შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.08.2014 ბოლო ცვლილება 31.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.135.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 1 აგვისტო

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის

რეორგანიზაციის გეგმის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე
+



დანართი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის

რეორგანიზაციის გეგმა


+
მუხლი 1
ზოგადი დებულებანი
1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში - გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულების პასუხისმგებელ პირს.
+
მუხლი 2. სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;
დ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ე) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ვ) ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ზ) ზედამხედველობის სამსახური.
თ) საფინანსო სამსახური.

+
მუხლი 3. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და  ჩატარების ვადები
1. გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 20 აგვისტოსი;
ბ) გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 20 აგვისტოსი;
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 20 აგვისტოსი;
დ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი მოხელის საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრისა;
ე) ატესტაციისა ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრისა, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ზ) გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრისა.
თ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა.

+
მუხლი 4. რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის მუშაობის რეჟიმი
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობა მუშაობს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.

+
მუხლი 5. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძეიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისია.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ“, №16, 01.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016095 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2416485-1/