა, რომელიც უნდა ასახავდეს მოსარგებლის ობიექტის ან/და მისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელებასა და ნომენკლატურას. 2. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნიშანდება უნდა შეესაბამებოდეს განაწილების ლიცენზიატის პრაქტიკას. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის ან მოსარგებლის ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელება ან/და ნომენკლატურა იწვევს გაუგებრობას ან ემთხვევა სხვა მოსარგებლის ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელებას ან ნომენკლატურას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს განმცხადებელს ან მოსარგებლეს ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელების ან ნიშანდების შეცვლა. 3. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დამცავი ან/და მუშა დამიწება მიერთებული უნდა იყოს დამიწების კონტურთან. 4. მოსარგებლეების დამიწების სისტემები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა მოსარგებლეებს. სახიფათო ელექტრული პოტენციალი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ელექტრომოწყობილობა-დანადგარების კორპუსებზე ან/და ელექტრულ ქსელში, არ უნდა გასცდეს დამიწების ზონას. დაუშვებელია გამანაწილებელი ქვესადგურისა და მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ძაბვის ქვეშ დაყენება მანამდე, სანამ არ იქნება გაზომვებით დადასტურებული დამიწების მოწყობილობის პარამეტრები. 5. დაუსახლებელ ძნელად მისაღწევ ადგილებზე საჰაერო ხაზების ნორმალურ რეჟიმებში მუშაობის პირობებში სადენებსა და მიწის ზედაპირს შორის უმცირესი მანძილები არ უნდა იყოს ცხრილში მოყვანილ სიდიდეებზე ნაკლები. უმცირესი მანძილები განისაზღვრება ჩაღუნვის ისრის უდიდესი მნიშვნელობისას (აღნიშნულ უბნებზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის პირობებში, დატვირთვის დენით გამოწვეული სადენის დამატებითი გახურების გაუთვალისწინებლად ან ქარის ზემოქმედების გარეშე ყინულმოცვის გათვალისწინებით).
6. შენობა-ნაგებობებიდან ჰორიზონტალური მანძილი 1 კვ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენებამდე ამ უკანასკნელის მაქსიმალური ჰორიზონტალური გადახრისას არ უნდა იყოს: ა) 1.5 მეტრზე ნაკლები აივნებამდე, ტერასებამდე და ფანჯრებამდე; ბ) 1 მეტრზე ნაკლები ყრუ კედლებამდე. 7. ჰორიზონტალური მანძილი შენობა-ნაგებობების გამოშვერილი ნაწილებიდან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების სადენებამდე ამ უკანასკნელის მაქსიმალური ჰორიზონტალური გადახრისას არ უნდა იყოს: ა) 2 მეტრზე ნაკლები 1-10 კვ ძაბვისათვის; ბ) 4 მეტრზე ნაკლები 35-110 კვ ძაბვისათვის. 8. დასაშვებია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მოყვანილი მანძილების შემცირება ელექტროგადამცემი ხაზების მიახლოებისას უწვადი მასალებით ნაგები სამრეწველო შენობა-ნაგებობების ყრუ კედლებამდე, მაგრამ იმ პირობის დაცვით, რომ ნებისმიერი მანძილი გადახრილ სადენსა და შენობა-ნაგებობას შორის არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც განსაზღვრულია მე-9 პუნქტში მოყვანილ ცხრილში. 9. საჰაერო ხაზების შენობებისა და ნაგებობების თავზე გატარება დაუშვებელია, იმ სამრეწველო შენობებისა და ნაგებობების გარდა, რომლებიც შესრულებულია უწვადი მასალებით. ვერტიკალური მანძილები საჰაერო ხაზებიდან სამრეწველო დანიშნულების შენობებსა და ნაგებობებამდე, რომლებიც შესრულებულია უწვადი მასალებით, ჩაღუნვის ისრის უდიდესი მნიშვნელობისას არ უნდა იყოს ცხრილში მოყვანილ სიდიდეებზე ნაკლები:
10. მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ოპერატიული ბლოკირებებით, ელექტროდანადგართა მოწყობის წესების შესაბამისად, რაც ასახული უნდა იყოს პროექტში. 11. 110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული ტრანსფორმატორის მონაცემებიდან გამომდინარე ნეიტრალის იზოლაცია და დამიწების მეთოდი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ტრანსფორმატორს დაუზიანებლად შეეძლოს დამიწების გარეშე მუშაობა. ნეიტრალის იზოლაცია დაცული უნდა იყოს მცლელით ან გადამეტძაბვის შემზღუდველით. 12. გამანაწილებელი და გადამცემი ქსელის ფუნქციონირების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მოსარგებლე ვალდებულია, რელეური დაცვის დანაყენები შეუთანხმოს განაწილების ლიცენზიატს, ხოლო სასისტემო ავტომატიკის დანაყენები – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 13. მოსარგებლის ძალოვანი ტრანსფორმატორი, ნომინალური სიმძლავრიდან გამომდინარე, აღჭურვილი უნდა იყოს ტრანსფორმატორის დაცვებით მოქმედი ნორმების შესაბამისად. 14. მოსარგებლის გადამცემ ხაზზე საჭიროების შემთხვევაში განხორციელებული უნდა იყოს: ა) 110 კვ ძაბვის საფეხურზე – დისტანციური დაცვა, სამსაფეხურიანი ნულოვანი მიმდევრობის დენური დაცვა, მაქსიმალური დენური დაცვა, დენური მოკვეთა; ბ) 35 კვ ძაბვის საფეხურზე – დისტანციური დაცვა, დენური მოკვეთა, მაქსიმალური დენური დაცვა, ერთფაზა დამიწებისგან დაცვა. 15. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მოსარგებლეთათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მოსარგებლის დაცვისა და კონტროლის სისტემების უსაფრთხო და გამართული მუშაობისათვის. 16. განაწილების ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსარგებლეს მოსთხოვოს შესაბამისი ელექტრული სიგნალებისა და პარამეტრების მიწოდება, მათ შორის: ა) საკომუტაციო მოწყობილობების მდგომარეობა (ჩართული, გამორთული); ბ) თითოეული გენერატორის, ენერგობლოკის/აგრეგატის აქტიური და რეაქტიული დატვირთვა გენერატორის ტერმინალზე; გ) საგენერატორო ძაბვის ჩვენება; დ) ძალოვანი ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანის გადამრთველის პოზიცია; ე) ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის სალტეზე ძაბვის მნიშვნელობა; ვ) სიჩქარის რეგულატორის მახასიათებლები და სიმძლავრის ლიმიტები; ზ) მომხმარებლის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის სიდიდეები 35-110 კვ ძაბვის მხარეზე. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს მის უმოკლეს ვადაში გამოსასწორებლად. 18. თუ მოსარგებლეს გააჩნია საკუთარი სარეზერვო გენერატორი, რომელსაც შეუძლია კვებოს მოსარგებლის ობიექტზე განლაგებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები ავტონომიური სქემით, ასეთ შემთხვევაში ავტონომიურ რეჟიმში მუშაობისათვის ობიექტზე უნდა არსებობდეს გამანაწილებელი ქსელიდან განმხოლოების შესაძლებლობა შესაბამისი ბლოკირების სისტემით. მოსარგებლის ობიექტის ავტონომიურ რეჟიმზე გადართვის სქემა, აგრეთვე შესაბამისი ბლოკირების სისტემა მოწყობილი უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 82. დამატებითი მოთხოვნები გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისა) მიმართ 1. გამანაწილებელ ქსელზე ელექტროსადგურის მიერთება არ უნდა აუარესებდეს სხვა მოსარგებლის ელექტრომომარაგების საიმედოობასა და ხარისხს. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მაძიებელი ვალდებულია პროექტირებისას გაითვალისწინოს გადამცემი ქსელის წესების 23-ე მუხლის მოთხოვნები. 2. ელექტროენერგიის მწარმოებელი პასუხისმგებელია თავისი ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოებაზე. 3. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს შეუთანხმოს ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პროგრამა იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დაგეგმვა და კოორდინაცია. ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია განაწილებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ნებისმიერ ეტაპზე (შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში) მიაწოდოს მის ხელთ არსებული დამატებითი ინფორმაცია ელექტროსადგურზე თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის შესახებ, რომელიც საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის კანონმდებლობით დაწესებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის. 5. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია რომ: ა) ელექტროსადგურის გენერატორის რელეური დაცვის მოქმედება კოორდინირებული იყოს განაწილებისა და გადამცემი ქსელის რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოქმედებასთან, შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა: ა.ა) მოკლე შერთვის დენის ლიკვიდაციის დრო; ა.ბ) ავტომატური განმეორებითი ჩართვის დროის კოორდინაცია; ა.გ) სახაზო ამომრთველის დაცვის დანაყენები, რომლებიც არ უნდა შეიცვალოს განაწილებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების გარეშე; ბ) ძაბვის მახასიათებლები შეესაბამებოდეს ამ წესების მე-80 მუხლის მოთხოვნებს; გ) ჯამური ჰარმონიკული დამახინჯების ზღვრები შეესაბამებოდეს ამ წესების მე-80 მუხლის მოთხოვნებს. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც გამანაწილებელი ქსელის ნაწილი, რომელზეც არის მიერთებული ენერგობლოკი/აგრეგატი, ავარიულ რეჟიმში გამოეყოფა ელექტროენერგეტიკულ სიტემას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გამანაწილებელი ქსელის მუშაობის პირობებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით გადაწყვიტოს, აღნიშნულმა ენერგობლოკმა/აგრეგატმა გააგრძელოს მუშაობა კუნძულოვან რეჟიმში თუ არა. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატთან სათანადო კოორდინაციით შეიმუშაოს ოპერატიული პროცედურები ავარიულ სიტუაციებში ენერგობლოკის/აგრეგატის სწრაფ რეაგირებაზე, ენერგობლოკის/აგრეგატის ავტომატური გაშვების ჩათვლით. 8. ენერგობლოკის/აგრეგატის გამანაწილებელ ქსელთან სინქრონიზაცია უნდა მოხდეს იმ ამომრთველ(ებ)ის საშუალებით, რომელიც შეთანხმებულია განაწილების ლიცენზიატთან. ელექტროსადგურის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ეს ამომრთველები შეიძლება იყოს: ა) საგენერატორო ამომრთველი; ბ) სამაღლებელი ტრანსფორმატორების დაბალი და მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო ამომრთველები. 9. სინქრონიზაციის ავტომატურ მოწყობილობას უნდა შეეძლოს გენერატორის გამანაწილებელ ქსელთან სინქრონიზაცია შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: ა) სიხშირის 48-52 ჰც დიაპაზონში; ბ) ქსელის ნომინალური ძაბვის ±10% ცვლილების დიაპაზონში. 10. ელექტროსადგურის პროექტირება ისე უნდა მოხდეს, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული რომელიმე ენერგობლოკის/აგრეგატის ავარიის გავრცელების რისკი სხვა ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე. ენერგობლოკის/აგრეგატის საკუთარი მოხმარება უნდა იყოს მიერთებული ამ ენერგობლოკის სამაღლებელი ტრანსფორმატორის დაბალი ძაბვის მხარეს ან/და ამ ენერგობლოკის/აგრეგატის დამხმარე მოწყობილობების კვება უნდა ხორციელდებოდეს სარეზერვო ან/და სხვა გარანტირებული წყაროდან. 11. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებს აცნობოს, რომ მის ენერგობლოკებს/აგრეგატს გააჩნია სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობა ქსელიდან ძაბვის მიწოდების გარეშე. 12. სამაღლებელი ტრანსფორმატორი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ არ შეიზღუდოს ელექტროსადგურის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობები გამანაწილებელ ქსელში ძაბვის დასაშვებ ზღვრებში ცვალებადობისას. 13. ელექტროსადგურის სამაღლებელ ტრანსფორმატორს უნდა გააჩნდეს (განაწილების ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მხრიდან ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში) გრაგნილების ხვიების გამომყვანების გადართვის შესაძლებლობა, რომლის ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 2.5%-ს. 14. გენერატორის სამაღლებელი ტრანფორმატორების მაღალი ძაბვის გრაგნილები უნდა იყოს შეერთებული ვარსკვლავურად და ნეიტრალი გამოყვანილი უნდა იყოს კორპუსს გარეთ, ხოლო დაბალი ძაბვის გრაგნილების შეერთების ტიპი უნდა იყოს სამკუთხედი. 15. ენერგობლოკი/აგრეგატი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის რეგულატორით და სიხშირის ცვალებადობაზე დატვირთვის კონტროლის სისტემით სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად, გადაცემის ქსელის წესების 23-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 16. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს განაწილების ქსელში ძაბვების რეგულირებაში შესაბამისი ძაბვის ავტომატური რეგულატორების მეშვეობით, ამ წესების 23-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 17. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია გააჩნდეს მაქსიმალური დენური დაცვა ან მაქსიმალური დენური დაცვა მინიმალური ძაბვის ბლოკირებით, გენერატორის დიფერენცილური დაცვა, სიხშირული დაცვა და აგზნების ველის დაკარგვისგან დაცვა. 18. განაწილების ლიცენზიატი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლში გათვალისწინებული დაცვების გარდა დამატებითი სხვა დაცვები. 19. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული ამომრთველის ოპერატიული მართვა (საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. მუხლი 83. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომლის ენერგობლოკი/აგრეგატი უერთდება გამანაწილებელ ქსელს, მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიერთების წერტილში ქსელის ეკვივალენტური წინააღმდეგობები ან მოკლე შერთვის დენების სიდიდეები სისტემის მუშაობის მაქსიმალურ და მინიმალურ რეჟიმებში; ბ) ინფორმაცია მიერთების წერტილში არსებული რელეური დაცვისა და ავტომატიკის შესახებ; გ) პროექტირებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი ინფორმაცია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 84. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთების მაძიებლებზე. 2. მიერთების წერტილის ნახაზები მზადდება ყოველი მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარისათვის და მოიცავს პროექტირების ნორმებით განსაზღვრულ ყველა საჭირო ნახაზს. 3. მაძიებელი ამზადებს და გადასცემს განაწილების ლიცენზიატს მიერთების წერტილამდე მის მხარეს არსებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ნახაზსა და სქემას. 4. განაწილების ლიცენზიატი ამზადებს და განმცხადებელს გადასცემს მისაერთებელი ქვესადგურის სქემებს ან/და სხვა საჭირო მონაცემებს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის. 5. თუ მიერთების წერტილი უნდა იყოს (ან არის) მაძიებლის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე, მაძიებელი ვალდებულია, მოამზადოს მიერთების უჯრედის ნახაზები. სხვა შემთხვევაში მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს განაწილების ლიცენზიატი. 6. მიერთების წერტილის ნახაზები და სქემები ზუსტად უნდა ასახავდეს მიერთების წერტილში პირველადი კომუტაციის ელექტრულ მიერთებებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს. 7. მიერთების წერტილების ნახაზების შტამპი უნდა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების სახელებსა და გვარებს, თარიღებსა და ხელმოწერებს. 8. მიერთების წერტილების სქემები და ნახაზები დამტკიცებული უნდა იქნეს განაწილების ლიცენზიატის მიერ. მიერთების წერტილის სქემებისა და ნახაზების თითო ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს ყველა მხარესთან. 9. მიერთების წერტილის ნახაზები გამოყენებული უნდა იქნეს მიერთების ობიექტთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამშენებლო, საექსპლუატაციო, სარემონტო თუ საპროექტო სამუშაოების დროს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 85. ობიექტებზე დაშვება 1. მოსარგებლე უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატის, აგრეთვე კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანიზაციების წარმომადგენლების დადგენილი წესით შეუფერხებელ დაშვებას (მათი ხელსაწყოების, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) მიერთების ადგილზე (მიერთების წერტილის მოსარგებლის ობიექტზე არსებობის შემთხვევაში) და მოსარგებლის ტერიტორიაზე არსებულ განაწილების ლიცენზიატის აპარატურაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურზე არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოსარგებლის ობიექტზე ან ტერიტორიაზე არსებული განაწილების ლიცენზიატის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებლის/განაწილების ლიცენზიატის ინსტრუქციებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. თავი XI. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 86. მიზანი 1. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის საქმიანობა გამომდინარეობს ქსელის დატვირთვის ზრდის პროგნოზიდან და ითვალისწინებს შესაბამისი ღონისძიებების გატარების დაგეგმვას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეების ხარისხიანი და საიმედო ელექტრომომარაგება. 2. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის წესის (შემდგომში – გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი) მიზანია: ა) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნებისა და ვალდებულებების განსაზღვრა გამანაწილებელი ქსელის განვითარების (ქსელის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და გაფართოება) კოორდინაციის უზრუნველსაყოფად; ბ) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პრინციპებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური ფუნქციონირების, აგრეთვე მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად; გ) დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებისა და პროცედურის განსაზღვრა განაწილების ლიცენზიატს, გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლესა და მაძიებელს შორის; დ) განაწილების ლიცენზიატებსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის დაგეგმვასთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის პროცედურების განსაზღვრა; ე) ხელი შეუწყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის განვითარებას საიმედოობისა და ეკონომიურობის პრინციპების გათვალისწინებით. 3. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესის მოქმედება ვრცელდება გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებზე, მაძიებლებსა და განაწილების ლიცენზიატებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 87. დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები 1. განაწილების ლიცენზიატის მიერ მომზადებული ხუთწლიანი გეგმის შემუშავების კრიტერიუმებია: ა) გამანაწილებელი ქსელით ელექტრომომარაგების (კონკრეტული დასახლებული პუნქტის, მსხვილი ობიექტების, რეგიონის და ა.შ.) უსაფრთხოების ნორმებისა და საიმედოობის სტანდარტების (მათ შორის, ელექტრომომარაგების წყვეტის მაჩვენებლების) გაუმჯობესება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; ბ) მომსახურების ხარისხის (მიწოდების უწყვეტობა, ელექტროენერგიის ხარისხი) გაუმჯობესება; გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) ენერგიის განახლებადი წყაროების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაცია; ე) მოხმარების ზრდის პროგნოზთან დაკავშირებული განვითარების გეგმები (ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ქსელის რეაბილიტაცია, გაფართოება, გამტარუნარიანობის გაზრდა და ა.შ.); ვ) სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე განსახორციელებელი ღონისძიებები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება (ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა); თ) ავტომატურად მართვადი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების განვითარება. 2. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტი/სამუშაო უნდა კვალიფიცირდებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით. 3. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან შეიმუშაონ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ხარჯ-სარგებლიანობის ანგარიშის გამჭვირვალე და გასაგები მეთოდოლოგია ქულობრივი შეფასების სისტემით, ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც წინასწარ თანხმდება კომისიასთან. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში გამანაწილებელი ქსელის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშა მახასიათებელი უნდა იყოს საპასპორტო მონაცემებით განსაზღვრულ ნორმალურ ზღვრებში და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები უნდა იყოს ამ წესებით დასაშვებ ფარგლებში. 5. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების დროს გამანაწილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადატვირთვის დონე და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის საქარხნო ინსტრუქციებსა და საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს გარემო პირობების გათვალისწინებით. 6. სიმძლავრის კოეფიციენტი (cosf) გამანაწილებელ ქსელში (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებელისა) დროის 95%-ის განმავლობაში უნდა იყოს შენარჩუნებული 0.9 – 1.0 ფარგლებში. 7. განაწილების ლიცენზიატმა განვითარების გეგმები ისე უნდა შეიმუშაოს, რომ შემდგომში აღარ განავითაროს მისი მომსახურების არეალში მყოფი 6 კვ ძაბვის ქსელი (გონიერების ფარგლებში). ნაცვლად აღნიშნული ძაბვის საფეხურისა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს 10 კვ და საშუალო ძაბვის სხვა უფრო მაღალი საფეხურების განვითარებას. 8. გამანაწილებელი ქსელის განვითარება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მუდმივად იყოს დაკმაყოფილებული შემდეგი საიმედოობის სტანდარტები (გარდა ისეთი ავარიული და ფორსმაჟორული შემთხვევებისა, რომლებზე კონტროლიც სცილდება შესაბამისი ლიცენზიატის შესაძლებლობებს): ა) 35-110 კვ ძაბვის ორტრანსფორმატორიან გამანაწილებელ ქვესადგურში ერთი ძალოვანი ელემენტის (ტრანსფორმატორი, ამომრთველი და სხვა) დაზიანება არ უნდა იწვევდეს ამ ქვესადგურზე მიერთებული დატვირთვის 30%-ზე მეტის გამორთვას; ბ) 35-110 კვ ძაბვის ერთტრანსფორმატორიანი გამანაწილებელი ქვესადგურები უნდა შემცირდეს კომისიასთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით; გ) წინამდებარე წესის ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში განაწილების ლიცენზიატმა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად უნდა უზრუნველყოს, რომ ქალაქისა და დაბის ტიპის დასახლებების გამანაწილებელ ქსელში ძაბვის დასაშვები გადახრა მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში ნორმალურ პირობებში კვირის მანძილზე დროის 95%-ის განმავლობაში არ აღემატებოდეს ±5 %-ს; დ) განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ელემენტების (ტრანსფორმატორების, ელექტროგადამცემი ხაზების) დატვირთვის შენარჩუნება არაუმეტეს საანგარიშო დატვირთვის მნიშვნელობამდე; ე) ელექტრომომარაგების წყვეტის მაჩვენებლები (გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსი – SAIDI, გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსი – SAIFI და მიუწოდებელი ელექტროენერგიის ინდექსი – ENS) უნდა შენარჩუნდეს კომისიის მიერ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისად. 9. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს 35-110 კვ ძაბვის ქვესადგურებში რეაქტიული ენერგიის კონტროლი. 10. გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში ასახული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის გეგმები/პროგნოზები გადამცემ და სხვა გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მიერთების წერტილების ან/და არსებული მიერთების წერტილების სიმძლავრის გაზრდის საჭიროების შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 88. სტრატეგიული გეგმები 1. სტრატეგიულ გეგმებს განეკუთვნება: ა) საქართველოს ენერგეტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით, დარგის განვითარების სხვადასხვა სამოქმედო გეგმებითა და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები და სამოქმედო გეგმები (მათ შორის, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა); ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ელექტროენერგეტიკული ბალანსები; გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები; დ) ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. 2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს სტრატეგიული გეგმებით განაწილების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და მიმართულებები საკუთარი ხუთწლიანი გეგმის მომზადებისას. 3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიისგან წერილობით მოითხოვოს სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე განმარტებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 89. ხუთწლიანი გეგმა 1. განაწილების ლიცენზიატის მიერ ხორციელდება გამანაწილებელი ქსელის განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვა, მათ შორის, ყველა საჭირო კვლევა და შეფასება. ამ მიზნით განაწილების ლიცენზიატი შეიმუშავებს ხუთწლიან გეგმას, რომელიც ამ თავით დადგენილი პროცედურებით შესათანხმებლად წარედგინება კომისიას. 2. ხუთწლიანი გეგმა მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პირველი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების გეგმის შესახებ. ხუთწლიანი გეგმის ბოლო ორი წელი (მე-4 და მე-5) მოიცავს ზოგად ინფორმაციას განაწილების ლიცენზიატის გეგმების შესახებ ცალკეული მიზნების შესასრულებლად და ატარებს ინდიკატურ ხასიათს. 3. ხუთწლიანი გეგმა შეიცავს: ა) ინფორმაციას განაწილების ლიცენზიატის ქსელში ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის (დატვირთვის), გატარებისა და მიწოდების შესახებ; ბ) გონივრულ პროგნოზებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების შესახებ, რომელიც განისაზღვრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სათანადო კოორდინაციით; გ) ინფორმაციას იმ გამანაწილებელი ქსელის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში; დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი პროექტების შესახებ (კომისიასთან შესათანხმებელი/შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები), რომლებიც უნდა განხორციელდეს არა უმეტეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში; ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაციის შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და სხვა ინფორმაციების გათვალისწინებით); ვ) ინფორმაციას ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების შესახებ, კვების ცენტრების მიხედვით); ზ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელთან ინტეგრაციის მიზნებისათვის ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობისა და მისი გაძლიერების შესახებ; თ) ინფორმაციას მომსახურების ხარისხის (მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტროენერგიის ხარისხის), აგრეთვე რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ელექტროენერგიის დანაკარგების კუთხით არსებული პრობლემებისა და სათანადო გეგმების შესახებ, აღნიშნული პრობლემების გამოსწორებისათვის; ი) ინფორმაციას ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორების განთავსების ადგილმდებარეობის შესახებ; კ) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასთან ან ახალი მიერთების წერტილების მოწყობასთან დაკავშირებულ გეგმებს; ლ) ხარჯსარგებლიანობის (ტექნიკურ-ეკონომიკურ) ანალიზს. 4. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები (გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა, ქვესადგურებში დამატებითი სატრანსფორმატორო სიმძლავრეების შექმნა და ა.შ.) ხორციელდება განაწილების ლიცენზიატის მიერ. 5. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებისა და მაძიებლებისგან შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას გადაცემისა და სხვა განაწილების ლიცენზიატებთან. 6. 1 კვ-ზე მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა და აგრეთვე განაწილების ლიცენზიატებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ხუთწლიანი გეგმების მომზადების საკითხებში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემების მიწოდებას. 7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული პროექტები განახორციელოს კონკრეტული მოსარგებლეების ან მაძიებლებისთვის რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების დაკისრების გარეშე. 8. გამანაწილებელი ქსელის განვითარების კვლევებში გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმილი ღონისძიებების (აქტივების შექმნა, ექსპლუატაცია და სხვა) დანახარჯების ანალიზი. ანალიზის დროს გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შესაბამისობაში უნდა იყოს „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილების მოთხოვნებთან. 9. გამანაწილებელი ქსელის გასაფართოებლად შესაბამისი სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია დაგეგმილი სამუშაოების სიდიდესა და კომპლექსურობაზე, აგრეთვე შესაძლოა დამოკიდებული იყოს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასა და სხვადასხვა ნებართვის აღებისთვის საჭირო პროცედურებზე/დროზე. ხუთწლიანი გეგმა უნდა მომზადდეს ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 90. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების პროცედურა 1. ხუთწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 5 კალენდარული წლისთვის შეიმუშავებს განაწილების ლიცენზიატი. აღნიშნული პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებას (მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში). 2. განაწილების ლიცენზიატმა ხუთწლიანი გეგმის პროექტის მომზადებისას 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმები უნდა განსაზღვროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების ათწლიანი გეგმის, სხვა სტრატეგიული გეგმებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების ეკონომიკურობის გათვალისწინებით. 3. განაწილების თითოეული ლიცენზიატი ხუთწლიანი გეგმის პროექტს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისისა უგზავნის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განსახილველად და ამავე ვადაში ინფორმაციის სახით წარუდგენს კომისიას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მიღებიდან არა უგვიანეს მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისა შეისწავლოს ხუთწლიანი გეგმის შესაბამისობა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმასთან (მხოლოდ 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმის ნაწილში) და მიაწოდოს კომისიას მისი დასაბუთებული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით. 4. კომისია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დასაბუთებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ იწყებს ხუთწლიანი გეგმის პროექტის შესწავლას, მართავს კონსულტაციებსა და საჯარო განხილვებს, რის შედეგადაც, არაუგვიანეს ორი თვის ვადაში: ა) ითანხმებს განაწილების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ხუთწლიან გეგმის პროექტს; ან ბ) გადაწყვეტილებით განსაზღვრავს გეგმის პროექტის ხარვეზებს, უბრუნებს მას განაწილების ლიცენზიატს შესაბამისი შენიშვნებით და კორექტირებული გეგმის წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს არაუმეტეს ერთი თვის ვადას. 5. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატს კომისიამ დაუბრუნა ხუთწლიანი გეგმის პროექტი კორექტირებისათვის, იგი ვალდებულია არაუგვიანეს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახლებული ხუთწლიანი გეგმის პროექტი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წარმოადგინოს კომისიაში, რომელსაც კომისია მისი გადაწყვეტილებით ითანხმებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში. 6. ხუთწლიან გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. 7. გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან განაწილების ლიცენზიატები. ხუთწლიანი გეგმის შესრულების კონტროლს ახორციელებს კომისია. 8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს და ყოველი სატარიფო რეგულირების დაწყების წინ კომისიას წინასწარ შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის სატარიფო რეგულირების პერიოდზე გათვლილი საინვესტიციო გეგმები (პროექტები). აღნიშნული საინვესტიციო გეგმების შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება ამ წესებითა და „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილებით. 9. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესრულების შესახებ ინფორმაცია. მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიწყოს კონსულტაციები კომისიასთან და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები (საჭიროების შემთხვევაში). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 91. დაგეგმვის მონაცემთა მიწოდება 1. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების მიზნებისათვის 1 კვ ძაბვაზე უფრო მაღალ საფეხურზე მიერთებულმა გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ვადებში უნდა მიაწოდონ დაგეგმვის მონაცემები ამ წესების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს გრძელვადიან პერიოდში საპროგნოზო მოხმარებისა და დატვირთვის მონაცემებს. 2. ახალი ელექტროსადგური და 35-110 გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელი ვალდებულია მიერთების განაცხადთან ერთად (ან მიერთების განაცხადით) განაწილების ლიცენზიატს მიაწოდოს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემები (სიმძლავრის ათვისების გრაფიკი) მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის. 3. 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული მომხმარებელი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირდაპირი მომხმარებლები (ყველა ძაბვაზე) ვალდებული არიან განაწილების ლიცენზიატს გადასცენ მომდევნო ხუთი წლის პროგნოზი დატვირთვისა და მოხმარების შესახებ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თითოეული წერტილისათვის. პროგნოზის პირველი წელი უნდა იყოს ჩაშლილი თვეების მიხედვით, ხოლო დარჩენილი ოთხი წელი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წლიური მონაცემით. 4. განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაახარისხოს დაგეგმვის მონაცემები შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) საპროგნოზო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტროენერგიის მოხმარებასა და სიმძლავრის დატვირთვასთან დაკავშირებულ პროგნოზს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის; ბ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შეფასებითი ან საპროექტო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის მიერ დაგეგმილი ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების პარამეტრების საპროექტო ან შეფასებით მონაცემებს, რომლებიც უნდა წარმოადგინონ მაძიებლებმა მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ; გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული/საპასპორტო მონაცემები ან შესაბამისი აქტით დადასტურებული ფაქტობრივი მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებულ/საპასპორტო პარამეტრებს. 5. დაგეგმვის მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ განაწილების ლიცენზიატს. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული დრო და პერიოდი, როდესაც ცვლილებას ჰქონდა ან ექნება ადგილი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 92. ელექტრონული რუკები 1. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული რუკების მომზადება გეოგრაფიული საინფორმაციო რუკების ფორმატში. 2. განაწილების ლიცენზიატმა ქსელში განხორციელებული ცვლილებები უნდა ასახოს შესაბამის რუკებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 93. განაწილების ლიცენზიატის დაგეგმვის საშუალებები 1. განაწილების ლიცენზიატმა დაგეგმვის თანამედროვე და ეფექტური საშუალებების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ოპერირების ეფექტურობისა და საიმედოობის დონის ამაღლება. 2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დანერგოს თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების პროგრამა/პროგრამები გამანაწილებელი ქსელის კვლევების კომპიუტერული მოდელირებისა და ოპტიმიზაციისათვის. კომპიუტერული მოდელირების პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს გამანაწილებელი სისტემის დაგეგმვის მოთხოვნებს და უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები (მოდულები): ა) ნაკადგანაწილების ანალიზი; ბ) კონდენსატორების (რეაქტიული კომპენსაციის მოწყობილობების) განთავსების მოდელირება და ოპტიმიზაცია; გ) მოკლე შერთვის დენების ანალიზი; დ) ძაბვის რეგულირების ანალიზი; ე) ძრავული გაშვებისას ძაბვის ვარდნის ანალიზი; ვ) ფიდერების დინამიური ოპტიმიზაცია, დატვირთვის გადართვის სიმულირებით. აღნიშნული ფუნქციის საშუალებით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ოპერატიული გადაწყვეტილებებისა და ავარიული შემთხვევების ანალიზი; ზ) მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება; თ) ქსელში ჰარმონიკებისა და ძაბვის სხვა მახასიათებლების ანალიზი. 3. განაწილების ლიცენზიატი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას თავისი ქსელის ყველა ელემენტის ტექნიკური მახასიათებლის შესახებ, მათ შორის, საპასპორტო-საქარხნო ან შესაბამისი აქტით დადასტურებულ ფაქტობრივ მონაცემებზე, ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდზე და სხვ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 94. დანაკარგების შემცირების ღონისძიებები 1. განაწილების ლიცენზიატი მუდმივად უნდა სრულყოფდეს პროექტირებისას და ქსელის მშენებლობისას გამოყენებულ ტექნოლოგიებს, აგრეთვე ოპერატიულ პროცედურებს. 2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესამცირებლად, კერძოდ: ა) გამოიყენოს მხოლოდ დაპრესილი ან ჭანჭიკით დაჭერილი შეერთებები/გადაბმები; ბ) არ დაუშვას მიერთების დროს ელექტროსადენების ერთმანეთზე ხელით გადაბმა; გ) დაბალი ძაბვის ქსელში ელექტროსადენის განივკვეთი და სიგრძე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ძაბვის ვარდნა ხაზის მთელ სიგრძეზე არ აღემატებოდეს 5%-ს; დ) უზრუნველყოს დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების შესაძლებლობის მქონე ახალი ტრანსფორმატორების შერჩევა; ე) გამანაწილებელი ქსელი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიგრძე სატრანსფორმატორო პუნქტიდან მომხმარებლის დატვირთვის პუნქტამდე; ვ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს ტექნიკურ-ეკონომიკურად გამართლებულ მაღალ ნომინალურ ძაბვაზე (გონივრულობის ფარგლებში); ზ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია მოხდეს უპირატესად მოხმარებასთან ახლოს, ამასთან, განაწილების ლიცენზიატმა უნდა გაამკაცროს კონტროლი მომხმარებლის მხრიდან სიმძლავრის კოეფიციენტთან დაკავშირებით, ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულებაზე; თ) აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მიერთების წერტილებში, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ი) დაბალი ძაბვის ხაზები შესრულებული უნდა იყოს იზოლირებული სადენებით; კ) დადგენილი წესის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს ხაზის ტრასების გაკაფვა; ლ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს მომხმარებელთა ჯგუფების სიახლოვეს (დატვირთვის ცენტრში) იმგვარად, რომ შესაბამისი მომხმარებლები შეძლებისდაგვარად თანაბრად იყოს დაშორებული აღნიშნული სატრანსფორმატორო პუნქტიდან; მ) ავტომატური საკომუტაციო აპარატურა უნდა განთავსდეს 1 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების განშტოების შემთხვევაში; ნ) დანაკარგების სტრუქტურული დაყოფა და ანალიზი უნდა ხორციელდებოდეს აღრიცხვის სისტემებისა და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით; ო) სხვა ღონისძიებები, რომელთაც განაწილების ლიცენზიატი მიზანშეწონილად მიიჩნევს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 95. მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს მომდევნო ხუთი წლის მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზი, რომელიც იქნება ხუთწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. 2. განაწილების ლიცენზიატმა მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები: ა) მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პროგნოზები მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (საყოფაცხოვრებო, კომერციული, სამრეწველო და სხვა); ბ) ელექტრიფიკაცია, ქსელის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება; გ) ელექტროენერგიის ტარიფები და მისი სტრუქტურა; დ) სტრატეგიული გეგმები, აგრეთვე ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კერძო ინვესტორების მიერ; ე) მოთხოვნის მართვის, პიკური დატვირთვის შერბილებისა და დანაკარგების შემცირების გეგმის ეფექტები; ვ) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები; ზ) სხვა განაწილების ლიცენზიატებისა და ქსელის მფლობელების გეგმები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შესაბამის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში გადადინებაზე; თ) მიწის გამოყენებისა და ზონირების მეთოდი; ი) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელის გამოყენებასაც განაწილების ლიცენზიატი მიზანშეწონილად მიიჩნევს. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შექმნას გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების კატეგორიების მონაცემთა ბაზები მე-9 დანართის შესაბამისად და ასახოს ბილინგის ბაზაში, რომელიც უნდა განაახლოს ყოველწლიურად. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაამუშაოს მოხმარების (დატვირთვის) გრაფიკები იმისათვის, რომ გაანალიზდეს მოხმარების (დატვირთვის) ხასიათი სხვადასხვა მომხმარებლის კატეგორიისა და მოწყობილობებისათვის. ამ მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ელექტროენერგიის მოთხოვნის გრაფიკი დღე-ღამური, სეზონისა და წლის ჭრილში; ბ) მომხმარებლების კატეგორიების მოხმარების გრაფიკები და მათ შორის განსხვავების ანალიზი; გ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური მოხმარება; დ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური პიკური დატვირთვა; 5. განაწილების ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილებში დატვირთვის გრაფიკები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 96. გამანაწილებელი ქსელის კვლევები 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) ჩაატაროს გამანაწილებელი ქსელის კვლევები დაგეგმილი მიერთებების, სტრატეგიული პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის ქსელზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ქსელის საიმედო ფუნქციონირება და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადოდ დაკმაყოფილება. 2. განაწილების ლიცენზიატის მიერ შესრულებული კვლევები უნდა მოიცავდეს: ა) ნაკადგანაწილების ანალიზს. ამ დროს უნდა მოხდეს გამანაწილებელი ქვესადგურების (ტრანსფორმატორების), ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვის ხარისხის გამოკვლევა. საპროგნოზო ნაკადგანაწილების ანალიზი უნდა ტარდებოდეს ზამთრისა და ზაფხულის მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვის; ბ) მომხმარებლების მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზების ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს არსებული სქემების, საპროექტო მიერთებების, მოხმარების პროგნოზირებისა და გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი ახალი ქვესადგურების შესაძლებლობების ანალიზს; გ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის ოპტიმალური გეგმების შემუშავებას (საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სათანადო თანამშრომლობით). ამ კვლევების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ძაბვის რეგულირების სტრატეგია. რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის გეგმის შემუშავებისას უნდა იქნეს გამოკვეთილი მათი დადებითი ზეგავლენა ელექტროენერგიის ხარისხსა და დანაკარგებზე. მაკომპენსირებელი მოწყობილობების განთავსების ოპტიმალური ადგილმდებარეობის განსაზღვრა სასურველია სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით; დ) დანაკარგების შემცირების ზომების შემუშავებას ელექტრომომარაგების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. კვლევების დროს უნდა გაანალიზდეს დანაკარგების სტრუქტურა, რომელიც უნდა დახარისხდეს სხვადასხვა კატეგორიად და შეჯამდეს რაოდენობრივად. დანაკარგების ანალიზი იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ გამოიკვეთოს განაწილების ლიცენზიატის მიერ გასატარებელი (ან გატარებული) ღონიძიებების დადებითი ეფექტი, აგრეთვე მოხმარების ზრდის, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ელექტროსადგურების მიერთების შედეგად გამოწვეული დადებითი ან უარყოფითი ეფექტი. კვლევების შედეგების გათვალისწინებით განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაგეგმოს ტექნიკურ-ეკონომიკურად მიზანშეწონილი ღონისძიებები დანაკარგების შესამცირებლად; ე) ძაბვის დანაკარგების კვლევებს, იმისათვის, რომ გამოვლინდეს ქსელის ის უბნები ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ის წერტილები, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძაბვის დანაკარგებს და თავიდან იქნეს აცილებული ამ წესებით დადგენილი ძაბვის ნორმალურიდან დასაშვები გადახრის ზღვრების დარღვევა. ძაბვის ვარდნის კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალი ელექტროსადგურების მიერთების გეგმები და მოხმარების (დატვირთვის) ზრდის პროგნოზი; ვ) მოკლე შერთვის დენების ანგარიშებს, იმისათვის, რომ დადგინდეს ახალი ელექტროსადგურებისა და სხვა ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელთან მიერთების შედეგად მოკლე შერთვის დენების დონეებზე შესაძლო ზემოქმედება. მოკლე შერთვის დენების კვლევებისას უნდა გამოვლინდეს ქსელის ის უბნები, სადაც არსებობს ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისათვის საშიში სიდიდის მოკლე შერთვის დენების წარმოშობის შესაძლებლობა და მათი დაზიანების საფრთხე (მათ შორის, როგორც გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლის, ასევე განაწილების ლიცენზიატისა). მოკლე შერთვის დენების კვლევები შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა სცენარის მიხედვით, მათ შორის, მინიმალურ და მაქსიმალურ დატვირთვებზე, ხოლო კვლევებისას გამოვლენილი შედეგების მიხედვით საჭირიების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მოკლე შერთვის შემამცირებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა აისახოს გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში; ზ) გამანაწილებელი ქსელის საიმედოობის კვლევებს. ამ კვლევების დროს ალბათობრივად უნდა განისაზღვროს გამანაწილებელ ქსელში მომხმარებლების ელექტრომომარაგების წყვეტის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, სიხშირის გადახრის და მიუწოდებელი ენერგიის (SAIDI-ს, SAIFI-ს, და ENS-ის) საპროგნოზო მაჩვენებლები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა საიმედოობის სტანდარტების მოთხოვნილ დონეზე შესასრულებლად. 3. განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლების სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფისათვის ლიცენზიატმა უნდა დანერგოს ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების ანალიზატორების (ჩამწერების) გამოყენება, რისთვისაც მან უნდა შეიმუშაოს აღნიშნული ანალიზატორების (ჩამწერების) საკუთარ ქსელში განთავსების ყოველწლიური სქემა-გრაფიკი, რომელიც უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნილი პერიოდულობითა და ფორმატით მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული საკონტროლო წერტილებისათვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. თავი XII. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 97. ზოგადი დებულებები 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საპროგნოზო მონაცემები გამანაწილებელი ქსელის მოსარგებლეებისგან. 2. წინამდებარე წესების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს მოხმარების საპროგნოზო მონაცემები. 3. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება: ა) განაწილების ლიცენზიატებზე; ბ) გამანაწილებელ ქსელში ჩართულ მოსარგებლეებზე, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 1000 კვტ-ს. 4. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის თვალსაზრისით არსებობს სამი სახის გათიშვის ტიპი: ა) მოკლევადიანი გეგმური გათიშვა, რომელიც მოითხოვს სულ მცირე შვიდი დღით ადრე შეთანხმებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან; ბ) არაგეგმური გათიშვა, რომლის საჭიროება წარმოიშვება ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშაობის არასასურველი პირობებიდან გამომდინარე და რომელიც მოითხოვს უახლოეს პერიოდში შეკეთებაში ჩაყენებას; გ) იძულებითი გათიშვა, რომელიც ხორციელდება განაწილების ლიცენზიატის კონტროლის გარეშე და გამოწვეულია ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ავარიით ან დამცავი ავტომატიკის მოქმედებით. აღნიშნული გათიშვის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, გათიშვის სავარაუდო მიზეზის მითითებით. 5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კოორდინაცია მოახდინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სისტემის აღდგენის პროცედურების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული გათიშვების შემდეგ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 98. მიზნები და ამოცანები 1. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესი მოიცავს გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის კოორდინაციის საკითხებს. 2. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის მიზანია განსაზღვროს განაწილების ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვისა და მოკლევადიანი პროგნოზების შესახებ ინფორმაციის დამუშავებისა და ამ ინფორმაციის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიწოდების პროცედურები გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად. 3. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის ამოცანაა: ა) დატვირთვისა და წარმოების პროგნოზის, აგრეთვე სხვა მონაცემების განსაზღვრა, რომლებიც განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდონ გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა, განაწილებლის ლიცენზიატისთვის ამ წესებით, ლიცენზიითა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა პასუხისმგებლობების ჯეროვნად შესასრულებლად; ბ) დაადგინოს გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვისა და გათიშვების დაგეგმვის პროცედურები გამანაწილებელი ქსელის ეფექტური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სათანადოდ იქნება გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გეგმური შეკეთების სამუშაოების საჭიროება. 4. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის მოქმედების სფეროს მიეკუთვნება: ა) გამანაწილებელი ქსელის დატვირთვისა და გენერაციის მოკლევადიანი პროგნოზირება; ბ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისა და ელექტროსადგურების გათიშვების დაგეგმვა და კოორდინაცია; გ) გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის საკითხები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 99. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების მოხმარების მოკლევადიანი პროგნოზირება 1. დატვირთვის მონაცემების მიწოდების, ოპერატიული დაგეგმვისა და კონტროლის განხორციელების დროს, მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზები განაწილების ლიცენზიატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 2. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების მიზნებია: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება განაწილების ლიცენზიატების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს სიმძლავრის საკმარისი რეზერვი; ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში. 3. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის. 4. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით): ა) არა უგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს განაწილების ლიცენზიატებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო; ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა თითოეული განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ: ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება განაწილების ლიცენზიატებისთვის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის; ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ. მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.), სიტუაციის შესაბამისად; ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის; ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში; ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში. 5. მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები. 6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 100. გათიშვების დაგეგმვა 1. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, შეატყობინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გამანაწილებელ ქსელში ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-დანადგარებსა და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე. 2. გამანაწილებელ ქსელში გათიშვების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის მომხმარებლების გეგმური გათიშვების კოორდინაციის დროს განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულების შესაბამისად. 3. განაწილების ლიცენზიატს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გათიშვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე შეუძლია მოითხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მოკლევადიანი გეგმური სარემონტო გათიშვების უფლება. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გამანაწილებელი ქსელის შესახებ, რომელსაც გათიშვა ეხება; ბ) გათიშული სიმძლავრის შესახებ (მგვტ); გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ მგვტ-ში (ელექტროსადგურების შემთხვევაში); დ) გათიშვის მისაღები დაწყების დღესა და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს; ე) გათიშვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს). 4. მოთხოვნის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის ლიცენზიატისგან სიტუაციის განხილვის შემდეგ პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 5. თუ გამანაწილებელ ქსელს სჭირდება გათიშვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გათიშვების გეგმებს), განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს: ა) გამანაწილებელი ქსელის დასახელებას; ბ) არაგეგმური გათიშვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროსა და ხანგრძლივობას; გ) ინფორმაციას გათიშვის ხასიათისა და გათიშული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის, ინფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გათიშვისას). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს განაწილების ლიცენზიატს კორექტირების შეტანა გათიშვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით. კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 7. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს განაწილების ქსელის იძულებით გათიშვას, განაწილების ლიცენზიატმა უნდა აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ. აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ელექტროენერგიის უმოკლეს ვადებში აღსადგენად. 8. განაწილების ლიცენზიატმა არაგეგმური გათიშვისას გათიშვის მიზეზისა და აღდგენის ზუსტი დროის დადგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 9. თუ გათიშვის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, განაწილების ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და აღდგენის თარიღი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 101. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა 1. ყოველი წლის დასაწყისში განაწილებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების შესაბამი უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან ერთმანეთს წარუდგინონ ოპერატიული პერსონალის იმ პირთა სია, ვისაც უფლება აქვს აწარმოოს ოპერატიული მოლაპარაკებები. 2. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა წარმოებდეს გამართული ტერმინოლოგიით, ოპერატიული გადართვების წარმოებისას ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედებების გამიჯვნის მიზნით კი უნდა იხელმძღვანელონ ელექტროდანადგართა მართვა-გამგებლობის შეთანხმებული ჩამონათვალის მიხედვით. 3. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა იწერებოდეს სპეციალურ მოწყობილობაში, რომლისგანაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება. 4. ზემდგომ ოპერატიულ პერსონალს უფლება აქვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ პერსონალზე გასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვისათვის საჭირო ნებისმიერი განკარგულება, მათ შორის: ა) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე მართვასა და გამგებლობაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე; ბ) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში ძირითად ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე; გ) რელეური დაცვისა და ავტომატიკის დანაყენების შეცვლაზე; დ) სასისტემო ავარიის ლიკვიდაციის პროცესში შესაბამისი სქემის მომზადებასა და გადართვების წარმოებაზე. 5. განაწილების ლიცენზიატის 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელში ჩართული ის მოსარგებლეები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელი, ვალდებული არიან დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატთან ყოველწლიურად წარადგინონ იმ პირთა სია, უსაფრთხოების ჯუფის მითითებით, რომელთაც უფლება ენიჭებათ ოპერატიული მოლაპარაკება აწარმოონ საკუთარი ქსელის მართვაზე. 6. განაწილების ლიცენზიატის სადისპეტჩერო სამსახური ვალდებულია: ა) განუხრელად შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ყველა განკარგულება და მოთხოვნა; ბ) მკაცრად დაიცვას მოხმარების შეთანხმებული ყოველსაათობრივი გრაფიკი; გ) დროულად აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მის ქსელში მომხდარი ავარიული გამორთვების შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალურ მუშაობაზე; დ) არ დაუშვას სიხშირის ავტომატური განტვირთვის მოწყობილობით და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მოქმედების შედეგად გამორთული მომხმარებლების ჩართვა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების გარეშე; ე) განაწილების ლიცენზიატის ქსელში ავარიის დროულ აღმოფხვრაზე. 7. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატს გარკვეული მიზეზის გამო არ შეუძლია განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოების შესრულება შეთანხმებულ დროში, მაშინ მან უარი უნდა განაცხადოს სამუშაოს წარმოებაზე და გაუქმდეს განაცხადი. 8. განაწილების ლიცენზიატის რეგიონული სადისპეტჩერო სამსახურებიდან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განაცხადი უნდა გადაეცეს განაწილების ლიცენზიატის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის გავლით. 9. გეგმურ შეკეთებაში არსებულ მოწყობილობაზე ვადის გაგრძელებაზე განაცხადი განაწილების ლცენზიატმა უნდა გადასცეს ძირითადი განაცხადის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე. 10. არაგეგმური განაცხადები, რომლებიც არ ატარებენ ავარიულ ხასიათს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა გადაეცეს ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე. 11. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვა- გამგებლობის მინიჭება ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 12. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან რელეური დაცვისა და ავტომატიკის ექსპლუატაციაში შეყვანა ან მისი გამოცდა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გამანაწილებელ ქსელში ჩართული მომხმარებლების გათიშვა, უნდა შეთანხმდეს განაწილების ლიცენზიატთან. 13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში) უზრუნველყოს ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში ავტონომიურად მომუშავე ელექტროსადგურების ნორმალური მუშაობა. 14. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტროსადგურის ნულიდან გაშვების შესახებ განკარგულების გაცემის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი მოქმედებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული ინსტრუქციების მიხედვით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. თავი XIII. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 102. მოქმედების სფერო და მიზნები 1. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება განაწილების ლიცენზიატსა და განაწილების ლიცენზიატის საცალო მომხმარებლებზე. 2. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესის მიზანს წარმოადგენს: ა) აღრიცხვის მოწყობილობების ტექნიკური მოთხოვნების (მათ შორის, სიზუსტის კლასის) განსაზღვრა; ბ) მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემების მოწყობის პირობების განსაზღვრა. 3. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესის ამოცანებია: ა) აღრიცხვის მოწყობის ტექნიკური მოთხოვნების დადგენა; ბ) მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა. 4. ამ თავში განხილული მოთხოვნები არ ვრცელდება გამანაწილებელი ქსელის ისეთ აღრიცხვის წერტილებზე, რომლებიც მონაწილეობენ საბითუმო ვაჭრობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 103. ზოგადი დებულებები 1. მომხმარებელი უფლებამოსილია არ მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. 2. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. 3. მიუხედავად გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეთოდისა და აღრიცხვის კვანძის ადგილმდებარეობისა, აღრიცხვის კვანძი უნდა იმყოფებოდეს განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში. 4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს ელექტროენერგიის აღრიცხვის (გაზომვის) თანამედროვე ტექნოლოგიები და პროცესები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს ასახული ამ წესში ან რომლის შესაძლებლობებიც აღემატება ამ წესებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 104. ტექნიკური მოთხოვნები აღრიცხვის მოწყობილობების მიმართ 1. ახალი მიერთების უზრუნველსაყოფად დამონტაჟებული დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესების 64-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა განთავსდეს მიერთების წერტილში (საბალანსო გაყოფის საზღვარზე) ან მიერთების წერტილთან სიახლოვეს, ფიზიკური ადგილმდებარეობისა და ხარჯების გათვალისწინებით. 3. 1 კვ და უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთების შემთხვევაში ელექტროენერგიის მრიცხველი და მისი მოწყობის სტანდარტები უნდა აკმაყოფილებდეს 65-ე მუხლის მოთხოვნებს. 4. 1 კვ-ზე დაბალი ძაბვის მიერთების შემთხვევაში გამოიყენება არანაკლებ 1.0 სიზუსტის კლასის მრიცხველები და მზომი ტრანსფორმატორები. მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ უფრო მაღალი სიზუსტის აღრიცხვის მოწყობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 105. აღრიცხვიანობის რეესტრი 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვიანობის რეესტრი. 2. აღრიცხვიანობის რეესტრის წარმოების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს შემდეგი მონაცემები თითოეული აღრიცხვის წერტილისათვის: ა) მომხმარებლების მრიცხველების დაყენების ან შეცვლის თარიღების შესახებ; ბ) მრიცხველის დამონტაჟებისას მრიცხველზე არსებული საწყისი ჩვენება; გ) მომხმარებლის მრიცხველების და ლუქის ნომრები; დ) მრიცხველის განთავსების ადგილმდებარეობა (მისამართი); ე) ნებისმიერი ქმედება, განხორციელებული მომხმარებლის აღრიცხვის კვანძში (მათ შორის, შემოწმება, შეცვლა, შეკეთება და ა.შ.); ვ) მიერთების ტექნიკური პირობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. მუხლი 106. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები 1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები. 2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 30 სამუშაო დღის განმავლობაში შეცვალოს არსებული მრიცხველი ახალი მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველით, რომლის საფასური და გადახდის პირობები (ვადები) განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია საცალო მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად. 5. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება მომხმარებლისთვის; ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად; გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ საათში ერთხელ; დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია); ე) გააჩნდეს დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელების შესაძლებლობა; ვ) გააჩნდეს დისტანციურად ელექტრომომარაგების ჩართვა-გამორთვის უნარი; ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი; თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია; ი) ორი მიმართულებით (გაცემისა და მიღების რეჟიმში) აღრიცხვის უნარი (იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელს საკუთრებაში აქვს მიკროელექტროსადგური); კ) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში); ლ) ძაბვის ხარისხისა და ელექტროენერგიის უწყვეტობის კომისიასთან შეთანხმებული მაჩვენებლების ჩაწერის ფუნქცია. 6. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს განაწილების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც განაწილების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. თავი XIV. (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 107. (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 108. (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.05.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 17.10.2016წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 08.01.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.04.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 109. (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 05.11.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ.
თავი XV. გენერაციის ობიექტების ქსელზე მიერთების მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 110. მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები 1. ეს თავი განსაზღვრავს ელექტროსადგურების, მათ შორის, სინქრონული ელექტროსადგურების, სიმძლავრის პარკების ელექტროსადგურების (შემდგომში „სიმძლავრის პარკების“) და არასახმელეთო სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამდენად, ის ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას, სისტემის უსაფრთხოებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების ინტეგრაციას, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ელექტროენერგიით ვაჭრობას. 2. ეს თავი ასევე ადგენს ვალდებულებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემის ოპერატორების მხრიდან ადგილი ჰჰქონდეს ელექტროსადგურების შესაძლებლობების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ გამოყენებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 111. ტერმინთა განმარტებები 1. ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები: ა) „ორგანო“ – კომისია, სისტემის ოპერატორი ან კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა საჯარო ან კერძო პირი; ბ) „სინქრონული ზონა“ – ზონა, რომელიც მოიცავს სინქრონულად ურთიერთდაკავშირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, როგორიც არის სინქრონული ზონები: კონტინენტური ევროპა (CE), დიდ ბრიტანეთი (GB), ირლანდია-ჩრდილოეთ ირლანდია (IRE), ჩრდილოეთ ევროპა (NE), ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის (ბალტიისპირეთი) ენერგოსისტემა, რომლებიც ნაწილია უფრო ფართო სინქრონული ზონისა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ენერგოსისტემები; გ) „ძაბვა“ – ორ წერტილს შორის ელექტრონულ პოტენციალთა სხვაობა, გაზომილი, როგორც პირდაპირი მიმდევრობის ხაზური ძაბვის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა ძირითად სიხშირეზე; დ) „სრული სიმძლავრე“ – ძირითადი სიხშირის პირობებში ძაბვისა და დენის ნამრავლი, სამფაზა ქსელის შემთხვევაში გამრავლებული ფესვი 3-ზე, ჩვეულებრივ გამოიხატება კილოვოლტ-ამპერებში (კვა) ან მეგავოლტ-ამპერებში (მგვა) ; ე) „ელექტროსადგური“ – სინქრონული ელექტროსადგური ან სიმძლავრის პარკი; ვ) „გენერაციის ობიექტი“ – ობიექტი, რომელიც პირველად ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და შეიცავს ერთ ან მეტ ელექტროსადგურს, დაკავშირებულს ქსელთან მიერთების ერთი ან მეტი წერტილით; ზ) „გენერაციის ობიექტის მფლობელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს გენერაციის ობიექტს; თ) „მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობა“ – მოწყობილობის ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომელიც აუცილებელია პირველადი ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნისათვის; ი) „სინქრონული ელექტროსადგური“ – მოწყობილობების განუყოფელი კომპლექტი, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიის წარმოება იმგვარად, რომ გენერირებული ძაბვის სიხშირე, გენერატორის სიჩქარე და ქსელის ძაბვის სიხშირე ერთმანეთთან არის მუდმივ თანაფარდობაში და შესაბამისად, სინქრონიზმში; კ) „ელექტროსადგურის დოკუმენტაცია“ – ელექტროსადგურის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი დოკუმენტი B ან C ტიპის ელექტროსადგურებისთვის, რომელიც ადასტურებს ელექტროსადგურის შესაბამისობას არსებული თავის ტექნიკურ კრიტერიუმებთან და უზრუნველყოფს საჭირო მონაცემებსა და განცხადებებს, მათ შორის, შესაბამისობის განცხადების მიწოდებას; ლ) „შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორი“ (შემდგომში „გადამცემი სისტემის ოპერატორი“), რომლის კონტროლის ზონაში ქსელს უერთდება ან მიუერთდება ნებისმიერი ძაბვის დონეზე ელექტროსადგური, მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი სისტემა ან მუდმივი დენის ჩანართი ( შემდგომში - HVDC სისტემა); მ) „ელექტრული ქსელი“ (შემდგომში – ქსელი) – ერთმანეთთან დაკავშირებული ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის გადაცემა ან განაწილება; ნ) „შესაბამისი სისტემის ოპერატორი“ – ის გადამცემი სისტემის ოპერატორი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომლის სისტემაზეც მიერთებულია ან მიუერთდება ელექტროსადგური, მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი სისტემა ან HVDC სისტემა; ო) „მიერთების ხელშეკრულება“ – ხელშეკრულება შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს, მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან HVDC სისტემის მფლობელს შორის, რომელიც მოიცავს შესაბამის სამშენებლო და სპეციფიკურ ტექნიკურ მოთხოვნებს გენერაციის ობიექტის, მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი სისტემის, გამანაწილებელ სისტემასთან მიერთების ან HVDC სისტემისთვის; პ) „მიერთების წერტილი“ – გაყოფის საზღვარი, სადაც ელექტროსადგური, მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი სისტემა ან HVDC სისტემა უერთდება გადამცემ ქსელს, არასახმელეთო ქსელს, გამანაწილებელ სისტემას, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემებს, ან HVDC სისტემას, როგორც ეს განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში; ჟ) „მაქსიმალური სიმძლავრე“ „Pmax“ – უწყვეტი მაქსიმალური აქტიური სიმძლავრე, რომლის გენერაციაც შეუძლია ელექტროსადგურს, იმ მოხმარების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია ამ ელექტროსადგურის ოპერირებისთვის, რომელიც არ მიეწოდება ქსელს, როგორც ეს განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. რ) „სიმძლავრის პარკის ელექტროსადგური“ (შემდგომში „სიმძლავრის პარკი“) – აგრეგატი ან აგრეგატთა ერთობლიობა, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებას და რომელიც ქსელთან დაკავშირებულია ასინქრონულად ან ძალური ელექტრონიკით და აქვს გადამცემ ქსელთან, გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემასთან ან HVDC სისტემასთან მიერთების ერთი წერტილი; ს) „არასახმელეთო სიმძლავრის პარკის ელექტროსადგური“ (შემდგომში არასახმელეთო სიმძლავრის პარკი“)- სიმძლავრის პარკი, რომელიც მდებარეობს არასახმელეთო ზონაში - არასახმელეთო მიერთების წერტილით; ტ) „სინქრონული კომპენსაციის რეჟიმში მუშაობა“ – გენერატორის მუშაობის რეჟიმი, პირველადი ამძრავის გარეშე ძაბვის რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების ან მოხმარების გზით დინამიკური დარეგულირებისათვის; უ) „აქტიური სიმძლავრე“ – სრული სიმძლავრის რეალური მდგენელი ძირითად სიხშირეზე, გამოხატული ვატებში(ვტ), კილოვატებში (კვტ) ან მეგავატებში (მგვტ; ფ) „ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“ – ერთი ან რამდენიმე ჰიდროაგრეგატი, რომელშიც წყლის ატუმბვა და შენახვა შესაძლებელია ტუმბოების მეშვეობით ზედა რეზერვუარში და ინახება ელექტროენერგიის შემდგომი გამომუშავებისთვის; ქ) „სიხშირე“ – სისტემის ელექტრული სიხშირე წარმოადგენს 1 წამში ცვლადი დენის მიერ შესრულებული პერიოდების რაოდენობას გამოსახულს ჰერცებში, რომელიც შესაძლოა გაზომილი იქნეს სინქრონული ზონის ყველა ნაწილში იმ დაშვებით, რომ სისტემისთვის ის არის მუდმივი სიდიდე წამებით გამოსახულ დროის ერთეულში, გაზომვის წერტილებს შორის უმნიშვნელო განსხვავებით მისი ნომინალური მნიშვნელობა არის 50 ჰც; ღ) „სტატიზმის კოეფიციენტი“ – ფარდობა სიხშირის დამყარებულ ცვლილებასა და ამ ცვლილების შედეგად დამყარებულ აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილებას შორის, გამოხატული პროცენტებში. სიხშირის ცვლილება გამოისახება ნომინალურ სიხშირესთან ფარდობით, ხოლო აქტიური სიმძლავრის ცვლილება გამოისახება მაქსიმალურ სიმძლავრესთან ან ფაქტობრივ აქტიურ სიმძლავრესთან ფარდობით, შესაბამისი ზღვრის მიღწევის მომენტში; ყ) „მინიმალური რეგულირებადი დონე“ – მინიმალური აქტიური სიმძლავრე, განსაზღვრული ელექტროქსელთან მიერთების ხელშეკრულების ან შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის შეთანხმების თანახმად, რა მინიმალურ დონემდეც შეუძლია ელექტროსადგურს აქტიური სიმძლავრის კონტროლი; შ) „დანაყენი“ – მართვის სისტემის პარამეტრის მიზნობრივი სიდიდე, რომელიც გამოყენებულია მართვის სქემებში; ჩ) „ინსტრუქცია“ – სისტემის ოპერატორის მიერ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გაცემული ნებისმიერი განკარგულება გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გარკვეული ქმედების განხორციელების თაობაზე; ც) „დაზღვეული/დაცული ავარია“ – ავარია, რომელიც წარმატებით აღმოიფხვრება სისტემის ოპერატორის დაგეგმვის კრიტერიუმების შესაბამისად; ძ) „რეაქტიული სიმძლავრე“ – სრული სიმძლავრის წარმოსახვითი კომპონენტი ძირითად სიხშირეზე, ჩვეულებრივ გამოხატული კილოვარებში (კვარ) ან მეგავარებში (მგვარ); წ) „ავარიის მიმართ მდგრადობა“ – ელექტრომოწყობილობის უნარი დარჩეს ქსელთან მიერთებული და იმუშაოს მიერთების წერტილთან არსებული დაბალი ძაბვის პირობებში, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული/დაცული ავარიით; ჭ) „გენერატორი“ – მოწყობილობა, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად მბრუნავი მაგნიტური ველის საშუალებით; ხ) „დენი“ – ელექტრული მუხტების მიმართული მოწესრიგებული მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება ძირითად სიხშირეზე, პირდაპირი მიმდევრობის ფაზური დენის საშუალო კვადრატული მნიშვნელობით; ჯ) „სტატორი“ – მბრუნავი მანქანის ნაწილი, რომელიც შეიცავს უძრავ მაგნიტურ ნაწილებს, მასთან დაკავშირებული გრაგნილებით; ჰ) „ინერცია“ – მბრუნავი მყარი სხეულის თვისება, როგორიც არის ცვლადი დენის გენერატორის როტორი, შეინარჩუნოს ერთიანი ბრუნვის მოძრაობის მდგომარეობა და მბრუნავი მომენტი, სანამ მასზე არ იმოქმედებს გარეშე ძალა. ჰ1) „ხელოვნური ინერცია“ – სიმძლავრის პარკის ან HVDC სისტემის მიერ უზრუნველყოფილი მოწყობილობა, იმისათვის, რომ ჩანაცვლებული იქნეს სინქრონული ელექტროსადგურის ინერციის ეფექტი შესრულების ხარისხის დადგენილ დონეზე; ჰ2) „სიხშირის რეგულირება / კონტროლი“ – ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის უნარი შეცვალოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავება გაზომვის წერტილებში სისტემის სიხშირის გაზომილი გადახრის საპასუხოდ, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნების მიზნით. ჰ3) „სიხშირის რეგულირების რეჟიმი“ (FSM) – ელექტროსადგური და HVDC სისტემის საოპერაციო რეჟიმი, რომელიც გამოიწვევს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილებას სისტემის სიხშირის ცვლილების საპასუხოდ იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს სიხშირის წინასწარგანსაზღვრული დონის აღდგენას; ჰ4) „სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი – სიხშირის აწევა (LFSM-O)“ – ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის რეჟიმი, რომლის შედეგადაც გარკვეულ მაჩვენებელზე ზევით სისტემის სიხშირის ცვლილების საპასუხოდ მოხდება ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირება; ჰ5) „სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი - სიხშირის დაწევა (LFSM-U)“ – ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის რეჟიმი, რომლის შედეგადაც გარკვეულ მაჩვენებელზე ქვემოთ სისტემის სიხშირის ცვლილების საპასუხოდ მოხდება ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების გაზრდა; ჰ6) „სიხშირის საპასუხო რეაქციის მკვდარი ზონა“ – დადგენილი შუალედი, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ სიხშირის კონტროლი გახდეს არარეაგირებადი; ჰ7) „სიხშირის საპასუხო რეაქციის უგრძნობლობა“ – კონტროლის სისტემის დამახასიათებელი თვისება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც სიხშირის ცვლილების მინიმალური სიდიდე ან შემავალი სიგნალი, რომელიც იწვევს გამომუშავებული სიმძლავრის ან გამომავალი სიგნალის ცვლილებას; ჰ8) „P-Q დიაგრამა“ – ელექტროსადგურის რეაქტიული სიმძლავრის მიერთების წერტილში აქტიური სიმძლავრის ცვლილების დიაგრამა; ჰ9) „სტატიკური მდგრადობა“ – ქსელის ან სინქრონული ელექტროსადგურის შესაძლებლობა, დაუბრუნდეს ან შეინარჩუნოს მდგრადობა მცირე შეშფოთებების შემდეგ; ჰ10) „იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა“ – ქსელის ნაწილის ან მთლიანად ქსელის დამოუკიდებლად მუშაობა, რომელიც იზოლირებულია ურთიერთდაკავშირებული სისტემიდან მისი გამოყოფის შემდეგ და აქვს მინიმუმ ერთი ელექტროსადგური ან HVDC სისტემა, რომლიც აწვდის სიმძლავრეს ამ ქსელს და აკონტროლებს სიხშირესა და ძაბვას; ჰ11) „საკუთარ მოხმარებაზე მუშაობა“ – რეჟიმი, როდესაც უზრუნველყოფილია ელექტროსადგურის შესაძლებლობა გააგრძელოს შიდა მოხმარების კვება გარე ქსელის გაუმართაობის შემთხვევაში, რის შედეგადაც ხდება ქსელიდან ელექტროსადგურების გამორთვა და მათი გადართვა დამხმარე კვებაზე; ჰ12) „ნულიდან გაშვების შესაძლებლობა“ – სრულად გამორთვის შემდეგ ელექტროსადგურის აღდგენის უნარი დამატებითი/დამხმარე კვების წყაროს მეშვეობით, გარე გენერაციის ობიექტიდან მოწოდებული ელექტროენერგიის მიღების გარეშე; ჰ13) „ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანო“ – უწყება, რომელიც გასცემს მოწყობილობის სერტიფიკატებს და ელექტროსადგურის დოკუმენტაციას, რომელსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ. ჰ14) „მოწყობილობის სერტიფიკატი“ – ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი მოწყობილობაზე, რომელიც გამოიყენება ელექტროსადგურების, მოხმარების ბლოკის, გამანაწილებელი სისტემის, მოხმარების ობიექტის ან HVDC სისტემის მიერ. მოწყობილობის სერტიფიკატი განსაზღვრავს მისი მოქმედების ფარგლებს ეროვნულ ან სხვა დონეზე, რომელზეც კონკრეტული სიდიდე შეირჩევა ევროპულ დონეზე დასაშვები ფარგლებიდან. შესაბამისობის პროცესის კონკრეტული ნაწილების ჩანაცვლების მიზნით, მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა შეიცავდეს იმ მოდელებს, რომლებიც დამოწმებული იქნა ფაქტობრივი ტესტის შედეგების საფუძველზე; ჰ15) „აგზნების მართვის სისტემა“ – უკუკავშირით მართვის სისტემა, რომელიც თავის თავში მოიცავს სინქრონულ მანქანას და მისი აგზნების სისტემას; ჰ16) „U-Q/Pmax-მახასიათებელი“ – მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს ელექტროსადგურის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის რეაქტიული სიმძლავრის უნარს მიერთების წერტილში ძაბვის ცვლილების კუთხით; ჰ17) „სტაბილური ოპერირების მინიმალური დონე“ – აქტიური სიმძლავრის მინიმალური სიდიდე, განსაზღვრული მიერთების ხელშეკრულებით ან როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის შეთანხმების თანახმად და რომელზედაც შესაძლებელია ელექტროსადგურის სტაბილურად ოპერირება უსაზღვრო დროით; ჰ18) „გადამეტაგზნების შემზღუდველი“ – ძაბვის ავტომატურ რეგულატორში შემავალი მართვის მოწყობილობა, რომელიც ახდენს აგზნების დენის შეზღუდვით გენერატორის როტორის გადატვირთვისაგან აღკვეთას; ჰ19) „ქვეაგზნების შემზღუდველი“ – ძაბვის ავტომატურ რეგულატორში შემავალი ქვეაგზნების კონტროლის მოწყობილობა, რომლის მიზანია აღკვეთოს გენერატორის სინქრონიზმის დაკარგვა გამოწვეული აგზნების დაკარგვით; ჰ20) „ძაბვის ავტომატური რეგულატორი ან „AVR“– უწყვეტად მოქმედი ავტომატური მოწყობილობა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ძაბვას სინქრონული ელექტროსადგურის გამომყვანზე გენერატორის მომჭერებზე ძაბვის ფაქტობრივ მნიშვნელობასთან შედარების გზით და ახდენს აგზნების დენის ცვლილებას; ჰ21) „ენერგოსისტემის სტაბილიზატორი“ – სინქრონული ელექტროსადგურის ძაბვის ავტომატური რეგულატორის დამატებითი ფუნქცია, რომლის მიზანია სიმძლავრის რხევების ჩახშობა; ჰ22) „სწრაფი მოკლედ შერთვის დენი“ – სიმძლავრის პარკის ან HVDC სისტემის მიერ დენის მიწოდება მოკლე შერთვის შედეგად გამოწვეული ძაბვის რხევების განმავლობაში და მის შემდეგ რომლის მიზანია დაცვის სისტემამ დაზიანების საწყის ეტაპზე გამოავლინოს ქსელში მოკლე შერთვა, უზრუნველყოს შემდგომ ეტაპზე ძაბვის შენარჩუნება და დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ სისტემის ძაბვის აღდგენა; ჰ23) „სიმძლავრის კოეფიციენტი“ – აქტიური სიმძლავრის აბსოლუტური სიდიდის ფარდობა სრულ სიმძლავრესთან; ჰ24) „ძაბვის რეგულატორის სტატიზმის კოეფიციენტი“ – ფარდობა ბაზისურ 1 ფ.ე. ძაბვასთან მიმართებაში გამოსახულ ძაბვის ცვლილებასა და მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის გათვალისწინებით რეაქტიული სიმძლავრის ნულიდან მის მაქსიმუმ სიდიდემდე ცვლილებას შორის; ჰ25) „არასახმელეთო ქსელის მიერთების სისტემა“ – სრული ურთიერთკავშირი არასახმელეთო მიერთების წერტილსა და სახმელეთო სისტემას შორის, სახმელეთო ქსელის მიერთების წერტილში; ჰ26) „სახმელეთო ქსელის მიერთების წერტილი“ – მიერთების წერტილი, სადაც არასახმელეთო ქსელის მიერთების სისტემა მიერთებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის სახმელეთო ქსელთან; ჰ27) „სამონტაჟო დოკუმენტი“ – მარტივი სტრუქტურის მქონე დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას A ტიპის ელექტროსადგურის ან 1000 ვოლტზე დაბლა მიერთებული მოხმარების ობიექტის შესახებ, რომელსაც გააჩნია მოხმარების რეაქცია და რომელიც ადასტურებს წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას; ჰ28) „შესაბამისობის დოკუმენტი“ – გენერაციის ობიექტის მფლობელის, მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან HVDC სისტემის მფლობელის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამის მახასიათებლებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის არსებული სტატუსი; ჰ29) „საბოლოო ოპერატიული შეტყობინება“ (FON) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ იმ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გაცემული შეტყობინება, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მახასიათებლებსა და მოთხოვნებს და რომელიც ნებართვას აძლევს განახორციელონ ელექტროსადგურების, მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი სისტემის ან HVDC სისტემის ოპერირება ქსელთან მიერთების გზით; ჰ30) „ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება“ (EON) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გაცემული შეტყობინება მისი შიდა ქსელის ძაბვის ქვეშ დაყენებამდე; ჰ31) შუალედური ოპერატიული შეტყობინება“ (ION) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გაცემული შეტყობინება, რომელიც ნებართვას აძლევს მათ განახორციელონ ელექტროსადგურების, მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი სისტემის ან HVDC სისტემის ოპერირება შეზღუდული დროით ქსელთან კავშირის გამოყენებით და ჩაატაროს შესაბამისობის შემოწმების ტესტირება, რათა უზრუნველყოს შესაბამის მახასიათებლების და მოთხოვნების დაკმაყოფილება; ჰ32) „შეზღუდული ოპერირების შეტყობინება“ (LON) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის მიწოდებული შეტყობინება, რომელმაც მანამდე მიიღო ოპერირებაზე საბოლოო შეტყობინების სტატუსი, მაგრამ დროებით ექვემდებარება ძირეულ მოდიფიკაციას ან დაკარგული აქვს ქმედუნარიანობა, რაც იწვევს შესაბამის მახასიათებლებთან და მოთხოვნებთან შეუსაბამობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 112. მოქმედების სფერო 1. ამ თავით განსაზღვრული მიერთების მოთხოვნები ვრცელდება ახალ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ითვლება მნიშვნელოვნად 114-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს იმ ელექტროსადგურის მიერთებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც არ ვრცელდება გადავადება, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ. შესაბამისი სისტემის ოპერატორი წერილობით დასაბუთებულ უარს ატყობინებს გენერაციის ობიექტის მფლობელს და კომისიას. 3. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) ელექტროსადგურებზე, რომლებიც დამონტაჟდა სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველსაყოფად და რომელიც სისტემასთან პარალელურად მუშაობს თითოეულ კალენდარულ თვეში 5 წუთზე ნაკლები დროით, როდესაც სისტემა იმყოფება ნორმალურ დამყარებულ რეჟიმში. ელექტროსადგურის სისტემასთან პარალელური მუშაობა შეკეთების ან გაშვების ტესტების დროს არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს; ბ) ელექტროსადგურებზე, რომელთაც არ აქვთ მუდმივი მიერთების წერტილი და გამოიყენებიან სისტემის ოპერატორების მიერ სისტემაში სიმძლავრის დროებით უზრუნველსაყოფად, როდესაც სისტემიდან ნორმალური სიმძლავრის მიღება ნაწილობრივ ან სრულად ხელმიუწვდომელია; გ) ენერგიის შემნახველ მოწყობილობებზე, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურებისა, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 113. მოთხოვნები არსებული ელექტროსადგურების მიმართ 1. ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება არსებულ ელექტროსადგურებზე, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა: ა) C ან D ტიპის ელექტროსადგურები მოდიფიცირებულია იმდენად, რომ მათი მიერთების ხელშეკრულება (მიერთების ტექნიკური პირობები) საჭიროებს არსებითად განახლებას შემდეგი პროცედურის შესაბამისად: ა.ა) გენერაციის ობიექტის მფლობელმა, რომელიც გეგმავს განახორციელოს ელექტროსადგურის მოდერნიზაცია ან შეცვალოს მოწყობილობა-დანადგარები, რაც გავლენას ახდენს ელექტროსადგურის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, არსებული გეგმების შესახებ წინასწარ უნდა აცნობონ შესაბამის სისტემის ოპერატორს; ა.ბ) თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოწყობილობა-დანადგარების მოდერნიზაცია ან შეცვლა იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ საჭიროებს ახალი მიერთების ხელშეკრულებას (მიერთების ახალ ტექნიკურ პირობებს), სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს კომისიას; და ა.გ) კომისიამ უნდა გადაწყვიტოს არსებული მიერთების შეთანხმების (მიერთების ტექნიკური პირობების) განახლების ან ახალი მიერთების შეთანხმების (მიერთების ტექნიკური პირობების) საჭიროების საკითხი, ასევე ამ თავის რომელი მოთხოვნები უნდა გავრცელდეს; ბ) კომისია გადაწყვეტს არსებულ ელექტროსადგურებზე გავრცელდეს თუ არა ამ თავის ყველა ან რამდენიმე მოთხოვნა, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეთავაზების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. 2. ამ თავის მიზნებისათვის, ელექტროსადგური შესაძლოა ჩაითვალოს არსებულ ელექტროსადგურად თუ: ა) ის უკვე მიერთებულია ქსელთან ამ თავის ძალაში შესვლის დღეს; ან ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელს მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობის შესყიდვისთვის დადებული აქვს საბოლოო და სავალდებულო ხელშეკრულება, ამ თავის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელშეკრულების დადების შესახებ, ამ თავის ძალაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხელშეკრულების სახელწოდებას, მისი ხელმოწერის და ძალაში შესვლის თარიღებს და ასაშენებელი, ასაწყობი და შესასყიდი მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობის მახასიათებლებ სამ ქვეპუნქტის საფუძველზე გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხელშეკრულების სახელწოდებას, მისი ხელმოწერის და ძალაში შესვლის თარიღებს და ასაშენებელი, ასაწყობი და შესასყიდი მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობის მახასიათებლებს; გ)კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ელექტროსადგური მიჩნეულ იქნება „არსებულ ელექტროსადგურად. 3. 119-ე მუხლის შესაბამისად გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად და ფაქტობრივ გარემოებებში მნიშვნელოვან ცვლილებებზე რეაგირების მიზნით, ისეთების როგორიცაა სასისტემო საჭიროებების განვითარება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, ჭკვიანი ქსელების განვითარება, განაწილებული გენერაცია ან მოხმარების საპასუხო რეაქცია, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესთავაზოს კომისიას რათა ამ უკანასკნელმა გაავრცელოს ამ თავის მოქმედება არსებულ ელექტროსადგურზე. ამ მიზნით, 146-ე და 147-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩატარდეს ღრმა და გამჭვირვალე ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროსადგურების მხრიდან ამ თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვესტიციების მოცულობებს; ბ) ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად მიღებულ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს; და გ) ალტერნატიული ღონისძიების პოტენციალის შეფასებას, იმისათვის რომ მიღწეული იყოს მოთხოვნილი შესრულების დონე. 4. მე-3 პუნქტში ნახსენები რაოდენობრივი ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ჩატარებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა: ა) ჩაატაროს ხარჯებისა და სარგებლების წინასწარი ხარისხობრივი შედარება; ბ) მიიღოს თანხმობა კომისიისგან. 5. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თავის მოთხოვნების არსებულ ელექტროსადგურებზეც გავრცელების თაობაზე 146-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშისა და რეკომენდაციების მიღებიდან სამი თვის ვადაში. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს გენერაციის ობიექტების მფლობელების კანონიერი მოლოდინები არსებულ ელექტროსადგურებზე ამ თავის მოთხოვნების გავრცელების შეფასებისას. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შეაფასოს ამ თავის ყველა ან ზოგიერთი დებულების გავრცელების შესაძლებლობა არსებულ ელექტროსადგურებზე, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 114. მნიშვნელობის განსაზღვრა 1. ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ქსელთან მიერთების წერტილში ძაბვის დონეებისა და მათი მაქსიმალური სიმძლავრის მოთხოვნები, მე-2 პუნქტში განსაზღვრული კატეგორიების თანახმად. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, ელექტროსადგურების ზღვრები A, B, C და D ტიპის ელექტროსადგურებისათვის განსაზღვრება დანართ №31-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად. 2. მნიშვნელოვნად ჩაითვლება შემდეგი კატეგორიის ელექტროსადგურები: ა) 110 კვ-ზე დაბალი მიერთების წერტილის ძაბვითა და 0.8 კვტ ან მეტი სიმძლავრით (A ტიპი); ბ) 110 კვ-ზე დაბალი მიერთების წერტილის ძაბვითა და მაქსიმალური სიმძლავრის დონით, რომელიც უტოლდება ან აღემატება მე-3 პუნქტში (B ტიპი) განსაზღვრულ ზღვარს. ეს ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირველ ცხრილში მოცემულ ზღვარს B ტიპის ელექტროსადგურებისთვის; გ) 110 კვ-ზე დაბალი მიერთების წერტილის ძაბვითა და მაქსიმალური სიმძლავრის დონით, რომელიც უტოლდება ან აღემატება მე-3 პუნქტში (C ტიპი) განსაზღვრულ ზღვარს. ეს ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირველი ცხრილში მოცემულ ზღვარს C ტიპის ელექტროსადგურებისთვის; დ) 110 კვ ან უფრო მაღალი ძაბვის მიერთების წერტილთან დაკავშირებული ელექტროსადგური (D ტიპი). ელექტროსადგური ასევე მიეკუთვნება D ტიპს, თუ მისი მიერთების წერტილის ძაბვა 110 კვ-ზე დაბლაა და მისი მაქსიმალური სიმძლავრე უტოლდება ან აღემატება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირველ ცხრილში მოცემულ ზღვარს D ტიპის ელექტროსადგურებისთვის. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და 31-ე დანართით განსაზღვრული ელექტროსადგურების ტიპების ზღვრების ცვლილება არ უნდა გაკეთდეს უფრო ხშირად ვიდრე 3 წელიწადში ერთხელ. 4. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ მუხლით განსაზღვრულ პროცესს და წარადგინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემი. 5. თუკი ზღვრების ცვლილების შედეგად ელექტროსადგური შეიცვლის ტიპს, არსებულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ახალი ტიპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მოთხოვნამდე, გამოიყენება 113-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 115. მოთხოვნები ელექტროსადგურების, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების, კომბინირებული გათბობის და სიმძლავრის სადგურებისა (თბოელექტროცენტრალი) და სამრეწველო ობიექტების მიმართ 1. არასახმელეთო ზონაში მიერთებულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით გამოიყენება სახმელეთო ელექტროსადგურებზე მოქმედი მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნები მოდიფიცირებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ან ელექტროსადგურები დაკავშირებულია მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ხაზით ან იმ ქსელის საშუალებით, რომელიც სინქრონულად არ არის დაკავშირებული ძირითად სისტემასთან (მაგალითად მუდმივი დენის ჩანართის გარდამქმნელი სქემით). 2. ჰიდრომააკუმულირებელმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ყველა შესაბამისი მოთხოვნა, როგორც გენერაციის, ასევე ტუმბოს რეჟიმში. ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების ოპერირება კომპენსატორულ რეჟიმში არ უნდა იყოს დროში შეზღუდული ელექტროსადგურების ტექნიკური კონსტრუქციით. ჰიდრომააკუმულირებელის ცვლადი სიჩქარის მქონე ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ სინქრონულ ელექტროსადგურებზე წაყენებული, ასევე 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ისინი მიეკუთვნებიან B, C ან D ტიპს. 3. ელექტროსადგურების კუთხით, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო ობიექტის ქსელებთან, ელექტროსადგურების მფლობელებს, სამრეწველო ობიექტებს, სისტემის ოპერატორებსა და შესაბამისი სისტემის ოპერატორებს, რომელთა ქსელები მიერთებულია სამრეწველო ობიექტის ქსელებთან, უფლება აქვთ დათანხმდნენ სისტემის ოპერატორის ქსელიდან ამგვარი ელექტროსადგურების გათიშვის პირობებს კრიტიკულ დატვირთვასთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ სამრეწველო პროცესებს. ამ უფლების განხორციელება კოორდინირებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან. 4. 121-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების გარდა (ან როცა კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ამ თავის მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია აქტიური სიმძლავრის მუდმივი აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ან აქტიური სიმძლავრის გამომუშავების კონტროლის უზრუნველყოფის უნართან, არ ვრცელდება თბოელექტროცენტრალებზე, რომლებიც მიერთებულია სამრეწველო ობიექტების ქსელებთან, იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი კრიტერიუმი: (ა) აღნიშნული ტიპის სადგურების ძირითადი მიზანია სითბოს წარმოება სამრეწველო ობიექტთან დაკავშირებული საწარმოო პროცესებისთვის; (ბ) სითბოს და სიმძლავრის გამომუშავება ხდება განუყოფლად და ურთიერთდაკავშირებულად, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილება თბური სიმძლავრის გამომუშავებაში იწვევს აქტიური სიმძლავრის გენერაციის გაუთვალისწინებელ ცვლილებას და პირიქით; (გ) ელექტროსადგურები არის A, B ან C ტიპის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; 5. თბოელექტროცენტრალები უნდა შეფასდეს მათი მაქსიმალური ელექტრული სიმძლავრის საფუძველზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 116. მარეგულირებელი ასპექტები 1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც ამ თავის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა ან სისტემის ოპერატორებმა, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან და გამოქვეყნდეს საჯაროდ. 2. სპეციალური მოთხოვნებისთვის, რომელიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორების ან გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ამ თავის საფუძველზე, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 3. ამ თავის გავრცელებისას უფლებამოსილმა უწყებებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა: (ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები; (ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა; (გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საყოველთაო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის, ყველა მონაწილე მხარისათვის; (დ) გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები. (ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე. (ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები. 4. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მოსაზრება ელექტროსადგურებზე ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების გავრცელებასთან დაკავშირებით ან მათი გამოთვლისთვის ან დადგენისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია, ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. 5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, გენერაციის ობიექტის მფლობელის და/ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნულის განხორციელების მიზანმიმართული მცდელობა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი შეთავაზების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს გადაწყვეტილების მიღება 6 თვის განმავლობაში. 6. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები შეთავაზებების თაობაზე მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, ასეთი შეთავაზებების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მოწოდებულ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, ვრცელდება მე-3-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც საჭიროდ მიიჩნევენ ცვლილებას, საჭიროების შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღონ ელექტროსადგურის მფლობელების, მოწყობილობის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე. 8. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც, გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილ ვადაში. კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა დაწესდეს დამატებითი ვადა. კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად და საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 9. როდესაც ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისია უფლებამოსილია, გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნაცვლად გადამცემი სისტემის ოპერატორმა განსაზღვროს შესაბამისი მოთხოვნები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 117. გადამცემი სისტემის რამდენიმე ოპერატორი 1. ერთზე მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს ყველა მათგანზე თანაბრად, მათი კომპეტენციის ფარგლებში. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა, რათა შეასრულოს ამ წესებით გათვალისწინებული ერთი, რამდენიმე ან ყველა ვალდებულება, შესაძლოა გავრცელდეს განსაზღვრულ ერთ ან მეტ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 118. ხარჯების ანაზღაურება 1. სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ექვემდებარება ქსელის სატარიფო წესებით რეგულირებას და გამომდინარეობს ამ წესებით გათვალიწინებული ვალდებულებებიდან, აფასებს კომისია. 2. კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სისტემის ოპერატორებმა მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიაწოდონ გაწეული ხარჯების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 119. საჯარო კონსულტაცია 1. შესაბამისმა სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში უნდა გამართონ კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებთან, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) არსებულ ელექტროსადგურებზე ამ თავის გავრცელების ვადის გახანგრძლივების შესახებ, 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ბ) წინადადება 114-ე მუხლის მე-3 პუნქტის ზღვრებთან დაკავშირებით; გ) 147-ე მუხლის მე-3 მუხლის შესაბამისად მომზადებული ანგარიშის შესახებ; დ) ხარჯსარგებლიანობის ანალიზის შესახებ, რომელიც განხორციელებულია 171-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. შესაბამისმა სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დროულად უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების ხედვები, რომლებიც ჩამოყალიბდა კონსულტაციების შედეგად, ზღვრებთან, ანგარიშთან ან ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით, წინასწარი წინადადების კომისიაში წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის დასაბუთება, წარდგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს დროულად, შეთავაზებების გამოქვეყნების პარალელურად ან უფრო ადრე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 120. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებები 1. ამ თავის შესაბამისად მიღებული, გაცვლილი ან გაგზავნილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, ექვემდებარება კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს, რაც გათვალისწინებულია მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით. 2. კომერციული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, კომისიასა თუ ორგანიზაციაზე, რომელიც ვრცელდება ამ თავით. 3. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირების ან კომისიის მიერ, არ უნდა იქნეს გადაცემული სხვა პირებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით ან ამ თავის სხვა დებულებებით. 4. კომისია ან სხვა პირები, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ამ თავის შესაბამისად, იგი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამ თავით გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების განსახორციელებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 121. ზოგადი მოთხოვნები A ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. A ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით: (ა) სიხშირის დიაპაზონთან დაკავშირებით: ა.ა) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება სიხშირის დიაპაზონის ფარგლებში და დროის პერიოდებში, რომელიც მითითებულია მე-2 ცხრილში. ცხრილი 2. მინიმალური დროის პერიოდები როდესაც, ელექტროსადგურს შეუძლია ოპერირება სხვადასხვა სიხშირეებზე და გადახრა ნომინალური მნიშვნელობიდან, ქსელიდან გამორთვის გარეშე
ა.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, და გენერაციის ობიექტის მფლობელი შესაძლოა შეთანხმდნენ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონებზე, ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივ მინიმალური ვადებსა და კომბინირებული სიხშირისა და ძაბვის გადახრის სპეციალურ მოთხოვნებზე, ელექტროსადგურების ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, სისტემის უსაფრთხოების დაცვის ან აღდგენის საჭიროების შემთხვევაში; ა.გ) გენერაციის ობიექტის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა თქვას უარისიხშირის უფრო ფართო დიაპაზონის გამოყენებაზე ან ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივ მინიმალურ ვადებზე, ეკონომიკური და ტექნიკური განხორციელებადობის გათვალისწინებით. ბ) სიხშირის ცვლილების სიჩქარისადმი მედეგობის უნართან დაკავშირებით, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება სიხშირის ცვლილების მოცემულ სიჩქარეებზე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდემდე, სიხშირის დროში ცვალებადობის ძირითადი დაცვის მტყუნებით გამოწვეული მიზეზის გარდა. ძირითადი დაცვის მტყუნების სიხშირის დროში ცვალებადობის სიდიდეს განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. 2. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმთან - სიხშირის აწევასთან (LFSM-O) დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისი კონტროლის ზონისთვის, გამოიყენება შემდეგი პირობები: ა) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის (სიხშირის ცვლილებაზე რეაგირება, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების გზით) აქტივაცია პირველი ნახაზის შესაბამისად მოცემულ სიხშირის ზღვრებსა და სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებში, რომლებიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. ბ) იმ შესაძლებლობების გარდა რომელიც „ა“ ქვეპუნქტშია მითითებული, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა, საკუთარი კონტროლის ზონაში განსაზღვრულ ფარგლებს გარეთ მყოფი სიხშირის დროს, A ტიპის ელექტროსადგურებს მისცეს ქსელიდან ავტომატური გამორთვის და განმეორებითი მიერთების უფლება, რომელსაც აქვს შეზღუდული გავლენა სისტემათაშორის ხაზებზე და ინარჩუნებს უსაფრთხო მუშაობის იმავე დონეს სისტემის ყველა რეჟიმში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიხშირის ზღვარს ზემოთ, იდეალურად ერთგვაროვანი განაწილებისას. აღნიშნული რეჟიმი გადამცემი სისტემის ოპერატორმა გენერაციის ობიექტის მფლობელებთან ურთიერთთანამშრომლობით შესაძლებელია წარუდგინოს კომისიას. გ) სიხშირის ზღვრები უნდა იყოს 50.2 - 50.5 ჰც ზღვრებს შორის და ჩათვლით; დ) სტატიზმის კოეფიციენტი უნდა იყოს 2 – 12 %-მდე ფარგლებში. ე) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ სიხშირის ცვლილებაზე აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის აქტივაცია შეძლებისდაგვარად ხანმოკლე დაყოვნებით. თუ დაყოვნება გადააჭარბებს 2 წამს, ელექტროსადგურის მფლობელმა უნდა დაასაბუთოს დაყოვნების მიზეზი და გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ტექნიკური დასაბუთება. ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორს მინიმალური რეგულირების დონის მიღწევისას შეუძლია ელექტროსადგურს მოსთხოვოს: ვ.ა) ოპერირების გაგრძელება არსებულ დონეზე; ან ვ.ბ) შეამციროს აქტიური სიმძლავრის გამომუშავება; ზ) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სტაბილური მუშაობა სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის აწევა (LFSM-O) მუშაობის დროს. როდესაც სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი - სიხშირის აწევა (LFSM-O) არის აქტიური, ამ რეჟიმის დადგენილ დანაყენს უპირატესი მნიშვნელობა ექნება აქტიური სიმძლავრის ნებისმიერ სხვა დანაყენზე. 3. სიხშირის ცვლილებების მიუხედავად, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს სიმძლავრის სტაბილური გამომუშავების შენარჩუნება თავის აქტიური სიმძლავრის წინასწარ განსაზღვრული სიდიდის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომუშავება შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით ან 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ცვლილებებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს აქტიური სიმძლავრის დასაშვები შემცირება მაქსიმალური გამომუშავებიდან, სიხშირის დაცემისას მისი კონტროლის ზონაში, როგორც შემცირების სიჩქარე 25-ე დანართის პირველ ნახაზზე ნაჩვენები სრული ხაზებით მოცემულ ზღვრებში: ა) სიხშირის 49 ჰც-ზე მეტად შემცირებისას, სადგურის 50 ჰც-ის შესაბამისი მაქსიმალური სიმძლავრის 2%-ით შემცირება სიხშირის ყოველ - 1 ჰც-ით შემცირებისას. ბ) სიხშირის 49,5 ჰც-ზე მეტად შემცირებისას, სადგურის 50 ჰც-ის შესაბამისი მაქსიმალური სიმძლავრის 10%-ით შემცირება სიხშირის ყოველ - 1 ჰც-ით შემცირებისას. 5. მაქსიმალური სიმძლავრიდან აქტიური სიმძლავრის დასაშვებმა შემცირებამ უნდა: ა) მკაფიოდ განსაზღვროს გარემო პირობები; ბ) გაითვალისწინოს ელექტროსადგურის ტექნიკური შესაძლებლობები. 6. ელექტროსადგური უნდა აღიჭურვოს ლოგიკური ინტერფეისით (შეყვანის პორტი) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შეწყვეტის მიზნით, შემყვანი პორტიდან ინსტრუქციის გაცემიდან 5 წამში. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს მოთხოვნები მოწყობილობისთვის, აღნიშნული მოწყობილობის დისტანციურად ოპერირების უზრუნველყოფის მიზნით. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირობები, რომელშიც ელექტროსადგური შეძლებს ქსელთან ავტომატურად მიერთებას. ასეთი პირობები უნდა მოიცავდეს: ა) სიხშირის დიაპაზონებს, რომლის ფარგლებში დასაშვებია ავტომატური მიერთება და შესაბამისი დაყოვნების დრო; და ბ) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ზრდის მაქსიმალური დასაშვები სიდიდე. 8. ავტომატური მიერთება დასაშვებია, თუ სხვაგვარად არ განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 122. საერთო მოთხოვნები B ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. B ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ 121-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა. 2.B ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების კონტროლის მიზნით, ელექტროსადგური უნდა აღიჭურვოს ლოგიკური ინტერფეისით (შეყვანის პორტი) შემყვანი პორტიდან ინსტრუქციის შესაბამისად, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირების მიზნით. ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს მოთხოვნები დამატებითი მოწყობილობისთვის, რათა შეეძლოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების დისტანციური ოპერირება. 3. B ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს საიმედოობასთან და მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით: ა.ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი 26-ე დანართის პირველი ნახაზის შესაბამისად, მიერთების წერტილზე მოკლე შერთვის პირობებში, რომელშიც ელექტროსადგური უნდა დარჩეს მიერთებული ქსელთან და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა ენერგოსისტემაში შეშფოთების შემდეგ - დაზღვეული ავარიის შედეგად გადამცემ სისტემაზე. ა.ბ) ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი უნდა გამოხატავდეს ხაზური ძაბვების ქვედა ზღვარის ფაქტობრივ სიდიდეს მიერთების წერტილში სიმეტრიული მოკლე შერთვის განმავლობაში, გამოხატულს დროის ფუნქციით მოკლე შერთვამდე, მოკლე შერთვის დროს და მის შემდეგ; ა.გ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქვედა ზღვარს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი 26-ე დანართით განსაზღვრულ ზღვრებში. ა.დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ გამოაქვეყნოს, ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით, მოკლე შერთვის წარმოქმნამდე და მოკლე შერთვის შემდეგი პირობები, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა.დ.ა) მოკლე შერთვამდე მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის ანგარიში მიერთების წერტილში; ა.დ.ბ) მოკლე შერთვამდე ელექტროსადგურის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის მუშა წერტილი, მიერთების წერტილში და ძაბვა მიერთების წერტილში; და ა.დ.გ) მოკლე შერთვის შემდეგ მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის სიდიდე მიერთების წერტილში. ა.ე) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გენერაციის ობიექტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ პირობები, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან მიმართებაში. ეს პირობები გამოითვლება მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია (ა.დ) ქვეპუნქტში შემდეგთან დაკავშირებით ა.ე.ა) მოკლე შერთვამდე მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე ყოველ მიერთების წერტილში გამოხატული მვა-ით; ა.ე.ბ) მოკლე შერთვამდე ელექტროსადგურის მუშა წერტილი, გამოხატული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებით და ძაბვით მიერთების წერტილში; და ა.ე.გ) მოკლე შერთვის შემდეგ მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების ყოველ წერტილში გამოხატული მვა-ით; ა.ე.დ) ამ ქვეპუნქტის მოთხოვნის ალტერნატივის სახით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა წარმოადგინოს ტიპიური შემთხვევებიდან მიღებული ბაზისური სიდიდეები; ა.ვ)ელექტროსადგურს უნდა გააჩნდეს უნარი დარჩეს მიერთებული ქსელთან და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა, როდესაც ხაზური ძაბვების მნიშვნელობა ქსელის ძაბვის დონეზე მიერთების წერტილში სიმეტრიული მოკლე შერთვის დროს, მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ მდგომარეობის გათვალისწინებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დარჩება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ქვედა ზღვარის ზემოთ, იმ შემთხვევაში, თუ რელეური დაცვის სქემა შიდა ელექტრულ დაზიანებებთან დაკავშირებით მოითხოვს ელექტროსადგურის გამორთვას ქსელიდან. რელეური დაცვის სქემები და დანაყენები შიდა ელექტრულ დაზიანებებთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს ავარიის მიმართ მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ა.ზ.) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შეზღუდვის გარეშე, ძაბვის ვარდნისგან დაცვა (ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი ან მინიმალური ძაბვა, რომელიც განსაზღვრულია მიერთების წერტილში) უნდა განსაზღვროს გენერაციის ობიექტის მფლობელმა ელექტროსადგურის მაქსიმალური ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მკაცრ (ვიწრო) დანაყენებს არ მოითხოვს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ელექტროსადგურების მფლობელმა დანაყენები უნდა დაასაბუთოს აღნიშნული პრინციპის შესაბამისად. ბ) ასიმეტრიული მოკლე შერთვის შემთხვევაში ავარიის მიმართ მდგრადობის უნარები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა. 4. B ტიპის ელექტროსადგურებმა სისტემის სამუშაო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირობები, რომლის მიხედვითაც, ელექტროსადგურს ექნება ქსელში ხელახლა ჩართვის შესაძლებლობა, ქსელში შეშფოთების შედეგად გამოწვეული შემთხვევითი გამორთვის შემდეგ. ბ) ავტომატური ხელახლა მიერთების სისტემების დამონტაჟება უნდა დაექვემდებაროს, როგორც შესაბამისი სისტემის ოპერატორის წინასწარ ნებართვას ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ხელახლა მიერთების პირობებს. 5.B ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი ძირითადი მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით: ა) კონტროლის სქემებთან და დანაყენებთან დაკავშირებით: ა.ა) ელექტროსადგურის სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემები და დანაყენები, რაც საჭიროა გადამცემი სისტემის სტაბილურობისთვის და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებისთვის, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და ელექტროსადგურის მფლობელს შორის; ა.ბ) ნებისმიერი ცვლილება ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემებსა და დანაყენებში, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. ბ) ელექტრული სქემებთან და დანაყენებთან დაკავშირებით: ბ.ა) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სქემები და დანაყენები, რომელიც საჭიროა ქსელის დასაცავად, ელექტროსადგურის მახასიათებლების გათვალისწინებით. ელექტროსადგურის და ქსელისთვის საჭირო დაცვის სქემები და დანაყენები ელექტროსადგურთან დაკავშირებით კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. შიდაელექტრული დაზიანებების საწინააღმდეგო დაცვის სქემები და დანაყენები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ დაარღვიოს ელექტროსადგურის ეფექტურობა ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. ბ.ბ)ელექტროსადგურის ელქტრულ დაცვას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოპერატიულ მართვასთან შედარებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაცვის, მომუშავე პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოების საჭიროების, აგრეთვე ელექტროსადგურის დაზიანების თავიდან აცილების გათვალისწინებით. ბ.გ) დაცვის სქემები უნდა მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს: ბ.გ.ა) შიდა და გარე მოკლე შერთვა; ბ.გ.ბ) ასიმეტრიული დატვირთვა (ფაზების უკუმიმდევრობა); ბ.გ.გ) სტატორის და როტორის გადატვირთვა; ბ.გ.დ) გადააგზნება- / არასაკმარისი აგზნება; ბ.გ.ე) ძაბვის აწევა / დაწევა მიერთების წერტილში; ბ.გ.ვ) ძაბვის აწევა / დაწევა გენერატორის მომჭერებზე; ბ.გ.ზ) შიდა სასისტემო რყევებისგან დაცვა; ბ.გ.თ) გამშვი დენისგან განრიდება (ტრანსფორმატორის დამაგნიტების დენისაგან ბლოკირება); ბ.გ.ი) ასინქრონული რეჟიმი (ასინქრონული სვლა); ბ.გ.კ) დაცვა ლილვის დაუშვებელი გრეხვისგან (მაგალითად, სუბსინქრონული რეზონანსი); ბ.გ.ლ) ელექტროსადგურის ხაზის დაცვა; ბ.გ.მ) ბლოკის ტრანსფორმატორის დაცვა; ბ.გ.ნ) ამომრთველის უარის რეზერვირება ბ.გ.ო) (U/f) გადააგზნებისგან დაცვა; ბ.გ.პ) სიმძლავრის შეტრიალება(ძრაულ რეჟიმში გადასვლისგან დაცვა); ბ.გ.ჟ) სიხშირის ცვლილების სიჩქარე; და; ბ.გ.რ) ნეიტრალის ძაბვის წანაცვლება, (ნულოვანი მიმდევრობის ძაბვით დაცვა) ბ.დ)ცვლილებები ელექტროსადგურის და ქსელის დაცვის სქემებში და დანაყენებში, შეთანხმებული უნდა იყოს სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. შეთანხმება მიღწეული უნდა იქნეს ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე. გ) გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს თავისი დაცვის და კონტროლის მოწყობილობების ორგანიზება ქვემოთ მითითებული პრიორიტეტულობის თანმიმდევრობით (უმაღლესიდან მინიმუმამდე): გ.ა) ქსელის და ელექტროსადგურის დაცვა; გ.ბ) ხელოვნური ინერცია, საჭიროების შემთხვევაში; გ.გ) სიხშირის კონტროლი (აქტიური სიმძლავრის რეგულირება); გ.დ) სიმძლავრის შეზღუდვა; და გ.ე)სიმძლავრის ცვლილების სიჩქარის შეზღუდვა. დ) ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით: დ.ა) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ ინფორმაციის გაცვლა შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან რეალურ დროში ან პერიოდულად, როგორც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ; დ.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით უნდა განსაზღვროს, გასაცვლელი ინფორმაციის შინაარსი, რაც უნდა მოიცავდეს გენერაციის ობიექტის მიერ წარსადგენი მონაცემების ზუსტ ჩამონათვალს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 123. საერთო მოთხოვნები C ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. C ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ 121-ე და 122-ე მუხლებში მოცემულ მოთხოვნებს, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის და 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა. 2. C ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) აქტიური სიმძლავრის კონტროლის უნართან და რეგულირების დიაპაზონთან დაკავშირებით ელექტროსადგურის რეგულირების სისტემას უნდა შეეძლოს აქტიური სიმძლავრის მუშა წერტილის დარეგულირება, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად; შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პერიოდი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აქტიური სიმძლავრის ახალ მუშა წერტილზე გადასვლა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს დასაშვები ფარგლები (ტურბინის ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე) ახალი მუშა წერტილის მიმართ და დროის ის ფარგლები, რომელშიც უნდა იქნეს მიღწეული; ბ) ავტომატური დისტანციური მართვის მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დასაშვები უნდა იყოს ხელით მართვის ადგილობრივი ზომების მიღება; გ) 121-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დამატებით, სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმთან - სიხშირის დაწევასთან (LFSM-U) დაკავშირებით, C ტიპის ელექტროსადგურებისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული მოთხოვნები: გ.ა)ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ამოქმედება იმ სიხშირის ზღვრებით და გადახრით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ქვემოთ მითითებულ ზღვრებში: გ.ა.ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის ზღვრები უნდა იყოს 49.8 - 49.5 ჰც ზღვრებს შორის; გ.ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სტატიზმის კოეფიციენტი უნდა იყოს 2 – 12 %-მდე ფარგლებში. ეს მოთხვნები წარმოდგენილია გრაფიკულად 27-ე დანართში. გ.ბ) სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ფაქტობრივი უზრუნველყოფა უნდა ითვალისწინებდეს: გ.ბ.ა) გარემო პირობებს, საპასუხო რეაქციის დაწყებისას. გ.გ.ბ) ელექტროსადგურის სამუშაო პირობებს, კონკრეტულად, შეზღუდვებს დაბალ სიხშირეზე მაქსიმალურთან ახლოს მყოფი სიმძლავრით ოპერირებისას და შესაბამისი ზეგავლენა გარემო პირობებზე 121-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, და გ.ბ.გ) პირველადი ენერგო წყაროების ხელმისაწვდომობას. გ.გ) ელექტროსადგურების მიერ აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ამოქმედება არ უნდა იყოს დაუშვებლად დაყოვნებული. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი დაყოვნება გადააჭარბებს 2 წამს, გენერაციის ობიექტის მფლობელმა აღნიშნული უნდა დაუსაბუთოს გადამცემი სისტემის ოპერატორს; გ.დ)სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს უზრუნველყოს სიმძლავრის გაზრდა მის მაქსიმალურ მნიშვნელობამდე; გ.ე)ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სტაბილური მუშაობა სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U) ოპერირების დროს; დ) მე-2 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის დამატებით, ერთობლივად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები, სიხშირის რეგულირების რეჟიმში (FSM) ოპერირების დროს: დ.ა) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უზრუნველყოფა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად და 27-ე დანართში მოცემულ ფარგლებში. პარამეტრების განსაზღვრისას, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტები: დ.ა.ა) მაღალი სიხშირის შემთხვევაში, აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი შემოიფარგლება მინიმალური რეგულირების დონით. დ.ა.ბ) დაბალი სიხშირის შემთხვევაში, აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი შემოიფარგლება მაქსიმალური სიმძლავრით. დ.ა.გ) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ფაქტობრივი უზრუნველყოფა დამოკიდებულია ელექტროსადგურის სამუშაო და გარემო პირობებზე, რეაგირების დაწყებისას, კერძოდ, შეზღუდვებზე მაქსიმალურთან ახლოს სიმძლავრით ოპერირების დროს დაბალ სიხშირეზე 121-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ხელმისაწვდომ პირველად ენერგო წყაროებზე. დ.ბ) სიხშირის გადახრის და სტატიზმის კოეფიციენტის სიხშირის საპასუხო რეაქციის მკვდარი ზონა უნდა განისაზღვროს პერიოდულად. დ.გ) სიხშირის ნახტომისებური ცვლილების შემთხვევაში ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სრული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის აქტივაცია, 27-ე დანართის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით (ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის რხევების თავიდან არიდების მიზნით). გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შერჩევის კომბინაცია უნდა ითვალისწინებდეს ტექნოლოგიით განპირობებულ შესაძლო შეზღუდვებს; დ.დ) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის საწყისი აქტივაცია არ უნდა დაყოვნდეს ზედმეტად. იმ შემთხვევაში როდესაც აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის თავდაპირველი აქტივაციის დაყოვნება აღემატება 2 წამს, გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ გადაცემით სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული სიდიდის დროით დაყოვნების საჭიროების ტექნიკური დადასტურება. ინერციის არ მქონე ელექტროსადგურისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა აქტივაციის თავდაპირველ დაყოვნებად შესაძლოა განსაზღვროს 2 წამზე ნაკლები დრო, თუ გენერაციის ობიექტის მფლობელს არ შეუძლია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინონ ტექნიკური დასაბუთება, სადაც დასაბუთებული იქნება, თუ რატომ არის საჭირო უფრო მეტი დრო აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის თავდაპირველი აქტივაციისთვის. დ.ე) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სრული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უზრუნველყოფა გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ვადაში, 15 წუთიდან 30 წუთამდე. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მხედველობაში უნდა მიიღოს ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის მარაგი და პირველადი ენერგიის წყარო; დ.ვ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში მოცემულ დროის ზღვრებში აქტიური სიმძლავრის კონტროლმა არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელზე. ე) სიხშირის აღდგენის კონტროლთან (მეორეულ რეგულირებასთან) დაკავშირებით, ელექტროსადგურმა უნდა უზრუნველყოს ფუნქციური შესაძლებლობები გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად, რომლის მიზანია სიხშირის აღდგენა ნომინალურ სიდიდემდე ან სიმძლავრის მიმოცვლის შენარჩუნება რეგულირების არეალებს შორის მათ დაგეგმილ სიდიდეებზე. ვ) დატვირთვის რეჟიმში მუშაობის უნარის მქონე ელექტროსადგურებს, მათ შორის, ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებს, უნდა შეეძლოს თავიანთი დატვირთვის გამორთვა ნებისმიერ დროს სიხშირის შემცირების შემთხვევაში. ამ პუნქტში განხილული მოთხოვნები არ ვრცელდება საკუთარ მოხმარებაზე. ზ) FSM რეჟიმის რეალურ დროში მონიტორინგთან დაკავშირებით: ზ.ა)აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ოპერირების მონიტორინგის მიზნით, საკომუნიკაციო ინტერფეისი აღჭურვილი უნდა იყოს იმგვარად, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისას, გენერაციის ობიექტებიდან შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრში, რეალურ დროში და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით გაგზავნოს სულ მცირე შემდეგი სიგნალები: ზ.ა.ა) FSM (სიხშირის რეგულირების რეჟიმი) მდგომარეობის სიგნალი (on/off - ჩართვა/გამორთვა); ზ.ა.ბ) დაგეგმილი აქტიური სიმძლავრის გამომუშავება; ზ.ა.გ) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ფაქტობრივი სიდიდე; ზ.ა.დ) პარამეტრების ფაქტობრივი მნიშვნელობა აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლისთვის; და ზ.ა.ე) სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა. ზ.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, უნდა განსაზღვროს დამატებითი სიგნალები, რომლის მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს ელექტროსადგურმა მონიტორინგის და ჩამწერი მოწყობილობების საშუალებით, აღნიშნული ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უზრუნველყოფის ეფექტურობის შემოწმების მიზნით. 3. ძაბვის მდგრადობის კუთხით, C ტიპის ელექტროსადგურს უნდა გააჩნდეს ქსელიდან ავტომატური გამორთვის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ძაბვა მიერთების წერტილში მიაღწევს სიდიდეს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. ელექტროსადგურის ფაქტობრივი ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. 4. C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები მდგრადობასთან და საიმედოობასთან დაკავშირებით. ა) სიმძლავრის რხევების შემთხვევაში, ელექტროსადგურებმა უნდა შეინარჩუნონ სტატიკური მდგრადობა P-Q - დიაგრამის ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე ოპერირებისას. ბ) 121-ე მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების შეზღუდვის გარეშე, ელექტროსადგურებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან და შეძლონ ოპერირება სიმძლავრის შემცირების გარეშე, სანამ ძაბვა და სიხშირე დასაშვებ ფარგლებში იქნება ამ თავის შესაბამისად; გ) ელექტროსადგურებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან ერთფაზა ან სამფაზა ავტომატურ განმეორებითი ჩართვებისას, შეკრული ქსელის ხაზებზე, თუ აღნიშნულს ადგილი აქვს ქსელში რომელთანაც არიან დაკავშირებული. ასეთი შესაძლებლობის დეტალები უნდა დაექვემდებაროს რელეური დაცვის სქემებისა და პარამეტრების შესახებ 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამის კოორდინაციას და შეთანხმებას. 5. C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით. ა) ნულიდან გაშვების შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ა.ა) ნულიდან გაშვების შესაძლებლობა არ არის სავალდებულო. ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისას, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს ელეტროსადგურის ნულიდან გაშვების შესაძლებლობით უზრუნველსაყოფისთვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის, რომ მისი კონტროლის ზონაში, ნულიდან გაშვების შესაძლებლობის არქონის გამო, რისკის ქვეშ დადგება სისტემის უსაფრთხოება. ა.გ) ელექტროსადგურს, რომელსაც აქვს ნულიდან გაშვების შესაძლებლობა, უნდა შეეძლოს ნულიდან გაშვება გარე კვების წყაროს გარეშე, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად განსაზღვრულ დროის ფარგლებში. ა.დ) ელექტროსადგურს, რომელსაც აქვს ნულიდან გაშვების შესაძლებლობა, უნდა შეეძლოს სინქრონიზაცია 121-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ სიხშირის ფარგლებში და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული ძაბვის ან 124-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში; ა.ე) ელექტროსადგურს, რომელსაც აქვს ნულიდან გაშვების შესაძლებლობა, უნდა გააჩნდეს დატვირთვების მიერთებებით გამოწვეული ძაბვების ღრმა შემცირებების (ჩავარდნის) ავტომატური რეგულირების შესაძლებლობა; ა.ვ) ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ელექტროსადგურებს: ა.ვ.ა) უნდა შეძლოს ბლოკურ დატვირთვაში არსებული დატვირთვის მიერთებების რეგულირება; ა.ვ.ბ) უნდა შეეძლოთ იმუშაონ LFSM-O და LFSM-U-ს დროს, როგორც განსაზღვრულია 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში; ა.ვ.გ) სიხშირის რეგულირება მაღალი ან დაბალი სიხშირის შემთხვევაში აქტიური სიმძლავრის გამომუშავების სრულ ფარგლებში, მინიმალური რეგულირების დონესა და მაქსიმალურ შესაძლო სიმძლავრეს შორის, ასევე საკუთარი მოხმარების დონეზე; ა.ვ.დ) უნდა შეძლოს ერთი იზოლირებული კუნძულის ფარგლებში პარალელურ რეჟიმში ოპერირება; და ა.ვ.ე) ძაბვის ავტომატური რეგულირება სისტემის აღდგენის რეჟიმში. ბ) იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ბ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მხრიდან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაში მონაწილეობის მიღება, და: ბ.ა.ა) სიხშირის ზღვრები იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისთვის განსაზღვრული უნდა იყოს 121-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ.ა.ბ) ძაბვის ზღვრები იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისთვის განსაზღვრული უნდა იყოს 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 124-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში; ბ.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს სიხშირის რეგულირების რეჟიმში (FSM) ოპერირება იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სისტემაში ჭარბი სიმძლავრის შემთხვევაში, ელექტროსადგურს უნდა ჰჰქონდეს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირების შესაძლებლობა ოპერირების წინა წერტილიდან ნებისმიერი ახალ წერტილამდე P-Q დიაგრამის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირება, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ მისი მაქსიმალური სიმძლავრის 55%-მდე. ბ.გ) მეთოდი, რომელიც გამოავლენს ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელური მუშაობის რეჟიმიდან იზოლირებული მუშაობის რეჟიმზე გადასვლას უნდა შეთანხმდეს გენერაციის ობიექტის მფლობელსა და შესაბამის სისტემის ოპერატორს შორის. აღნიშნული არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი მოწყობილობის მდგომარეობის სიგნალებზე. ბ.დ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს იმუშაოს იზოლირებულ რეჟიმში LFSM-O და LFSM-U-ს დროს, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გ) სწრაფი განმეორებითი სინქრონიზაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით: გ.ა) ელექტროსადგურის ქსელიდან გამორთვის შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს სწრაფი განმეორებითი სინქრონიზაციის შესაძლებლობა, რომელიც შეთანხმებულია უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და ელექტროსადგურს შორის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად; გ.ბ) ელექტროსადგური, რომლის განმეორებითი სინქრონიზაციის მინიმალური დრო გარე ქსელიდან გამორთვის შემდეგ აღემატება 15 წუთს, უნდა დაპროექტდეს P-Q დიაგრამის ნებისმიერი მუშა წერტილიდან საკუთარ მოხმარებაზე გადართვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში საკუთარ მოხმარებაზე მუშაობის დადასტურება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი მოწყობილობის მდგომარეობის სიგნალებს; გ.გ) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ უწყვეტი მუშაობა საკუთარი მოხმარების გამორთვის შემდეგ, გარეშე ქსელთან რაიმე დამატებითი მიერთების მიუხედავად. მინიმალური საოპერაციო დრო უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, პირველადი ენერგიის მამოძრავებლის ტექნოლოგიის კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით. 6. C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით: ა) კუთხური მდგრადობის ან კონტროლის დაკარგვასთან დაკავშირებით, ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს ქსელიდან ავტომატური გამორთვა სისტემის უსაფრთხოების დარღვევის ან ელექტროსადგურისთვის დაზიანების პრევენციის მიზნით. გენერაციის ობიექტის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად უნდა შეთანხმდეს კუთხური მდგრადობის ან კონტროლის დაკარგვის გამოვლენის კრიტერიუმებზე; ბ) მოწყობილობით აღჭურვასთან დაკავშირებით: ბ.ა) ელექტროსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც განახორციელებს გაუმართაობის ჩაწერას და სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგს. აღნიშნულმა მოწყობილობამ უნდა ჩაიწეროს შემდეგი პარამეტრები: ბ.ა.ა) ძაბვა; ბ.ა.ბ) აქტიური სიმძლავრე; ბ.ა.გ) რეაქტიული სიმძლავრე; და ბ.ა.დ) სიხშირე. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უნდა ჰჰქონდეს უფლება განსაზღვროს, ენერგომომარაგების ხარისხის პარამეტრები (რომელიც დაცული უნდა იყოს), სათანადო წინასწარი შეტყობინების გაგზავნის პირობით. ბ.ბ) გაუმართაობების ჩამწერი მოწყობილობის პარამეტრები, მათ შორის, გაშვების კრიტერიუმები და მისაწოდებელ მონაცემთა სიხშირე უნდა შეთანხმდეს გენერაციის ობიექტის მფლობელსა და შესაბამისი სისტემის ოპერატორს შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. ბ.გ) სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგი უნდა მოიცავდეს რხევების გამშვებს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, სიმძლავრის რხევების არასათანადოდ ჩახშობის გამოვლენის მიზნით. ბ.დ) ენერგომომარაგების ხარისხის და სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგთან დაკავშირებით მოწყობილობები უნდა მოიცავდეს ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმებს გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და/ან გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის. აღრიცხული მონაცემების კომუნიკაციის პროტოკოლები შეთანხმებულ უნდა იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის. გ) სიმულაციურ მოდელებთან დაკავშირებით: გ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სიმულაციური მოდელები, რომელიც სათანადოდ ასახავს ელექტროსადგურის ქცევას როგორც სტატიკური ასევე დინამიკური მდგრადობის სიმულაციებში ან ელექტრომაგნიტური გარდამავალი მდგომარეობის სიმულაციებში. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ წარდგენილი სიმულაციის მოდელები შესაბამისობაში არიან 152-158-ე მუხლებით განსაზღვრულ ტესტების შედეგებთან. აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს; გ.ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ წარმოდგენილი მოდელები უნდა მოიცავდეს ქვემოდელებს, რომლებიც დამოკიდებულია ინდივიდუალური კომპონენტების არსებობაზე: გ.ბ.ა) გენერატორი და პირველადი ენერგიის მამოძრავებელი; გ.ბ.ბ) სიჩქარის და სიმძლავრის რეგულატორი; გ.ბ.გ) ძაბვის რეგულირება, მათ შორის,, შესაბამის შემთხვევაში ენერგოსისტემის სტაბილიზატორის (PSS) ფუნქცია და აგზნების რეგულირების სისტემა; გ.ბ.დ) ელექტროსადგურის დაცვის მოდელები, რომელიც შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის; და გ.ბ.ე) გარდამქმნელის მოდელები სიმძლავრის პარკებისთვის; გ.გ) „გ.ა“ ქვეპუნქტში მოცემული შესაბამისი სისტემის ოპერატორის მოთხოვნა კოორდინირებული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ის უნდა მოიცავდეს: გ.გ.ა) წარსადგენი მოდელების ფორმატს; გ.გ.ბ) მოდელების სტრუქტურის და ბლოკური დიაგრამების დოკუმენტაციას; გ.გ.გ) მიერთების წერტილში მინიმალური და მაქსიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის შეფასებას, წარმოდგენილს მვა-ში, ეკვივალენტური ქსელის სახით; გ.დ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ელექტროსადგურის ტექნიკური მახასიათებლების ჩანაწერების წარდგენა. შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს ამგვარი ინფორმაცია მოდელების ჩანაწერებთან შედარების მიზნით; დ) სისტემის ოპერირებისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო მოწყობილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ ჩათვლის დამატებითი მოწყობილობების ელექტროსადგურებში დამონტაჟებას სისტემის ოპერირების ან მდგრადობის შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა შეისწავლონ ეს მოთხოვნა და შეთანხმდნენ სათანადო გადაწყვეტაზე; ე) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების სიჩქარის (რამპინგის დონე) მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების როგორც ზედა, ასევე ქვედა მიმართულებისათვის, პირველადი ამძრავის ტექნოლოგიის კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით; ვ) ამამაღლებელი ტრანსფორმატორების ნეიტრალის დამიწება ქსელის მხარეს, განხორციელებული უნდა იქნეს სისტემის ოპერატორის სპეციფიკაციების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 124. საერთო მოთხოვნები D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. 121-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესრულების გარდა, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, 122-ე მუხლის (გარდა მე-2 პუნქტისა), 123-ე მუხლის (გარდა მე-3 პუნქტისა) გარდა D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ამ მუხლში განსაზღვრული მოთხოვნები. 2. D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები: ა) ძაბვის დიაპაზონებთან დაკავშირებით: ა.ა) 127-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ქვემოთ მოცემული მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეუზღუდავად, ელექტროსადგური უნდა დარჩეს მიერთებული ქსელთან და ოპერირებდეს მიერთების წერტილში ქსელის ძაბვის დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია ძაბვის მნიშვნელობით მიერთების წერტილში, 1 ფ.ე. ძაბვასთან მიმართებაში, 30-ე დანართით განსაზღვრულ დროის პერიოდებში. ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს დროის უფრო ხანმოკლე პერიოდები, რომლის განმავლობაში ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან ერთდროული ძაბვის გაზრდისა და სიხშირის შემცირებისას ან პირიქით, ძაბვის შემცირებისა და სიხშირის გაზრდისას; ა.გ) ქსელის 400 კვ ძაბვის დროს (ან ალტერნატიულად - 380 კვ), 1 ფ.ე.-ს მნიშვნელობა არის 400 კვ. ბ) ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ოპერირებისთვის შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ოპერირებისთვის ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილია, არ უნდა მოხდეს გენერაციის ობიექტის მფლობელის მხრიდან შეთანხმების დაუსაბუთებელი შეფერხება. გ) „ა“ ქვეპუნქტის შეუზღუდავად, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უფლება უნდა ჰჰქონდეს განსაზღვროს მიერთების წერტილში ძაბვის სიდიდე, რომელზეც ელექტროსადგურს შეეძლება ავტომატური გამორთვა. ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. 3. D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები ელექტროსადგურების მდგრადობასთან / საიმედოობასთან დაკავშირებით: ა) ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით: ა.ა) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და განაგრძოს სტაბილური მუშაობა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაზღვეული ავარიით გამოწვეული შეშფოთების შედეგად. აღნიშნული შესაძლებლობა უნდა იყოს მიერთების წერტილის ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკის შესაბამისი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ავარიის ტიპისთვის. ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი უნდა წარმოადგენდეს მიერთების წერტილში ხაზური ძაბვის მნიშვნელობას, როგორც სიმეტრიული მოკლე შერთვის მომენტში, ასევე მოკლე შერთვის წინა და მის მომდევნო პერიოდში. ქვედა ზღვარი ასევე შესაძლოა განსაზღვრული იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მოცემული 110 კვ-ზე მაღალი ძაბვის დონეზე მიერთებული D ტიპის ელექტროსადგურებისთვის მოცემული ფარგლების გამოყენებით, 26-ე დანართის შესაბამისად. ქვედა ზღვარი ასევე შესაძლოა განსაზღვრული იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, 26-ე დანართში განსაზღვრული 110 კვ-ზე დაბალი ძაბვის დონეზე მიერთებული D ტიპის ელექტროსადგურებისთვის მოცემული ფარგლების გამოყენებით. ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირობები მოკლე შერთვის წარმოქმნამდე და მისი შემდეგი პერიოდისთვის, ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში. განსაზღვრული პირობები მოკლე შერთვის წარმოქმნამდე და მოკლე შერთვის შემდეგ ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ; ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარისთვის გასათვალისწინებელი დაზიანებამდე და დაზიანების შემდგომი მდგომარეობები, რომელიც წარმოადგენს 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაანგარიშების შედეგს მიერთების წერტილში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ბ.ა) დაზიანებამდე მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე თითოეული მიერთების წერტილზე გამოხატული მვა-ით; ბ.ბ) დაზიანებამდე ელექტროსადგურის მუშა წერტილი, გამოხატული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრით მიერთების წერტილში და ძაბვით მიერთების წერტილში; და ბ.გ) დაზიანების შემდეგ მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების თითოეულ წერტილში გამოხატული მგვა-ით; გ) ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი ასიმეტრიული დაზიანების შემთხვევაში უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა; 4. D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით: ა) სინქრონიზაციასთან დაკავშირებით, ელექტროსადგურის გაშვებისას, სინქრონიზაცია უნდა განახორციელოს გენერაციის ობიექტის მფლობელმა მხოლოდ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნებართვის შემდეგ. ბ) ელექტროსადგური აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო სინქრონიზაციის მოწყობილობებით. გ) ელექტროსადგურების სინქრონიზაცია შესაძლებელი უნდა იყოს 121-ე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული სიხშირის დიაპაზონების ფარგლებში. დ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი და გენერაციის ობიექტის მფლობელი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა შეთანხმდნენ სინქრონიზაციის მოწყობილობების პარამეტრებზე. შეთანხმება უნდა მოიცავდეს: დ.ა) ძაბვა; დ.ბ) სიხშირე; დ.გ) ფაზური ძვრის კუთხის ფარგლები; დ.დ) ფაზის მიმდევრობა; დ.ე) ძაბვის და სიხშირის გადახრა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 125. მოთხოვნები B ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. B ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია 121-ე მუხლში, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 122-ე მუხლისა. 2. B ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებით მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს, სინქრონული ელექტროსადგურის შესაძლებლობა გამოიმუშაოს რეაქტიული სიმძლავრე. ბ) ძაბვის რეგულირების სისტემასთან დაკავშირებით, სინქრონული ელექტროსადგური აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი აგზნების ავტომატური რეგულირების სისტემით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს გენერატორის მომჭერებზე სტაბილური ძაბვა, შერჩეულ დანაყენზე, სინქრონული ელექტროსადგურის მთლიანი საოპერაციო დიაპაზონის ფარგლებში. 3. მდგრადობასთან/საიმედოობასთან დაკავშირებით, B ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებს უნდა ჰქონდეთ ავარიის შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის უნარი. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, აქტიური სიმძლავრის აღდგენის ამპლიტუდა და დრო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 126. მოთხოვნები C ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. C ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ 121-ე, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებში მოცემული მოთხოვნები, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 121-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გარდა. 2. C ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის დამატებითი უზრუნველყოფის საჭიროება, თუ სინქრონული ელექტროსადგურის მიერთების წერტილი არ მდებარეობს არც ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეზე (მაღალი ძაბვის საფეხურზე) და არც გენერატორის მომჭერებზე ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში. ამ დამატებითმა რეაქტიულმა სიმძლავრემ უნდა გააკომპენსიროს მაღალი ძაბვის ხაზის ან კაბელის რეაქტიული სიმძლავრის მოხმარება, რომელიც მდებარეობს ელექტროსადგურის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეებსა და მიერთების წერტილს შორის და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ხაზის ან კაბელის მფლობელის მიერ. ბ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა მაქსიმალური სიმძლავრის შემთხვევაში: ბ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს ცვლადი ძაბვის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოთხოვნები. ამ მიზნით, შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს U-Q/Pmax პროფილი იმ ფარგლებში, რომელშიც სინქრონულ ელექტროსადგურს შეეძლება რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა მაქსიმალურ სიმძლავრეზე. განსაზღვრულ U-Q/Pmax პროფილს შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერი ფორმა, იმ ფინანსური ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია მაღალი ძაბვის შემთხვევაში, რეაქტიული სიმძლავრის გენერაციისა და დაბალი ძაბვის შემთხვევაში რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების შესაძლებლობის მიწოდებასთან.. ბ.ბ) U-Q/Pmax პროფილი განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, ქვემოთ მითითებული პრინციპების შესაბამისად: ბ.ბ.ა) U-Q/Pmax პროფილი არ უნდა აღემატებოდეს U-Q/Pmax პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია შიდა ფარგლებით 28-ე დანართში; ბ.ბ.ბ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის ზომები (Q/Pmax დიაპაზონი და ძაბვის დიაპაზონი) განსაზღვრულია თითოეული სინქრონული ზონისთვის 28-ე დანართის ცხრილში; და ბ.ბ.გ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა იყოს ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში, 28-ე დანართის შესაბამისად. ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება მიერთების წერტილზე. მართკუთხედისგან განსხვავებული ფორმის პროფილის შემთხვევაში, ძაბვის დიაპაზონი წარმოადგენს მაქსიმალურ და მინიმალურ სიდიდეებს. აქედან გამომდინარე, რეაქტიული სიმძლავრის სრული დიაპაზონი არ იქნება ხელმისაწვდომი დამყარებული ძაბვების დიაპაზონის ფარგლებში. ბ.დ) სინქრონულმა ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს ოპერირების ნებისმიერ წერტილზე გადასვლა U-Q/Pmax პროფილის ფარგლებში, სათანადო დროის პერიოდში შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ მიზნობრივ სიდიდეებზე. გ) მაქსიმალურ სიმძლავრეზე დაბლა რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აქტიურ სიმძლავრის გამომუშავებაზე მაქსიმალურ სიმძლავრეზე დაბალი სიმძლავრით ოპერირებისას (P<Pmax), სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა შეძლოს ოპერირება მოცემული სინქრონული ელექტროსადგურის გენერატორის P-Q დიაგრამის თითოეულ შესაძლო მუშა წერტილზე, მინიმალურ მდგრად საოპერაციო დონემდე მაინც. აქტიური სიმძლავრის შემცირებული გამომუშავების შემთხვევაშიც კი, რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება მიერთების წერტილზე სრულად უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სინქრონული ელექტროსადგურის გენერატორის P-Q დიაგრამას, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არსებობის შემთხვევაში, მისი სიმძლავრის დანაკარგის და დამხმარე კვების წყაროს სიმძლავრის გათვალისწინებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 127. მოთხოვნები D ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. D ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ 121-ე მუხლი, გარდა 121 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 121-ე მუხლის მე-6 პუნქტის და ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 122-ე მუხლი, გარდა 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა. ასევე, D ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ 123-ე მუხლი, გარდა 123 მუხლის მე-3 პუნქტისა, უნდა დააკმაყოფილონ 124-ე მუხლი, 125-ე მუხლი, გარდა 125-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და უნდა დააკმაყოფილონ 126-ე მუხლში მითითებული მოთხოვნები. 2. D ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) ძაბვის კონტროლის სისტემის კომპონენტების პარამეტრები შეთანხმებულ უნდა იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელს და შესაბამისი სისტემის ოპერატორს შორის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. ბ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმება უნდა მოიცავდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორის (AVR) სპეციფიკაციებს და მის ტექნიკურ მახასიათებლებს დამყარებული ძაბვის და გარდამავალი (ცვალებადი) ძაბვის რეგულირებასთან დაკავშირებით; ასევე აგზნების კონტროლის სისტემის სპეციფიკაციებსა და მაჩვენებლებს, ეს უკანასკნელი მოიცავს: ბ.ა) გამომავალი სიგნალის ზონის შეზღუდვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სიხშირის უმაღლესმა საპასუხო რეაქციამ არ გამოიწვიოს გრეხითი რხევების წარმოქმნა ქსელთან მიერთებულ სხვა ელექტროსადგურებზე; ბ.ბ) უკმარაგზნების შემზღუდველი, რომელიც ხელს შეუშლის ძაბვის ავტომატურ რეგულატორს შეამციროს გენერატორის აგზნება იმ დონემდე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სინქრონულ მდგრადობას; ბ.გ) გადააგზნების შემზღუდველი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გენერატორის აგზნება არ შეიზღუდება მაქსიმალურზე ნაკლებ სიდიდემდე, რომლის მიღწევა შესაძლებელია სინქრონული ელექტროსადგურის საპროექტო ფარგლებში ოპერირების დროს. ბ.დ) სტატორის დენის შემზღუდველი; და ბ.ე) PSS (სისტემის მასტაბილიზირებელი) ფუნქცია სიმძლავრის რხევების შესამცირებლად, თუ სინქრონული ელექტროსადგურის სიმძლავრე აღემატება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მაქსიმალურ მნიშვნელობას. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა და გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა დადონ შეთანხმება ელექტროსადგურის ტექნიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, კუთხური მდგრადობის მხარდაჭერის მიზნით, გაუმართაობის პირობებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 128. მოთხოვნები B ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. B ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ 121-ე და 122-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნისა. 2. B ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა გამოიმუშაოს რეაქტიული სიმძლავრე. ბ) შესაბამის სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სიმძლავრის პარკმა შეძლოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის უზრუნველყოფა მიერთების წერტილში 3-ფაზა სიმეტრიული მოკლე შერთვის შემთხვევაში, შემდეგი პირობებით: ბ.ა) სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების აქტივაცია შემდეგი რომელიმე პირობის დაკმაყოფილებით: ბ.ა.ა) უზრუნველყოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდება მიერთების წერტილში, ან ბ.ა.ბ) გაზომოს ძაბვის გადახრები სიმძლავრის პარკის თითოეული გენერატორების მომჭერებზე და უზრუნველყოს სწრაფი მოკლე შერთვის დენი გენერატორის მომჭერებზე; ბ.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად უნდა განსაზღვროს: ბ.ბ.ა) როგორ და როდის უნდა დადგინდეს ძაბვის გადახრები, ისევე როგორც ამ გადახრების დასრულება. ბ.ბ.ბ) სწრაფი მოკლე შერთვის დენის მახასიათებლები, რომელიც მოიცავს დროში გაზომილ ძაბვის გადახრას და სწრაფი მოკლე შერთვის დენს, რომლისთვისაც დენი და ძაბვა შესაძლოა გაზომილი იქნეს მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული მეთოდისგან განსხვავებულად. ბ.ბ.გ) სწრაფი მოკლე შერთვის დენის დროები და სიზუსტე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რამდენიმე საფეხურს, მოკლე შერთვის დროს და მისი მოხსნის შემდეგ; გ) სწრაფმოქმედი სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდებასთან დაკავშირებით ასიმეტრიული (1-ფაზა ან 2-ფაზა) მოკლე შერთვების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უფლება აქვს, განსაზღვროს მოთხოვნები ასიმეტრიული დენის მიწოდებასთან დაკავშირებით. 3. B ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ ქვემოთ მითითებული დამატებითი მოთხოვნები ელექტროსადგურების საიმედოობასთან დაკავშირებით: (ა)გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ავარიის შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენა, რომლის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს სიმძლავრის პარკს, მის მიერვე განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: ა.ა) ავარიის შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის დაწყება, ძაბვის კრიტერიუმის საფუძველზე; ა.ბ) აქტიური სიმძლავრის აღდგენის მაქსიმალური დასაშვები დრო; ა.გ) აქტიური სიმძლავრის აღდგენის ამპლიტუდა და სიზუსტე; (ბ) მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს: ბ.ა) ურთიერთდამოკიდებულება მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამის სწრაფი მოკლე შერთვის დენის მოთხოვნებსა და აქტიური სიმძლავრის აღდგენას შორის; ბ.ბ) დამოკიდებულება აქტიური სიმძლავრის აღდგენის დროებსა და ძაბვის გადახრის ხანგრძლივობას შორის; ბ.გ) აქტიური სიმძლავრის აღდგენის მაქსიმალური დასაშვები დროის დადგენილი ზღვრები; ბ.დ) ადეკვატურობა ძაბვის აღდგენის დონესა და აქტიური სიმძლავრის აღდგენის მინიმალურ ამპლიტუდას შორის; ბ.ე) აქტიური სიმძლავრის რხევების ადეკვატური დემპფერირება (ჩახშობა). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 129. მოთხოვნები C ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. C ტიპის სიმძლავრის პარკმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელსაც მოიცავს 121-ე მუხლი, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 121-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილოს 122-ე მუხლი, გარდა 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ასევე უნდა დააკმაყოფილოს 123-ე და 128-ე მუხლები, გარდა 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტში. 2. C ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით: (ა) გადამცემი სისტემის ოპერატორს აქვს უფლება, განსაზღვროს სიმძლავრის პარკების მიერ ხელოვნური ინერციის უნარი, სიხშირის ძალიან სწრაფი გადახრებისას; (ბ) ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფისთვის საჭირო საკონტროლო სისტემების ოპერირების პრინციპები და მასთან დაკავშირებული ტექნიკური მახასიათებლის პარამეტრები, განსაზღვრული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. 3. C ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით: ა) რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა, თუ სიმძლავრის პარკის მიერთების წერტილი არ მდებარეობს ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის მომჭერებზე და არც გარდამქმნელის მომჭერებზე, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში. ამ დამატებითმა რეაქტიულმა სიმძლავრემ უნდა გააკომპენსიროს მაღალი ძაბვის ხაზის ან კაბელის რეაქტიული სიმძლავრის მოხმარება, რომელიც მდებარეობს ელექტროსადგურის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეებსა და მიერთების წერტილს შორის და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გადამცემი ხაზის ან კაბელის მფლობელის მიერ. ბ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მაქსიმალურ სიმძლავრეზე: ბ.ა) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს, რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ძაბვის ცვალებადობის პირობებში. ამ მოქმედებისთვის, მან უნდა განსაზღვროს U-Q/Pmax- პროფილი, რომელსაც შესაძლოა ჰჰქონდეს ნებისმიერი ფორმა იმ ფარგლებში, რომლის დროსაც სიმძლავრის პარკს აქვს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის უნარი, მაქსიმალური აქტიური სიმძლავრით ოპერირებისას. ბ.ბ) U-Q/Pmax-პროფილი განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, ქვემოთ მითითებული პრინციპების შესაბამისად: ბ.ბ.ა) U-Q/Pmax-პროფილი არ უნდა აღემატებოდეს U-Q/Pmax-პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია შიდა ფარგლებით 29-ე დანართის პირველ ნახაზზე; ბ.ბ.ბ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის განზომილება (Q/Pmax დიაპაზონი და ძაბვის დიაპაზონი) განსაზღვრულია თითოეული სინქრონული ზონისთვის 29-ე დანართის პირველ ცხრილში; ბ.ბ.გ)_ U-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა იყოს ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში, რომელიც მოცემულია 29-ე დანართის პირველ ნახაზზე. ბ.ბ.დ) განსაზღვრულ U-Q/Pmax- პროფილს შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერი ფორმა, მაღალი ძაბვების შემთხვევაში, იმ ფინანსური ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია მაღალი ძაბვის შემთხვევაში, რეაქტიული სიმძლავრის გენერაციისა და დაბალი ძაბვის შემთხვევაში რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების შესაძლებლობის მიწოდებასთან. ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება მიერთების წერტილზე. პროფილის ფორმასთან დაკავშირებით, მართკუთხედის გარდა, ძაბვის დიაპაზონი წარმოადგენს მაქსიმალურ და მინიმალურ სიდიდეებს. რეაქტიული სიმძლავრის სრული დიაპაზონი აქედან გამომდინარე არ იქნება ხელმისაწვდომი დამყარებული ძაბვების დიაპაზონის ფარგლებში. გ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მაქსიმალურზე დაბალი სიმძლავრეების შემთხვევაში: გ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს, რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამ მოქმედებისთვის, მან უნდა განსაზღვროს P-Q/Pmax - პროფილი, რომელსაც შესაძლოა ჰჰქონდეს ნებისმიერი ფორმა იმ ფარგლებში, რომელშიც სიმძლავრის პარკი შეძლებს ან უზრუნველყოფს რეაქტიულ სიმძლავრეს მაქსიმალურზე დაბალი აქტიური სიმძლავრის ოპერირების შემთხვევაში. გ.ბ) P-Q/Pmax- -პროფილს განსაზღვრავს თითოეული შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, შემდეგი პრინციპების შესაბამისად: გ.ბ.ა) P-Q/Pmax- -პროფილი არ უნდა აღემატებოდეს P-Q/Pmax -პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია შიდა ფარგლებით 29-ე დანართის მე-2 ნახაზზე; გ.ბ.ბ) P-Q/Pmax-პროფილის ზონის Q/Pmax დიაპაზონი თითოეული სინქრონული ზონისთვის განსაზღვრულია 29-ე დანართის პირველ ცხრილში; გ.ბ.გ) P-Q/Pmax-პროფილის ზონის აქტიური სიმძლავრის დიაპაზონი ნულოვან რეაქტიულ სიმძლავრეზე უნდა იყოს; გ.ბ.დ) P-Q/Pmax-პროფილს შესაძლოა ჰჰქონდეს ნებისმიერი ფორმა და უნდა მოიცავდეს პირობებს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობისთვის ნულოვანი აქტიური სიმძლავრისას; და გ.ბ.ე) P-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა იყოს ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში რომელიც მოცემულია 29-ე დანართის მე-2 ნახაზზე. გ.გ)მაქსიმალურზე დაბალი აქტიური სიმძლავრით ოპერირებისას (P<Pmax), სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე მის P-Q/Pmax-პროფილის შიდა ფარგლებში, თუ ამ სიმძლავრის პარკის ყველა აგრეგატი, რომელიც გენერირებს სიმძლავრეს, ტექნიკურად ხელმისაწვდომია (ე.ი. არ არის უმოქმედო ტექნიკური მომსახურების ან გაუმართაობის გამო). სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შედარებით დაბალ შესაძლებლობებს, რაც განპირობებულია მისი ტექნიკური ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. გ.დ) სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს მის P-Q/Pmax პროფილის ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე გადასვლა, სათანადო დროის პერიოდში შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ მიზნობრივ სიდიდეებზე. დ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმებთან დაკავშირებით: დ.ა) სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა ავტომატურად ძაბვის კონტროლის, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის ან სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმით. დ.ბ) ძაბვის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება მიერთების წერტილში არსებული ძაბვის კონტროლში, ქსელთან რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის უზრუნველყოფის მიზნით და ძაბვის 0,95-დან 1,05-მდე ფარდობით ერთეულამდე დანაყენებისა და არაუმეტეს 0,01 ფარდობითი ერთეული ბიჯის საშუალებით, ასევე სულ მცირე 2-დან 7%-მდე ძაბვის გადახრის ფარგლებით და არაუმეტეს 0,5 %-ის ბიჯით. რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავება უნდა იყოს ნული, როდესაც ქსელის ძაბვის სიდიდე მიერთების წერტილში ტოლი იქნება ძაბვის დანაყენის. დ.გ) დანაყენებმა შესაძლოა იმუშაოს, როგორც ქსელის ძაბვის 0-დან ±5%-მდე მკვდარი ზონით არაუმეტეს 0,5 ბიჯით ან მის გარეშე. დ.დ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდგომ, სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების 90%-იანი ცვლილება t1 დროის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ 1-დან 5 წმ-მდე და უნდა დამყარდეს სტატიზმის კოეფიციენტით განსაზღვრულ სიდიდეზე სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ t2 დროში 5-60 წმ-მდე, მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის არაუმეტეს 5%-იანი დამყარებული/რეაქტიული სიმძლავრის მკვდარი ზონით. დ.ე)რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის შერჩევა, რომელიც მდებარეობს 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და 126-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფარგლებში. დანაყენის საფეხური არ უნდა იყოს მთლიანი რეაქტიული სიმძლავრის 5%-ზე მეტი ან 5 მეგავარზე მეტი (აღნიშნულ სიდიდეებს შორის უმცირესი), მიერთების წერტილში რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის მიზნით რეაქტიული სიმძლავრის ±5 მეგავარის ან სრული რეაქტიული სიმძლავრის 5%-ის სიზუსტით (აღნიშნულ სიდიდეებს შორის უმცირესი). დ.ვ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლი მიერთების წერტილზე რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნილ დიაპაზონში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და 126-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, , მიზნობრივი სიმძლავრის კოეფიციენტით, ცვლილების ბიჯით არაუმეტეს 0,01. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სიმძლავრის კოეფიციენტის მიზნობრივი სიდიდე, მისი მგრძნობიარობა, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს მიღწეული სასურველი სიდიდე, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების უეცარი ცვლილების შემდგომ. მიზნობრივი სიმძლავრის კოეფიციენტის მგრძნობიარობა უნდა იყოს გამოსახული შესაბამისი რეაქტიული სიმძლავრის მგრძნობიარობით. რეაქტიული სიმძლავრის მგრძნობიარობა გამოსახული უნდა იყოს აბსოლუტური სიდიდით ან სიმძლავრის პარკის მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებით. დ.ზ) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან და სიმძლავრის პარკის მფლობელთან კოორდინაციის შედეგად უნდა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის ზემოთ მოცემული სამი რეჟიმიდან („დ.ბ“, „დ.ე“ და „დ.ვ“ ქვეპუნქტები) და მათთან დაკავშირებული დანაყენიდან რომელი გამოიყენოს და რა დამატებითი მოწყობილობა იქნება საჭირო შესაბამისი დანაყენის დისტანციურად მართვისთვის. ე) აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის ნაკადების რეგულირებაში მონაწილეობის პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტი აქტიურ სიმძლავრესა და რეაქტიულ სიმძლავრის რეგულირებაში მონაწილეობას შორის, იმ მოკლე შერთვების განმავლობაში, რომლისთვისაც მოითხოვება ავარიის მიმართ მდგრადობის შესაძლებლობა. თუ პრიორიტეტი მიენიჭება მონაწილეობას აქტიური სიმძლავრის რეგულირებაში, მისი უზრუნველყოფა უნდა განისაზღვროს მოკლე შერთვის წარმოქმნიდან არაუგვიანეს 150 მილი/წამით. ვ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლთან დაკავშირებით, თუ მოითხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორი, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სიმძლავრის რხევების ჩახშობაში მონაწილეობის მიღება. სიმძლავრის პარკების ძაბვისა და რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის მახასიათებლებმა არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა სიმძლავრის რხევების ჩახშობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 130. მოთხოვნები D ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით D ტიპის სიმძლავრის პარკმა უნდა დააკმაყოფილოს 121-ე მუხლი, გარდა, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 121-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 122-ე მუხლი, გარდა 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 123-ე მუხლი, გარდა 123-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 124-ე, 129-ე, 128-ე მუხლები, გარდა 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 131. საერთო დებულებები 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ცვლად ძაბვაზე მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით. ცვლად ძაბვაზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს, რომელიც მდებარეობს არასახმელეთო ზონაში, რომელსაც არ აქვს არასახმელეთო მიერთების წერტილი, უნდა ჩაითვალოს სახმელეთო სიმძლავრის პარკად და ამ სახით უნდა დააკმაყოფილოს სახმელეთო სიმძლავრის პარკის ელექტროსადგურებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები. 2. ცვლად ძაბვაზე მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკის არასახმელეთო მიერთების წერტილი უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. 3. ცვლადი დენით დაკავშირებული არასახმელეთო სიმძლავრის პარკები იყოფა არასახმელეთო ქსელის მიერთების შემდეგი კონფიგურაციების შესაბამისად: ა) კონფიგურაცია 1: არასახმელეთო ცვლადი ძაბვის სისტემის შექმნის მიზნით ერთმანეთთან არასახმელეთო კავშირით შეერთებული ერთი ან მეტი არასახმელეთო სიმძლავრის პარკის ცვლადი ძაბვის კავშირი სახმელეთო ქსელის მიერთების ერთ წერტილთან. ბ) კონფიგურაცია 2: ძლიერ დაკავშირებული ცვლადი დენის კავშირები, რომლის დროსაც არასახმელეთო სიმძლავრის პარკის ელექტროსადგურებს შორის არსებობს არასახმელეთო კავშირი, რათა შეიქმნას არასახმელეთო ცვლადი დენის სისტემა დაკავშირებული სახმელეთო სისტემასთან ორი ან მეტი სახმელეთო ქსელის მიერთების წერტილში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 132. ცვლად დენზე მიერთებული არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული სიხშირის მდგრადობის მოთხოვნები სიხშირის მდგრადობის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია 121-ე მუხლის 1-5 პუნქტების ჩათვლით, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 129-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ვრცელდება ცვლად დენზე მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 133. ცვლად დენზე მიერთებული არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული ძაბვის მდგრადობის მოთხოვნები 1. 121-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ცვლად დენზე მიერთებულმა არასახმელეთო სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება მიერთების წერტილში ქსელის ძაბვის დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია მიერთების წერტილში არსებული ძაბვის ფარდობით ბაზისურ 1 ფ.ე. ძაბვასთან, შემდეგ დროის პერიოდებში. ცხრილი 3. ეს ცხრილი ასახავს იმ მინიმალურ პერიოდს, რომელშიც ცვლადი დენით მიერთებულმა არასახმელეთო სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს ოპერირება გამორთვის გარეშე ძაბვის სხვადასხვა დიაპაზონში ბაზისური 1 ფ.ე. სიდიდიდან გადახრის დროს.
2. ცვლადი დენით მიერთებულ ნებისმიერ არასახმელეთო სიმძლავრის პარკზე უნდა გავრცელდეს 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, ასევე, 126-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით. 3. 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა მაქსიმალურ სიმძლავრეზე, ვრცელდება ცვლადი დენით მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე, (28-ე დანართის პირველი ცხრილის გარდა), შემდეგი პარამეტრებით: ცხრილი 4. პარამეტრები ცვლადი დენით მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ.
მუხლი 134. ცვლად დენზე მიერთებული არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისთვის წაყენებული მოთხოვნები ელექტროსადგურის მდგრადობასთან დაკავშირებით 1. ელექტროსადგურის მდგრადობის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 126-ე მუხლის მე-4 და 131-ე მუხლის მე-3 პუნქტებში, ვრცელდება ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე. 2. ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებში, ვრცელდება ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 135. ცვლადი დენზე მიერთებული არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული მოთხოვნები სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე ვრცელდება სისტემის აღდგენის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-4 და 123-ე მუხლის მე-5 პუნქტებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 136. ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე ვრცელდება სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 122 მუხლის მე-5, 123-ე მუხლის მე-5 და 124-ე მუხლის მე-4 პუნქტებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 137. საერთო დებულებები - ახალი ელექტროსადგურების მიერთება 1. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა დაუდასტუროს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 121-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით განხორციელების გზით, თითოეული ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით, როგორც განსაზღვრულია 138-145-ე მუხლების ჩათვლით. 2. ოპერატიული შეტყობინების პროცედურის დეტალები უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 138. A ტიპის ელექტროსადგურების ოპერატიული შეტყობინება 1. თითოეული ახალი A ტიპის ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით ოპერატიული შეტყობინების პროცედურა უნდა მოიცავდეს სამონტაჟო დოკუმენტის წარდგენას. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად წარდგენილია სისტემის ოპერატორისთვის. გენერაციის ობიექტში შემავალი თითოეული ელექტროსადგურისთვის სამონტაჟო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე. დასაშვებია მესამე პირის მიერ, გენერაციის ობიექტის მფლობელის სახელით, ამ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სამონტაჟო დოკუმენტის შინაარსი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: (ა) მიერთების წერტილს; (ბ) მიერთების თარიღს; (გ) მისაერთებელი ობიექტის მაქსიმალურ სიმძლავრეს, კვტ-ში; (დ) პირველადი ენერგოწყაროს სახე; (ე) ელექტროსადგურის კლასიფიკაცია, როგორც ახალი ტექნოლოგია, 174-178-ე მუხლების შესაბამისად. (ვ) სამონტაჟო სამუშაოებში გამოყენებული მოწყობილობისთვის განკუთვნილი ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატი ან მისი ბმული. (ზ) გამოყენებული მოწყობილობისთვის, რომელზეც არ იქნა მიღებული შესაბამისი სერტიფიკატი, წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამის სისტემის ოპერატორის მიერ ინსტრუქციის შესაბამისად. (თ) გენერაციის ობიექტის მფლობელის და მემონტაჟის საკონტაქტო რეკვიზიტები და მათი ხელმოწერები. 3. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნა ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შესახებ. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი შეტყობინება შესაძლოა გაკეთდეს მესამე პირების მიერაც, მათ შორის, აგრეგატორის მხრიდანაც. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 139. B, C და D ტიპის ელექტროსადგურების ოპერატიული შეტყობინება ოპერატიული შეტყობინების პროცედურისას თითოეული ახალი B, C და D ტიპის ელექტროსადგურების ნებადართული უნდა იყოს მოწყობილობის სერტიფიკატის გამოყენება, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 140. პროცედურები B და C ტიპის ელექტროსადგურებისთვის 1. თითოეული ახალი B და C ტიპის ელექტროსადგურების მიერთების ოპერატიული შეტყობინების მიზნით, ელექტროსადგურის მფლობელმა უნდა წარუდგინოს „ელექტროსადგურის დოკუმენტი“ შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისობის შესახებ განცხადებას. გენერაციის ობიექტში შემავალი თითოეული ელექტროსადგურისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე დამოუკიდებელი დოკუმენტი. 2. დოკუმენტის ფორმატი და მასში ასახული ინფორმაცია უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. შესაბამისი სისტემის ოპერატორს აქვს უფლება გენერაციის ობიექტის მფლობელისგან მოითხოვოს, რომ „ელექტროსადგურის დოკუმენტი“ მოიცავდეს შემდეგს: (ა) გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ელექტროსადგურის მფლობელს შორის შეთანხმების მტკიცებულებას დაცვის და კონტროლის დანაყენების თაობაზე მიერთების წერტილთან დაკავშირებით; (ბ) დეტალურ შუალედურ შესაბამისობის დოკუმენტს; (გ) ელექტროსადგურის დეტალურ ტექნიკურ მონაცემებს, ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ. (დ) სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემულ მოწყობილობის სერტიფიკატებს ელექტროსადგურთან დაკავშირებით, თუკი ისინი გამოიყენება, როგორც შესაბამისობის მტკიცებულება. (ე) 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამის სიმულაციურ მოდელებს C ტიპის ელექტროსადგურისთვის. (ვ) 152-158-ე მუხლების ჩათვლით მოცემული დებულებების შესაბამისად მოთხოვნილი დამყარებული რეჟიმისა და დინამიკის შესრულების ხარისხის შესაბამისობის ტესტის ანგარიშებს, რომლებიც მოიცავს ტესტირების განმავლობაში ფაქტობრივი გაზომვების სიდიდეების გამოყენებას, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი დეტალიზაციის დონით. (ზ) 159-167-ე მუხლების ჩათვლით მოთხოვნილი დამყარებული რეჟიმისა და დინამიკის შესრულების ხარისხის კვლევებს, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი დეტალიზაციის დონით. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა სრული და ადეკვატური „ელექტროსადგურის დოკუმენტის“ მიღების დროს უნდა გაუგზავნოს საბოლოო ოპერატიული შეტყობინება გენერაციის ობიექტის მფლობელს. 4. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა შეატყობინოს სისტემის ოპერატორს ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შესახებ. 5. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, B და C ტიპის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში ჩართვის და მისგან გამოყვანის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობა. 6. „ელექტროსადგურის დოკუმენტი“ შესაძლოა გაცემული იყოს შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 141. პროცედურები D ტიპის ელექტროსადგურებისთვის ოპერატიული შეტყობინების პროცედურა ყოველი ახალი D ტიპის ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს შემდეგს: (ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON); (ბ) შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION); და (გ) საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 142. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) გენერაციის ობიექტის მფლობელს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თავისი შიდა ქსელის და ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება, ქსელთან მიერთების გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება მიერთების წერტილისთვის. 2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის დადებულ შეთანხმებას მიერთების წერტილთან დაკავშირებული დაცვისა და კონტროლის დანაყენების შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 143. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) გენერაციის ობიექტის მფლობელს ანიჭებს უფლებას მოახდინოს ელექტროსადგურის ოპერირება და შესაბამისად სიმძლავრის გენერაცია ქსელზე მიერთების გამოყენებით, შეზღუდული დროით. 2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, შესაბამისი მონაცემებისა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში, ამ მუხლის მოთხოვნის შესაბამისად. 3. მონაცემების და კვლევის განხილვასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოწოდება: (ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; (ბ) ელექტროსადგურის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ქსელთან მიერთების კუთხით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ; (გ) ოფიციალური სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით გაცემული ელექტროსადგურის მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები. რომელიც წარმოადგენს შესაბამისობის მტკიცებულების ნაწილს; (დ) სიმულაციურ მოდელებს, 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად და როგორც მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორი; (ე) 159-167-ე მუხლების ჩათვლით მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული მოსალოდნელი დამყარებული და დინამიკური რეჟიმების შესრულების ხარისხის კვლევები; და (ვ) შესაბამისობის ტესტების დეტალები, 152-დან 158-ე მუხლების ჩათვლით მოცემული დებულებების შესაბამისად. 4. მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გენერაციის ობიექტის მფლობელიშეინარჩუნებს შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსს, უნდა იყოს 24 თვე. შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების უფრო ხანმოკლე მოქმედების ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გენერაციის ობიექტის მფლობელი არსებით პროგრესს მიაღწევს სრული შესაბამისობის მიმართულებით. გადაუჭრელი საკითხები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული გახანგრძლივების მოთხოვნის მომენტში. 5. გახანგრძლივებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გენერაციის ობიექტის მფლობელსშეუძლია შეინარჩუნოს შუალედური ოპერატიული შეტყობინება გარდა მე-4 პუნქტით დადგენილი პერიოდისა, შესაძლოა მიღწეულ იქნეს თუკი შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი გადავადების მოთხოვა გაკეთდა ზემოაღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე 168-ე მუხლში მოცემული გადავადების პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 144. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) გენერაციის ობიექტის მფლობელს უფლებას აძლევს მოახდინოს ელექტროსადგურის ოპერირება ქსელთან კავშირის გამოყენებით. 2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გაიცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, შუალედური ოპერატიული შეტყობინების მიზნით განსაზღვრული ყველა შეუთავსებლობის წინასწარი აღმოფხვრის შემდეგ და ამ მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი მონაცემთა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში. 3. მონაცემების და კვლევების ანალიზის მიზნით, გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაბამისი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი: ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; და ბ) გამოყენებული ტექნიკური მონაცემების სიმულაციური მოდელების და კვლევების განახლებული ვერსია, 143-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მათ შორის, ტესტირების დროს გაზომილი ფაქტობრივი სიდიდეები. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემასთან დაკავშირებით შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, გამონაკლისის უფლება გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, 168-173-ე მუხლებში აღწერილი გამონაკლისის დაშვების პროცედურის შესაბამისად. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, თუ ელექტროსადგური აკმაყოფილებს გადავადების დებულებებს. 5. გადავადების მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია არ დაუშვას ელექტროსადგურის ოპერირება მანამ სანამ გენერაციის ობიექტის მფლობელი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ ჩათვლის, რომ ელექტროსადგური აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს. 6. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი და გენერაციის ობიექტის მფლობელი ვერ გადაწყვეტენ შეუსაბამობის საკითხს გონივრულ დროში, მაგრამ არაუმეტეს გადავადების მოთხოვნაზე უარის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, თითოეული მხარე უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს კომისიას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 145. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) D ტიპის ელექტროსადგურებისთვის 1. გენერაციის ობიექტის მფლობელები, რომელსაც გადაეცა საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებების შესახებ: ა) მოწყობილობა-დანადგარები ექვემდებარება ან მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან ოპერირების იმგვარად შეზღუდვა, რაც გავლენას ახდენს მის შესრულების ხარისხზე; ან ბ) მოწყობილობის გაუმართაობა, რის გამოც შეუძლებელია ზოგიერთი შესაბამისი მოთხოვნების შესრულება. 2. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუ გენერაციის ობიექტის მფლობელის გონივრული მოლოდინით პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გასტანს სამ თვეზე მეტ ხანს. 3. (LON) გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით: (ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას; (ბ) პასუხისმგებლობები და საკითხების სავარაუდო გადაჭრის ვადები; და (გ) შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. გაცემული საწყისი პერიოდი შესაძლებელია იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის დამაკმაყოფილებელია წარმოდგენილი მტკიცებულება, რის თანახმადაც მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდში, იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON). 5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის გაკეთებული გადავადების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა ზემოაღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე, 168-173-ე მუხლებში მითითებული გადავადების პროცედურის შესაბამისად. 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს უარი განაცხადოს ელექტროსადგურის სისტემაში მუშაობაზე, შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე. ასეთ შემთხვევებში საბოლო ოპერატიული შეტყობინება ავტომატურად კარგავს მოქმედებას. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გასცემს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გახანგრძლივების უფლებას ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად ან არ დაუშვებს ელექტროსადგურის ოპერირებას შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან ამ მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად გადაცეს კომისიას შესაბამისი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილების თაობაზე ზემოთხსენებული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 146. არსებულ ელექტროსადგურებზე მოთხოვნების გავრცელებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლიანობის იდენტიფიკაცია 1. არსებულ ელექტროსადგურებზე ამ თავით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნის გავრცელებამდე, 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარჯების და სარგებლიანობის ხარისხობრივი შედარება, რომელიც უკავშირდება განსახილველ მოთხოვნას. არსებული შედარება უნდა ითვალისწინებდეს ქსელზე დაფუძნებულ ან ბაზარზე დაფუძნებულ ხელმისაწვდომ ალტერნატივებს. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განაგრძოს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი 2-5 პუნქტების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი შედარებისას შესაძლო სარგებელი აღემატება შესაძლო ხარჯს. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ხარჯი მაღალია ან სარგებელი დაბალია, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატირუ წყვეტს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. 2. პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა ჩაატაროს ნებისმიერი მოთხოვნის ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი, რომლის გავრცელებაც ივარაუდება არსებულ ელექტროსადგურებზე, რომელთაც პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად აჩვენეს პოტენციური სარგებელი. 3. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაჯამოს შედეგები ანგარიშში, რომლებიც უნდა: (ა) მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და შემდგომი მოქმედების შესახებ რეკომენდაციებს; (ბ) მოიცავდეს შეთავაზებას გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც საჭიროა მოთხოვნების გასავრცელებლად არსებული ელექტროსადგურებისთვის. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს კომისიის გადაწყვეტილების დღიდან. გ) იყოს საჯარო განხილვების საგანი, 118-ე მუხლის შესაბამისად 4. საჯარო განხილვების დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს განხილვის შედეგებს და შეთავაზებას არსებულ ელექტროსადგურებზე მოთხოვნების გავრცელების თაობაზე. აღნიშნული ანგარიში და შეთავაზება უნდა ეცნობოს კომისიას და ელექტროსადგურის მფლობელს, ან საჭიროების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მისი შინაარსის შესახებ მესამე მხარეს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგს: (ა) ოპერატიული შეტყობინების პროცედურას არსებული გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ მოთხოვნების შესრულების დადასტურების მიზნით. (ბ) გარდამავალ პერიოდს მოთხოვნების შესრულებისთვის, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ელექტროსადგურის კატეგორიას 114-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 131-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, და ნებისმიერ მთავარ დაბრკოლებას მოწყობილობების მოდიფიცირება/გადაიარაღების ეფექტურად განხორციელების კუთხით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 147. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის პრინციპები 1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში, რომელიც ჩატარებულია 146-ე და 171-ე მუხლების შესაბამისად და წარმოადგინონ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან. გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მომზადების მიზნით, აფასებენ რა 170-ე მუხლის შესაბამის მოსალოდნელ გადავადებას, გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ხელი უნდა შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში და წარმოადგინონ გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული შესაბამისი გენერაციის ობიექტის მფლობელთან ან პერპსექტიულ მფლობელთან. 2. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ პრინციპებს: (ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა თავიანთი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა დააფუძნონ ერთ ან მეტ ქვემოთ მოცემულ საანგარიშო პრინციპებზე: ა.ა) წმინდა დისკონტირებული ღირებულება; ა.ბ) ამონაგები ინვესტიციაზე; ა.გ) უკუგების განაკვეთი; და ა.დ) ნულოვან მოგებაზე გასვლის დრო. (ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა ასევე რაოდენობრივად უნდა შეაფასოს სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უნდა მოიცავდეს მინიმუმ: ბ.ა) მიწოდების შეწყვეტის ალბათობის შემცირებას მოდიფიკაციის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ.ბ) მიწოდების ამგვარი შეწყვეტის ალბათობის ხარისხს და ხანგრძლივობას; და ბ.გ) მიწოდების ამგვარი შეწყვეტის საათობრივად დათვლილი სოციალური ღირებულებას; (გ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, სისტემის ოპერატორმა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობაში და განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი, რომელიც მოიცავს მინიმუმ: გ.ა) აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელს; გ.ბ) საბალანსო რეზერვებს; გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას; გ.დ) გადატვირთვის მართვას; და გ.ე) სისტემის დაცვის ზომებს. (დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს არსებულ ელექტროსადგურებზე გავრცელების ხარჯები, მათ შორის, მინიმუმ: დ.ა) პირდაპირი ხარჯები მოთხოვნების შესრულებაზე; დ.ბ) ალტერნატიული ხარჯი და/ან დ.გ) მომსახურებასა და ექსპლუატაციაში ცვლილებებით გამოწვეული ხარჯები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 148. გენერაციის ობიექტის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ელექტროსადგური აკმაყოფილებდეს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ელექტროსადგურის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. A ტიპის ელექტროსადგურისთვის, გენერაციის ობიექტის მფლობელი უნდა დაეყრდნოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატებს. 2. გენერაციის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, შეატყობინოს ენერგოსისტემის ოპერატორს ელექტროსადგურის ტექნიკური შესაძლებლობის იმ ნებისმიერ დაგეგმილ მოდიფიცირების შესახებ (აღნიშნული მოდიფიკაციის დაწყებამდე), რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. 3. გენერაციის ობიექტის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე, შეატყობინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ელექტროსადგურის ისეთი დაზიანების და მუშაობის ინციდენტის შესახებ (აღნიშნული ინციდენტების დადგომის შემდეგ), რომელიც გავლენას ახდენს ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. 4. ელექტროსადგურის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ნებისმიერი გეგმიური შემოწმების პროგრამა და პროცედურა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს დროულად და მათ დაწყებამდე. დაგეგმილი ტესტირების პროგრამა და პროცედურა წინასწარ უნდა დაამტკიცოს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ამგვარი დამტკიცება უნდა განხორციელდეს დროულად უმიზეზოდ დაყოვნების გარეშე. 5. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ტესტში და აღრიცხოს ელექტროსადგურების შესრულების ხარისხი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 149. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ამოცანები 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა რეგულარულად უნდა შეაფასოს ელექტროსადგურის შესაბამისობა ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან გენერაციის ობიექტის ექსპლუატაციის მთლიანი ვადის განმავლობაში. გენერაციის ობიექტის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული შეფასების შედეგების შესახებ. A ტიპის ელექტროსადგურებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უნდა დაეყრდნოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატებს, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, ამგვარი შეფასების საფუძველზე. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს შესაბამისობის ტესტების და სიმულაციების ჩატარება განმეორებითი გეგმის ან საერთო სქემის ან ნებისმიერი მოწყობილობის ნებისმიერი დაზიანების, მოდიფიკაციის ან შეცვლის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ელექტროსადგურების შესაბამისობაზე ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. გენერაციის ობიექტის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული შესაბამისობის ტესტების და სიმულაციების შედეგების შესახებ. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის და დოკუმენტების ჩამონათვალი, ასევე მათ მიერ შესასრულებელი მოთხოვნები შესაბამისობის შემოწმების პროცესის ფარგლებში. კერძოდ ასეთი ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს სულ მცირე ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას, დოკუმენტებს და მოთხოვნებს: (ა) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ყველა დოკუმენტაცია და სერტიფიკატები; (ბ) ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ელექტროსადგურის ტექნიკური მონაცემების დეტალები; (გ) სისტემის სტატიკური და დინამიკური მოდელებისადმი წაყენებული მოთხოვნები. (დ) კვლევების შესრულებისთვის საჭირო სისტემის მონაცემების მიწოდების გრაფიკი; (ე) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც აჩვენებს მოსალოდნელ შედეგებს სტატიკური და დინამიკური მდგრადობის კუთხით 159-164-ე მუხლებში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად. (ვ) პირობები და პროცედურები მოწყობილობის სერტიფიკაციის რეგისტრაციისთვის; (ზ) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ შესაბამისი მოწყობილობის სერტიფიკატის გამოყენების პირობები და პროცედურები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. 4. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა გაასაჯაროვოს პასუხისმგებლობის განაწილება გენერაციის ობიექტის მფლობელსა და სისტემის ოპერატორს შორის თავსებადობის ტესტირების, სიმულაციის და მონიტორინგის ჩატარების კუთხით. 5. შესაბამის სისტემის ოპერატორს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს შესაბამისობის მონიტორინგის ჩატარების უფლება მესამე მხარეებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განაგრძოს ამ თავის 120-ე მუხლის შესრულება, რომელიც ასევე მოიცავს კონფიდენციალობის ვალდებულების აღებას უფლებამოსილ პირთან. 6. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინება, რომელიც აღწერილია 137-147 -ე მუხლებში, თუ შემოწმებების ტესტები ან სიმულაციები შეუძლებელია შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიზეზით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 150. საერთო დებულებები შესაბამისობის ტესტირებისთვის 1. გენერაციის ობიექტის ფარგლებში ინდივიდუალური ელექტროსადგურების შესრულების ხარისხის ტესტირების მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების დადასტურება. 2. შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია ამ თავით, შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს: (ა) ნება მისცეს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული გამოცდები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები უფრო ეფექტური და საკმარისი იქნება ელექტროსადგურის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის; (ბ) მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული გამოცდები, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 152-158-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად; და (გ) მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს შესაბამისი ტესტირებების ჩატარება ელექტროსადგურების შესრულების ხარისხის საჩვენებლად ალტერნატიულ საწვავით ან საწვავთა ნარევით მუშაობისას. შესაბამისი სისტემის ოპერატორი და გენერაციის ობიექტის მფლობელი უნდა შეთანხმდნენ რა ტიპის საწვავებზე უნდა ჩატარდეს შემოწმება. 3. გენერაციის ობიექტის მფლობელი პასუხისმგებელია განახორციელოს შემოწმებები 152-158-ე მუხლებში მითითებული პირობების შესაბამისად. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს და დაუსაბუთებლად არ შეაფერხოს ტესტირებების ჩატარება. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისობის ტესტირებაში ადგილზე ან დისტანციურად, სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრიდან. ამ მიზნით გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის მოწყობილობა რომელიც საჭიროა, ყველა შესაბამისი ტესტირების-სიგნალისა და გაზომვების ჩაწერისთვის, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ გენერაციის ობიექტის მფლობელის აუცილებელი წარმომადგენელი იმყოფებოდეს ადგილზე ტესტირების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიგნალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ტესტირებებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს სურს გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა შესრულების ხარისხის ჩასაწერად. შესაბამის სისტემის ოპერატორს აქვს ერთპიროვნული უფლება მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 151. საერთო დებულებები შესაბამისობის სიმულაციის შესახებ 1. გენერაციის ობიექტისთვის ინდივიდუალური ელექტროსადგურების შესრულების სიმულაციის მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების დადასტურება. 2. შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია ამ თავითთ, შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს: ა) ნება მისცეს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული გამოცდები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები უფრო ეფექტური და საკმარისი იქნება ელექტროსადგურის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის; ბ) მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული გამოცდები, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 152-158-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად; 3. ამ თავის მოთხოვნების შესაბამისობის დადასტურების მიზნით, გენერაციის ობიექტის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს სიმულაციის შედეგები ანგარიშების სახით გენერაციის ობიექტში შემავალი თითოეული ინდივიდუალური ელექტროსადგურისთვის. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს დამოწმებული მოდელი მოცემული ელექტროსადგურისთვის. მოდელების შემცველობა აღწერილია 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში. 4. შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს შეამოწმოს ელექტროსადგურის შესაბამისობა ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის სიმულაციების ჩატარებით, რომელიც დაფუძნებული იქნება მოწოდებულ სიმულაციის ანგარიშებზე, სიმულაციურ და შესაბამისობის ტესტის გაზომვებზე. 5. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა გენერაციის ობიექტის მფლობელს უნდა მიაწოდოს ტექნიკური მონაცემები და ქსელის მოდელი, დეტალიზაციის იმ დონით, რამდენადაც ეს საჭიროა 159-167-ე მუხლებით მოთხოვნილი სიმულაციის ჩასატარებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 152. შესაბამისობის ტესტები B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის 1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაგირების შესაბამისობის ტესტები, რომელიც განსაზღვრულია B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის. შესაბამისი ტესტის ჩატარების ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელები შესაძლოა დაეყრდნონ მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატებს, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის საჩვენებლად. ასეთ შემთხვევაში, მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაგირების ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი კონტროლის ტექნიკური შესაძლებლობა, რათა მონაწილეობა მიიღოს სიხშირის რეგულირებაში, სისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში. უნდა შემოწმდეს რეგულირების სისტემის სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, სიხშირის საფეხურებრივ ცვლილებაზე რეაგირება. ბ) ტესტების დროს სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სისწრაფის სიდიდეები იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ გამოიწვიოს მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის სულ მცირე 10%-ით ცვლილება, რეგულატორის სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში იმიტირებული სიხშირის გადახრის სიგნალი ერთდროულად უნდა მიეწოდოს მართვის სისტემის, სიჩქარის რეგულატორის, მართვის სისტემების დატვირთვის კონტროლის სისტემას, აღნიშნული მართვის სისტემების სქემის გათვალისწინებით. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) ტესტის შედეგები, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, აკმაყოფილებს 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; და გ.ბ) სიხშირის ნახტომისებრ ცვლილებაზე რეაგირებისას არ წარმოიქმნება არამილევადი რხევები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 153. შესაბამისობის ტესტები C ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის 1. B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურების შესაბამისობის ტესტების გარდა, რომელიც აღწერილია 152-ე მუხლში, გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ ამ მუხლის 2, 3, 4 და 6 პუნქტებით შესაბამისობის განსაზღვრული ტესტები, როლებიც განსაზღვრულია C ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ელექტროსადგურს აქვს ნულიდან გაშვების უნარი, გენერაციის ობიექტის მფლობელებმა ასევე უნდა ჩაატაროს მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტესტები. შესაბამისი ტესტის ნაცვლად, ელექტროსადგურის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანის მიერ გაცემული მოწყობილობა-დანადგარების სერტიფიკატები შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის საჩვენებლად, ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-U), სისტემაში სიხშირის დაწევაზე რეაგირების ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) ელექტროსადგურმა უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვის ტექნიკური შესაძლებლობები, მაქსიმალურზე დაბლა მდებარე მუშა წერტილზე მუშაობისას, რათა მონაწილეობა მიიღოს სიხშირის რეგულირებაში ენერგოსისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს აქტიური სიმძლავრის შესაბამის დატვირთვის წერტილების სიმულაციით, სიხშირის დაბალი საფეხურებით და მისი ისეთი ცვლილების სისწრაფისას, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის ცვლილებისთვის მაქსიმალური სიმძლავრის სულ მცირე 10%-ით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში იმიტირებული სიხშირის გადახრის სიგნალი ერთდროულად უნდა მიეწოდოს სიჩქარის რეგულატორის და დატვირთვის მართვის შესავალ ნაწილს. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) ტესტის შედეგი, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, აკმაყოფილებს 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; და გ.ბ) სიხშირის ნახტომისებრ ცვლილებაზე რეაგირებისას არ წარმოიქმნება არამილევადი რხევები. 3. შემდეგი მოთხოვნები გამოიყენება სიხშირეზე რეგულირების რეჟიმის (FSM) რეაგირების ტესტთან დაკავშირებით: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვის ტექნიკური შესაძლებლობები, სრულ სამუშაო დიაპაზონში მაქსიმალურ სიმძლავრესა და რეგულირების მინიმალურ დონეს შორის, რათა მონაწილეობა მიიღოს ენერგოსისტემის სიხშირის კონტროლში. დამოწმებული უნდა იქნეს რეგულირების სისტემის სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, მდგრადობა/საიმედოობა სიხშირის საფეხურებრივ ცვლილებაზე რეაგირებისა და მისი სწრაფად და დიდ ფარგლებში რხევის განმავლობაში. ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სისწრაფის იმ სიდიდეების სიმულაციით, რომელიც საკმარისი იქნება აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული ფარგლების აქტივაციისთვის, სტატიზმის კოეფიციენტის და მკვდარი ზონის დანაყენების და ასევე იმ უნარის გათვალისწინებით, რომელიც ეხება აქტიური სიმძლავრის გამომუშავების გაზრდას და შემცირებას შესაბამისი მუშა წერტილიდან. საჭიროების შემთხვევაში სიხშირის გადახრის იმიტირებული სიგნალები ერთდროულად უნდა მიეწოდოს აგრეგატის ან სადგურის მართვის სისტემის სიჩქარის რეგულატორის და დატვირთვის კონტროლერის შემავალ ნაწილს. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) სრული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დიაპაზონის აქტივაციის დრო საფეხურებრივი სიხშირის ცვლილების შედეგად არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ სიდიდეს; გ.ბ) სიხშირის ნახტომისებრ ცვლილებაზე რეაგირებისას არ წარმოიქმნება არამილევადი რხევები; გ.გ) თავდაპირველი დაყოვნების დრო შეესაბამება 124-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიდიდეს; გ.დ) სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები ხელმისაწვდომია 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ფარგლებში და მკვდარი ზონა (ზღვრები) არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ სიდიდეს; და გ.ე) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების უგრძნობლობა ნებისმიერ შესაბამის საოპერაციო წერტილზე არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. შემდეგი მოთხოვნები გამოიყენება სიხშირის აღდგენის კონტროლის ტესტთან დაკავშირებით: ა) ელექტროსადგურმა უნდა გამოავლინოს სიხშირის აღდგენის კონტროლში მონაწილეობის ტექნიკური შესაძლებლობები და უნდა შემოწმდეს თანამშრომლობა სიხშირეზე რეგულირების რეჟიმისა (FSM) და სიხშირის აღდგენის კონტროლის კუთხით. ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. 5. ნულიდან გაშვების შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ელექტროსადგურებისთვის, დადასტურებული უნდა იქნეს აღნიშნული შესაძლებლობა ელექტროენერგიის ნებისმიერი გარე წყაროს გარეშე. ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ გაშვების დრო არ აღემატება 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ა.გ“ ქვეპუნქტში მითითებულ დროის ფარგლებს. 6. საკუთარ მოხმარებაზე გადართვის ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) ნაჩვენები უნდა იქნეს ელექტროსადგურების საკუთარ მოხმარებაზე გადართვის და მათზე სტაბილურად მუშაობის ტექნიკური შესაძლებლობა. ბ) ტესტი უნდა განხორციელდეს ელექტროსადგურის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ნომინალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე, ელექტროსადგურზე დატვირთვის მოხსნამდე. გ) შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს დამატებითი პირობები 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. დ) ტესტი ჩაბარებულად ითვლება, თუ საკუთარ მოხმარებაზე გადართვა არის წარმატებული და ელექტროსადგური ოპერირებს სტაბილურად 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მითითებული დროის ფარგლებში და თუ ქსელთან განმეორებითი სინქრონიზაცია ჩატარებულ იქნა წარმატებით. 7. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები: ა) ნაჩვენები უნდა იყოს ელექტროსადგურის მიერ რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებისა და მოხმარების უნარის ტექნიკური შესაძლებლობა 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად. ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ბ.ა) ელექტროსადგური მუშაობს მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებისა და მოხმარების რეჟიმში, არანაკლებ 1 საათით მაინც, შემდეგ პირობებში: ბ.ა.ა) სტაბილური მუშაობის მინიმალური დონე ; ბ.ა.ბ) მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა; და ბ.ა.გ) მაქსიმალურ და მინიმალურ დონეებს შორის არსებული აქტიური სიმძლავრის მუშა წერტილზე; ბ.ბ) დადასტურებული უნდა იქნეს ელექტროსადგურის შესაძლებლობა გადავიდეს რეაქტიული სიმძლავრის ნებისმიერ წინასწარგანსაზღვრულ სიდიდეზე, რეაქტიული სიმძლავრის შეთანხმებულ ან განსაზღვრულ ფარგლებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 154. შესაბამისობის ტესტები D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის 1. D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურები ექვემდებარება 152-ე და 153-ე მუხლებში აღწერილ B და C ტიპის ელექტროსადგურების შესაბამისობის ტესტებს. 2. შესაბამისი ტესტის ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, რათა დაადასტუროს თავსებადობა შესაბამის მოთხოვნებთან. ასეთ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა წარუდგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 155. შესაბამისობის ტესტები B ტიპის სიმძლავრის პარკებისათვის 1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის განკუთვნილი სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე შესაბამისობის ტესტები. შესაბამისი ტესტების ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატი, შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის საჩვენებლად. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. B ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით სიხშირის რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაქციის ტესტები უნდა ასახავდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შერჩეულ კონტროლის სქემის ვარიანტს. 3. სიხშირის რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაქციის ტესტებთან დაკავშირებით უნდა გავრცელდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) დადასტურებული უნდა იყოს სიმძლავრის პარკის მიერ აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვის ტექნიკური შესაძლებლობა, სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად სისტემაში სიხშირის ზრდის შემთხვევაში. შემოწმებულ უნდა იქნეს რეგულირების სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, ასევე დინამიკური პარამეტრები; ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიხშირის სიდიდის ისეთი საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის სიმულაციით, რომელიც საკმარისად დიდია მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის სულ მცირე 10%-ით შესაცვლელად, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. ამ ტესტის ჩასატარებლად სიხშირის გადახრის სიგნალები ერთდროულად უნდა იქნეს მიწოდებული მართვის სისტემის შესავალ ნაწილში. გ) ტესტი ჩაითვლება ჩაბარებულად იმ პირობით, თუ ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 156. შესაბამისობის ტესტები C ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის 1. 155-ე მუხლში მითითებული B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის შესაბამისობის ტესტების დამატებით, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა ჩაატაროს C ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებული შესაბამისობის ტესტები, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2-მე-9 პუნქტებით. შესაბამისი ტესტების ნაცვლად, ელექტროსადგურის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის მოთხოვნის მიზნით. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. აქტიური სიმძლავრის მართვის უნართან და რეგულირების დიაპაზონის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს დატვირთვის დონეზე, რომელიც დაბალია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ დანაყენზე. ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ბ.ა) სიმძლავრის პარკის დატვირთვის დონე შენარჩუნებულია დანაყენზე დაბლა. ბ.ბ) დანაყენი ხორციელდება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; და ბ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ სიდიდეს. 3. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი (LFSM-U) – სიხშირის დაწევაზე რეაქციის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს ტექნიკური უნარი აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვისა სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად სისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში. ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს სიმულაციის გზით სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის ისეთი სიდიდისას, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის ცვლილებისთვის მინიმუმ 10%-ით, არანაკლებ მაქსიმალური სიმძლავრის 80% საწყისი მუშა წერტილით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით; გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; და გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილებისას ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს. 4. სიხშირეზე რეგულირების რეჟიმის (FSM) მახასიათებლის ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა სრულ სამუშაო დიაპაზონში მაქსიმალურ სიმძლავრესა და მინიმალურ მარეგულირებელ დონეს შორის, სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად. უნდა შემოწმდეს რეგულირების სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა უგრძნობლობა, სტატიზმის კოეფიციენტი, მკვდარი ზონა და რეგულირების დიაპაზონი, ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებელი. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიმულაციის გზით სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის ისეთი სიდიდეებით გამოყენებისას, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრულ ფარგლებში აქტივაციისთვის, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. ამ ტესტის შესასრულებლად მიწოდებული უნდა იქნეს სიხშირის გადახრის სიმულაციური სიგნალები. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრულ ფარგლებში აქტივაციის დრო არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიდიდეს. გ.ბ) სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს; გ.გ) თავდაპირველი დაყოვნების დრო შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიდიდეს; გ.დ) სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები მდებარეობს 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფარგლებში და მკვდარი ზონა (ზღვრები) არ აღემატება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდეს; და გ.ე) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების უგრძნობლობა არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. სიხშირის აღდგენის კონტროლის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს სიხშირის აღდგენის რეგულირებაში მონაწილეობის ტექნიკური შესაძლებლობები. უნდა შემოწმდეს ურთიერთქმედება, როგორც სიხშირეზე რეგულირების რეჟიმთან (FSM), ასევე სიხშირის აღდგენის კონტროლთან. ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად იმ პირობით, თუ ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. 6. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობა მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის გენერაცია და მოხმარება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ბ) უნდა განხორციელდეს მაქსიმალური სიდიდის რეაქტიული სიმძლავრის გენერაცია და მოხმარება და უნდა შემოწმდეს შემდეგი პარამეტრები: ბ.ა) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 60%-ზე გადაჭარბებით 30 წუთის განმავლობაში; ბ.ბ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 30 – 50 % დიაპაზონში 30 წუთის განმავლობაში; და ბ.გ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 10 – 20 % დიაპაზონში 60 წუთის განმავლობაში. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) სიმძლავრის პარკი მუშაობს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე, როგორც მისი გამომუშავების, ასევე მოხმარების დროს, მოთხოვნილთან შედარებით არანაკლები ხანგრძლივობით, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოცემული პარამეტრების გათვალისწინებით; გ.ბ) სიმძლავრის პარკი ადასტურებს შესაძლებლობას შეცვალოს რეაქტიული სიმძლავრე ნებისმიერ წინასწარ განსაზღვრულ სიდიდემდე, რეაქტიული სიმძლავრის შეთანხმებულ ან გადაწყვეტილ ფარგლებში; და გ.გ) დაცვის/ავტომატიკის არანაირი ქმედება არ ხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით განსაზღვრული მუშა ზღვრებში. 7. ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს შესაძლებლობა იმუშაოს ძაბვის რეგულირების რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებში. ბ) ძაბვის რეგულირების რეჟიმის ტესტმა უნდა შეამოწმოს შემდეგი პარამეტრები: ბ.ა) 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა; ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; ბ.გ) რეგულირების უგრძნობლობა; და ბ.დ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) რეგულირების დიაპაზონი და რეგულირებადი სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა შეესაბამება შეთანხმებულ ან დადგენილ მახასიათებელ პარამეტრებს, განსაზღვრულს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. გ.ბ) ძაბვის კონტროლის უგრძნობლობის დიაპაზონი არ აღემატება 0.01 ფ.ე.-ს, 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმოთხოვნებს; და გ.გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების 90%-იანი ცვლილება მიიღწევა 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. განსაზღვრულ დროებში და დასაშვები ზღვრებით. 8. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის.„დ.ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების რეჟიმის ტესტი უნდა ჩატარდეს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტზე დამატებით. გ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შესამოწმებლად: გ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის ფარგლები და ნაზრდი; გ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო. დ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: დ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის ფარგლები და ნაზრდი უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და დ.ბ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მითითებულ პირობებს. 9. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს შესაძლებლობა იმუშაოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შესამოწმებლად: ბ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის ფარგლები; ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და ბ.გ) აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივ ცვლილებით გამოწვეული რეაქტიული სიმძლავრის მახასიათებელი. გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: გ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის ფარგლები და ნაზრდი უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და გ.ბ) აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად გამოწვეული რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო არ აღემატება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; და გ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ სიდიდეს. 10. ამ მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილ ტესტებთან დაკავშირებით შესაბამის სისტემის ოპერატორს, აღნიშნული სამი კონტროლის შესაძლებლობებიდან, შეუძლია ტესტირებისთვის შეარჩიოს მხოლოდ ერთი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 157. შესაბამისობის ტესტები D ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის 1. D ტიპის სიმძლავრის პარკები ექვემდებარება B და C ტიპის სიმძლავრის პარკების შესაბამისობის ტესტებს, როგორც განსაზღვრულია 155-ე და 156-ე მუხლებში. 2. შესაბამისი ტესტის ნაცვლად გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ რათა გამოავლინოს თავსებადობა შესაბამის მოთხოვნებთან. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 158. შესაბამისობის ტესტები, არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისთვის შესაბამისობის ტესტები, რომელიც განსაზღვრულია 152-ე მუხლის მე-2 პუნქტში, ასევე 156-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტში, ვრცელდება ნებისმიერ არასახმელეთო სიმძლავრის პარკზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 159. შესაბამისობის სიმულაციები B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის 1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ B ტიპის სიმძლავრის პარკების - LFSM-O რეაქციის სიმულაცია. შესაბამისი სიმულაციის ნაცვლად გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ რათა დაადასტურონ თავსებადობა შესაბამის მოთხოვნებთან. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის - LFSM-O რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმულაციის დროს ელექტროსადგურის მიერ უნდა დადასტურდეს აქტიური სიმძლავრის მართვის შესაძლებლობა მაღალ სიხშირეზე 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს მაღალი სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის საშუალებით, რომელიც აღწევს რეგულირების მინიმალურ დონეს, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. გ) სიმულაციის შედეგები ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ: გ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმდება 152-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული - LFSM-O რეაქციისთვის განკუთვნილ მოთხოვნებთან შესაბამისობით; და გ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. 3. B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმულაციის დროს ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ დადასტურდება შესაბამისობა 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მოთხოვნებთან. 4. დაზიანების შემდგომ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს დაზიანების შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის შესაძლებლობა 125-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ პირობებში. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ დადასტურდება შესაბამისობა 125-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 160. შესაბამისობის სიმულაციები C ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. 159-ე მუხლში განსაზღვრული B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურების შესაბამისობის შემოწმების ტესტების გარდა, C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა გაიარონ ამ მუხლის მე-2-დან მე-5 პუნქტებამდე ჩათვლით მოცემული თავსებადობის სიმულაციები. ყველა ამ სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ და რომელიც უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის - LFSM-U რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის დაბალ სიხშირეებზე მართვის შესაძლებლობა 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს სიხშირის დაბალი საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის ცვლილებით მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ: გ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმდება 153-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული LFSM-U რეაქციისთვის განკუთვნილ მოთხოვნებთან შესაბამისობით; და გ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. 3. FSM რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს შესაძლებლობა მოახდინოს აქტიური სიმძლავრის მართვა სიხშირის სრულ დიაპაზონში 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის იმ სიდიდის სიმულაციით, რომელიც საკმარისად დიდია აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის მთლიანი დიაპაზონის აქტივაციისათვის, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ: გ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმდება 153-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული FSM რეაქციისთვის განკუთვნილი მოთხოვნებთან შესაბამისობით; და გ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნებთან. 4. იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის სიმულაციასთან დაკავშირებით, შემდეგი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტურონ შესრულების ხარისხი იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის დროს 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების დაცვით. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ ელექტროსადგური შეამცირებს ან გაზრდის აქტიური სიმძლავრის გამომუშავებას თავის წინა საოპერაციო წერტილიდან ნებისმიერ ახალ საოპერაციო წერტილამდე P-Q - დიაგრამის ფარგლებში, 120-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვრებში, სიხშირის აწევის ან დაწევის შედეგად ელექტროსადგურის იზოლირებული მუშაობიდან გამორთვის გარეშე. 5. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებისა და მოხმარების შესაძლებლობა 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: ბ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმებულია 153-ე მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობით; და ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ მოთხოვნებთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 161. შესაბამისობის სიმულაციები D ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით 1. 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისობის სიმულაციებზე დამატებით, რომელიც ტარდება B და C ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის (გარდა, გარდა B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის 159-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციისა) D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურები ექვემდებარებიან მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ სიმულაციების ჩატარებას. ყველა ზემოთხსენებული სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, ელექტროსადგურის მფლობელის მიერ მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) უნდა დადასტურდეს ელექტროსადგურის კონტროლის სისტემის შესრულების ხარისხი, რომელიც ცხადყოფს, რომ („ენერგოსისტემის სტაბილიზაციის ფუნქცია“) იძლევა აქტიური სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობას 127-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირობების დაცვით. ბ) პარამეტრების დარეგულირების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს სიმძლავრის რხევების ჩახშობა ძაბვის ავტომატური რეგულატორის შესაბამისი აქტიური სიმძლავრის მახასიათებლის მიერ „ენერგოსისტემის სტაბილიზაციის“ ფუნქციის გათვალისწინებით, იმ შემთხვევასთან შედარებით, როდესაც გამოიყენება მხოლოდ ძაბვის ავტომატური რეგულატორის აქტიური სიმძლავრის მახასიათებელი. გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: გ.ა) „ენერგოსისტემის სტაბილიზატორი“ ახშობს ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის არსებულ რხევებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის დიაპაზონში. აღნიშნული სიხშირის დიაპაზონი უნდა მოიცავდეს ელექტროსადგურის ადგილობრივი რეჟიმის სიხშირეს და ქსელის მოსალოდნელ რხევებს; და გ.ბ) ელექტროსადგურის დატვირთვის მოულოდნელი შემცირება მაქსიმალური სიმძლავრის 1 ფ.ე. დან 0.6 ფ.ე.-მდე, არ იწვევს ელექტროსადგურის აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის მიულევად რხევებს. 3. D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს ავარიის მიმართ მდგრადობის შესაძლებლობა, 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობებით. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დაკმაყოფილდება 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 162. შესაბამისობის სიმულაციები B ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. B ტიპის სიმძლავრის პარკები ექვემდებარება ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში განსაზღვრულ შესაბამისობის სიმულაციების ჩატარებას. მოწყობილობის სერტიფიკატი გაცემული ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ქვემოთ მოცემული ყველა სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სიხშირის აწევისას LFSM-O რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის მაღალ სიხშირეზე მართვის შესაძლებლობა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს მაღალი სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის საშუალებით, მინიმალური მარეგულირებელი დონის მიღწევით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. გ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება, თუ: გ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება 155-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ LFSM-O რეაქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის ტესტით; და გ.ბ) დადასტურდება 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. სწრაფმოქმედი დამატებითი რეაქტიული დენის ინჟექციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა მოახდინოს მოკლე შერთვის დენის სწრაფი ინჟექცია 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება თუ დადასტურდება 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოთხოვნებთან შესაბამისობა. 4. B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის, ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) უნდა დადასტურდეს სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა განაგრძოს მუშაობა დაზიანებების დროს 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების დაცვით. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ დადასტურდება 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 5. დაზიანების შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) უნდა დადასტურდეს დაზიანების შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის შესაძლებლობა 128-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დადასტურდება 128-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 163. შესაბამისობის სიმულაციები C ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. 162-ე მუხლში მოცემული B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის განსაზღვრულ შესაბამისობის სიმულაციებზე დამატებით, C ტიპის სიმძლავრის პარკებს უნდა ჩაუტარდეს ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტებში განსაზღვრული შესაბამისობის სიმულაციები. ყველა ამ სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატები, რომელიც უნდა გადაეცეს შესაბამის სისტემის ოპერატორს. 2. სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის - LFSM-U რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის მართვის შესაძლებლობა დაბალ სიხშირეებზე 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს დაბალი სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარით სიმულირებით, მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ: გ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება 156-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული LFSM-U რეაქციის ტესტთან დაკავშირებული მოთხოვნების თავსებადობის ტესტით; და გ.ბ) დადასტურდება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მითითებული მოთხოვნების თავსებადობა. 3. FSM რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა მოახდინოს აქტიური სიმძლავრის მართვის შესაძლებლობა სიხშირის სრულ დიაპაზონში, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად. ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის იმდენად დიდი სიდიდეების სიმულაციის გზით, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული დიაპაზონის აქტივაციისათვის, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ: გ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება LFSM-U რეაქციასთან დაკავშირებულ თავსებადობის ტესტით, რომელიც განსაზღვრულია 156-ე მუხლის მე-4 პუნქტში და გ.ბ) დადასტურდება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 4. იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს შესრულების ხარისხი იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის დროს, 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზვრული პირობების შესაბამისად. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ სიმძლავრის პარკი შეამცირებს ან გაზრდის აქტიური სიმძლავრის გამომუშავებას თავის წინა საოპერაციო წერტილიდან ნებისმიერ ახალ საოპერაციო წერტილამდე P-Q - დიაგრამის ფარგლებში და 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ზღვრებში, მაღალი ან დაბალი სიხშირის გამო სიმძლავრის პარკის იზოლირებული მუშაობიდან გამორთვის გარეშე; და 5. ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკის მოდელმა უნდა დაადასტუროს ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა დაბალი სიხშირის შემთხვევაში 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების დაცვით. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ აღნიშნული მოდელი დაადასტურებს129-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებთან შესაბამისობას. 6. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს რეაქტიული სიმძლავრის გენერაციის და მოხმარების უზრუნველყოფის შესაძლებლობა 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირობებში. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: ბ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება 156-ე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ შესაბამისობის ტესტებით; და ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც განსაზღვრულია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში. 7. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) სიმძლავრის პარკის მოდელმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობა 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ პირობებში. ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ აღნიშნული მოდელი დაადასტურებს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 164. შესაბამისობის სიმულაციები D ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. B და C ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის განკუთვნილ შესაბამისობის სიმულაციების დამატებით, რომლებიც განსაზღვრულია 162-ე და 163-ე მუხლებში, გარდა 162-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული B ტიპის სიმძლავრის პარკის ავარიის მიმართ მდგრადობის უნარისა, D ტიპის სიმძლავრის პარკები ექვემდებარება სიმძლავრის პარკების მიერ ავარიის მიმართ მდგრადობის შესაძლებლობის შესაბამისობის სიმულაციებს. 2. ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოსგან გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ პირველ პუნქტში განსაზღვრული ყველა სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, რომელიც უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 3. სიმძლავრის პარკის მოდელმა უნდა დაადასტუროს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან თავსებადობა 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ აღნიშნული მოდელი დაადასტურებს 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებთან შესაბამისობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 165. არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე გავრცელებული შესაბამისობის სიმულაციები შესაბამისობის სიმულაციები, როგორც განსაზღვრულია 162-ე მუხლის მე-3 და მე-5 და 163-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებში, გამოიყენება ნებისმიერ არასახმელეთო სიმძლავრის პარკთან დაკავშირებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 166. არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები ENTSO-E-ის მიერ გამოქვეყნებული არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები აღწერს ტექნიკურ ასპექტებს, პირობებს და ურთიერთ დამოკიდებულებებს, რომელიც შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული უნდა იქნეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 167. მონიტორინგი 1. ENTSO-E უზრუნველყოფს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთა გადამცემი სისტემის ოპერატორებიც არიან ENTSO-E-ს წევრები. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო უზრუნველყოს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომელთა შესაბამისი სისტემის ოპერატორებიც არ არიან ENTSO-E-ს წევრები. მონიტორინგი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც შემუშავებულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობის მიზნით შექმნილი სააგენტოს (ACER) მიერ და ის მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ნებისმიერი შეუთავსებლობის გამოვლენას, ამ თავის განხორციელებაში; ბ) შეფასება იმისა, თუ რამდენად რეალურია/ადეკვატურია სიდიდეები და ზღვრები, რომლებიც შერჩეულია ელექტროსადგურებისთვის ამ თავით წაყენებულ მოთხოვნებში. ENTSO-E საკუთარ დასკვნებს ანგარიშის სახით წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო აქვეყნებს დასკვნებს, რომელიც გაკეთებულია ამ თავის განხორციელების მონიტორინგის შედეგად. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ENTSO-E-ს უნდა წარუდგინოს პირველ პუნქტში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებს უნდა გადასცენ პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს კომისიას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ან ENTSO-E-ს, განხორციელების მონიტორინგის ამოცანების ფარგლებში, ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 168. გადავადების მინიჭების უფლებამოსილება 1. კომისია უფლებამოსილია გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი, ნებადართული გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, გაათავისუფლოს ამ თავის ერთი ან მეტ დებულებისგან ან გადაუვადოს ამ თავის ერთი ან მეტ დებულება, 169-171-ე მუხლების შესაბამისად, ახალი და არსებული ელექტროსადგურებისთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 169. ზოგადი დებულებები 1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან და ელექტროსადგურების მფლობელებთან და ამ თავის შესაძლო გავლენის ქვეშ მყოფ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს გადავადებაზე უფლების მინიჭების კრიტერიუმები, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს 170-ე და 171-ე მუხლებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ თავის ამოქმედებიდან 9 თვის განმავლობაში. სამდივნოს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს კრიტერიუმების შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ წესებს. გადავადების გაცემისთვის საჭირო კრიტერიუმების გადახედვისა და ცვლილების აღნიშნულმა შესაძლებლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე მინიჭებულ გადავადებებზე, რომელიც მოქმედებს წინასწარ განსაზღვრულ თარიღამდე, რაც აღწერილია გადავადების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში. 2. თუ სასისტემო მოთხოვნების განვითარებასთან დაკავშირებით კომისია საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადახედოს და შეცვალოს გადავადების მინიჭების კრიტერიუმები პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილება არ ვრცელდება იმ გადავადებებზე, რომელზეც მოთხოვნა უკვე წარდგენილია. 3. კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ელექტროსადგურებს, რომელზეც გადავადების მოთხოვნა იქნა წარდგენილი 170-ე ან 171-ე მუხლის შესაბამისად, არ მოეთხოვოთ ამ თავის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებზეც გადავადება იქნა მოთხოვნილი, მოთხოვნის წარდგენის დღიდან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 170. გადავადების მოთხოვნა გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ 1. გენერაციის ობიექტის მფლობელებს ან პოტენციურ მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ გადავადება ამ თავის ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკუთარი ელექტროსადგურისთვის. 2. გადავადების მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და უნდა მოიცავდეს: ა) გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის საჭირო საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას; ბ) ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების აღწერას, რომელზედაც გაკეთებულია გადავადების მოთხოვნა; გ) თავის იმ დებულებების მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით; დ) დეტალურ დასაბუთებას, შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციითა და 147-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზით; ე) იმის დასაბუთებას, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე. 3. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უგზავნის დასტურს გენერაციის ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, არის თუ არა მოთხოვნა სრული სახით წარმოდგენილი. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულად არ არის წარმოდგენილი, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პოტენციურმა მფლობელმა უნდა წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას აღნიშნულ ვადაში, გადავადების შესახებ მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და ზეგავლენის ქვეშ მყოფ ნებისმიერ მოსაზღვრე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან/ოპერატორებთან კოორდინაციის (მთი მხრიდან მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში) შედეგად, უნდა შეაფასოს მოთხოვნა გადავადების თაობაზე და წარმოდგენილი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი და მხედველობაში მიიღოს კომისიის მიერ 169-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმები. 5. თუ გადავადების მოთხოვნა შეეხება გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემასთან მიერთებულ C ან D ტიპის ელექტროსადგურს, შესაბამისი სისტემის ოპერატორის შეფასებას თან უნდა დაერთოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადავადების თაობაზე გაკეთებული მოთხოვნის შეფასებაც. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ შეფასებას წარმოადგენს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. 6. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოთხოვნას უგზავნის კომისიას და წარუდგენს მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მომზადებულ შეფასებას. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და ორი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორს სთხოვს გადავადების მოთხოვნის შეფასებას. 7. კომისიამ უნდა მიიღოს გადავადებაზე ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ეს ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გახანგრძლივდეს სამი თვით, თუ კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი პერიოდის ათვლა იწყება სრული ინფორმაციის მიღების დღიდან. 8. გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი კომისიის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. თუ გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას ამ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადის გასვლამდე: ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია. 9. კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივაქტს. კომისია განსაზღვრავს გადავადების ხანგრძლივობას. 10. კომისია გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის გენერაციის ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს. 11. კომისიას შეუძლია გააუქმოს გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, როცა გადავადების არსებობისათვის შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ან როდესაც არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციები გადავადების შეხვლაზე/გაუქმებაზე. 12. A ტიპის ელექტროსადგურებისათვის, ამ მუხლის შესაბამისად გადავადების მოთხოვნა შესაძლოა წარადგინოს მესამე პირმა გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის სახელით. ამგვარი მოთხოვნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცალკეულ ან რამდენიმე იდენტურ ელექტროსადგურთან. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ საერთო მაქსიმალური სიმძლავრე არის განსაზღვრული, მესამე პირს შეუძლია მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დეტალები ჩაანაცვლოს საკუთარი დეტალებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 171. გადავადების მოთხოვნა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 1. შესაბამის სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს გადავადება იმ ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც მიერთებულია ან უნდა მიუერთდეს მის ქსელს. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი გადავადების მოთხოვნას წარუდგენს კომისიას. თითოეული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისა და საკონტაქტო პირს შესასხებ; ბ) იმ ელექტროსადგურის აღწერილობას, რომლისთვისაც გადავადება არის მოთხოვნილი, ელექტროსადგურების ჯამურ დადგმული სიმძლავრეს და მათ რაოდენობას; გ) ამ თავის მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება არის მოთხოვნილი, გადავადების დეტალური აღწერით; დ) დეტალურ დასაბუთებას ყველა შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციით; ე) დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე; ვ) 147-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯ-სარგებლის ანალიზი ხორციელდება გადამცემი სისტემის ოპერატორთან და მოსაზღვრე ქვეყნის ნებისმიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან/ოპერატორებთან თანამშრომლობით (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში). 3. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, კომისია მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში თხოვნით მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შეაფასოს გადავადების მოთხოვნა 169-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. 4. შეფასების თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორი აცნობებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არის თუ არა გადავადების მოთხოვნა სრულყოფილი. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულია, შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 5. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას წარუდგენს საკუთარ შეფასებას შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. ექვსთვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას. 6. კომისია მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც გადავადების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, სამთვიანი ვადის ათვლა იწყება მე-5 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეფასების მიღების მომდევნო დღეს. 7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა მის გასვლამდე შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან. შესაბამისი სისტემის ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის გაკეთების დღიდან ორი თვის ვადაში. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ წარმოადგენს მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი აღნიშნული ვადის ამოწურვამდე: ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას შესაბამის ვადაში აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია. 8. კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კომისია განსაზღვრავს გადავადების ხანგრძლივობას. 9. კომისია თავის გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 10. კომისიას შეუძლია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ გადავადებაზე მოთხოვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს გადამცემ სისტემასა და გამანაწილებელ სისტემას შორის საზღვარს და მართავს კონსულტაციებს სისტემის ოპერატორებთან, გენერაციის ობიექტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის მწარმოებლებთან. 11. კომისიას შეუძლია გააუქმოს გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვაში, როდესაც გადავადების არსებობის შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როდესაც არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 172. გადავადების რეგისტრაცია ამ თავის მოთხოვნებთან დაკავშირებით 1. კომისიამ უნდა აწარმოოს მათ მიერ ყველა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი გადავადების რეგისტრაცია და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა მიაწოდოს განახლებული და კონსოლიდირებული რეგისტრაცია სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხოლო ასლი გაუგზავნოს ENTSO‐E-ს. 2. აღნიშნული რეგისტრაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება დაკმაყოფილდა ან უარყოფილ იქნა; ბ) გადავადების შინაარსს; გ) გადავადების მინიჭების ან უარყოფის მიზეზებს; და დ) გადავადების მინიჭებით გამოწვეულ შედეგებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 173. გადავადების მონიტორინგი 1. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ახორციელებს გადავადების მინიჭების პროცედურის მონიტორინგს კომისიასთან თანამშრომლობით. ამ მიზნით კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას. 2. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შეუძლია კომისიას მისცეს დასაბუთებული რეკომენდაცია გადავადების გაუქმების თაობაზე არასაკმარისი დასაბუთების გამო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 174. განვითარებადი ტექნოლოგიები 1. ამ თავის მოთხოვნები გარდა, 138-ე მუხლით გათვალისწინებულისა, არ უნდა გავრცელდეს ელექტროსადგურებზე, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც განვითარებადი ტექნოლოგია, ამ ნაწილში მითითებული პროცედურების შესაბამისად. 2. ელექტროსადგურს უფლება უნდა ჰჰქონდეს კლასიფიცირებულ იქნეს როგორც განვითარებადი ტექნოლოგია, 177-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირობით, თუ: ა) ის არის A ტიპის; ბ) ის არის კომერციულად ხელმისაწვდომი ელექტროსადგურის ტექნოლოგია; და გ) ელექტროსადგურის ტექნოლოგიის ჯამური გაყიდვები, განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიცირებაზე მოთხოვნის გაკეთების დროისთვის, არ აღემატება 175-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ჯამური მაქსიმალური სიმძლავრის 25%-ს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 175. ზღვრების განსაზღვრა განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიკაციისათვის ელექტროსადგურების ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე, კლასიფიცირებული, როგორც განვითარებადი ტექნოლოგიები, უნდა იყოს 2014 წლის წლიური მაქსიმალური დატვირთვის 0,1%. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 176. მიმართვა განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციისთვის 1. ამ თავის განხორციელებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, A ტიპის ელექტროსადგურების მწარმოებლებს/დამამზადებლებს შეუძლიათ წარუდგინონ კომისიას მოთხოვნა საკუთარი ელექტროსადგურის ტექნოლოგიის, როგორც განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის თაობაზე. 2. პირველი პუნქტის შესაბამის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მწარმოებელმა/დამამზადებელმა უნდა აცნობოს კომისიას შესაბამისი ელექტროსადგურის ტექნოლოგიის ჯამური გაყიდვების თაობაზე, განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის მოთხოვნის დროისთვის. 3. მწარმოებლების/დამამზადებლების მიერ დადასტურებული უნდა იყოს, რომ პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებს 174-ე და 175-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 177. განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის მოთხოვნების შეფასება და დამტკიცება 1. ამ თავის ძალაში შესვლიდან 12 თვის განმავლობაში, კომისიამ, უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ელექტროსადგურები (თუ ასეთი არსებობს) კლასიფიცირებულ უნდა იქნეს განვითარებად ტექნოლოგიად. კომისიას შეუძლია მოითხოვოს წინასწარი მოსაზრება ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსგან, რომელიც გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მოსაზრებას (ასეთი მოსაზრების არსებობის შემთხვევაში). 2. კომისიის მიერ უნდა გამოქვეყნდეს განვითარებად ტექნოლოგიებად დამტკიცებული ელექტროსადგურების სია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 178. განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის გაუქმება 1. კომისიის მიერ 177-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან, განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიცირებული ნებისმიერი ელექტროსადგურის მფლობელი, ვალდებულია ყოველ ორ თვეში წარუდგინოს კომისიას, წინა ორ თვეში განხორციელებული ელექტროსადგურის გაყიდვების განახლებული ვერსია. კომისიამ საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიცირებული ელექტროსადგურების ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე. 2. იმ შემთხვევაში, თუკი ქსელებთან მიერთებული, განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიცირებული ელექტროსადგურის ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 175-ე მუხლით დადგენილ ზღვარს, შესაბამისი კომისიის მიერ უნდა გაუქმდეს განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიცირება. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს. 3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებების დარღვევის გარეშე, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გააუქმოს განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაცია. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს წინასწარი შეთავაზება, რომელიც გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს შეთავაზებას. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს. ელექტროსადგურები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც განვითარებადი ტექნოლოგიები და მიერთებულია ქსელთან განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის გაუქმების დღემდე, უნდა ჩაითვალონ არსებულ ელექტროსადგურებად და აქედან გამომდინარე უნდა დაექვემდებაროს ამ თავის მოთხოვნებს, 113-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 146-ე და 147-ე მუხლების დებულებების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 179. ხელშეკრულებების და საერთო პირობებისა და დებულებების შესწორება 1. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიერთების ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტები, საერთო პირობები და ახალი ელექტროსადგურების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული პირობები შესაბამისობაში იყოს ამ თავის მოთხოვნებთან. 2. ხელშეკრულების ყველა შესაბამისი პუნქტები და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ზოგადი დებულებები, რომელიც დაკავშირებულია იმ არსებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთებასთან, რომლებზეც ვრცელდება ამ თავის ყველა ან ზოგიერთი მოთხოვნა 113-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ამ თავის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. შესაბამისი პუნქტები უნდა შესწორდეს სამი წლის განმავლობაში, როგორც განსაზღვულია 113-ე მუხლის პირველი პუნქტით. 3. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქსელზე მიერთების წესები, შეთანხმებები და მოთხოვნები სისტემის ოპერატორებსა და ამ თავის გავრცელების არეალში მყოფ არსებულ და ახალ ელექტროსადგურებს შორის ასახავდეს ამ თავის მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. თავი XVI. მოხმარების ობიექტების ქსელზე მიერთების მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 180 . მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები 1. ეს თავი ადგენს წესებს, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს ქვემოთ მოცემული მოწყობილობების/სისტემების ქსელზე მიერთებებისთვის: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობები; გ) გამანაწილებელი სისტემები, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემები; დ)მომხმარებლის მოხმარების ბლოკები, რომლებიც გამოყენებულია მომხმარებლების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მომხმარებლის საპასუხო რეაქციის მიწოდება. 2. ეს წესები ხელს უწყობს ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობების, ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ინტეგრაციას, აგრეთვე ელექტროენერგიით ვაჭრობის გამარტივებას. 3. აღნიშული წესები აწესებს ვალდებულებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემის ოპერატორების მხრიდან ადგილი ჰჰქონდეს მოხმარების და გამანაწილებელი სისტემების შესაძლებლობების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ გამოყენებას, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენციის თანასწორი პირობები ენერგეტიკული გაერთიანების მასშტაბით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 181. განსაზღვრებები 1. ამ თავის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები: ა) „მოხმარების ობიექტი“ მოწყობილობა, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას და მიერთებულია გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ერთ ან მეტ მიერთების წერტილთან. გამანაწილებელი სისტემა და/ან ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარების უზრუნველმყოფი ელექტროსადგური არ ითვლება მოხმარების ობიექტად; ბ) „გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი“ – მოხმარების ობიექტი, რომელსაც გააჩნია გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილი; გ) „გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობა“ – გამანაწილებელი სისტემა ან ელექტროსადგური ან მოწყობილობა, რომელიც გამოყენებულია გადამცემ სისტემასთან კავშირისას. დ) „მოხმარების ბლოკი“ – მოწყობილობების განუყოფელი ერთობლიობა, რომელიც შეიცავს აპარატურას, რომლის აქტიურად მართვაც შესაძლებელია მოხმარების ობიექტის მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მესამე მხარის მიერ გაერთიანებული მოხმარების ნაწილი; ე) „დახურული გამანაწილებელი სისტემა“ – გამანაწილებელი სისტემა, რომელიც კომისიის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც დახურული გამანაწილებელი სისტემა და რომელიც ანაწილებს ელექტროენერგიას გეოგრაფიულად შეზღუდულ სამრეწველო, კომერციულ ან კოლექტიური მომსახურებების ობიექტის ფარგლებში და არ აწვდის ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, გარდა მცირე რაოდენობის ოჯახებისა, რომლებიც მდებარეობენ აღნიშნული სისტემის მომსახურების ქვეშ მყოფ ზონაში და ამ სისტემის მფლობელთან ვალდებულებაში ან სხვა მსგავს კავშირში; ვ) „მოხმარების მთავარი მოწყობილობა“ – ძრავები, ტრანსფორმატორები, მაღალი ძაბვის მოწყობილობა ან/და ტექნოლოგიური პროცესის დანადგარი; ზ) „გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა“ – გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა, გადამცემ სისტემაზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის ჩათვლით; თ) „მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის მიღების შესაძლებლობა“ – მაქსიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომელიც გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ან განაწილების მოწყობილობამ შესაძლოა მოიხმაროს ქსელთან მიერთების წერტილიდან, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელთან დაკავშირებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გადამცემ ქსელთან დაკავშირებულ შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის; ი) „მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გაცემის შესაძლებლობა“ – მაქსიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომელიც გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ან გამანაწილებელ მოწყობილობას შეუძლია გასცეს ქსელთან მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გადამცემ ქსელთან მიერთებულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის; კ) „დაბალი სიხშირით მოხმარების გამორთვა“ – მოქმედება, როდესაც მოხმარება გამოირთვება დაბალი სიხშირისას, მოხმარებასა და გენერაციას შორის ბალანსის (სისტემის სიხშირის მისაღებ ლიმიტებში აღდგენის) დაცვის მიზნით; ლ) „დაბალი ძაბვით მოხმარების გამორთვა“ (დძაგ-ი) – აღდგენითი ქმედება, როდესაც მომხმარებელი გამოირთვება დაბალი ძაბვით, ძაბვის მდგრად დონეზე და დასაშვებ ზღვრებში აღდგენის მიზნით; მ) „დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობის გამომყვანის გადამრთველი“ – მოწყობილობა ტრანსფორმატორის გრაგნილების გამომყვანების გადართვისთვის, რომელიც თავსებადია ტრანსფორმატორის ძაბვის ან დატვირთვის ქვეშ ყოფნის დროს ოპერირებისთვის; ნ) „დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობის გამომყვანის გადამრთველის ბლოკირება“ – ქმედება, რომელიც ბლოკავს დატვირთვის ქვეშ ტრანსფორმატორის გრაგნილების გამომყვანის გადართვას დაბალი ძაბვის შემთხვევაში, გამომყვანის შემდგომი გადართვის და შესაბამის არეალში ძაბვის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით; ო) „კონტროლის ოთახი“ – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრი; პ) „ბლოკური დატვირთვა“ – სრული ჩაქრობის შემდეგ სისტემის აღდგენის დროს ხელახლა მიერთებული მოხმარების აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ საფეხურებრივი დატვირთვა; ჟ) „მოხმარების რეაქცია აქტიური სიმძლავრის კონტროლზე“ – მოხმარების ობიექტში შემავალი მოხმარება ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში შემავალი მოხმარება, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან მოდულაციისთვის, რაც გამოიწვევს აქტიური სიმძლავრის ცვლილებას; რ) „მოხმარების რეაქცია რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე“ – მოხმარების ობიექტის ან დახურულ გამანაწილებელ სისტემის ფარგლებში შემავალი რეაქტიული სიმძლავრე ან რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის მოწყობილობები, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან მოდულაციისთვის; ს) „მოხმარების რეაქცია გადაცემის შეზღუდვის მართვაზე“ – მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარება, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან ცვლილებისათვის, სისტემის მასშტაბით გადაცემის შეზღუდვების მართვის მიზნით; ტ) „მოხმარების აგრეგირება“ – მოხმარების ობიექტების ერთობლიობა ან დახურული გამანაწილებელი სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება, როგორც ერთ მოწყობილობას ან დახურულ გამანაწილებელ სისტემას, მოხმარების საპასუხო რეაქციის ერთი ან რამდენიმე მომსახურებების შეთავაზების მიზნით; უ) „მოხმარების რეაქცია - სისტემის სიხშირის კონტროლზე“ – მოხმარების ობიექტში ან დახურული გამანაწილებელ სისტემაში შემავლი მოხმარება, რომელიც ხელმისაწვდომია სიხშირის რხევების საპასუხოდ, შესამცირებლად ან გასაზრდელად, რაც ხორციელდება აღნიშნული მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ავტონომიური საპასუხო რეაქციით, ასეთი რხევების შემცირების მიზნით; ფ) „მოხმარების რეაქცია აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედ რეგულირებაზე“ – მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემაში შემავალი მოხმარება, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს ძალიან სწრაფად სიხშირის გადახრის საპასუხოდ, რაც გამოიწვევს აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედ ცვლილებას; ქ) „მოხმარების საპასუხო რეაქციის მოწყობილობის დოკუმენტი“ – დოკუმენტი, გაცემული მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის იმ მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე და 1000 ვოლტზე უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთებულ იმ მოხმარების ბლოკზე, რომელიც ადასტურებს მოხმარების ბლოკის შესაბამისობას ამ თავით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს საჭირო მონაცემებსა და დებულებებს, მათ შორის, შესაბამისობის განცხადებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლის 182. მოქმედების სფერო 1. ამ თავით განსაზღვრული მიერთების მოთხოვნები ვრცელდება: (ა) გადამცემ ქსელზე მიერთებულ ახალ მოხმარების ობიექტებზე; (ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებულ ახალ გამანაწილებელ მოწყობილობებზე; (გ) ახალ გამანაწილებელ სისტემაზე, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემებზე; (დ) ახალ მოხმარების ბლოკებზე, რომელიც გამოიყენება მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ, შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოხმარების საპასუხო რეაქციის მისაწოდებლად. 2.არსებული თავი არ ვრცელდება დამაგროვებელ მოწყობილობებზე, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურებისა. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას გადამცემ ქსელზე მისაერთებელი ახალი მოხმარების ობიექტის, ახალი გამანაწილებელი მოწყობილობის ან ახალი დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერთებაზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომლებზეც არ ვრცელდება კომისიის მიერ ამ წესების ცალკეული მოთხოვნების გადავადება. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უარის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და კომისიას. 4. 206–212-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრული შესაბამისობის მონიტორინგის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას 206-209-ე მუხლებით განსაზღვრულ მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებაზე, ახალი მოხმარების ბლოკისგან, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. ერთზე მეტი მოხმარების ბლოკის შემცველი მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების შემთხვევაში, აღნიშნული მოხმარების ბლოკები უნდა ჩაითვალოს, როგორც ერთი მოხმარების ბლოკი, თუკი მათ არ აქვთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირების უნარი ან მიზანშეწონილია მათი გაერთიანებული სახით განხილვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 183. აღიშნული თავის გავრცელება მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების გამწევ გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტებზე, არსებულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებსა და არსებულ მოხმარების ბლოკებზე 1. გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებულ მოხმარების ობიექტებს და გამანაწილებელ მოწყობილობებს, არსებულ გამანაწილებელ სისტემებს და მოხმარების ბლოკებს, რომლებიც არიან ან შესაძლოა გამოყენებული იქნან მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ იმისთვის, რათა გაწეულ იქნეს მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაბამის სისტემის ოპერატორისთვის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის, არ წაეყენებათ ამ თავის მოთხოვნები, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტი და გამანაწილებელი მოწყობილობა, არსებულ გამანაწილებელი სისტემა ან მოხმარების ობიექტში შემავალი მოხმარების ბლოკი, 1000 ვოლტს ზემოთ ძაბვაზე ან 1000 ვოლტზე ზემოთ ძაბვაზე მიერთებული დახურული გამანაწილებელი სისტემა მოდიფიცირებულ იქნა იმგვარად, რომ მისი მიერთების ხელშეკრულება/მიერთების ტექნიკური პირობა უნდა განახლდეს შემდეგი პროცედურების შესაბამისად: ა.ა) მოხმარების ობიექტის მფლობელებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა, რომელთაც სურთ განახორციელონ სადგურის მოდერნიზაცია ან მოწყობილობების ჩანაცვლება, რასაც ზეგავლენა ექნება გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის მოწყობილობის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, წინასწარ უნდა აცნობონ თავიანთი გეგმის შესახებ შესაბამისი სისტემის ოპერატორს; ა.ბ)თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი თვლის, რომ ზემოაღნიშნული მოდერნიზაციისა თუ მოწყობილობების ჩანაცვლებისათვის მიერთების ახალი ხელშეკრულებაა აუცილებელი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას; და ა.გ)კომისიამ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიერთების არსებული ხელშეკრულების განახლების ან მიერთების ახალი ხელშეკრულების დადების, ასევე ამ თავის იმ მოთხოვნების შერჩევის თაობაზე, რომლებიც უნდა გავრცელდეს ქსელის ზემოთხსენებულ ელემენტებზე; ან ბ) კომისია, იღებს გადაწყვეტილებას გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე ან მოხმარების ბლოკის მოწყობილობებზე ამ თავის ყველა ან რამდენიმე მოთხოვნის გავრცელების თაობაზე, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი შეთავაზების შესაბამისად. 2. ამ თავის მიზნით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები, გამანაწილებელი მოწყობილობები, გამანაწილებელი სისტემები ან მოხმარების ბლოკები, რომლებიც არიან ან შესაძლოა გამოყენებული იქნენ მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, უნდა ჩაითვალოს არსებულად, თუ: ა) 2021 წლის 12 ივლისის მდგომარეობით ის უკვე მიერთებულია ქსელზე; ან ბ) მოხმარების ობიექტის მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გააფორმა საბოლოო და აუცილებელი ხელშეკრულება მოხმარების მთავარი მოწყობილობის ან მოხმარების ბლოკის შეძენის თაობაზე ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. მოხმარების ობიექტის მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა შეატყობინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ამ თავის განხორციელების ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ 30 თვის ვადაში. გ) მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხელშეკრულების სახელწოდებას, მისი ხელმოწერის და მისი ძალაში შესვლის თარიღებს და ასაშენებელი, ასაწყობი ან შესასყიდი მოხმარების მთავარი მოწყობილობის და მოხმარების ბლოკის მახასიათებლებს. დ) განსაზღვრულ სიტუაციებში, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი მოწყობილობა, გამანაწილებელი სისტემა თუ მოხმარების ბლოკი უნდა ჩაითვალოს არსებულად თუ ახლად. 3. 188-ე მუხლის შესაბამისად გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად და გარემოებების მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ცვლილებების აღმოსაფხვრელად, ისეთების როგორიცაა სისტემური მოთხოვნების განვითარება, მათ შორის, ენერგიის განახლებადი წყაროების, ჭკვიანი ქსელების, განაწილებული გენერაციის ან მოხმარების საპასუხო რეაქციის ინტეგრაცია, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესთავაზოს კომისიას, გაავრცელოს ამ თავის მოქმედება გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტებზე, გამანაწილებელ მოწყობილობებზე, გამანაწილებელ სისტემებზე, მოხმარების ბლოკებზეც, რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის. ამ მიზნით, 227-ე და 228-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩატარდეს ხარისხიანი და გამჭვირვალე ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, არსებული გამანაწილებელი სისტემების და მოხმარების ბლოკის მხრიდან ამ თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვესტიციების მოცულობებს; ბ) ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად მიღებულ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს; გ) შესრულების ხარისხის მოთხოვნილი დონის მიღწევისთვის საჭირო ალტერნატიული ღონისძიებების პოტენციალს. 4. მე-3 პუნქტში ნახსენები რაოდენობრივი ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ჩატარებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა: ა) ჩაატაროს ფასების და სარგებლების წინასწარი ხარისხობრივი შედარება; ბ) შეათანხმოს კომისიასთან. 5. კომისიამ, 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ანგარიშისა და რეკომენდაციების მიღებიდან სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თავის მოქმედების გავრცელებასთან დაკავშირებით გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე თუ მოხმარების ბლოკებზე. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების კანონიერი მოლოდინი, როგორც ამ თავის გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე ან არსებულ მოხმარების ბლოკებზე გავრცელების შეფასების ნაწილი. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შეაფასოს ამ თავის ყველა მოთხოვნის ან მხოლოდ მათი ნაწილის გავრცელება გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებსა თუ მოხმარების ბლოკებზე, ყოველ სამ წელიწადში, ამ მუხლის მე-3-დან მე-5 პუნქტების ჩათვლით მოცემული მოთხოვნებისა და პროცესების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 184. ამ თავის გავრცელება ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებზე და საწარმოო ობიექტებზე 1. ეს თავი არ ვრცელდება ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებზე, რომელთაც აქვთ როგორც გენერაციის, ასევე ჰიდროაკუმულაციის რეჟიმში მუშაობის უნარი; 2. ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის თითოეული მააკუმულირებელი ელექტროსადგური, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ დაგროვების რეჟიმს, ექვემდებარება ამ თავის მოთხოვნების შესრულებას და მიიჩნევა მოხმარების ობიექტად; 3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგური ინტეგრირებულია ობიექტის საწარმოო ციკლში, საწარმოო ობიექტის ოპერატორი, მოხმარების ობიექტის მფლობელი, ელექტროსადგურის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი, ვის სისტემაზეც არის მიერთებული აღნიშნული საწარმოო ობიექტი, შესაძლოა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, შეჯერდნენ შესაბამისი სისტემიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი დატვირთვების გათიშვის პირობებზე. ამ შეთანხმების მიზანი უნდა იყოს შესაბამის სისტემაში შეშფოთების დროს საწარმოო ობიექტის წარმოების პროცესის დაცვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 185. მარეგულირებელი ასპექტები 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული საერთო გავრცელების მოთხოვნები უნდა შეთანხმდეს კომისიასთან და გამოქვეყნდეს საჯაროდ. 2. სპეციფიკური მოთხოვნები მიერთების ადგილის მიხედვით, რომელიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ამ თავის შესაბამისად, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 3. ამ თავის გავრცელებისას, კომისიამ, უფლებამოსილმა ორგანოებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა: (ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები; (ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა; (გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლესი საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის ყველა ჩართული მხარისათვის; (დ) გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება; (ე) გაიაროს კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღოს მათ სისტემაზე პოტენციური ზეგავლენა; (ვ) მხედველობაში მიიღოს აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზებები ძირითადი გავრცელების მოთხოვნებზე ან მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება მათი გაანგარიშებისა ან დადგენისთვის, ამ თავის ეროვნულ კანონმდებლობაში გავრცელების ვადის გასვლიდან ორი წლის განმავლობაში. 5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს, მოხმარების ობიექტის მფლობელს, ელექტროსადგურის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და/ან დახურულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმების მიღწევას, ისინი უნდა შეეცადონ შეთანხმების მიღწევას ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი წინადადების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას გადაწყვეტილების მიღება 3 თვის განმავლობაში. 6. კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოთხოვნების ან მეთოდოლოგიის თაობაზე წინადადების წარდგენიდან სამი თვის ვადაში. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიაში ცვლილების შეტანას საჭიროდ მიიჩნევს, შემოთავაზებულ ცვლილებებზე უნდა გავრცელდეს მე-3-დან მე-8-ს ჩათვლით პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც წარადგენენ ცვლილებას, მხედველობაში უნდა მიიღონ მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მოწყობილობის მწარმოებლების და სხვა დაინტერესებული პირების სამართლიანი მოლოდინები, მათი არსებობის შემთხვევაში, რაც გამომდინარეობს თავდაპირველად განსაზღვრული და შეთანხმებული მოთხოვნებიდან და მეთოდოლოგიებიდან. 8. ნებისმიერი მხარე, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ წესებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. 9. თუკი ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიამ შესაძლოა უზრუნველყოს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორის ნაცვლად, აღნიშული სისტემის ოპერატორი იყოს პასუხისმგებელი შესაბამისი მოთხოვნის დადგენაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 186. გადამცემი სისტემის რამდენიმე ოპერატორი 1. ერთზე მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს ყველა მათგანზე. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა შეასრულოს ამ წესებით გათვალისწინებული ერთი, რამდენიმე ან ყველა ვალდებულება, გავრცელდეს განსაზღვრულ ერთ ან მეტ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 187. ხარჯების ანაზღაურება 1. სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ექვემდებარება ქსელის სატარიფო წესებს და გამომდინარეობს ამ წესებით გათვალიწინებული ვალდებულებებიდან, უნდა შეაფასოს კომისიამ. ხარჯები, რომლებიც შეფასდა გონივრულად, ეფექტურად და პროპორციულად, ანაზღაურებული უნდა იქნეს ქსელის ტარიფებით ან სხვა შესაბამისი მექანიზმის გზით. 2. კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სისტემის ოპერატორებმა მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მიაწოდონ გაწეული ხარჯების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 188. საჯარო კონსულტაცია 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა ჩაატარონ კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებთან, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) წინადადებები 183-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე ამ თავის გავრცელების შესახებ; ბ) 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიშის შესახებ; გ) ხარჯსარგებლიანობის ანალიზის შესახებ, რომელიც განხორციელებულია 232-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. დ) მოხმარების ბლოკისთვის წაყენებული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტების და 199-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დროულად უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების ხედვები, რომლებიც ჩამოყალიბდა კონსულტაციების შედეგად, ანგარიშთან, ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან ან მოხმარების ბლოკისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომისიისთვის დამტკიცების მიზნით წინასწარი წინადადების წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეების შეთავაზებების გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის მყარი დადასტურება, წარდგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს დროულად, შეთავაზებების, ანგარიშის, ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ან მოხმარების ბლოკისთვის წაყენებულ მოთხოვნების გამოქვეყნების პარალელურად ან უფრო ადრე, რომელიც განსაზღვრულია 207-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 189. დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო ENTSO-E-თან მჭიდრო თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების, გამანაწილებელ სისტემების და მოხმარების ბლოკების (რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის) ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, ასევე ამ თავის განხორციელების სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან სისტემატურ შეხვედრებს, პრობლემების და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების, გამანაწილებელ სისტემების და მოხმარების ბლოკების (რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის) ქსელთან მიერთებისთვის საჭირო მოთხოვნების სრულყოფის თაობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 190. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებები 1. ამ თავის შესაბამისად მიღებული, გაცვლილი ან გაგზავნილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, ექვემდებარება კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს, რაც გათვალისწინებულია მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით. 2. კომერციული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, ვისზეც ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები. 3. კონფიდენციალური ინფორმაცია რომელიც მიღებულ იქნა მე-2 პუნქტში ნახსენები პირების, კომისიის თუ ორგანიზაციების მიერ მათი ვალდებულების ფარგლებში არ უნდა იქნეს გადაცემული სხვა პირზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. 4. კომისიამ ან სხვა პირებმა, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ამ თავის შესაბამისად, უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების განსახორციელებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 191. ძირითადი მოთხოვნები სიხშირესთან დაკავშირებით 1. გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს და გამანაწილებელ სისტემებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან და იმუშაონ სიხშირის დიაპაზონში და დროის პერიოდებში, რომელიც განსაზღვრულია დანართ №14-ში. 2. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესაბამის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეათანხმოს სიხშირის უფრო ფართო ზღვრები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები ოპერირებისთვის. თუ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონი ან ექსპლუატაციისთვის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ტექნიკურად მიზანშეწონილი იქნება, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს შესაბამისი თანხმობის გაცემა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 192. ძაბვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები 1. გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს და გამანაწილებელ სისტემებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან და იმუშაონ ძაბვის დიაპაზონებში და დროის პერიოდებში რომელიც განსაზღვრულია დანართ №15-ში. 2. გამანაწილებელი სისტემის მოწყობილობა/დანადგარს, რომელიც მიერთებულია იმავე ძაბვაზე, რა ძაბვაზეც არის გამანაწილებელი სისტემის მიერთების წერტილი გადამცემ ქსელთან, უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და იმუშაონ ძაბვის დიაპაზონებში და დროის პერიოდებში რომელიც განსაზღვრულია დანართ №15-ში. 3. ძაბვის ფარგლები მიერთების წერტილში გამოსახული უნდა იქნეს ძაბვით, ფარდობით ერთეულებში. 400 კვ ძაბვის ქსელისთვის (ან მისი ალტერნატიული ფართოდ გამოყენებული 380 კვ ძაბვის დონისთვის), 1 ფ.ე. სიდიდე ტოლია 400 კვ-ის. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტს, გამანაწილებელ მოწყობილობას ან გამანაწილებელ სისტემას უნდა ჰჰქონდეს გარკვეულ ძაბვებზე ავტომატური გათიშვის უნარი. აღნიშნული ავტომატური გათიშვის პირობები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის. 5. 110 კვ-ზე დაბალი ძაბვით გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა დააზუსტოს მიერთების წერტილში ძაბვის ფარგლები, რომლის ხანგრძლივი ვადით მუშაობაზე უნდა იყოს გათვლილი გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემები. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა უნდა დააპროექტონ იმავე ძაბვის საფეხურზე მიერთებული მათ მფლობელობაში არსებული მოწყობილობების შესაძლებლობები იმგვარად, რომ მათ დააკმაყოფილონ ამ მოწყობილობების გადამცემ ქსელზე მიერთების წერტილის ძაბვის ფარგლები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 193. მოკლე შერთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. საკუთარი გადამცემი ქსელის ელემენტების საპროექტო მოკლე შერთვის გაძლების უნარის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მაქსიმალური მოკლე შერთვის დენი მიერთების წერტილში, რომელსაც უნდა გაუძლოს გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა სისტემამ. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა მიაწოდოს მინიმალური და მაქსიმალური მოკლე შერთვის დენები, რომელიც მოსალოდნელია მიერთების წერტილში, როგორც ქსელის ეკვივალენტი. 3. დაუგეგმავი შემთხვევის შემდეგ, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეატყობინოს აღნიშნული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მყოფ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაუგეგმავი შემთხვევიდან არაუგვიანეს ერთ კვირაში, მაქსიმალური მოკლე შერთვის დენების ზღვრების ცვლილებების შესახებ, რომელსაც უნდა გაუძლოს ზემოაღნიშნული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მე-3 პუნქტში მითითებული ზღვარი თავისი მოწყობილობისთვის/გამანაწილებელი ქსელისთვის. 5. დაგეგმილ შემთხვევამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეატყობინოს აღნიშნული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მყოფ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაგეგმილ შემთხვევამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, მაქსიმალური მოკლე შერთვის დენების ზღვრების ცვლილებების შესახებ, რომელსაც უნდა გაუძლოს ზემოაღნიშნული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა პირველი პუნქტის შესაბამისად. 6. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მე-5 პუნქტში მითითებული ზღვარი თავისი მოწყობილობისთვის/გამანაწილებელი ქსელისთვის. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს ინფორმაცია გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მოკლე შერთვის დენის სიდიდის აღნიშული მოწყობილობის ან ქსელის წვლილის თაობაზე. როგორც მინიმუმ, ქსელის პირდაპირი, უკუ და ნულოვანი მიმდევრობის ეკვივალენტური მოდელები უნდა იქნეს მიწოდებული და ნაჩვენები. 8. დაუგეგმავი შემთხვევის შემდეგ, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაუგეგმავი შემთხვევიდან არაუგვიანეს ერთ კვირაში, უნდა აცნობოს მოკლე შერთვაში მონაწილეობის დადგენილი ზღვრის გადაცდომის შესახებ. 9. დაგეგმილ შემთხვევამდე, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაგეგმილ შემთხვევამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, უნდა აცნობოს მოკლე შერთვაში მონაწილეობის დადგენილი ზღვრის გადაცდომის შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 194. მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით 1. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელ სისტემებმა და მოხმარების ობიექტებმა უნდა შეინარჩუნონ თავიანთი დამყარებული რეჟიმი მიერთების წერტილებში რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონში, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, შემდეგი პირობების დაცვით: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მიღების და გაცემის ფაქტობრივი რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონი არ უნდა იყოს აქტიური სიმძლავრის 48 პროცენტზე მეტი (0.9 სიმძლავრის კოეფიციენტი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების მფლობელისგან გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის წარმოდგენილია და გადამცემი ოპერატორის მიერ მიღებულია სისტემის ტექნიკური ან ფინანსური სარგებელი; ბ) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისტემის ტექნიკური ან ფინანსური სარგებელის ანალიზი წარმოდგენილია გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთობლივად. გადამცემ ქსელზე მიერთებული განაწილების სისტემებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული ზღვარი ფაქტობრივი რეაქტიული სიმძლავრის მიღების და გაცემის არ უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე: ბ.ა) მაქსიმალური მიღებული რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს აქტიური სიმძლავრის 48 პროცენტს (0,9 სიმძლავრის კოეფიციენტი); ბ.ბ) მაქსიმალური გაცემული რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს აქტიური სიმძლავრის 48 პროცენტს (0,9 სიმძლავრის კოეფიციენტი); გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ ანალიზის ფარგლებზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს შესაძლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, რეაქტიული სიმძლავრის გაცვლისთვის ოპტიმალური გადაწყვეტა, სისტემის კონკრეტული მახასიათებლების, სიმძლავრის გაცვლის ცვალებადი სტრუქტურის, ორმხრივი ნაკადების და გამანაწილებელ სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით. დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა დააწესოს სიმძლავრის კოეფიციენტის გარდა სხვა მაჩვენებლების გამოყენება, რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონის განსაზღვრისთვის. ე) რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონთან დაკავშირებული მოთხოვნილი სიდიდეები უნდა იყოს დაკმაყოფილებული მიერთების წერტილში; ვ) „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გადავადებისათვის, იქ, სადაც მიერთების წერტილი განაწილებულია ელექტროსადგურსა და მოხმარების ობიექტს შორის, ეკვივალენტური მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს მიერთების წერტილში, შესაბამისი შეთანხმების ან ეროვნულ კანონმდებლობის თანახმად. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემებს მიერთების წერტილში ჰქონდეთ უნარი არ განახორციელონ რეაქტიული სიმძლავრის გაცემა (1 ფ.ე. ბაზისური ძაბვის დროს) აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური მიღების შესაძლებლობების 25%-ზე ნაკლები ნაკადის შემთხვევაში. კომისიას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს, გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ მოთხოვნის დასაბუთება გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ერთობლივი ანალიზის მეშვეობით. თუ მოთხოვნა არ იქნება დასაბუთებული ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ აუცილებელ მოთხოვნებზე ერთობლივი ანალიზის შედეგების საფუძველზე. 3. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პირობების დაურღვევლად, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოთხოვოს გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემას, რომ მთლიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის სასარგებლოდ აქტიურად არეგულიროს რეაქტიული სიმძლავრის გადადინება მიერთების წერტილში. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მეთოდზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტრომომარაგების უსაფრთხოებისა და საიმედოობის საჭირო დონე ორივე მხარისთვის. ზემოთხსენებული მაჩვენებლების საჭირო დონის დადასტურება უნდა მოიცავდეს სამოქმედო გეგმას, რომელშიც მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულია ნაბიჯები და ვადები. 4. მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეუძლია გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს, რომ ამ უკანასკნელმა გაითვალისწინოს მის გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა რეაქტიული სიმძლავრის მართვისას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 195. დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს გადამცემი ქსელის დაცვისთვის საჭირო მოწყობილობები და პარამეტრები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის მახასიათებლების გათვალისწინებით. გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტთან ან გამანაწილებელ სისტემასთან დაკავშირებული დაცვის სქემები და პარამეტრები შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის. 2. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ელექტრულ დაცვას უპირატესი მნიშვნელობა უნდა ჰჰქონდეს ოპერატიული კონტროლის საშუალებებზე სისტემის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და პერსონალის და საზოგადოების დაცვის გათვალისწინებით. 3. დაცვის სქემის მოწყობილობები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: (ა) მოკლე შერთვა დაცვის მოქმედების ზონაში და ზონის გარეთ; (ბ) მაღალი და დაბალი ძაბვა გადამცემ სისტემასთან მიერთების წერტილში; (გ) სიხშირის აწევა და დაწევა; (დ) მოხმარების წრედის დაცვა; (ე) ბლოკის ტრანსფორმატორის დაცვა; და (ვ) დაცვის და გამანაწილებელი მოწყობილობის გაუმართაობის რეზერვირება. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვის სქემებში ნებისმიერ ცვლილებზე, და გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვის სქემების მოწყობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 196. კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემები და პარამეტრები სისტემის უსაფრთხოების მიზნით. 2. ეს შეთანხმება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ელემენტებს: (ა) ქსელის ოპერირებას იზოლირებულ რეჟიმში; (ბ) რხევების ჩახშობას; (გ) შეშფოთებებს გადამცემ ქსელში; (დ) ავტომატურ გადართვას ავარიულ კვებაზე და ქსელის ნორმალური ტოპოლოგიის აღდგენას; და (ე) ამომრთველის ავტომატურ განმეორებით ჩართვას (აგჩ) (1-ფაზა მოკლე შერთვაზე). 3. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ცვლილება გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემებსა და პარამეტრებში სისტემის უსაფრთხოების მიზნით. 4. დაცვის და კონტროლის პრიორიტეტების მინიჭებასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს თავიანთი გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვის და კონტროლის მოწყობილობების მონტაჟი, ქვემოთ მითითებული პრიორიტეტულობის დაცვით, რომელიც დალაგებულია მნიშვნელობის კლებადობით: ა) გადამცემი ქსელის დაცვა; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვა. ბ) სიხშირის კონტროლი (აქტიური სიმძლავრის რეგულირება); და გ) სიმძლავრის შეზღუდვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 197. ინფორმაციის გაცვლა 1. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები აღჭურვილი უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სტანდარტების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს შორის ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით, განსაზღვრული პერიოდულობით. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მის მიერ განსაზღვრული სტანდარტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. 2. გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სტანდარტების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით განსაზღვრული პერიოდულობით. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მის მიერ განსაზღვრული სტანდარტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ინფორმაციის გაცვლის სტანდარტები. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მის მიერ განსაზღვრული სტანდარტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 198. მოხმარების მოწყობილობის გამორთვა და მოხმარების ხელახლა მიერთება 1.გადამცემ ქსელზე მიერთებული ყველა მოხმარების ობიექტი და გამანაწილებელი სისტემა, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ მოთხოვნებს საგ-ის ფუნქციონალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული თითოეული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და სადაც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი, ვალდებულია უზრუნველყოს „დაბალი სიხშირის“ შემთხვევაში მათი მოხმარების ობიექტის განსაზღვრული პროპორციით ავტომატური გამორთვის შესაძლებლობები. გამორთვის გამშვები სიგნალი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შესაძლოა დაფუძნებული იყოს დაბალი სიხშირის და სიხშირის ცვლილების სიჩქარის კომბინაციაზე. ბ) საგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები უნდა იძლეოდეს მომხმარებლების საფეხურებრივ გამორთვის საშუალებას მუშა სიხშირეების ფარგლებში. გ) საგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები უნდა აძლევდეს მუშაობის საშუალებას შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ნომინალურ ცვლად დენზე და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) სიხშირის დიაპაზონი: მინიმუმ 47‐50 ჰც, რეგულირებადი 0.05 ჰც-ის საფეხურით; გ.ბ) ოპერირების დრო: არაუმეტეს 450 მილიწამისა სიხშირის დანაყენის გაშვების შემდეგ; გ.გ) ძაბვის ბლოკირება: ბლოკირება შესაძლებელი უნდა იყოს ძაბვის არსებობისას ბაზისური 1 ფ.ე. ძაბვის 30-90% ფარგლებში; და გ.დ) უზრუნველყოს აქტიური სიმძლავრის ნაკადის მიმართულება გამორთვის წერტილთან. დ) ცვლადი დენის ძაბვის წყარო, რომელიც გამოყენებულია საგ-ების ფუნქციური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქსელიდან სიხშირის სიგნალის გაზომვის წერტილში, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმგვარად, რომ საგ-ის ფუნქციური შესაძლებლობის მკვებავი ძაბვა ეკვივალენტურია ქსელის ძაბვის. 2. დძაგ-ის ფუნქციონალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, უნდა გავრცელდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან კოორდინაციით შესაძლოა განსაზღვროს დძაგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობისთვის; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელთან კოორდინაციით შესაძლოა განსაზღვროს დძაგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტისთვის; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, სავალდებულოა გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის დატვირთვის ქვეშ რეგულირების ბლოკირების და დძაგ-ის განხორციელება; დ) თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი გადაწყვეტს განახორციელოს მძაგ-ის ფუნქციური შესაძლებლობა, როგორც დატვირთვის ქვეშ რეგულირების ბლოკირების ასევე მძაგ-ის მოწყობილობები დამონტაჟებულ უნდა იქნეს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით; ე) დძაგ-ის მეთოდი უნდა განხორციელდეს რელეს მეშვეობით ან ეროვნული სადისპეტჩეროს ცენტრის ინიციატივით; ვ) დძაგ-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები უნდა მოიცავდეს შემდეგს: ვ.ა) დძაგ-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები ახორციელებს ძაბვის მონიტორინგს სამივე ფაზის გაზომვის გზით; ვ.ბ) რელეების მუშაობის ბლოკირება დაფუძნებული უნდა იყოს აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის მიმართულებაზე. 3. დატვირთვის ქვეშ რეგულირების ბლოკირებასთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემ ქსელზე მიერთებულ ტრანსფორმატორს უნდა ჰჰქონდეს დატვირთვის ქვეშ რეგულირების ავტომატური ან ხელით ბლოკირების უნარი; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს დატვირთვის ქვეშ რეგულირების ავტომატური ბლოკირების ფუნქციური შესაძლებლობა. 4. გადამცემ ქსელთან მიერთებული ყველა მოხმარების ობიექტი და გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვასთან ან ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით: ა) გამორთვის შემდეგ ხელახლა ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პირობა, რომლის საფუძველზეც გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტს ან გამანაწილებელ სისტემას ექნება გადამცემ ქსელთან ხელახლა მიერთების უფლება. ხელახლა მიერთების ავტომატური სისტემების დამონტაჟება უნდა მოხდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის წინასწარი ნებართვის საფუძველზე; ბ) გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი ქსელის ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა და გადამცემ ქსელთან მიერთებულმა გამანაწილებელმა სისტემამ უნდა შეძლოს სიხშირეების სინქრონიზაცია 191-ე მუხლში მითითებულ ფარგლებში. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ სინქრონიზაციის მოწყობილობების პარამეტრებზე გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი სისტემის მიერთებამდე, მათ შორის,, როგორიცაა ძაბვა, სიხშირე, ფაზის ძვრის კუთხის ფარგლები, ძაბვის და სიხშირის გადახრა; გ) გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტს ან გადამცემ ქსელთან მიერთებულ გამანაწილებელ მოწყობილობას უნდა ჰჰქონდეს გადამცემი ქსელიდან დისტანციური გამორთვის შესაძლებლობები გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში. მოთხოვნის შემთხვევაში, ბლოკური დატვირთვისთვის მომზადების კუთხით სისტემის კონფიგურაციის შეცვლისთვის საჭირო ავტომატური გამორთვის მოწყობილობა უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 199. ენერგიის ხარისხი გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მათმა მიერთებამ ქსელთან არ გამოიწვიოს მიერთების წერტილთან ქსელის მკვებავი ძაბვის დამახინჯება ან გადახრა განსაზღვრულ დონემდე. დამახინჯების დონე არ უნდა აღემატებოდეს, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მათთვის განსაზღვრულ დონეს (რომელიც ეფუძნება ამ წესებს). გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოახდინოს ენერგიის ხარისხის საკუთარი მოთხოვნების კოორდინაცია მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნებთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 200. მოდელები 1.გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ობიექტებმა და გამანაწილებელმა სისტემებმა უნდა დააკმაყოფილონ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები იმიტაციურ მოდელებთან ან ეკვივალენტურ ინფორმაციასთან დაკავშირებით: 2.თითოეულ გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს მოდელები ან ეკვივალენტური ინფორმაცია, რომელიც ასახავს გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის ან ორივე მათგანის ქცევას დამყარებულ და დინამიურ რეჟიმებში. 3.გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, ზემოაღნიშნული მოდელების ან ეკვივალენტური ინფორმაციის შემცველობა და ფორმატი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) სტაბილურ და დინამიურ რეჟიმებს, 50 ჰერცის კომპონენტის ჩათვლით; ბ) ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესის სიმულაციას მიერთების წერტილზე; გ) სტრუქტურულ და ბლოკურ დიაგრამებს. 4. დინამიკური სიმულაციის მიზნებისთვის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი მოდელი ან ეკვივალენტური ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვემოდელებს ან ეკვივალენტურ ინფორმაციას: ა) სიმძლავრის კონტროლს; ბ) ძაბვის კონტროლს; გ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი სისტემის დაცვის მოდელებს; დ) შემადგენელი მოხმარების ტიპებს, სადაც იგულისხმება მოხმარების ელექტროტექნიკური მახასიათებლები; და ე) გარდამქმნელის მოდელებს. 5. შესაბამისი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, მოთხოვნები გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტების ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების ან ორივე მათგანის ჩანაწერების ხარისხთან დაკავშირებით, მოდელის აღნიშნულ ჩანაწერებთან შედარების მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 201 . ძირითადი დებულებები - ოპერატიული შეტყობინების პროცედურა 1. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა გადამცემ ქსელზე მისაერთებელი თითოეული ახალი მოხმარების ობიექტისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობისათვის და გამანაწილებელი სისტემისთვის უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინებას (EON); ბ) შუალედური ოპერატიული შეტყობინებას (ION); და გ) საბოლოო ოპერატიული შეტყობინებას (FON). 2. თითოეულმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, რომლებზეც ვრცელდება 191-205-ე მუხლებში შემავალი ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, უნდა დაუდასტუროს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 191-205-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით განხორციელებით თითოეული გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის და გამანაწილებელი სისტემის მიერთებასთან დაკავშირებით, როგორც განსაზღვრულია 202-205-ე მუხლებში. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ოპერატიული შეტყობინების პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 202. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) 1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თავისი შიდა ქსელის საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება, ქსელთან მიერთების გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება მიერთების წერტილისთვის. 2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მომზადების დასრულების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის დადებულ შეთანხმებას მიერთების წერტილთან დაკავშირებული დაცვის და კონტროლის დანაყენების შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 203. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) 1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ანიჭებს უფლებას მოახდინოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და შესაბამისად სიმძლავრის გენერაცია ქსელზე მიერთების გამოყენებით, შეზღუდული დროით. 2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მონაცემების და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში, ამ მუხლის მოთხოვნის შესაბამისად. 3. მონაცემების და კვლევის განხილვასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოწოდება: (ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; (ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ქსელთან მიერთების კუთხით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. (გ) ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებთან, გამანაწილებელ მოწყობილობებთან ან გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით გაცემული მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები. რომელიც წარმოადგენს შესაბამისობის ნაწილს. (დ) სიმულაციურ მოდელებს, როგორც მითითებულია 200-ე მუხლში და როგორც მოითხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორი. (ე) 222-ე, 225-ე და 226-ე მუხლების მოთხოვნები შესაბამისი მოსალოდნელი დამყარებული და დინამიკური რეჟიმების შესრულების ხარისხის კვლევები; და (ვ) შესაბამისობის ტესტების პრაქტიკული მეთოდების დეტალები, 215-220-ე მუხლების შესაბამისად. 4. მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეინარჩუნებს შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუს უნდა იყოს 24 თვე. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების უფრო ხანმოკლე მოქმედების ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არსებით პროგრესს მიაღწევს სრული შესაბამისობის მიმართულებით. გადაუჭრელი საკითხები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული გახანგრძლივების მოთხოვნის მომენტში. 5. გახანგრძლივებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეუძლია შეინარჩუნოს შუალედური ოპერატიული შეტყობინება გარდა მეოთხე პუნქტით დადგენილი პერიოდისა, შესაძლოა მიღწეულ იქნეს თუკი გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წაყენებული გადავადების მოთხოვა გაკეთდა ამ პერიოდის ამოწურვამდე 229-ე მუხლში მოცემული გადავადების პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 204. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) 1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლებას აძლევს მოახდინოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირება ქსელთან კავშირის გამოყენებით. 2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გაიცეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, შუალედური ოპერატიული შეტყობინების მიზნით განსაზღვრული ყველა შეუთავსებლობის წინასწარი აღმოფხვრის შემდეგ და ამ მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი მონაცემთა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში. 3. მონაცემების და კვლევების ანალიზის მიზნით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი: ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; და ბ) გამოყენებული ტექნიკური მონაცემების სიმულაციური მოდელების და კვლევების განახლებული ვერსია, რომელიც მითითებულია 203-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“ და“ე“ პუნქტებში , მათ შორის, ტესტირების დროს გაზომილი ფაქტობრივი სიდიდეების გამოყენება. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემასთან დაკავშირებით შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, გამონაკლისის უფლება გაიცემა გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, 229-234-ე მუხლებში აღწერილი გამონაკლისის დაშვების პროცედურის შესაბამისად. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, თუ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი მოწყობილობა ან გამანაწილებელი სისტემა აკმაყოფილებს გადავადების დებულებებს. 5. გადავადების მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს ნება არ დართოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირების, სანამ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და გადამცემი სისტემის ოპერატორი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ჩათვლის, რომ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი მოწყობილობა ან გამანაწილებელი სისტემა აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს. 6. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერ გადაწყვეტენ შეუსაბამობის საკითხს გონივრულ დროში, მაგრამ გადავადების მოთხოვნაზე უარის თქმის შეტყობინების გაცემიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში თითოეულ მხარეს შეუძლია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს კომისიას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 205. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება 1. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელები ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები, რომელსაც გადაეცა საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან ავარიული ინციდენტის შემდეგ არაუგვიანეს 24 საათისა დაუყოვნებლივ აცნობოს გადამცემი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებების შესახებ: ა) მოწყობილობა-დანადგარები დროებით ექვემდებარება მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან შესაძლებლობის იმგვარად დაკარგვას, რაც გავლენას ახდენს მისი შესრულების ხარისხზე; ან ბ) ადგილი აქვს მოწყობილობის გაუმართაობას, რის გამოც შეუძლებელია ცალკეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. 2. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოლოდინით 1 პუნქტით აღწერილი გარემოებები გასტანს სამ თვეზე მეტ ხანს. 3. LON გაიცემა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით: (ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას; (ბ) პასუხისმგებლობები და საკითხების სავარაუდო გადაჭრის ვადები; და (გ)შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. გაცემული საწყისი პერიოდი შესაძლებელია იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დაკმაყოფილდება წარმოდგენილი მტკიცებულებით, რის თანახმადაც მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდში, იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON). 5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის გაკეთებული გადავადების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა ამ პერიოდის ამოწურვამდე, 229-234-ე მუხლებში მითითებული გადავადების პროცედურის შესაბამისად. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს უარი განაცხადოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის სისტემაში მუშაობაზე, შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე. ასეთ შემთხვევებში საბოლო ოპერატიული შეტყობინება ავტომატურად კარგავს შესრულების ხარისხს. 7. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ გასცემს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გახანგრძლივების უფლებას მე-5 პუნქტის შესაბამისად ან არ დაუშვებს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირებას შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადამცემ ქსელზე მიერთებული მომხმარებლი, მოწყობილობის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად გადაცეს კომისიას გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილების თაობაზე ზემოთხსენებული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეტყობინების უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა შეთანხმებული იქნეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, რაც დამოკიდებულია ცვლილების (ინციდენტის შედეგად) ბუნებაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 206. ძირითადი დებულებები - სისტემის ოპერატორების მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების უზრუნველსაყოფად, მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გამოყენებული მოხმარების ბლოკის ქსელთან მიერთება 1. სისტემის ოპერატორებისთვის მიწოდებული მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება კლასიფიცირდება შემდეგი კატეგორიების სახით: (ა) დისტანციურად მართვადი: ა.ა) მოხმარების საპასუხო რეაქცია აქტიური სიმძლავრის კონტროლზე; ა.ბ) მოხმარების საპასუხო რეაქცია რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე; ა.გ) მოხმარების რეაქცია გადაცემის შეზღუდვის მართვაზე. (ბ) ავტონომიურად მართვადი: ბ.ა) მოხმარების საპასუხო რეაქცია სისტემის სიხშირის კონტროლზე; ბ.ბ) მოხმარების საპასუხო რეაქცია აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედ კონტროლზე. 2. მოხმარების ობიექტებმა და დახურულმა გამანაწილებელმა სისტემებმა შესაძლოა უზრუნველყონ მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაბამისი სისტემის ოპერატორებისთვის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის. მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს ერთობლივად ან ცალ ცალკე, დატვირთვის სიმძლავრის ცვლილებას დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით. 3. პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიები და ეს წესები ხელს არ უშლის სხვა კატეგორიის შემუშავებას. ეს წესებიარ ვრცელდება მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებაზე, რომლებიც გაწეულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან განსხვავებული ორგანოსთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 207. კონკრეტული დებულებები მოხმარების ბლოკის აქტიური/რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე და გადაცემის შეზღუდვის მართვაზე 1. მოხმარების ობიექტებმა და დახურულმა გამანაწილებელმა სისტემებმა შესაძლოა შესთავაზონ შესაბამისი სისტემის ოპერატორებს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს მოხმარების საპასუხო რეაქცია აქტიური/რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე ან გადაცემის შეზღუდვის მართვაზე. 2. მოხმარების ბლოკის საპასუხო რეაქცია აქტიური/რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე ან გადაცემის შეზღუდვის მართვაზე ინდივიდუალურად, ან თუკი ის არ წარმოადგენს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ნაწილს - ერთობლივად როგორც მოხმარების აგრეგირების ნაწილი მესამე მხარის მეშვეობით - უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: (ა) უნდა შეძლოს მუშაობა 191-ე მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ სიხშირის ზღვრებში და 191-ე მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილ გაფართოებულ ზღვრებში; (ბ) უნდა შეძლოს მუშაობა 192-ე მუხლით დადგენილი ძაბვის ზღვრებში, თუ მიერთებულია 113 კვ-ზე ან უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე; (გ) შეძლოს მუშაობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სისტემის ნომინალურ სამუშაო ძაბვაზე, მიერთების წერტილში, თუ მიერთებულია 113 კვ-ზე ქვემოთ. ეს ზღვრები უნდა ითვალისწინებდეს არსებულ სტანდარტებს და დამტკიცებამდე გადიოდეს კონსულტაციას 185-ე მუხლის თანახმად შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; (დ)შეძლოს ქსელიდან სიმძლავრის მოხმარების კონტროლი, კონტრაქტით დადგენილ ფარგლებში პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის გავლით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ; (ე)უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სისტემის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მისაღებად, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის გავლით, იმისათვის რომ შეცვალონ საკუთარი მოხმარება და გადასცენ საჭირო ინფორმაცია. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს დამტკიცებული ტექნიკური სპეციფიკაციები, რათა შესაძლებელი გახდეს ინფორმაციის გადაცემა. მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; (ვ)უნდა შეძლოს საკუთარი სიმძლავრის მოხმარების დარეგულირება შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილ დროის პერიოდში. მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; (ზ)უნდა შეძლოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ინსტრუქციის სრულად შესრულება, რომელიც ეხება საკუთარი სიმძლავრის მოხმარების ცვლილებას ელექტრული დაცვების უსაფრთხოების ფარგლებში, თუკი საკუთარი მოხმარების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული მეთოდი ხელშეკრულებით არაა შეთანხმებული შესაბამის სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან (მათ შორის, მესამე მხარის გავლით დაჯგუფებული მოხმარების ობიექტების მოხმარება); (თ) როდესაც ადგილი აქვს სიმძლავრის მოხმარებაში ცვლილებას აღნიშნული ცვლილებისთვის განსაზღვრული დროით, ელექტრული დაცვის უსაფრთხოების შესაბამის ფარგლებში, უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ მოხმარების დატვირთვის ცვლილება რომელიც გამოიყენება მომსახურების გაწევისთვის, თუკი ეს მოთხოვნილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა თუკი არ მოქმედებს შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან ხელშეკრულებით შეთანხმებული მეთოდი საკუთარი მოხმარების ჩანაცვლების თაობაზე (მათ შორის, მესამე მხარის გავლით დაჯგუფებული მოხმარების ობიექტების მოხმარება). ინსტრუქციას სიმძლავრის მოხმარების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლოა ჰჰქონდეს მყისიერი ან დროში დაყოვნებული ეფექტი; (ი)აცნობოს შესაბამის სისტემისი ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს მოხმარების საპასუხო რეაქციის სიმძლავრის ცვლილების შესახებ. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს შეტყობინების პირობები; (კ) სადაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, განკარგულებას გასცემს სიმძლავრის მოხმარების ცვლილებაზე, ნება უნდა დართოს საკუთარი მოხმარების ნაწილის ცვლილებაზე იმ ინსტრუქციის საპასუხოდ, რომელიც გაცემულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მოხმარების ობიექტის მფლობელთან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებული ზღვრების ფარგლებში და მოხმარების ბლოკის პარამეტრების შესაბამისად; ლ)უნდა ჰჰქონდეს მდგრადობის უნარი, რაც გულისხმობს სისტემასთან კავშირის შენარჩუნებას, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდემდე არსებულ სიხშირის ცვლილების სიჩქარის შემთხვევაში. მდგრადობის უნართან დაკავშირებით სიხშირის ცვლილების სიჩქარის სიდიდე უნდა იყოს გაანგარიშებული 500 მილიწამამდე დროის ინტერვალებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; მ) თუკი სიხშირის ან ძაბვის კონტროლის ან ორივეს მეშვეობით განსაზღვრულია სიმძლავრის მოხმარების ცვლილება და შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაგზავნილია განგაშის-წინა სიგნალი, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებებით, პირდაპირ ან ირიბად, მესამე მხარის მეშვეობით, შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მისაღებად სიხშირის ან ძაბვის ან ორივეს გაზომვის, მოხმარების გამორთვის ბრძანების და ინფორმაციის გადაცემის მიზნით. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს დამტკიცებული ტექნიკური სპეციფიკაციები, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ინფორმაციის გადაცემა. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. სტატიკური კომპენსატორის მოწყობილობის გამორთვის ან ხელმეორედ ჩართვის მეშვეობით ძაბვის რეგულირებისთვის, თითოეულმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა ან დახურულმა გამანაწილებელმა სისტემამ უნდა შეძლოს თავიანთი სტატიკური საკომპენსაციო მოწყობილობის ჩართვა ან გამორთვა, პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მოხმარების აგრეგირების ნაწილი მესამე მხარის მეშვეობით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადაცემული ინსტრუქციის საპასუხოდ ან გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მოხმარების ობიექტის მფლობელს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 208. მოხმარების ბლოკის მიმართ განსაზღვრული დებულებები მოხმარების საპასუხო რეაქციის სისტემის სიხშირის რეგულირებასთან დაკავშირებით 1. მოხმარების ობიექტებმა და დახურულ გამანაწილებელმა სისტემებმა შესაძლოა შესთავაზოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადაცემის სისტემის ოპერატორს სიხშირის რეგულირების საპასუხო რეაქცია. 2. სიხშირის რეგულირების საპასუხო რეაქციის სისტემის მქონე მოხმარების ბლოკები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს ინდივიდუალურად ან, თუ ის არ წამოადგენს გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის ნაწილს, ერთობლივად, როგორც მესამე მხარის საშუალებით მოხმარების აგრეგირების ნაწილს: (ა) უნდა შეძლოს მუშაობა მუხლი 191-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიხშირის ზღვრებში და მუხლი 191 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ გაფართოებულ ზღვრებში; (ბ) უნდა შეძლოს მუშაობა 192-ე მუხლით დადგენილი ძაბვის ზღვრებში, თუ მიერთებულია 110 კვ-ზე ან უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე; გ) შეძლოს მუშაობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სისტემის ნომინალურ სამუშაო ძაბვაზე, მიერთების წერტილში, თუ მიერთებულია 110 კვ-ზე ქვემოთ. ეს ზღვრები უნდა ითვალისწინებდეს არსებულ სტანდარტებს და დამტკიცებამდე გადიოდეს კონსულტაციას 185-ე მუხლის თანახმად შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) აღჭურვილი უნდა იყოს მართვის სისტემით, რომელიც არ იმუშავებს ნომინალური სისტემის სიხშირის 50 ჰერცის მახლობლად მკვდარ ზონაში, რომლის ფარგლებიც განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ სინქრონული ზონის სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ე) უნდა ჰჰქონდეს უნარი, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სიხშირის მკვდარი ზონის ფარგლებში აღდგენის შემდეგ, მოახდინოს დაყოვნება დროის შემთხვევით შერჩეული სიდიდით 5 წუთამდე, ნორმალური სამუშაო პირობების აღდგენამდე. ნომინალური 50 ჰერცის სიდიდიდან სიხშირის მაქსიმალური გადახრა, რომლის დროსაც ამოქმედდება მოხმარების საპასუხო რეაქცია, განსაზღვრული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სინქრონულ ზონაში მყოფი სხვა სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მოხმარება უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს ნომინალური (50 ჰერცის) სიხშირის მკვდარი ზონის ქვემოთ ან ზემოთ სისტემის სიხშირის გადახრის შემთხვევაში; ვ) უნდა იყოს აღჭურვილი კონტროლერით, რომელიც ზომავს სისტემის სიხშირის ფაქტობრივ სიდიდეს. გაზომვები უნდა წარმოებდეს არაუგვიანეს 0,2 წამში ერთხელ; ზ) უნდა აღიქვას სისტემაში სიხშირის 0,01 ჰერცით ცვლილება, რათა განახორციელოს სისტემის წრფივი პროპორციული რეაგირება, მოხმარების საპასუხო რეაქციის სისტემის სიხშირის კონტროლის მგრძნობიარობის, სიხშირის გაზომვების სიზუსტის და მოხმარების შემდგომი ცვლილების კუთხით. 3. ერთეულ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ უნარი სწრაფად აღმოაჩინონ და იმოქმედონ სისტემის სიხშირის ცვლილებისას, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სინქრონული ზონის სისტემის ოპერატორებთან კოორდინაციით. დამყარებულ რეჟიმში სიხშირის გაზომვიდან გადახრა დასაშვებია 0.05 ჰერცამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 209. სპეციალური მოთხოვნები მოხმარების საპასუხო რეაქციის მიერ აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი რეგულირების მქონე მოხმარების ბლოკის მიმართ 1. გადაცემის სისტემის ოპერატორი შესაბამისი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით შესაძლოა შეთანხმდეს მოხმარების ობიექტის მფლობელთან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან (მათ შორის,, მაგრამ არა მხოლოდ, მესამე მხარის მეშვეობით) ხელშეკრულებაზე მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი რეგულირების უზრუნველყოფისთვის; 2) თუ ადგილი აქვს პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას, მაშინ მასში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) აქტიური სიმძლავრის ცვლილება სიხშირის ცვლილების სიჩქარეზე დამოკიდებულებით, აღნიშნული ტიპის კონტროლში მონაწილე დატვირთვის შესაბამისი ნაწილისთვის; ბ) მართვის სისტემის მუშაობის პრინციპი და მასთან დაკავშირებული შესრულების ხარისხის პარამეტრები; გ) რეაგირების დრო აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი ცვლილებისთვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წამს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 210. ძირითადი დებულებები - ოპერატიული შეტყობინების პროცედურა 1. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა მოხმარების ბლოკებისთვის, რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის უზრუნველყოფისათვის კლასიფიცირდება შემდეგ სახეებად: (ა) მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკი, რომელიც მიერთებულია 1 000 ვოლტზე ან უფრო დაბალ ძაბვაზე; ბ) მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკი, რომელიც მიერთებულია 1 000 ვოლტზე მაღალ ძაბვაზე; 2. თითოეული მოხმარების ობიექტის მფლობელმა, ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოხმარების საპასუხო რეაქციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, უნდა დაუდასტუროს ტექნიკურ პროექტირებასთან და ექსპულატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების უნარი, როგორც ეს განსაზღვრულია 203-206-ე მუხლების შესაბამისად. 3. მოხმარების ობიექტის მფლობელმა, ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების შეწყვეტის ან/და მოხმარების საპასუხო რეაქციის მოხმარების მქონე მოხმარების ბლოკის ქსელიდან სამუდამოდ გამორთვის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ. არსებული ინფორმაცია შესაძლოა გაერთიანდეს, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. 4. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს დამატებითი დეტალები ოპერატიული შეტყობინების პროცედურის შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 211. პროცედურები 1000 ვოლტზე ან უფრო დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ობიექტების ან დახურულ გამანაწილებელ სისტემებში შემავალი მოხმარების ბლოკებისთვის 1.მოხმარების ბლოკის ოპერატიული შეტყობინების პროცედურა, 1000 ვ ან უფრო დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში, უნდა მოიცავდეს სამონტაჟო დოკუმენტს. 2.სამონტაჟო დოკუმენტის შაბლონი უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, და პირდაპირ ან ირიბად მესამე ხმარის გავლით შეათანხმოს დოკუმენტის შინაარსი გადამცემი სისტემის ოპერატორთან. 3.სამონტაჟო დოკუმენტის საფუძველზე, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს. წარდგენის თარიღი წინ უნდა უსწრებდეს ბაზარზე მოხმარების ბლოკის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას მოხმარების საპასუხო რეაქციის სიმძლავრის თაობაზე. სამონტაჟო დოკუმენტში მითითებულ მოთხოვნებში უნდა განირჩეოდეს კავშირის სხვადასხვა ტიპები და მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების სხვადასხვა კატეგორია. 4.მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მომდევნო მოხმარების ბლოკისთვის წარდგენილი უნდა იქნეს ინდივიდუალური სამონტაჟო დოკუმენტი. 5.ინდივიდუალური მოხმარების ბლოკის სამონტაჟო დოკუმენტის შინაარსი შესაძლოა გაერთიანდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. 6.სამონტაჟო დოკუმენტის შინაარსი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) ადგილმდებარეობას, სადაც მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მოხმარების ბლოკი, მიერთებულია ქსელთან; ბ) მოხმარების საპასუხო რეაქციის მაქსიმალურ სიმძლავრეს, კვტ-ში; გ) მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებების სახეს; დ) მოხმარების ბლოკის სერტიფიკატს და მოწყობილობის სერტიფიკატს, მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების შესაბამისად, ან ამგვარი ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში ეკვივალენტურ ინფორმაციას. ე) მოხმარების ობიექტის მფლობელის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკის გამაერთიანებელი მესამე მხარის საკონტაქტო დეტალებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 212. პროცედურები1000 ვ-ზე მაღალ ძაბვაზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებსა ან დახურულ გამანაწილებელ სისტემებში შემავალი მოხმარების ბლოკებისთვის 1. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა 1000 ვოლტზე უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ობიექტში ან დახურული გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკისათვის უნდა მოიცავდეს მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მოხმარების ბლოკის დოკუმენტს (DSRUD). აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს თავსებადობის განცხადებას, რომელიც მოიცავს 216-227-ე მუხლებით განსაზღვრულ ინფორმაციას მოხმარების ობიექტებისთვის და დახურული გამანაწილებელი სისტემებისთვის, თუმცა 216-227-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები მოხმარების ობიექტებისა და დახურული გამანაწილებელი სისტემებისთვის შესაძლოა გამარტივდეს ოპერატიული შეტყობინების ერთი საფეხურის სახემდე, ისევე როგორც შემცირდეს მოცულობაში. მოხმარების ობიექტის მფლობელი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. მოხმარების ბლოკებმა უნდა წარმოადგინონ მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მოხმარების ბლოკის ინდივიდუალური დოკუმენტი (DSRUD). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 213. მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა 1. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ მათი მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების ან გამანაწილებელი სისტემების მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოხმარების ობიექტის მფლობელი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი რომელიც შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს უზრუნველყოფს მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით, უნდა უზრუნველყოს მოხმარების ბლოკის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. 2. თუკი ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ გამოყენებულ მოხმარების ბლოკებზე, შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, მოხმარების ობიექტის მფლობელს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეუძლია მესამე მხარეს ნაწილობრივ ან სრულად დაავალოს ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა კომუნიკაცია შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან და თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვება მოხმარების ობიექტის მფლობელებისგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისგან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისგან. მესამე მხარეები განხილულ უნდა იქნენ როგორც ერთი მოხმარება შესაბამისი დოკუმენტაციის შეკრებისა და თავიანთი აგრეგირებული მოხმარების ობიექტებით ან აგრეგირებული დახურული გამანაწილებელი სისტემების ამ თავის დებულებებთან თავსებადობის დემონსტრირების უფლებით. მოხმარების ობიექტებმა და დახურულმა გამანაწილებელმა სისტემებმა, რომლებიც შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს უზრუნველყოფენ მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით, შესაძლოა იმოქმედონ ერთობლივად, მესამე მხარის მეშვეობით. 3. მესამე მხარეების მეშვეობით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მესამე მხარეები ვალდებული არიან მხოლოდ აცნობონ შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეთავაზებულ სრულ სერვისში ცვლილების თაობაზე, კონკრეტული მომსახურებების ადგილმდებარეობის გათვალისწინებთ. 4. თუკი მოთხოვნები მითითებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ან განსაზღვრულია მის კონტროლში არსებული სისტემის ოპერირების მიზნით, ალტერნატიული ტესტები ან მოთხოვნები ტესტების შედეგების მიღების (აღიარების) თაობაზე შესაძლოა შეთანხმდეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან. 5. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის ნებისმიერი განზრახვა ტექნიკური შესაძლებლობების შეცვლის შესახებ, რომელსაც აქვს ზეგავლენა 212-223-ე მუხლების ჩათვლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობაზე, პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა ეცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და ასეთი მოდიფიკაციის განხორციელებამდე შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დროის ინტერვალში. 6. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის ნებისმიერი საოპერაციო ინციდენტი ან დაზიანება, რომელსაც აქვს ზეგავლენა 215-226-ე მუხლების ჩათვლით წარმოდგენილ მოთხოვნებთან თავსებადობაზე, ამგვარი ინციდენტის დადგომიდან შესაძლო მოკლე დროში პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა ეცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 7. ნებისმიერი დაგეგმილი ტესტირება და პროცედურა, რომლის მიზანია გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის თავსებადობის დამოწმება ამ თავის მოთხოვნებთან, მათ დაწყებამდე, უნდა ეცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ დადგენილ და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ დამტკიცებულ დროის ფარგლებში. 8. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ტესტში და ჩაიწეროს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის და მოხმარების ბლოკის შესრულების ხარისხი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 214. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ამოცანები 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის თავსებადობა ამ თავის მოთხოვნებთან, ქსელის შესაბამისი ელემენტების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ამ შეფასების შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების მიზნით გამოყენებული მოხმარების ბლოკის თავსებადობა უნდა შეფასდეს ერთობლივად გადამცემი სისტემის ოპერატორის და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, მოხმარების აგრეგირებაში მონაწილე მესამე მხარესთან კოორდინაციის გზით. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება უნდა ჰჰქონდეს მოთხოვოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს შესაბამისობის ტესტები და სიმულაციები განმეორებითი გეგმის, ძირითადი სქემის, ნებისმიერი დაზიანების, მოწყობილობის შეცვლის ან ჩანაცვლების შემდეგ, რასაც შესაძლოა ზეგავლენა ჰჰქონდეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის მიერ ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. თავსებადობის ტესტების და სიმულაციების შედეგები უნდა ეცნობოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. 3. წარმოსადგენი ინფორმაციის და დოკუმენტების, ასევე მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ თავსებადობის პროცესის ფარგლებში დასაკმაყოფილებელ მოთხოვნათა ჩამონათვალი შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა გახადოს საჯარო. აღნიშნული სია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას, დოკუმენტაციასა და მოთხოვნებს: ა) მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარსადგენ ყველანაირ დოკუმენტაციას და სერტიფიკატებს; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის და გამანაწილებელი სისტემის, ასევე მოხმარების ბლოკის მხრიდან მისაწოდებელი ტექნიკური მონაცემების დეტალებს ქსელთან მიერთებასთან ან ოპერირებასთან დაკავშირებით; გ) მოთხოვნებს სისტემის სტატიკური და დინამიკური კვლევებისთვის საჭირო სიმულაციასთან დაკავშირებით; დ) კვლევების ჩატარებისთვის საჭირო სისტემის მონაცემების მიწოდების გრაფიკს; ე) მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც უჩვენებს დამყარებული რეჟიმის და მოსალოდნელ დინამიკურ მდგრადობას 223-225-ე მუხლების მოთხოვნებთან დაკავშირებით; ვ) პირობებს და პროცედურებს, მათ შორის, აღწერილობას მოწყობილობის სერტიფიკატების რეგისტრაციისთვის; და ზ) პირობებს და პროცედურებს, მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მხრიდან ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი მოწყობილობის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მოვალეობების განაწილება მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და სისტემის ოპერატორს შორის თავსებადობის ტესტირებების სიმულაციის და მონიტორინგის პროცესისათვის. 5. შესაბამის სისტემის ოპერატორს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ გადააბაროს საკუთარი თავსებადობის ჩატარება მესამე მხარეს. ასეთ შემთხვევებში შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა შეასრულოს 190-ე მუხლის მოთხოვნები, მათ შორის, უფლებამოსილ მხარესთან ვალდებულება კონფიდენციალობის თაობაზე. 6. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს 191-212-ე მუხლებში მოცემული ოპერატიული შეტყობინება, თუ შესაბამისობის ტესტები ან სიმულაციები, შესაბამისი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული მიზეზების გამო, შეუძლებელია შესრულდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 215. საერთო დებულებები შესაბამისობის ტესტირების შესახებ 1. აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე ან გადამცემი ქსელის შეზღუდვების მართვაში მონაწილე გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტისა და გამანაწილებელი მოწყობილობის ან მოხმარების ბლოკის შესრულების ხარისხის ტესტირება უნდა ემსახურებოდეს ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დადასტურებას. 2. ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს: ა) ნება მისცეს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს ალტერნატიული ტესტები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები ეფექტური და საკმარისი იქნება მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის მხრიდან ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად; და ბ) მოთხოვოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული ტესტები, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის 216-დან 228-ე მუხლების დებულებების თანახმად მიწოდებული შესაბამისობის ტესტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. 3. მოხმარების ობიექტის მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჩაატაროს ტესტები 215-220-ე მუხლებში მითითებული პირობების შესაბამისად. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს და დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს აღნიშნული ტესტების ჩატარება. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს თავსებადობის შემოწმებაში დისტანციურად ან ადგილზე, სისტემის ოპერატორის კონტროლის ცენტრიდან. ამ მიზნით, მოხმარების ობიექტის მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტესტის სიგნალისა და გაზომვების ჩაწერისთვის საჭირო მონიტორინგის მოწყობილობა, ასევე, შემოწმების სრულ პერიოდში, ადგილზე მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისი წარმომადგენლების დასწრება. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიგნალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ, შერჩეული ტესტებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს სურს გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა შესრულების ხარისხის ჩაწერის მიზნით. შესაბამის სისტემის ოპერატორს აქვს სრული თავისუფლება შემოწმებაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 216. შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების გამორთვასა და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით 1. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობებმა უნდა დააკმაყოფილონ გამორთვასა და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, 195-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად და უნდა დაექვემდებარონ ქვემოთ მითითებულ შესაბამისობის ტესტირებებს. 2. ქსელში მომხდარი შეშფოთების გამო გაუთვალისწინებელი გამორთვის შემდეგ ხელახლა მიერთების შესაძლებლობის შემოწმებასთან დაკავშირებით, ხელახლა მიერთება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურის გავლით, სასურველია ავტომატიკის გამოყენებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. 3. სინქრონიზაციის ტესტთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ მოწყობილობებს უნდა ჰჰქონდეს სინქრონიზაციის ტექნიკური შესაძლებლობები. ამ ტესტმა უნდა დაადასტუროს სინქრონიზაციის მოწყობილობის პარამეტრები. ეს ტესტი მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს: ძაბვა, სიხშირე, ფაზური ძვრის კუთხის ფარგლები, ძაბვის და სიხშირის გადახრა. 4. დისტანციური გამორთვის ტესტთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობამ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში, უნდა დაადასტუროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)იდან დისტანციური გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა. 5. დაბალი სიხშირის დროს მოხმარების გამორთვის ტესტთან დაკავშირებით, უნდა გამოვლინდეს დაბალ სიხშირეზე დატვირთვის იმ პორციით გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოსაზღვრე გადამცემი სისტემის ოპერატორებთან კოორდინაციით, თუკი ეს განსაზღვრულია 198-ე მუხლის შესაბამისად. 6. დაბალი სიხშირის დროს მოხმარების ობიექტის გამორთვის რელეების ტესტირებასთან დაკავშირებით, უნდა დადასტურდეს გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს ნომინალურ ცვლადი დენის კვებაზე, 198-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად. ცვლადი დენის კვების წყარო უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა. 7. დაბალი ძაბვის დროს მოხმარების გამორთვის ტესტირებასთან დაკავშირებით, 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის შესაბამისად უნდა დადასტურდეს დაბალი ძაბვის დროს გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს 198-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ერთჯერად მოქმედებაზე დატვირთვის ქვეშ ტრანსფორმატორის ძაბვის რეგულირების ბლოკირების კუთხით. 8. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტში მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 217. შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით 1. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის ინფორმაციის რეალურ დროში ან პერიოდულად გაცვლასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობამ უნდა დაადასტუროს 197-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის დაცვის ტექნიკური შესაძლებლობა. 2. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტით განსაზღვრული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 218. შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების გამორთვასთან და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით 1. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები უნდა აკმაყოფილებდეს 201-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს გამორთვასთან და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით და უნდა დაექვემდებაროს შესაბამისობის შესახებ ამ მუხლით განსაზღვრულ ტესტებს. 2. ქსელში დაუგეგმავი შეშფოთების გამო გამორთვის შემდეგ ხელახლა მიერთების შესაძლებლობის ტესტირებასთან დაკავშირებით, ხელახლა მიერთება უნდა განხორციელდეს ხელახლა მიერთების პროცედურის საფუძველზე, სასურველია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ავტორიზებული ავტომატიკით. 3. სინქრონიზაციის ტესტირებასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტმა უნდა დაადასტუროს სინქრონიზაციის ტექნიკური შესაძლებლობები. ეს ტესტი მოიცავს შემდეგს: ძაბვა, სიხშირე, ფაზური ძვრის კუთხის ფარგლებს, ძაბვის და სიხშირის გადახრა. 4. დისტანციური გამორთვის ტესტთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში, უნდა დაადასტუროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)იდან დისტანციური გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა. 5. დაბალი სიხშირის დროს მოხმარების ობიექტის გამორთვის რელეების ტესტირებასთან დაკავშირებით, უნდა დადასტურდეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს ნომინალურ ცვლადი დენის კვებაზე, 198-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. ცვლადი დენის კვების წყარო უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა. 6. დაბალი ძაბვის დროს მოხმარების გამორთვის ტესტირებასთან დაკავშირებით, 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის შესაბამისად უნდა დადასტურდეს დაბალი ძაბვის დროს გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს 198-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ერთჯერად მოქმედებაზე დატვირთვის ქვეშ ტრანსფორმატორის ძაბვის რეგულირების ბლოკირების კუთხით. 7. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტში მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 219 . შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების 1. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის ინფორმაციის რეალურ დროში ან პერიოდულად გაცვლასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობამ უნდა დაადასტუროს 197-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის დაცვის ტექნიკური შესაძლებლობა. 2. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტით განსაზღვრული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 220. მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის და გადამცემი ქსელის შეზღუდვების მართვის უნარის მქონე მოხმარების ბლოკის შესაბამისობის ტესტირებები 1. მოხმარების ცვლილების ტესტირებასთან დაკავშირებით: ა) დადასტურებული უნდა იქნეს, მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის კონტროლის, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის, გადამცემი სისტემის შეზღუდვების მართვის მიზნით, მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გამოყენებული მოხმარების ბლოკის ტექნიკური შესაძლებლობა შეცვალოს სიმძლავრის მოხმარება შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მიღების შემდეგ, იმ ფარგლებში, ხანგრძლივობით და დროის ინტერვალით, რომელიც შეთანხმებული და დადგენილია 207-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მესამე მხარის მეშვეობით მოხმარების აგრეგირების ნაწილი. ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს ინსტრუქციით ან, ნაცვლად ამისა, სისტემური ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მიღების სიმულაციის გზითა და მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების სიმძლავრის კორექტირებით. გ) ტესტირება ჩაითვლება ჩაბარებულად, თუ კმაყოფილდება სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წაყენებული პირობები. დ) მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ ის წარდგენილი იქნება შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან. 2. სტატიკური კომპენსაციის მოწყობილობის გამორთვის ან ხელმეორე ჩართვის ტესტირებასთან დაკავშირებით: ა) დადასტურებული უნდა იქნეს, მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის კონტროლის, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის, გადამცემი სისტემის შეზღუდვების მართვის მიზნით, მოხმარების ობიექტის მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გამოყენებული მოხმარების ბლოკის ტექნიკური შესაძლებლობა გამორთოს, ხელმეორედ ჩართოს ან ორივე ერთად, საკუთარი სტატიკური კომპენსაციის მოწყობილობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მიღებისას, დროის იმ მოსალოდნელ ფარგლებში. რომელიც შესაბამისია 207-ე მუხლისა, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მესამე მხარის მეშვეობით მოხმარების აგრეგირების ნაწილი. ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქტაჟის მიღების სიმულირებისა და სტატიკური კომპენსატორის შემდგომი გამორთვის და შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქტაჟის მიღების სიმულირებისა და ზემოთხსენებული მოწყობილობის შემდგომი ხელმეორედ ჩართვის გზით. გ) ტესტირება ჩაითვლება ჩაბარებულად, თუ კმაყოფილდება შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წაყენებული პირობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 221. საერთო დებულებები შესაბამისობის სიმულაციის შესახებ 1. ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის ან მოხმარების ობიექტის ფარგლებში მოხმარების საპასუხო რეაქციის კონტროლის უნარის მქონე მოხმარების ბლოკის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის შესრულების ხარისხის სიმულაციური მოდელის მიზანია დადგინდეს, სრულდება თუ არა ამ თავის მოთხოვნები. 2. სიმულაცია უნდა განხორციელდეს შემდეგ გარემოებებში: ა) გადამცემ სისტემასთან ახალი კავშირის საჭიროებისას; ბ) 209-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა ახალ ერთეულ მოხმარებასთან, რომელიც გამოიყენება მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლით უზრუნველყოფის მიზნით; გ) ადგილი აქვს მოწყობილობის შემდგომ განვითარებას, შეცვლას ან მოდერნიზაციას; დ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ამ თავის მოთხოვნებთან სავარაუდო შეუსაბამობის შემთხვევაში. 3.შესაბამისობის სიმულაციასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნულ წესებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს: ა) ნება დართოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს ალტერნატიული სიმულაციები, იმ პირობით, რომ ასეთი სიმულაციები ეფექტური და საკმარისი იქნება მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის მხრიდან ამ თავის ან ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის; ბ) მოთხოვოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული სიმულაციები იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისის სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია 222-224-ე მუხლებით განსაზღვრული თავსებადობის სიმულაციასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. 4.გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია წარმოადგინოს სიმულაციის შედეგები გადამცემ ქსელზე მიერთებული თითოეული მოხმარების ობიექტისთვის ან გამანაწილებელი მოწყობილობისთვის. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს სიმულაციის დამოწმებული მოდელი გადამცემ ქსელზე მიერთებული დატვირთვისა თუ გამანაწილებელი მოწყობილობისთვის. სიმულაციის მიზანი განსაზღვრულია მე-200 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. 5. მოწოდებული სიმულაციის შედეგების, სიმულაციის მოდელებისა და შესაბამისობის ტესტირების გაზომვების საფუძველზე, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, საკუთარი შესაბამისობის სიმულაციის განხორციელების გზით, უფლება აქვს შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა მოხმარების ობიექტი ან გამანაწილებელი სისტემა ამ თავის მოთხოვნებს. 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა მიაწოდოს ქსელის ტექნიკური მონაცემები და მოდელი იმ დეტალიზაციით, რაც საჭირო იქნება 222-224-ე მუხლების შესაბამისად მოთხოვნილი სიმულაციების განსახორციელებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 222. შესაბამისობის სიმულაციები გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელი მოწყობილობებისათვის 1. გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ქსელის დამყარებული რეჟიმის ნაკადგანაწილების მოდელი გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა დატვირთვის და გენერაციის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის გაანგარიშებისათვის; ბ) სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს დამყარებული რეჟიმის მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის და გენერაციის კომბინაცია, რომელიც განაპირობებს რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს; გ) 191-ე მუხლით განსაზღვრული სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს რეაქტიული სიმძლავრის გაცემის გაანგარიშება მიერთების წერტილში მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის მიღების შესაძლებლობის 25%-ზე ნაკლები აქტიური სიმძლავრის გადადინებისას. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა დაადგინოს მეთოდი 194-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის აქტიური კონტროლის შესაბამისობის სიმულაციასთან დაკავშირებით; 3. სიმულაცია ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შედეგები აჩვენებს194-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 223. შესაბამისობის სიმულაციები გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებისათვის 1. გადამცემ ქსელზე მიერთებული, ადგილობრივი გენერაციის არმქონე მოხმარების ობიექტის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) დადასტურებული უნდა იქნეს გადამცემ ქსელზე მიერთებული, ადგილობრივი გენერაციის არმქონე მოხმარების ობიექტის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა მიერთების წერტილში; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ნაკადგანაწილების მოდელი უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა დატვირთვის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის საანგარიშოდ. სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმები, რაც განაპირობებს მიერთების წერტილში რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის მინიმალურ და მაქსიმალურ დონეებს; გ) სიმულაცია ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შედეგები აჩვენებს 194-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. გადამცემ ქსელზე მიერთებული, ადგილობრივი გენერაციის მქონე მოხმარების ობიექტის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ნაკადგანაწილების მოდელი უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა დატვირთვის და გენერაციის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის გადადინების საანგარიშოდ; ბ) სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს დატვირთვის და გენერაციის მინიმუმისა და მაქსიმუმის კომბინაცია, რომელიც განაპირობებს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს მიერთების წერტილში; გ) სიმულაცია ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შედეგები გამოავლენს 194-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 224. შესაბამისობის სიმულაციები მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლის უნარის მქონე ერთეულ მომხმარებლებთან დაკავშირებით 1. მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლის მიზნით მოხმარების ობიექტის მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამოყენებულმა მოხმარების ბლოკის მოდელმა, უნდა გამოავლინოს დაბალი სიხშირის შემთხვევაში მოხმარების ბლოკის მიერ აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლის ტექნიკური შესაძლებლობა, 209-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებში. 2. სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ აღნიშნული მოდელი გამოავლენს 209-ე მუხლში აღწერილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 225 . შესაბამისობის მონიტორინგი გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობებისადმი წაყენებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნები შესაბამისობის მონიტორინგთან დაკავშირებით: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობა, აღჭურვილი უნდა იყოს 194-ე მუხლის შესაბამისად აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვისთვის საჭირო მოწყობილობებით; და ბ) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს ვადები შესაბამისობის მონიტორინგისთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 226. შესაბამისობის მონიტორინგი გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტთან დაკავშირებით გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისადმი წაყენებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნები შესაბამისობის მონიტორინგთან დაკავშირებით: ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, აღჭურვილი უნდა იყოს 194-ე მუხლის შესაბამისად აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვისთვის საჭირო მოწყობილობებით; და ბ) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს ვადები შესაბამისობის მონიტორინგისთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 227. არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელი მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე მოთხოვნების გავრცელებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლიანობის იდენტიფიკაცია 1. არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე ამ წესებით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნის გავრცელებამდე 183-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარჯების და სარგებელის ხარისხობრივი შედარება, რომელიც უკავშირდება განსახილველ მოთხოვნას. არსებული შედარება უნდა ითვალისწინებდეს ხელმისაწვდომ ქსელზე დაფუძნებულ ან ბაზარზე დაფუძნებულ ალტერნატივებს. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია გადავიდეს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზის ჩატარებაზე მე-2-დან მე-5 პუნქტების შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი შედარებისას მოსალოდნელი სარგებელი აღემატება მოსალოდნელ ხარჯს. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ხარჯი მაღალია ან სარგებელი დაბალია, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატორმა აღარ უნდა გააგრძელოს რაოდენობრივი ანალიზი. 2. პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა ჩაატაროს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი იმ ნებისმიერი მოთხოვნისა, რომლის გავრცელებაც განიხილება არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე, რომელთაც აჩვენეს პოტენციური სარგებელი პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად. 3. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შეაჯამებს შედეგებს ანგარიშში, რომელიც უნდა: (ა) მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და რეკომენდაციებს შემდგომი მოქმედების შესახებ; (ბ) მოიცავდეს შეთავაზებას გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც საჭიროა მოთხოვნების გასავრცელებლად არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელი მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს კომისიის გადაწყვეტილების დღიდან. გ) იყოს საჯარო განხილვების საგანი, 189-ე მუხლის შესაბამისად. 4. საჯარო კონსულტაციების დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს კონსულტაციის შედეგებს და შეთავაზებას არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელი მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე მოთხოვნების გავრცელების თაობაზე. აღნიშნული ანგარიში და შეთავაზება უნდა ეცნობოს კომისიას და მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან საჭიროების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მისი შინაარსის შესახებ მესამე მხარეს. 5.გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგს: (ა) ოპერატიული შეტყობინების პროცედურას, რომლის მიზანია მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ სისტემის ოპერატორების და გადამცემი სისტემის ოპერატორების მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული არსებული გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების და გამანაწილებელი მოწყობილობების, არსებული გამანაწილებელი სისტემების და არსებული მოხმარების ბლოკების მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურება. (ბ)მოთხოვნების განხორციელების გარდამავალი პერიოდი, რომელიც ითვალისწინებს ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს, გამანაწილებელ სისტემებს და მოხმარების ბლოკების კლასებს, რომელსაც იყენებს მომხმარებლის ობიექტი ან დახურული გამანაწილებელი სისტემა, რათა წარუდგინოს მომხმარებლის საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაბამის სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს ან/და ნებისმიერ მთავარ დაბრკოლებას მოწყობილობების მოდიფიცირება გადაიარაღაბეის ეფექტურად განხორციელების კუთხით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 228. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის პრინციპები 1. მოხმარების ობიექტის მფლობელებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში, რომელიც ჩატარებულია მუხლი 227-ისა და მუხლი 232-ის შესაბამისად და წარმოადგინონ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი საჭირო მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან. მოხმარების ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ ან გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პერსპექტიული ოპერატორის მიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მომზადების მიზნით, აფასებენ რა 231-ე მუხლის შესაბამის მოსალოდნელ გადავადებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა დაეხმაროს და მონაწილეობა მიიღოს ხარჯსარგებლიანობის ანალიზში და წარმოადგინოს მოხმარების ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის ან გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პერსპექტიული ოპერატორის მიერ მოთხოვნილი საჭირო მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მოხმარების ობიექტის მფლობელთან ან პერპსექტიულ მფლობელთან ან გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ან პერსპექტიულ ოპერატორთან. 2. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ პრინციპებს: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა, გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პერსპექტიულმა ოპერატორმა თავიანთი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა დააფუძნონ ქვემოთ მოცემულ ერთ ან მეტ საანგარიშო პრინციპზე: ა.ა) წმინდა დისკონტირებული ღირებულება; ა.ბ) ამონაგები ინვესტიციაზე; ა.გ) უკუგების განაკვეთი; და ა.დ) ნულოვან მოგებაზე გასვლის დრო. (ბ)გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა, გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პერსპექტიულმა ოპერატორმა ასევე რაოდენობრივად უნდა შეაფასოს სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი კვების უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უნდა მოიცავდეს მინიმუმ: ბ.ა) ელექტრომომარაგების შეწყვეტის ალბათობის შემცირებას მოდიფიკაციის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ.ბ) ელექტრომომარაგების ამგვარი შეწყვეტის ალბათობის ხარისხი და ხანგრძლივობა; და ბ.გ) ელექტრომომარაგების ამგვარი შეწყვეტის საათობრივად დათვლილი სოციალური ღირებულება; (გ)გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა, გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პერსპექტიულმა ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის და განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციის სარგებელი, რომელიც მოიცავს მინიმუმ: გ.ა) აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელს; გ.ბ) საბალანსო რეზერვებს; გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას; გ.დ) გადატვირთვის მართვას; და გ.ე) სისტემის დაცვის ზომებს. (დ)გადამცემი სისტემის ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებზე, გამანაწილებელ მოწყობილობებზე, გამანაწილებელ სისტემებზე ან მოხმარების ბლოკებზე აუცილებელი წესების გავრცელების ხარჯები, მათ შორის, მინიმუმ: დ.ა) პირდაპირი ხარჯები მოთხოვნების შესრულებაზე; დ.ბ) ალტერნატიული ხარჯები; და/ან დ.გ) მომსახურებასა და ექსპლუატაციაში ცვლილებებით გამოწვეული ხარჯები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 229. გადავადების მინიჭების უფლებამოსილება კომისიას შეუძლია მოხმარების ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან პოტენციურ ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიანიჭოს გადავადება ამ თავის ერთ ან მეტ დებულებას 230-232-ე მუხლების შესაბამისად, ახალ და არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი სისტემებისთვის და მოხმარების ბლოკებისთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 230. ზოგადი დებულებები 1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან, მოხმარების ობიექტის მფლობელებთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და ამ თავის შესაძლო გავლენის ქვეშ მყოფ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები გადავადებაზე უფლების მინიჭებისათვის, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს 231-232-ე მუხლებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს სამდივნოს ამ თავის შიდა კანონმდებლობაში გადატანის ვადის გასვლიდან 9 თვის განმავლობაში. სამდივნოს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს კრიტერიუმების შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ წესებს. გადავადებების გაცემისთვის საჭირო კრიტერიუმების გადახედვამ ან ცვლილებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე მინიჭებულ გადავადებებზე, რომელიც მოქმედებს ვადის გასვლის დაგეგმილ თარიღამდე, რაც აღწერილია გამონაკლისის დაშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში. 2. როდესაც სასისტემო მოთხოვნების განვითარებასთან დაკავშირებით გარემოებების ცვლილების გამო კომისია ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადახედოს და შეცვალოს გადავადების მინიჭების კრიტერიუმები პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. კრიტერიუმებში ნებისმიერი ცვლილება არ ვრცელდება იმ გადავადებებზე, რომელზეც მოთხოვნა უკვე წარდგენილია. 3. კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს, გამანაწილებელ სისტემებს და ერთეულ მომხმარებლებს, რომელზეც გადავადების მოთხოვნა იქნა წარდგენილი 231-ე ან 232-ე მუხლის შესაბამისად, არ მოეთხოვოთ ამ თავის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებზეც გადავადება იქნა მოთხოვნილი, მოთხოვნის წარდგენის დღიდან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 231. გადავადების მოთხოვნა მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მფლობელის მიერ 1. მოხმარების ობიექტის მფლობელებს ან პოტენციურ მფლობელებს და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს შეუძლიათ მოითხოვონ გადავადება ამ თავით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელ სისტემებისთვის და მოხმარების ბლოკებისათვის, რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის. 2. გადავადების მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და უნდა მოიცავდეს: ა) მოხმარების ობიექტის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პოტენციური ოპერატორის და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის საჭირო საკონტაქტო პირის იდენტიფიცირებას; ბ)გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის აღწერას, რომელზედაც გაკეთებულია გადავადების მოთხოვნა; გ) იმ დებულებებზე მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით; დ) დეტალურ დასაბუთებას, შესაბამისი დამხმარე დოკუმენტებითა და 228-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზით; ე) იმის დადასტურებას, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე. 3. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უგზავნის დასტურს მოხმარების ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან პოტენციურ ოპერატორს არის თუ არა მოთხოვნა სრული სახით წარმოდგენილი. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულად არ არის წარმოდგენილი, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პოტენციურ მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პოტენციურმა ოპერატორმა უნდა წარუდგინოს დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების შესახებ მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და კავშირში მყოფ ნებისმიერ მოსაზღვრე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა შეაფასოს მოთხოვნა გადავადების თაობაზე და წარმოდგენილი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი და მხედველობაში მიიღოს კომისიის მიერ 230-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმები. 5. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოთხოვნას უგზავნის კომისიას და წარუდგენს მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებულ შეფასებას. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს: ა) ერთი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორიგან ან პოტენციური ოპერატორისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას; ბ) ორი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორს სთხოვს გადავადების მოთხოვნის შეფასებას. 6. კომისიამ გადავადებაზე ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ეს ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გახანგრძლივდეს სამი თვით, თუ კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ან პოტენციური ოპერატორისგან ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი პერიოდის ათვლა იწყება დამატებითი (სრული) ინფორმაციის მიღების დღიდან. 7. მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. თუ მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას ამ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადის გასვლამდე: ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან ბ) მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია. 8. კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. როდესაც კომისია ანიჭებს გადავადებას, ის განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას. 9. კომისია გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის მოხმარების ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მფლობელის ან პოტენციურ მფლობელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს. 10. კომისიას უფლება აქვს გააუქმოს გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევებში, როცა შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 234-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე. 11. მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში არსებული მოხმარების ბლოკებისთვის, რომლებიც მიერთებულია 1000 ვოლტზე ან უფრო დაბალ ძაბვაზე, ამ მუხლის შესაბამისად გადავადების მოთხოვნა შესაძლოა წარადგინოს მესამე პირმა მოხმარების ობიექტის მფლობელის, პოტენციური მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პოტენციური ოპერატორის სახელით. ამგვარი მოთხოვნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცალკეულ ან რამდენიმე მოხმარების ბლოკთან იმავე მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ საერთო მაქსიმალური სიმძლავრე არის განსაზღვრული, მესამე პირს შეუძლია მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაანაცვლოს საკუთარი ინფორმაციით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 232. გადავადების მოთხოვნა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 1.შესაბამისი სისტემის ოპერატორებს ან გადამცემი სისტემის ოპერატორებს უფლება აქვთ მოითხოვონ გადავადებები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისათვის და გამანაწილებელი მოწყობილობებისათვის, გამანაწილებელი სისტემებისათვის, მოხმარების ობიექტში შემავალი მოხმარების ბლოკებისთვის და დახურული გამანაწილებელი სისტემისთვის, რომლებიც მიერთებულია ან უნდა მიუერთდეს მათ ქსელს. 2.შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი გადავადების მოთხოვნას წარუდგენს კომისიას. თითოეული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს: ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის იდენტიფიცირებას და საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას ნებისმიერი კომუნიკაციისათვის; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის აღწერილობას, რომლისთვისაც გადავადება არის მოთხოვნილი, ასევე სრულ დადგმულ სიმძლავრეს და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის რაოდენობას; გ) ამ თავის მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება არის მოთხოვნილი, გადავადების დეტალური აღწერით; დ) დეტალურ დასაბუთებას ყველა შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციით; ე) დამადასტურებელ საბუთს იმის შესახებ, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე; ვ) 228-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი ხორციელდება შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორთან და ნებისმიერი მეზობელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. 3. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, კომისია მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში უგზავნის გადამცემი სისტემის ოპერატორს გადავადების მოთხოვნას შესაფასებლად, 230-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 4. შეფასების თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორი აცნობებს შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არის თუ არა გადავადების მოთხოვნა სრულყოფილი. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულია, შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 5. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას წარუდგენს საკუთარ შეფასებას ნებისმიერ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. ექვსთვიანი ვადა შესაძლოა ერთი თვით გაგრძელდეს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. 6. კომისია მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, ექვსთვიანი ვადის ათვლა იწყება მე-5 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეფასების მიღების მომდევნო დღიდან. 7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას გადავადების მომთხოვნი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან. შესაბამისი სისტემის ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის ვადაში. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ წარმოადგენს მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების მოთხოვნა გაუქმებულად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადის გასვლამდე: ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი დასაბუთებული წარდგენის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია. 8.კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მარეგულირებელი კომისია, გადავადების მინიჭების შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას. 9.კომისია თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გადავადების მომთხოვნ შესაბამის სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს, სამდივნოს და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. 10. კომისიას უფლება აქვს დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ გადავადების მოთხოვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს ეროვნულ დონეზე გადამცემ სისტემასა და გამანაწილებელ სისტემას შორის საზღვარს და მართავს კონსულტაციებს სისტემის ოპერატორებთან, მოხმარების ობიექტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, დამამზადებლებთან. 11. კომისიას შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება გადავადების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 234-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ან სამდივნოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 233. გადავადების რეგისტრაცია ამ თავის მოთხოვნებთან დაკავშირებით 1. კომისიამ უნდა აწარმოოს ყველა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი გადავადების რეგისტრაცია და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და სამდივნოს წარუდგინოს განახლებული და კონსოლიდირებული რეგისტრაცია სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხოლო ასლი გაუგზავნოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს (ENTSO‐E-ს). 2. რეგისტრაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება იქნა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი; ბ) გადავადების შინაარსს; გ) გადავადების მინიჭების ან უარყოფის მიზეზებს; და დ) გადავადების მინიჭების შედეგებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 234. გადავადების მონიტორინგი 1. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ახორციელებს გადავადების მინიჭების პროცედურის მონიტორინგს კომისიასთან ან ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით. ამ მიზნით კომისია ან ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოები ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას. 2. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შეუძლია კომისიას მისცეს დასაბუთებული რეკომენდაცია გადავადების გაუქმების თაობაზე არასაკმარისი დასაბუთების გამო. სამდივნოს შეუძლია გასცეს დასაბუთებული რეკომენდაცია კომისიას გადავადების გაუქმების თაობაზე, არასაკმარისი დასაბუთების გამო. 3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეუძლია მოითხოვოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსგან პირველ და მე-2 პუნქტების გავრცელებასთან დაკავშირებით ანგარიში, ასევე გადავადების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის გაკეთების ან არ გაკეთების მიზეზები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 235. განხორციელების არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები ENTSO-E-ის მიერ გამოქვეყნებული არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები აღწერს ტექნიკურ ასპექტებს, პირობებსა და ურთიერთ დამოკიდებულებებს, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობისას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 236. მონიტორინგი 1. ENTSO-E უზრუნველყობს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთა შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებიც არიან ENTSO-E-ს წევრები. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო უზრუნველყოფს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომელთა შესაბამისი სისტემის ოპერატორებიც არ არიან ENTSO-E-ს წევრები. მონიტორინგი ითვალისწინებს სიას შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, რომელიც შემუშავებულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობის მიზნით შექმნილი სააგენტოს მიერ (ACER) და ის მოიცავს შემდეგ კონკრეტულ საკითხებს. ა) ნებისმიერი შეუთავსებლობის გამოვლენას, ამ თავის ეროვნულ დონეზე განხორციელებაში; ბ) შეფასებას იმისა, თუ რამდენად რეალურია/ადეკვატურია სიდიდეები და ფარგლები, რომლებიც შერჩეულია გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი სისტემებისთვის და მოხმარების ბლოკებისთვის ამ წესებით წაყენებულ მოთხოვნებში. ENTSO-E საკუთარ დასკვნებს ანგარიშის სახით წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო აქვეყნებს დასკვნებს, რომელიც გაკეთებულია ამ თავის განხორციელების მონიტორინგის შედეგად. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და/ან ENTSO-E-ს უნდა წარუდგინოს პირველ პუნქტში მოცემული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა გადასცენ პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს კომისიას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და/ან ENTSO-E-ს, შესაბამისი მონიტორინგის ფარგლებში, ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 237. ხელშეკრულებების და ძირითადი პირობებისა და დებულებების ცვლილებები 1. კომისია უზრუნველყოფს, რომ შესაბამის გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ახალი ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების, ახალი გამანაწილებელი სისტემების და ახალი მოხმარების ბლოკების ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტები და ძირითადი პირობები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ თავის მოთხოვნებთან. 2. ხელშეკრულებების ყველა შესაბამისი პუნქტები და ძირითადი დებულებები და პირობები, რომელიც დაკავშირებულია გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტების და გამანაწილებელი მოწყობილობების, ახალი გამანაწილებელი სისტემების და არსებული მოხმარების ბლოკების ქსელთან მიერთებასთან და რომელიც ექვემდებარება ამ თავის ყველა ან ზოგიერთ მოთხოვნას 183-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისი პუნქტები უნდა შესწორდეს სამი წლის განმავლობაში კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, 183-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. კომისია უზრუნველყოფს, რომ შეთანხმებები სისტემის ოპერატორებსა და მოხმარების ახალ ან არსებულ ობიექტების მფლობელებს ან ახალ ან არსებულ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს შორის, ასახავდეს ამ თავის მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. თავი XVII. მაღალი ძაბვის მუდმივი დენის მიერთებების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელზე მიერთების მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 238. მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები ეს თავი განსაზღვრავს მაღალი ძაბვის მუდმივი დენის სისტემების (შემდგომში - HVDC) და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამდენად, ის ხელს უწყობს შიდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას, სისტემის უსაფრთხოებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების ინტეგრაციას, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ელექტროენერგიით ვაჭრობას.ეს თავიასევე ადგენს ვალდებულებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემის ოპერატორების მხრიდან ადგილი ჰჰქონდეს HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების შესაძლებლობების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენციის სამართლიანი პირობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 239. განსაზღვრებები ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები: ა) „HVDC სისტემა“ – ელექტროენერგეტიკული სისტემა, რომელიც გადასცემს ენერგიას მაღალი ძაბვის მუდმივი დენით ორი ან მეტი ცვლადი დენის სალტეს შორის და მოიცავს მინიმუმ ორ HVDC გარდამქმნელ სადგურს და მათ დამაკავშირებელ მუდმივი დენის გადამცემ ხაზებს ან კაბელებს; ბ) „მუდმივ დენზე (DC) მიერთებული სიმძლავრის პარკი“ – სიმძლავრის პარკი, რომელიც მიერთებულია ერთი ან მეტი HVDC მიერთების წერტილით ერთ ან მეტ HVDC სისტემასთან; გ) „ჩაშენებული HVDC სისტემა“ – კონტროლის ზონაში მიერთებული HVDC სისტემა, რომელიც არ იქნა დამონტაჟებული მისი მოწყობის დროს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ან მოხმარების ობიექტის მიერთების მიზნით; დ) „HVDC გარდამქმნელი სადგური“ – HVDC სისტემის ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი HVDC გარდამქმნელი ბლოკისგან, რომელიც დამონტაჟებულია ერთ ადგილმდებარეობაზე, რეაქტორებთან, ფილტრებთან, რეაქტიული სიმძლავრის მოწყობილობებთან, კონტროლის, მონიტორინგის, რელეური დაცვის, გაზომვის და დამხმარე მოწყობილობებთან ერთად; ე) „HVDC მიერთების წერტილი“ – წერტილი, სადაც HVDC მოწყობილობა დაკავშირებულია ცვლადი დენის ქსელთან, სადაც შესაძლოა განისაზღვროს მოწყობილობის შესრულების ხარისხზე ზეგავლენის მქონე ტექნიკური სპეციფიკაციები; ვ) „მუდმივ დენზე (DC) მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს; ზ) „HVDC აქტიური სიმძლავრის გადაცემის მაქსიმალური შესაძლებლობა“ (Pmax) – მაქსიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომლის მიმოცვლაც შეუძლია HVDC სისტემას ქსელთან თითოეული მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის; თ) „HVDC აქტიური სიმძლავრის გადაცემის მინიმალური შესაძლებლობა“ (Pmin) – მინიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომლის მიმოცვლაც შეუძლია HVDC სისტემას ქსელთან თითოეული მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის; ი) „HVDC სისტემის მაქსიმალური დენი“ – მაქსიმალური ფაზური დენი, რომელიც U-Q/Pmax-პროფილის ფარგლებში დაკავშირებულია HVDC გარდამქმნელი სადგურის არსებულ მუშა წერტილთან, HVDC სადგურით მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემისას; კ) „HVDC გარდამქმნელი ბლოკი“ – არის ბლოკი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი გარდამქმნელი ხიდისგან, ერთი ან მეტი გარდამქმნელი ტრანსფორმატორისგან, რეაქტორისგან, გარდამქმნელი ბლოკის კონტროლის მოწყობილობისგან, აუცილებელი დამცავი და საკომუტაციო მოწყობილობებისგან და დამხმარე აპარატურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც გამოიყენება გარდაქმნისათვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 240. მოქმედების სფერო 1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება: ა) HVDC სისტემებზე, რომლებიც აკავშირებენ სინქრონულ ან კონტროლის ზონებს, მათ შორის, მუდმივი დენის ჩანართის სქემებს; ბ) HVDC სისტემებზე, რომლებიც აკავშირებს სიმძლავრის პარკებს გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, მე-2 პუნქტის შესაბამისად; გ) HVDC სისტემებზე, რომლებიც ჩართულია კონტროლის ერთ ზონაში და მიერთებულია გადამცემ ქსელზე; და დ) HVDC სისტემებზე, რომლებიც ჩართულია კონტროლის ერთ ზონაში და მიერთებულია გამანაწილებელ ქსელზე და როდესაც მას გააჩნია ზეგავლენა ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეფასებისას უნდა ითვალისწინებდეს ქსელის გრძელვადიან განვითარებას. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა შესთავაზოს კომისიას ამ თავის გავრცელება მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე, რომელსაც გააჩნია მიერთების ერთი წერტილი მაინც გადამცემ ან იმ გამანაწილებელ ქსელთან, რომელიც არაა სინქრონული ზონის ნაწილი, 242-ე მუხლის შესაბამისად. ყველა სხვა სიმძლავრის პარკი, რომლებიც იკრიბება ცვლადი დენის ქსელში, მაგრამ სინქრონულ ზონასთან დაკავშირებულია მუდმივი დენით, ითვლება, როგორც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი და მასზე ვრცელდება ეს წესები. 3. 292-296, 306-311 და 321-ე მუხლები არ ვრცელდება პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებში მოცემულ კონტროლის ერთ ზონაში მყოფ HVDC სისტემაზე, თუკი: ა) HVDC სისტემას აქვს მინიმუმ ერთი HVDC გარდამქმნელი სადგური, რომელიც ეკუთვნის გადამცემი სისტემის ოპერატორს. ბ) HVDC სისტემა ეკუთვნის იმ პირს, რომელიც კონტროლს არის დაქვემდებარებული გადამცემი სისტემის ოპერატორი. გ) HVDC სისტემა ეკუთვნის იმ პირს, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად მართავს ისეთი კომპანია, რომელიც ასევე ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვას. 4. 248-274-ე მუხლებში განსაზღვრული მიერთების მოთხოვნები HVDC სისტემებისთვის ვრცელდება ამ სისტემების ცვლად დენის მიერთების წერტილზე (გარდა 266-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და 268-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რომელიც ვრცელდება მიერთების სხვა წერტილზე) და 256-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ვრცელდება HVDC გარდამქმნელი ქვესადგურის მომჭერებზე. 5. მიერთების მოთხოვნები მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების და შორ დისტანციაზე მყოფი HVDC გარდამქმნელი სადგურისთვის, რომლებიც წარმოდგენილია 275-287-ე მუხლებში უნდა გავრცელდეს ამ HVDC სისტემების მიერთების წერტილებზე, გარდა 276-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 284-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებისა, რომლებიც გამოიყენება სინქრონული ზონის მიერთების წერტილებზე, სადაც უზრუნველყოფილია სიხშირის საპასუხო რეაქცია. 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ახალი HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ქსელზე მიერთებაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს და მათზე არ ვრცელდება ცკომისიის, მიერ დადგენილი გადავადება. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა აღნიშნულის შესახებ არგუმენტირებულად, დასაბუთებულად წერილობითი ფორმით უნდა სცნობოს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს, თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კომისიის მიერ, და კომისიას. 7. ეს წესები არ ვრცელდება იმ HVDC სისტემებზე, რომლის მიერთების წერტილი არის 110 კვ-ზე ქვემოთ, და თუკი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ არაა გამოვლენილი სისტემათაშორისო გადადინებაზე ზეგავლენა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს ქსელის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 241. მოთხოვნების გავრცელება არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკზე 1. გარდა 263-ე, 268-ე, 270-ე და 297-ე მუხლებისა, არსებულ HVDC სისტემებზე და არსებულ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე არ ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) HVDC სისტემამ ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკმა განიცადა ცვლილება იმდენად, რომ მისი მიერთების ხელშეკრულება საჭიროებს მნიშვნელოვან გადახედვას შემდეგი პროცედურის დაცვით: ა.ა) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა, რომელიც აპირებს სადგურის მოდერნიზირებას ან მოწყობილობის შეცვლას, რაც გავლენას ახდენს HVDC სისტემის ან სიმძლავრის პარკის ტექნიკურ შესაძლებლობაზე, წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს გეგმის შესახებ; ა.ბ) თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ჩათვლის, რომ მოდერნიზაციის ხარისხი ან მოწყობილობის შეცვლა მოითხოვს ახალი მიერთების ხელშეკრულების გაფორმებას, სისტემის ოპერატორმა აღნიშნული უნდა შეატყობინოს კომისიას; ა.გ) კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა მიერთების არსებული ხელშეკრულების გადახედვა თუ მიერთების ახალი ხელშეკრულების გაფორმება, ასევე გადაწყვიტოს არსებული თავის რომელი მოთხოვნები უნდა გავრცელდეს; ბ) კომისია, იღებს გადაწყვეტილებას, არსებული HVDC სისტემა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი დაექვემდებაროს თუ არა არსებული თავის ყველა ან ზოგიერთ მოთხოვნას, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეთავაზების შესაბამისად, მე-3, 4 და 5 პუნქტების თანახმად. 2. ამ თავის შესაბამისად, HVDC სისტემა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი უნდა ჩაითვალოს არსებულად, შემდეგ შემთხვევებში: ა) ის უკვე მიერთებულია ქსელზე ამ თავის ძალაში შესვლის დღისათვის; ან ბ) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა გააფორმა საბოლოო და სავალდებულო ხელშეკრულება მთავარი მაგენერირებელი დანადგარის ან HVDC მოწყობილობის შესყიდვის თაობაზე ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თავის ძალაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში. გ) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება სულ მცირე უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების დასახელებას, მისი ხელმოწერის თარიღს, მისი ძალაში შესვლის თარიღს და ასაშენებელი, ასაწყობი ან შესასყიდი მთავარი მაგენერირებელი დანადგარის ან HVDC მოწყობილობის მახასიათებლებს. დ) კომისიას შეუძლია განსაზღვროს HVDC სისტემა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი განხილულ იქნეს არსებულა თუ ახლა მოწყობილობად. 3. 245-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდგომ და გარემოებების მნიშნელოვანი ცვლილებების საპასუხოდ, როგორიცაა სისტემური მოთხოვნების განვითარება, მათ შორის, ენერგიის განახლებადი წყაროების, ჭკვიანი ქსელების, განაწილებული გენერაციის, ან მოხმარების საპასუხო რეაქციის ქსელში ინტეგრაცია, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესთავაზოს კომისიას, ამ თავის გავრცელება არსებულ HVDC სისტემებზე და/ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე. ამ მიზნით, ჩატარებულ უნდა იქნეს ხარისხიანი და გამჭვირვალე ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი 302-303-ე მუხლების შესაბამისად. ანალიზი უნდა მოიცავდეს: ა) ხარჯებს, რომლებიც საჭიროა არსებული HVDC სისტემების ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ამ წესებით მოთხოვნილი შესაბამისობის მიღწევისათვის; ბ) სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც მიიღწევა ამ თავის მოთხოვნების გავრცელების შედეგად; და გ) ალტერნატიული ზომების პოტენციალს, შესრულების ხარისხის მოთხოვნილი დონის მისაღწევად. 4. მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ჩატარებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა: ა) ჩაატაროს ხარჯებისა და სარგებელის წინასწარი ხარისხობრივი შედარება; ბ) შეათანხმოს კომისიისთან. 5. კომისიამ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის გავრცელების თაობაზე, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან 302-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ანგარიშისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ 3 თვის განმავლობაში. კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნებულ უნდა იქნეს. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ლეგიტიმური მოლოდინები, როგორც არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის გავრცელების შეფასების ნაწილი. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია შეაფასოს არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის ყველა ან ზოგიერთი დებულების გავრცელება, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ამ მუხლის მე-3-5 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმების და პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 242. მარეგულირებელი ასპექტები 1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორების ან გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ამ თავისშესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ და ქვეყნდება საჯაროდ. 2. სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორების ან გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ამ თავისშესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ 3. ამ თავის გავრცელებისას კომისიამ, უფლებამოსილმა უწყებებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა: ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები; ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა; გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის ყველა მონაწილე მხარისათვის; დ)გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე. ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზება საერთო გავრცელების მოთხოვნებთან დაკავშირებით ან მათი გამოთვლისთვის ან დადგენისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია, ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. 5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, HVDC სისტემის მფლობელისგან, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისგან ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ მიზანმიმართული მცდელობა აღნიშნულის განხორციელებისა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის წარდგენილი პირველი შეთავაზების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს გადაწყვეტილების მიღება წარდგენიდან 3 თვის განმავლობაში. 6. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მე-4 პუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით მიღებული შეთავაზებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად მოწოდებულ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, ვრცელდება მე-3-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც მიიჩნევენ ცვლილების საჭიროებას, ასეთ შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღონ HVDC სისტემის მფლობელების, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელების, მოწყობილობის მწარმოებლების და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე. 8. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. კომისიის გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ხასიათი. 9. თუკი ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრის ვალდებულება დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 243. გადამცემი სისტემის რამდენიმე ოპერატორი 1. ერთზე მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს ყველა მათგანზე. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა, რათა შეასრულოს ამ წესებით გათვალისწინებული ერთი, რამდენიმე ან ყველა ვალდებულება, შესაძლოა გავრცელდეს განსაზღვრულ ერთ ან მეტ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 244. ხარჯების ანაზღაურება 1. სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას და გამომდინარეობს ამ წესებით გათვალიწინებული ვალდებულებებიდან, უნდა შეაფასოს კომისიამ. ხარჯები, რომლებიც შეფასდა გონივრულად, ეფექტურად და პროპორციულად, ანაზღაურებული უნდა იქნეს ტარიფით ან სხვა შესაბამისი მექანიზმით. 2. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი პუნქტში წარმოდგენილმა სისტემის ოპერატორებმა მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მიაწოდონ გაწეული ხარჯების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 245. საჯარო კონსულტაცია 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა ჩაატარონ კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: წინადადებები 241-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე, ამ თავის გავრცელების ვადის გახანგრძლივების შესახებ, წინადადებები 241-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ზღვრებთან დაკავშირებით, 302-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ანგარიშთან და ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელებულია 317-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. 2. შესაბამისმა სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დროულად უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების ხედვები ზღვრებთან, ანგარიშთან ან ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით კომისიაში წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეების შეთავაზებების გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის მყარი დასაბუთება წარდგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს დროულად, შეთავაზებების გამოქვეყნების პარალელურად ან უფრო ადრე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 246. დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო ENTSO-E-თან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, ასევე ამ თავის განხორციელების სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან სისტემატურ შეხვედრებს, პრობლემების და HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებისთვის საჭირო მოთხოვნების სრულყოფის თაობაზე წინადადების გამოვლენის მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 247. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებები 1. ამ თავის შესაბამისად მიღებული, გაცვლილი ან გაგზავნილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, ექვემდებარება კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს, რაც გათვალისწინებულია მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით. 2. პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, რომლებზეც ვრცელდება ეს თავით. 3. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ, მათი ვალდებულების ფარგლებში, არ უნდა იქნეს გადაცემული სხვა პირებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. 4. პირებმა, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ამ თავის შესაბამისად, უნდა გამოიყენონ აღნიშნული მხოლოდ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 248. სიხშირის დიაპაზონები 1. HVDC სისტემას უნდა ჰჰქონდეს უნარი დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება დანართი №16-ის პირველ ცხრილში მითითებული სიხშირის დიაპაზონის ფარგლებში და დროის პერიოდებში მოკლე შერთვის სიმძლავრის დიაპაზონთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია 269-ე მუხლის მე-2 პუნქტში. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი და HVDC სისტემის მფლობელი, სისტემის უსაფრთხოების დაცვის ან აღდგენის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეთანხმდნენ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონებზე ან ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივ მინიმალურ ვადებზე. თუ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონი ან ექსპლუატაციისთვის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილი იქნება, HVDC სისტემის მფლობელმა თანხმობა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს. 3. პირველ პუნქტში მოცემული ჩანაწერის შეუზღუდავად, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ავტომატური გამორთვა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიხშირეებზე. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების მაქსიმალური დასაშვები შემცირება საოპერაციო წერტილიდან იმ შემთხვევაში, თუ სისტემის სიხშირე დაეცემა 49 ჰერცს ქვემოთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 249. სიხშირის ცვლილების სიჩქარისადმი მედეგობის უნარი HVDC სისტემას უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება თუ ქსელის სიხშირე იცვლება -2.5 დან +2.5 ჰც/წმ-მდე სიჩქარით (გაზომილი დროის ნებისმიერ მომენტში, როგორც სიხშირის ცვლილების სიჩქარის საშუალო მაჩვენებელი წინა 1 წმ-თვის). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 250. აქტიური სიმძლავრის კონტროლის შესაძლებლობა, კონტროლის დიაპაზონი და ცვლილების სიჩქარე 1. გადაცემული აქტიური სიმძლავრის კონტროლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემას უნდა შეეძლოს გადაცემული აქტიური სიმძლავრის ცვლილება მის მაქსიმალურ აქტიურ სიდიდემდე ორივე მიმართულებით, გადამცემი სისტემის ოპერატორის ინსტრუქციების შესაბამისად. გადამცემი სისტემის ოპერატორს: ა.ა) შეუძლია განსაზღვროს მაქსიმალური და მინიმალური სიმძლავრის საფეხურის სიდიდე გადაცემული აქტიური სიმძლავრის დარეგულირებისთვის; ა.ბ) შეუძლია განსაზღვროს HVDC სისტემით გადაცემული მინიმალური აქტიური სიმძლავრე ორივე მიმართულებით, რომლის ქვემოთ აქტიური სიმძლავრის გადაცემა არ არის მოთხოვნილი; და ა.გ) უნდა განსაზღვროს მაქსიმალური დაყოვნება, რომლის ფარგლებშიც HVDC სისტემა შეძლებს დაარეგულიროს გადაცემული აქტიური სიმძლავრე გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის მიღებისას. ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად შეუძლია HVDC სისტემას მის მიერ გადაცემული აქტიური სიმძლავრის ცვლილება, მასზე მიერთებული ცვლადი დენის ერთ ან მეტ ქსელში შეშფოთების შემთხვევაში. თუ საწყისი დაყოვნება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაგზავნილი გაშვების სიგნალის მიღებიდან ცვლილების დაწყებამდე არის 10 მილიწამზე მეტი, ეს სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული HVDC სისტემის მფლობელის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის. გ) გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, რომ HVDC სისტემას შეეძლოს აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსირება (გადადინების მიმართულების შეცვლა). მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადადინების მიმართულების საპირისპირო მიმართულებით შეცვლა იგივე სიდიდის აქტიური სიმძლავრის გადმოდინებით, შესაძლებელია იმდენად სწრაფად რამდენადაც ეს ტექნიკურად მიზანშეწონილია და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის სათანადოდ დასაბუთებულია HVDC სისტემის მფლობელის მიერ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დრო აჭარბებს 2 წამს. დ)HVDC სისტემები, რომლებიც აკავშირებს სხვადასხვა კონტროლის ან სინქრონულ ზონებს, აღჭურვილი უნდა იყოს კონტროლის ფუნქციებით, რაც შესაძლებლობას აძლევს გადამცემი სისტემის ოპერატორს ცვალოს გადაცემული აქტიური სიმძლავრე ტრანსსასაზღვრო ბალანსირების მიზნით. 2. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის ცვლილების სიჩქარის დარეგულირება საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინსტრუქციების შესაბამისად. აქტიური სიმძლავრის შეცვლის შემთხვევაში პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილი არ უნდა ჰჰქონდეს ცვლილების სიჩქარის დარეგულირებას. 3. თუ განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მოსაზღვრე გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, HVDC სისტემის კონტროლის ფუნქციები უნდა მოიცავდეს უწესივრობის აღმოფხვრის ავტომატურ ღონისძიებებს, მათ შორის, მყისიერი ცვლილების შეჩერება და FSM რეჟიმის, სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) დაბლოკვა. გაშვების და ბლოკირების კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა და აცნობოს კომისიას. შეტყობინების საშუალებები უნდა განისაზღვროს მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი სტრუქტურის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 251. ხელოვნური ინერცია 1. თუ განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფა სიხშირის ცვლილებების საპასუხოდ, რომელიც გამოწვეულია სისტემაში დაბალი და/ან მაღალი სიხშირის დროს ცვლადი ძაბვის ქსელში აქტიური სიმძლავრის მიწოდების ან მისგან სიმძლავრის მოხმარების სწრაფი დარეგულირებით, რათა შეზღუდულ იქნეს სიხშირის ცვლილების სიჩქარე. მოთხოვნა სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რათა დადგინდეს, მინიმალური ინერციის განსაზღვრის საჭიროება. 2. კონტროლის სისტემის პრინციპი და შესრულების ხარისხის სათანადო პარამეტრები შეთანხმებული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 252. წაყენებული მოთხოვნები სიხშირის რეგულირების რეჟიმის (FSM), სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) მიმართ მოთხოვნები სიხშირის რეგულირების რეჟიმის (FSM), სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) მიმართ ფორმირებული უნდა იყოს №17 დანართის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 253. სიხშირის რეგულირება 1. თუ განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, HVDC სისტემა აღჭურვილი იყოს დამოუკიდებელი კონტროლის რეჟიმით HVDC გარდამქმნელი სადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების მართვისთვის, რომელიც დამოკიდებულია სიხშირეებზე HVDC სისტემის მიერთების წერტილებში სტაბილური სისტემური სიხშირეების შენარჩუნების მიზნით. 2. პირველ პუნქტში მოცემული სიხშირის რეგულირების მუშაობის პრინციპი, შესრულების ხარისხის პარამეტრები და მისი აქტივაციის კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 254. აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური დანაკარგი 1. HVDC სისტემა მოწყობილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ სინქრონულ ზონაში მის მიერ მიწოდებული აქტიური სიმძლავრის დანაკარგი შემოიფარგლოს გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ თავიანთი შესაბამისი დატვირთვა-სიხშირული კონტროლის არეალისთვის დადგენილ სიდიდემდე, ენერგოსისტემაზე HVDC სისტემის ზეგავლენის საფუძველზე. 2. თუ HVDC სისტემა უერთდება კონტროლის ორ ან მეტ არეალს, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ერთმანეთს შორის მიწოდებული აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური დანაკარგის კოორდინირებული სიდიდის განსაზღვრის მიზნით, როგორც მითითებულია პირველ პუნქტში, რეჟიმის ერთიდაიგივე მიზეზით დარღვევების გათვალისწინებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 255. ძაბვის დიაპაზონი 1. 262-ე მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, HVDC სადგურმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და იმუშაოს HVDC სისტემის მაქსიმალურ დენზე, მიერთების წერტილში ქსელის ძაბვის დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც გამოხატულია მიერთების წერტილში ძაბვით ბაზისურ 1 ფ.ე. ძაბვასთან მიმართებაში და დროის პერიოდებში, რომელიც მითითებულია მე-18 დანართის მე-4 და მე-5 ცხრილებში. ერთი ფარდობითი ერთეული ძაბვის დადგენა უნდა განხორციელდეს მოსაზღვრე სისტემის ოპერატორებს შორის კოორდინაციის გზით. 2. HVDC სისტემის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, HVDC სისტემის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, შესაძლოა შეთანხმდნენ პირველ პუნქტში მოცემულთან შედარებით ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონებზე ან უფრო ხანგრძლივ მინიმალურ ვადებზე ექსპლუატაციისთვის, სისტემის უსაფრთხოების დაცვის და აღდგენის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ექსპლუატაციისთვის ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილია, HVDC სისტემის მფლობელის მიერ თანხმობა დაუსაბუთებლად არ უნდა შეფერხდეს. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით უნდა განსაზღვროს ძაბვები მიერთების წერილზე, რომლებზეც HVDC სისტემას უნდა შეძლოს ავტომატური გამორთვა. ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. 4. მიერთების წერტილებთან დაკავშირებით ცვლადი ძაბვის ერთი ფარდობითი ერთეულისთვის, რომელიც არ შედის მე-18 დანართის ფარგლებში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს მიერთების წერტილებთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 256. მოკლე შერთვაში მონაწილეობა დაზიანებების დროს 1. თუ განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, HVDC სისტემას უნდა შეეძლოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდება მიერთების წერტილზე სიმეტრიული (3-ფაზა) მოკლე შერთვის დროს. 2. თუ HVDC სისტემას მოეთხოვება ჰჰქონდეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობები, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს შემდეგი: ა) როგორ და როდის უნდა განისაზღვროს ძაბვის გადახრა, ასევე ძაბვის გადახრის დასრულება; ბ) სწრაფი მოკლე შერთვის დენის მახასიათებლები; გ)სწრაფი მოკლე შერთვის დენის დროის ინტერვალები და სიზუსტე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შეუძლია განსაზღვროს მოთხოვნა ასიმეტრიული დენის მიწოდებასთან დაკავშირებით, ასიმეტრიული (1-ფაზა ან 2-ფაზა) მოკლე შერთვების შემთხვევაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 257. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის მოთხოვნები მიერთების წერტილზე, ცვლადი ძაბვის ცვლილების კუთხით. წინადადება ამ მოთხოვნებისათვის უნდა მოიცავდეს U-Q/Pmax- პროფილს, რომლის ფარგლებშიც HVDC გარდამქმნელ სადგურს ექნება რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის უნარი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური გადაცემის დროს. 2. პირველ პუნქტში განსაზღვრული U-Q/Pmax-პროფილი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ა) U-Q/Pmax-პროფილი არ უნდა აღემატებოდეს U-Q/Pmax-პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია მე-19 დანართში მოცემული ნახაზის შიდა ფარგლებით და არ არის აუცილებელი ჰჰქონდეს მართკუთხედის ფორმა; ბ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მე-19 დანართის ცხრილში მოცემულ სიდიდეებს, განსაზღვრულს თითოეული სინქრონული ზონისთვის. გ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა ხვდებოდეს მე-19 დანართის ნახაზში მოცემული ფიგურის ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში. 3. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე გადასვლა მისი U-Q/Pmax პროფილის ფარგლებში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად მოთხოვნილ სათანადო დროის მასშტაბებში. 4. მაქსიმალურ აქტიურ სიმძლავრეზე ქვემოთ (P<Pmax) ოპერირებისას HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს ოპერირება ყველა შესაძლო საოპერაციო წერტილში, რომელსაც განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, და რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პირველიდან მესამე პუნქტის ჩათვლით მოცემული U-Q/Pmax პროფილით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 258. ქსელთან მიმოცვლილი რეაქტიული სიმძლავრე 1. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი HVDC გარდამქმნელი სადგურის მიერ ქსელთან მიმოცვლილი რეაქტიული სიმძლავრე მიერთების წერტილზე შემოიფარგლოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრულ მაჩვენებლებამდე. 2. რეაქტიული სიმძლავრის ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია HVDC გარდამქმნელი სადგურის რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმში მუშაობით, როგორც მითითებულია 259-ე მუხლის პირველ პუნქტში, არ გამოიწვევს ძაბვის საფეხურებრივ გაზრდას მიერთების წერტილში დასაშვებ სიდიდეზე მეტად. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად უნდა დაადგინოს ძაბვის მაქსიმალური დასაშვები საფეხურებრივი სიდიდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 259. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმი 1. HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს ოპერირება კონტროლის სამიდან ერთ ან მეტ რეჟიმში, რომელსაც, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი: ა) ძაბვის კონტროლის რეჟიმი; ბ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმი; გ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმი. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უფლება აქვს HVDC გარდამქმნელი სადგურისგან მოითხოვოს კონტროლის დამატებით რეჟიმებში მუშაობა. 3. ძაბვის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, თითოეულმა HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს მიერთების წერტილზე ძაბვის კონტროლში მონაწილეობის მიღება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, 257-ე და 258-ე მუხლების დებულებების დაცვით, კონტროლის შემდეგი მახასიათებლების შესაბამისად: ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით უნდა განსაზღვროს ძაბვის დანაყენი მიერთების წერტილზე კონკრეტული სამუშაო დიაპაზონის დაფარვის მიზნით, მუდმივად ან საფეხურებრივად; ბ) ძაბვის კონტროლი შესაძლოა განხორციელდეს მკვდარი ზონით ან მკვდარი ზონის გარეშე დანაყენების ფარგლებში, რომელიც შერჩევადია ნულიდან ქსელის ძაბვის ბაზისური 1 ფ.ე. მნიშვნელობის +/-5 %-მდე დიაპაზონში. მკვდარი ზონა უნდა დარეგულირდეს საფეხურებრივად, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულის შესაბამისად. გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს: გ.ა) მიაღწიოს 90%-იან ცვლილებას რეაქტიულ სიმძლავრეში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრულ t1 დროში. ეს დრო უნდა იყოს 0,1 – 10 წამის ფარგლებში; და გ.ბ) მოექცეს სტატიზმის მუშა კოეფიციენტით განსაზღვრულ სიდიდეში გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ t2 დროში. ეს უკანასკნელი უნდა იყოს 1 - 60 წამის ფარგლებში, სტატიზმის განსაზღვრული ზღვრით, რომელიც მოცემულია მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებში. დ) ძაბვის კონტროლის რეჟიმი უნდა მოიცავდეს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების შესაძლებლობას ძაბვის შეცვლილი დანაყენისა და დამატებითი ინსტრუქციით მიღებული რეაქტიული სიმძლავრის კომპონენტის კომბინაციის საფუძველზე. სტატიზმის კოეფიციენტი უნდა განისაზღვროს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ფარგლებითა და საფეხურებით. 4. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონი გამოხატული მეგავარებში ან მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებში, ასევე მისი შესაბამისი სიზუსტე მიერთების წერტილზე, HVDC სისტემის შესაძლებლობების გამოყენებით, 257-ე და 258-ე მუხლების დაცვით. 5. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლი მიერთების წერტილზე განსაზღვრულ ფარგლებში, 257-ე და 258-ე მუხლების დაცვით. დანაყენები უნდა იყოს ხელმისაწვდომი საფეხურებრივად, არაუმეტეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული მაქსიმალურად დასაშვები საფეხურისა. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს კონტროლის რეჟიმისა და შესაბამისი დანაყენების დისტანციური შერჩევის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მოწყობილობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 260. პრიორიტეტულობა აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის მონაწილეობაში ამ თავის შესაბამისად განსაზღვრული HVDC სისტემის შესაძლებლობების გათვალისწინებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პრიორიტეტი ექნება აქტიურ სიმძლავრეს თუ რეაქტიულ სიმძლავრეს დაბალი ან მაღალი ძაბვის რეჟიმის დროს, ასევე მოკლე შერთვების დროს, რომლისთვისაც მოითხოვება ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი. თუ პრიორიტეტი მიენიჭება აქტიური სიმძლავრის რეგულირებაში მონაწილეობას, მისი უზრუნველყოფა უნდა განისაზღვროს დაზიანების წარმოქმნიდან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 261. ენერგიის ხარისხი HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC სისტემის მიერთებამ არ გამოიწვიოს მიერთების წერტილში ქსელის მკვებავი ძაბვის დამახინჯება და რხევა იმ სიდიდით, რომელიც აღემატება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით დადგენილ დონეს. ჩასატარებელი კვლევების პროცესი, და პროცესში ჩართული ქსელის ყველა მოხმარების მიერ მისაწოდებელი შესაბამისი მონაცემები, ისევე როგორც განსაზღვრული და განხორციელებული შემარბილებელი ზომები უნდა შეესაბამებოდეს 266-ე მუხლში მითითებულ პროცესს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 262. ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი 1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა, 255-ე მუხლის დაცვით, უნდა განსაზღვროს ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი მე-20 დანართის შესაბამისად, XV თავით სიმძლავრის პარკებისთვის განსაზღვრული ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკის გათვალისწინებით. აღნიშნული გრაფიკი გამოიყენება მიერთების წერტილებზე მოკლე შერთვის დროს, როდესაც HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელზე და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა დაზიანების აღმოფხვრის შედეგად ენერგოსისტემის აღდგენის შემდეგ. ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი უნდა აღწერდეს სიმეტრიული მოკლე შერთვების განმავლობაში მიერთების წერტილში არსებული ხაზური ძაბვის მიმდინარე მნიშვნელობის ქვედა ზღვარს, როგორც დროის ფუნქციას მოკლე შერთვამდე, მის განმავლობაში და შემდეგ. trec2 დროის მიღმა არსებული უწყვეტი მუშაობის დროის პერიოდი განსაზღვრული უნდა იქნეს გადამცემის სისტემის ოპერატორის მიერ, 255-ე მუხლის დაცვით. 2. შესაბამისი სიტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ პირობები, როგორც ეს განსაზღვრულია 269-ე მუხლში: ა) მოკლე შერთვამდე არსებული მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების თითოეულ წერტილში გამოხატული მგვა-ში; ბ) HVDC გარდამქმნელი სადგურის მოკლე შერთვამდე არსებული მუშა წერტილი, გამოსახული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებით და ძაბვით მიერთების წერტილში; და გ) მოკლე შერთვის შემდეგ არსებული მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების თითოეულ წერტილში გამოსახული მგვა-ში. დ) ალტერნატიულად, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოადგინოს ტიპიური შემთხვევებიდან მიღებული ზოგადი სიდიდეები ზემოაღნიშნული პირობებისთვის. 3. HVDC გარდამქმნელ სადგურს უნდა ჰჰქონდეს უნარი დარჩეს მიერთებული ქსელთან და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა, როდესაც სიმეტრიული მოკლე შერთვების დროს მიერთების წერტილში ხაზური ძაბვების არსებული მინიმალური მნიშვნელობები, 269-ე მუხლში მოცემული მოკლე შერთვამდე და მის შემდგომ პირობების გათვალისწინებით, რჩება 20-ე დანართში მოცემული ნახაზის ქვედა ზღვარს ზემოთ, გარდა იმ შემთხვევისა თუკი შიდა მოკლე შერთვისთვის განსაზღვრული დაცვის სქემა არ ითხოვს HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელიდან გამორთვას. შიდა მოკლე შერთვებისთვის განკუთვნილი ზემოაღნიშნული დაცვის სქემები და მისი დანაყენები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ არ დაზიანდეს მოკლე შერთვის დროს მუშაობის გაგრძელების ხარისხი. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს ძაბვები მიერთების წერტილებში ქსელის კონკრეტულ პირობებში, რომლის საფუძველზე HVDC სისტემას აქვს ბლოკირების უფლება. ბლოკირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული სისტემა მიერთებული რჩება ქსელში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის გარეშე, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის შეთანხმებულ დროის ტექნიკურად მიზანშეწონილ ხანმოკლე პერიოდში. 5. 271-ე მუხლის შესაბამისად, ძაბვის ვარდნისგან დაცვა უნდა განსაზღვროს HVDC სისტემის მფლობელმა, აღნიშნული სისტემის შესაძლო მაქსიმალური ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შეუძლია განსაზღვროს 271-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი ნაკლებად ფართო დანაყენები. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი ასიმეტრიული მოკლე შერთვების შემთხვევაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 263. აქტიური სიმძლავრის ავარიის შემდგომი აღდგენა გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს აქტიური სიმძლავრის აღდგენის მოცულობა და დროის პროფილი, რომლის უზრუნველყოფის უნარიც უნდა ჰჰქონდეს HVDC სისტემას, 262-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 264. მუდმივი დენის წრედებში ავარიის შემდგომი სწრაფი აღდგენა HVDC სისტემებს, რომლებიც მოიცავს მუდმივი დენის საჰაერო ხაზებს უნდა შეეძლოს სწრაფი აღდგენა HVDC სისტემის ფარგლებში არსებული გარდამავალი ავარიებიდან. აღნიშნული შესაძლებლობის დეტალები უნდა დაექვემდებაროს კოორდინაციას და ხელშეკრულებებს დაცვის სქემებსა და პარამეტრებთან დაკავშირებით, 271-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 265. HVDC გარდამქმნელი სადგურების ძაბვის ქვეშ დაყენება და სინქრონიზაცია თუ სხვაგვარად არ არის მითითებული შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, HVDC გარდამქმნელი სადგურის ცვლადი ძაბვის ქსელთან ძაბვის ქვეშ დაყენების ან სინქრონიზაციის განმავლობაში ან ძაბვის ქვეშ დაყენებული HVDC გარდამქმნელი სადგურის HVDC სისტემასთან მიერთების განმავლობაში, HVDC გარდამქმნელ სადგურს უნდა შეეძლოს შეზღუდოს ძაბვის ყველანაირი ცვლილება დამყარებულ დონემდე, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. აღნიშნული დონე არ უნდა აღემატებოდეს ძაბვის სინქრონიზაციამდე არსებული დონის 5 %-ს. შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, განსაზღვრავს ძაბვის გარდამავალი მნიშვნელობის მაქსიმალურ სიდიდეს, ხანგრძლივობას და გაზომვის ინტერვალს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 266. ურთიერთქმედება HVDC სისტემებს ან სხვა დანადგარებსა და მოწყობილობას შორის 1. როდესაც რამდენიმე HVDC გარდამქმნელი სადგური ან სხვა დანადგარი და მოწყობილობა მდებარეობს ელექტრულ სიახლოვეში, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია დაადგინოს კვლევის ჩატარების საჭიროება, მისი ფარგლები და ხარისხი, იმის გამოსავლენად, რომ ადგილი არ ექნება რაიმე სახის უარყოფით ურთიერთ ზეგავლენას. უკანასკნელის გამოვლენის შემთხვევაში, კვლევაში განსაზღვრული უნდა იყოს შესაძლო შემარბილებელი ზომები, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ თავის მოთხოვნების შესრულების მიზნით. 2. კვლევები უნდა ჩატარდეს დამაკავშირებელი HVDC სისტემის მფლობელის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების თითოეული წერტილის შესაბამისად დადგენილი ყველა სხვა მხარის მონაწილეობით. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ამ მუხლის შესაბამისად კვლევების ჩატარების ვალდებულება დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორს. ყველა მხარე ინფორმირებული უნდა იყოს კვლევების შედეგების შესახებ. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ თითოეული მიერთების წერტილისთვის დადგენილმა ყველა მხარემ, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს კვლევებში და წარმოადგინოს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოდელი, რაც საჭიროა კვლევების მიზნების მისაღწევად. გადამცემის სისტემის ოპერატორმა უნდა შეაგროვოს საწყისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს კვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებელ მხარეს 247-ე მუხლის შესაბამისად. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს კვლევების შედეგი მათი მოცულობის და ფარგლების საფუძველზე, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის შესაბამისად. შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოთხოვოს HVDC სისტემის მფლობელს შეასრულოს დამატებითი კვლევები პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მოცულობის და ფარგლების დაცვით. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განიხილოს ან გაიმეოროს ზოგიერთი ან ყველა სახის კვლევა. HVDC სისტემის მფლობელი ვალდებულია მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოდელი, რაც იძლევა ასეთი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას. 6. მე-2 დან მე-5 პუნქტების ჩათვლით მოცემული პროცედურის შესაბამისად გამოვლენილი და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განხილული ნებისმიერი საჭირო შემარბილებელი ქმედება უნდა განხორციელდეს HVDC სისტემის მფლობელის მიერ, როგორც ახალი HVDC გარდამქმნელი სადგურის მიერთების ნაწილი. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს შესრულების ხარისხის გარდამავალი დონეები, დაკავშირებული ცალკეულ HVDC სისტემასთან ან კოლექტიურად საერთო ზემოქმედების ქვეშ მყოფ HVDC სისტემებთან. აღნიშნული განსაზღვრება შესაძლოა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის მოწყობილობის, ასევე ქსელის მომხმარებლების მთლიანობის დაცვის მიზნით, ეროვნული კოდექსის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 267. სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობა HVDC სისტემას უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება მასთან დაკავშირებული ცვლადი დენის ქსელებში სიმძლავრის რხევების ჩახშობაში. HVDC სისტემის კონტროლის სისტემამ არ უნდა შეამციროს სიმძლავრის რხევების ჩახშობა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს რხევების სიხშირული დიაპაზონი, რომლის დროსაც კონტროლის სქემა დადებითი მიმართულებით მიიღებს მონაწილეობას რხევების ჩახშობაში და ქსელის რეჟიმები, სულ მცირე, საკუთარ გადამცემ ქსელში მდგრადობის ზღვრების და მისი პოტენციური პრობლემების გამოვლენის მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ჩატარებული დინამიკური მდგრადობის შეფასების ნებისმიერ კვლევაში გათვალისწინებისთვის. კონტროლის პარამეტრების დანაყენების შერჩევა შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 268. ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების ჩახშობის შესაძლებლობა 1. ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) ჩახშობის კონტროლთან დაკავშირებით, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ტორსიონალური რხევების სიხშირეების ელექტრულ ჩახშობაში. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კვლევების საჭირო ფარგლები და წარმოადგინოს შემავალი პარამეტრები, ხელმისაწვდომობის ფარგლებში, საკუთარ ქსელში არსებულ მოწყობილობებსა და სისტემის შესაბამის პირობებთან დაკავშირებით. ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კვლევები უნდა განახორციელოს HVDC სისტემის მფლობელმა. კვლევებში უნდა განისაზღვროს ის პირობები, როდესაც ადგილი აქვს ქვესინქრონულ ტორსიონალურ ურთიერთქმედებას (SSTI), ასეთის არსებობის შემთხვევაში, და წამოაყენოს მოსაზრება ნებისმიერი საჭირო შემარბილებელი პროცედურის თაობაზე. კომისიაი შეუძლია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად კვლევების ჩატარების ვალდებულება დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორს. ყველა მხარე ინფორმირებული უნდა იყოს კვლევების შედეგების შესახებ. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილმა ყველა მხარემ, მიერთების თითოეული წერტილის შესაბამისად, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს კვლევებში და უზრუნველყოს ყველა სათანადო მონაცემი და მოდელი კვლევების მიზნების მისაღწევად. გადამცემის სისტემის ოპერატორმა უნდა შეაგროვოს საწყისი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს ის კვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებელ მხარეს 247-ე მუხლის შესაბამისად. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კვლევების შედეგები. შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოთხოვოს HVDC სისტემის მფლობელს შეასრულოს ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) დამატებითი კვლევები იმავე მოცულობით და ხარისხით. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განიხილოს ან გაიმეოროს კვლევა. HVDC სისტემის მფლობელი ვალდებულია მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოდელი, რომელიც იძლევა ასეთი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას. 6. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად გამოვლენილი და გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ განხილული ნებისმიერი საჭირო შემარბილებელი ქმედება უნდა განხორციელდეს HVDC სისტემის მფლობელის მიერ, როგორც ახალი HVDC გარდამქმნელი სადგურის მიერთების ნაწილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 269. ქსელის მახასიათებლები 1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ გამოაქვეყნოს მეთოდი და მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ არსებული რეჟიმები, სულ მცირე მიერთების წერტილში მინიმალური და მაქსიმალური სიმძლავრის გაანგარიშებისათვის. 2. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ოპერირება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მოკლე შერთვის სიმძლავრის და ქსელის მახასიათებლების ფარგლებში. 3. თითოეულმა შესაბამისი სისტემის ოპერატორმა HVDC სისტემის მფლობელს უნდა წარუდგინოს ქსელის ეკვივალენტები, რომელიც აღწერს ქსელის ქმედებას მიერთების წერტილში, რომელიც HVDC სისტემის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს დააპროექტონ თავიანთი სისტემები მინიმუმ და არა მხოლოდ ჰარმონიკული და დინამიკური მდგრადობის კუთხით HVDC სისტემის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 270. HVDC სისტემის მდგრადობა/საიმედოობა 1. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს მდგრადი სამუშაო წერტილების მოძებნა აქტიური სიმძლავრის ნაკადგანაწილების ან ძაბვის მინიმალური ცვლილებით, HVDC სისტემაში ან მასთან დაკავშირებულ ცვლადი დენის ქსელში ნებისმიერი დაგეგმილი ან დაუგეგმავი ცვლილების განმავლობაში და მას შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ცვლილებები სისტემის რეჟიმებში, რომლის დროსაც HVDC სისტემები შეინარჩუნებენ მდგრადი მუშაობის რეჟიმს. 2. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC გარდამქმნელი სადგურის, როგორც მრავალი კვანძის ან ჩაშენებული HVDC სისტემის ნაწილის დაუგეგმავმა ან დაგეგმილმა გამორთვამ არ გამოიწვიოს გარდამავალი პროცესები მიერთების წერტილში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ფარგლებს გარეთ. 3. HVDC სისტემამ უნდა გაუძლოს გარდამავალ ავარიებს მაღალი ძაბვის ცვლადი დენის ხაზებზე HVDC სისტემის ახლომდებარე ან მეზობელ ქსელში, და არ უნდა გამოიწვიოს HVDC სისტემაში არსებული რომელიმე მოწყობილობის ქსელიდან გამორთვა ზემოაღნიშნული ხაზების ავტომატური ხელახლა ჩართვის გამო. 4. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი სისტემის ოპერატორს HVDC სისტემის აღდგენადობის თაობაზე ცვლადი დენის სისტემაში შეშფოთებებისას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 271. ელექტრული დაცვების სქემები და დანაყენები 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს, ქსელის დაცვისთვის საჭირო სქემები და დანაყენები HVDC სისტემის მახასიათებლების გათვალისწინებით. HVDC სისტემასთან და ქსელთან დაკავშირებული რელეური დაცვის სქემები და HVDC სისტემასთან დაკავშირებული დანაყენები კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის. რელეური დაცვის სქემები და დანაყენები შიდა ქსელში ავარიებთან დაკავშირებით უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ არ დააზიანოს HVDC სისტემის შესრულების ხარისხი ამ თავის შესაბამისად. 2. HVDC სისტემის ელექტრულ დაცვას აქვს პრიორიტეტი ოპერატიულ კონტროლთან შედარებით სისტემის უსაფრთხოების, პერსონალის და საზოგადოების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების, ასევე HVDC სისტემის ზიანის შერბილების გათვალისწინებით. 3. ნებისმიერი ცვლილება რელეური დაცვის სქემებსა და ქსელთან დაკავშირებულ მათ დანაყენებში უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის ამ უკანასკნელის მიერ ზემოაღნიშნულის განხორციელებამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 272. დაცვის და კონტროლის პრიორიტეტულობა 1. HVDC სისტემის მფლობელის მიერ განსაზღვრული კონტროლის სქემები, რომელიც მოიცავს კონტროლის სხვადასხვა რეჟიმს, მათ შორის, კონკრეტული პარამეტრების დანაყენებს, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის. 2. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაცვის და კონტროლის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით სხვაგვარად არ არის დადგენილი, HVDC სისტემის მფლობელმა თავისი რელეური დაცვის და კონტროლის მოწყობილობები უნდა მოაწყოს ქვემოთ მითითებული პრიორიტეტების თანმიმდევრობით, რომელიც დალაგებულია მნიშვნელობის კლებადობის თანმიმდევრობით: ა) ქსელის სისტემის და HVDC სისტემის დაცვა; ბ) აქტიური სიმძლავრის კონტროლი ავარიულ სიტუაციაში დახმარების გაწევის მიზნით. გ) ხელოვნური ინერცია (შესაბამის შემთხვევაში); დ) უწესივრობის აღმოფხვრის ავტომატური ქმედებები, რომელიც განსაზღვრულია 250-ე მუხლის მე-3 პუნქტით; ე) სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი (LFSM); ვ) FSM რეჟიმის და სიხშირის კონტროლი; (ზ) სიმძლავრის გრადიენტის შეზღუდვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 273. ცვლილებები დაცვის და კონტროლის სქემებსა და დანაყენებში 1. HVDC გარდამქმნელ სადგურში შესაძლებელი უნდა იყოს HVDC სისტემის დაცვის პარამეტრების და სხვადასხვა კონტროლის რეჟიმის პარამეტრების ცვლილება, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში და მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. ნებისმიერი ცვლილება HVDC სისტემის დაცვის და კონტროლის სხვადასხვა რეჟიმის პარამეტრების დანაყენებსა და სქემებში, მათ შორის, პროცედურაში, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის. 3. შესაძლებელი უნდა იყოს HVDC სისტემების კონტროლის რეჟიმების და მასთან დაკავშირებული დანაყენების დისტანციურად ცვლილება, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრულის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 274. ნულიდან გაშვება 1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მიიღოს წინადადება HVDC სისტემის მფლობელისაგან ნულიდან გაშვების უნართან დაკავშირებით. 2. ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე HVDC სისტემას, იმ შემთხვევაში, როდესაც ძაბვის ქვეშ არის ერთი გარდამქმნელი სადგური, უნდა შეეძლოს HVDC სისტემის გამორთვის შემდეგ ძაბვის ქვეშ დააყენოს ცვლადი დენის ქვესადგურის სალტე, რომელზეც მიერთებულია სხვა გარდამქმნელი სადგური, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული დროის ფარგლებში. HVDC სისტემას უნდა შეეძლოს სინქრონიზაცია 248-ე მუხლში განსაზღვრულ სიხშირის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ძაბვის ფარგლებში, ან საჭიროების შემთხვევაში 255-ე მუხლში მითითებულის შესაბამისად. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა განსაზღვროს სიხშირის და ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები სისტემის უსაფრთხოების აღდგენის საჭიროების შემთხვევაში. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და HVDC სისტემის მფლობელი უნდა შეთანხმდნენ ნულიდან გაშვების შესაძლებლობის სიმძლავრესა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე საოპერაციო პროცედურაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 275. მოქმედების სფერო - მოთხოვნები მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებსა და მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურებთან დაკავშირებით 1. მოთხოვნები, რომელიც ვრცელდება არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე, XIV თავის 121-130-ე მუხლების შესაბამისად, გამოყენებულ იქნება მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან მიმართებაში, რომელსაც წაეყენება ამ წესების 149-156-ე მუხლების ჩათვლით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნები. ეს მოთხოვნები უნდა გავრცელდეს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების HVDC სისტემებთან მიერთების წერტილ(ებ)ზე და HVDC სისტემებზე. XIV თავის 114-ე მუხლში განსაზღვრული კატეგორიზაცია უნდა გავრცელდეს მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 276. მოთხოვნები სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით 1. სიხშირულ მახასიათებელთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს სწრაფი სიგნალის მიღება მიერთების წერტილიდან სინქრონულ ზონაში, რომლისთვისაც უზრუნველყოფილია სიხშირული მახასიათებელი და, მახასიათებლის აქტივაციის მიზნით, შეეძლოს სიგნალის დამუშავება სიგნალის გაგზავნიდან მის დასრულებამდე 0.1 წამის ფარგლებში. სიხშირე უნდა გაიზომოს მიერთების წერტილზე სინქრონულ ზონაში, რომლისთვისაც უზრუნველყოფილია სიხშირული მახასიათებელი. ბ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებს, მიერთებულს HVDC სისტემების საშუალებით, რომელიც უერთდება ერთზე მეტ კონტროლის ზონას, უნდა შეეძლოს კოორდინირებული სიხშირის რეგულირების უზრუნველყოფა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულის შესაბამისად. 2. სიხშირის დიაპაზონებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებულ ბოლოს არსებულ მუდმივი დენის HVDC გარდამქმნელ სადგურის ქსელთან და იმუშაოს 21-ე დანართში 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის განსაზღვრულ სიხშირის ფარგლებსა და დროის პერიოდებში. თუ გამოიყენება 50 ჰც-სგან განსხვავებული, ან კონსტრუქციიდან გამომდინარე ცვლადი სიხშირე გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, სიხშირის ზღვრები და დროის პერიოდები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა 21-ე დანართში მითითებული სისტემის მახასიათებლების და მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონები ან ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები შესაძლოა შეთანხმდეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, სისტემის უსაფრთხოების დაცვის ან აღდგენის საჭიროების შემთხვევაში. თუ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონი ან ექსპლუატაციისთვის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადი იქნება, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს თანხმობის მიცემა. გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებების დაცვით, მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს ავტომატური გამორთვა განსაზღვრულ სიხშირეებზე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ უკანასკნელის განსაზღვრის შემთხვევაში. ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის. 3. სიხშირის ცვლილების სიჩქარისადმი მედეგობის უნართან დაკავშირებით, მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებული ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან და შეძლოს ოპერირება 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემაში სიხშირის +/-2 ჰც/წმ-მდე ცვლილების შემთხვევაში (გაზომილი დროის ნებისმიერ წერტილში, როგორც სიხშირის ცვლილების საშუალო სიჩქარე წინა 1 წამისთვის) 4. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებს უნდა ჰჰქონდეს LFSM-O რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა XV თავის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველ პუნქტში განსაზღვრული სწრაფი სიგნალის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. 5. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების შესაძლებლობა მუდმივი სიმძლავრის შენარჩუნების კუთხით უნდა განისაზღვროს XV თავის 121-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. 6. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა აქტიური სიმძლავრის რეგულირების კუთხით უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. ხელით მართვა შესაძლებელი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური დისტანციური მართვის მოწყობილობები გამორთული იქნება. 7. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა LFSM-U რეჟიმში მუშაობის კუთხით უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწრაფი სიგნალის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, როგორც მითითებულია პირველ პუნქტში, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. 8. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა FSM რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწრაფი სიგნალის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, როგორც მითითებულია პირველ პუნქტში, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. 9. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა სიხშირის აღდგენის თაობაზე უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. 10. თუ გამოიყენება 50 ჰც-გან განსხვავებული მუდმივი ნომინალური სიხშირე, კონსტრუქციიდან გამომდინარე ცვლადი სიხშირე ან მუდმივი დენის სისტემის ძაბვა გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმების გათვალისწინებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს 240-246 მუხლებით განსაზღვრული შესაძლებლობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 277. მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან და ძაბვასთან დაკავშირებით 1. ძაბვის ფარგლებთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან და შეძლოს ოპერირება მოცემული ძაბვის ფარგლებში (ფარდობით ერთეულში) დროის პერიოდებში, რომლებიც მოცემულია 22-ე დანართის მე-9 და მე-10 ცხრილებში. განსაზღვრული მოქმედი ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები შერჩეულია ბაზისური 1 ფ.ე. ძაბვის საფუძველზე. ბ) ძაბვის უფრო ფართო ზღვრები ან ოპერირების უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, სისტემის უსაფრთხოების აღდგენის ან შენარჩუნების საჭიროების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის უფრო ფართო ზღვრები ან ოპერირების უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილია, სიმძლავრის პარკის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს თანხმობის მიცემა. გ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებისთვის, რომელთაც აქვთ HVDC სისტემით მიერთების წერტილი მოშორებული ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უფლება აქვს განსაზღვროს ძაბვები აღნიშნულ მიერთების წერტილზე, რა სიდიდეებზეც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი შეძლებს ავტომატურ გამორთვას. ავტომატური გამორთვის პირობები და დანაყენები შეთანხმებულ უნდა იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის. დ) ცვლად დენებზე HVDC სისტემით მიერთების წერტილებთან დაკავშირებით, რომელიც არ შედის 22-ე დანართის ფარგლებში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს მოთხოვნები მიერთების წერტილზე. ე) 50 ჰც-ისგან განსხვავებული სიხშირით ოპერირების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმების შესაბამისად, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრული ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები უნდა იყოს 22-ე დანართის მე-9 და მე-10 ცხრილში მითითებული მაჩვენებლების პროპორციული. 2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ა) იმ შემთხვევაში, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი შეძლებს ორმხრივი შეთანხმების მიღწევას HVDC სისტემების მფლობელებთან, რომელიც აერთებს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკს ცვლადი დენის ქსელის ერთი მიერთების წერტილთან, მან უნდა შეასრულოს ყველა შემდეგი მოთხოვნა: ა.ა)უნდა ჰჰქონდეს უნარი, დამატებითი დანადგარით ან მოწყობილობით და/ან პროგრამული უზრუნველყოფით დააკმაყოფილოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად მითითებული რეაქტიული სიმძლავრის მიწოდების შესაძლებლობები, ბ) პუნქტის შესაბამისად და უნდა: ა.ა.ა) ჰჰქონდეს „ბ“ პუნქტის შესაბამისი რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობები მის რამდენიმე ან ყველა მოწყობილობას, რომელიც უკვე დამონტაჟებულია, როგორც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ცვლადი დენის ქსელთან მიერთების ნაწილი, თავდაპირველი მიერთების და ექსპლუატაციაში შესვლის დროს; ან ა.ა.ბ) წარმოადგინოს, და შემდეგ მიაღწიოს შეთანხმებას შესაბამისი სისტემის ოპერატორთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა, როდესაც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი მიერთების ერთზე მეტი წერტილით დაკავშირებულია ცვლადი დენის ქსელთან, ან მოშორებული ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელის მხარეს არსებულ ცვლადი დენის ქსელთან მიერთებულია მუდმივ დენზე მიერთებული განსხვავებული მფლობელის მქონე კიდევ ერთი სიმძლავრის პარკი ან HVDC სისტემა. ეს შეთანხმება მოიცავს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის (ან ნებისმიერი შემდგომი მფლობელის) ხელშეკრულებას იმის თაობაზე, რომ ის დააფინანსებს და დაამონტაჟებს ამ მუხლით მოთხოვნილი რეაქტიული სიმძლავრის საშუალებებს მის მფლობელობაში არსებული სიმძლავრის პარკებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად განსაზღვრული დროის მომენტისთვის. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა აცნობოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ნებისმიერი მიზანმიმართული განვითარების სავარაუდო დასრულების თარიღი, რომელიც მოითხოვს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მხრიდან სრული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის დამონტაჟებას. ა.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა გაითვალისწინოს განვითარების განრიგი, რომლის მიზანია მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის გადაიარაღება/მოდერნიზაცია, დროის იმ მომენტის განსაზღვრისას, რომლისთვისაც გადაიარაღება უნდა განხორციელდეს. განრიგი უნდა წარმოადგინოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა, ცვლადი დენის ქსელზე მიერთების მომენტში. ბ)მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილოს ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიერთების დროს, ან ეტაპობრივად, ა) პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად: ბ.ა) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით HVDC სადგურის გადაცემის მაქსიმალური აქტიური სიმძლავრით მუშაობისას, მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა დააკმაყოფილოს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები ძაბვის ცვალებადობის კუთხით, რომელიც დადგენილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს U-Q/Pmax- პროფილი, რომელიც მიიღებს ნებისმიერ ფორმას, 22-ე დანართის ცხრილი 11-ის შესაბამისად მოცემულ ფარგლებში, რომელშიც სიმძლავრის პარკს შეეძლება რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება HVDC სადგურის მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემის დროს. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა გაითვალისწინოს ქსელის გრძელვადიანი განვითარება აღნიშნული ფარგლების განსაზღვრისას, ასევე საპროგნოზო ხარჯები, რომელიც საჭიროა სიმძლავრის პარკების მხრიდან მაღალ ძაბვებზე რეაქტიული სიმძლავრის გენერაციის და დაბალ ძაბვებზე რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის. თუ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მითითებულია, რომ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი მიერთდება სინქრონულ ზონაზე ცვლადი დენით, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, რომ: ბ.ა.ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა ჰჰქონდეს 133-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაძლებლობები სინქრონული ზონისთვის, რომელიც მოწყობილია ცვლადი ძაბვის ქსელზე მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის საწყისი მიერთების და ქსელში ჩართვის დროს; ან ბ.ა.ბ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა აჩვენოს და შემდეგ შესაბამისი სისტემის ოპერატორთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან მიაღწიოს შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი სინქრონული ზონისთვის 133-ე მუხლის მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა იმ მომენტში, როდესაც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი ცვლადი დენით მიუერთდება სინქრონულ ზონას. გ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა, თუკი მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მიერთების წერტილი არ მდებარეობს არც მიერთების წერტილის ძაბვის დონემდე ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეზე და არც ცვლადი დენის გენერატორის სალტეებზე, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში. დამატებითმა რეაქტიულმა სიმძლავრემ უნდა გააკომპენსიროს რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლა მაღალი ძაბვის ხაზსა ან კაბელზე, რომელიც არსებობს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეებს ან, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში, მისი გენერატორის მომჭერებსა და მიერთების წერტილს შორის, და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ ხაზის ან კაბელის პასუხისმგებელი მფლობელის მიერ. 3. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებისთვის აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის რეგულირებაში მონაწილეობას შორის პრიორიტეტთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს, აქტიური სიმძლავრის მონაწილეობას აქვს პრიორიტეტი თუ რეაქტიული სიმძლავრის მონაწილეობას ავარიების დროს, რისთვისაც საჭიროა ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი. თუ პრიორიტეტი მიენიჭება აქტიური სიმძლავრის მონაწილეობას, მისი უზრუნველყოფა უნდა განისაზღვროს ავარიის წარმოქმნიდან იმ დროის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 278. კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ცვლადი ძაბვის შემკრებ ქსელთან სინქრონიზაციის დროს, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკს უნდა ჰჰქონდეს ძაბვის ნებისმიერი ცვლილებების შეზღუდვის უნარი დამყარებულ სიდიდემდე, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. აღნიშნული სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს სინქრონიზაციამდე არსებული ძაბვის 5 %-ს. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს გარდამავალი ძაბვის მაქსიმალური სიდიდე, ხანგრძლივობა და გაზომვის ინტერვალები. 2. მუდმივი დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს გამომავალი სიგნალები, როგორც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 279. ქსელის მახასიათებლები ქსელის მახასიათებლებთან დაკავშირებით, მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე უნდა გავრცელდეს შემდეგი: ა) თითოეულმა შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ გამოაქვეყნოს მეთოდი და ავარიამდელი და ავარიის შემდგომი სცენარები HVDC სისტემის მიერთების წერტილში მინიმალური და მაქსიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის გამოსათვლელად. ბ) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სტაბილური ოპერირება მოკლე შერთვის სიმძლავრის მინიმალურიდან მაქსიმალურ სიდიდეებს შორის და ასევე HVDC სისტემის მიერთების წერტილის ქსელის მახასიათებლებში, რომელიც დადგენილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. გ) თითოეულმა შესაბამისი სისტემის ოპერატორმა და HVDC სისტემის მფლობელმა მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკის მფლობელს უნდა წარუდგინოს სისტემის აღმწერი ქსელის ეკვივალენტები, რათა მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებს შესაძლებლობა ჰჰქონდეს დააპროექტონ თავიანთი სისტემები ჰარმონიკებთან დაკავშირებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 280. დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ელექტრული დაცვის სქემები და დანაყენები უნდა განისაზღვროს 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც ქსელი უკავშირდება სინქრონულ ზონას. დაცვის სქემები უნდა დაპროექტდეს სისტემის შესრულების ხარისხის, ქსელის თავისებურებების, ასევე სიმძლავრის პარკის ტექნოლოგიის ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით და შეთანხმებულ იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. 2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების დაცვის და კონტროლის პრიორიტეტულობა უნდა განისაზღვროს 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც ქსელი უკავშირდება სინქრონულ ზონას და შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 281. ენერგიის ხარისხი მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ქსელზე მათი მიერთებით გამოწვეული მკვებავი ქსელის ძაბვის ცვალებადობამ ან დამახინჯებამ მიერთების წერტილში არ გადააჭარბოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით დადგენილ ზღვარს. ქსელის მომხმარებლების, მათ შორის,, და არა მხოლოდ, არსებული მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების და HVDC სისტემების აუცილებელი მონაწილეობა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებში დაუსაბუთებლად არ უნდა შეფერხდეს. ჩასატარებელი კვლევის პროცესი და ყველა მონაწილე მხარის მიერ წარმოსადგენი შესაბამისი მონაცემები, ასევე განსაზღვრული და განხორციელებული შემარბილებელი ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს მუხლი 266-ე მუხლში აღწერილ პროცესთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 282. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე გავრცელებული სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-5, მე-15 მუხლის მე-6 და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტებში, ვრცელდება ნებისმიერ მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 283. მოქმედების სფერო - მოთხოვნები მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელ სადგურებთან დაკავშირებით 248-276-ე მუხლის ჩათვლით მითითებული მოთხოვნები ვრცელდება შორ დისტანციაზე არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურზე, 284-287-ე მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 284. მოთხოვნები სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით 1. თუ გამოიყენება 50 ჰც-სგან განსხვავებული, ან კონსტრუქციიდან გამომდინარე ცვლადი სიხშირე მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების დამაკავშირებელ ქსელში, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, 248-ე მუხლი უნდა გავრცელდეს მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურზე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის ფარგლებით და დროის პერიოდებით, სისტემის თავისებურების და მე-16 დანართში მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. სიხშირულ მახასიათებელთან დაკავშირებით, მოშორებული ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელები უნდა შეთანხმდნენ სიგნალის სწრაფი გაცვლის ტექნიკურ პირობაზე 276-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ქსელის სიხშირის მიწოდება მიერთების წერტილზე სიგნალის სახით. რაც შეეხება სიმძლავრის პარკის დამაკავშირებელ HVDC სისტემას, აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის რეგულირება შეზღუდული უნდა იყოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 285. მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან და ძაბვასთან დაკავშირებით 1. ძაბვის ფარგლებთან დაკავშირებით: ა) მოშორებულ ბოლოს არსებულმა HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან და შეძლოს ოპერირება 23-ე დანართის მე-12 და მე-13 ცხრილში განსაზღვრული ძაბვის ზღვრების (ფარდობით ერთეულებში) და დროის პერიოდებში. განსაზღვრული მოქმედი ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები შერჩეულია ბაზისური 1 ფ.ე. ძაბვის საფუძველზე; ბ) ძაბვის უფრო ფართო ზღვრები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები ოპერირებისათვის შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, მე-277 მუხლის შესაბამისად; გ)ცვლად ძაბვებზე HVDC სისტემის მიერთების წერტილებთან დაკავშირებით, რომლებზეც არ ვრცელდება 23-ე დანართის მე-12 და მე-13 ცხრილებში მოცემული ფარგლები, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს მოთხოვნები მიერთების წერტილებზე; დ) 50 ჰც-სგან განსხვავებული სიხშირეების გამოყენების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეთანხმებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრული ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები უნდა იყოს 23-ე დანართის მე-12 და მე-13 ცხრილებში მითითებული მაჩვენებლების პროპორციული. 2. მოშორებული ბოლოს არსებულმა HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები მიერთების წერტილში ძაბვის მდგრადობის კუთხით რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოთხოვნები ძაბვის სხვადასხვა დონეებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს ნებისმიერი ფორმის მქონე U-Q/Pmax პროფილი იმ ზღვრებში, რომელშიც მოშორებული ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურს შეეძლება რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება HVDC სადგურის მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემის დროს. ბ) U-Q/Pmax პროფილი უნდა განსაზღვროს თითოეულმა შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. U-Q/Pmax პროფილი უნდა იყოს Q/Pmax პროფილის და 23-ე დანართის მე-14 ცხრილში მოცემული დამყარებული ძაბვის ფარგლებში, ხოლო U-Q/Pmax პროფილის საზღვრები უნდა იყოს მე-19 დანართში მითითებული ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, აღნიშნული ფარგლების განსაზღვრის დროს უნდა გაითვალისწინოს ქსელის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 286. ქსელის მახასიათებლები ქსელის მახასიათებლებთან დაკავშირებით, მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა შესაბამისი მონაცემები უნდა მიაწოდოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს 279-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 287. ენერგიის ხარისხი მოშორებულ ბოლოს არსებულმა HVDC გარდამქმნელი სადგურის მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათმა მიერთებამ ქსელზე არ გამოიწვიოს მიერთების წერტილთან მკვებავი ქსელის ძაბვის რხევების ან დამახინჯების გაზრდა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, მათთვის განსაზღვრულ დონეზე მეტად. ქსელის მომხმარებლების, მათ შორის,, და არა მხოლოდ, არსებული მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების და HVDC სისტემების აუცილებელი მონაწილეობა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებში დაუსაბუთებლად არ უნდა შეფერხდეს. ჩასატარებელი კვლევის პროცესი და ყველა მონაწილე მხარის მიერ წარმოსადგენი შესაბამისი მონაცემები, ასევე განსაზღვრული და განხორციელებული შემარბილებელი ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს 266-ე მუხლში აღწერილ პროცესთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 288. HVDC სისტემის ოპერირება 1. ოპერირებისთვის საჭირო მზომ მოწყობილობებთან დაკავშირებით, HVDC სისტემის თითოეული გარდამქმნელი ბლოკი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური კონტროლერით, რომელსაც შეუძლია მიიღოს ინსტრუქციები შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან და გადამცემი სისტემის ოპერატორისგან. ავტომატურმა კონტროლერმა უნდა შეძლოს HVDC სისტემის გარდამქმნელი ბლოკის ოპერირება კოორდინირებული გზით. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, ავტომატური კონტროლერის იერარქია თითოეული HVDC გარდამქმნელი ბლოკისთვის. 2. პირველ პუნქტში მოცემულ HVDC სისტემის ავტომატურ კონტროლერს უნდა შეეძლოს ქსელის ოპერატორთან შემდეგი ტიპის სიგნალების გაგზავნა: ა) ოპერაციული სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს: ა.ა) გაშვების სიგნალი; ა.ბ) ცვლადი და მუდმივი ძაბვის გაზომვები; ა.გ) ცვლადი და მუდმივი დენის გაზომვები; ა.დ) აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომილი სიდიდე ცვლადი ძაბვის მხარეს; ა.ე) მუდმივი ძაბვის სიმძლავრის გაზომილი სიდიდე; ა.ვ) HVDC გარდამქმნელი ბლოკის დონის ოპერირება მრავალპოლარული ტიპის HVDC გარდამქმნელში; ა.ზ) ელემენტები და ტოპოლოგიური სტატუსი; და ა.თ) FSM რეჟიმის, სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) აქტიური სიმძლავრის ფარგლები. ბ) განგაშის სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს: ბ.ა) ავარიული ბლოკირება; ბ.ბ) მკვეთრი ცვლილების ბლოკირება; ბ.გ) აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსი. 3.პირველ პუნქტში მოცემულ HVDC სისტემის ავტომატურ კონტროლერს უნდა შეეძლოს შემდეგი ტიპის სიგნალების მიღება ქსელის ოპერატორისგან: ა) ოპერაციული სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს: ა.ა) გაშვების ბრძანება; ა.ბ) აქტიური სიმძლავრის დანაყენები; ა.გ) სიხშირის რეგულირების რეჟიმის დანაყენები; ა.დ) რეაქტიული სიმძლავრის, ძაბვის ან მსგავსი დანაყენები; ა.ე) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმები; ა.ვ) სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლი; და ა.ზ) ხელოვნური ინერცია. ბ) განგაშის სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს: ბ.ა) ავარიული ბლოკირების ბრძანება; ბ.ბ) ცვლილების სიჩქარის ბლოკირების ბრძანება; ბ.გ) აქტიური სიმძლავრის გადადინების მიმართულება; ბ.დ) აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსირების ბრძანება. 4. თითოეულ სიგნალთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება ექნება განსაზღვროს მოწოდებული სიგნალის ხარისხი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 289. პარამეტრები და დანაყენები HVDC სისტემის მთავარი საკონტროლო ფუნქციების პარამეტრები და დანაყენები შეთანხმებულ უნდა იქნეს HVDC სისტემის მფლობელსა და შესაბამისი სისტემის ოპერატორს შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. პარამეტრები და დანაყენები უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტროლის ისეთი იერარქიული წესით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მათ ცვლილებას. კონტროლის მთავარ ფუნქციებში შედის მინიმუმ: ა) ხელოვნური ინერცია, შესაბამის შემთხვევაში, როგორც განსაზღვრულია 251-ე და 278-ე მუხლებში; ბ) სიხშირის რეგულირების რეჟიმები (FSM, LFSM-O, LFSM-U რეჟიმები), რომელიც მოხსენიებულია 252-254-ე მუხლებში; გ) სიხშირის რეგულირება, შესაბამის შემთხვევაში, რომელიც განსაზღვრულია 253-ე მუხლში; დ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმი, შესაბამის შემთხვევაში, როგორც ე) სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობა, მოხსენიებული 267-ე მუხლში; ვ) ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების ჩახშობის შესაძლებლობა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 290. დაზიანების ჩაწერა და მონიტორინგი 1. HVDC სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც განახორციელებს დაზიანების ჩაწერას და სისტემის დინამიკური პროცესების მონიტორინგს, თითოეული HVDC გარდამქმნელი სადგურის შემდეგი პარამეტრებისთვის: ა) ცვლადი და მუდმივი ძაბვა; ბ) ცვლადი და მუდმივი დენი; გ) აქტიური სიმძლავრე; დ) რეაქტიული სიმძლავრე; და ე) სიხშირე. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, HVDC სისტემის მიერ დასაკმაყოფილებელი კვების ხარისხის პარამეტრები, სათანადო წინასწარი შეტყობინების გაგზავნის პირობით. 3. პირველ პუნქტში მოხსენიებული დაზიანების ჩაწერის მოწყობილობის თავისებურებები, მათ შორის, ანალოგური და ციფრული არხები, პარამეტრები, მათ შორის, გაშვების კრიტერიუმები და პარამეტრების შერჩევის სიხშირე უნდა შეთანხმდეს HVDC სისტემის მფლობელს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის. 4. სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგის ყველა მოწყობილობა უნდა მოიცავდეს რხევის გამშვებ სიგნალს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, სიმძლავრის რხევის არასათანადოდ ჩახშობის გამოვლენის მიზნით. 5. მოწყობილობები კვების ხარისხის და დინამიკური პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს HVDC სისტემის მფლობელის და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის ელექტრონული წვდომის მექანიზმებს. კომუნიკაციის პროტოკოლები ჩაწერილი მონაცემებისთვის შეთანხმებულ უნდა იქნეს HVDC სისტემის მფლობელს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 291. მათემატიკური მოდელები 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უფლება აქვს მოსთხოვოს HVDC სისტემის მფლობელს მათემატიკური მოდელების წარმოდგენა, რომელიც სათანადოდ ასახავს HVDC სისტემის ქცევას, როგორც დამყარებული, ასევე დინამიკური (სიხშირის ძირითადი შემდგენი) და ელექტრომაგნიტური გარდამავალი რეჟიმის სიმულაციისას. წარსადგენი მოდელების ფორმატი, ასევე მათი სტრუქტურის და ბლოკური დიაგრამების დოკუმენტაცია უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. 2. დინამიკური სიმულაციების მიზნებისთვის წარმოდგენილი მოდელები უნდა მოიცავდეს სულ მცირე, მაგრამ არა მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ქვემოდელებს, რომელიც დამოკიდებულია შემდეგი კომპონენტების არსებობაზე: ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის მოდელები; ბ) ცვლადი ძაბვის შემდგენის მოდელები; გ) მუდმივი დენის ქსელის მოდელები; დ) ძაბვის და სიმძლავრის კონტროლერი; ე) შესაბამის შემთხვევაში, კონტროლის სპეციალური ფუნქციები, მაგალითად, სიმძლავრის რხევების ჩახშობის ფუნქცია, ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კონტროლი; ვ) შესაბამის შემთხვევაში, მრავალკვანძიანი კონტროლი; ზ) HVDC სისტემის დაცვის მოდელები, რომელიც შეთანხმებულია გადამცემი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის. 3. მოდელები უნდა დამოწმდეს HVDC სისტემის მფლობელის მიერ 304-313-ე მუხლების შესაბამისად განხორციელებული შესაბამისობის ტესტების შედეგების მიხედვით და დამოწმების ანგარიში უნდა წარედგინოს გადამცემი სისტემის ოპერატორს. აღნიშნული მოდელები გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დამოწმების მიზნით, მათ შორის,, და არა მხოლოდ, 304-313-ე მუხლებით განსაზღვრული თავსებადობის სიმულაციისა და სისტემის დაგეგმვასა და ოპერირების უწყვეტი შეფასების კვლევებში გამოყენების მიზნით. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს HVDC სისტემის ჩანაწერები მოდელების რეაქციის აღნიშნულ ჩანაწერებთან შედარების მიზნით. 5. შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს კონტროლის სისტემის ეკვივალენტური მოდელი, როდესაც ადგილი აქვს კონტროლის უარყოფით ურთიერთქმედებას, HVDC გარდამქმნელი სადგურების ელექტრულ სიახლოვეში მყოფ სხვა კავშირებისთვის. ეკვივალენტური მოდელი უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო მონაცემს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 292. ძირითადი დებულებები -ოპერატიული შეტყობინების პროცედურა მიერთებებთან დაკავშირებით 1. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უჩვენოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 248-291-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები მიერთების შესაბამისი წერტილისთვის, HVDC სისტემის მიერთებისთვის საჭირო ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით დასრულების გზით, როგორც განსაზღვრულია 293-296-ე მუხლებით. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ოპერატიული შეტყობინების პროცედურის ნებისმიერი დეტალური დებულება და მისი დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს. 3. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა თითოეული ახალი HVDC სისტემის მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიულ შეტყობინებას (EON); ბ) შუალედურ ოპერატიულ შეტყობინებას (ION); და გ) საბოლოო ოპერატიულ შეტყობინებას (FON). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 293. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) HVDC სისტემებთან დაკავშირებით 1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) HVDC სისტემის მფლობელს უფლებას ანიჭებს მოახდინოს საკუთარი შიდა ქსელის და საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება და მათი ქსელზე მიერთება განსაზღვრულ მიერთების წერტილში. 2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, მომზადების დასრულების და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამის ოპერაციულ პროცედურებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების გათვალისწინებით. არსებული მომზადება უნდა მოიცავდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის მიერთების წერტილთან დაკავშირებით დაცვის და კონტროლის პარამეტრების შესახებ შეთანხმებებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 294. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) HVDC სისტემებთან დაკავშირებით 1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) HVDC სისტემის მფლობელს ან გარდამქმნელი ბლოკის მფლობელს ანიჭებს HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის ოპერირების უფლებას, ქსელთან კავშირის გამოყენების გზით, შეზღუდული დროით. 2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, მონაცემების და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ. 3. მონაცემების და კვლევის განხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელისგან შემდეგი: ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; ბ) HVDC სისტემის დეტალური ტექნიკური მონაცემები ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელსაც განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. გ) HVDC სისტემების ან HVDC გარდამქმნელი ბლოკების მოწყობილობის სერტიფიკატები, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისობის მტკიცებულების ნაწილის სახით; დ) მათემატიკური მოდელები ან ზუსტი კონტროლის სისტემის ასლი, როგორც განსაზღვრულია 291-ე მუხლით და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით; ე) კვლევები, რომლებიც ასახავს მოსალოდნელ დამყარებულ რეჟიმს და დინამიურ შესრულების ხარისხს, როგორც მოთხოვნილია 248-291-ე მუხლების შესაბამისად; ვ) შესაბამისობის განსაზღვრული ტესტების დეტალები 309-ე მუხლის შესაბამისად; ზ) შესაბამისობის დასკვნითი ტესტების განსაზღვრული პრაქტიკული მეთოდის დეტალები 304-313-ე მუხლების თანახმად. 4. მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეთხვევების გარდა, HVDC სისტემის მფლობელის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელისთვის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის მაქსიმალური პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ოცდაოთხ თვეს. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების უფრო ხანმოკლე ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) მოქმედების ვადა უნდა ეცნობოს კომისიას, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ HVDC სისტემის მფლობელი აჩვენებს არსებით პროგრესს სრული შესაბამისობის მიმართულებით. შუალედური ოპერატიული შეტყობინების გაგრძელების დროს გარკვევით უნდა განისაზღვროს გადაუჭრელი საკითხები. 5. HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის ოცდაოთხთვიანი პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს 314-320-ე მუხლებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში. ეს მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ოცდაოთხთვიანი ვადის ამოწურვამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 295. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) HVDC სისტემებთან დაკავშირებით 1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) HVDC სისტემის მფლობელს ანიჭებს HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკების ექსპლუატაციის უფლებას, ქსელთან მიერთების წერტილების გამოყენებით. 2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, შუალედური ოპერატიული შეტყობინების სტატუსის მიზნით გამოვლენილი ყველა შეუსაბამობის წინასწარი აღმოფხვრის და მონაცემებისა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შედეგად. 3. მონაცემების და კვლევის განხილვის დასრულების პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი: ა) შესაბამისობის დეტალური განცხადება; და ბ) მოქმედი ტექნიკური მონაცემების, მათემატიკური მოდელების კონტროლის არსებული სისტემის ზუსტი ასლის და კვლევების განახლებები, რომელიც მითითებულია 294-ე მუხლში, მათ შორის, გამოცდების განმავლობაში ფაქტობრივად გაზომილი სიდიდეების გამოყენება. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემის მიზნით, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, გადავადება გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, 316-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, თუ HVDC სისტემა შეესაბამება გადავადების დებულებებს. გადავადების მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება ექნება უარი განაცხადოს იმ HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკების ექსპლუატაციაზე, რომლის მფლობელის მოთხოვნა გადავადების შესახებ უარყოფილ იქნა, სანამ HVDC სისტემის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ მიიჩნევს, რომ HVDC სისტემა შეესაბამება ამ თავის დებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი და HVDC სისტემის მფლობელი ვერ გადაჭრიან შეუსაბამობის საკითხებს გონივრულ ვადაში, ნებისმიერ შემთხვევაში, გადავადების მოთხოვნაზე უარყოფის შეტყობინების მიღების შემდეგ არაუგვიანეს ექვსი თვის გასვლისას, თითოეულ მხარეს შეუძლია საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმართოს კომისიას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 296. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) HVDC სისტემებთან/გადავადებებთან დაკავშირებით 1. HVDC სისტემის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობონ შესაბამისი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებებისას: ა) HVDC სისტემა დროებით ექვემდებარება მნიშვნელოვან ცვლილებას ან შესაძლებლობის დაკარგვას, მის შესრულების ხარისხზე ზემოქმედი ერთი ან რამდენიმე მოდიფიკაციის განხორციელების გამო; ან ბ) მოწყობილობის დაზიანების გამო შესაბამისი ზოგიერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 2. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუკი მისი გონივრული მოლოდინით პირველ პუნქტში აღწერილი გარემოებები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს. 3. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით: ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას. ბ) პასუხისმგებლობები და გადაწყვეტების მოსალოდნელი ვადები; და გ) შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. მოქმედების თავდაპირველად გაცემული ვადა შესაძლოა იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომ მიღწეული იქნა არსებითი პროგრესი სრული შესაბამისობის მიღწევის თვალსაზრისით. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) შესაძლოა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის განმავლობაში იმ სუბიექტების მიმართ, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON). 5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის შემდგომი გაგრძელების უფლება შესაძლოა გაიცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ზემოთხსენებული ვადის ამოწურვამდე, 316-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად. 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია უარი განაცხადოს HVDC სისტემის ექსპლუატაციაზე, თუ შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) შეწყდება და მისი გაცემის გამომწვევი გარემოებები რჩება აღმოუფხვრელი. ასეთ შემთხვევაში საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) ავტომატურად დაკარგავს ძალას. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გასცემს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდის გახანგრძლივებას მე-5 პუნქტის შესაბამისად, ან თუ უარს აცხადებს HVDC სისტემის ექსპლუატაციის ნებართვაზე იმ შემთხვევაში, როცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) აღარ არის ძალაში მე-6 პუნქტის შესაბამისად, HVDC სისტემის მფლობელს შეუძლია მიმართოს ამ საკითხის გადასაწყვეტად კომისიას, შესაბამისი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილების შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 297. ძირითადი დებულებები - ახალი მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მიერთება 1. ეს თავი ეხება მხოლოდ მუდმივ დენზე მიერთებულ ახალ სიმძლავრის პარკებს. 2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უჩვენოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 275-287-ე მუხლებში მოცემულ შესაბამის მიერთების წერტილთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით განხორციელების გზით მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მიერთებისთვის, 298-303-ე მუხლების შესაბამისად. 3. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ოპერატიული შეტყობინების პროცედურის დამატებითი დეტალები. 4. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა მუდმივი დენზე მიერთებული ახალი სიმძლავრის პარკების მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON); ბ) შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION); და გ) საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 298. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თავისი შიდა ქსელის და საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება, ქსელთან მიერთების გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება მიერთების წერტილით. 2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მისი და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის მიერთების წერტილთან დაკავშირებული დაცვების და კონტროლის პარამეტრების შესახებ შეთანხმების მომზადების დასრულების საფუძველზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 299. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ანიჭებს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციის და სიმძლავრის გენერაციის უფლებას, ქსელთან მიერთების გამოყენებით, შეზღუდული ვადით. 2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, მონაცემების და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ. 3. მონაცემების და კვლევის განხილვასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი: ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; ბ) მუდმივ დენზე მიერთებული პარკის დეტალური ტექნიკური მონაცემები ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელსაც განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. გ) მუდმივ დენზე მიერთებული პარკის მოწყობილობის სერტიფიკატები, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისობის მტკიცებულების ნაწილის სახით; დ) მათემატიკური მოდელები, როგორც განსაზღვრულია 291-ე მუხლში და მოთხოვნილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად; ე) კვლევები, რომლებიც ასახავს მოსალოდნელ დამყარებულ რეჟიმს და დინამიურ შესრულების ხარისხს, როგორც მოთხოვნილია 275-287-ე მუხლებით; ვ) შესაბამისობის განსაზღვრული ტესტების დეტალები 310-ე მუხლის შესაბამისად; 4. მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მუდმივ დენზე მიერთებული პარკის მფლობელის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის მაქსიმალური პერიოდი არ აღემატება ოცდაოთხ თვეს. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების უფრო ხანმოკლე ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) მოქმედების ვადა უნდა ეცნობოს კომისიას, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი აჩვენებს არსებით პროგრესს სრული შესაბამისობის მიმართულებით. შუალედური ოპერატიული შეტყობინების გაგრძელების დროს გარკვევით უნდა განისაზღვროს გადაუჭრელი საკითხები. 5. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის ოცდაოთხთვიანი პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს, 314-320-ე მუხლებით მოცემული პროცედურის შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 300. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ანიჭებს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციის უფლებას, ქსელთან მიერთების წერტილების გამოყენებით. 2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, შუალედური ოპერატიული შეტყობინების სტატუსის მიზნით გამოვლენილი ყველა შეუსაბამობის წინასწარი აღმოფხვრის და მონაცემებისა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შედეგად ამ თავის შესაბამისად. 3. მონაცემების და კვლევის განხილვის დასრულების პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი: ა) შესაბამისობის დეტალური განცხადება; და ბ) მოქმედი ტექნიკური მონაცემების, მათემატიკური მოდელების და კვლევების განახლებები, რომელიც მითითებულია 299-ე მუხლის მე-3 პუნქტში, მათ შორის, გამოცდების განმავლობაში ფაქტობრივად გაზომილი სიდიდეების გამოყენება. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემის მიზნით, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, გადავადება გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის, 314-320-ე მუხლებში მოცემული გადავადების პროცედურის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი შეესაბამება გადავადების დებულებებს. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციაზე, რომლის მფლობელის მოთხოვნა გადავადების შესახებ უარყოფილ იქნა, სანამ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ ჩათვლის, რომ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი თავსებადია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 301. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით 1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობონ შესაბამისი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებებისას: ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი დროებით ექვემდებარება მნიშვნელოვან ცვლილებას ან შესაძლებლობის დაკარგვას, მის შესრულების ხარისხზე ზემოქმედი ერთი ან რამდენიმე მოდიფიკაციის განხორციელების გამო; ან ბ) მოწყობილობის დაზიანების გამო შესაბამისი ზოგიერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუკი პირველ პუნქტში აღწერილი გარემოებები, მისი გონივრული მოლოდინით, გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს. 3. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით: ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას. ბ) პასუხისმგებლობები და გადაწყვეტების მოსალოდნელი ვადები; და გ) შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. მოქმედების თავდაპირველი გაცემული ვადა შესაძლოა იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომ მიღწეული იქნა არსებითი პროგრესი სრული შესაბამისობის მიღწევის თვალსაზრისით. 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) შესაძლოა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის განმავლობაში იმ სუბიექტების მიმართ, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON). 5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის შემდგომი გაგრძელების უფლება შესაძლოა გაიცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ზემოთხსენებული ვადის ამოწურვამდე, 314-320-ე მუხლებში აღწერილი გადავადების პროცედურის თანახმად. 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია უარი განაცხადოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციაზე, თუ შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) შეწყდება და მისი გაცემის გამომწვევი გარემოებები რჩება აღმოუფხვრელი. ასეთ შემთხვევაში საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) ავტომატურად კარგავს ძალას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 302. არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე მოთხოვნების გავრცელებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლიანობის იდენტიფიკაცია 1. არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე ამ წესებით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნის გავრცელებამდე 241-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარჯების და სარგებლიანობის ხარისხობრივი შედარება, რომელიც უკავშირდება განსახილველ მოთხოვნას. არსებული შედარება უნდა ითვალისწინებდეს ქსელზე დაფუძნებულ ან ბაზარზე დაფუძნებულ ხელმისაწვდომ ალტერნატივებს. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია გადავიდეს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზის ჩატარებაზე მე-2-დან მე-5 პუნქტამდე მოცემული პროცედურის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი შედარებისას შესაძლო სარგებელი აღემატება შესაძლო ხარჯს. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ხარჯი მაღალია ან სარგებელი დაბალი, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან აღარ არსებობს რაოდენობრივი ანალიზის ჩატარების საჭიროება. 2. პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა ჩაატაროს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი იმ ნებისმიერი მოთხოვნისა, რომლის გავრცელებაც ივარაუდება არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე, რომელთაც აჩვენეს პოტენციური სარგებელი პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად. 3. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შეაჯამებს შედეგებს ანგარიშში, რომლებიც უნდა: ა) მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და რეკომენდაციებს შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით; ბ) მოიცავდეს შეთავაზებას გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც საჭიროა HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე მოთხოვნების გასავრცელებლად. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს კომისიის გადაწყვეტილების დღიდან. გ) იყოს საჯარო განხილვების საგანი, 245-ე მუხლის შესაბამისად. 4. საჯარო კონსულტაციების დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს კონსულტაციის შედეგებს და შეთავაზებას არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე მოთხოვნების გავრცელების თაობაზე. ეს მოხსენება და შეთავაზება უნდა ეცნობოს კომისიას და HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს, ან საჭიროების შემთხვევაში მისი შინაარსის შესახებ უნდა ეცნობოს მესამე მხარეს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სემეკისთვის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგს: ა) ოპერატიული შეტყობინების პროცედურას არსებული HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ მოთხოვნების შესრულების დემონსტრირების მიზნით. ბ) გარდამავალ პერიოდს მოთხოვნების შესრულებისთვის, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის კატეგორიას და ნებისმიერ მთავარ დაბრკოლებას მოწყობილობების მოდიფიცირება/გადაიარაღების ეფექტურად განხორციელების კუთხით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 303. ხარჯ - სარგებლიანობის ანალიზის პრინციპები 1. HVDC სისტემების მფლობელებმა, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მფლობელებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში, რომელიც ჩატარებულია 302-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად და წარმოადგინონ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები ამ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მომზადების მიზნით, აფასებენ რა 316-ე მუხლის შესაბამის მოსალოდნელ გადავადებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში და წარმოადგინონ HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული შესაბამისი HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელთან ან პერსპექტიულ მფლობელთან. 2. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ პრინციპებს: (ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა მათ მიერ ჩატარებული ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა დააფუძნონ ქვემოთ მოცემულ ერთ ან მეტ საანგარიშო პრინციპს: ა.ა) წმინდა დისკონტირებული ღირებულება; ა.ბ) ამონაგები ინვესტიციაზე; ა.გ) უკუგების განაკვეთი; და ა.დ) ნულოვან მოგებაზე გასვლის დრო. (ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი ელექტრომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უნდა მოიცავდეს მინიმუმ: ბ.ა) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ალბათობის შემცირებას მოდიფიკაციის შემდგომ ტლიან საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში; ბ.ბ) ელექტროენერგიის მიწოდების ამგვარი შეწყვეტის ალბათობას და ხანგრძლივობას; და ბ.გ) ელექტროენერგიის მიწოდების ამგვარი შეწყვეტის სოციალურ საათობრივ ღირებულებას; (გ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა რაოდენობრივად უნდა შეაფასონ ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობაში და განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი, რომელიც მოიცავს მინიმუმ: გ.ა) აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელს; გ.ბ) საბალანსო რეზერვებს; გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას; გ.დ) გადატვირთვის მართვას; და გ.ე) სისტემის დაცვის ღონისძიებებს. (დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს წესების გავრცელების ხარჯები არსებულ HVDC სისტემებზე ან მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე, მათ შორის, მინიმუმ: დ.ა) პირდაპირი ხარჯები მოთხოვნების შესრულებაზე; დ.ბ) ალტერნატიული ხარჯები; და/ან დ.გ) მომსახურებასა და ექსპლუატაციაში ცვლილებებით გამოწვეული ხარჯები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 304. საერთო დებულებები შესაბამისობის ტესტირებისთვის 1. HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკების შესრულების ხარისხის ტესტირების მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების ჩვენება. 2. შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია ამ თავით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს: ა) ნება მისცეს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული გამოცდები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები უფრო ეფექტური და საკმარისი იქნება HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის ჩვენებისთვის; ბ) მოთხოვოს HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული გამოცდები, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურების მფლობელების მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 304-313-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებით, არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის საჩვენებლად; და 3. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი პასუხისმგებელი არის განახორციელოს შემოწმებები 304-ე-313-ე მუხლებში მითითებული პირობების შესაბამისად. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს და დაუსაბუთებლად არ შეაფერხოს ტესტირებების ჩატარება. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისობის ტესტირებაში ადგილზე ან დისტანციურად, სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრიდან. ამ მიზნით, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ყველა შესაბამისი ტესტირების სიგნალის და გაზომვების ჩაწერისთვის, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის აუცილებელი წარმომადგენელი იმყოფებოდეს ადგილზე ტესტირების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიგნალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ტესტირებებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს სურს გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა შესრულების ხარისხის ჩასაწერად. შესაბამისი სისტემის ოპერატორს აქვს ერთპიროვნული უფლება ტესტირებაში მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 305. საერთო დებულებები შესაბამისობის სიმულაციის შესახებ 1. HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების შესრულების ხარისხის სიმულაციის მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების ჩვენება. 2. შესაბამისობის სიმულაციისთვის ამ წესებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა: ა) ნება მისცეს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული სიმულაციები, იმ პირობით, რომ ასეთი სიმულაციები ეფექტური და საკმარისი იქნება HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამ თავის მოთხოვნებთან ან ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ჩვენებისთვის; ბ) მოთხოვოს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული სიმულაციები იმ შემთხვევებში, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 304-313-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის სიმულაციასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის საჩვენებლად. 3. ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის ჩვენების მიზნით, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს სიმულაციის შედეგები ანგარიშების სახით HVDC სისტემაში და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკში შემავალი თითოეული ინდივიდუალური HVDC სისტემისთვის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს დამოწმებული მოდელი მოცემული HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის. მოდელების შემცველობა აღწერილია 275-ე და 291-ე მუხლში. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს შეამოწმოს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაბამისობა ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის სიმულაციების ჩატარებით, რომელიც დაფუძნებული იქნება მოწოდებული სიმულაციის ანგარიშებზე, იმიტაციურ და შესაბამისობის ტესტის გაზომვებზე. 5. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს უნდა მიაწოდოს ტექნიკური მონაცემები და ქსელის მოდელი, დეტალიზაციის იმ დონით, რაც საჭიროა 304-313-ე მუხლებით მოთხოვნილი სიმულაციის ჩასატარებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 306. HVDC სისტემის მფლობელის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC სისტემა და HVDC გარდამქმნელი სადგურები შეესაბამებოდეს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისობა შენარჩუნებული უნდა იყოს მოწყობილობის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. 2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სიმძლავრის პარკი შეესაბამებოდეს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისობა შენარჩუნებული უნდა იყოს მოწყობილობის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. 3. HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობების დაგეგმილი მოდიფიკაციების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ამ წესებში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, HVDC სისტემის მფლობელმა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა, ზემოთხსენებული პროცესის დაწყებამდე, აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 4. HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის სამუშაო რეჟიმის ნებისმიერი საექსპლუატაციო შემთხვევის ან დაზიანების თაობაზე, რომელიც გავლენას ახდენს ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, HVDC სისტემის მფლობელმა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაყოვნების გარეშე ამგვარი ინციდენტის დადგომის შემდეგ. 5. ნებისმიერი გათვალისწინებული ტესტირების განრიგი და პროცედურა, HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამოწმების მიზნით, HVDC სისტემის მფლობელმა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს დროულად და მათ დაწყებამდე დაამტკიცოს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ტესტში და ჩაიწეროს HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესრულების ხარისხის მაჩვენებელი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 307. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ამოცანები 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა რეგულარულად უნდა შეაფასოს HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაბამისობა აღნიშული ქსელით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ზემოთხსენებული ელემენტების მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული შეფასების შედეგების შესახებ. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა განახორციელონ შესაბამისობის ტესტები და სიმულაციები არა მხოლოდ ოპერატიული შეტყობინების პროცედურების განმავლობაში 292-ე-302-ე მუხლების შესაბამისად, არამედ სისტემატიურად, HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, განსაზღვრული განმეორებითი ტესტირებების და განსაზღვრული სიმულაციების გეგმის ან ძირითადი სქემის შესაბამისად ან ნებისმიერი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის, მოდიფიკაციის ან შეცვლის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაბამისობაზე ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. HVDC სისტემის მფლობელი ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისობის ტესტების და სიმულაციების შესახებ. 3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის და დოკუმენტების ჩამონათვალი, ასევე მათ მიერ შესასრულებელი მოთხოვნები შესაბამისობის პროცესის ფარგლებში. კერძოდ ასეთი ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას, დოკუმენტებს და მოთხოვნებს: (ა) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ყველა დოკუმენტაცია და სერტიფიკატები; (ბ) HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტექნიკური მონაცემების დეტალები ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით; (გ) დამყარებული რეჟიმის და სისტემის დინამიკური მდგრადობის კვლევებისთვის საჭირო მოდელებთან დაკავშირებული მოთხოვნები; (დ) კვლევების შესრულებისთვის საჭირო სისტემის მონაცემების მოწოდების გრაფიკი; (ე) კვლევები HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ მოსალოდნელი დამყარებული და დინამიკური რეჟიმის შესრულების ხარისხის საჩვენებლად, 248-ე-291-ე მუხლებით მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; (ვ) პირობები და პროცედურები, მათ შორის, მოწყობილობის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზანი; და (ზ) პირობები და პროცედურები, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ მოწყობილობის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისთვის და სისტემის ოპერატორისთვის პასუხისმგებლობების განაწილება შესაბამისობის ტესტირების, სიმულაციის და მონიტორინგის პროცესში. 5. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს შესაბამისობის მონიტორინგის ჩატარების ვალდებულება მესამე მხარეებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ თავის 247-ე მუხლის შესრულება, შესაბამისი კონფიდენციალობის შესაბამისი ვალდებულებებით უფლებამოსილ პირისგან. 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინება, რომელიც აღწერილია 292-ე-302-ე მუხლებში, თუ შესაბამისობის ტესტირებები ან სიმულაციები შეუძლებელი იქნება შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, იმ მიზეზების გამო, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ერთპიროვნულ კონტროლს. 7. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს შესაბამისობის ტესტირების და სიმულაციის შედეგები, რომელიც მითითებულია ამ თავში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 308. შესაბამისობის ტესტირებები HVDC სისტემებთან დაკავშირებით 1. მოწყობილობის სერტიფიკატი გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებული ტესტების ნაცვლად, იმ პირობით, რომ ისინი წარედგინება შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის ტექნიკური შესაძლებლობა 257-ე მუხლის შესაბამისად. ბ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტი უნდა ჩატარდეს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში და შემდეგი პარამეტრების დამოწმების გათვალისწინებით: ბ.ა) მუშაობა აქტიური სიმძლავრის მინიმალურ გადაცემაზე; ბ.ბ) მუშაობა აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ გადაცემაზე; და ბ.გ) მუშაობა აქტიური სიმძლავრის დანაყენზე, რომელიც არის მოქცეული აქტიური სიმძლავრის მინიმალურ და მაქსიმალურ გადაცემას შორის. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: გ.ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური მუშაობს არანაკლებ 1 საათის განმავლობაში მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე, მოხმარების და გენერაციის რეჟიმში თითოეულ პარამეტრში, როგორც მითითებულია „ბ“ ქვეპუნქტში; გ.ბ) HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური ავლენს შესაძლებლობას შეცვალოს რეაქტიული სიმძლავრის ნებისმიერი დანაყენი რეაქტიული სიმძლავრის განსაზღვრულ ფარგლებში რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის შესაბამისი სქემის შესრულების ხარისხის სამიზნე მაჩვენებლის დაცვით ; და გ.გ) ადგილი არ აქვს დაცვის რაიმე ქმედებას რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით დადგენილ საოპერაციო ზღვრებში მუშაობისას. 3. ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს ძაბვის კონტროლის რეჟიმში 259-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება ქვემოთ მოცემული პარამეტრების დამოწმებასთან დაკავშირებით: ბ.ა) ძაბვის რეგულატორის სტატიკური მახასიათებლის სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა; ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; ბ.გ) რეგულირების უგრძნობლობა; და ბ.დ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი: გ.ა) რეგულირების დიაპაზონი, რეგულირებადი სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა შეესაბამება შეთანხმებულ და დადგენილ მახასიათებელ პარამეტრებს, 259-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ.ბ) ძაბვის კონტროლის უგრძნობლობის დიაპაზონი არ აღემატება 0.01 ფ.ე.-ს, 259-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისშესაბამისად; გ.გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, მიღწეული იქნა 90 %-იანი ცვლილება რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებაში 259-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული დროების და დაშვებების ფარგლებში. 4. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმში 259-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი უნდა ჩატარდეს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტზე დამატებით. გ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების დამოწმებასთან დაკავშირებით: გ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური; გ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო. დ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: დ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 259-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; და დ.ბ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 250-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირობებს. 5. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმში 259-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების დამოწმებასთან დაკავშირებით: ბ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი; ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის საპასუხო რეაქცია აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივ ცვლილებაზე. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: გ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 259-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; და გ.ბ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად არ აღემატება 259-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს; და გ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 259-ე მუხლის მე-5 პუნქტის მითითებულ სიდიდეს. 6. FSM რეჟიმის საპასუხო რეაქციის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა, სრულ სამუშაო დიაპაზონში აქტიური სიმძლავრის გადაცემის მაქსიმალურ და მინიმალურ შესაძლებლობას შორის, სიხშირის კონტროლში მონაწილეობის მისაღებად სისტემაში და უნდა დაამოწმოს რეგულირების დამყარებული რეჟიმის პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, მედეგობა სიხშირის როგორც საფეხურებრივი, ასევე მისი დიდ ფარგლებში და სწრაფი ცვლილებისას. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიხშირის საფეხურებრივი და მკვეთრი ცვლილების გზით, რომელიც იმდენად დიდია, რომ მოახდინოს სიხშირის რეგულირებაში მონაწილე მთელი აქტიური სიმძლავრის მინიმუმ 10%-ის აქტივაცია, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების, მკვდარი ზონის გათვალისწინებით. სიხშირის გადახრის სიმულაციური სიგნალები შეყვანილი უნდა იქნეს HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის კონტროლერში. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა: გ.ა) სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების პასუხად, სიხშირის რეგულირებაში მონაწილე სრული აქტიური სიმძლავრის აქტივაციის დრო არ უნდა იყოს მე-17 დანართით განსაზღვრულზე მეტი; გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებელის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს; გ.გ) თავდაპირველი დაყოვნების დრო შეესაბამება დანართი მე-17 დანართით განსაზღვრულს; გ.დ) სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები ხელმისაწვდომია მე-17 დანართში განსაზღვრულ ფარგლებში და მკვდარი ზონა (ზღვრები) არ აღემატება ამ წესებით დადგენილ სიდიდეს; და გ.ე) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების უგრძნობლობა ნებისმიერ შესაბამის საოპერაციო წერტილზე არ აღემატება მე-17 დანართში განსაზღვრულ მოთხოვნებს. 7. LFSM-O რეჟიმის საპასუხო რეაქციის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად, სისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში და უნდა დაამოწმოს რეგულირების დამყარებული რეჟიმის პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლები. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიხშირის საფეხურებისა და მკვეთრი ცვლილების სიმულაციით, რომელიც იმდენად დიდია, რომ მოახდინოს სიხშირის რეგულირებაში მონაწილე მთელი აქტიური სიმძლავრის მინიმუმ 10%-ის აქტივაცია, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. სიხშირის გადახრების სიმულაციური სიგნალები ერთდროულად უნდა იქნეს შეყვანილი HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის კონტროლერში. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა: გ.ა) ტესტის შედეგი როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის შეესაბამება მე-17 დანართში მითითებულ მოთხოვნებს; და გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს. 8. LFSM-U რეჟიმის რეაქციის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა HVDC სისტემით აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ გადაცემის უნარზე ქვემოთ არსებულ საოპერაციო წერტილებზე სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად, სისტემაში სიხშირის დიდი შემცირების შემთხვევაში. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიმულაციით აქტიური სიმძლავრის შესაბამის დატვირთვის წერტილებზე დაბალი სიხშირის საფეხურებით და დახრილობებით, რომელიც იმდენად დიდია, რომ მოახდინოს სიხშირის რეგულირებაში მონაწილე აქტიური სიმძლავრის სრული საოპერაციო დიაპაზონის მინიმუმ 10%-ის აქტივაცია, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. სიხშირის გადახრის სიმულაციური სიგნალები უნდა იქნეს შეყვანილი HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის კონტროლერში. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა: გ.ა) ტესტის შედეგი როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის შეესაბამება მე-17 დანართში მითითებულ მოთხოვნებს; და გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს. 9. აქტიური სიმძლავრის კონტროლის უნარის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა სრულ სამუშაო დიაპაზონში 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ხელით მართვის და ავტომატურ რეჟიმში მართვის ინსტრუქციების შესაბამისად. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა: გ.ა) HVDC სისტემა გამოავლენს მუშაობის მდგრად რეჟიმს. გ.ბ) აქტიური სიმძლავრის რეგულირების დრო ნაკლებია 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ დაყოვნებაზე. გ.გ) გამოვლინდება HVDC სისტემის დინამიკური რეაქცია ინსტრუქციების მიღებისას, რეზერვების გაცვლის ან განაწილების მიზნით ან უბალანსობის სალდირების პროცესში მონაწილეობისთვის, თუკი ნაჩვენები იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული სერვისების კუთხით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობა. 10. სწრაფი ცვლილების სიჩქარის მოდიფიცირების ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა დაარეგულიროს სიმძლავრის სწრაფი ცვლილების სიჩქარე 250-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სიმძლავრის სწრაფი ცვლილების მოდიფიკაციების ინსტრუქციების გაგზავნის საფუძველზე. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა: გ.ა) სწრაფი ცვლილების სიჩქარე რეგულირებადია; გ.ბ) HVDC სისტემა გამოავლენს მუშაობის მდგრად რეჟიმს სიმძლავრის სწრაფი ცვლილების პერიოდებში. 11. ნულიდან გაშვების ტესტთან დაკავშირებით, შესაბამის შემთხვევაში: ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა დისტანციურად მოახდინოს მასთან დაკავშირებული ცვლადი დენის ქვესადგურის სალტის ძაბვის ქვეშ დაყენება, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში, 274 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს იმ პირობებში, როდესაც HVDC სისტემა გაეშვება გათიშვის შემდეგ. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა: გ.ა) HVDC სისტემა გამოავლენს შესაძლებლობას დისტანციურად მოახდინოს მასთან დაკავშირებული ცვლადი დენის-ქვესადგურის სალტის ძაბვის ქვეშ დაყენება; გ.ბ) HVDC სისტემა ოპერირებს მდგრადი სამუშაო წერტილიდან შეთანხმებული სიმძლავრით 274 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 309. შესაბამისობის შემოწმების ტესტები მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან და მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელ ბლოკებთან დაკავშირებით. 1. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის ტექნიკური შესაძლებლობა 277-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტი უნდა ჩატარდეს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში, შემდეგი პარამეტრების შემოწმების გათვალისწინებით: ბ.ა) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 60%-ს ზემოთ 30 წუთის განმავლობაში; ბ.ბ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 30 – 50 %-ის ფარგლებში 30 წუთის განმავლობაში; და ბ.გ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 10 – 20 %-ის ფარგლებში 60 წუთის განმავლობაში. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი: გ.ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი მუშაობს მოთხოვნილზე არანაკლები დროის განმავლობაში მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თითოეული პარამეტრით; გ.ბ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი ავლენს რეაქტიული სიმძლავრის სიდიდის ნებისმიერ სამიზნე მაჩვენებლამდე შეცვლის შესაძლებლობას შეთანხმებული ან განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონში, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის შესაბამისი სქემის შესრულების ხარისხის განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებში; და გ.გ) რელეური დაცვის არანაირი ქმედება არ ხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით განსაზღვრულ საოპერაციო ზღვრების ფარგლებში. 3. მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობას 285-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ბ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი: ბ.ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური მუშაობს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში არანაკლებ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ პირობებში: ბ.ა.ა) მინიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემა; ბ.ა.ბ) მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემა; და ბ.აგ) მუშაობა აქტიური სიმძლავრის გადაცემის სამუშაო წერტილით, რომელიც მდებარეობს მაქსიმალურ და მინიმალურ დიაპაზონებს შორის. ბ.ბ) ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური ავლენს შესაძლებლობას შეცვალოს რეაქტიული სიმძლავრის ნებისმიერი დანაყენი რეაქტიული სიმძლავრის შეთანხმებულ ან განსაზღვრულ დიაპაზონში, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის შესაბამისი სქემის განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებში; და ბ.გ) დაცვის არანაირი ქმედება არ ხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით განსაზღვრული საოპერაციო ზღვრების ფარგლებში. 4. ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა რომელიც გულისხმობს მუშაობას ძაბვის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებში. ბ) ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება ქვემოთ მოცემული პარამეტრების შემოწმებასთან დაკავშირებით: ბ.ა) ძაბვის რეგულატორის სტატიკური მახასიათებლის სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა; ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; ბ.გ) რეგულირების უგრძნობლობა; და ბ.დ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი: გ.ა) რეგულირების დიაპაზონი, რეგულირებადი სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა შეესაბამება შეთანხმებულ და დადგენილ მახასიათებელ პარამეტრებს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ.ბ) ძაბვის კონტროლის უგრძნობლობის დიაპაზონი არ აღემატება 0.01 ფ.ე.-ს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ.გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, 90 %-იანი ცვლილება რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებაში მიღწეულია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროების და დაშვებების ფარგლებში. 5. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით მითითებულ პირობებში. ბ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი უნდა ჩატარდეს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტზე დამატებით. გ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შესამოწმებლად: გ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური; გ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო. დ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: დ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ.ბ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მითითებულ პირობებს. 6. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტით მითითებულ პირობებში. ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შემოწმებასთან დაკავშირებით: ბ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი; ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის მახასიათებელი აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივ ცვლილებაზე. გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: გ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ.ბ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად არ აღემატება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მითითებულ სიდიდეს. 7. 241-ე, 242-ე და 243-ე მუხლში დადგენილ ტესტებთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია კონტროლის სამი ვარიანტიდან ტესტირებისთვის შეარჩიოს მხოლოდ ორი. 8. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის LFSM-O რეჟიმის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 9. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის LFSM-U რეჟიმის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 159-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 10. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის აქტიური სიმძლავრის კონტროლის უნართან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 11. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის FSM რეჟიმის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 159-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 12. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის სიხშირის აღდგენის კონტროლთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 13. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის სწრაფი სიგნალის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები წარმატებულად ჩაითვლება, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი შეძლებს გამოავლინოს რეაქცია 273-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროის ფარგლებში. 14. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტესტებთან დაკავშირებით, როდესაც ცვლადი დენის შემკრები ქსელი არ არის 50 ჰც ნომინალურ სიხშირეზე, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს უნდა შეუთანხმოს ჩასატარებელი შესაბამისობის ტესტები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 310. შესაბამისობის სიმულაციები HVDC სისტემებთან დაკავშირებით 1. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული სიმულაციების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი წარდგენილი იქნება შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის. 2. სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელმა ან გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა უნდა მოახდინოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაცია 256-ე მუხლში გათვალისწინებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება 256-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა მოახდინოს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაცია 259-ე მუხლში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება 262-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 4. დაზიანების შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა მოახდინოს ავარიის შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაცია 263-ე მუხლში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება 263-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 5. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელმა ან გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა უნდა განახორციელოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობის სიმულაცია 257-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა: ბ.ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან გარდამქმნელი სადგურის მათემატიკური მოდელი შემოწმდება რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისობის ტესტებთან მიმართებაში, როგორც მითითებულია 308-ე მუხლში; და ბ.ბ) თუ დადასტურდება 257-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 6. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა გამოავლინოს კონტროლის სისტემის შესაძლებლობა (POD ფუნქცია) მოახდინოს სიმძლავრის რხევების ჩახშობა 267-ე მუხლში მითითებულ პირობებში. ბ) რეგულირების შედეგად, HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის მახასიათებლის და POD (სიმძლავრის რხევების ჩახშობის) ფუნქციის კომბინაციამ უნდა განაპირობოს რხევების ჩახშობის გაუმჯობესება, POD ფუნქციის გარეშე აქტიური სიმძლავრის მახასიათებელის გამოყენების შემთხვევასთან შედარებით; გ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: გ.ა) POD ფუნქცია ახშობს HVDC სისტემის არსებულ სიმძლავრის რხევებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის დიაპაზონის ფარგლებში. ეს დიაპაზონი უნდა მოიცავდეს HVDC სისტემის ავტონომიური რეჟიმის სიხშირეს და ქსელის მოსალოდნელ რხევებს; და გ.ბ) HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გადაცემის ცვლილება, როგორც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, არ იწვევს მდგრად/უწყვეტ რხევებს HVDC სისტემის აქტიურ ან რეაქტიულ სიმძლავრეში. 7. აქტიური სიმძლავრის მოდიფიკაციის სიმულაციასთან დაკავშირებით, შეშფოთების შემთხვევაში: ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა განახორციელოს აქტიური სიმძლავრის სწრაფი ცვლილების შესაძლებლობის სიმულაცია, 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ბ.ა) HVDC სისტემა სტაბილურად მუშაობს აქტიური სიმძლავრის ცვლილების წინასწარ განსაზღვრული თანამიმდევრობისას; ბ.ბ) აქტიური სიმძლავრის დარეგულირების თავდაპირველი დაყოვნება ნაკლებია 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მითითებულ სიდიდეზე ან თუ აღემატება, ეს უკანასკნელი საკმარისად დასაბუთებულია. 8. აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსირების სიმულაციასთან დაკავშირებით, შესაბამის შემთხვევაში: ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა განახორციელოს აქტიური სიმძლავრის სწრაფი ცვლილების შესაძლებლობის სიმულაცია, 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, რომ შესრულდება შემდეგი ყველა პირობა: ბ.ა) HVDC სისტემა მუშაობს სტაბილურად. ბ.ბ) აქტიური სიმძლავრის დარეგულირების თავდაპირველი დრო ნაკლებია 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ სიდიდეზე ან თუ აღემატება, ეს უკანასკნელი საკმარისად დასაბუთებულია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 311. შესაბამისობის სიმულაციები მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან და მოშორებულ ბოლოს არსებულ მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელ ბლოკებთან დაკავშირებით 1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკები ექვემდებარება ამ მუხლში განსაზღვრულ შესაბამისობის შემოწმების ტესტებს. მოწყობილობის სერტიფიკატები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვემოთ აღწერილი სიმულაციების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს. 2. სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაცია 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში. ბ)სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. მოკლე შერთვის შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს მოკლე შერთვის შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაცია 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში; და ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება მოთხოვნის შესაბამისობა 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობის სიმულაცია 277-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებში; და ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ შესრულდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: ბ.ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მათემატიკური მოდელი დამოწმდება რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისობის ტესტებთან მიმართებაში, როგორც მითითებულია 309-ე მუხლის მე-2 პუნქტში; და ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა მოთხოვნებთან, რომელიც მითითებულია 277-ე მუხლის მე-2 პუნქტში. 5. მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა უნდა მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობის სიმულაცია 285-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ შესრულდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა: ბ.ა) მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან გარდამქმნელი სადგური დამოწმდება რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისობის ტესტებთან მიმართებაში, 309-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად; და ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა მოთხოვნებთან, რომელიც მითითებულია 285-ე მუხლის მე-2 პუნქტში. 6. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობის სიმულაცია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ აღნიშნული მოდელი გამოავლენს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებთან შესაბამისობას. 7. ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით: ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა მოახდინოს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაცია 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში. ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება მოთხოვნის შესაბამისობა 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 312. შესრულების არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები ENTSO-E-ის მიერ გამოქვეყნებული არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები აღწერს ტექნიკურ ასპექტებს, პირობებს და ურთიერთდამოკიდებულებებს, რომლის გათვალისწინებაც საჭიროების მიხედვით ხორციელდება ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობისას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 313. მონიტორინგი 1. ENTSO-E უზრუნველყოფს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთა შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებიც არიან ENTSO-E-ს წევრები. სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო უზრუნველყოს ამ თავის განხორციელების მონიტორინგი ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომელთა შესაბამისი სისტემის ოპერატორებიც არ არიან ENTSO-E-ს წევრები. მონიტორინგი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ინფორმაციას: ა) ამ თავის განხორციელების პროცესში ნებისმიერი შეუთავსებლობის გამოვლენას; ბ) იმის შეფასებას, თუ რამდენად სამართლიანია/აქტუალურია HVDC სისტემებისა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებისთვის ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სიდიდეები და ზღვრები. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ENTSO-E-ს (ENTSO-E-სთვის ასეთი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში) უნდა წარუდგინოს პირველ პუნქტში მოცემული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია. 3. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებს უნდა გადასცენ პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს კომისიას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ან ENTSO-E-ს, ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 314. გადავადების მინიჭების უფლებამოსილება კომისიას შეუძლია HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ან პოტენციურ ოპერატორს, შესაბამის სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიანიჭოს გადავადება ახალ და არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის ერთი ან მეტი დებულების გავრცელებასთან დაკავშირებით, 315-319-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 315. ზოგადი დებულებები 1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებთან და ამ თავის შესაძლო გავრცელების ქვეშ მყოფ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა განსაზღვროს გადავადებაზე უფლების მინიჭებისათვის საჭირო კრიტერიუმები, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს 316-318-ე მუხლებში მოცემულ დებულებებთან. კომისია აქვეყნებს ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს საკუთარ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. სამდივნოს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას კრიტერიუმების შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ თავის მოთხოვნებს. გადავადებების გაცემისთვის საჭირო კრიტერიუმების გადახედვისა და ცვლილების შესაძლებლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე მინიჭებულ გადავადებებზე. 2. სასისტემო მოთხოვნების განვითარებასთან დაკავშირებული გარემოებების ცვლილების შემთხვევაში, თუკი კომისია ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადახედოს და შეცვალოს გადავადების კრიტერიუმები პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. კრიტერიუმების ცვლილება არ ვრცელდება იმ გადავადებებზე, რომელზეც მოთხოვნაც უკვე წარდგენილია. 3. კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებს, რომელთა შესახებაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილი იქნა 316-318-ე მუხლების შესაბამისად, არ მოეთხოვოთ ამ თავის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებზეც გადავადებაც იქნა მოთხოვნილი, მოთხოვნის წარდგენის დღიდან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 316. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ გადავადების მოთხოვნა 1. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებს ან პოტენციურ მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ გადავადება ამ თავის ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით. 2. გადავადების მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და ის უნდა მოიცავდეს: ა) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის იდენტიფიცირებას და ინფორმაციას საკონტაქტო პირს შესახებ; ბ) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის აღწერას, რომელსაც ეხება გადავადების მოთხოვნა; გ) თავის იმ დებულებებზე მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით; დ) დეტალურ დასაბუთებას, აქტუალურ დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად და 300-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს; ე) დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე. ვ) თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი დაკავშირებულია შორ დისტანციაზე არსებულ ერთ ან მეტ HVDC გარდამქმნელ სადგურთან, დასაბუთებას იმის შესახებ, რომ ზემოთხსენებული გადავადება არ მოახდენს გავლენას გარდამქმნელ სადგურზე ან როგორც ალტერნატივა, გარდამქმნელი სადგურის მფლობელის თანხმობას შემოთავაზებულ გადავადებაზე. 3. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი აცნობებს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკის მფლობელს ან მათ პოტენციურ მფლობელს, არის თუ არა მოთხოვნა სრულყოფილი. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულყოფილია, HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან მათი პოტენციური მფლობელი დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას წარადგენს, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების შესახებ მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და მოსაზღვრე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან/ოპერატორებთან კოორდინაციით, რომელზეც შესაძლოა გადავადებამ გავლენა მოახდინოს, აფასებს გადავადების მოთხოვნას და წარმოდგენილ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და მხედველობაში იღებს კომისიის მიერ 315-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ კრიტერიუმებს. 5. თუ გადავადების მოთხოვნა შეეხება გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემასთან მიერთებულ HVDC სისტემას ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკს, შესაბამისი სისტემის ოპერატორის შეფასებას თან უნდა დაერთოს გადამცემი სისტემის ოპერატორის შეფასება გადავადების მოთხოვნის თაობაზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ შეფასებას წარმოადგენს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. 6. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოთხოვნას უგზავნის კომისიას და წარუდგენს მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მომზადებულ შეფასებას/შეფასებებს. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან მათი პოტენციური მფლობელისგან და ორი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი სთხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორს გადავადების მოთხოვნის შეფასებას. 7. კომისია გადავადების ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ეს ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გაგრძელდეს სამი თვით, თუ კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისგან ან მათი პოტენციური მფლობელისგან ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ. 8. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან მათმა პოტენციურმა მფლობელმა კომისიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია უნდა წარადგინოს მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. თუ HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან მათი პოტენციური მფლობელი არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადის გასვლამდე: ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან ბ) HVDC სისტემის მფლობელი ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან მათი პოტენციური მფლობელი, დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, აცნობებს კომისიას, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია. 9. კომისია გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გადავადების მინიჭების შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას. 10. კომისია საკუთარ გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ან მათ პოტენციურ მფლობელს, შესაბამის სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს. 11. კომისია უფლებამოსილია, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება გადავადებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობს შესაბამისი გარემოებები და მიზეზები ან 320-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 317. გადავადების მოთხოვნა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 1. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს გადავადება იმ HVDC სისტემისთვის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის, რომლებიც მიერთებულია ან უნდა მიერთდეს მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან. 2. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი გადავადების მოთხოვნას წარუდგენს კომისიას. თითოეული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს: ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის იდენტიფიცირებას და ინფორმაციას საკონტაქტო პირის შესახებ; ბ) იმ HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის აღწერას, რომლისთვისაც გადავადება არის მოთხოვნილი, ელექტროსადგურების ჯამურ დადგმული სიმძლავრეს და მათ რაოდენობას; გ) იმ დებულებებზე მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით; დ) დეტალურ დასაბუთებას ყველა შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციით; ე) დასაბუთებას იმისა, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე; ვ) მე-300 მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯ-სარგებლის ანალიზი ტარდება გადამცემი სისტემის ოპერატორთან და მოსაზღვრე ნებისმიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს/ოპერატორებთან თანამშრომლობით. 3. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, კომისია მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში თხოვნით მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შეაფასოს გადავადების მოთხოვნა 315-ე მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. 4. შეფასების თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორი აცნობებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არის თუ არა გადავადების მოთხოვნა სრულყოფილი. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულია, შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 5. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას წარუდგენს საკუთარ შეფასებას შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. ექვსთვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. 6. კომისია გადავადების მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც მოთხოვნა გადავადების თაობაზე წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, ვადის ათვლა იწყება მე-5 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეფასების მიღების მომდევნო დღიდან. 7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადა, ამ უკანასკნელის ამოწურვამდე, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, რომელიც წარადგენს გადავადების მოთხოვნას ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან. შესაბამისი სისტემის ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის გაკეთების დღიდან ორი თვის ვადაში. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ წარმოადგენს დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, მოთხოვნა გადავადებაზე ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ვადის ამოწურვამდე: ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია. 8. კომისია გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. კომისია განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას. 9. კომისია საკუთარ გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის სისტემის ოპერატორს, რომელიც ითხოვს გადავადებას, ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 10. კომისიას შეუძლია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ გადავადებაზე მოთხოვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს გადამცემ სისტემასა და გამანაწილებელ სისტემას შორის საზღვარს და მართავს კონსულტაციებს სისტემის ოპერატორებთან, ელექტროსადგურების მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მოწყობილობის მწარმოებლებთან. 11. კომისიას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება გადავადების შესახებ იმ შემთხვევებში, როცა შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 320-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 318. გადავადების მოთხოვნა მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ. 1. გადავადების მოთხოვნა 277-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და გ“ ქვეპუნქტების, 277-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 278-282-ე მუხლების ჩათვლით განსაზღვრულ დებულებებთან დაკავშირებით არ უნდა დაექვემდებაროს 316-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებს, როდესაც საქმე ეხება მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს, რომელსაც აქვს ან ექნება ერთი კავშირი ერთ სინქრონულ ზონასთან. 2. კომისიას შეუძლია დაურთოს ნებისმიერი პირობა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პირველ პუნქტში მოცემულ გადავადების მოთხოვნას. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს პირობას, რომ მიერთების შემდგომი განვითარება მრავალკვანძიან ქსელთან ან ახალი სიმძლავრის პარკის მიერთება იმავე წერტილში გამოიწვევს გადავადების ხელახალ შეფასების საჭიროებას კომისიის მიერ ან მის შეჩეერებას. კომისიას შეუძლია გაითვალისწინოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის და შორ დისტანციაზე არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურს შორის არსებული კონფიგურაციის ოპტიმიზაციის საჭიროება, ისევე როგორც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ლეგიტიმური მოლოდინი გადავადების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 319. გადავადების რეგისტრაცია ამ თავის მოთხოვნებთან დაკავშირებით 1. კომისიამ უნდა აწარმოოს ყველა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი გადავადების რეგისტრაცია და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს განახლებული და კონსოლიდირებული რეესტრი სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხოლო ასლი საჭიროების შემთხვევაში გაუგზავნოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს - ENTSO‐E-ს (ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში). 2. რეესტრი უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) მოთხოვნ(ებ)ს, რომელთან დაკავშირებით გადავადება იქნა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი; ბ) გადავადების შინაარსს; გ) გადავადების მინიჭების ან უარყოფის მიზეზებს; და დ) გადავადების მინიჭების შედეგებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 320. გადავადების მონიტორინგი 1. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ახორციელებს გადავადების მინიჭების პროცედურის მონიტორინგს კომისიასთან თანამშრომლობით. ამ მიზნით კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას. 2. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შეუძლია კომისიას მისცეს დასაბუთებული რეკომენდაცია გადავადების გაუქმების თაობაზე არასაკმარისი დასაბუთების გამო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 321. ხელშეკრულებების და საერთო პირობებისა და დებულებების შესწორება 1. კომისია უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტი, ასევე ტექნიკური პირობები, რომელიც უკავშირდება ახალი HVDC სისტემების ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებას, შესაბამისობაში იყოს ამ თავის მოთხოვნებთან. 2. ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტი, ასევე ტექნიკური პირობები, რომელიც უკავშირდება არსებული HVDC სისტემების ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებას, რომლებზეც ვრცელდება ამ თავის ყველა ან ზოგიერთ მოთხოვნა 241-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისი პუნქტები უნდა შესწორდეს სამი წლის განმავლობაში კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც განსაზღვრულია 241-ე მუხლის პირველ პუნქტში. 3. კომისია უზრუნველყოფს, რომ შეთანხმებები სისტემის ოპერატორებსა და არსებულ და ახალ HVDC სისტემებისა და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკების მფლობელებს შორის, ასევე ქსელზე მიერთების კუთხით წაყენებული ამ წესების სხვა მოთხოვნები ასახავს ამ თავის მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 322. ევროპული კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებს გარეთ მყოფ სინქრონულ ან კონტროლის ზონებთან დაკავშირებული HVDC სისტემები ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკები 1. თუ HVDC სისტემა, რომელზეც ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები, უკავშირდება სინქრონულ ან კონტროლის ზონებს სულ მცირე ერთი სინქრონული ან კონტროლის ზონით, რომელიც არ შედის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის გავრცელების არეალში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ან, საჭიროების შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელი უნდა მიისწრაფოდეს ისეთი შეთანხმების განხორციელებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომლობა ამ თავის მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი ვალდებულება. 2. თუკი შეუძლებელია პირველ პუნქტში მოცემული შეთანხმების განხორციელება, გადამცემი სისტემის ოპერატორმა, ან შესაძლო შემთხვევებში, შესაბამისმა HVDC სისტემის მფლობელმა უნდა გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. თავი XVII. გარდამავალი დებულებები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 323. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გადავადებული ვალდებულებები 1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პირების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების კომისიის გადაწყვეტილებებით ინდივიდუალური გადავადება, რომლებიც მიღებულია 2019 წლის 19 ივლისამდე, ძალაშია ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 2. კონკრეტული გარემოების არსებობისას, კომისია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებებში ინდივიდუალური გადავადების თაობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 324. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ქსელის დაგეგმვა და აღრიცხვა გარდამავალ პერიოდში 1. ამ წესების 92-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკები უნდა მომზადდეს - კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში. 2. იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც მიერთებული იყვნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ამ წესების 104-ე მუხლის ამოქმედებამდე, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია 104-ე მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები მის კუთვნილ აღრიცხვის მოწყობილობებთან მიმართებაში დააკმაყოფილოს: ა) კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში; ან ბ) თუ ხორციელდება მოხმარების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილის მოდიფიკაცია – შესაბამისი მოდიფიკაციისთანავე. 3. „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის № 118-ე დადგენილების შესაბამისად, 2019 წლის 1 მაისამდე სავალდებულოდ პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებას დაქვემდებარებული ისეთი პირები, რომელთა მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ი არ აკმაყოფილებს(ენ) „ქსელის წესებით“ ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებული არიან მათი კუთვნილი აღრიცხვის კვანძები მოიყვანონ ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში კომისიის მიერ კონკრეტული პირის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით: ა) ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, შესაბამისი საცალო მომხმარებელი და ქსელის მფლობელი სხვა დაინტერესებული პირებთან ერთად კომისიური წესით ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძის გამართულობას, ადგენენ საბითუმო აღრიცხვაში მონაწილე ახალი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტებს; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღრიცხვის კვანძების შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს კომისიას და შემოწმების აქტის სხვა მხარეებს შემოწმების აქტების ასლებსა და აღრიცხვის კვანძების მოწყობის ფაქტობრივი მდგომარეობის ამ წესების სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, რომელიც ერთობლივად მზადდება ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს/ინფორმაციას კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ბაზრის ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, შესაბამისი საცალო მომხმარებლისა და ქსელის მფლობელის, აგრეთვე, დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქსელის წესებით ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილი მოთხოვნების გონივრული ვადით გადავადების თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემამდე მე-3 პუნქტში მითითებულ პირებზე არ ვრცელდება ქსელის წესებით აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მოწყობისათვის დადგენილი მოთხოვნები. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია გამანაწილებელ ქსელზე მიერთება 10 მგვტ ან მეტი სიმძლავრით, ამ წესებისა და „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ითვლება, რომ ამ მომხმარებლის საშუალო საპროგნოზო მომხმარება თვეში აღემატება 5 მილიონ კილოვატსაათს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. მუხლი 325. ქსელის წესებით გათვალისწინებული ზოგიერთი ინფორმაციის წარდგენა გარდამავალ ეტაპზე 1. დანართი №13-ის მე-8 მუხლის ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალეობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს გამტარუნარიანობის ნაკადგანაწილებაზე დაფუძნებული განაწილებიდან 3 თვის ვადაში; ბ) მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა დაიწყოს შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამტარუნარიანობის, „კვირის“, „ერთი დღით ადრე“ და „დღიური“ განაწილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში; გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს „ერთი დღით ადრე“ ბაზრის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გ.ბ. „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს არაცხადი განაწილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. გ.გ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობიდან 3 თვის ვადაში; დ) მე-10 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს საბალანსო ბაზრის (მექანიზმის) ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. 2. ინფორმაციის პირველადი მფლობელები, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ „ინფორმაციის წარდგენისა და გამოქვეყნების წესის შესახებ“ სახელმძღვანელოს დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში ვალდებულნი არიან მას ინფორმაცია მიაწოდონ რეგულარულად. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაციის რეგულარული გამოქვეყნება გამჭვირვალობის პლატფორმაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 30.07.2019წ. დანართი 1 ენერგობლოკის/აგრეგატის ტექნიკური პარამეტრები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. დანართი 2 ენერგობლოკის/აგრეგატის გეგმიური გათიშვის მონაცემები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. დანართი 3 ელექტროსადგურების ოპერატიული დაგეგმვის მონაცემები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. დანართი 4 მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების პარამეტრები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. დანართი 5 ქსელის მოწყობილობათა ტექნიკური პარამეტრები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. დანართი 6 მიერთების წერტილის პარამეტრები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2015 წ. დანართი 7
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ, №10, 17.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016085 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2322689-13/