ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2007 ძალადაკარგული 17.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4625
სარეგისტრაციო კოდი
010.100.000.05.001.002.780
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 18/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (5 მუხლი)

(ძალადაკარგულია 2026 წლის 1 იანვრიდან - 17.12.2025, №1321)

საქართველოს კანონი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო აცნობიერებს, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა არის მისი მოგვარების უპირობო გზა,

აღიარებს და იცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებებს,

ესწრაფვის, უზრუნველყოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის, ადგილობრივი პოლიტიკური ძალისა და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოების მაქსიმალური და სრულფასოვანი მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,

და მიზნად ისახავს ყველა პირობის შექმნას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახელმწიფოში ოსი ხალხის კულტურული თვითმყოფადობა და რეგიონის პოლიტიკური თვითმმართველობა.

    მუხლი 1

1. ეს კანონი განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმასა და წესს ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.

2. ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და მათი ინტერესების უზრუნველყოფას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.

    მუხლი 2

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1361  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

 

მუხლი 3

1. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობამ, შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

2. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობის წესი და ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1361  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 4

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო მმართველობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად;

დ) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი გეგმებისა და პროექტების შემუშავება და მათი მომზადების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ე) სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესების დაჩქარების მიზნით სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ვ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის ურთიერთნდობის განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;

ზ) საერთაშორისო და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

თ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1361  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

 

2007 წლის 13 აპრილი.

№4625-Iს

კანონპროექტები პარლამენტში

ამ აქტის შეცვლის 1 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათგან მიღებულია 1. ამჟამად განხილვაში არცერთი არ არის.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2025.
როდის იქნა მიღებული „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“?
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ მიღებულია 13.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4625. სარეგისტრაციო კოდი — 010.100.000.05.001.002.780.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2025.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“, №4625, 13.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.001.002.780 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24280/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება