ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრები დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.07.2014 ბოლო ცვლილება 19.11.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010080000.35.158.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2014 წლის 14 ივლისი

ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-4 მუხლის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

+
მუხლი 1
შეიქმნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და დადგინდეს   მათი საზღვრები  
+
მუხლი 2
1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი საზღვრებია:

ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანო (ქალაქი ბოლნისი);

ბ) კაზრეთის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი);

გ) თამარისის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა თამარისი, სოფლები: ცურტავი, ფარიზი);

დ) ნახიდურის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა, მწყნეთი);

ე) ტალავერის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ტალავერი, სავანეთი);

ვ) მამხუტის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, ხატავეთი);

ზ) რაჭისუბნის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისოფელი);

თ) რატევნის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: რატევანი, ზვარეთი);

ი) სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიული ორგანო (სოფელი ქვემო ბოლნისი);

კ) ბოლნისის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი, ფოლადაური);

ლ) აკაურთის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი, სენები);

მ) დარბაზის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში);

ნ) სოფელ ტანძიის ტერიტორიული ორგანო (სოფელი ტანძია);

ო) ქვეშის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი, საბერეთი);

პ) სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანო (სოფელი დისველი).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 20.09.2018წ.

+
მუხლი 3
 ამ დადგენილების  ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  5 აპრილის  №26 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010080000.35.158.016034) და ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის  6 მარტის  №14 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010080000.35.158.016078).

 

+
მუხლი 4
 ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014 წლის 14 ივლისიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრები დადგენის შესახებ“, №20, 14.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010080000.35.158.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2396328-1/