1. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს.
2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და მისთვის მხარდაჭერის დაწესების მოთხოვნით, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
3. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3341
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. პაციენტის ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებამიმღებად ცნობა 1. პაციენტის ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებისმიმღებად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტის ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებისამიმღებად ცნობის და მისთვის კანონიერიმხარდაჭერის წარმომადგენლისდაწესების დანიშვნის მოთხოვნით, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკურიაქვს აშლილობისმყარი გამოფსიქიკური, არგონებრივი/ინტელექტუალური შეუძლიადარღვევები, განაგოსრომელთა თავისისხვადასხვა მოქმედებადაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და შეიგნოსეფექტიან მისიმონაწილეობას მნიშვნელობა.სხვებთან თანაბარ პირობებში. 3. პაციენტის ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებისმიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაკანონმდებლობით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულგათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდაეცნობება ეცნობოს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს.პაციენტის თავი III. ფსიქიატრიული დახმარებანათესავს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 30, 27/07/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება