განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;
დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №3გ-ად-228-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.09.2002
…პალატას. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: ზემოა ღნიშნულ.ნ გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 339-ე, 412-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ზ. ფ-ა-ი-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.07.01წ.
- საქმე №3კ/1109-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2002
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 273-ე და 339-ე მუხლებით 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და დაადგინა: დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: კომპანია “მ.-მ” მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის საშუალებით გააშუქოს მხარეთა შორის მორიგების ფაქტი და უარყოს გ.
- საქმე №010210618002778831 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.12.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე, 341-ე მუხლები. 5. სამართლებრივი შეფასება 5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების…
- საქმე №080210619003068884 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე, 341-ე მუხლები. 5. სამართლებრივი შეფასება 5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების…
- საქმე №090210618002537395 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
…ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად,,,ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ, სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
- საქმე №010210617002207194 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №010210617002010628 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება