ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
|
+
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2014 წლის 18 ივლისი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის ,,დ.ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო თანახმად დანართისა.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა“, №6; 19.01.08; გვ.6).
+
მუხლი 3🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ' ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №14 დადგენილების ამოქმედების დღიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
+
თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარებში)
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1350
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350
საკრებულოს აპარატის უფროსი
1000
განყოფილების უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობის პირი
810
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – უფროსი საჯარო თანამდებობის პირი
790
790
წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი
560
560
დამხმარე მოსამსახურე - დამლაგებელი
460
460
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №15, 18.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016134 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2407348-1/