ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-41/ნ |
|
2014 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების პროგრამების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს: |
ა)
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (დანართი №1); |
ბ)
ოპიოიდების ჩამონათვალი (დანართი №2); |
გ)
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი (დანართი №3). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №37/ნ ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
დანართი №1
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა მუხლი 1. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკის შექმნის საფუძველი და მოქმედების სფერო ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (შემდგომში - ჩანაცვლებითი მკურნალობა) იქმნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და არეგულირებს ჩანაცვლებით მკურნალობას საქართველოში. მუხლი 2. ჩანაცვლებითი მკურნალობა და მისი სახეები 1. ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების - ფარმაცევტული პროდუქტის (შემდგომში - ფარმაცევტული პროდუქტი) გამოყენებით, რომელსაც გააჩნია ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ, რომლის მიმართ განვითარებულია დამოკიდებულების სინდრომი. 2. ოპიოიდური დამოკიდებულება წარმოადგენს სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიოლოგიური, ქცევითი და კოგნიტური ფენომენის ერთობლიობას, რომელიც, ობიექტურად ინდივიდის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხასიათდება ოპიოიდის მიღების მაღალი პრიორიტეტით, რაც ნარკომანიის ფორმირების ძირითად კომპონენტად გვევლინება. ოპიოიდებზე დამოკიდებულება განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებულ N2 დანართში მითითებულ ერთ-ერთ რომელიმე ნივთიერებაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე დამოკიდებულებად. 3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამონათვალი განისაზღვრება N3 დანართის შესაბამისად. 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია: ა) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის კლებითი დოზებით მკურნალობა არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში; ბ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია - ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში; გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვემდე ვადით; დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით; ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაციონარული მკურნალობა ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით. მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია: ა) ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია; ბ) აივ-ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და სისხლის გზით გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში რემისიის მდგომარეობის მიღწევა; დ) ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შეწყვეტა/შემცირება, არალეგალური ნარკოტიკების/ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტა/შემცირება და მათი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუმჯობესება; ე) ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პირთა საზოგადოებრივი საშიშროების რისკის შემცირება. მუხლი 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის ფინანსირება ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, საქველმოქმედო და კერძო რესურსებით. მკურნალობის ანაზღაურების ოდენობა დგინდება კონკრეტული პროგრამის ფორმატის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში (სამუშაო საათებში), სამედიცინო პერსონალისა და სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება უზრუნველყოს შესაბამისი დაცვით. 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება სამედიცინო - საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სსკ). 4. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში -ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით. ზედამხედველობის საბჭო, უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში, მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები. მუხლი 5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძველი და კრიტერიუმები 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძველია ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან ერთად ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთ-ერთის არსებობა. 2. კრიტერიუმები: ა) არანაკლებ 21 წლის ასაკი; ბ) ოპიოიდების ინექციური მოხმარება; გ) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება; დ) ორსულობა; ე) მიგრანტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართული იყო უცხოეთში ჩანაცვლებით პროგრამებში (მათი მომსახურებისა და ანაზღაურების ფორმა და წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად); ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით; ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირი, გათავისუფლებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, რომელიც გათავისუფლების მომენტისთვის ჩართული იყო ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში. 3. პაციენტი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჩართული ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განმახორციელებელ ორ ან მეტ დაწესებულებაში. მუხლი 6. პაციენტთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვის წესი 1. პაციენტის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება სსკ-ის გადაწყვეტილებით, თუკი პაციენტი აკმაყოფილებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის განცხადების საფუძველზე, სსკ განიხილავს პროგრამაში მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 3. განცხადებას თან უნდა ახლდეს პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა), ხოლო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, ,,ე“, „ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 4. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. ხელშეკრულების ფორმას დაწესებულება ათანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრთან. 5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამებში პაციენტთა ჩართვა ხორციელდება შესაბამისი პროგრამების მოცულობის ფარგლებში. მუხლი 7. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება 1. პაციენტის მკურნალობა წარმოებს მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც საზღვრავს მკურნალი ექიმი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის პაციენტს. 2. ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის საწყისი დოზის განსაზღვრა ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ და მტკიცდება სსკ-ს მიერ. 3. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის მიღება დაწესებულებაში ხორციელდება სამედიცინო პერსონალის კონტროლის ქვეშ. 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტი ან მისი წარმომადგენელი მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელობას და აცნობებს, რომ იგი არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მოსარგებლე. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ დაწესებულებას და მიაწოდოს მას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა). 5. დაწესებულება ვალდებულია სტაციონარის შესაბამის განყოფილებას გადასცეს სამკურნალო საშუალების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში. გადასაცემი სამკურნალო საშუალების რაოდენობა ისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური დოზისა და მისი სტაციონარში დაყოვნების საჭიროების მიხედვით. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ პაციენტის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დანიშნული დოზა. 6. სტაციონარი ვალდებულია გააფორმოს მიმწოდებელთან სამკურნალო საშუალების გადაცემა-მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სტაციონარის განყოფილება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მისი აღრიცხვა, შენახვა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გაფორმება, გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განადგურება. 8. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სსკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე). განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბინაზე ხანგრძლივად მკურნალობისას (2 თვეზე მეტი პერიოდი) გამონაკლისის სახით ხორციელდება პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის მარაგის ოდენობის მიწოდება. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს დაავადების დიაგნოზის შესაბამისად საჭიროების პერიოდში. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელია ერთდროულად გაიცეს 7 დღის მარაგის ოდენობა. 9. პაციენტის ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში, სსკ-ს აქვს უფლება ხელზე გაატანოს სამკურნალო საშუალება არა უმეტეს 4 დღის დოზისა. 10. პაციენტის ქვეყნის შიგნით ხანგრძლივი (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) გადაადგილების შემთხვევაში, პაციენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელის მიერ გაიცემა მიმართვა, რომელსაც პაციენტი წარადგენს მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის ტერიტორიული ერთეულის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის მიმწოდებელ უახლოეს დაწესებულებაში (განყოფილებაში). 11. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება წინასწარი ხელშეკრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით. მიმწოდებელი დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების სათანადო დოკუმენტაცია წარედგინება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელს. 12. ქვეყნიდან პროგრამის მოსარგებლის გასვლის შემთხვევაში დასაშვებია მას ხელზე გაეცეს ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალება, რომლის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლი 1. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად (არანაკლებ თვეში ერთხელ) ტარდება თითოეული პაციენტის ბიოლოგიური მასალის მოულოდნელი გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პაციენტის სხვა სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში მისთვის ანალიზის ჩატარების (არანაკლებ სამ თვეში ერთხელ) სიხშირე და მიზანშეწონილობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. მუხლი 9. ჩანაცვლებითი მკურნალობის კურსის დასრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტს შესაძლოა გაუფორმდეს ერთთვიანი შესვენება გამოცდის სახით. დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს ამ პერიოდის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, სსკ-ს გადაწყვეტილების საფუძველზე პაციენტის შეუფერხებელი შემობრუნება პროგრამაში. მუხლი 10. ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის არაგეგმური შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს პაციენტის მოთხოვნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან პროგრამიდან გარიცხვით. 2. პროგრამიდან გარიცხვის კრიტერიუმებია: ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები; ბ) დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა; გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა; დ) თვეში 5 არასაპატიო გაცდენა. 3. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი შედეგის შესახებ მკურნალი ექიმის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სსკ განიხილავს პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი პროგრამიდან გარიცხვის ან/და მკურნალობის გაგრძელების შესახებ. 4. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის ან სხვა პაციენტთა მიმართ უხეში მოქცევა, ჩამანაცვლებელი პრეპარატის დაწესებულებიდან გატანის მცდელობა, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დადგენილი წესის დარღვევა) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს პროგრამიდან პირველივე დარღვევის შემდგომ, სსკ -ს გადაწყვეტილებით. 5. სსკ-ს მიერ პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას ეძლევა უფლება ჩაიტაროს მოკლევადიანი (არაუმეტეს 14 დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი. აღნიშნული უფლების გამოყენებისას პაციენტი პროგრამიდან გარიცხულად ითვლება დეტოქსიკაციის კურსის დასრულებისთანავე. მუხლი 11. ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიღების, შენახვის აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესები ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურება წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ოპიოიდების ჩამონათვალი
შენიშვნა: სიაში შეტანილი ნივთიერებები წარმოდგენილია მათი საერთაშორისო ან/და ქიმიური დასახელებებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა, მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებებით. სიებს, ასევე, მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა ანალოგები. დანართი №3 ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს:
ა) მეთადონის ჰიდროქლორიდი (methadone hydrochloride); |
+
ბრძანება №01-41/ნ
1.
დამტკიცდეს:ა) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (დანართი №1); |
ბ) ოპიოიდების ჩამონათვალი (დანართი №2); |
გ) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი (დანართი №3). |
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №37/ნ ბრძანება. |
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო |
1. დამტკიცდეს:
ა) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (დანართი №1);
ბ) ოპიოიდების ჩამონათვალი (დანართი №2);
გ) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი (დანართი №3).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №37/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
+
მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები🔗
მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები🔗
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია:
4. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში – ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით. ზედამხედველობის საბჭო უფლებამოსილია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-97/ნ- ვებგვერდი, 30.10.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-67/ნ- ვებგვერდი, 19.07.2022წ.
ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან ერთად ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთ-ერთის არსებობა.
ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სამინისტროს ზედამხედველობის საბჭოს თანხმობით;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
2. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის განცხადების საფუძველზე, სსკ განიხილავს პროგრამაში მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
4. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
81. (ამოღებულია - 08.09.2020, №01-101/ნ).
82. (ამოღებულია - 28.05.2021, №01-50/ნ).
83. (ამოღებულია - 31.01.2022, №01-7/ნ).
13. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ღონისძიებების დროს პირებისათვის, რომლების გადიან საიზოლაციო/საკარანტინო ღონისძიებებს დაწესებულებაში, მათ შორის ბინაზე, რის გამოც ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით მოკლებულნი არიან ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებში ყოველდღიურად გამოცხადების შესაძლებლობას:
ა) კუთვნილი ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების სტანდარტული ულუფის, არაუმეტეს 7 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადების და იზოლაციაში/კარანტინში ყოფნის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე);
ბ) ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება ნარკოლოგის დასკვნის საფუძველზე ან სსკ-ის გადაწყვეტილებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-27/ნ - ვებგვერდი, 19.03.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №01-101/ნ- ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-111/ნ- ვებგვერდი, 22.10.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №01-50/ნ- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №01-75/ნ- ვებგვერდი, 31.08.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-7/ნ- ვებგვერდი, 31.01.2022წ.
ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები;
№
ნივთიერების დასახელება ქიმიური დასახელება1
3-მეთილთიოფენტანილი 3-METHYLTHIOFENTANYL N-[3-methyl-1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl] propionanilide2
3-მეთილფენტანილი 3-METHYLFENTANYL N-(3-methyl-1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide3
ალფამეთადოლი ALPHAMETHADOL α-6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol4
ალფა-მეთილ-4-მეთილთიოფენეტილამინი 4-MTA α-methyl-4-methylthiophenethylamine5
ალფა-მეთილთიოფენტანილი ALPHA-METHYLTHIOFENTANYL N-[1-[1-methyl-2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl] propionanilide6
ალფა-მეთილფენტანილი ALPHA-METHYLFENTANYL N-[1-(α-methylphenethyl)-4-piperidyl]propionanilide7
ალფამეპროდინი ALPHAMEPRODINE α-3-ethyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine8
ალფაცეტილმეთადოლი ALPHACETYLMETHADOL α-3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane9
აცეტილ-ალფა-მეთილფენტანილი ACETYL-ALPHA-METHYLFENTANYL N-[1-(α-methylphenethyl)-4-piperidyl]acetanilide10
აცეტილმეთადოლი ACETYLMETHADOL 3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane11
აცეტორფინი ACETORPHINE 3-O-acetyltetrahydro-7α-(1-hydroxy-1-methylbutyl)-6,14-endo-ethenooripavine (derivative of thebaine) (თებაინის წარმოებული)12
ბეზიტრამიდი BEZITRAMIDE 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-(2-oxo-3-propionyl-1-benzimidazolinyl)piperidine13
ბენზეთიდინი BENZETHIDINE 1-(2-benzyloxyethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester14
ბენზილმორფინი BENZYLMORPHINE 3-benzylmorphine15
ბეტამეთადოლი BETAMETHADOL β-6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol16
ბეტამეპროდინი BETAMEPRODINE β-3-ethyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine17
ბეტაპროდინი BETAPRODINE β-1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine18
ბეტაცეტილმეთადოლი BETACETYLMETHADOL β-3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane19
ბეტა-ჰიდროქსი-3-მეთილფენტანილი BETA-HYDROXY-3-METHYLFENTANYL N-[1-(β-hydroxyphenethyl)-3-methyl-4-piperidyl]propionanilide20
ბეტა-ჰიდროქსიფენტანილი BETA-HYDROXYFENTANYL N-[1-(β-hydroxyphenethyl)-4-piperidyl]propionanilide21
დეზომორფინი DESOMORPHINE Dihydrodesoxymorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)22
დიამპრომიდი DIAMPROMIDE N-[2-(methylphenethylamino)-propyl]propionanilide23
დიმეფეპტანოლი DIMEPHEPTANOL 6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol24
დიჰიდროეტორფინი DIHYDROETORPHINE 7,8-dihydro-7α-[1-(R)-hydroxy-1-methylbutyl]-6,14-endo-ethanotetrahydrooripavine (derivative of etorphine) (ეტორფინის წარმოებული)25
დიჰიდრომორფინი DIHYDROMORPHINE (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)26
ეთილმეთილთიამბუტენი ETHYLMETHYLTHIAMBUTENE3-ethylmethylamino-1,1-di-(2’-thienyl)-1-butene
27
ეტონიტაზენი ETONITAZENE 1-diethylaminoethyl-2-p-ethoxybenzyl-5-nitrobenzimidazole28
ეტორფინი ETORPHINE tetrahydro-7α-(1-hydroxy-1-methylbutyl)-6,14-endo-ethenooripavine (derivative of thebaine) (თებაინის წარმოებული)29
თიოფენტანილი THIOFENTANYL N-[1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl]propionanilide30
იზომეთადონი ISOMETHADONE 6-dimethylamino-5-methyl-4,4-diphenyl-3-hexanone31
კეტობემიდონი KETOBEMIDONE 4-m-hydroxyphenyl-1-methyl-4-propionylpiperidine32
კოდოქსიმი CODOXIME dihydrocodeinone-6-carboxymethyloxime (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)33
ლევომეტორფანი LEVOMETHORPHAN (-)-3-methoxy-N-methylmorphinan34
ლევომორამიდი LEVOMORAMIDE (-)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl)butyl]morpholine35
ლევოფენაცილმორფანი LEVOPHENACYLMORPHAN (-)-3-hydroxy-N-phenacylmorphinan36
მეთადონის სინთეზის შუალედური პროდუქტი METHADONE INTERMEDIATE 4-cyano-2-dimethylamino-4,4-diphenylbutane37
მეთილდეზორფინი METHYLDESORPHINE 6-methyl-Δ6-deoxymorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)38
მეთილდიჰიდრომორფინი METHYLDIHYDROMORPHINE 6-methyldihydromorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)39
მეტაზოცინი METAZOCINE 2'-hydroxy-2,5,9-trimethyl-6,7-benzomorphan40
მეტოპონი METOPON 5-methyldihydromorphinone (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)41
მიროფინი MYROPHINE Myristylbenzylmorphine (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)42
მორამიდის სინთეზის შუალედური პროდუქტი MORAMIDE INTERMEDIATE 2-methyl-3-morpholino-1,1-diphenylpropane carboxylic acid43
მორფერიდინი MORPHERIDINE 1-(2-morpholinoethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester44
მორფინ-N-ოქსიდი MORPHINE-N-OXIDE (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)45
მორფინის მეთობრომიდი და მორფინის სხვა ხუთვალენტიანი აზოტური წარმოებულები, მათ შორის, მორფინ-N-ოქსიდის წარმოებულები, რომელთაგან ერთ-ერთი N-ოქსი-კოდეინია MORPHINE METHOBROMIDE AND OTHER PENTAVALENT NITROGEN MORPHINE DERIVATIVES INCLUDING IN PARTICULAR THE MORPHINE-N-OXIDE DERIVATIVES, ONE OF WHICH IS CODEINE-N-OXIDE46
მფპპ MPPP 1-methyl-4-phenyl-4-piperidinol propionate (ester)47
ნორაციმეთადოლი NORACYMETHADOL (±)-α-3-acetoxy-6-methylamino-4,4-diphenylheptane48
ნორლევორფანოლი NORLEVORPHANOL (-)-3-hydroxymorphinan49
ნორმორფინი NORMORPHINE demethylmorphine (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)50
ოდტ *ODT
o-desmethyltramadol51
ოპიუმი (ამფიონი)OPIUM
52
ოპიუმი ექსტრაქციული,მათ შორის:
53
ოპიუმის ექსტრაქტი (EXTRACT OPIUM)54
ოპიუმის ნაყენი (TINCTURA OPII)55
ოქსიმორფონი OXYMORPHONE 14-hydroxydihydromorphinone (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)56
პარა-ფლუოროფენტანილი PARA-FLUOROFENTANYL 4'-fluoro-N-(1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide57
პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი A PETHIDINE INTERMEDIATE A 4-cyano-1-methyl-4-phenylpiperidine58
პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი B PETHIDINE INTERMEDIATE B 4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester59
პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი C PETHIDINE INTERMEDIATE C 1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid60
პეპაპ PEPAP 1-phenethyl-4-phenyl-4-piperidinol acetate (ester)61
პიმინოდინი PIMINODINE 4-phenyl-1-(3-phenylaminopropyl)piperidine-4-carboxylic acid ethyl ester62
პროპერიდინი PROPERIDINE 1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid isopropyl ester63
პროჰეპტაზინი PROHEPTAZINE 1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxyazacycloheptane64
რაცემეთორფანი RACEMETHORPHAN (±)-3-methoxy-N-methylmorphinan65
რაცემორამიდი RACEMORAMIDE (±)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl)butyl]morpholine66
ფენამპრომიდი PHENAMPROMIDE N-(1-methyl-2-piperidinoethyl)propionanilide67
ფენომორფანი PHENOMORPHAN 3-hydroxy-N-phenethylmorphinan68
ფენოპერიდინი PHENOPERIDINE 1-(3-hydroxy-3-phenylpropyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester69
ფურეთიდინი FURETHIDINE 1-(2-tetrahydrofurfuryloxyethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester70
ყაყაჩო დამაძინებელი PAPAVER SOMNIFERUM71
ყაყაჩოს ნამჯა POPPY STRAW all parts(except the seeds) of the opium poppy, after mowing მოცელილი დამაძინებელი ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა ყაყაჩოს თესლებისა72
ყაყაჩოს ნამჯის კონცენტრატი CONCENTRATE OF POPPY STRAWthe material arising when poppy straw has entered into a process for the concentration of its alkaloids when such material is made available in trade, (“Poppy straw”: all parts (except the seeds) of the opium poppy, after mowing)
73
ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტი EXTRACT OF POPPY STRAW დამაძინებელი ყაყაჩოს ნამჯისგან ნებისმიერი გზით მიღებული, ნარკოტიკულად აქტიური ალკალოიდები, აგრეთვე ყაყაჩოს ნამჯისგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი პრეპარატი74
ყაყაჩოს (დამაძინებელი ყაყაჩოს) ნებისმიერი სახის ნაყენი და რძეწვენიTHE COAGULATED JUICE AND TINCTURS OF POPPY STRAW
75
ყველა იმ სახეობის ყაყაჩო და მისგან მომზადებული პროდუქტი, რომელიც არ არის დამაძინებელი ყაყაჩო, მაგრამ შეიცავს ამ სიაში მითითებულ ნარკოტიკულ საშუალებას
76
ჰეროინი HEROIN diacetylmorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)77
ალილპროდინი ALLYLPRODINE 3-allyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine78
ალფაპროდინი ALPHAPRODINE α-1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine79
ალფენტანილი ALFENTANIL N-[1-[2-(4-ethyl-4,5-dihydro-5-oxo-1H-tetrazol-1-yl)ethyl]-4-(methoxymethyl)-4-piperidinyl]-N-phenylpropanamide80
აცეტილდიჰიდროკოდეინი ACETYLDIHYDROCODEINE (derivative of codein) (კოდეინის წარმოებული)81
ბუპრენორფინი BUPRENORPHINE 2l-cyclopropyl-7-α-[(S)-1-hydroxy-1,2,2-trimethylpropyl]-6,14- endo-ethano-6,7,8,14-tetrahydrooripavine82
ბუტორფანოლი BUTORPHANOL 17-cyclobutylmethyl-morphinan-3,14-diol83
დექსტრომორამიდი DEXTROMORAMIDE (+)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl) butyl]morpholine (dextro-rotatory isomer of moramide) (მორამიდის მარჯვნივ მბრუნავი იზომერი)84
დექსტროპროპოქსიფენი DEXTROPROPOXYPHENE α-(+)-4-dimethylamino-1,2-diphenyl-3-methyl-2-butanol propionate (Dextro-rotary isomer of propoxyphene) (პროპოქსიფენის მარჯვნივ მბრუნავი იზომერი)85
დიეთილთიამბუტენი DIETHYLTHIAMBUTENE 3-diethylamino-1,1-di-(2’-thienyl)-1-butene86
დიმეთილთიამბუტენი DIMETHYLTHIAMBUTENE 3-dimethylamino-1,1-di-(2'-thienyl)-1-butene87
დიმენოქსადოლი DIMENOXADOL 2-dimethylaminoethyl-1-ethoxy-1,1-diphenylacetate88
დიოქსაფეტილ ბუტირატი DIOXAPHETYL BUTYRATE ethyl-4-morpholino-2,2-diphenylbutyrate89
დიპიპანონი DIPIPANONE 4,4-diphenyl-6-piperidine-3-heptanone90
დიფენოქსილატი DIPHENOXYLATE 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester91
დიფენოქსინი DIFENOXIN 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-phenylisonipecotic acid92
დიჰიდროკოდეინი DIHYDROCODEINE (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)93
დროტებანოლი DROTEBANOL 3,4-dimethoxy-17-methylmorphinan-6β,14-diol94
ეთილმორფინი ETHYLMORPHINE 3-ethylmorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)95
ეტოქსერიდინი ETOXERIDINE 1-[2-(2-hydroxyethoxy)-ethyl]-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester96
თებაინი THEBAINE (an alkaloid of opium; also found in Papaver bracteatum) (ოპიუმის ალკალოიდი; მას აგრეთვე შეიცავს მცენარე Papaver bracteatum)97
თებაკონი THEBACON Acetyldihydrocodeinone (acetylatedenol form of hydrocodone)98
კლონიტაზენი CLONITAZENE 2-(p-chlorobenzyl)-1-diethylaminoethyl-5-nitrobenzimidazole99
კოდეინი CODEINE 3-methylmorphine(derivate of morphine, alkaloid contained in opium & poppy straw)
(მორფინის წარმოებული; ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ოპიუმი და ყაყაჩოს ნამჯა)100
ლევორფანოლი LEVORPHANOL (-)-3-hydroxy-N-methylmorphinan101
მეთადონი METHADONE 6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanone102
მორფინი MORPHINE the principal alkaloid of opium and of opium poppy (ოპიუმის ან ოპიუმის (დამაძინებელი) ყაყაჩოს ძირითადი ალკალოიდი)103
ნალბუფინი NALBUPHINE (–)-17-(cyclobutylmethyl)- 4,5α-epoxymorphinan- 3,6α,14-triol hydrochloride104
ნიკოდიკოდინი NICODICODINE 6-nicotinyldihydrocodeine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)105
ნიკოკოდინი NICOCODINE 6-nicotinylcodeine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)106
ნიკომორფინი NICOMORPHINE 3,6-dinicotinylmorphine (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)107
ნორკოდეინი NORCODEINE N-demethylcodeine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)108
ნორმეთადონი NORMETHADONE 6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-hexanone109
ნორპიპანონი NORPIPANONE 4,4-diphenyl-6-piperidino-3-hexanone110
ორიპავინი ORIPAVINE 3-O-demethylthebaine111
ოპიუმი სამედიცინო OPII MEDICINALIS112
ოქსიკოდონი OXYCODONE 14-hydroxydihydrocodeinone (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული)113
პანტოპონი PANTOPON114
პაპავერიტუმი (ომნოპონი) PAPAVERITUM (OMNOPON)115
პეთიდინი PETHIDINE 1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester116
პენტაზოცინი PENTAZOCINE(2R*,6R*,11R*)-1,2,3,4,5,6-hexahydro-6,11-dimethyl-3-(3- methyl-2-butenyl)-2,6-methano-3-benzazocin-8-ol
117
პირიტრამიდი PIRITRAMIDE 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-(1-piperidino)piperidine-4-carboxylic acid amide118
პროპირამი PROPIRAM N-(1-methyl-2-piperidinoethyl)-N-2-pyridylpropionamide119
რაცემორფანი RACEMORPHAN (±)-3-hydroxy-N-methylmorphinan120
რემიფენტანილი REMIFENTANIL 1-(2-methoxycarbonylethyl)-4-(phenylpropionylamino)-piperidine-4-carboxylic acid methyl ester121
სუფენტანილი SUFENTANIL N-[4-(methoxymethyl)-1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl]propionanilide122
ტილიდინი TILIDINE (±)-ethyl-trans-2-(dimethylamino)-1-phenyl-3-cyclohexene-1-carboxylate123
ტრამადოლი TRAMADOL(1R,2R)-rel-2-[(dimethylamino)methyl]- 1-(3-methoxyphenyl)cyclohexanol
124
ტრიმეპერიდინი TRIMEPERIDINE 1,2,5-trimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine125
ფენადოქსონი PHENADOXONE 6-morpholino-4,4-diphenyl-3-heptanone126
ფენაზოცინი PHENAZOCINE 2'-hydroxy-5,9-dimethyl-2-phenethyl-6,7-benzomorphan127
ფენეტილინი FENETYLLINE7-[2-[(α-methylphenethyl)amino]ethyl]theophylline
128
ფენმეტრაზინი PHENMETRAZINE 3-methyl-2-phenylmorpholine129
ფენტანილი FENTANYL7-[2-[(α-methylphenethyl)amino]ethyl]theophylline
130
ფოლკოდინი PHOLCODINE morpholinylethylmorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)131
ჰიდროკოდონი HYDROCODONE dihydrocodeinone (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)132
ჰიდრომორფინოლი HYDROMORPHINOL 14-hydroxydihydromorphine (derivative of morphine)(მორფინის წარმოებული)
133
ჰიდრომორფონი HYDROMORPHONE dihydromorphinone (derivative of morphine)(მორფინის წარმოებული)
134
ჰიდროქსიპეთიდინი HYDROXYPETHIDINE 4-m-hydroxyphenyl-1-methylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester135
დექსტრომეტორფანი Dextromethorphan (4bS,8aR,9S)-3-methoxy-11-methyl-6,7,8,8a,9,10-hexahydro-5H-9,4b-(epiminoethano)phenanthrene შენიშვნა: სიაში შეტანილი ნივთიერებები წარმოდგენილია მათი საერთაშორისო ან/და ქიმიური დასახელებებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა, მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებებით. სიებს, ასევე, მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა ანალოგები. დანართი №3 ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს: ა) მეთადონის ჰიდროქლორიდი (methadone hydrochloride);ბ) კომბინირებული პრეპარატი - ბუპრენორფინი, ნალოქსონი (comb. dru-Buprenorphine,Naloxone).
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“?
- „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“ მიღებულია 03.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-41/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016269.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“, №01-41/ნ, 03.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2374811/