საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
| ||||||||||||||||||||||||
+
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. ბორჯომი
საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვოთმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად,+
მუხლი 1
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდეთ საკრებულოს წევრებს, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები თანახმად №1 დანართისა.
+
მუხლი 11 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხოციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №2 შესაბამისად.🔗
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი, 26.09.2014წ.
+
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე
+
დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აგვისტოს დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 25.08.2015წ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საკრებულოს (არათანამდებობის პირი) წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა).
N
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის; ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომარჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის (საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%)
1
საკრებულოს სხვა (არათანამდებობის პირი) წევრი
300
562.5 (ხუთას სამოცდაორი ლარი და 50 თეთრი)
.
+
2
დანართი №2
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხოციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
+
მუხლი 1. მუხლი 1. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება დანართი 1-ის შესაბამისად.
300
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი, 26.09.2014წ.
+
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელების, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 23 რიცხვიდან მიმდინარე თვის 22 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – ომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 23 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი, 26.09.2014წ.
3
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი, 26.09.2014წ.
700
4
ციხისჯვარი650
5
დაბა ბაკურიანი, დაბა ახალდაბა550
6
დაბა წაღვერი, ტბა, ყვიბისი, დვირი, საკირე500
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №38, 08.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016154 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2454603-2/