ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2014 წლის 8 აგვისტო ქ. ხობი |
|
+
1. დამტკიცდეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის საპატიო მოქალაქეობის შემოღებისა და „ხობის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 აპრილის №97 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა
+
1.
დამტკიცდეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა.2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის საპატიო მოქალაქეობის შემოღებისა და „ხობის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 აპრილის №97 დადგენილება.
3.
დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი
+
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.
+
მუხლი 2🔗
ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვან პირს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
+
ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვან პირს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მუხლი 3🔗
საქართველოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის.
+
მუხლი 4🔗
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოსა და ხობის წინაშე, ან ხობთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
+
მუხლი 5🔗
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მუნიციპალიტეტის მერს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 03.07.2018წ.
+
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მუნიციპალიტეტის გამგებელს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფს.
მუხლი 6🔗
შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს საპატიო მოქალაქეობაზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2 ფოტოსურათი და ბიოგრაფია.
+
მუხლი 7🔗
საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას ბიუროზე განსახილველად ამზადებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.
+
მუხლი 8🔗
ბიურო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს რეკომენდაციას ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. ბიუროს მიერ მიღებული რეკომენდაცია წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომლის საფუძველზეც მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი ,03.07.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.08.2014. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.106.016128.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №29, 08.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016128 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2453575/