1. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. სასამართლოს შეუძლია, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
4. შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ საკითხს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით წყვეტს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 – სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.112
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2385 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.402
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№753
- ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5914
- 20.09.2019 კანონი №5014
- 04.05.2017 კანონი №753
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1133-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა (მაგალითად, 350-ე მუხლის მე-3 ნაწილი) მტკიცებულებათა შეგროვება მხარეთა შუამდგომლობის გარეშე შეიძლება გახდეს მოსამართლის (სასამართლოს) აცილების საფუძველი (31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) – (იხ.
- საქმე №ას-1071-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
…ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გ.ძ–ის შემთხვევაში მოსარჩელემ დაათვალიერა დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა მამობის დადგენას (შვილად აყვანის რეგისტრაცია), რაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, ასევე სსსკ-ის 350-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. 10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ მოსარჩელემ დაარღვია სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა, ასევე დაარღვია სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები.
- საქმე №ას-1106-1037-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2012
საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების, ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 350-ე მუხლის მესამე ნაწილის ანალიზი იძლევა ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სხდომის დახურვა, მასზე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება