კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2014 წლის 1 აგვისტო ქ. კასპი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის N51 დადგენილება (სსმ. ვებგვერდი, 111223034, 28/12/2011; 010250050.35.149.016080). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მოწყობას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
+
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
+
+
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე
+
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე
+
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2017.
- როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.08.2014. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.149.016202.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2017.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №34, 01.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2436277/