„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2094
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აქართველოს მთ
ავრობის
განკარგულება №2094

2011წლის 28ოქტომბერი

ქ.
თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ
ლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) №7 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ახალქალაქში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. ახალქალაქში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციისათვის;

გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საბაგირო მოწყობილობების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების წყალსადენის ხაზისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის.“;

ბ) №9 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ რცხმელურში ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის;

ბ) სოფელ ტვიბში ხიდის მშენებლობისათვის;

გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისათვის;

დ) სოფელ ლესემაში, მდინარე ხელედურაზე ხიდის ბურჯის დამცავი ჯებირის მოსაწყობად;

ე) დაბა ლენტეხში მოსახლეობის დამცავი ნიაღვარსაწინააღმდეგო ბეტონის კედლის მოსაწყობად;

ვ) სოფელ რცხმელურის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის;

ზ) ლენტეხის კულტურის სახლის სარდაფის დატბორვის საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის;

თ) მდინარე ხელედურაზე სოფელ წანაშის საავტომობილო ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისათვის.“.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
“ საქართველოს კანონის 101 მუხ

ლის მე-3 პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტის
შესაბამისად
,ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა
ყოფილი საბაგირო მოწყობილობების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების წყალსადენის ხაზისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის
სამუშაოების
სახელმწიფო

შესყიდ

ვა გა

ნახორციელოს გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური