ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (23)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 11 ივლისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 11.07.2014 წ.
|
რეგულირების წესები
2. ამ წესების საფუძველზე ხორციელდება ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავება.
3. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს:
ა) ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავების პირობებს;
ბ) შესაბამისი სამსახურის ფუნქციონირებას;
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს ფუნქციონირებას;
დ) სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის წესს.
4. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის, ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანების რეგულირება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების, განაშენიანების ძირითადი დებულებების და კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.
ა) არაუმცირეს 2.0 მ სიგანის, მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილისგან (ტროტუარისაგან) ;
ბ) არაუმცირეს 5.0 მ სიგანის, ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილისაგან და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილებისგან (ტროტუარებისაგან).
ქუჩა, კერძო. გასვლის უფლება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე, რომელიც არ არის გადაცემული საზოგადოებისთვის ან არ არის დაცული, როგორც საზოგადოებრივი ქუჩა, რომლითაც უზრუნველყოფილია ორ ან მეტ ადგილთან მისადგომი. ღობე – წარმოადგენს მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ნაგებობას, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს, როგორც საკადასტრო საზღვერზე (საზიარო ღობე) ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. თუ ღობის სხვადასხვა მხარეს ღობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ნიშნული სხვადასხვაა, მაშინ ყრუ ღობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება უფრო მაღალი ნიშნულიდან; ღია სივრცე. მიწის ფართობები, სადაც არ არის შენობები, ნაგებობები, ავტომობილების გასაჩერებელი ადგილები, ქუჩები, ჩიხები ან აუცილებელი ეზოები. ღია სივრცეში დასაშვებია ლანდშაფტური არქიტექტურა, ბუნებრივი თავისებურებების დაცვა, შიდა ეზოებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობა. შეწევის მანძილი. მინიმალური აუცილებელი მანძილი საკუთრების ხაზსა და შენობის ხაზს შორის.
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლებისათვის აუცილებელი საკითხების განსახილველად მომზადება;
ბ) კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლებისათვის აუცილებელი საკითხების განსახილველად მომზადება;
გ) განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” აღსრულების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების განსახილველად მომზადება;
ე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განხილვა და დამტკიცება;
ვ) ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად სამშენებლოდ განსავითარებელი მიწის ნაკვეთების დაყოფა–გაერთიანებაზე, მათი სამშენებლო პოტენციალის გამოყენებაზე, ასევე კონფიგურაციის ცვლილებაზე მონიტორინგი და პრობლემური საკითხების განსახილველად მომზადება.
სამსახურს ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო.
2. საბჭოს კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;
ბ) ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შემუშევების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად;
გ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;
დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;
ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;
ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;
ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
თ) სხვა საქმიანობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. საბჭოს ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.
2. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული ზოგადი ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად:
ა) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების ცვლილება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად;
ბ) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების, გარდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, ცვლილება სარეკრეაციო ზონად;
გ) სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების ცვლილება საცხოვრებელ ან სატრანსპორტო ზონად.
3. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული კონკრეტული ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად:
ა) სამრეწველო ზონა 2 (ს-2) – ის ცვლილება სამრეწველო ზონა 1 (ს-1) – ად;
ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) – ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 6 (სზ-6) – ად;
გ) საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) – ის ცვლილება საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) – ად;
დ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) – ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 3 (სზ-3) – ად და საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2) – ად;
ე) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) – ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2) – ად.
2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო მოთხოვნას თანდართულ საბუთებთან ერთად აგზავნის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.
3. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 19.10.2018წ.
2. შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების შემდგომი განვითარება (ტერიტორიის გაფართოება, ფუნქციის შეცვლა, რეკონსტრუქცია) ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის შემცირების პირობით.
3. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ეხსნება შეუსაბამო სტატუსი.
4. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით (ფართობი, კონფიგურაცია) არ შეესაბამება ზონის განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იძენს განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსს.
5. განპირობებული (იძულებით) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისთვის, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პირობით, ხდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით-სივრცით და ესთეტიკურ პარამეტრებს.
6. განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №64 - ვებგვერდი, 14.08.2018წ.
ა) მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტი;
ბ) მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტი.
2. მიწათსარგებლობის ზონირების დოკუმენტი მოიცავს:
ა) ზოგად ფუნქციურ ზონებს;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს.
3. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტები მოიცავს:
ა) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვის და გამწვანების კოეფიციენტებს;
გ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს და მათდამი ამ წესებით წაყენებულ მოთხოვნებს.
დ) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს.
2. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები;
ბ) დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები;
გ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები;
დ) დაცული ტერიტორიების საზღვრები;
ე) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები;
ვ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, სამრეწველო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები;
ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები;
თ) რკინიგზის, მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები.
3. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონების ტერიტორიის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად.
2. კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობას არ გააჩნია მიწიპირა სართული მაშინ კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით.
4. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის:
ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი;
ბ) ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი;
გ) შენობა-ნაგებობები, როლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას.
5. კ-1 კოეფიციენტი მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
2. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ბ) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის 1/2-ით;
გ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს სრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთი სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 3/4-ით;
დ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს არასრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთ სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 1/3-ით;
ე) მიწისპირა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ვ) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონე(ებ)ზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ზ) პირველ მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირთადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
თ) პირველი მიწისზედა სართულის გარდა, სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 40 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ი) აივანის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობა-ნაგებობის ფასადის გარე კედლიდან 1,5 მ-ზე მეტი მანძილით - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
კ) ვერანდის, ერკერის, ლოჯის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად.
3. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
2. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მინიმალური მაჩვენებელი.
3. კ-3 კოეფიციენტის დამრგვალება შესაძლებელია მეათედი სიზუსტით.
ა) ზოგად ფუნქციურ ზონებად:
ა.ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);
ა.ბ) სარეკრეაციო ზონა _ (რზ);
ა.გ) სპეციალური ზონა – (სპეცზ);
ა.დ) საცხოვრებელი ზონა – (სზ);
ა.ე) სატრანსპორტო ზონა – (ტზ);
ა.ვ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ);
ა.ზ) სამრეწველო ზონა – (ს);
ა.თ) სანიტარიული ზონა – (სანზ);
ა.ი) სამხედრო დანიშნულების ზონა – (სდზ).
ბ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად:
ა.ა) ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ზონა' – (ლსზ');
ბ.ა) სარეკრეაციო ზონა 1 - (რზ-1);
ბ.ბ) სარეკრეაციო ზონა 2 - (რზ-2);
ბ.გ) სპეციალური ზონა' – (სპეცზ');
ბ.დ) საცხოვრებელი ზონა 2 _ (სზ-2);
ბ.ე) საცხოვრებელი ზონა 3 _ (სზ-3);
ბ.ვ) საცხოვრებელი ზონა 5 _ (სზ-5);
ბ.ზ) საცხოვრებელი ზონა 6 _ (სზ-6);
ბ.თ) სატრანსპორტო ზონა 1 – (ტზ-1);
ბ.ი) სატრანსპორტო ზონა 2 – (ტზ-2);
ბ.კ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 – (სსზ-1);
ბ.ლ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 – (სსზ-2);
ბ.მ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3);
ბ.ნ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 4 – (სსზ-4);
ბ.ო) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1);
ბ.პ) სამრეწველო ზონა 2 – (ს-2);
ბ.ჟ) სანიტარული ზონა' _ (სანზ');
ბ.რ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 – (სდზ-2).
2. ტერიტორიის ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტში.
3. ტერიტორიის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №85 - ვებგვერდი, 14.05.2015 წ.
1. საცხოვრებელი ზონები. კონკრეტულ საცხოვრებელ ზონებში (სზ) მთავარი და დასაშვები გამოყენებებია:
ა) საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2) - დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები ან საცხოვრებელი-სამუშაო ერთეულები. ასევე დასაშვები გამოყენებებია: სახელმწიფო ან თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული პარკები, რეკრეაციული ცენტრები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები, პოლიციისა და ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილების სადგურები, საჯარო და სამთავრობო სამსახურები, საჯარო ბიბლიოთეკები, რელიგიური დანიშნულების ნაგებობები, საბავშვო ბაღები, სკოლები და კოლეჯები, საზოგადოებრივი ავტოსადგომების ტერიტორიები, კერძო გარაჟები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებები, ზემოთ ნებადართული გამოყენებების დამხმარე შენობა-ნაგებობები (მათ შორის გარაჟები და დამატებითი საცხოვრებელი), ასევე დროებითი შენობა-ნაგებობები. ბ) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) - საშუალო სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები, საცხოვრებელი-სამუშაო ერთეულები ან მრავალ ერთეულიანი (მრავალბინიანი) საცხოვრებელი სახლები. ასევე ყველა გამოყენება, რომელიც დასაშვებია საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2)-ში. გ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) - მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა: მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები. ასევე დასაშვები გამოყენებებია საზოგადოებრივი, ყოველდღიური მოხმარების და სამეზობლო კომერციული ცენტრები, ამასთანავე ყველა გამოყენება, რომელიც დასაშვებია საცხოვრებელ ზონა 3 (სზ-3)-ში. დ) საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) - მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა: მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები. ასევე ყველა გამოყენება, რომელიც დასაშვებია საცხოვრებელ ზონა 5 (სზ-5)-ში. საზოგადოებრივ გზის მიმდებარედ განთავსებული მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლების მიწისპირა სართულები გამოყენებულ უნდა იქნას კომერციული ან საზოგადოებრივი დანიშნულებით. 2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საცხოვრებელ ზონებში ა) ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მანძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 1-ს ცხრილი 1 კონკრეტულ საცხოვრებელ ზონებში ზომების რეგულირება ა.ბ.გ.დ.
ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ) შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტითან განაშენიანების რეგულირების გეგმით; გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა საცხოვრებელ ზონა 2-სა და საცხოვრებელ ზონა 3-ში შესაძლებელია მაქსიმუმ 10%-ით, ხოლო საცხოვრებელ ზონა 5-სა და საცხოვრებელ ზონა 6-ში მაქსიმუმ 100%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. დ) 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ან/და ასეთი მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, არ ვრცელდება კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში მიწის ნაკვეთის ზომებისადმი დაწესებული მინიმალური მოთხოვნები. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №85 - ვებგვერდი, 14.05.2015 წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.12.2017წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 25.06.2018წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 23.07.2018წ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონები. კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში (სსზ) მთავარი და დასაშვები გამოყენებებია:
ა) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობები, როგორებიცაა ავტომობილების მომსახურების შენობა-ნაგებობები, საზოგადოებრივი და ყოველდღიური მოხმარების სავაჭრო-კომერციული ცენტრები. ასევე დასაშვები გამოყენებებია: ნაგებობები ავტომობილების შესაკეთებლად, ავტოგასამართი სადგურები, თვითმომსახურების ავტოგასამართი სადგურები, საქმიანი ან ფინანსური მომსახურებები, საჯარო და სამთავრობო სამსახურები, პოლიციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სადგურები, საწყობები, რელიგიური დანიშნულების ნაგებობები, სკოლები და კოლეჯები, სათემო მომსახურების სადგურები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) - მაღალი სიმჭიდროვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა საზოგადოებრივ-საქმიანი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, როგორებიცაა კომერციული, სავაჭრო, საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე და მათი შერეული გამოყენება. ასევე დასაშვები გამოყენებებია: გასართობი ცენტრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, კინოთეატრები, ფინანსური მომსახურებები, საჯარო და სამთავრობო სამსახურები, პოლიციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სადგურები, რელიგიური დანიშნულების ნაგებობები, სკოლები და კოლეჯები, სახელობო სასწავლებლები, უნივესიტეტები, სასპორტო ნაგებობები, კულტურული ცენტრები, კინოთეტრები, სათემო მომსახურებები, რესტორნები და სხვა მსგავსი გამოყენებები. საზოგადოებრივ გზის მიმდებარედ განთავსებული მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლების მიწისპირა სართულები გამოყენებულ უნდა იქნას კომერციული ან საზოგადოებრივი დანიშნულებით. გ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3) - მაღალი სიმჭიდროვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა რეგიონული და მსხვილი საქალაქო სავაჭრო დანიშნულების ცენტრები და შენობა-ნაგებობები, როგორებიცაა მოლები, ავტომობილების და ავტონაწილების, სამშენებლო მასალების, ავეჯისა, საზოგადოებრივი და ყოველდღიური მოხმარების სავაჭრო-კომერციული ცენტრები. ასევე დასაშვები გამოყენებებია: გასართობი ცენტრები, სასტუმროები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, კინოთეატრები, საწყობები და სხვა მსგავსი გამოყენებები. დ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 4 (სსზ-4) - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებებია სახელმწიფო და საქალაქო ადმინისტრაციული, კომერციული, კულტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სამედიცინო დაწესებულებები (კერძოდ, საავადმყოფოები), მსხვილი სასპორტო შენობა-ნაგებობები. ასევე დასაშვები გამოყენებებია: სასტუმროები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რელიგიური დანიშნულების ნაგებობები. 2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში ა) ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 2-ს ცხრილი 2 კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში ზომების რეგულირება ა.ბ.გ.დ.
ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ) უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვისადმი, შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით ან განაშენიანების რეგულირების გეგმით; გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 10%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. დ) 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ან/და ასეთი მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, არ ვრცელდება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში მიწის ნაკვეთის ზომებისადმი დაწესებული მინიმალური მოთხოვნები. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №85 - ვებგვერდი, 14.05.2015 წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.12.2017წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 25.06.2018წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 23.07.2018წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №103 - ვებგვერდი, 15.03.2019წ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1. სამრეწველო ზონები. კონკრეტულ სამრეწველო ზონებში (სსზ) მთავარი და დასაშვები გამოყენებებია:
ა) სამრეწველო 1 (ს-1) - სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები, იგი მოიცავს მსუბუქ მრეწვწლობას, საშუალო სიმძლავრის მრეწველობას, კვების მრეწველობას, სხვადასხვა ტექნოლოგიურ მრეწველობას და საწარმოო გამოყენებას, როგორიცაა: საწყობები, კვლევითი ან საცდელი ლაბორატორიები, პროდუქციის გამანაწილებელ ცენტრები და პროდუქციის საგამოფენო სივრცეები. ასევე დასაშვებია საჯარო და სამთავრობო სამსახურები, ავტომობილების მომსახურების შენობა-ნაგებობები, სათემო მომსახურებები და მცირე საცალო სავაჭრო მომსახურებები. ბ) სამრეწველო 2 (ს-2) - სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) მოიცავს ყველა გამოყენებას, რომელიც დასაშვებია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ში. 2. ზომების რეგულირება კონკრეტულ სამრეწველო ზონებში ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 3-ს ცხრილი 3 კონკრეტულ სამრეწველო ზონებში ზომების რეგულირებაა,ბ,გ
ა. დამხმარე კოშკების, ტექნოლოგიისათვის საჭირო სისტემების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ. ბ. უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვისადმი, შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქ. რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით ან განაშენიანების რეგულირების გეგმით. | ||||||||||||||||||||||||||||||||
ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 25.06.2018წ.
ავტოსადგომის სივრცეები უნდა შეესაბამებოდეს:
1. აუცილებელი რაოდენობა. ამ წესებით დაშვებული, თითოეული გამოყენებისთვის საჭირო ქუჩის მიღმა მდებარე ავტოსადგომი სივრცეების რაოდენობა არ უნდა იყოს ცხრილ 4-ში განსაზღვრულზე ნაკლები. ავტოსადგომის დანაწევრებული სივრცის თითოეული ნაწილი შესაძლებელია გამოითვალოს, როგორც ერთიანი სივრცე. ცხრილი 4 საზოგადოებრივი გზების მიღმა მდებარე ავტოსადგომების ნუსხა
2. შერეული გამოყენებები. თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული გამოყენებები, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული გამოყენებისთვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს. 3. მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ამ წესების თანახმად აუცილებელი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განთავსდეს პროექტირებით გათვალისწინებულ საკადასტრო ერთეულზე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 25.06.2018წ. | ||||||||||||||||||||||||
1. სიგანე. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 2,5 მეტრი.
2. სიგრძე. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 5,5 მეტრი, ხოლო ავტოსადგომზე ავტომობილისათვის განკუთვნილი გასასვლელის ან საავტომობილო გზის მიმართ პარალელური ადგილის მინიმალური სიგრძე დასაშვებია იყოს 6.5 მეტრი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 25.06.2018წ.
1. ავტოსადგომის საავტომობილო გზის სიგანე. ყველა ავტოსადგომს უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი საავტომობილო გზა, რომლის სიგანეა შემდეგი:
ა) ცალმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე 3.5 მ;
ბ) ორმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე 6.5 მ.
გამონაკლისი
კერძო მოხმარების ავტოსადგომის საავტომობილო გზები სულ მცირე 2.8 მეტრი.
2. საავტომობილო გზა და პანდუსის ქანობები. ნებისმიერი საავტომობილო გზის ან პანდუსის მაქსიმალური ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 16%-ს.
3. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური და სტანდარტული ადგილების თანაფარდობა. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური და სტანდარტული ადგილების მაქსიმალური თანაფარდობა ნებისმიერ ავტოსადგომზე არ უნდა აღემატებოდეს 1 : 2.
4. დახაზვა. ყველა ავტოსადგომზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ადგილები დახაზული უნდა იყოს.
ა) გამონაკლისია კერძო გარაჟი ან ავტოსადგომი ფართობი ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი საცხოვრებლის ექსკლუზიური გამოყენებისათვის.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 25.06.2018წ.
საცხოვრებელი ზონა 2-ში (სზ-2) და საცხოვრებელი ზონა 3-ში (სზ-3) ღობის სიმაღლეები აუცილებელ ეზოებში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 5-ში მოცემულ სიდიდეებს.
ცხრილი 5 საცხოვრებელ ზონა 2-ში (სზ-2) და საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) ღობის მაქსიმალური სიმაღლეები
|
გარდამავალი დებულებები
2. 2015 წლის 1 იანვრამდე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი სუბიექტების მიმართ, რომლებმაც საკუთრების უფლება მოიპოვეს ამ წესის ამოქმედების შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემისას გამოყენებულ იქნას ეს წესი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის მაძიებელი სუბიექტებს მიმართ, ეს წესი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 2015 წლის 1 იანვრამდეც, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი თვითონ მოითხოვს ამას და ამასთანავე, ეს წესი არ უარესებს მის მდგომარეობა.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, №226, 25.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2381241-23/