1. პაციენტისათვის ცალკეული პროფესიული საქმიანობების შეზღუდვა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პროფესიათა ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
2. აკრძალულია პაციენტის უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის საფუძველზე. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს.
3. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პაციენტის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია ამავე კანონის მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ აღნიშნული უფლებების განხორციელება შეუძლებელია შესაბამისად არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხასიათიდან გამომდინარე.
საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3123
- 26.07.2014 კანონი №2530
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. პაციენტის უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა 1. პაციენტისათვის ცალკეული პროფესიული საქმიანობისსაქმიანობების შეზღუდვა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პროფესიათა ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. 2. აკრძალულია პაციენტის უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის საფუძველზე. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს. 3. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პაციენტის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია ამავე კანონის მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ აღნიშნული უფლებების განხორციელება შეუძლებელია შესაბამისად არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხასიათიდან გამომდინარე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 30, 27/07/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება