წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2014 ბოლო ცვლილება 29.03.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2014 წლის 4 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“ დანართის შესაბამისად;
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  27 დეკემბრის №30 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ,  ვებგვერდი,  04/01/2012  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.104.016076).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
+



დანართი
                    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

     ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  31–ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით;
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების,  საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან;
3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ  ორგანოს;
4. აპარატს აქვს ბეჭედი  და შტამპი წარწერით - „საქართველო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი“.

+
მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებრე აქტები.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  აქტებით.

+
მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია: 
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.

+
თავი II
აპარატის სტრუქტურა

+
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებები შეტანა
  აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. აპარატი შედგება: აპარატის უფროსის, განყოფილების უფროსების და საჯარო დაწესებულების მესამე რანგის უფროსი სპეციალისტებისაგან. (გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი,  07.11.2014წ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 30 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი,  07.07.2017წ.


+
მუხლი 5. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება;
გ) სამდივნო.

(გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 30 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი,  07.07.2017წ.


+
თავი III
აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები

+
მუხლი 6. საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას;
გ)  ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტებს; ახდენს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხების და ამ საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადებას;
ზ)  საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;
თ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ი) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების ტექნიკურ მომზადებას და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
კ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ლ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან.
მ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას და საკრებულოს საარქივო საქმის წარმოებას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 29.11.2023წ.


+
მუხლი 7. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილება:
ა) ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს და ახდენს მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) ახდენს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას და სისტემატიზაციას, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების, შეჩერების ამ მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) კონტროლს უწევს საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვადების დაცვას;
დ) (ამოღებულია - 24.11.2023, №37).
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რედაქტირებასა და გაფორმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში - სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდზე ატვირთვას;
ზ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში.
თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, ოქმის შედგენას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
ი) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მომსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;
ლ) შეიმუშავებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის და სამივლინებო დოკუმენტებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 29.11.2023წ.


+
მუხლი 8. სამდივნო
   სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ- ტექნიკურ მომსახურებას უწევენ საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას.

+
თავი IV
აპარატის ხელმძღვანელობა

+
მუხლი 9. აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.

+
მუხლი 10. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის და მასში შემავალი სპეციალისტების საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს ამ ერთეულში შემავალი მოსამსახურეების თანამდებობრივ მოვალეობებს. აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მოვლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ერთეულის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) უქმნის შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ ერთეულის III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 30 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი,  07.07.2017წ.


+
მუხლი 10​1. ამოღებულია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი,  07.11.2014წ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 30 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი,  07.07.2017წ.


+
თავი V
აპარატის საჯარო მოსამსახურეები

+
მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს საკონკურსო კომისია.
3. (ამოღებულია - 25.01.2019, №6).

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის 25 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი,  31.01.2019წ.


+
მუხლი 12. აპარატის საჯარო  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით,  ამტკიცებს საკრებულო.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №30, 04.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016176 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2440735-4/