გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
| გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის თანდართული წესი. |
მუხლი 2. (ამოღებულია) |
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზე და რომელთა შესასრულებლადაც შემუშავდა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავდა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონითა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 2. რეგულირების საგანი ეს წესი არეგულირებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარდგენასთან, ასევე გამოქვეყნების გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვასთან (შემდგომში − გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფერო) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 3. კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 4. მიზნები და ამოცანები 1. წესის ძირითადი მიზანია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლება – დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა. 2. წესის ძირითადი ამოცანებია: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარდგენის წესის განსაზღვრა; ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურის დადგენა; გ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა; დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების გზით მისი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა და აღნიშნულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 5. ძირითადი ტერმინების განმარტებანი წესში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს დაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – „ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის“; ბ) მდგრადობის პრინციპი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან; გ) ევროკავშირის კანონმდებლობა - გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ნორმები და ევროკავშირის მმართველი ორგანოების (ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია) მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები და გადაწყვეტილებები, ასევე, არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციები (ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობა განსაზღვრულია „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით); დ) (ამოღებულია - 03.12.2019, №592); ე) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ვ) ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი II უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) დროულად მიიღონ სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ბ) დადგენილი წესით უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების განხილვის პროცესში; გ) მოაწყონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საჯარო განხილვა და თავისი წინადადებები და შენიშვნები გაუგზავნონ შესაბამის ორგანოებს; დ) განახორციელონ ამ წესით და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 7. ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოვალეობები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება აქვთ: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით დროულად მიიღონ სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ბ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო მონაცემების განხილვის პროცესში. 2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდონ სამინისტროს მათთან დაცული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი III კომპეტენციათა გამიჯვნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მუხლი 8. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები მონაწილეობენ კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებები. 3. ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს უნდა ჰქონდეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა. 4. ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მონაწილეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებები. 3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ მოხსენებებს უნდა ჰქონდეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა. 4. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. თავი IV გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები და სტრუქტურა მუხლი 10. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები გარემოს მდგომაროების შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპებია: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ობიექტურობა; ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კომპლექსურობა; გ) მდგრადობის პრინციპის დაცვა; დ) საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე, სხვა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ასახვა. მუხლი 11. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შედგება შემდეგი კარებისაგან: ა) კარი I. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები; ბ) კარი II. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა; გ) კარი III. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები; დ) კარი IV. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე; ე) კარი V. გარემოსდაცვითი მმართველობა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 12. გარემოს მდგომარეობის ამსახველი სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას სამინისტროს აწვდიან კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შინაარსი მუხლი 13. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები 1. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) მოსახლეობა და მისი დინამიკა; გ) შინამეურნეობები; დ) ეკონომიკა; ე) ინფრასტრუქტურა; ვ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერი 1. ატმოსფერული ჰაერი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში; დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები; ე) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 15. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 16. წყლის რესურსები 1. წყლის რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) საქართველოს წყლის რესურსები; გ) წყალმოხმარება; დ) წყლის ხარისხი; ე) რეაგირება. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 17. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 18. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 19. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 20. მიწის რესურსები და ნიადაგები 1. მიწის რესურსები და ნიადაგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) მიწის რესურსებისა და ნიადაგის მდგომარეობა; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ბ) (ამოღებულია - 03.12.2019, №592); გ) საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 21. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 22. მინერალური რესურსები 1. მინერალური რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) მინერალური რესურსების მარაგი; დ) მინერალური რესურსების მოპოვების ზემოქმედება გარემოზე; ე) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 23. ბიომრავალფეროვნება 1. ბიომრავალფეროვნება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) არსებული მდგომარეობა: გ.ა) სახეობები და ჰაბიტატები; გ.ბ) ტყის ეკოსისტემები; გ.გ) მტკნარი წყლისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემები; გ.დ) შავი ზღვის გარემო; გ.ე) ზურმუხტის ქსელი; გ.ვ) დაცული ტერიტორიები; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 231. კლიმატის ცვლილება 1. კლიმატის ცვლილება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) კლიმატის ცვლილების მიზეზები და შედეგები; გ) საერთაშორისო აქტივობები/ღონისძიებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ; დ) კლიმატის ცვლილების გამოვლინება საქართველოში; ე) საქართველოს წილი სათბურის აირების მსოფლიო ემისიებში; ვ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 232. სტიქიური მოვლენები 1. სტიქიური მოვლენები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) საქართველოში გავრცელებული სტიქიური მოვლენები: გ.ა) სტიქიურ მოვლენათა სიხშირის ცვლილების დინამიკა; გ.ბ) სტიქიური მოვლენების გახშირების მაპროვოცირებელი ფაქტორები; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 24. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 25. ნარჩენები 1. ნარჩენები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) საქართველოში არსებული მდგომარეობა: გ.ა) ნარჩენების წარმოქმნა; გ.ბ) ნარჩენების გადამუშავება; გ.გ) ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება; დ) ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა; ე) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 26. ქიმიური ნივთიერებები 1. ქიმიური ნივთიერებები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ) არსებული მდგომარეობა; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 27. მაიონებელი გამოსხივება 1. მაიონებელი გამოსხივება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი; გ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები: გ.ა) მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი წყაროები; გ.ბ) მაიონებელი გამოსხივების ანთროპოგენური წყაროები; დ) რადიაციული მონიტორინგი საქართველოში და მისი შედეგები; ე) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 271. ნადირობა და თევზჭერა 1. ნადირობა და თევზჭერა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) ნადირობა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები); გ) თევზჭერა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები); დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 28. სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა 1. სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე; გ) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 29. ტრანსპორტი 1. ტრანსპორტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) ტრანსპორტის სექტორის მდგომარეობა; გ) ტრანსპორტის სექტორის ზემოქმედება გარემოზე; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 30. მრეწველობა და ენერგეტიკა 1. მრეწველობა და ენერგეტიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) მრეწველობის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე; გ) ენერგეტიკის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 31. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა 1. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო; გ) გარემოს დაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; დ) ევროინტეგრაციის პროცესი; ე) გარემოს დაცვის პოლიტიკის შეფასება; ვ) გარემოს დაცვის დაფინანსება; ზ) საერთაშორისო თანამშრომლობა. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 32. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი 1. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) ლიცენზიები; გ) ნებართვები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება; დ) გარემოსდაცვითი რეგლამენტები და წესები; ე) გარემოსდაცვითი კონტროლი; ვ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 33. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება 1. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ) გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება; გ) გარემოსდაცვითი კვლევები; დ) ძირითადი გამოწვევები. 2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი VI გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი და შედგენის, გამოქვეყნებისა და გავრცელების პროცედურები საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 34. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყანაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 35. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო და შედგენის პერიოდულობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ამზადებს მოხსენებას 4 წელიწადში ერთხელ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 36. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნიდან. მუხლი 37. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესი და ფორმა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესს და ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო. მუხლი 38. დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილეობის მიღების მიზნით სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები ან/და ორგანიზაციები. 2. გადაწყვეტილებას ექსპერტებისა და ორგანიზაციების მოწვევის შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 39. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურის ეტაპებია: ა) ინფორმაციის მოპოვება; ბ) ინფორმაციის გადამუშავება; გ) მოხსენების შედგენა. მუხლი 40. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პირველი ეტაპი 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პირველი ეტაპია ინფორმაციის მოპოვება. 2. პირველი ეტაპის განხორციელების ვადას და მასში მონაწილე სუბიექტებს განსაზღვრავს სამინისტრო. მუხლი 41. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მეორე ეტაპი 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მეორე ეტაპია ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი. 2. მეორე ეტაპის განხორციელების ვადას და მასში მონაწილე სუბიექტებს განსაზღვრავს სამინისტრო. მუხლი 42. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის დასკვნითი ეტაპი 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მესამე, დასკვნითი ეტაპია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის შედგენა. 2. დასკვნითი ეტაპის განხორციელების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო. მუხლი 43. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის წარდგენის ვადა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნება 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან და 4 წელიწადში ერთხელ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. 2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება გამოქვეყნებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 431. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გავრცელება 1. მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. მოხსენების გავრცელება ხდება უსასყიდლოდ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 432. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების დაფინანსება მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი VII გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მუხლი 44. მოხსენების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა 1. სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა მოხსენების პროექტის განხილვის პროცესში. 2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის შესახებ ცალკეულ პირთა მიერ წარდგენილ მოსაზრებებს განიხილავს სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 45. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელება 1. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნას აფხაზურ ენაზე და მის გავრცელებას. 2. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნას ინგლისურ ენაზე და მის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 46. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაციით სარგებლობა სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულოა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი VIII (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 47. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი IX (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. მუხლი 48. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. თავი X საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მუხლი 49. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში სავალდებულოა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ. |
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №337
2014 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის თანდართული წესი.
+
მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზე და რომელთა შესასრულებლადაც შემუშავდა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავდა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონითა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 2. რეგულირების საგანი🔗
ეს წესი არეგულირებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარდგენასთან, ასევე გამოქვეყნების გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვასთან (შემდგომში − გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფერო) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 3. კანონმდებლობა🔗
საქართველოს კანონმდებლობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 4. მიზნები და ამოცანები🔗
1. წესის ძირითადი მიზანია:
ა) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლება – დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.
2. წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარდგენის წესის განსაზღვრა;
ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურის დადგენა;
გ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა;
დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების გზით მისი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა და აღნიშნულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 5. ძირითადი ტერმინების განმარტებანი🔗
წესში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს დაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – „ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის“;
ბ) მდგრადობის პრინციპი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
გ) ევროკავშირის კანონმდებლობა - გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ნორმები და ევროკავშირის მმართველი ორგანოების (ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია) მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები და გადაწყვეტილებები, ასევე, არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციები (ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობა განსაზღვრულია „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით);
დ) (ამოღებულია - 03.12.2019, №592);
ე) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ვ) ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში
მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში🔗
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) დროულად მიიღონ სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;
ბ) დადგენილი წესით უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების განხილვის პროცესში;
გ) მოაწყონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საჯარო განხილვა და თავისი წინადადებები და შენიშვნები გაუგზავნონ შესაბამის ორგანოებს;
დ) განახორციელონ ამ წესით და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოვალეობები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში🔗
1. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება აქვთ:
ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით დროულად მიიღონ სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;
ბ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო მონაცემების განხილვის პროცესში.
2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდონ სამინისტროს მათთან დაცული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
კომპეტენციათა გამიჯვნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში
მუხლი 8. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები მონაწილეობენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებები.
3. ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს უნდა ჰქონდეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა.
4. ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მონაწილეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებები.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ მოხსენებებს უნდა ჰქონდეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა.
4. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები და სტრუქტურა
მუხლი 10. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები🔗
გარემოს მდგომაროების შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპებია:
ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ობიექტურობა;
ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კომპლექსურობა;
გ) მდგრადობის პრინციპის დაცვა;
დ) საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე, სხვა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ასახვა.
მუხლი 11. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შედგება შემდეგი კარებისაგან:
ა) კარი I. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები;
ბ) კარი II. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა;
გ) კარი III. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები;
დ) კარი IV. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე;
ე) კარი V. გარემოსდაცვითი მმართველობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 12. გარემოს მდგომარეობის ამსახველი სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას სამინისტროს აწვდიან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შინაარსი
მუხლი 13. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები🔗
1. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) მოსახლეობა და მისი დინამიკა;
გ) შინამეურნეობები;
დ) ეკონომიკა;
ე) ინფრასტრუქტურა;
ვ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერი🔗
1. ატმოსფერული ჰაერი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში;
დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები;
ე) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 16. წყლის რესურსები🔗
1. წყლის რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) საქართველოს წყლის რესურსები;
გ) წყალმოხმარება;
დ) წყლის ხარისხი;
ე) რეაგირება.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტო.
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 27.01.2022წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 18. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 20. მიწის რესურსები და ნიადაგები🔗
1. მიწის რესურსები და ნიადაგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) მიწის რესურსებისა და ნიადაგის მდგომარეობა;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
ბ) (ამოღებულია - 03.12.2019, №592);
გ) საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 22. მინერალური რესურსები🔗
1. მინერალური რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) მინერალური რესურსების მარაგი;
დ) მინერალური რესურსების მოპოვების ზემოქმედება გარემოზე;
ე) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 23. ბიომრავალფეროვნება🔗
1. ბიომრავალფეროვნება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) არსებული მდგომარეობა:
გ.ა) სახეობები და ჰაბიტატები;
გ.ბ) ტყის ეკოსისტემები;
გ.გ) მტკნარი წყლისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემები;
გ.დ) შავი ზღვის გარემო;
გ.ე) ზურმუხტის ქსელი;
გ.ვ) დაცული ტერიტორიები;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 231. კლიმატის ცვლილება🔗
1. კლიმატის ცვლილება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) კლიმატის ცვლილების მიზეზები და შედეგები;
გ) საერთაშორისო აქტივობები/ღონისძიებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ;
დ) კლიმატის ცვლილების გამოვლინება საქართველოში;
ე) საქართველოს წილი სათბურის აირების მსოფლიო ემისიებში;
ვ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 232. სტიქიური მოვლენები🔗
1. სტიქიური მოვლენები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) საქართველოში გავრცელებული სტიქიური მოვლენები:
გ.ა) სტიქიურ მოვლენათა სიხშირის ცვლილების დინამიკა;
გ.ბ) სტიქიური მოვლენების გახშირების მაპროვოცირებელი ფაქტორები;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 25. ნარჩენები🔗
1. ნარჩენები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) საქართველოში არსებული მდგომარეობა:
გ.ა) ნარჩენების წარმოქმნა;
გ.ბ) ნარჩენების გადამუშავება;
გ.გ) ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება;
დ) ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა;
ე) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 26. ქიმიური ნივთიერებები🔗
1. ქიმიური ნივთიერებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება;
გ) არსებული მდგომარეობა;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 27. მაიონებელი გამოსხივება🔗
1. მაიონებელი გამოსხივება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი;
გ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები:
გ.ა) მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი წყაროები;
გ.ბ) მაიონებელი გამოსხივების ანთროპოგენური წყაროები;
დ) რადიაციული მონიტორინგი საქართველოში და მისი შედეგები;
ე) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 271. ნადირობა და თევზჭერა🔗
1. ნადირობა და თევზჭერა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) ნადირობა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);
გ) თევზჭერა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 28. სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა🔗
1. სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;
გ) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 29. ტრანსპორტი🔗
1. ტრანსპორტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) ტრანსპორტის სექტორის მდგომარეობა;
გ) ტრანსპორტის სექტორის ზემოქმედება გარემოზე;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 30. მრეწველობა და ენერგეტიკა🔗
1. მრეწველობა და ენერგეტიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) მრეწველობის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;
გ) ენერგეტიკის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 31. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა🔗
1. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო;
გ) გარემოს დაცვის პოლიტიკის დაგეგმვა;
დ) ევროინტეგრაციის პროცესი;
ე) გარემოს დაცვის პოლიტიკის შეფასება;
ვ) გარემოს დაცვის დაფინანსება;
ზ) საერთაშორისო თანამშრომლობა.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 32. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი🔗
1. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) ლიცენზიები;
გ) ნებართვები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;
დ) გარემოსდაცვითი რეგლამენტები და წესები;
ე) გარემოსდაცვითი კონტროლი;
ვ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 33. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება🔗
1. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;
ბ) გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება;
გ) გარემოსდაცვითი კვლევები;
დ) ძირითადი გამოწვევები.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი და შედგენის, გამოქვეყნებისა და გავრცელების პროცედურები
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 34. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყანაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 35. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო და შედგენის პერიოდულობა🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ამზადებს მოხსენებას 4 წელიწადში ერთხელ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 36. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადები🔗
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნიდან.
მუხლი 37. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესი და ფორმა🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესს და ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.
მუხლი 38. დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილეობის მიღების მიზნით სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები ან/და ორგანიზაციები.
2. გადაწყვეტილებას ექსპერტებისა და ორგანიზაციების მოწვევის შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 39. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურა🔗
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურის ეტაპებია:
ა) ინფორმაციის მოპოვება;
ბ) ინფორმაციის გადამუშავება;
გ) მოხსენების შედგენა.
მუხლი 40. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პირველი ეტაპი🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პირველი ეტაპია ინფორმაციის მოპოვება.
2. პირველი ეტაპის განხორციელების ვადას და მასში მონაწილე სუბიექტებს განსაზღვრავს სამინისტრო.
მუხლი 41. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მეორე ეტაპი🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მეორე ეტაპია ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი.
2. მეორე ეტაპის განხორციელების ვადას და მასში მონაწილე სუბიექტებს განსაზღვრავს სამინისტრო.
მუხლი 42. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის დასკვნითი ეტაპი🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მესამე, დასკვნითი ეტაპია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის შედგენა.
2. დასკვნითი ეტაპის განხორციელების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო.
მუხლი 43. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის წარდგენის ვადა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნება🔗
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან და 4 წელიწადში ერთხელ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.
2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება გამოქვეყნებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 431. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გავრცელება🔗
1. მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
2. მოხსენების გავრცელება ხდება უსასყიდლოდ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 432. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების დაფინანსება🔗
მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
მუხლი 44. მოხსენების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა🔗
1. სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა მოხსენების პროექტის განხილვის პროცესში.
2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის შესახებ ცალკეულ პირთა მიერ წარდგენილ მოსაზრებებს განიხილავს სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 45. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელება🔗
1. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნას აფხაზურ ენაზე და მის გავრცელებას.
2. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნას ინგლისურ ენაზე და მის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 46. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაციით სარგებლობა სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში🔗
სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულოა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 47. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
მუხლი 48. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში
მუხლი 49. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში🔗
გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში სავალდებულოა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №592 – ვებგვერდი, 05.12.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, №337, 06.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 360000000.10.003.017957 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2340510-1/