1. დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.
2. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.
3. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს შესაბამის დოკუმენტის ადგილობრივ მიმღებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს ამ კანონის მე-18 მუხლში ჩამოთვლილ სავალდებულო ეგზემპლარების მიმღებთა მიხედვით.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №264
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ბეჭდური დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა 1. დოკუმენტის მწარმოებელი საქართველოსსაჯარო პარლამენტისსამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს. 2. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს. 3. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს შესაბამის დოკუმენტის ადგილობრივ მიმღებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს ამ კანონის მე-18 მუხლში ჩამოთვლილ სავალდებულო ეგზემპლარების მიმღებთა მიხედვით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 18/08/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება