პროფესიული განათლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (14)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 3. პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელსაც უკავშირდება ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ა1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;
ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად;
გ) ამოღებულია ;
დ) ამოღებულია ;
ე) ამოღებულია;
ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს;
ზ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად;
თ) ამოღებულია;
ი) კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობის დონე, რომელიც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;
კ) ამოღებულია;
ლ) ამოღებულია;
მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით;
მ2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;
ნ) ამოღებულია;
ო) ამოღებულია;
ო1) ამოღებულია;
პ) ამოღებულია;
ჟ) ამოღებულია;
რ) ამოღებულია;
ს) ამოღებულია;
ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;
უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;
უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
უ2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს. მასში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;
ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი;
ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია;
ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა;
ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა;
ყ) ამოღებულია;
შ) ამოღებულია;
ჩ) ამოღებულია;
ც) ამოღებულია;
ძ) ამოღებულია;
წ) ამოღებულია;
ჭ) ამოღებულია;
ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;
ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის პოლიციაში ან/და გასამხედროებულ დაწესებულებაში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;
ჰ) ამოღებულია.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;
ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.

მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება
1. პირს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.
2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.

თავი II. პროფესიული განათლების სახეები და საფეხურები
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები
პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.

მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება
1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.
2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210

მუხლი 10. არაფორმალური პროფესიული განათლება
1. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.
2. არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარება დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 10 1 . პროფესიული განათლების საფეხურები
1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად:
ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;
ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;
გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;
დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;
ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.
2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.
3. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების აღიარება. IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე, ჩარიცხვისათვის სავალდებულო ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობა დასტურდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე.
4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.
5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით.
2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 12 1 . პროფესიული განათლების მასწავლებელი
1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
თავი III. პროფესიული განათლების სისტემის რეგულირება
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
გ) ამოღებულია;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) ამოღებულია;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
თ) ამოღებულია;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;
დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესს;
ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს;
ვ) ამოღებულია.

მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს;
ე) ამოღებულია;
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
თ) ამოღებულია;
ი) ამოღებულია;
კ) ამოღებულია;
ლ) ამოღებულია;
მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
ნ) ამოღებულია;
ო) ამოღებულია;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ჟ) ამოღებულია;
რ) ამოღებულია;
ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;
ტ) განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
უ) ამოღებულია;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ქ) ამოღებულია;
ღ) ამოღებულია;
ყ) ამოღებულია;
შ) ამოღებულია;
ჩ) ამოღებულია;
ც) ამოღებულია;
ძ) ამოღებულია.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები:
ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.
2. პროფესიული ასოციაციები:
ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) ამოღებულია;
გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
დ) ამოღებულია;
ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) ამოღებულია;
თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 20 1 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია
1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.
2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 20 2 . პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი
1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

თავი VI. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და სახეები
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.

მუხლი 30 1 . პროფესიული კოლეჯი
პროფესიული კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 30 2 . საზოგადოებრივი კოლეჯი
1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.
3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
თავი VII. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) გადაწყვეტილების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 32. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი:
ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს;
გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.

მუხლი 34 1 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
თავი VIII. პროფესიული განათლების დაფინანსება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსება
1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
3. ამოღებულია.
4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ამოღებულია.
61. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი დაფინანსებით, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს და რომელიც შეიძლება გადატანილ იქნეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში; დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.
4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
თავი X. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.
12. 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე.
21. პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
31. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
32. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
6. პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
7. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია:
ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან;
ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან.
8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
9. ამოღებულია.
10. ამოღებულია.
11. ამოღებულია.
12. ამოღებულია.
13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
14. ამოღებულია.
15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
16. პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
17. ამოღებულია.
18. სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.
19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 41. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებიდან.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 49).

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4528_Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210
2. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
3. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №47 , 05.08 .2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
20
+
საქართველოს კანონი+
პროფესიული განათლების შესახებ+
მუხლი 1. კანონის მიზანი+
ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო+
ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებსა და წესს, პროფესიული განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტატუსს და ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობის, აკრედიტაციის, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის წესებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს შრომის კოდექსს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:ა) აკრედიტაცია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის აღნიშნული სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ პროფესიულ სტანდარტთან და დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება;
ბ) არაფორმალური განათლება – პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად;
ა1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) ატესტაცია – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაფორმალური გზით შეძენილი სახელობო განათლების მქონე პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურება, აგრეთვე უცხო ქვეყანაში მიღებული სახელობო განათლების შეფასება და კვალიფიკაციის აღიარება;
დ) დიპლომირებული სპეციალისტი – პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება;
ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად;
ე) (ამოღებულია);
გ) ამოღებულია ;
ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციის ჩარჩოს, მათ შორის, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს;
დ) ამოღებულია ;
ზ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად;
თ) სახელობო განათლების ინსტრუქტორი – პირი, რომელსაც აქვს შესაბამის პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ახორციელებს სწავლებას;
ი) კვალიფიკაცია – კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია გარკვეულ სფეროში კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით ახალი პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა;
ლ) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას;
მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას;
ნ) პროფესია – ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ერთობლიობა, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ სფეროში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლის ან/და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად;
ო) პროფესიული ასოციაცია/პროფესიულ ასოციაციათა გაერთიანება (შემდგომში – პროფესიული ასოციაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ო1) პროფესიული ასოციაციისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაცია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებთან შესაბამისობის დადასტურება, რომლის მიზანია დაადგინოს პროფესიული ასოციაციისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები, შეიმუშაოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სტანდარტები;
მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით;
პ) პროფესიული განათლება – სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
მ2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;
ჟ) პროფესიული გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია მოიცავს ადრე მიღებულისაგან განსხვავებული პროფესიული ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია პროფესიული საქმიანობის ხასიათისა და შინაარსის შეცვლის აუცილებლობით;
რ) პროფესიული ორიენტაცია – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის შემდგომი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობათა, სხვადასხვა სახის საქმიანობის სპეციფიკის, პროფესიათა შესახებ ინფორმაციასთან დაშვების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მას, პროფესია აირჩიოს ინდივიდუალური თავისებურებების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობათა გათვალისწინებით;
ს) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პირობებსა და წესს;
ო1) ამოღებულია;
ტ) პროფესიული სტანდარტი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პროფესიული ასოციაცია და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და რომლითაც განსაზღვრულია ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი;
უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით;
ფ) პროფესიული სწავლების ცენტრი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული სახელობო განათლების შესაბამისი ყველა პროფესია, კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის დონე და შესაბამისი პროფესიული სტანდარტი;
ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა;
ყ) საატესტაციო ორგანო – საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულია, როგორც სახელობო განათლების ატესტაციის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო;
შ) სასწავლო პრაქტიკა – სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება პრაქტიკული სწავლებისათვის სპეციალურად შექმნილ გარემოში –პროფესიული სწავლების ცენტრში ან მის ფარგლებს გარეთ;
უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჩ) სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობა – ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, კომპეტენტური საჯარო სამართლის იურიდიული პირების, დამსაქმებლების, პროფესიული ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა;
უ2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს. მასში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;
ც) საწარმოო პრაქტიკა – პროფესიული სტუდენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ და რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
ძ) სახელობო განათლება – პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია სერტიფიცირებული სპეციალისტის მომზადება;
წ) სახელობო განათლების მასწავლებელი – პირი, რომელმაც მიიღო შესაბამის სფეროში უმაღლესი განათლება, გაიარა აკრედიტებული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებას;
ჭ) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის სერტიფიცირება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელობო განათლების მასწავლებლისათვის/ინსტრუქტორისათვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება;
ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა;
ხ) სერტიფიცირებული სპეციალისტი – პირი, რომელმაც აითვისა სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნის საფუძველზე შეუძლია განახორციელოს პროფესიული მოქმედებები;
ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის პოლიციაში ან/და გასამხედროებულ დაწესებულებაში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
ჰ) (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები
+
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ბ) ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების სისტემის მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
გ) დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
დ) ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით;
ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;
ე) პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა მობილობის წახალისება;
ვ) საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა;
ზ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარება;
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
თ) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.
მუხლი 6. პროფესიული განათლების ამოცანები🔗
+
ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პროფესიული განათლების ამოცანებია:
ა) საქართველოში ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შემდგომი ინტეგრაცია;
გ) პროფესიული განათლების მისადაგება ადგილობრივ მოთხოვნებთან; რეგიონული განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის შექმნა;
დ) სახელობო და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრებისა და კოლეჯების შექმნა;
ე) პროფესიული განათლების ყველა საფეხურზე პროფესიულ სტუდენტთა საგანმანათლებლო მუშაობის დაგეგმვისა და შეფასების ერთიანი საკრედიტო სისტემის დანერგვა;
ვ) კონკრეტული პროფესიის განვითარების საფუძველზე, პროფესიული პედაგოგიკისა და ანდრაგოგიკის მიღწევების გამოყენებით სახელობო განათლების მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადების ახალი პრაქტიკის გავრცელება;
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
ზ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემუშავება და სრულყოფა;
თ) თითოეული პროფესიისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება;
ი) (ამოღებულია);
კ) პროფესიული სწავლების ცენტრების აკრედიტაციის სისტემის შექმნა;
ლ) პროფესიული სწავლების ცენტრებში პროფესიული ორიენტაციის სისტემის შექმნა და განვითარება, პროფესიული სტუდენტისათვის საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და წარმოების პრინციპების გაცნობა;
მ) პროფესიული განათლების დაფინანსებაში კერძო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
1. ყველას აქვს უფლება, მიიღოს პროფესიული განათლება, რათა შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობისათვის.
2. პროფესიული განათლების მისაღებად სახელმწიფო ქმნის პროფესიული განათლების სისტემას, რომელიც ეფუძნება პროფესიული სწავლების ცენტრებსა და კოლეჯებს.
3. პროფესიული განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პირის პროფესიული განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
4. პროფესიული განათლების მიღება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, შეიძლება არაფორმალური გზით. პროფესიული განათლების სისტემა უზრუნველყოფს არაფორმალური გზით შეძენილი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ატესტაციით შემოწმებისა და შესაბამისი სახელობო კვალიფიკაციის დადასტურების ან აღიარების შესაძლებლობის არსებობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. პროფესიული სწავლების ცენტრი და არაფორმალური განათლების საატესტაციო ორგანო ვალდებული არიან უზრუნველყონ პირის სამართლიანი შეფასება.
6. პროფესიული სწავლების ცენტრი ვალდებულია სწავლისა და სასწავლო პრაქტიკის დროს თავის ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო.
7. პროფესიული სტუდენტის უფლებები საწარმოო პრაქტიკის გავლისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. პროფესიული განათლების მიღების უფლების სრულად რეალიზების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრები ახორციელებენ პროფესიულ ორიენტაციას, რომლის მიზანია პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, აბიტურიენტებთან, პროფესიულ სტუდენტებთან და სტუდენტებთან კონსულტაციების გამართვა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ. პროფესიული ორიენტაციის განხორციელების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრები თანამშრომლობენ დამსაქმებლებთან.
+
მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები და ადგილი განათლების სისტემაში
+
1. საქართველოში განათლების სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების ურთიერთკავშირს.
2. საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება.
3. პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური.
4. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიული სწავლების განმახორციელებელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სტრუქტურირებულ გარემოში, მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სრულდება შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით ან შეცვლით და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით.
5. არაფორმალური განათლების მიღება არ ხდება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად და არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას. არაფორმალური განათლება შეიძლება მიღებულ იქნეს დამოუკიდებელი, არაინსტიტუციური ან არასტრუქტურირებული მუშაობის ფორმითაც.
1. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.
6. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა – მხოლოდ სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე.
7. პროფესიული უმაღლესი განათლება რეგულირდება ამ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
8. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.
მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება🔗
მუხლი 101 . პროფესიული განათლების საფეხურები🔗
+
1. ფორმალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო პრაქტიკას ან/და საწარმოო პრაქტიკას.
2. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება პროფესიული სწავლების ცენტრებში. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
3. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
4. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც მოიცავს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებას, რომლის შედეგადაც პირს ენიჭება პროფესიული კვალიფიკაცია, ექვემდებარება ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სახელობო განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის სავალდებულოა დაწესებულების აკრედიტაცია სახელობო განათლების ნაწილში.
6. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი.
7. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის დიპლომი.
8. პროფესიული სწავლების ცენტრმა სახელობო განათლების პროგრამები შეიძლება გაიანგარიშოს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. კრედიტებით გაანგარიშება სავალდებულო არ არის. აკრედიტებული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სახელობო განათლება პროფესიული სწავლების ცენტრსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს პროფესიული სწავლების ცენტრი.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210
მუხლი 10. არაფორმალური განათლება🔗
+
1. არაფორმალური განათლების მიზანია პროფესიის ათვისება, პროფესიული გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება. არაფორმალური განათლების გზით მიღებული კვალიფიკაციის სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ატესტაციის გავლის შედეგად.
2. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება განხორციელდეს როგორც პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო აღიარებისათვის აკრედიტაცია სავალდებულო არ არის.
3. არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციას ახორციელებენ საატესტაციო ორგანოები. საატესტაციო ორგანო შეიძლება იყოს იურიდიული პირი, განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ატესტაცია მიზნად ისახავს:
ა) არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურებას;
ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სახელობო განათლებისა და კვალიფიკაციის აღიარებას;
გ) საქართველოში მიღებული ფორმალური პროფესიული განათლების შეფასებას და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურებას.
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თითოეული პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის ადგენს საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესს, აგრეთვე ატესტაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 11. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო🔗
მუხლი 121 . პროფესიული განათლების მასწავლებელი🔗
+
1. საქართველოში არსებულ კვალიფიკაციათა განსაზღვრის მიზნით იქმნება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო ახდენს საქართველოში არსებული სახელობო განათლების შესაბამისი ყველა პროფესიის, კვალიფიკაციის, კვალიფიკაციის დონისა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტის სისტემატიზებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არსებული ყველა პროფესიის შესაბამისი კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფორმალური პროფესიული განათლების აკრედიტაციას და არაფორმალური გზით შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ატესტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კონკრეტული კვალიფიკაციის არარსებობა არ ზღუდავს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას, მაგრამ გამორიცხავს მის სახელმწიფო აღიარებას.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები🔗
+
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებას და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით. რეგულირებადი პროფესიით საქმიანობა შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისთვის აუცილებელია როგორც ფორმალური პროფესიული განათლება, ისე შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რომლებსაც შეესაბამება სახელობო განათლების კვალიფიკაცია, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
+
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან: ა) საქართველოს მთავრობა; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;გ) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით.
+
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) ადგენს რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – პროფესიული სწავლების ცენტრში სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს, რომელსაც/რომლებსაც სრულად ფარავს ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერი;
ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს;
ვ) ამტკიცებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისადაც აკრედიტებულმა პროფესიულმა ასოციაციებმა და აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ პროფესიული სტანდარტები.
+
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:ა) ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული სწავლების ცენტრების დირექტორებს;
გ) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას, რომელიც განსაზღვრავს აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აკრედიტაციის ჩატარების წესს;
ე) შეიმუშავებს პროფესიული განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების პირობებსა და წესს;
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
ზ) ადგენს არაფორმალური განათლების ატესტაციის პირობებსა და წესს;
თ) განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ი) პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს პროგრამებს;
კ) ახდენს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირების ლიცენზირებას;
ლ) (ამოღებულია);
მ) ამტკიცებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს;
ო) (ამოღებულია);
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფესიულ სტანდარტებს, სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავების წესს, პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის სერტიფიცირების წესს;
რ) ამტკიცებს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
ს) ადგენს პროფესიული განათლების კრედიტების გაანგარიშების წესს;
ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;
ტ) განსაზღვრავს პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
უ) ადგენს აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესს;
ქ) აწარმოებს პროფესიათა საინფორმაციო ბანკს;
ღ) იკვლევს შრომის ბაზარს;
ყ) შეიმუშავებს და ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს;
შ) პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებისა და მისი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს საქმიანობათა კოორდინაციას;
ჩ) კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების სფეროში ჩართულ დონორებს;
ც) დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უცხო ქვეყნების პროფესიულ სტანდარტთა თარგმნას, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს პროფესიული სტანდარტი და წარადგინოს იგი სარეგისტრაციოდ;
ძ) ადგენს პროფესიული ასოციაციისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის წესსა და პირობებს.
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 მუხლი 17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები+
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები: ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;ბ) პროფესიული განათლების სფეროში ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
+
პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:ა) ხელს უწყობენ პროფესიული სწავლების ცენტრების მოქმედებას, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული სწავლების ცენტრების დაფინანსება;
ბ) მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის მართვაში წესდებით განსაზღვრული წესით;
გ) ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – პროფესიული სწავლების ცენტრს;
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები+
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას. 2. პროფესიული ასოციაციები:ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის ან/და პროფესიის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) (ამოღებულია);
გ) სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
დ) შეიმუშავებენ სარეკომენდაციო სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს და სარეგისტრაციოდ წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ხელს უწყობენ პროფესიული სწავლების ცენტრებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ზ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში შეიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სტანდარტები;
მუხლი 21. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი
1
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი:
მუხლი 201 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია🔗
+
ა) ახორციელებს პროფესიული სწავლების ცენტრების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ახორციელებს პროფესიული ასოციაციებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სტანდარტების შემუშავების უფლების მოსაპოვებლად;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახორციელებს სახელობო განათლების მასწავლებლისათვის/ინსტრუქტორისათვის განსაზღვრული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსის პროგრამულ აკრედიტაციას.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 22. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი🔗
მუხლი 202 . პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი🔗
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი შეიმუშავებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 23. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი🔗
+
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიულ სტანდარტს;
ბ) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს, რომელსაც იგი შეიმუშავებს პროფესიული ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით;
გ) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის სერტიფიცირების წესს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა სერტიფიცირებას, პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში სახელობო განათლების მასწავლებლის ან/და ინსტრუქტორის მიმართ იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
+
მუხლი 24. სახელობო განათლების მასწავლებელი და ინსტრუქტორი🔗
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრის მასწავლებელი შეიძლება იყოს სათანადო უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად და სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც სახელობო განათლების მასწავლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ.
2. სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ექვემდებარება პროგრამულ აკრედიტაციას. სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.
3. სახელობო განათლების ინსტრუქტორი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ახორციელებს სწავლებას. სახელობო განათლების ინსტრუქტორს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად და სერტიფიცირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის იმ პირებისათვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს ზოგადი განათლების მასწავლებლობის უფლება.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ შრომის ანაზღაურებაზე ნაკლები.
6. სახელობო განათლების მასწავლებელს და ინსტრუქტორს უფლება აქვთ მოსთხოვონ პროფესიული სწავლების ცენტრს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა.
7. სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის სერტიფიცირება მოიცავს მასწავლებლობის/ინსტრუქტორობის უფლების მინიჭებას და განახლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილი პერიოდულობით.
მუხლი 25. პროფესიული სტუდენტი🔗
+
1. პროფესიული სტუდენტის უფლებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო შრომითი საქმიანობისას განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით.
2. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სასწავლო პრაქტიკის დროს უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
მუხლი 27. (ამოღებულია )🔗
+
მუხლი 26. პროფესიული სტანდარტი
+
1. პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით განსაზღვრულია კონკრეტული პროფესიის მიზნები, ამოცანები და ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს პირი ამ პროფესიით საქმიანობისას.
2. (ამოღებულია).
3. პროფესიული სტანდარტი სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პროფესიული ასოციაცია და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან შეიმუშაონ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ წარუდგინონ პროფესიული სტანდარტი. პროფესიული სტანდარტი ამოქმედდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 27. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტი🔗
+
1. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები და მისი შექმნის წესი. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტში აღნიშნული მოთხოვნებისა და წესის შესრულება სავალდებულოა აკრედიტებული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 29. პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაცია🔗
მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები🔗
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრი სახელმწიფო აღიარებისა და სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციას.
2. აკრედიტაცია ადგენს დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამების, პროგრამების ფარგლებში დაწესებულებაში ან დაწესებულების გარეთ განხორციელებული სასწავლო პრაქტიკისა და მთლიანად დაწესებულებაში არსებული რესურსების შესაბამისობას პროფესიულ სტანდარტთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ აკრედიტაციის ნორმატივებთან.
3. პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის ჩატარების პირობები, წესი, სამართლებრივი შედეგები და პროფესიული სწავლების ცენტრის პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 301 . პროფესიული კოლეჯი🔗
+
მუხლი 30. პროფესიული სწავლების ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრი შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა.
მუხლი 302 . საზოგადოებრივი კოლეჯი🔗
+
3. იურიდიული პირი სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პროფესიული სწავლების ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელონ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მათზე არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის მიმართ დადგენილი მართვის წესი, თუმცა ვრცელდება პროფესიული სწავლების ცენტრის მიმართ დადგენილი ლიცენზირების, აკრედიტაციის, ჩარიცხვის, დაფინანსებისა და სახელობო განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების პირობები და წესები.
6. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიული სწავლების ცენტრებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე მუხლებით, 35-ე მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით და 36-ე–39-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.
+
მუხლი 31. პროფესიული სწავლების ცენტრის მართვის პრინციპები🔗
მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები🔗
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) გადაწყვეტილებების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა მონაწილეობას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე.
2. პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 32. პროფესიული სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 32. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები🔗
+
პროფესიული სწავლების ცენტრის მართვას ახორციელებენ პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო წესდებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 33. პროფესიული სწავლების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო🔗
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით.
ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს. პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს ცენტრში პროფესიულ სტუდენტთა მიღების წესებს;
გ) აკონტროლებს დირექტორის მიერ პროფესიული სწავლების ცენტრის თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
დ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების პროექტს;
მუხლი 34. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი🔗
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი:
ა) ახორციელებს პროფესიული სწავლების ცენტრის მართვას;
ბ) წარმოადგენს პროფესიული სწავლების ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესს და ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის საშტატო განრიგს;
ე) უზრუნველყოფს სახელობო განათლების მასწავლებლებთან, ინსტრუქტორებთან და პროფესიული სწავლების ცენტრის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ვ) პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს პროფესიული სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ზ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული სწავლების ცენტრის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
თ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიული სწავლების ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 341 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
+
მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები და პროფესიული სწავლების ცენტრის დაფინანსება🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
თავი VIII. პროფესიული განათლების დაფინანსება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება+
მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსება🔗
+
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან დააფინანსონ პროფესიული სწავლების ცენტრები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
3. დაუშვებელია არსებობდეს განსხვავება საქართველოს მოქალაქეთათვის პროფესიული სწავლების ცენტრში ერთი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასურის ოდენობებს შორის.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან დააფინანსონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პროფესიული სწავლების ცენტრები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიული სწავლების ცენტრს უფლება არა აქვს დააწესოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ იმ ოდენობაზე მეტი საფასური, რომელსაც სახელმწიფო სრულად დაფარავს ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერით.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ სწავლების ცენტრს უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, შემოსავალი მიიღოს ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ პროფესიული სწავლების ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
61. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი დაფინანსებით, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს და რომელიც შეიძლება გადატანილ იქნეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში; მასვე აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 36. პროფესიული სწავლების ცენტრის ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
2. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს სახელობო განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა🔗
1
3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტის 5%-ს.
4. პროფესიული სწავლების ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 37. პროფესიული სწავლების ცენტრის ქონება
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და ცენტრს გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პროფესიული სწავლების ცენტრი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება🔗
+
მუხლი 38. პროფესიული სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
+
1. პროფესიული სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 39. პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
+
პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 39. (ამოღებულია)საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები+
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.
12. 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ.
21. პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
31. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
32. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. 2013 წლის დასასრულამდე სახელობო განათლების მასწავლებლად/ინსტრუქტორად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელსაც არ გაუვლია სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის აკრედიტებული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსი და არ არის სერტიფიცირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ვადამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია და სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა სერტიფიცირება.
12. ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა, სახელობო განათლების მასწავლებლის სერტიფიცირებას ექვემდებარება საშუალო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელმაც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე აითვისა ზოგადი განათლების მესამე საფეხურისა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა საერთო ხანგრძლივობაა არანაკლებ 4 წლისა.
13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების რეგისტრაციამდე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის დასრულებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მონაწილეობით დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები.
13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
14. ლიცენზირებული პროფესიული სწავლების ცენტრები ამ კანონით დადგენილი წესით შესაბამისი პირველი აკრედიტაციის დასრულებამდე ითვლებიან აკრედიტებულად. ამ პერიოდისათვის პროფესიული სწავლების ცენტრების პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს პროფესიული სწავლების ცენტრი.
15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული სწავლების ცენტრების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
16. 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე პროფესიული სტანდარტების შემუშავება და მათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სარეგისტრაციოდ წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ კანონით დადგენილი წესით.
17. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცება.
19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
მუხლი 41. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი+
1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებიდან, ხოლო 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი – 2014 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
3. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №47 , 05.08 .2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 39. (ამოღებულია)საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
20
+
საქართველოს კანონი
+
პროფესიული განათლების შესახებ
+
მუხლი 1. კანონის მიზანი
+
ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
+
ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 3. პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები
+
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
+
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელსაც უკავშირდება ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ა1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;
ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად;
გ) ამოღებულია ;
გ) ამოღებულია;
დ) ამოღებულია ;
დ) ამოღებულია;
ე) ამოღებულია;
ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს;
ზ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად;
თ) ამოღებულია;
ი) კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობის დონე, რომელიც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;
კ) ამოღებულია;
ლ) ამოღებულია;
მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით;
მ2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;
ნ) ამოღებულია;
ო) ამოღებულია;
ო1) ამოღებულია;
პ) ამოღებულია;
ჟ) ამოღებულია;
რ) ამოღებულია;
ს) ამოღებულია;
ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;
უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;
უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
უ2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს. მასში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;
ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი;
ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია;
ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა;
ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა;
ყ) ამოღებულია;
შ) ამოღებულია;
ჩ) ამოღებულია;
ც) ამოღებულია;
ძ) ამოღებულია;
წ) ამოღებულია;
ჭ) ამოღებულია;
ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;
ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის პოლიციაში ან/და გასამხედროებულ დაწესებულებაში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;
ჰ) ამოღებულია.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები
+
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;
ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 6. ამოღებულია🔗
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება
+
1. პირს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.
2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები
+
პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება
+
1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.
2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 10. არაფორმალური პროფესიული განათლება
+
1. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.
2. არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარება დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 101 . პროფესიული განათლების საფეხურები
+
1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად:
ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;
ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;
გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;
დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;
ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.
2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.
3. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების აღიარება. IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე, ჩარიცხვისათვის სავალდებულო ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობა დასტურდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე.
4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.
5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 11. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები
+
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით.
2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 121 . პროფესიული განათლების მასწავლებელი
+
1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები
+
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
გ) ამოღებულია;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) ამოღებულია;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
თ) ამოღებულია;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა
+
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;
დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესს;
ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს;
ვ) ამოღებულია.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
+
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს;
ე) ამოღებულია;
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
თ) ამოღებულია;
ი) ამოღებულია;
კ) ამოღებულია;
ლ) ამოღებულია;
მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
ნ) ამოღებულია;
ო) ამოღებულია;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ჟ) ამოღებულია;
რ) ამოღებულია;
ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;
ტ) განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
უ) ამოღებულია;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ქ) ამოღებულია;
ღ) ამოღებულია;
ყ) ამოღებულია;
შ) ამოღებულია;
ჩ) ამოღებულია;
ც) ამოღებულია;
ძ) ამოღებულია.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 16. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები
+
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები:
ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
+
პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 19. (ამოღებულია)
1
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები
+
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.
2. პროფესიული ასოციაციები:
ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) ამოღებულია;
გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
დ) ამოღებულია;
ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) ამოღებულია;
თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 201 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია
+
1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.
2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 202 . პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი
+
1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 21. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 23. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 24. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 25. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 26. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 27. (ამოღებულია )🔗
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 28. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 29. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
+
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 301 . პროფესიული კოლეჯი
+
პროფესიული კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 302 . საზოგადოებრივი კოლეჯი
+
1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.
3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
+
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) გადაწყვეტილების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას ;
ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4203 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 32. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები
+
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო
+
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი
+
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი:
ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს;
გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 341 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსება
+
1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
3. ამოღებულია.
4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ამოღებულია.
61. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი დაფინანსებით, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს და რომელიც შეიძლება გადატანილ იქნეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში; დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა🔗
1
+
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.
4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება
+
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗

მუხლი 39. (ამოღებულია)🔗
+
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
+
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.
12. 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე.
21. პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
31. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
32. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
6. პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
7. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია:
ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან;
ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან.
8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
9. ამოღებულია.
10. ამოღებულია.
11. ამოღებულია.
12. ამოღებულია.
13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
14. ამოღებულია.
15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
16. პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
17. ამოღებულია.
18. სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.
19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
+
მუხლი 41. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
+
1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებიდან.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 49).
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,2007 წლის 28 მარტი.
№4528_Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210
2. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
3. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №47 , 05.08 .2010 წ., მუხ. 300
3. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №47 , 05 .08.2010 წ., მუხ. 300
4. საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4203 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
მუხლი 39. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, №4528, 28.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.002.772 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23608-3/