სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №490 |
|
2014 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1);
ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №2);
გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №3).
|
1. ეს წესი არეგულირებს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.
2. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობის რისკის დონე;
ბ) სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმების (დანართი #2) ფარგლებში.
ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს მიეცემათ დანამატი სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების 30%-ის ოდენობით.
კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი პირი.
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მივლინებულია, მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასთან და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სხვა სახის ხარჯები. ამ სახის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, რომელთაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეთ სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორ-ციელებს სამინისტრო;
ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულების გამო დროებით აღარ იმყოფებიან მივლინების ადგილას, უნარჩუნდებათ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება ამ პერიოდში, მაგრამ, არა უმეტეს 15 დღის სამივლინებო ხარჯებისა.
1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მათ მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, შეიძლება მიეცეს ავანსის სახით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში/ჯგუფში სამხედრო სამსახური ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის მივლინება სამშვიდობო ოპერაციების ზონაში ჩაითვალოს სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად.
ეს წესი ვრცელდება სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურეზე, თუ ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას სამინისტროში და მის სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო.
სამივლინებო ხარჯების გაცემასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
დანართი №2
შენიშვნა: სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.
|
დანართი №3
შენიშვნა: 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად. 2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად. |
+
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №753 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
+
მუხლი 1🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:
ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №753 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
+
მუხლი 11
ამ დადგენილების დანართი №1-ის ნორმები გავრცელდეს ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებზე (შემდგომში - სპეციალური წოდების მქონე პირები).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №753 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
+
1. 2014 წლის პირველ სექტემბრამდე, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად. 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
2. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №753 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
+
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
+
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი არეგულირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.
3. ეს წესი არ ვრცელდება „ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოდან წარსაგზავნ პერსონალზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №440 – ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასა და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი,აგრეთვე პირადი შემადგენლობის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სხვა სახის ხარჯები.ამ ხარჯების სახეობასა და ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
+
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვისსამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსითწარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები
№
სამხედრო წოდება/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი
სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი)
1
არმიის გენერალი
2 970
2
გენერალ-ლეიტენანტი
2 370
3
გენერალ-მაიორი
2 170
4
ბრიგადის გენერალი
1 970
5
პოლკოვნიკი
1 770
6
ვიცე-პოლკოვნიკი
1 570
7
მაიორი
1 370
8
კაპიტანი
950
1 190
9
უფროსი ლეიტენანტი
890
1 090
10
ლეიტენანტი
860
1 070
11
მთავარი სერჟანტი
830
1 000
12
მასტერ სერჟანტი
800
950
13
უფროსი სერჟანტი
770
890
14
სერჟანტი
150
860
15
უმცროსი სერჟანტი
830
16
კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი
800
17
პირველი კლასის რიგითი
770
18
საკონტრაქტო სამსახურის რიგითი
750
19
სავალდებულო სამსახურის რიგითი
150
20
სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი
1 200
შენიშვნა: სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №753 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №593 – ვებგვერდი, 27.11.2015წ.
+
№
შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი)1
პოლკოვნიკი 1 7702
ვიცე-პოლკოვნიკი 1 5703
მაიორი 1 3704
კაპიტანი 1 1905
უფროსი ლეიტენანტი 1 0906
ლეიტენანტი 1 0707
მთავარი სერჟანტი 1 0008
მასტერ სერჟანტი950
9
უფროსი სერჟანტი890
10
სერჟანტი860
11
უმცროსი სერჟანტი830
12
კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი800
13
პირველი კლასის რიგითი770
14
რიგითი150
15
სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი 1 200 შენიშვნა: 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად.2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.
2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“?
- „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 12.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №490. სარეგისტრაციო კოდი — 120330000.10.003.018110.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.12.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“, №490, 12.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 120330000.10.003.018110 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2457575/