ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ა) მოსარგებლე – სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა ერთჯერადად.
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100);
ბ.ე) ანგარიშ-ფაქტურა;
ბ. ვ)პირადი ანგარიში;
ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ბ.თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე. დაფინანსების მიღებისას საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში
2. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება.
ა) მოსარგებლე:
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 0-დან 70000 ქულის ჩათვლით. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 70001-დან 200000 ქულის ჩათვლით და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 200001-ქულაზე მეტს და მოქალაქე რომელიც არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხასი) ლარს. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 30%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი,დედმამიშვილი, მეუღლე)
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი.
ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
ბ.ე) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ბ. ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ბ.ზ) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი;
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საფუძველზე.
2. ერთჯერადად ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 ლარს.
ა) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა.ა) განცხადება ( განმცხადებელი - მშობელი );
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე);
ა.დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეოთხე და მეტ ახალშობილზე);
ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიში.
ბ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში.
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ) ობოლი ბავშვები;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ) ავღანეთის ომში მონაწილეთა შვილები.
2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ომის მონაწილის მოწმობა;
ე) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) გარდაცვალების მოწმობა;
ზ) დევნილობის მოწმობა;
თ) მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა.
სარიტუალო მომსახურება:
ა) მოსარგებლე:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავღანეთის ომში მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ.დ)ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;
ბ.ე) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი;
ბ.ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი);
ბ.ზ) საბანკო ანგარიში.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) ავთანდილი თაბაგარის (პირადი №47001002438);
ბ) გუგული ლაბაძის (პირადი №47001025972);
გ) ივანე ლაბაძის (პირადი №47001030342);
დ) ლაზარე ხითარიშვილის (პირადი №47001020679);
ე) მარიამ კაპანაძის (პირადი №47001019536);
ვ) მარიამ ლაბაძის (პირადი №47001034719);
ზ) თეიმურაზ თაბაგარის (პირადი №47001029805).
ა)მოსარგებლე:
ა.ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები;
ა.ბ) ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგ. ინვალიდები
ბ) დოკუმენტაცია:
ბ.ა) განცხადება (ომში მონაწილის ან ოჯახის წევრის, გამონაკლის შემთხვევაში, დედის, მამის, შვილის);
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ.გ) ვეტერანისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მიიღებენ 150 ლარს.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპული ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს (6 მაისს, გიორგობას).
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილი ოჯახს წევრის პირად ანგარიშზე.
ა) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხედველობით ინვალიდები (I-II ჯგ. ბენეფიციარები, რომლებიც არიან მხედველობით ინვალიდთა პენსიის მიმღებნი) ერთჯერადად საახალწლოდ მიიღებენ 100 ლარს.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
ა) ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
ბ) ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელ ფართზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 500 (ათასი) ლარისა.
დოკუმენტაცია:ა) განცხადება (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ხანძრის აქტი (ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.
ე) დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათები.
ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ზ) პირადი ანგარიში
ზიანის ოდენობას განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ანგარიშსწორება:ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ( უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) დახმარება სურსათის სახით;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები) ერთჯერადი დახმარება ზამთრისათვის გათბობის უზრუნველსაყოფად.
ოჯახზე 100 (ასი) ლარი.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ კვებაზე მყოფ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება ერთჯერადად სურსათის სახით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მეურვის განცხადება;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვის პირადი ანგარიში.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის პირად ანგარიშზე.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №21, 05.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2446858-2/