1. დოკუმენტის მწარმოებელი ვალდებულია სავალდებულო ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადასცეს დოკუმენტის მიმღებს. დოკუმენტის მწარმოებელი სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯებს ასახავს წარმოებული საგამომცემლო პროდუქციის თვითღირებულებაში, რომელსაც სავალდებულო ეგზემპლარი მოიცავს.
2. დეფექტიან სავალდებულო ეგზემპლარს დოკუმენტის მიმღების მოთხოვნით დოკუმენტის მწარმოებელი 1 თვის ვადაში ჩაანაცვლებს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 01.08.2014).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 18/08/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება